You are on page 1of 8

მსოფლიო გეოპოლიტიკაში ახალი ერა დაიწყო 1492 წელს.

კოლუმბიის მიერ ამერიკის


კონტინენტის აღმოჩენის შემდეგ. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ახალი დროისა და
ინდუსტრიალიზმის ეპოქის მთავარი განსხვავება წინა გეოპოლიტიკური ეპოქისაგან არის
ერთის მხრივ -მსოფლიოზე ევროპელების შეხედულებების განუხრელ გაფართოებაში, ხოლო
მეორეს მხრივ მსოფლიოს გაყოფისა და გადანაწილების პროცესში სწრაფად იცვლება ისეთი
გეოპოლიტიკური მახასიათებლები, როგორებიცაა ტერიტორია, მოსახლეობა, სასარგებლო
წიაღირსეულის მოპოვება და მთელი რიგი სხვა კომპონენტები. გეოპოლიტიკური სტატიკის
გარდა, რომელიც აღწერს „მსოფლიო პოლიტიკური რუკის“ ამა თუ იმ მდგომარეობას,
არსებობს დინამიკა, რომელიც გეოპოლიტიკურ პროცესებში ვლინდება.

გეოპოლიტიკური პროცესებისა და მსოფლიო გეოპოლიტიკური სურათების ცნება.

მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური პროცესებისა და ცვლილებების შეფასება, რომელიც


მიმდინარეობდა XVI-XX საუკუნეებში და რომელიც გრძელდება ახალ ათასწლეულში,
შეუძლებელია „გეოპოლიტიკური პროცესის“ ცნების განსაზღვრის გარეშე. ეს პროცესები
მიზეზ-შედეგობრივ დამოკიდებულებებშია დიდ გეოგრაფიულ სივრცეებთან, დიდ
კულტურულ სამყაროებთან, რასაც თავისი გლობალური ხასიათი გააჩნია. გეოპოლიტიკური
პროცესები იწყება კულტურულ სფეროში ცვლილებებით. სამეცნიერო აღმოჩენებისა და
სულიერი კულტურის ამაღლებას მივყავართ სამყაროზე ახალი შეხედულებების შექმნამდე.
მატერიალური კულტურის განვითარება ხდება ბუნებასთან ადამიანის შეგუების გზით,
ხოლო შემდეგ ბუნების დაქვემდებარებით.

გეოპოლიტიკურ პროცესებს განაპირობებს სულიერი და მატერიალური კულტურის


ამაღლება. კულტურის ამაღლება კი თავის მხრივ იწვევს სახელმწიფოს შექმნას.
გეოპოლიტიკური თვალსაზრისით სახელმწიფო არის ყველაფერი რაც მოიაზრება მის
კონკრეტულ საზღვრებში: ტერიტორია, გეოგრაფიული მდებარეობა, საზ ოგადოება,
რომელმაც გაიარა ისტორიული გზის მონაკვეთი და მიაღწია განვითარების გარკვეულ
დონეს და ა.შ. სახელმწიფო, საზოგადოების კულტურის ზრდასთან ერტად განიცდის
შინაგანი კულტურის ზეწოლას და მიისწრაფვის საზღვრების გაფართოებისაკენ.

სახელმწიფოები, გეოპოლიტიკის კლასიკოსები რატცელისა და ჩელენის აზრით, არიან


ცოცხალი ორგანიზმები, რომლებიც იბადებიან, იზრდებიან, აღწევენ თავიანთ ზღვარს და
ბოლოს კვდებიან. საზოგადოების ზრდასა და განვითარებას მივყავართ გარკვეულ
შეტაკებებთან და შესაბამისად წინააღმდეგობებთან, სადაც ძლიერები ყლაპავენ სუსტებს და
ამით აფართოვებენ თავიანთ სასიცოცხლო სივრცეს. ძალთა თანმიმდევრობა მსოფლიო
არენაზე ცვალებადია. შესაბამისად, მსოფლიოს ახალი დაყოფა და გადანაწილება
გარდაუვალია.

ასე რომ, საბოლოო ჯამში გეოპოლიტიკური პროცესები გულისხმობენ არა მარტო


აბსტრაქტულ და თეორიული წარმოდგენებს, არამედ ითვალისწინებენ სახელმწიფო
საზღვრების გადაწევას და დიდ სახელმწიფოებს შორის გავლენის სფეროების
გადანაწილებას. ასეთ პროცესებს შეიძლება მივაკუთნოთ მაგალითად ფინიკინელების მიერ
ხმელთაშუაზღვისპირეთის კოლონიზაცია, ომი ბერძნებსა და სპარსელებს შორის და ა.შ.
საკუთრივ გეოპოლიტიკური მეცნიერება, წარმოშობისთანავე(XIX ს) შეეჯახა არა მარტო
გარკვეულ გეოგრაფიულ წარმოდგენებს, არამედ განსაზღვრულ პოლიტიკური რეალიებს
მსოფლიოს გეოპოლიტიკურ სურათს, რომელიც მაშინ იყო წარმოდგენილია ერთის მხრივ,
როგორც მეტროპოლიების ძალთა თანაფარდობა, მეორეს მხრივ უზარმაზარი კოლონიური
ტერიტორიების არსებობის სახით.

ხარისხობრივი ცვლილებების პოზიციიდან გეოპოლიტიკური ანალიზისთვის უპირველესი


მნიშვნელობა გააჩნია ეკონომიკურ და სამხედრო ასპექტებს. სწორედ ეს ფაქტორი, XX ს-ის
ჩათვლით, იყო ქვეყნის პოლიტიკური „წონის“ მთავარი მაჩვენებელი.

გეოპოლიტიკური პროცესები და ახალი დროის მოფლიოს სურათები

თურქების მიერ კონსტანტინეპოლის აღების შემდეგ(1453) და იწყო აღმოსავლეთისაკენ


ახალი სავაჭრო გზების ძიება. ამ დროს ზღვაზე უპირატესობას ღებულობს პორტუგალია და
ესპანეთი. პორტუგალია იწყებს აქტივობას სამხრეთისკენ, აფრიკის გარშემო სატრანსპორტო
გზების გაკონტროლების მიზნით. 1415 წ. პორტუგალიამ დაიპყრო სუეტის პორტი, 1432 წ.
აზორის კუნძულები, შემდეგ მადეირის კუნძული და მწვანე კონცხი. შემდეგ ექსპანსია
დაიწყო ქვეყნის შიგნით. იწყება მონებით ვაჭრობა, სპილოს ძვლის მოპოვება და ა.შ. ვასკო და
გამას ექსპედიციამ 1498 წ. მიაღწია პორტუგალიელთა საოცნებო მიზანს-ინდოეთს და
კალკუტის პორტში ჩაუშვა ღუზა. სამხრეთის სავაჭრო გზის სრულად გაკონტროლებისათვის
პორტუგალიამ დაიწყო სტრატეგიული თვალსაზრისით მნიშვნელოვან პუნქტებზე
კონტროლის დამყარება. ამან მისცა საშუალება ამ ევროპულ ქვეყანას გასულიყო წყნარ
ოკეანეში და დაეწყო ვაჭრობა ჩინეთთან და იაპონიასთან. პორტუგალიის კოლონიური
იმპერია XVI ს-ის დასაწყისში გადაჭიმული იყო ლისაბონიდან მალაკამდე ევროპის
ტერიტორიების ჩათვლით და რაც მთავარია ქვეყანა აკონტროლებდა აფრიკის შემოვლით
სავაჭრო გზას, რაც ერთადერთ სატრანსპორტო გზას წარმოადგენდა ევროპიდან სამხრეთ
აზიის მიმართულებით, და ინარჩუნებდა ასეთ მნიშვნელობას XIX საუკუნის 60-იან წ-მდე,
სანამ სუეცის არხი არ აშენდა. XVI ს-ის 30-40-იან წ-ში განხორციელდა პორტუგალიელების
მიერ თანამედროვე ბრანილიის ტერიტორიის ოკუპაცია.

განსხვავებული გზით წავიდა ესპანეთი. კოლუმბი სიცოცხლის ბოლომდე დარწმუნებული


იყო, რომ ინდოეთისკენ მიმავალი დასავლეთის გზა იპოვა. ამერიკაში აღმოჩენილ მიწებს მან
„ინდია“ უწოდა, კუბა კი სამხრეთ ჩინეთი ეგონა, ხოლო ცენტრალური ამერიკის სანაპიროს
მალაკის ნახევარკუნძულთან აიგივებდა.

კოლუმბის განცხადებამ იმის შესახებ, რომ მან მალაკას მიაღწია, აიძულა პორტუგალია
ხელშეკრულება დაედო ესპანეთთან. იპოვა ინდოეთისაკენ დასავლეთის გზა, მაგელანმა
დაასრულა კოლუმბის საქმე, მან აღმოაჩინა ფილიპინების კუნძულები და ბოლოს მიაღწია
მალაკას (1521წ.) კოლუმბის შემდეგ ამერიკის კოლონიზაცია დაჩქარებული ტემპით
მიმდინარეობდა. ჰაიტისა და კუბის შემდეგ, XVI საუკუნის 20-იან წლებში ესპანელებმა
დაიპყრეს პანამა, მექსიკა და მისისიპის შესართავი, შემდეგ უკვე გვატემალა და ჰონდურასი.
1530-1540 წლებში ესპანელებმა დაიპყრეს პერუ, ბოლივია და ჩილე, ხოლო XVI საუკუნის
მეორე ნახევარში არგენტინა.
ახალი დროის პირველი გეოპოლიტიკური სურათი ჩამოყალიბდა პორტუგალიისა და
ესპანეთის მიერ კოლონიების დაპყრობის შემდეგ, როდესაც 1494 წ, რომის პაპის ალექსანდრე
VI შუამდგომლობით, დაიდო ტორდესილიასის ხელშეკრულება. ტორდესილიასის
ხელშეკრულებით არაევროპული მსოფლიო გაიყო დასავლეთ-ესპანური და აღმოსავლეთ-
პორტუგალიურ კოლონიებად. ხელშეკრულებით გაფორმდა ე.წ. „დახურული ზღვის
დოქტრინა“, რომელიც გულისხმობდა ესპანეთისა და პორტუგალიის უფლებას, საზღვაო
სივრცის გაკონტროლებასა და სხვა ქვეყნისათვის ცურვის უფლების მინიჭებაზე. მსოფლიოს
ეს პირველი დაყოფა განმტკიცდა 1529 წელს სარაგოსის ხელშეკრულებით. ეს იყო მსოფლიოს
პირველი ბიპოლარული სურათი ახალ დროში, რომელმაც დაუდო სათავე ტორდესილიასის
გეოპოლიტიკურ ეპოქას.

მაგრამ ამ სურათმა დიდი ხანი ვერ გაძლო. გეოგრაფიული აღმოჩენები და ახალი მიწების
დაპყრობები განაპირობებდნენ კოლონისტების მოზღვავებას. 1497 წელს ინგლისელმა ჯონ
კაბოტმა, ეძებდა ინდოეთისაკენ ჩრდილო–დასავლეთის გზას და აღმოაჩინა ნიუფანდლენის
ნახევარკუნძული, ხოლო მისმა ვაჟიშვილმა სებასტიანმა გამოიკვლია ჩრდილოეთ ამერიკის
აღმოსავლეთ სანაპირო. ჩრდილოეთ ამერიკის კოლონიალიზაციაში ინგლისელებისა და
ესპანელების გარდა მონაწილეობა მიიღეს: ფრანგებმა, ჰოლანდიელებმა, რუსმა
მეზღვაურებმა, სამხედროებმა, მოგზაურებმა, ვაჭრებმა, ავანტიურისტებმა. 1535 წელს
ფრანგმა ჟაკ კარტიემ კანადა გამოაცხადა საფრანგეთის მეფის სამფლობელოდ. 1682 წელს
სალამამ გამოაცხადა მისისიპის აუზი საფრანგეთის მეფის სამფლობელოდ და უწოდა
ლუიზიანა ლუდოვიკო XIV-ს პატივსაცემად. 1607 წელს გაჩნდა პირველი ინგლისური
კოლონია ამერიკის კონტინენტზე - ვირჯინია, ხოლო XVII საუკუნის ბოლოს ცამეტ
ინგლისურ კოლონიას ჩრდილოეთ ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთი სანაპირო ეკავა.
ჰოლანდიელებმა 1626 წელს გუძონის შესართავთან დაარსეს დასახლებული პუნქტი ახალი
ამსტერდამი. რუსებმა გადალახეს ბერინგის სრუტე, აითვისეს ალიასკის ტერიტორია და
მიიწევდნენ ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთისაკენ, სანამ შეეჯახნენ ესპანელებს, რომლებმაც
კალიფორნია თავიანთ კოლონიად აქციეს.

მოგვიანებით, ახალი მიწების ათვისებასა და აღმოჩენაში ლიდერის პოზიციაზე გადის


ჰოლანდია. XVI საუკუნის ბოლოსა და XVII საუკუნის დასაწყისში ბარენცი ცდილობდა
ჩრდილო–აღმოსავლეთ საზღვაო გზით ჩასულიყო ჩინეთში და ინდოეთში, მაგრამ დაიღუპა
და ვერ შეასრულა ეს ამოცანა. XVII საუკუნის I ნახევარში ჰოლანდიელმა მეზღვაურებმა
იანცმა (1606) და ტასმანმა (1644) იმოგზაურეს სამხრეთ–აღმოსავლეთის გზით და აღმოაჩინეს
ავსტრალიის სანაპირო, ახალი ზელანდია და მიმდებარე კუნძულები. ჰოლანდიური
კოლონიები დაარსდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, აფრიკაში, ინდოეთში, სამხრეთ
აზიაში, ჩინეთში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, ინდონეზიაში. ჩამოაყალიბა ოსტ-
ინდური კომპანია და გამოიყენა პორტუგალიის დასუსტება, ჰოლანდიამ გამოდევნა
პორტუგალია ჯერ ცალკეული ტერიტორიებიდან, შემდეგ კი მიიტაცა სხვადასხვა
კუნძულები და სტრატეგიული პუნქტები.

მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალია დარჩა კოლონიური სახელმწიფოდ, როგორც დიდმა


სახელმწიფომ მან არსებობა შეწყვიტა. პორტუგალიელების შემდეგ დადგა ჰოლანდიელების
ძლიერების პიკი. თუ XV საუკუნე იყო პორტუგალიელების საზღვაო ძლიერების საუკუნე,
XVI საუკუნე იყო ესპანეთის საუკუნე, XVII საუკუნე კი არის ჰოლანდიის საუკუნე. შეიქმნა
მსოფლიოს ახალი გეოპოლიტიკური სურათი, მაშინდელი მსოფლიო ფაქტიურად გაიყვეს
ესპანელებმა და ჰოლანდიელებმა, რომლებიც დაეუფლნენ ინდოეთისაკენ მიმავალ სამხრეთ
გზას. მაგრამ, ასეთი ვითარება დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა. ესპანეთი უკვე განიცდიდა
ეკონომიკურ და პოლიტიკური კრიზისს, ხოლო კაპიტალისტურ ჰოლანდიას არ ყოფნიდა
რესურსები.

მოგვიანებით ინგლისელმა ვაჭრებმა და საქმიანმა ადამიანებმა ჰოლანდიელების მსგავსად


ჩამოაყალიბეს ოსტ-ინდის კამპანია, რომელმაც 1600 წელს მიიღო სამეფო ქარტია ინდოეთთან
ვაჭრობის საწარმოებლად. დასაწყისში ინგლისელებს ჰოლანდიასთან და ესპანეთთან
შედარებით ნაკლები რესურსები ჰქონდა. მაგრამ, ინგლისელი სავაჭრო აგენტები, სულ უფრო
წინ მიიწევდნენ პორტუგალიელთა „კონტროლის ზონისკენ“. ამასთან ერთად, ესპანეთი
რჩებოდა უდიდეს საზღვაო სახელმწიფოდ, ინარჩუნებდა უდიდეს ტერიტორიებს
ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, სამხრეთ აზიაში, 1581 წელს მან დაიპყრო პორტუგალია,
შექმნა ერთიანი მეტროპოლია და გააერთიანა ესპანური და პორტუგალიური კოლონიები და
შექმნა უდიდესი გეოპოლიტიკური სივრცე. ევროპაში ესპანეთი რომის პაპის ხელშეწყობით
ცდილობდა დაემხო ჰოლანდია, სხვა პროტესტანტული ქვეყნები და დაემყარებინა მთელ
მსოფლიოში ერთიანი კათოლიკური იმპერია, რომელსაც მართავდა კათოლიკე მონარქი.
საქმე მიდიოდა მსოფლიოს „უნიპოლარული“ სურათის შექმნისაკენ. ესპანეთის
„უნიპოლარულ“ კონცეფციაში ჯდებოდა კათოლიკური პოლონეთის ინტერვეცია
მართმადიდებლური რუსეთის წინააღმდეგ XVII საუკუნის დასაწყისში, რომელიც ესპანეთის
დახმარებითა და რომის პაპის კურთხევით მიმდინარეობდა.

უკვე XVII საუკუნის პირველ ნახევარში ევროპულ სახელმწიფოებს შორის ტერიტორიული


უთანხმოებების არსებობის შედეგად იწყება ოცდაათწლიანი ომი. ოცდაათწლიანი ომი (1618-
48) კათოლიკურ ესპანეთს, ავსტრიასა და საფრანგეთის სამეფოს შორის მიმდინარეობდა არა
მარტო ევროპაში, არამედ მსოფლიო ოკეანის სივრცეებში, პირველ რიგში ატლანტის
ოკეანეში. 1621 წელს ჰოლანდიაში ესპანელების წინააღმდეგ საბრძოლველად დაარსდა ვესტ-
ინდის კამპანია. ამ კამპანიის არსებობის 53 წლის განმავლობაში მიტაცებულ ან
განადგურებულ იქნა ესპანელების დაახლოებით 500 ხომალდი.

1648 წელს ვესტფალიის საზავო ხელშეკრულებით შვედეთმა მიიღო ბალტიის ზღვაზე


სრული კონტროლის უფლება. საფრანგეთმა შეიერთა ელზასი და ლოტარინგია. წმინდა
რომის იმპერიამ ფაქტობრივად არსებობა შეწყვიტა. ოფიციალურად ცნეს ჰოლანდია და
შვეიცარია. ომის საერთო შედეგი გახდა გეოპოლიტიკური პარადიგმა. „მსოფლიო
ქრისტიანული იმპერიის ნაცვლად ევროპასა და მსოფლიო პოლიტიკაში წამყვანი როლი
დაეკისრა ეროვნული სახელმწიფოებს. წამყვანმა ეროვნულმა სახელმწიფოებმა მსოფლიო
გავლენის ზონებად გაინაწილეს, რაც არ იყო განსაზღვრული ვესტფალიის ხელშეკრულების
პირობებით. მიტომ, XVII საუკუნეში წარმოიქმნა ახალი მსოფლიოს მესამე გეოპოლიტიკური
სურათი, რომელმაც დააფიქსირა დაყოფა და მწვავე დაპირისპირება წამყვან სახელმწიფო-
ერებს შორის და გამოიკვეთა სამი ძირითადი რეგიონი კოლონიალული ინტერესების
შეჯახების პროცესში: 1) ინდოეთი და სამხრეთის ზღვების ქვეყნები; 2) ვესტ-ინდოეთი,
კარიბის აუზისა და ცენტრალური ამერიკის აკვატორი და 3) ჩრდილოეთ ამერიკა.

კოლონიური იმპერიების შექმნა

XVII საუკუნის ბოლოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოების რიცხვში შევიდნენ ინგლისი და


საფრანგეთი. დადგა ინგლისური საზღვაო ძლიერების ერა და ევროპის კონტინეტზე
საფრანგეთის ჰეგემონიის დრო, რისი შედეგიც იყო ბრიტანეთისა და საფრანგეთის
კოლონიური იმპერიების მნიშვნელობა და ჰოლანდიური ჰეგემონიის დასასრული სამი
უსასტიკესი ომის (1652-54, 65-67, 72-74) მიმდინარეობის შედეგად, რომლებიც ძირითადად
საზღვაო სივრცეში მიმდინარეობდა, სადაც ჰოლანდიურმა ფლოტმა მიიღო
აუნაზღაურებელი დანაკლისი, რის შედეგადაც ზღვაზე ჰეგემონია გადავიდა ინგლისის
მხარეს, რომლის კოლონიალური ინტერესები უკვე საფრანგეთის ინტერესებს
ეწინააღმდეგებოდნენ. ინგლის-საფრანგეთის როგორც სავაჭრო, ასევე სამხედრო ხასიათის
ომები XVII საუკუნის ბოლოს დაიწყო და გრძელდებოდა საფრანგეთის დიდ რევოლუციამდე
(1789). ინგლისის ევროპული სტრატეგია მდგომარეობდა იმაში, რომ არ დაეშვა საფრანგეთის
მიერ ჰოლანდიის დაპყრობა, რომლის ტერიტორია შემდგომში შეიძლება გამოყენებულიყო
საფრანგეთის პლაცდარმად ბრიტანეთზე შეიარაღებული თავდასხმის საწარმოებლად.
ომებმა ესპანეთისა (1701-13) და ავსტრიის (1740-48) მემკვიდრეობისათვის დაასუსტა
საფრანგეთის საზღვაო ძლიერება. საფრანგეთი შეეცადა რევანშის აღებას ნაპოლეონის
ეპოქაში, თუმცა საბოლოო ჯამში ნაპოლეონის მიერ დაწყებული სამხედრო კამპანია 1815 წ.
საფრანგეთის დამარცხებით დამთავრდა. ნაპოლეონის ომების ეპოქა დასრულდა ვენის
კონგრესის გამართვით (1815 წ.) კონგრესზე გათვალისწინებული იყო ევროპის წამყვანი
ქვეყნების დიდი ბრიტანეთის, რუსეთის, ავსტრიის და პრუსიის პოზიციები, რომლებმაც
შექმნეს მსოფლიოს ახალი გეოპოლიტიკური სურათი და დაამყარეს ახალი წესრიგი
ევროპაში. კერძოდ, რესპუბლიკურ ჰოლანდიაში მონარქიული წყობილება დამყარდა და მას
ბელგია შეუერთდა. შვედეთის სამეფოს შეუერთდა ნორვეგია, პრუსიას-რეინის ოლქი,
საქსონიისა და ვესტფალიის ნაწილი. ავსტრიის იმპერიამ მიიღო ლომბარდია, ზალცბურგი
და ვენეციის ტერიტორიის ნაწილი. კონგრესმა დაამტკიცა პოლონეთის გაყოფა, მაგრამ
ამჯერად რუსეთმა მიიღო ვარშავის საჰერცოგოს მნიშვნელოვანი ნაწილი. იტალია დარჩა
გახლეჩილი დინასტიური პრინციპით, სადაც წამყვანი პოზიციები ერგოთ სარდინიისა და
ნეაპოლიტანურ სამეფოებს, ტოსკანის დიდ საჰერცოგოს, მოდენის საჰერცოგოსა და პარმის
საჰერცოგოს. ესპანეთისა და საფრანგეთის ტახტზე აღსდგა ბურბონების დინასტია, ხოლო
გერმანული სახელმწიფოების რიცხვი ათჯერ შემცირდა და შეიქმნა გერმანულ
სახელმწიფოთა ლიგა. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კონგრესის დასრულების
შემდეგ ევროპის დიდმა ქვეყნებმა რუსეთმა, პრუსიამ და ავსტრიამ ევროპის რუკის
შენარჩუნების მიზნით "წმინდა კავშირი" ჩამოაყალიბეს.

XVII და XVIII საუკუნეებში ჩრდილოეთ ამერიკაში ინგლისელებმა გადამწყვეტი


უპირატესობა მოიპოვეს საფრანგეთსა და ჰოლანდიაზე და შექმნეს ერთიანი კულტურული
სივრცე, რომელიც ცამეტი ინგლისური კოლონიისაგან შედგებოდა. ამავე დროს, ახალ
ამსტერდამს დაერქვა ნიუ–იორკი, ხოლო ახალი ნიდერლანდების ტერიტორია გაუქმნდა
(1664 წ.) XVIII საუკუნეში, მძლავრი სავაჭრო და სამხედრო ფლოტის წყალობით
ინგლისელებმა მოახერხეს ფრანგების კანადიდან თანდათანობითი გამოდევნება.

რაც შეეხება ავსტრალიასა და ოკეანეთს, ინგლისელმა მოგზაურმა ჯეიმს კუკმა სამჯერ


იმოგზაურა (1768–79) ამ რეგიონში, გამოიკვლია ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის
სანაპიროები და დაამტკიცა რომ ეს ტერიტორიები არ წარმოადგენდა ერთ მატერიკს (ახალი
ჰოლანდია), როგორც ეს ითვლებოდა ტასმანის მოგზაურობის შემდეგ და ინგლისელების
მიერ აღმოჩენილი ყველა ეს მიწები ინგლისს შეუერთდა. შედეგად, უკვე 1788 წლიდან
ბრიტანეთის მთავრობა იწყებს ავსტრალიის ათვისებას.

ევროპაში შვიდწლიანი ომის შემდეგ ინგლისის ოსტ-ინდურმა კამპანიამ მნიშვნელოვნად


გააფართოვა თავისი საზღვრები ინდოეთშიც და შეავიწროვა იქ ჰოლანდიელები და
ფრანგები. საფრანგეთის ოსტ-ინდურმა კამპანიამ უკვე 1769 წელს შეწყვიტა თავისი არსებობა.
XIX საუკუნის დასაწყისში იგივე დაემართა ჰოლანდიურ კამპანიას. ინგლისელები კი, XIX
საუკუნის შუა წლებისათვის უკვე მთლიანად აკონტროლებდნენ ინდოსტანს. ბრიტანელები
შეიჭრნენ აფრიკის კონტინეტის სიღრმეში და შექმნეს კოლონიები ეკვატორულ და სამხრეთ
აფრიკაში. XIX საუკუნის 40-იან წლებში კი ინგლისელები შეიჭრნენ ჩინეთში და მოახდინეს
ე.წ. „ოპიუმის ომების“ (1840-42) პროვოცირება. XIX ს. 50-იან წლებში ინგლისს ჩინეთთან
ომში დაეხმარა საფრანგეთი, რის შედეგადაც საუკუნის ბოლოს ოთხი დიდი ქვეყანა:
საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და რუსეთი აიძულებდნენ ჩინეთს არენდით
გადაეცა ჩინეთის სანაპიროს გარკვეული ოლქები. სწორედ მაშინ მოიპოვა რუსეთმა არენდის
უფლება კვანტურის ნახევარკუნძულზე და აღმოსავლეთ ჩინეთში რკინიგზის აშენებაზე.
ამავე დროს, ინგლისელებმა დაუთმეს საფრანგეთს კუნძული მადაგასკარი და ზოგიერთი
მცირე, მაგრამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კუნძულები ინდოეთის ოკეანეში, ფრანგების
ინდოეთიდან და ოკეანეთიდან წასვლის სანაცვლოდ. ინდოეთი ხდება „ყველაზე ბრწყინვალე
მარგალიტი ბრიტანეთის იმპერიის გვირგვინზე“, მისი მსოფლიოს სიძლიერის სიმბოლო.
ამასთანავე, ინგლისელებმა წაართვეს ნიდერლანდებს მალაკას სანაპიროები-ჭიშკარი და
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, რომლებიც მალაიზიის შემადგენლობაში მდებარეობდა და
ინდონეზიაში არსებულ ჰოლანდიურ სამფლობელოებს ესაზღვრებოდა. ინგლისი
ყოველთვის დიდი მნიშვნელობას ანიჭებდა საზღვაო სტრატეგიული პუნქტების ხელში
ჩაგდებას, რადგანაც სწორედ ეს ტერიტორიები თამაშობდნენ მთავარ როლს ბრიტანეთის
ზღვაზე ბატონობის საქმეში, რაც ამ ქვეყნის ოფიციალური დოქტრინაა.

XIX საუკუნის ბოლოს ბრიტანეთი პრაქტიკულად ფლობდა საზღვაო გზის ყველა


მნიშვნელოვან სტრატეგიულ პუნქტსა და საზღვაო გასასვლელს: გიბრალტარი, კუნძულები:
მალტა და მავრიკი, ფოლკლენდის კუნძულები, ადენი, სინგაპური, ჰონგკონგი. მან ასევე
მიიტაცა ტერიტორიები კარიბის ზღვაზე (იამაიკა) და სამხრეთ აფრიკაში (გვინეა).
ბრიტანეთი წარმატებით აგრძელებდა საფრანგეთის შევიწროებას ჩრდილოეთ ამერიკაში
(კანადა). XX საუკუნის დასაწყისში ინგლისელები შეიჭრნენ ტიბეტში და თავს მოახვიეს
აზიის ამ ქვეყანას არათანასწორუფლებიანი ხელშეკრულება, რის შედეგადაც თავის დროზე
ჩინეთის მიერ ოკუპირებული ეს ქვეყანა ბრიტანეთმა დაიმორჩილა. ინგლისი აფრიკაში
დაეუფლა ეგვიპტეს, აღმოსავლეთ სუდანს, კენიას, უგანდას, ბრიტანეთის სომალს,
სოლომონის კუნძულების ნაწილი და ა.შ.

ამავე პერიოდში საფრანგეთის კოლონიალური იმპერია თავის შემადგენლობაში მოიცავდა


აფრიკის ტერიტორიის მესამედს. წყნარ ოკეანეში საფრანგეთმა დაიპყრო ახალი კალედონია
და ტაიტი, ასევე მრავალი მცირე, მაგრამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კუნძულები.

თავის მხრივ, XIX ს-ის 80-იან წ-ში გაძლიერებას იწყებს ახლადგაერთიანებული გერმანიის
იმპერია, რომელმაც კოლონიალური დაპყრობითი ომები ინგლისზე და საფრანგეთზე
დაიწყო. პირველი მსოფლიო ომის დაწყების დროს გერმანია ფლობდა აფრიკაში ტანგანიკას,
კამერუნს, ტოგოს, სამხრეთ-დასავლეთ აფრიკას, ოკეანიაში კუნძულ ახალი გვინეის ნაწილს,
სოლომონის კუნძულების ნაწილს, ბისმარკის, მარშალის, მარიანის და კაროლინის
კუნძულებს.

ანტიიმპერიალისტური პოზიციის მიუხედავად. 1880-იან წ-ში ამერიკამ დაიწყო ჰავაის


კუნძულების შემოერთება, სადაც შემდგომში დაარსდა სამხედრო-საზღვაო ბაზა პერლ-
ჰარბორი (1887), რომელიც შემდგომში გახდა ოკეანიის სიღრმეში ვაშინგტონის მომავალი
ექსპანსიის ფორპოსტი. ესპანეთ-ამერიკის ომის (1898 წ.) შედეგად აშშ დაეუფლა ფილიპინებს,
გუამის კუნძულებს და პუერტო-რიკოს. ომის შემდეგ ამერიკელების მიერ სამხედრო ბანები
შეიქმნა კუბაზე და პანამის არხის ზონაში.

იაპონია-ჩინეთის ომის (1894-95) შედეგად იაპონიას გადაეცა კუნძული ტაივანი და


რამდენიმე მცირე კუნძული. შემდეგ იაპონიამ რუსეთს წაართვა კურილიის კუნძულები,
სახალინის კუნძულის ნახევარი, ჩინეთის ნახევარკუნძული კვანტუნი პორტ-არტურის
პორტთან ერთად, რომელიც რუსეთს არენდის უფლებით ეკუთვნოდა. რუსეთ-იაპონიის
ომის (1904-05) შემდეგ იაპონიამ მოახდინა კორეის ოკუპაცია, ხოლო 1910 წელს მისი ანექსიის
შესახებ გამოაცხადა.

იტალიამ მიიტაცა სომალის ნაწილი, ლიბია, დოდეკადოსის კუნძულების ჯგუფი და


კუნძული როდოსი ეგეოსის ზღვაზე.

მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების მიერ კოლონიალური წარმოების შედეგად, პირველი


მსოფლიო ომის დასაწყისისათვის ბრიტანეთი ფლობდა 33,8 მლ. კვ.კმ. სადაც ცხოვრობდა 440
მლნ. ადამიანი.

მსოფლიოს მეორე კოლონიალური იმპერია იყო რუსეთი ტერიტორიით 22,8 მლნ. კვ. კმ.
დაახლოებით 170 მლნ. მოსახლეობით. შემდეგ მოდიოდა საფრანგეთი 11,1 მლნ. კვ. კმ.
მოსახლეობა 95 მლნ. კაცი. შემდეგ გერმანია- 34 მლნ.კვ. კმ. მოსახლეობა-77,2 მლნ. კაცი. აშშ-
9,7 მლნ.კვ.კმ. მოსახლეობა-106,7 მლნ. კაცი იაპონია 0,7 მლნ. კვ. კმ, მოსახლეობა-72,2 მლნ
კაცი. იტალია დაახლოებით- 2 მლნ.კვ.კმ. მოსახლეობა 1 მლნ. კაცი. თითქმის მთელი
მსოფლიო პირველად გახდა გადანაწილებული კოლონიალურ სახელმწიფოებს შორის.

მსოფლიოს სურათი XX საუკუნის დასაწყისისათვის გამოიყურებოდა შემდეგნაირად: დიდი


ქვეყნები - დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, აშშ, რუსეთი, იაპონია, იტალია-
აკონტროლებდნენ მთელ სახმელეთო და საზღვარ სივრცეს. მათ კოლონიებს ეკავა 81,5 მლნ.
კვ.კმ. ე.ი. დედამიწის სახმელეთო ნაწილის 61%.

დიდი ქვეყნების გარდა XX საუკუნის დასაწყისისათვის მსოფლიოს გეოპოლიტიკურ სურათს


ავსებდნენ მცირე კოლონიალური ქვეყნები ესპანეთი, პორტუგალია, ჰოლანდია, ბელგია
რომლებიც ფლობდნენ კოლონიებს საერთო ფართობი 9,9 მლნ. კვ. კმ. (7,4%), მოსახლეობით
43,5 მლნ. ადამიანი. ასრულებდნენ გეოპოლიტიკურ სურათს ნახევრადკოლონიები ან
პოლიტიკურად და ეკონომიურად დიდ ქვეყნებზე დამოკიდებული ქვეყნები: სპარსეთი
(ირანი), ჩინეთი, თურქეთი, ავღანეთი, სიამი (ტაილანდი), აბისინია (ყოთიოპია), ლიბერია
მათი საერთო ფართობი იყო: 14,5 მლნ. კვ. კმ. მოსახლეობა-361 მლნ. ადამიანიი.

რაც შეეხება ლათინური ამერიკის ქვეყნებს, ამ რეგიონის სახელმწიფოები XIX საუკუნის


დასაწყისში პოლიტიკური სუვენირეტეტის მოპოვების შემდეგ ეკონომიურად
დამოკიდებულნი გახდნენ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთზე.

დეკოლონიზაცია და ახალი სახელმწიფოების შექმნა

60

You might also like