You are on page 1of 3

საერთაშორისო ურთიერთობათა დისციპლინა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იქცა

მეცნიერებად. მან გაიარა 30-40-იან წლებში დებატები იდეალიზმსა და რეალიზმს შორის. 60-
იან წლებში იყო დავა ტრადიციონალისტებსა და ბიჰეივიორისტებს შორის. მესამე დებატები
მიზნად ისახავდა საუკეთესო თეორიის გამოკვეთას, ესაა პარადიგმათაშორისო დებატები.

თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები, როგორც სამეცნიერო დისციპლინა


წარმოდგენილია სამი პარადიგმით: რეალიზმი, პლურალიზმი და გლობალიზმი.
თითოეული პარადიგმა ემყარება განსხვავებულ ხედვას: რეალისტებისთვის საერთაშორისო
სისტემა სუვერენული სახელმწიფოების დაუსრულებელი ურთიერთობაა;
პლურალისტებისთვის მსოფლიო ურთულესი ობობის ქსელია სხვადასხვა სახის
ურთიერთობათა გადახლართვაა; გლობალისტებისთვის კი საერთაშორისო სისტემა რმა
ფეხაა, რომელიც თავისი მძლავრი საცეცებით გამუდმებით იწოვს სიმდიდრეს
დასუსტებული პერიფერიიდან და მას განვითარებული ცენტრისკენ გადატვირთავს.

რეალისტებისთვის მთავარია ძალაუფლება. პლურალისტებისთის კომპლექსური


სოციალური ძვრები. გლობალისტებისთის კი მთავარია კაპიტალისტური ეკონომიკა.
რეალისტები მოქმედ პირებად სუვერენულ სახელმწიფოებს თვლიან მთავარ ამოცანად კი
სახელმწიფოთა „ქცევის“ ახსნა-განმარტებას. პლურალისტები ასევე სახელმწიფოებს, მაგრამ
მრავალ სხვა მოქმედ პირთნ ერთად ამოცანაა მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის
ახსნა. გლობალისტები მოქმედ პირებად მიიჩნევენ სოციალურ კლასებს ფუნქციად კი
მსოფლიოში მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის არსებული უპსკრულის მიზეზ-
შედეგობრივი კავშირის ახსნას მიიჩნევენ.

რეალიზმის პრობლემატიკას სამი საკვანძო საქმე აქვს: ომის მიზეზები და მშვიდობა;


ძირითადი მოქმედი პირები და სახელმწიფოთა სისტემის საზოგადოების კონცეფცია.
ყოველი ხედვა და კონცეფცია ქმნის მსოფლიოს განსხვავებულ „სურათს“, სტრუქტურის და
განვითარების მექანიზმებს. ამ ხედვებს სრული პარადიგმების სახე მისცეს ამერიკელმა
მეცნიერებმა: ვიოტი და კაუპი.

80-იან წლებში გაძლიერდა ახალი ხედვები და ამან ბიძგი მისცა ჩამოყალიბებულიყო


კრიტიკული, პოსტმოდერნისტული, კონსტრუქტივიზმის და ფემინიზმის თეორიები. ყველა
ეს თეორიული ხედვა დაფუძნებულია პოზიტივიზმის უარყოფაზე. ცენტრალური ადგილი
უჭირავს ცოდნას, ემპირიას, ფაქტებს და არა ნორმებსა და ღირებულებებს.

კრიტიკული თეორია

კრიტიკული სკოლის შეხედულებებმა კითხვის ქვეშ დააყენა გაბატონებული სოციალური და


პოლიტიკური წესრიგი. კრიტიკულ თეორიას უნდა გაეანალიზებინა არსებული
წინააღმდეგობების გამომწვევი მიზეზები სოციალურ სტრუქტურებში. მათი სათავე
განმანათლებებშია, მაგრამ ეს თეორია უკავშირდება „ფრანკფურტის სკოლას“. (მორკჰაიმერი,
ადორნო, ბენჯამინი და გრამში) ამ თეორიის ძირითადი ტენდენციაა საზოგადოების
მთლიანობაში განხილვა და იმ ფორმების აღმოფხვრა, რომელიც ადამიანის თავისუფლებას
ზღუდავს. კოქსს და ლინკლეიტერს დიდია როლი უჭირავს. კოქსის აზრით „თეორია
ყოველთვის არის ვიღაცისთვის და რაღაცის მიზნით“.
კრიტიკული თეორია განიხილავს საზოგადოებრივი და პოლიტიკური ინსტიტუტების
წარმოშობასა და ლეგიტიმურობას, მათი გარდაქმნის პირობებსა და მიზნებს. ამ თეორიას
აინტერესებს მსოფლიო წესრიგის რომელი ელემენტებია უნივერსალური და რომელია
შემთხვევითი.

კრიტიკული თეორია უარყოფს პოზიტივიზმის სამ პრისტულატს: ობიექტურად არსებულ


სინამდვილეს; სუბიექტსა და ობიექტს შორის სხვაობას; და ღირებულებებს მოკლებული
სოციალურ მეცნიერებას.

პოსტმოდერნიზმი

პოსტმოდერნიზმი მოდერნიზმის შემდგომი ეპოქაა. ის ჩამოყალიბდა მე-20 ს-ში. ესაა


ინტელექტუალური მოძრაობა, რომლის აპოლოგეტები იყვნენ: ფუკო, ლიოტარი, დერიდა,
ბოდრიანი. პოსტმოდერნიზმია ყველაზე ნაციონალური და დაუნდობელი მიდგომა.

პოსტმოდერნიზმის შეხედულებით სოციალური სინამდვილე არ არის ისეთი როგორსაც


წარმოვიდგენთ და ეს უნდობლობაა. პოსტმოდერნიზმი კრიტიკული თეორიის ყველაზე
უფრო რადიკალური მიმართულებაა. ამ თეორიას სამი ხედვა აქვს: მათ არ სჯერად
განზოგადებათა შესაძლებლობების; მათი აზრით პოლიტიკური სამყარო აგებულია
ძალაუფლების რეჟიმზე; და არ არსებობს ერთი აუცილებელი ჭეშმარიტება და ყოველი აქტის
შემდეგ მათი აზრით რამდენიმე განსხვავებული განმარტების გაკეთება შეიძლება; და ბოლოს
ისინი უარყოფენ ცოდნის დაგროვების და სრულყოფის შესაძლებლობას.

კონსტრუქტივიზმი

პოზიტივიზმის ენას შეუძლია მხოლოდ არსებული სამყაროს ასახვა. კონსტრუქტივიზმის


თანახმად „ენა“ ქმნის ჩვენს შემეცნებაში სპეციფიკურ სამყაროს და ეს სამყარო ისეთია
როგორსაც მას „ენა“ წარმოსახავს. ადამიანები დამოკიდებულნი არიან ენაზე, როგორც
საკუთარი სურვილების გამოხატვისა და მიზნების მისაღწევად.

მათი ხედვით ინსტიტუტები მუდმივად იცვლება და ეს ხდება სახელმწიფოთა და


საერთაშორისო ურთიერთობათა სხვა მონაწილე მხარეთა ქმედების შედეგად. აქ აქცენტი
გაკეთებულია ურთიერთობათა სოციალურ განზომილებებზე.

საერთაშორისო სისტემა ანარქიულია და კონსტრუქტივიზმის წარმომადგენლები კი თვლიან,


კერძოდ ვენდტი: „ანარქია არის ის, რასაც მისგან სახემწიფოები ქმნიან: ძალის პოლიტიკის
სოციალური კონსტრუირება.“ მატერიალურ შესაძლებლობებს აქ დიდი როლი ენიჭება.

ფემინიზმი

ყველა შემთხვევაში ფემინიზმის გენდერთან ასოცირება სწორი არ არის. ფემინიზმის თეორია


ნიშნავს საზოგადოებას შეასწავლოს ფუნდამენტურ რეორიენტირების, გენდერული
პრობლემები. ეს თეორია წინ წამოიწია მე-20 საუკუნის 80-იან წლებში.

ფემინისტები თვლიან, რომ ყველანი დავეჩვიეთ საკაცობრიოს გათანაბრებას მამრობითთან


და ის რასაც ბუნებრივს ვეძახით მამრობითი მოდელიდან გამომდინარეობს. იჩრდილება
რეალური ვითარება და იჩქმალება „სუსტი სქესის“ ინტერესები. სათავე აქ ძევს საკუთრივ
ფემინიზმიდან და კრიტიკული თეორიიდან. მისი წარმომადგენლებია: ელშტეინი,
სილვესტერი და თიკნერი. ფემინიზმს აქვს 4 მიმართლება: ფემინისტური ხედვა;
ლიბერალური ხედვა; პოსტმოდერნიზმული ფემინიზმი და სოციალისტური ფემინიზმი.

You might also like