You are on page 1of 6

გერმანული „ორგანიციზმული სკოლა“

რატცელი, ნაუმანი და ჩელენი თავის ნაშრომებში სახელმწიფოს განიხილავდნენ, როგორც


სივრცულ ორგანიზმს. მრავალი მეცნიერის აზრით, სწორედ რატცელი ითვლება
გეოპოლიტიკური მეცნიერების „მამამთავრად“. თავისი გეოპოლიტიკური იდეები მან
განავითარა ნაშრომში „პოლიტიკური გეოგრაფია“. მისი მსოფლმხედველობა დაეფუძნა
ევოლუციონიზმსა და დარვინიზმს.

„ანთროპოგეოგრაფიაში“ (1882) თავმოყრილია მისი ძირითადი იდეები: ხალხთა


ევოლუციისა და დემოგრაფიის კავშირი გეოგრაფიულ მონაცემებთან, რელიეფის
კონფიგურაციისა და ადგილმდებარეობის გავლენა ხალხთა პოლიტიკური ცნობიერების
ჩამოყალიბებაზე და სხვა.

„პოლიტიკურ გეოგრაფიაში“ რატცელი ამტკიცებს, რომ მიწა წარმოადგენს ძირითად და


უცვლელ საფუძველს, რომლის გარშემოც ვითარდება მსოფლიო ისტორია და ბრუნავს
სხვადასხვა ერების ინტერესები. ისტორიული პროცესების განვითარება პირდაპირკავშირშია
ნიადაგსა და ტერიტორიასთან.

გერმანული „ორგანიციზმული სკოლის” წარმომადგენლის, რატცელის თვალსაზრისი


ნათლადაა წარმოდგენილი მის მოსაზრებაში სივრცის შესახებ, რომელიც რაოდენობრივ-
მატერიალური კატეგორიიდან გადადის ახალ ხარისხში და „სასიცოცხლო სფეროდ”,
„გეობიოგარემოდ" გარდაიქმნება. მან სივრცესთან მიმართებაში ჩამოაყალიბა ორი ახალი
ტერმინი: „სივრცული აზრი” და „სასიცოცხლო ენერგია”.

რატცელის აზრით, სახელმწიფო ყალიბდება და ვითარდება დედამიწის კონკრეტულ


რეგიონში ცოცხალ ორგანიზმად, რომლის თვისებებიც დამოკიდებულია ხალხისა და
ნიადაგის თვისებებზე. ამ თვისებებიდან ის გამოყოფს: სიდიდეს, ადგილმდებარეობასა და
საზღვრებს, ასევე ნიადაგის ტიპს, მცენარეულ საფარს და ბოლოს მის დამოკიდებულებას
დედამიწის ზედაპირის მიმდებარე ზღვებსა და დაუსახლებელ მიწებთან. ამ თვისებების
შერწყმის შედეგად იქმნება და ვითარდება სახელმწიფო. ამავე დროს, როდესაც ჩვენ
განვიხილავთ ამა თუ იმ ქვეყანას, აქ ყურადღება უნდა გავამახვილოთ მოსახლეობაზე, და იმ
ყველაფერზე, რაც ადამიანის მიერ იქნა შექმნილი.

რატცელის აზრით, სახელმწიფოს განვითარება, გაზრდა და გაფართოება წარმოადგენს


ყველაზე მნიშვნელოვან სასიცოცხლო ეტაპს, რაც გულისხმობს ქვეყნის „საზღვრების
ურღვევობის“ კონცეფციაზე უარის თქმას. აქედან გამომდინარე, მეცნიერი ამართლებს დიდი
სახელმწიფოს ექსპანსიონისტურ პოლიტიკას და გამოყოფს ექსპანსიის შვიდ კანონს:

1. “სახელმწიფოს მოცულობა იზრდება მისი კულტურის განვითარების შესაბამისად.

2. სახელმწიფოს სივრცულ ზრდასთან ახლავს მისი განვითარების სხვა გამოვლინებებიც:


იდეოლოგიის, წარმოების და კომერციული საქმიანობის.

3. სახელმწიფო ფართოვდება მცირე მნიშვნელობის მქონე პოლიტიკური ერთეულების


შთანთქმით.
4. საზღვარი ეს არის სახელმწიფოს განაპირას არსებული ორგანო.

5. სივრცული ექსპანსიის განხორციელების დროს სახელმწიფო მიისწრაფვის თავისი


განვითარებისათვის დაიკავოს რეგიონები, ველები, ყველა მდიდარი და საჭირო ტერიტორია.

6. ექსპანსიის საწყისი იმპულსი მომდინარეობს გარედან სახელმწიფოს გაფართოებისაკენ


აქეზებს უფრო დაბალი ცივილიზაციის მქონე სახელმწიფო (ან ტერიტორია).

7. შედარებით სუსტი ერების ასიმილაციის ან შთანთქმის საერთო ტენდენცია უბიძგებს მას


საკუთარი ტერიტორიის უფრო მეტად გაფართოვებისაკენ, რომლის საშუალებითაც საკუთარ
თავს იგი თვითონვე ასაზრდოვებს”

რატცელის ნაშრომებში ასეთი იდეების არსებობის გამო, ბევრი კრიტიკოსი რატცელს ბრალს
სდებდა „იმპერიალისტებისათვის კატეხიზმოს” დაწერის გამო. თუმცა მეცნიერის მიზანი
სულაც არ იყო გერმანიის იმპერიალიზმის გამართლება, რადგან მის მიზანს წარმოადგენდა
შეექმნა სახელმწიფოთა და ხალხთა ისტორიის სივრცისადმი დამოკიდებულების შესაბამისი
აღქმის კონცეპტუალური ინსტრუმენტი.

ჩელენის გეოპოლიტიკური იდეები

ჩელენი პირველმა გამოიყენა ტერმინი „გეოპოლიტიკა“, რომელიც მან განმარტა, როგორც


„მეცნიერება სახელმწიფოს, როგორც სივრცეში განფენილი გეოგრაფიული ორგანიზმის
შესახებ“. ჩელენმა თავის ნაშრომებში შემოგვთავაზა ოთხი ახალი პოსტულატი:

 ეკოპოლიტიკა-“სახელმწიფოს ეკონომიკური ძალის შესწავლა”


 დემოპოლიტიკა-“ხალხის მიერ სახელმწიფოსადმი გადაცემული დინამიკური
იმპულსების გამოკვლევა”.
 სოციოპოლიტიკა-“სახელმწიფოს შესწავლა სოციალურ ასპექტში”.
 კრატოპოლიტიკა- „მართვის და ხელისუფლების ფორმების შესწავლა სამართლისა და
სოციალ-ეკონომიკური ფაქტორების პრობლემებთან და მიმართებაში”

მისმა პოსტულატებმა ვერ ჰპოვეს ფართო გავრცელება, მაგრამ ტერმინი „გეოპოლიტიკა”


საფუძვლიანად დამკვიდრდა სამეცნიერო წრეებში და მთლიანად საზოგადოებაში.

ჩელენი რატცელის მსგავსად გერმანული „ორგანიციზმის” იდეების მხარდამჭერი იყო. მან


საფუძვლიანად განავრცო „კონტინენტური სახელმწიფოს” იდეა და აჩვენა, რომ გერმანია
არის ღერძული დინამიზმის მფლობელი სივრცე, რომლის გარშემოც უნდა შეიკრიბონ
დანარჩენი ევროპული სახელმწიფოები.

ჩელენი მაქსიმალურად ცდილობდა შვედური პოლიტიკის გერმანულთან დაახლოებას, მისი


გეოპოლიტიკური შეხედულებები გერმანიის ადგილმდებარეობის მნიშვნელობის შესახებ,
ემთხვევა ნაუმანის მიერ ჩამოყალიბებულ „შუა ევროპის” თეორიას. ნაუმანის ნაშრომებში
ნათლადაა ჩამოყალიბებული ჩელენის კონცეფციის შესაბამისი გეოპოლიტიკური იდეები,
რომლის თანახმადაც, იმისათვის რომ ცენტრალური ევროპის სახელმწიფოებმა და ამ
ტერიტორიებზე მოსახლე ხალხებმა თავიდან აიცილონ ისეთი ორგანიზებული
გეოპოლიტიკური წარმონაქმნების, როგორებიცაა ინგლისი, აშშ, და რუსეთი
გეოპოლიტიკური გავლენა, საჭიროა ერთიანი პოლიტიკის ჩამოყალიბება და ახალი
პოლიტიკურ-ეკონომიკური სივრცის შექმნა, ხოლო ამ სივრცის სათავეში წარმმართველი
ძალა უნდა იყოს გერმანია. სწორედ ესაა „შუა ევროპის” თეორია, რომელიც წარმოადგენდა
წმინდა გეოპოლიტიკურ ცნებას, სადაც ყურადღება ეთმობოდა არა ეთნიკურ, არამედ
გეოგრაფიული ბედის ერთიანობას. აღნიშნული პროექტი გულისხმობდა გერმანიის,
ავსტრიის, დუნაისპირა სახელმწიფოების, ხოლო შორეულ პერსპექტივაში საფრანგეთის
ინტეგრაციას.

კონტინენტური ბლოკის იდეა

კარლს ჰაუსჰოფერი

კარლ ჰაუსჰოფერის სამეცნიერო შემოქმედებისა და მისი გეოპოლიტიკური მოსაზრებების


“წყალობით”, ბევრი ექსპერტის აზრით გინიხილებოდა “ფაშისტურ” თეორიად. მისი
პირველი წიგნი იყო “Dai nihon”, რომელშიც მან გაანალიზა იაპონიის გეოპოლიტიკა.

1924 წლიდან 20 წლის განმავლობაში ჰაუსჰოფერი აქვეყნებდა გეოპოლიტიკურ ჟურნალს


“Geopilitik”, რომელსაც დიდი საერთაშორისო მნიშვნელობა გააჩნდა. თავისი სამეცნიერო
შრომების უმრავლესობა სწორედ ამ ჟურნალის სხვადასხვა ნომრებში იყო გამოქვეყნებული.

ჰაუსჰოფერმა საფუძვლიანად შეისწავლა რატცელის, ჩელენის, მაკინდერის, ბლაშის და სხვა


გეოპოლიტიკოსთა შრომები. მსოფლიო დუალიზმის თეორიას “საზღვაო და სახმელეთო
მმართველობა” იგი განიხილავდა იმ ძირითად კონცეფციად, რომელიც წარმოადგენდა
საერთაშორისო პოლიტიკის ძირითად პრინციპს.

“საზღვაო მმართველობისა” და “მსოფლიო მმართველობის” მსოფლიო დუალიზმი გერმანიას


მნიშვნელოვანი დილემის წინაშე აყენებდა. გერმანული სახელმწიფოს პილიტიკური
ძლიერება სურდათ ეროვნული იდეის მომხრეებს, რაც გულისხმობდა ინდუსტრიულ
განვითარებას, კულტურულ აღმავლობასა და გეოპოლიტიკურ ექსპანსიას. ამავე დროს,
გერმანიის მოსალოდნელი სივრცობრივი და კულტურული ექსპანსია ევროპის ცენტრში არ
შედიოდა დასავლეთის დიდი ქვეყნების – ინგლისის, საფრანგეთისა და აშშ-ის ინტერესებში.
თავის მხრივ, “ატლანტისტი გეოპოლიტიკოსებიც ღიად აფიქსირებდნენ თავიანთ უარყოფით
განწყობას გერმანიის როგორც სახმელეთო ქვეყნის მიმართ და მას საზღვაო დასავლეთის
ერთ-ერთ მთავარ გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგედ განიხილავდნენ. აქედან გამომდინარე,
“დიდი ეროვნული გერმანიის” მომავალი დასავლეთთან, განსაკუთრებით ანგლოსაქსურ
სამყაროსთან გეოპოლიტიკური წინააღმდეგობით ვითარდებოდა.

სწორედ ამ საერთაშორისო პოლიტიკური ვითარების განხილვას ეფუძნებოდა კარლს


ჰაუსჰოფერისა და მისი მიმდევრების გეოპოლიტიკური დოქტრინა, რომლის არსი
მდგომარეობს სახმელეთო ქვეყნებისაგან “კონტინენტური ბლოკის” ან ბერლინი-მოსკოვი-
ტოკიოს ღერძის შექმნის აუცილებლობაში. ჰაუსჰოფერის აზრით, ეს უნდა ყოფილიყო
ერთადერთი სრულფასოვანი და შესაბამისი პასუხი “საზღვაო” ძალების სტრატეგიის მიმართ,
რომელიც თავის მხრივ არ მალავდა, რომ ამ ძალებისათვის ყველაზე დიდ პრობლემას
შექმნიდა ანალოგიური ევრაზიული ალიანსის შექმნა. ამ მიმართულებამ მიიღო დასახელება
„ორიენტაცია აღმოსავლეთისაკენ“, რადგანაც გულისხმობდა, რომ გერმანია და გერმანული
ერი და კულტურა, წარმოადგენს ევრაზიული, აზიური ტრადიციის გაგრძელებას
დასავლეთის მიმართულებით. ჰაუსჰოფერის მიერ გერმანული გაფართოების იდეა
გულისხმობდა არა რუსული მიწების კოლონიზაცია, არამედ აზიური სივრცეების ათვისებას
აღმოსავლეთ ევროპაში ცვლილებების განხორციელების ხარჯზე.

მაგრამ მოსკოვთან “კონტინენტური ბლოკის” შექმნა, წინააღმდეგობაში შედიოდა გერმანულ


ეროვნულ თვითშეგნებასთან. ეს ეხება ისტორიისადმი რასისტულ მიდგომას. ამ მიდგომის
ყველაზე მთავარ ფაქტორს წარმოადგენდა რასობრივი, ენობრივი და კულტურული
სიახლოვე და არა გეოგრაფიული ან გეოპოლიტიკური სპეციფიკა. ამ მიდგომის არსებობის
შემთხვევაში გერმანელების ბუნებრივ მოკავშირეებია ინგლისი და აშშ. რადგან ეთნიკურად
და ლინგვისტური თვალსაზრისით ისინი გერმანელებთან ბევრად უფრო ახლოს იდგნენ.
ამავე დროს, სლავები და, განსაკუთრებით, მუქი კანის ევრაზიელი ხალხები გერმანელების
მოწინააღმდეგედ მიიჩნეოდნენ. ამ ფაქტორს ასევე ემატებოდა რასობრივ ნიადაგზე აგებული
იდეოლოგიური ანტიკომუნიზმი, როგორც ანტიგერმანული იდეოლოგია.

ნაციონალ-სოციალისტების მიერ შემუშავებული რასისტული თეორია პირდაპირ


ეწინააღმდეგებოდა გეოპოლიტიკურ კონცეფციებს. რასიზმის იდეოლოგიური
თვალსაზრისით გერმანიას უნდა ეთანამშრომლა ინგლისთან და აშშ-სთან, რათა შემდგომში
შესაძლებელი ყოფილიყო სსრკ-სთან დაპირისპირება. მაგრამ ამავე დროს, დიდი ხანი არ იყო
გასული ვერსალის ხელშეკრულების გაფორმებიდან. აქედან მომდინარეობდა მესამე რაიხის
ორაზროვანი პოლიტიკა. ეს პოლიტიკა მუდმივად იყო ორი მიმართულების, ერთი მხრივ
მიყვებოდა თალასოკრატიულ ხაზს, გარედან გამართლებულ რასიზმსა და ანტიკომუნიზმს
და მეორე მხრივ წმინდა გეოპოლიტიკურ პრინციპებზე დაფუძნებულ ევრაზიულ
თელუროკრატიას შორის.

ჰაუსჰოფერი ნაწილობრივ ეთანხმებოდა ანტიკომინტერნის პაქტის დადებას, ანუ ბერლინი-


რომი-ტოკიოს ღერძის შექმნას და ცდილობდა ხელშეკრულება გაემართლებინა როგორც
სრულფასოვანი “ევრაზიული ბლოკის” შექმნის მცდელობა, თუმცა, ამავე დროს ის
აცნობიერებდა ამ კავშირის ანიკომუნისტურ მიმართულებას.

მისი იდეები ძირითადად ეფუძნებოდა სწორედ გერმანიის “აღმოსავლური ბედისწერის”


კონცეფციას, რომლის ძირითადი პრინციპი იყო მყარი და ხანგრძლივი ევრაზიულ კავშირის
ჩამოყალიბება.

კარლ შმიდტი

შმიდტი იყო ცნობილი იურისტი, პოლიტოლოგი, ფილოსოფოსი და ისტორიკოსი. მისი


სამეცნიორო კვლევები მჭიდროდაა დაკავშირებული გეოპოლიტიკურ კონცეფციასთან.

„პოლიტიკურ იდეოლოგიაში“ და „პოლიტიკურ ცნებაში“ შმიდტმა დასაბუთებულად


გააკრიტიკა ლიბერალური სამართალი და „სამართლებლივი სახელმწიფოს იდეები“. ამ
შრომებში შმიდტმა უკიდურესი პოლიტიკური რეალიზმი გამოავლინა.
შმიდტის კონცეფცია ეფუძნებოდა “ხალხთა უფლებების” იდეას და ეწინააღმდეგებოდა
“ადამიანის უფლებების” ლიბერალურ თეორიას. მისი აზრით ყველა ერს აქვს უფლება
კულტურულ სუვერენულობაზე, თავისი სულიერი, ისტორიული და პოლიტიკური
იდენტურობის შენარჩუნებაზე. ასეთი იდეოლოგია უნივერსალური უნდა ყოფილიყო,
რადგან იგი დედამიწის ყველა ხალხისათვის მისაღები იყო. ამავე დროს, ეს კონცეფცია
სწორედ შოვინიზმსა და ვიწრო ნაციონალისტურ პანგერმანიზმულ იდეად გადაიქცა.

შმიდტი ამტკიცებდა, რომ არსებობდა საწყისი კავშირი პოლიტიკურ კულტურასა და


სივრცეს შორის. ამიტომაც მან ჩამოაყალიბა “ნომოსის” კონცეფცია. ბერძნული ტერმინი
“ნომოსი“ ნიშნავს “რაღაც ჩამოყალიბებულს, მოწესრიგებულს”. “ნომოსი” არის პოლიტიკური
და იურიდიული სისტემების შექმნაში გამოვლენილი სუბიექტური და ობიექტური
ფაქტორების განსაკუთრებული შენაერთი. “ნომოსში” მჟღავნდება ადამიანთა კოლექტივის
გარემოსთან შეხამებული ბუნებრივი და კულტურული თავისებურებები.

წიგნში “მიწის ნომოსი”, შმიდტი აანალიზებს, თუ რა ზეგავლენას ახდენს პლანეტის ამა თუ


იმ რეგიონის სპეციფიკა მასში განვითარებულ კულტურებსა და სახელმწიფოებზე.

შმიდტის მიერ შემუშავებულ იქნა კიდევ ერთი გეოპოლიტიკური “დიდი სივრცის” თეორია.
ეს კონცეფცია სახელმწიფოს განვითარების პროცესს განიხილავს, როგორც მისწრაფებას
ტერიტორიული გაფართოებისაკენ. ეს გეოპოლიტიკური კანონი დაკავშირებულია როგორც
პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ ფაქტორებთან. შმიდტი ამტკიცებს, რომ გარკვეული
პერიოდიდან დაწყებული სახელმწიფოს მოთხოვნილება აითვისოს დამატებითი
ტერიტორიები და ეკონომიკურად განვითარდეს, მოითხოვს თავისი ტეროტორიის
რაოდენობრივ და ხარისობრივ ზრდას. არ არის აუცილებელი, რომ ეს გამოიხატოს
კოლონიზაციაში, ანექსიასა ან სამხედრო შეჭრაში. “დიდი სივრცის" ჩამოყალიბება შეიძლება
მიმდინარეობდეს სხვა კანონების მიხედვითაც, რამდენიმე სახელმწიფოს ან ხალხის მიერ
ერთიანი რელიგიური ან კულტურული ფორმის მიღების საფუძველზე.

“დიდი სივრცე” გარკვეულწილად შეიძლება შევადაროთ სახელმწიფოსთანაც, უფრო სწორედ


იმპერიულ წარმონაქმთან, რაც თავისთავად განსხვავდება ჩვეულებრივი სახელმწიფოს
კონცეფციისაგან და იგი სტრატეგიული გეოპოლიტიკურ და იდეოლოგიურ ფაქტორებზე
დაფუძნებულ ზეეროვნული განვითარების ახალ ფორმას წარმოადგენს.

შმიდტის “დიდი სივრცე” დაფუძნებულია კუტურულ და ეთნიკურ მრავალფეროვნებაზე,


ფართო ავტონომიაზე, რომელიც შეზღუდულია მხოლოდ სტრატეგიული ცენტრალიზმითა
და უმაღლესი ხელისუფლებისადმი ტოტალური ლოიალობით.

შმიდტის მიერ განხილულ პრაქტიკულად ყველა თემაში მეცნიერი იკვლევდა სამი


კონცეფციის კავშირს “ტოტალური მტერი, ტოტალური ომი, ტოტალური სახელმწიფო”. მისი
აზრით “ტოტალური სახელმწიფო” ესაა ტრადიციული სახელმწიფოს ყველაზე
სრულყოფილი ფორმა ანუ კონტინენტის გაძლიერების პიკი.

შმიდტის მიერ გაანალიზებული და გადმოცემული საერთო გეოპოლიტიკური სურათი


დაყვანილია დაძაბულ ცივილიზაციური დუალიზმამდე, რომლისთვისაც
დამახასიათებელია ორი “დიდი სივრცის” და კონიტინენტურ-ევროპული წინააღმდეგობა. ეს
ორი “დიდი სივრცე“ ერთმანეთთან მსოფლიო შეჯახებას აწარმოებენ. რომლის მიზანია
უნივერსალიზაციისაკენ ნაბიჯის გადადგმა, რათა განხორციელდეს კონტინენტურიდან
გლობალურ ბატონობაზე გადასვლა.

თავისი სამეცნიერო მოღვაწეობის ბოლო ეტაპზე შმიდტმა ყურადღება გაამახვილა


“პარტიზანის” ფიგურაზე. ეს ფიგურა შმიტის მიხედვით არის მიწის “ნომოსის” ბოლო
წარმომადგენელი, რომელიც ერთგული რჩება “ცივილიზაციის მინავლებისა” და მისი
იურიდიულ-კულტურული ფესვების გათქვეფის მიხედვით თავდაპირველი მოწოდებისა.
“პარტიზანის” ფიგურას, შმიტის აზრით, სულ უფრო მეტი ცივილიზაციური მნიშვნელობა
ენიჭება, რადგანაც “პარტიზანი” წარმოადგენს ისტორიის იმ უკანასკნელ გმირს, რომელიც
მაქსიმალური ძალისხმევით იცავს “სახმელეთო წესრიგს” თალასოკრატიის მოსალოდნელი
ტოტალური თავდასხმის შემთხვევაში სწორედ ამიტომ, მას “სოტერიოლოგიური”
ისტორიული ფუნქცია ენიჭება.

You might also like