You are on page 1of 46

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საბაკალავრო პროგრამა ისტორია

ანა ქოჩიაშვილი

ესტადო ნოვო. ანტონიო დე ოლივეირა სალაზარის დიქტატურა


პორტუგალიაში (1926-1974)

ნაშრომი შესრულებულია ისტორიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის


მოსაპოვებლად

ნაშრომის ხელმძღვანელი: ია (ლეილა), ხუბაშვილი,


ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
თსუ-ს ასოცირებულიპროფესორი

თბილისი, 2023
შინაარსი
ანოტაცია.............................................................................................................................................3
შესავალი.............................................................................................................................................4
თავი I. პორტუგალიის პირველი რესპუბლიკა (1910-1926) და ესტადო ნოვო.....................7
1.1. პორტუგალიის პირველი რესპუბლიკა..............................................................................7
1.2. სამხედრო დიქტატურა და ესტადო ნოვო.......................................................................10
თავი II. ანტონიო დე ოლივეირა სალაზარი „მოკრძალებული დიქტატორი“....................16
2.1. „მოკრძალებული დიქტატორის“ ავტორიტარული მმართველობა პორტუგალიაში
........................................................................................................................................................16
2.2. პორტუგალიის ნეიტრალიტეტი II მსოფლიო ომში და დაპირისპირებულ
ქვეყნებთან ურთიერთობა.........................................................................................................23
თავი III. ანტონიო დე ოლივეირა სალაზარის ფაშისტური იდეოლოგია და კონტრასტი
იტალიურ და ესპანურ ფაშიზმთან.............................................................................................32
3.1. ანტონიო დე ოლივეირა სალაზარის ფაშირსტური იდეოლოგია...............................32
3.2. კონტრასტები იტალიურ და ესპანურ ფაშიზმთან........................................................35
დასკვნა.............................................................................................................................................40
გამოყენებული ლიტერატურა......................................................................................................41
ანოტაცია
ნაშრომში წარმოჩენილია პორტუგალიის პირველ რესპუბლიკაში არსებული
მმართველობის ხარვეზები, რომლებმაც განაპირობა პოლიტიკური რევოლუციის
საჭიროება. ნაშრომში გაანალიზებულია ესტადო ნოვოს რევოლუციის როლი, მისი
დადებითი და უარყოფითი ასპექტები; ასევე წარმოადგენილია პორტუგალიელი
დიქტატორის ანტონიო დე ოლივეირა სალაზარის საშინაო და საგარეო პოლიტიკა,
რამაც განსაზღვრა პორტუგალიის ნეიტრალიტეტი II მსოფლიო ომში და ხელი შეუწყო
ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. პორტუგალიის ისტორიისა და კონკრეტულად
ანტონიო დე ოლივეირა სალაზარის შესახებ ქართულ ისტორიოგრაფიაში
ინფორმაციული ვაკუუმია. აქედან გამომდინარეობს საბაკალავრო ნაშრომის
აქტუალობა, რაც ასევე წარმოადგენს მომავალი კვლევის საგანს.

3
შესავალი
პირინეის ნახევარკუნძულზე მდებარე პორტუგალია გამოირჩეოდა თავისი
ისტორიით, კულტურითა და ღირებულებებით, რომელიც მას განასხვავებდა
კონტინენტური ევროპის ქვეყნებისგან. მის ისტორიას არაერთი მნიშვნელოვანი
მოვლენა ახსოვს იქნება ეს რეკონკისტა, დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები თუ მას
შემდეგ არსებული კოლონიალიზმი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მის ერთ-
ერთ ფინანსური შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა. ეს კი სწორედ მაშინ დაიწყო,
როდესაც 1494 წლის 7 ივნისს ტორდესილასში დაიდო ხელშეკრულება, რომის პაპი
ალექსანდრე VI-ის ინიციატივით. დოკუმენტის მიხედვით დედამიწის
ნახევარსფეროებში მომხდარი დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების შედეგად არსებული
ტერიტორიები გადანაწილებულ იქნა ესპანეთსა და პორტუგალიას შორის, დასავლეთ
გრძედის 460 მერიდიანზე. პორტუგალიას ერგო აღმოსავლეთით მდებარე მიწები თავისი
ეკონომიკური სარგებლებით, რომელიც XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის
დასაწყისის ეკონომიკურ კრიზისში არსებული პორტუგალიის ბიუჯეტის საყდენს
წარმოადგენდა.
სწორედ მძიმე ეკონომიკურ-პოლიტიკურმა ფონმა გამოიწვია XIX საუკუნის
ბოლოს პორტუგალიის საზოგადოებაში მონარქიული მმართველობის მიმართ მკვეთრი
უკმაყოფილება, რამაც მომავალში რევოლუციური ძალების ჩამოყალიბება და 1910
წლის 5 ოქტომბრის შედეგი გამოიწვია, რომლის შემდეგ ქვეყნის უწინ არსებული
დიადი მონარქისტული პორტუგალია საბოლოოდ წარსულს ჩაბარდა და დამკვიდრდა
პორტუგალიის პირველი რესპუბლიკა, რომელიც ქვეყანას ახალ მომავალს უქადდა.
პირველ რესპუბლიკას უნდა შეესრულებინა მაშველი რგოლის პრინციპი და
ქვეყანა გამოეხსნა იმ მდგომარეობიდან, რომელიც მონარქისტულმა მართველობამ
დაბადა XIX საუკუნის მიწურულს, მაგრამ მოვლენები რესპუბლიკური
მმართველობისთვის სწორხაზოვნად როდი განვითარდა. სწორედ ამ და სხვა
მიზეზების გამო ქვეყანაში დამყარდა ესტადო ნოვოს რევოლუციური ძალების
მმართველობა, რომლის ავტოკრატ ლიდერად გვევლინება ანტონიო დე ოლივეირა
სალაზარი. მან თავისი ერთპიროვნული მმართველობის განმავლობაში შეძლო
გაეტარებინა რიგი რეფორმები, რომლებიც ქვეყანას საშუალებას მისცემდა კვლავ

4
აღედგინა სტატუს-კვო, რომელიც მომავალში არსებულ პორტუგალიას საბოლოოდ
დაუმკვიდრებდა იმ ადგილს საერთაშორისო ასპარეზზე, რომლითაც ის დღეს
ჩვენთვისაა ცნობილი.
თემის აქტუალობა: XX საუკუნის ისტორიას ორი მსოფლიო ომი და არაერთი
ლოკალური დაპირისპირება ახსოვს, რომელთა საწყისი ჯერ კიდევ საუკუნის დამდეგ
წლებში უნდა ვეძებოთ იქნება ეს მონარქიული რუსეთი, ესპანეთი, მეორე რაიხის
გერმანია თუ პორტუგალიის პირველი რესპუბლიკა, რომელსაც შემდეგ ესტადო ნოვოს
რევოლუციური ძალებით მოსული ანტონიო დე ოლივეირა სალაზარის დიქტატურა
ანაცვლებს.
სწორედ რევოლუციით მოსული დიქტატორები საკუთარი იდეოლოგიის
საფუძველზე გარდაქმნიან XX საუკუნის 20-30-იანი წლების მსოფლიო პოლიტიკურ
დღის წესრიგს, რაც გამარჯვების შემთხვევაში სრულიად ახალ მომავალს უქადის მას,
რომელშიც მსოფლიო პოლიტიკური სისტემები დამყარებული იქნება
ულტრანაციონალურ ძალებზე. არც ანტონიო დე ოლივეირა სალაზარის მმართველობა
პორტუგალიაში წარმოადგენდა გამონაკლის და ცალსახად ატარებდა ავტორიტარულ
სახეს, მაგრამ მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ მისი დიქტატურის განმავლობაში
ქვეყანა არა მხოლოდ პოლიტიკურ-ეკონომიკურად დაწინაურდა არამედ გამოცხადდა
ნეიტრალიტეტის მქონე ქვეყნად II მსოფლიო ომის დროს.
ამოცანები და მიზნები: წარმოდგენილი საბაკალავრო ნაშრომის მიზანია
წარმოაჩინოს პორტუგალიაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები პირველ (1910-1926)
და მეორე რესპუბლიკის (1926-1974) წლებში, კონკრეტულად კი ანტონიო დე ოლივეირა
სალაზარის მმართველობისას. ასევე წარმოაჩინოს ამ უკანასკნელის წინაღმდეგობრივი
ურთიერთობები პოლიტიკურ ლიდერებთან. საბაკალავრო ნაშრომის ამოცანაა
შედარებითი ანალიზის საფუძველზე წარმოვაჩინოთ ის კონტრასტები, რომლებიც
განსაზღვრავდნენ იტალიურ, ესპანურ და პორტუგალიურ ფაშიზმს
საბაკალავრო ნაშრომის მეთოდოლოგია: ნაშრომზე მუშაობისას ძირითადად
გამოვიყენეთ ისტორიზმისა და კრიტიკულ-შედარებით ანალიზის მეთოდი.
წყაროთმცოდნეობით ბაზად ძირითადად გამოყენებულია ინგლისური და
რუსულენოვანი გამოცემები, დისერტაციები თუ ინტერნეტ რესურსები: Michael Derrick

5
,,The Portugal of Salazar”, (1939), Tom Gallagher ,,Portugal A twentieth-century interpretation”
(1983), Анатолий Михайлович Хазанов ,,Португалия и ее империя в эпоху Салазара и Каэтану”

(2014). ქართულ ისტორიოგრაფიას რაც შეეხება, პორტუგალიის ისტორიაზე და ანტონიო

დე ოლივეირა სალაზარის შესახებ არსებული მასალების ვაკუუმია.

6
თავი I. პორტუგალიის პირველი რესპუბლიკა (1910-1926) და
ესტადო ნოვო
1.1. პორტუგალიის პირველი რესპუბლიკა
პორტუგალიაში 1910-1926 წლებში არსებული პირველი რესპუბლიკის განვლილ
საშინაო და საგარეო ურთიერთობების მიმოხილვაზე სანამ გადავლთ, მნიშვნელოვანია
აღინიშნოს, ის განმაპირობებელი ფაქტორები, რომლებმაც ამ უკანასკნელის დამყარების
აუცილებლობას ჩაუყარა საფუძველი, კერძოდ კი, მონარქიული ხელისუფლების
უმეცრება, რომელმაც ქვეყანაში ვერ შეინარჩუნა სტაბილური ეკონომიკურ-
ადმინისტრაციული მდგომარეობა, რაც ცალსახად გამოიხატა ქვეყანაში არსებული
ფინანსური კრიზისითა და ინფლაციით. XIX საუკუნის ბოლოს არსებული
პორტუგალიის სამეფოს ხაზინა მთლიანად იყო დამოკიდებული კოლონიებიდან
მიღებულ შემოსავალზე. სწორედ ამ მიზეზებიდან გამომდინარე საზოგადოება მზად
იყო გარდაქმნებისთვის, რომელიც მას რესპუბლიკური მმართველობის სახით უნდა
მოვლენოდა.
სწორედ ამ თარიღად გვევლინება 1910 წლის 5 ოქტრომბერი, რომლის დროსაც
ოფიციალურად გამოცხადდა პორტუგალიის პირველი რესპუბლიკა და კონსერვატიულ
მონარქიული მმართველობა ჩაანაცვლა პირველმა მემარცხენე იდეოლოგიის
მატარებელმა ადმინისტრაციამ პორტუგალიაში.
ახლად დამყარებულ რეჟიმს ხელმძღვანელობდა დროებითი მთავრობა, ცნობილი
მწერლის, თეოფილო ბრაგას პრეზიდენტობით. ასევე გამოიცა ახალი საარჩევნო კანონი,
რომელიც ხმის მიცემის უფლებას აძლევდა მხოლოდ ზრდასრულ მამაკაცებს.
დროებითი მთავრობა ხელმძღვანელობდა დამფუძნებელი კრების არჩევას, რომელიც
გაიხსნა 1911 წლის 19 ივნისს. კონსტიტუცია დამფუძნებელმა კრებამ დაამტკიცა 20
აგვისტოს, ხოლო დროებითმა მთავრობამ 24 აგვისტოს თავისი უფლებამოსილება
გადასცა ახალ პრეზიდენტს, მანუელ ხოსე დე არიაგას. თავდაპირველი იმედი, რომ
რესპუბლიკური მმართველობა მოაგვარებდა მონარქიისგან მემკვიდრეობით მიღებულ
მასობრივ პრობლემებს, წარსულს ჩაბარდა, რადგან პორტუგალიის პირველი

7
რესპუბლიკის საპარლამენტო რეჟიმი დასავლეთ ევროპის ყველაზე მშფოთვარე,
არასტაბილურ სისტემას წარმოადგენდა.
ახალი რეჟიმისთვის მთავარი საშიშროება მისი შიდა განხეთქილებებიდან
მოდიოდა, რადგან საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერით გამარჯვებულ
რესპუბლიკელ რევოლუციონერებს არ ჰქონდათ განსაზღვრული არსებული
მმართველობის დოქტრინა იმ საკითხებთან მიმართებაში, როგორიც იყო
მონარქისტული, კონსერვატიული კათოლიკური ეკლესიის მიმართ დამოკიდებულება
მისი ადგილისა და როლის შესახებ პორტუგალიის მემარცხენე იდეოლოგიის მქონე
ხელისუფლების მმართველობაში.
რესპუბლიკანიზმის დოქტრინის ამ ნაკლოვანებამ გამოიწვია პარტიული
განხეთქილება, რომლის შემდეგ ჩამოყალიბდა ცალკეული პარტიები, კერძოდ კი:
რესპუბლიკელ-ევოლუციონისტური პარტია (ზომიერ რესპუბლიკელთა პარტია),
რომელსაც ხელმძღვანელობდა ანტონიო ხოსე დე ალმეიდა, ასევე რესპუბლიკელ-
იუნიონისტები (ცენტრალური პარტია) - ლიდერით ბრიტო კამაჩო და დემოკრატიული
(მემარცხენე ბირთვი) პარტია, რომელმაც შეინარჩუნა როგორც ძველი პარტიის
ორგანიზაციის P.R.P ინიციალები, ასევე მისი პოლიტიკური მექანიზმი.
სოციალ-რადიკალები, რომლებიც გაერთიანებულნი იყვნენ ახალ PRP-ში,
გამოყოფდნენ რელიგიას და ეკლესიას პორტუგალიის საპარლამენტო რესპუბლიკიდან,
რაზეც მიუთითებს 1910-26 წლების თავდასხმები სასულიერო პირებზე
(განსაკუთრებით რელიგიურ ორდენებზე), რომლებსაც ლიბერალური აზროვნების
მთავარ მტრებად მიიჩნევდნენ. PRP-ის ლიდერმა აფონსო კოსტამ 1911 წელს
პორტუგალიის რელიგიურ ადგილსამყოფელ ბრაგაში საუბრისას განაცხადა, რომ
კათოლიკობა დასრულდება რამდენიმე თაობაში. პორტუგალიის პირველი
რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრმა გაატარა ანტიკლერიკული კამპანია, რომელიც
იმავე წელს დასრულდა ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთმანეთისგან ოფიციალური
გამოყოფით. კამპანიის ფარგლებში აღკვეთეს რელიგიური ორდენები, სკოლებში
რელიგიური სწავლება შემცირდა, ასევე სასულიერო პირებს, რომლებმაც უარი თქვეს
მღვდლობაზე, სანაცვლოდ შესთავაზეს სამთავრობო სამსახური, რამაც გამოიწვია

8
ეკლესიის მსახურთა 10%-ის მიერ სასულიერო საქმიანობის დატოვება; მათი რიცხვი
მანამდე, წლების განმავლობაში სულ უფრო იზრდებოდა.
1917 წლის დეკემბერს აფონსო კოსტას იდეოლოგიურ-პოლიტიკური მანქანა და
დემოკრატების რეჟიმი დაემხო სისხლიანი სამხედრო გადატრიალების შედეგად,
რომელსაც ხელმძღვანელობდა გერმანიის ყოფილი მინისტრი, მაიორი სიდონიო პაისი.
მაგრამ ქარიზმატული პრეზიდენტის სიდონიო პაისის არასტაბილურმა მმართველობამ
ვერ შეძლო მოწინააღმდეგე ფრაქციების დამშვიდება, რამაც ხანმოკლე სამოქალაქო ომი
გამოიწვია. 1918 წლის 14 დეკემბერს პაისის მკვლელობის შემდეგ ლისაბონში, კვლავ
გაგრძელდა რესპუბლიკელებსა და მონარქისტებს შორის დაპირისპირება, რომელიც
1919 წლის იანვარში ხელახალ სამოქალაქო ომში გადაიზარდა. მან საბოლოოდ
განსაზღვრა მონარქიისა და მისი მომხრეების ადგილი რესპუბლიკაში, ხოლო
პოლიტიკური ძალაუფლება დემოკრატებს დაუბრუნდათ.
რესპუბლიკურ პოლიტიკურ სისტემას ახასიათებდა ოთხი ძირითადი უარყოფითი
ფაქტორი: 1. გადაჭარბებული ფრაქციონიზმი. 2. ფრაქციების მიდრეკილება,
პერსონალიზმისკენ1, რომელიც პორტუგალიის პოლიტელიტას საუკუნეების
განმავლობაში ახასიათებდა და რის გამოც უკან იხევდა იდეების, სახელმწიფო
ინსტიტუტებისა და საზოგადოებრივი ინტერესების მნიშვნელობა. 3. უთანასწორობა
მიწათმფლობელებს შორის; ჩრდილოეთი არსებობდა მინიფუნდიებით (მცირე საარსებო
მეურნეობებით), ხოლო სამხრეთი-ლატიფუნდიებით (უმწეო გლეხების მიერ
დამუშავებული დიდი მამულები). 4. ეკონომიკური განვითარების კონცენტრაცია
ლისაბონში, პროვინციების ხარჯზე.
მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალია ოფიციალურად ნეიტრალური იყო, 1914
წლის 7 აგვისტოს, პირველი მსოფლიო ომში გამოაცხადა ინგლისთან ალიანსი და
უშუალოდ 23 ნოემბერს გერმანიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების
განხორციელება დაიწყო. 11 სექტემბერს პირველი ექსპედიცია გაემგზავრა აფრიკის
კოლონიების გასაძლიერებლად, რომელიც იბრძოდა ჩრდილოეთ მოზამბიკში,
ტანგანიკის საზღვარზე და სამხრეთ ანგოლაში, გერმანიის სამხრეთ-დასავლეთ აფრიკის

1
პერსონალიზმო/ პერსონალიზმი- არის ინტელექტუალური მიდგომა, რომელიც ხაზს უსვამს ადამიანთა
მნიშვნელობას. პერსონალიზმი არსებობს მრავალი განსხვავებული ვერსიით და ეს გარკვეულწილად
ართულებს მის განსაზღვრას, არის ის ფილოსოფიური თუ თეოლოგიური.
9
საზღვარზე. 1916 წლის თებერვალში, ბრიტანეთის მოთხოვნის შესაბამისად,
პორტუგალიამ თავის პორტებში არსებული გერმანული გემები დაატყვევა, რაც გახდა
საბაბი 9 მარტს გერმანიის მიერ პორტუგალიისთვის ომის გამოცხადების.
პორტუგალიის საექსპედიციო ძალები გენერალ ფერნანდო ტამანინი დე აბრეუს
მეთაურობით 1917 წელს გაემგზავრნენ ფლანდრიაში. 1918 წლის 9 აპრილს
გერმანელებმა დიდი შეტევა განახორციელეს ლისის(lys) ბრძოლაში. მიუხედავად იმისა,
რომ მოკავშირეებმა გაიმარჯვეს ომში და პორტუგალიის კოლონიებს საფრთხე აღარ
ემუქრებოდა, გერმანიის მიერ პორტუგალიისთვის გადახდილი კონტრიბუცია 0,75 %-
ის ოდენობით იყო მწირი კომპენსაცია იმ მძიმე წვლილისთვის, რაც გაწეული იყო
როგორც საველე პირობებში, ასევე აფრიკის კამპანიისა და დასავლეთში არსებული
ადამიანური მსხვერპლით, რასაც მოწმობს არმიის ოფიცერთა კორპუსის ნაწილის
გასხვისება, ბრიტანეთთან ერთად ომის დამთრგუნველი ვალები, ინტენსიური
ინფლაცია და საკვებისა და საწვავის დეფიციტი.
ყოფილი ევოლუციონისტი ანტონიო ხოსე დე ალმეიდა გახდა ერთადერთი
პრეზიდენტი პირველი რესპუბლიკის განმავლობაში, რომელმაც თავისი ვადა
ბოლომდე ამოწურა. მაგრამ შენარჩუნებული თანამდებობა როდი გამხდარა
ცვლილებების გამომწვევი, არამედ პირიქით; არ წყდებოდა გაკოტრების, კორუფციის,
საზოგადოებრივი ძალადობისა და სამხედრო აჯანყების ციკლები, რომელმაც
საბოლოოდ 1926 წლის 28 მაისს საპარლამენტო რესპუბლიკის დამხობა გამოიწვია, რაც
უსისხლო სამხედრო გადატრიალების შედეგად მოხდა, სწორედ სამხედრო
დიქტატურის შემდეგ მოდის და ანაცვლებს მას ის ადამიანი, რომელზეც ჯერ კიდევ
1910 წელს საუბრობდა ბასილიო ტელესი 2:„რესპუბლიკურ პარტიას მოუწევს
რევოლუციური დიქტატურის დამყარება კონსტიტუციური მონარქიის სისულელეებით
3
დაგროვილი ნანგრევების მოსაშორებლად.“

2
ბასილიო ტელესი (1856-1923) - პორტუგალიელი პროფესორი, ესეისტი და პირველი რესპუბლიკის
პერიოდის პოლიტიკოსი, რესპუბლიკური პარტიის წევრი.
3
Gallagher Tom -,,Portugal A twentieth-century interpretation”, Manchester University Press,1983 გვ.22
10
1.2. სამხედრო დიქტატურა და ესტადო ნოვო
პორტუგალიაში პირველი რესპუბლიკის შემდეგ დამყარებული რეჟიმი XX
საუკუნის დასავლეთ ევროპის ყველაზე ხანგრძლივ ავტოკრატულ მმართველობად
გვევლინება, რომელიც ისტორიაში ესტადო ნოვოს სახელითაა შესული, მაგრამ სანამ
მის პოლიტიკურ-იდეოლოგიურ საფუძვლებს განვიხილავთ, აუცილებელია აღინიშნოს
ის ფაქტორი, რომელმაც 1933 წელს ამ სისტემის დამყარება განაპირობა, ხოლო მისი
სათავე 1926 წლის 28 მაისია, რომლის დროსაც უსისხლო სამხედრო გადატრიალების
მეშვეობით მოხდა პირველი რესპუბლიკის დამხობა და სამხედრო დიქტატურის
დამყარება, რომლიც ცალსახად გვევლინება გარდამავალ პერიოდად პირველ და მეორე
რესპუბლიკების მმართველობებს შორის.
1933 წლამდე არსებული პერიოდის გარდამავლობა გამოიხატება მკვეთრი
იდეოლოგიური ცვლილებით, რაც გამოიხატა მემარცხენე ლიბერალიზმის, სრულიად
ახალი მემარჯვენე სამხედრო ავტოკრატულ მმართველობის დამყარებით. აღსანიშნავია,
რომ პორტუგალიის ისტორიის ამ მონაკვეთშიც არ არსებობს ერთიანი აზრი
სახელმწიფოს იდეოლოგიასთან მიმართებაში, რადგან მემარჯვენე პარტიები
განსხვავებულად ხედავენ ქვეყნის მომავალს, რომლებიც სამხედროების დახმარებით
ცდილობენ ხელისუფლების სათავეში მოსვლასა და შემდგომში თავიანთი
იდეოლოგიის დამყარებას.
პოლიტიკურ ელიტაში ამ ძალაუფლების მქონე პარტიებად გვევლინებიან:
კონსერვატიული ლიბერალიზმის მიმდევრები, რომლებსაც წარმომადგენლები
კონსერვატიულ რესპუბლიკურ პარტიებში ჰყავდათ. ისინი ცდილობდნენ მიეღოთ
სამხედრო დახმარება, როგორც დროებითი სამხედრო დიქტატურის რეჟიმის
მხარდასაჭერად, რაც მათ საშუალებას მისცემდა 1911 წლის რესპუბლიკური
კონსტიტუციის რესტრუქტურიზაციაში, კერძოდ კი, საპრეზიდენტო, საპარლამენტო
შეზღუდვისა და პარტიული სისტემის ჩამოყალიბების მიმართულებით. სახელმწიფოს
მხარდაჭერით შეიქმნებოდა ძლიერი კონსერვატიული პარტია, რომელსაც შეეძლებოდა
წინ აღდგომოდა დემოკრატიულ პარტიას კონსტიტუციური კანონის აღდგენის
შედეგად.

11
ასევე იყო ავტორიტარული კონსერვატიზმი, რომელიც გამოირჩევა მკვეთრად
ანტილიბერალური ხასიათით. იგი შექმნიდა რეჟიმს, რომელიც აღმოფხვრიდა
წარსულის რესპუბლიკურ სისტემას და საფუძველს ჩაუყრიდა ერთპარტიულ სისტემას.
პარტია კორპორატიული წარმომადგენლობის მექანიზმებს ააშენებდა, რომელიც
იდეოლოგიურად მომდინარეობდა კათოლიკური კორპორატივიზმიდან და
„ტექნიკური კომპეტენციის“ მთავრობების თეორიიდან. მათ მიმდევრებად
გვევლინებიან კათოლიკეები, მონარქისტები და ავტორიტარი რესპუბლიკელები.
არანაკლებად მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირათ რადიკალ მემარჯვენეებს,
რომლებიც სრულად უგულვებელყოფდნენ ლიბერალურ სისტემას და მიზნად
ისახავდა ნაციონალისტური, კორპორატიული, უფრო ქარიზმატულ ლეგიტიმაციასა და
ტოტალიტარულ ბუნებაზე დაფუძნებული ინტეგრალური სახელმწიფოს შექმნას. ახლი
რეჟიმის შენება დაიწყებოდა მასების პარტიის შექმნით, სამხედრო დიქტატურის
დახმარებით, რაც გამოიწვევდა ნაციონალისტური სახელმწიფოს რეფორმას. მთავარი
იდეოლოგიური საფუძველი მომდინარეობდა Integralismo Lusitano-ს ე.წ. ლუზიტანური
ინტეგრალიზმიდან, რომელიც ტრადიციულ, მონარქისტულ და ანტილიბერალურ
მოძრაობას წარმოადგენდა. იგი გაჩნდა პირველი მსოფლიო ომის წინ და ომის შემდეგ
სხვა იდეოლოგიურ მიმდინარეობებს შეერწყა.
სწორედ ამ იდეოლოგიის მატარებელ პოლიტიკურ პარტიებს უნდა
განესაზღვრათ პორტუგალიის მეორე რესპუბლიკის მომავალი სამხედროების მიერ
დამყარებული რეჟიმის დახმარებით, მაგრამ აღსანიშნავი ის ფაქტორია, რომ სწორედ
1926 წლის 28 მაისის შემოქმედმა და 1928 წლიდან პორტუგალიის პრეზიდენტმა
ანტონიო ოსკარ დე ფრაგოსო კარმონამ მომავალში ესტადო ნოვოს ფუძემდებელსა და
სულის ჩამდგმელს ანტონიო დე ოლივეირა სალაზარს თავად შესთავაზა ეკონომიკის
მინისტრის პოზიცია, რათა ქვეყანა გამოეყვანა იმ კრიზისიდან, რომელმაც არა ერთი
ხელისუფლება დაამხო, იქნებოდა ეს მონარქიული თუ რესპუბლიკური.
რაც შეეხება 40 წლის განმავლობაში არსებულ ესტადო ნოვოს ავტოკრატულ
რეჟიმსა და მის პოლიტიკურ-იდეოლოგიურ ასპექტებს, აღსანიშნავაია, რომ მიმდინარე
მმართველობამ სახელმწიფოს მომავლისთვის როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი
როლი შეასრულა, რადგან ერთის მხრივ აღმოიფხვრა მემკვიდრეობით მიღებული

12
ეკონომიკური კრიზისი, ხოლო მეორე მხრივ დაარსდა იმ ტიპის სახელმწიფო
ორგანოები როგორებიცაა: პოლიტიკური პოლიცია, პოლიტიკური სასამართლო და
ციხეები, საკონცენტრაციო ბანაკები, რომლებიც მხოლოდ ტოტალიტარულ რეჟიმს
ახასიათებს.
სწორედ ამიტომ მნიშვნელოვნია განვიხილოთ ესტადო ნოვოს იდეოლოგიური
მხარე, რათა ავხსნათ თუ რამ განაპირობა არსებული სისტემის ამ სახით ფორმირება.
რეჟიმის გენეზისს რაც შეეხება, მასზე დიდი გავლენა იქონია იტალიური ფაშიზმის
ცალკეულმა იდეოლოგიურმა ელემენტებმა, კერძოდ კი, კორპორატიულმა “Carta del
lavoro”(1927) პორტუგალიურ “Estatuto de Trabaho Nacional”-ზე (1933).
აღსანიშნავია, რომ ესტადო ნოვოს იდეოლოგიურ საფუძველი ემყარება
ნაციონალიზმის, ორგანიციზმის, კორპორატივიზმისა და ავტორიტარიზმის
ურთიერთთანაარსებობას ერთ სისტემაში, ხოლო თითოეული მათგანი მოიცავს იმ
ღირებულებებს, რომელიც დამახასიათებელია პორტუგალიის საზოგადოებისთვის,
კერძოდ კი, ნაციონალიზმი აღქმულია, როგორც კონსერვატიული, ქრისტიანული,
დემოკრატიისა და სოციალ-კათოლიკობის სინთეზი, რასაც მოწმობს თავად ამ
იდეოლოგიის ფუძემდებლის ანტონიო დე ოლივეირა სალაზარის არაერთი სიტყვით
გამოსვლა 1936 წელს ბრაგასა თუ ვიზეუს უნივერსიტეტებში.
ესტადო ნოვომ თავისი პოლიტიკური ფილოსოფია დააფუძნა კათოლიკური
სოციალური დოქტრინის მჭიდრო ინტერპრეტაციის გარშემო, ისევე, როგორც
ენგელბერტ დოლფუსის რეჟიმმა ავსტრიაში. ეკონომიკური სისტემა, რომელიც
ცნობილია როგორც კორპორატივიზმი, ეფუძნებოდა პაპის ლეო XIII-ის ენციკლიკა
„Rerum Novarum“ (1891) და პიუს XI-ის ენციკლიკის „Quadragesimo Anno“ (1931) მსგავს
ინტერპრეტაციებს, რომლებიც მიზნად ისახავდნენ კლასობრივი ბრძოლის თავიდან
აცილებას და ეკონომიკური პრობლემების გარდაქმნას სოციალურ, მეორეხარისხოვან
ღირებულებებზე.
ლეო XIII-ის ცნობილი ენციკლიკა „Rerum Novarum“ ამტკიცებდა, რომ შრომითი
ასოციაციები, ისევე როგორც ოჯახი, იყო ბუნებრივი წესრიგის ნაწილი. მაშასადამე,
მამაკაცის უფლება, გაერთიანდნენ პროფკავშირებში და ჩაერთონ შრომით საქმიანობაში,
თანდაყოლილი იყო და არ შეიძლებოდა უარეყო დამსაქმებლები ან სახელმწიფო, პიუს

13
XI-ის ენციკლიკამ „Quadragesimo Anno“-მ კი წარმოადგინა კორპორატიული სისტემის
ჩამოყალიბების გეგმა.
ახალი კონსტიტუცია შეიმუშავა იურისტთა, ბიზნესმენთა, სასულიერო პირთა და
უნივერსიტეტის პროფესორების ჯგუფმა, რომლის სულისჩამდგმელი იყო ანტონიო დე
ოლივეირა სალაზარი. მასში ასევე მთავარ როლს თამაშობდა მარსელო კაეტანო.
სწორედ ამ კონსტიტუციამ შექმნა Estado Novo-ახალი სახელმწიფო, რომელიც
თეორიულად კორპორატიული იყო და წარმოადგენდა ინტერესთა ჯგუფებს და არა
ინდივიდებს. ლიდერებს სურდათ შეექმნათ სისტემა, რომელშიც ხალხი
წარმოდგენილი იქნებოდა კორპორაციების მეშვეობით და არა გამყოფი პარტიების
მეშვეობით, სადაც ეროვნული ინტერესები პრიორიტეტული იქნებოდა პირად
პრეტენზიებზე. ანტონიო დე ოლივეირა სალაზარი ფიქრობდა, რომ პარტიული სისტემა
პორტუგალიაში ჩავარდა.
ბენიტო მუსოლინისა და ადოლფ ჰიტლერისგან განსხვავებით, სალაზარს
არასოდეს ჰქონია პარტია-სახელმწიფოს შექმნის განზრახვა, რადგან იგი მთელი
პარტიული კონცეფციის წინააღმდეგი იყო. მან 1930 წელს შექმნა ერთპარტიული
ეროვნული კავშირი, რომელიც წარმოადგენდა არა პარტიას, არამედ საზოგადოებრივი
აზრის მაკონტროლებელ და შემაკავებელ ორგანოს, რომლის მიზანი იყო ტრადიციული
ღირებულებების გაძლიერება და შენარჩუნება, ვიდრე ახალი სოციალური წესრიგის
დამკვიდრება.
საკანონმდებლო ორგანო, სახელწოდებით ეროვნული კრება, შემოიფარგლებოდა
ეროვნული კავშირის წევრებით. მას შეეძლო კანონმდებლობის ინიცირება, მაგრამ
მხოლოდ ისეთ საკითხებზე, რომლებიც არ მოითხოვდა სახელმწიფო ხარჯებს.
პარალელურ კორპორატიულ პალატაში შედიოდნენ მუნიციპალიტეტების,
რელიგიური, კულტურული და პროფესიული ჯგუფების და ოფიციალური მუშაკთა
სინდიკატების წარმომადგენლები, რომლებმაც შეცვალეს წარსულში არსებული
თავისუფალი პროფკავშირები.
ჰოვარდ ვიარდას თქმით: „მამაკაცები, რომლებიც მოვიდნენ ხელისუფლებაში
ესტადო ნოვოს დროს, გულწრფელად იყვნენ შეშფოთებულნი თავიანთი ერის
სიღარიბითა და ჩამორჩენილობით, დისტანცირდნენ ანგლო-ამერიკული პოლიტიკური

14
გავლენისგან, ავითარებდნენ ახალ, ძირძველ პოლიტიკურ მოდელსა და ამსუბუქებდნენ
ცხოვრების სავალალო პირობებს როგორც სოფლის, ისე ქალაქის ღარიბ
მოსახლეობაში.“4
კორპორატიული კონსტიტუცია დამტკიცდა პორტუგალიის ეროვნულ
საკონსტიტუციო რეფერენდუმზე 1933 წლის 19 მარტს. პროექტი გამოქვეყნდა ერთი
წლით ადრე. ჩატარდა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, რათა გარკვეულიყო
ნებისმიერი წინააღმდეგობა კონსტიტუციურ პროექტთან დაკავშირებით. 6000-ზე
ნაკლებმა ადამიანმა, ხმა მისცა ახალ კონსტიტუციას. ახალი კონსტიტუცია დამტკიცდა
ხმების 99,5%-ით, მაგრამ 488 840-მა თავი შეიკავა (რეგისტრირებული ამომრჩეველში
1,330,258). ჰიუ ქეი აღნიშნავს, რომ თავშეკავების დიდი რაოდენობა შეიძლება
გამოწვეული ყოფილიყო იმით, რომ: „ამომრჩევლებს წარუდგინეს პაკეტი, რომელზეც
მათ უნდა ეთქვათ "დიახ" ან "არა" ერთი პუნქტის მიღებისა და მეორის უარყოფის
შესაძლებლობის გარეშე.“5 ამ რეფერენდუმზე პორტუგალიის ისტორიაში პირველად
ქალებს ხმის მიცემის უფლება მიეცათ, რაც მათ არ ჰქონდათ პირველი რესპუბლიკის
დროს, მიუხედავად ფემინისტური მცდელობისა. ქალთა ხმის მიცემის უფლება
მოგვიანებით კიდევ ორჯერ გაფართოვდა ესტადო ნოვოს პერიოდში. პირველად 1946
წელს, ხოლო მეორედ 1968 წელს მარსელო კაეტანოს დროს; 2137-ე კანონის მიხედვით
კი ქალისა და მამაკაცის თანასწორობა ოფიციალურად გამოცხადდა.
ანტონიო დე ოლივეირა სალაზარის მიერ შემოღებულმა ახალმა კონსტიტუციამ
ჩამოაყალიბა ანტისაპარლამენტო და ავტორიტარული მთავრობა, რომელიც
გაგრძელდება 1974 წლამდე. პრეზიდენტი უნდა აერჩია ხალხს კენჭისყრით შვიდი
წლის ვადით. კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტის ხელში იყო ფართო, თითქმის
დიქტატორული უფლებამოსილებები, მათ შორის პრემიერ-მინისტრის დანიშვნისა და
გადაყენების შესაძლებლობა. პრეზიდენტს უნდა შეესრულებიანა ეროვნული
პოლიტიკის დამცველისა და საბოლოო არბიტრის როლი ესტადო ნოვოს რეჟიმის დროს
არსებულ პორტუგალიაში. თუმცა, პრეზიდენტმა კარმონამ აღნიშნული ძალაუფლება
ვერ გამოიყენა, რადგან ის ფუნქციონირებდა მხოლოდ ქაღალდზე, რეალურ
4
ჰოვარდ ჯ. ვიარდა (1939 - 2015) იყო ამერიკელი ისტირიკოსი, მწერალი და ჯორჯიას უნივერსიტეტის
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დამფუძნებელი ხელმძღვანელი.
5
Salazar And Modern Portugal : Kay, Hugh : Free Download, Borrow, and Streaming : Internet Archive

15
ძალაუფლებას კი ანტონიო დე ოლივეირა სალაზარი ფლობდა, რაშიც მას ხელს
უწყობდა მისი ხასიათის თვისებები: ამბიციურობა, შრომისმოყვარეობა და ბრწყინვალე
ინტელექტი, პოლიტიკური გამჭრიახობა, წინდახედულება და დიპლომატიური ნიჭი.

16
თავი II. ანტონიო დე ოლივეირა სალაზარი „მოკრძალებული
დიქტატორი“
2.1. „მოკრძალებული დიქტატორის“ ავტორიტარული მმართველობა
პორტუგალიაში
XX საუკუნის კონტინენტური ევროპის ისტორიას არაერთი დიქტატორი თუ
რევოლუციონერი ახსოვს. მათ შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ესტადო ნოვოს
ფუძემდებელსა და სულისჩამდგმელს, ანტონიო დე ოლივეირა სალაზარს, რომლის
მოღვაწეობა ცალსახად ატარებდა ავტოკრატულ სახეს. ამაზე მოწმობს
უგულვებელყოფილი საპარლამენტო და პარტიული სისტემა, ასევე
კონკურენტუნარიანი ოპოზიციის არ არსებობა. სანამ ერთპიროვნული მმართველობის
დადებით და უარყოფით ფაქტორებს შევეხებით, მნიშვნელოვანია განვიხილოთ ის გზა,
რომელიც ანტონიო დე ოლივეირა სალაზარმა განვლო ავტოკრატ ლიდერად
ფორმირებისკენ.
ეს კი სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც ახალგაზრდა ვიზეუს სასულიერო
სემინარიის მოსწავლე ანტონიო დე ოლივეირა სალაზარმა სწავლა დამთავრა და
კოიმბრას უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა. პრესტიჟული
სასწავლებლის წარჩინებული სტუდენტის პოლიტიკური შეხედულებები ნელ-ნელა
ფორმირდებოდა. ამ კუთხით ხაზგასასმელია I რესპუბლიკის პერიოდში არსებული
რევოლუციური ტალღების გავლენები, რაც მომავალ „მოკრძალებულ დიქტატორს“
საშუალებას აძლევდა დაენახა, გაეცნობიერებინა და ახალი თვალით შეეხედა
პორტუგალიაში არსებული მმართველობისთვის, რომელიც არ ატარებდა სტაბილურ
ხასიათს.
ქვეყანაში არსებული რთული მდგომარეობის მიუხედავად, იგი 1914 წელს
ამთავრებს იურიდიულ ფაკულტეტს და მოღვაწეობას განაგრძობს აკადემიურ
სივრცეში, კერძოდ ეუფლება ეკონომიკის მეცნიერებას და სულ მალე იღებს
პროფესორის ხარისხს, რაც 1926 წელს მის ფინანსთა მინისტად დანიშვნის საფუძველი
ხდება. თუმცა, პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო ანტონიო დე ოლივეირა
სალაზარი უარს ამბობს აღნიშნულ პოზიციაზე მანამ, სანამ ყველა დეპარტამენტის

17
ბიუჯეტზე წვდომას არ აღუთქვამს პრეზიდენტი ანტონიო ოსკარ დე ფრაგოსო კარმონა
1928 წელს, რის შედეგადაც იგი ტოვებს კოიმბრას უნივერსიტეტის აკადემიურ სივრცეს,
სადაც მან პოლიტ-ეკონომიკის სწავლებას 12 წელი დაუთმო.
„პროფესორი იყო და პროფესორად რჩება, მუშაობს სახელმწიფო საქმეებზე იმავე
მკაცრი მეთოდითა და ობიექტურობით, რომლითაც ის ატარებს თავის ლექციებს,
გამოსცემს წიგნებსა თუ ამზადებს სწავლებას. ის არაფერს აკეთებდა სიფრთხილის და
დაკვირვებული განხილვის გარეშე. მას არ აჩქარებენ და არ აწუხებენ, ის თავს იცავს
უმეცრებისგან. როგორც მორიდებული ადამიანი, ის, რაც შეიძლება ნაკლებად ჩნდება
საზოგადოებაში. ამის გამო მან მიუწვდომლის რეპუტაცია დაიმსახურა. მას არ მოსწონს
პოპულარობა, და დიდ უნდობლობას უცხადებს. და ბოლოს, ის ძალზედ
დამოუკიდებელია და უკან იხევს მხოლოდ იმ მომენტში, როცა ხვდება, რომ ვინმე
ცდილობს მოახდინოს მასზე ზეგავლენა ან მოიპოვოს მისი მხარდაჭერა. ეს არის
ინტელექტუალის მახასიათებლები“- ამბობს და ახასიათებს გონზაგ დე რეინოლდი 6
ანტონიო დე ოლივეირა სალაზარს, რომელიც ფინანსთა მინისტრობიდან სწორედ ამ
მოზომილი, დაკვირვებული ნაბიჯებით მიიწევდა პორტუგალიის პრემიერ-მინისტრისა
და „მოკრძლებული დიქტატორის“ სტატუსისაკენ.
რაც შეეხება ავტოკრატი ლიდერის მმართველობის დადებით და უარყოფით
ფაქტორებს, მნიშვნელოვანია განვიხილოთ იგი, როგორც საშინაო ასევე საგარეო
პოლიტიკის პრიზმაში. ქვეყანა ერთი მხრივ განიცდიდა რეპრესიებსა და ადამიანთა
უფლებების სრულ უგულებელყოფას, ხოლო, მეორე მხრივ, ანტონიო დე ოლივეირა
სალაზარმა მას მოუტანა მომავალი დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის
შესაძლებლობა. ეს განაპირობა როგორც მეორე მსოფლიო ომში პორტუგალიის
ნეიტრალიტეტმა, ასევე, ლიდერის დიპლომატიურმა ნიჭმა, რომელიც
დაპირისპირებულ მხარეებს შორის ოსტატურად ლავირებდა.
1933-1974 წლების საშინაო პოლიტიკის შორის ერთ-ერთ უდიდეს მიღწევას
წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკის გაუმჯობესება. დიქტატორის რადიკალურმა
ეკონომიკურმა პოლიტიკამ ჩამოაყალიბა პორტუგალია იმ სახელმწიფოდ, რომლის
6
გონზაგ დე რეინოლდი (1880-1970) - იყო შვეიცარიელი მწერალი, ისტორიკოსი და მემარჯვენე
პოლიტიკური აქტივისტი. თავისი სამოც წლიანი კარიერის განმავლობაში მან დაწერა ოცდაათზე მეტი
წიგნი, რომლებიც ასახავდა მის ტრადიციონალისტურ კათოლიკურ და შვეიცარიულ ნაციონალისტურ
მსოფლმხედველობას.
18
ბიუჯეტი აღარ იყო დამოკიდებული მხოლოდ კოლონიებიდან მიღებულ ფინანსურ
სარგებლსა და დოვლათზე. მან შეიძინა ის იერსახე, რომელიც კოლონიალისტ
პორტუგალიას შეეფერებოდა. ამას მოწმობს 1929 წელს არსებული ბიუჯეტის
ქრონიკული ნაკლებობის ცვლილება, რომელმაც 10 წლის განმავლობაში 20 მლნ
ესკუდო7 შეადგინა, რაც გაკოტრების პირას მყოფი პორტუგალიისთვის ძალზედ დიდ
ფინანსურ ნამატს წარმოადგენდა.
მხოლოდ ეკონომიკური კეთილდღეობითა და სტაბილური მმართველობით
შეუძლებელია განვსაზღვროთ ესტადო ნოვოსა და ანტონიო დე ოლივეირა სალაზარის
მმართველობის ავტოკრატული სახე. მნიშვნელოვანია წარმოვაჩინოთ ის სახელმწიფო
ორგანო, რომელიც ხელს უწყობდა დიქტატორული რეჟიმის შენარჩუნებასა და
ალტერნატიული აზრის სრულ უგულვებელყოფას. ამ ორგანოს წარმოადგენდა PIDE,
რომელიც პორტუგალიის პირველი რესპუბლიკის დროიდან ფუნქციონირებს და
რომელმაც ეს სახე 1945 წელის 22 დეკემბრის დეკრეტით მიიღო. ესტადო ნოვოს შუა
პერიოდში რეორგანიზაციის შედეგად მან უფრო მაღალი ნიშა დაიკავა ვიდრე მისმა
წინამორბედმა PVDE-მ, რომელიც 1933 წლის დეკრეტითაა შექმნილი. PIDE-ს ძირითადი
ფუნქცია იყო ნებისმიერი ქმედების აღმოფხვრა, რომელიც განიხილებოდა როგორც
დიქტატურის საწინააღმდეგო მოძრაობა, თუნდაც ისეთი ძალადობრივი საშუალებების
გამოყენებით, როგორიც იყო წამება, თავდასხმა და ტერორი.
„მოკრძალებული დიქტატორის“ მცველ საიდუმლო პოლიციას
პროფესიონალიზმის ასამაღლებლად უტარდებოდა წვრთნები, რომელსაც იტალიიდან
და გერმანიიდან ჩასული დარგის სპეციალისტები ატარებდნენ, რაზეც მოწმობს PVDE-ს
და მისი მემკვიდრეების მიერ შექმნილი ჯაშუშებისა და ინფორმატორების ქსელი,
რომლებიც მუშაობდნენ კაფეებში, რკინიგზის სადგურებში, ფოსტაში,
საავადმყოფოებში, ქარხნებში, უნივერსიტეტებსა და სხვა საჯარო ადგილებში.
ჯაშუშობით 20 000-მდე ადამიანი იყო დასაქმებული. ბუფოს (BUFOS) სახელით ცნობილ
ამ დამსმენების კოლექტივს სძულდა თანამოქალაქეები, რომლებიც თითქმის ნახევარი
საუკუნის მანძილზე ვერ ბედავდნენ არსებული პოლიტიკის ღიად განხილვას. PVDE-ს
სისტემა PIDE-ს რეჟიმთან შედარებით სრულებითაც არ წარმოადგენდა იმ რთულ

7
ესკუდო- ვალუტა პორტუგალიაში 1999 წლამდე. ის დღემდე მიმოქცევაშია ჩილესა და ზოგიერთ
სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში
19
საზოგადოებრივ მდგომარეობას, რომელიც მათ 1945 წლის შემდეგ ელოდათ. ამის
ნათელი მაგალითია პორტუგალიის ისტორიაში ყველაზე ცნობილი დანაშაული,
როდესაც სისტემა პირდაპირ დაუპირისპირდა და გაანეიტრალა ანტონიო დე
ოლივეირა სალაზარის ერთადერთი ოპონენტი, რომელმაც 1958 წლის საპრეზიდენტო
არჩევნებში თავისი კანდიდატურა წარმოადგინა. პორტუგალიის დიქტატურის
ქარიზმატული მოწინააღმდეგე გენერალი ჰუმბერტო დელგადო ესპანეთის სოფლის
საზღვარზე 1965 წლის 13 თებერვალს მოკლეს, დანაშაულის ავტორებს კი
მართლმსაჯულება 50 წლის განმავლობაში არ შეხებიათ.
„მოკრძალებული დიქტატორის“ მთავრობამ განაცხადა, რომ „ეს იყო
პოლიტიკური გადასახლებულის შემთხვევითი სიკვდილი“, მაგრამ ეს შორს იყო
სიმართლისგან. 1965 წლის აპრილის ერთ დილას, ორი თინეიჯერი ბიჭი წავიდა
ჩიტების ბუდეების მოსაძებნად ვილანუევა დელ ფრესნოდან, ესპანური სოფლიდან
პორტუგალიის საზღვრიდან 5 კილომეტრში და ლისაბონიდან აღმოსავლეთით 202
კილომეტრში, რა დროსაც ევკალიპტის ხეების ქვეშ წააწყდნენ ჰუმბერტო დელგადოს
და მის მდივნისა და დიდი ხნის შეყვარებულის, ბრაზილიელი არაჯარირ კამპოსის
გახრწნილ გვამებს. ყველაფერი იმაზე მიუთითებდა, რომ ეს PIDE-ს შემოქმედება იყო;
ისინი ედგნენ გენერლისა და საჰაერო ძალების მაღალჩინოსნის „შემთხვევით“
სიკვდილს სათავეში. 1958 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურის
გამოცხადების შემდეგ, გენერალ დელგადოს ჰკითხეს საპრეზიდენტო არჩევნებში
გამარჯვების შემთხვევაში რას იზამდა სალაზართან მიმართებაში, რაზეც მან პასუხი არ
დააყოვნა: „ცხადია, განვათავისუფლებ მას“. მხოლოდ ეს ფაქტიც კი მნიშვნელოვან
საბაბს წარმოადგენდა PIDE-ს და მისი ჯალათებისთვის. არსებულ აზრს ასევე
ადასტურებს ის გარემოებაც, რომ საზოგადოებაში იგი ცნობილი გახდა როგორც
"უშიშარი გენერალი", რომლის გამოც ათასობით ადამიანი შეიკრიბა ოპორტოს ქუჩებში,
რათა ენახათ თუ ვინ ჰპირდებოდა მათ რკინის ჯაჭვის გარღვევაში, რომელიც
ავტოკრატმა ლიდერმა პრემიერ-მინისტრად მოსვლის შემდეგ შექმნა პორტუგალიაში.
ავტოკრატიას საფრთხე ემუქრებოდა.
1958 წლის 8 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა რაზეც მოწმობს
ავტოკრატი ლიდერის მიერ მთავრობისთვის გაცემული ბრძანება, რომ ოპოზიციის

20
წარმომადგენლები არ დასწრებოდნენ ბიულეტენების დათვლას. ჰუმბერტო დელგადო
გაათავისუფლეს სამხედრო სამსახურიდან, რითაც დაკარგა იმუნიტეტი სალაზარის
PIDE საიდუმლო პოლიციის ძალებისგან. სწორედ ამიტომ მან დატოვა ცოლი და სამი
შვილი ლისაბონში და 1959 წლის აპრილში გაფრინდა ბრაზილიაში. მოგვიანებით, იმავე
წელს და შემდგომ 1964 წელს იგი დიდ ბრიტანეთს ეწვია, მეორე ვიზიტის დროს მან
სიტყვით მიმართა პოლიტიკურ ლიდერებს და მედიას იმ ქვეყანაში, რომელსაც მეორე
მსოფლიო ომში ორმხრივი თანამშრომლობიდან იცნობდა. დელგადო ჩავიდა
ბრაზილიაში, ალჟირსა და ანგოლაში, მაშინ როცა იქ ანტიკოლონიალისტური აჯანყება
იწყებოდა. 1961 წლის მიწურულს, სამხედრო გადატრიალების მიზნით ის მცირე ხნით
დაბრუნდა პორტუგალიაში, თუმცა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.
1965 წლის თებერვალში, დელგადო ესპანეთში გაემგზავრა. იგი დარწმუნებული
იყო, რომ „რევოლუციონერ პორტუგალიელ ოფიცრებს“ ხვდებოდა, თუმცა
სინამდვილეში მას PIDE-ს საიდუმლო პოლიციის ოთხი წარმომადგნელი დახვდა,
რომლებმაც ის სადგურ ბადახოზში (ესპანეთის საზღვარზე) დააკავეს. ოპერაცია
„შემოდგომა“ მიზნად ისახავდა გენერლის დატყვევებას პორტუგალიაში
გასამართლების მიზნით. ოთხკაციანი გუნდიდან ერთ-ერთის, ერნესტო ლოპეს
რამოსის თქმით, PIDE-ს კიდევ ერთმა აგენტმა კაზიმირო მონტეირომ მოულოდნელად
ესროლა ჯერ დელგადოს, შემდეგ კი მის ბრაზილიელ მდივანს, არაჯარირ კამპოსს.
მონტეირო სამხრეთ აფრიკაში გაიქცა. 1981 წელს სამხედრო სასამართლომ ის
დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ, მოსამართლეებმა ფაქტობრივად მხარი დაუჭირეს
PIDE ვერსიას, რომ მათი ბრძანება იყო არა დელგადოს მოკვლა, არამედ მისი
გასამართლება. აღსანიშნავია, რომ მისი წიგნის „ჰუმბერტო დელგადო: უშიშარი
გენერლის ბიოგრაფია“ (2008) კვლევისას გენერლის შვილიშვილი წააწყდა ესპანეთის
ხელისუფლების მიერ ლისაბონის სასამართლოსთვის მიწოდებულ ექსპერტიზის ასლს,
რომლის მიხედვითაც გენერალი დელგადო ცემით მოკვდა. ეს მტკიცებულებები და
დანაშაულის ადგილის სხვა სასამართლო კვლევები უგულვებელყო სასამართლომ,
რომლის მიზანი, სალაზარის ფიგურის შენარჩუნება იყო.
კითხვაზე, ფიქრობს თუ არა რომ ანტონიო დე ოლივეირა სალაზარმა გასცა
მკვლელობის ბრძანება, გენერლის შვილიშვილმა განაცხადა, რომ მან საიდუმლო

21
პოლიციას მისცა "ცარიელი ჩეკი" ამ საკითხთან დაკავშირებით: "არა მგონია, რომ
გაერისკა აშკარა ბრძანების გაცემა. ამას შეიძლება ჰქონოდა შედეგები, ის კი ყოველთვის
ფრთხილი იყო". მრავალი ჯილდოს მფლობელი პორტუგალიელი ისტორიკოსის ირინე
პიმენტელის აზრით კი, ანტონიო დე ოლივეირა სალაზარის როლი "ყველაზე
მნიშვნელოვანი" იყო დანაშაულში: "ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ PIDE იყო
სახელმწიფო სახელმწიფოში.’’
ანტონიო დე ოლივეირა სალაზარის ესტადო ნოვოს რეჟიმი ატარებდა იმ სახეს,
რომელიც დამახასიათებელი იყო როგორც ფაშისტური იტალიისთვის, ასევე
ფრანკისტული ესპანეთისა და სხვა ტოტალიტარული რეჟიმებისთვის, რომლებსაც
რევოლუციაში დაბადებული ტირანები ედგნენ სათავეში.
მძიმე საშინაო ვითარებისა და რეპრესიების მიუხედავად „მოკრძალებული
დიქტატორის“ მმართველობის ქვეშ პორტუგალიამ არნახულ საგარეო წარმატებას
მიაღწია. ეს გამოიხატებოდა მეორე მსოფლიო ომში პორტუგალიის ნეიტრალიტეტითა
და იმ დაბალანსებული პოლიტიკით, რომელსაც ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი
დაპირისპირებულ მხარეებთან აწარმოებდა, კერძოდ, ამას მოწმობს პირადი მიმოწერები
ფრანსისკო ფრანკოსთან და ასევე აშშ-ს პრეზიდენტთან ფრანკლინ დელანო
რუზველტთან. ამ უკანასკნელთან დაპირისპირების საგანს წარმოადგენდა
პორტუგალიის კოლონიალიზმი სამხრეთ ამერიკაში, თუმცა მიმოწერაში ნათლად
გამოიხატებოდა პრეზიდენტსა და დიქტატორს შორის არსებული
ურთიერთპატივისცემა, მათ შორის ფრანკლინ რუზველტის კრიტიკულ წერილშიც.
ანტონიო დე ოლივეირა სალაზარისა და ფრანსისკო ფრანკოს შორის
დამყარებულმა ურთიერთობამ მათი სახელმწიოფოების დაპირისპირებული
ურთიერთობების საუკუნოვანი ისტორიის კედელი ჩამოანგრია, იქნება ეს
ტორდესილასის ხელშიკრულებამდე არსებული თუ მას შემდეგ მომხდარი ომები და
უთანხმოებები. ეს სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც პორტუგალია და ესპანეთი
აფორმებენ იბერიის პაქტს, რომელიც ითვალისწინებს ურთიერთთავდაუსხმელობას და
ქვეყნებს შორის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას. აღნიშნული პაქტი დაიდო
ესპანეთის სამოქალაქო ომის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე ლისაბონში 1939
წლის 17 მარტს, ხოლო რატიფიცირებულ იქნა 25 მარტს.

22
არანაკლებად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს „მოკრძალებულ დიქტატორის“
ჩართულობას ესპანეთის სამოქალაქო ომში. ის კარგად ხვდებოდა საშიშროებას - თუ
ესპანეთის სამოქალაქო ომში გაიმარჯვებდნენ რესპუბლიკელები, ეს გახდებოდა
ერთპიროვნული მმართველის წინააღმდეგ პორტუგალიელების აჯანყების საბაბი.
სწორედ ამ მიზეზის გამო ანტონიო დე ოლივეირა სალაზარი ძალ-ღონეს არ იშურებდა
ნაციონალისტებისა და ფრანსისკო ფრანკოს რეჟიმის დამყარებისთვის, რომლის
მმართველობაც ერთ იდეას ემყარებოდა.
ასევე მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ იმ მემკვიდრეობას, რომელიც მან
პორტუგალიის პირველი რესპუბლიკისგან და სამხედრო დიქტატურისგან მიიღო,
რომლის სრული არასტაბილური მმართველობის გამო პორტუგალია აღარ
წარმოადგენდა საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოთამაშეს,
რადგან მან ეს როლი რევოლუციების მსვლელობებში დაკარგა. მიუხედავად ამისა, ამან
ვერ შეფერხა პორტუგალიის მისწრაფება დაემკვიდრებინა თავისი ადგილი
საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე. ესტადო ნოვოს რეჟიმმა შეძლო ფერფლიდან
აღედგინდა პორტუგალიის სახე, რაზეც მოწმობს მეორე მსოფლიო ომის დროს
ნეიტრალური პორტუგალიის წვლილი ნაცისტური მესამე რაიხის გერმანიის მიერ
რეპრესირებული ებრაელებისა და სხვადასხვა ქვეყნის დევნილების შეფარებაში,
იქნებოდა ეს პოლონელი არისტოკრატია, სამშობლოს გარეშე დარჩენილი ჩეხები, თავად
სისტემის მოწინააღმდეგე გერმანელები თუ ნაცისტური ოკუპაციისგან გაქცეული
ფრანგები და სხვა ადამიანები, რომლებსაც პორტუგალია იმ პლაცდარმად
ევლინებოდათ, რომლის მეშვეობითაც მათ შესაძლებლობა ეძლეოდათ გზა
გაეგრძელებინათ უკეთესი მომავლისკენ, ხოლო ტრავმული წარსულისთვის ზურგი
შეექციათ. პორტუგალია უზრუნველყოფდა არისტიდეს დე სოუზა მენდესის
მეთაურობით მშვიდობას კონტინენტზე მათთვის, ვისაც ყველაფერი დაკარგული
ჰქონდა.8
პორტუგალიის ნეიტრალიტეტის მსოფლიო ასპარეზზე აღიარებამ იგი აქცია
როგორც ლტოლვილების სამოთხედ, ასევე ჯაშუშების შეხვედრის ადგილად, რაზეც
მოწმობდა ლისაბონში არსებული არაერთი სასტუმრო, რომლებშიც სხვადასხვა ქვეყნის

8
არისტიდეს დე სოუზა მენდესი- პორტუგალიელი კონსული, რომელმაც ათასობით ებრაელი
გადაარჩინა.
23
აგენტურა ცხოვრობდა, კერძოდ კი, სასტუმრო „ტივოლი“, „ლისაბონი“, სადაც მრავლად
იყვნენ განთავსებული გერმანელი ჯაშუშები; ასევე იყო სასტუმრო „ავი’’ ლისაბონში,
სადაც უინძორის ჰერცოგმა უარყო ნაცისტური შეთქმულება, რომ აღარაფერი ვთქვათ
სომეხ ნავთობის მაგნატზე სად გალუსტ სარქის გულბენკიანზე, რომლის ვაჟი, ნუბარ
გულბენკიანი მუშაობდა MI6-ში9 დონალდ დარლინგთან ერთად.
აქედან გამომდინარე, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ თუ რა როლს ასრულებდა
პორტუგალია და რა ადგილი ეჭირა მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას. ეს იყო
ადგილი, სადაც შესაძლბელი იყო როგორც ტრავმული წარსულისთვის თავის დაღწევა,
ასევე მოწინააღმდეგის გეგმების გაგება.

2.2. პორტუგალიის ნეიტრალიტეტი II მსოფლიო ომში და


დაპირისპირებულ ქვეყნებთან ურთიერთობა
XX საუკუნე ისტორიაში შევიდა როგორც აფეთქებული დენთის კასრი, რომელსაც
შედეგად ორი მსოფლიო ომი და მსოფლიოს ახალი წესრიგი მოჰყვა, აღარაფერს
ვსაუბრობთ ცივ ომზე. ეს იყო იდეოლოგიების დაპირისპირების ეპოქა, რომელშიც
თავიდან იტალიურმა ფაშიზმმა, ბენიტო მუსოლინის წინასწარმეტყველებით, სათავე
დაუდო XX საუკუნეს და ეპოქის იდეოლოგიად იქცა. საუკუნის დასასრულს კი
სოციალისტური და დემოკრატიული იდეოლოგიები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
ამ რთულ პოლიტიკურ პროცესებში პორტუგალიამ ნეიტრალიტეტი ამჯობინა,
ამიტომ მნიშვნელოვანია განვიხილოთ როგორც ქვეყნის ნეიტრალიტეტის მინიჭების
საკითხი, ასევე იდეოლოგიების დაპირისპირებაში ანტონიო დე ოლივეირა სალაზარის
ადგილი, რომელიც სხვადასხვა დიპლომატიური უნარებითა და დაბალანსებული
ურთიერთობით მსოფლიო ლიდერებთან ინარჩუნებდა და უზრუნველყოფდა
პორტუგალიაში არსებულ სტაბილურობასა და ნეიტრალიტეტს. მიზანმიმართული
დიპლომატიური ლავირებითა და სწორი საგარეო პოლიტიკით მან ურთიერთობები

9
MI6- დიდ ბრიტანეთში არსებული სამთავრობო უწყება, ის პასუხისმგებელია ქვეყნის შიდა
უსაფრთხოებაზე და კონტრდაზვერვაზე, დაარსდა 1912 წელს, სააგენტოს ოფიციალურად შეეცვალა
სახელი 1964 წელს და საიდუმლო სადაზვერვო სამსახური ეწოდა, მიუხედავად ამისა, ის დღესაც
ცნობილია MI6-ით.
24
დაამყარა როგორც ღერძის ბლოკის, ასევე მათ მოწინააღდეგე მოკავშირე ქვეყნებთან,
აშშ-თან და დიდი ბრიტანეთთან.
დიდ ბრიტანეთთან 1373 წელს დადებული ანგლო-პორტრუგალიურ ალიანსზე 10
დაყრდნობით, პორტუგალიამ ნეიტრალიტეტის გარანტიები მიიღო. ქვეყნებს შორის
ურთიერთთანამშრომლობა საუკუნეებს ითვლიდა, მაგრამ ამ ალიანსის არსებობა
მივიწყებული ჰქონდათ ბრიტანეთის პარლამენტის წევრებს. ის მხოლოდ უინსტონ
ჩერჩილს ახსოვდა, რომელმაც ის ასხსენა თავისი ერთ-ერთი მოხსენების დასასრულს:
„ვისარგებლებ შემთხვევით, რომ დავაფიქსირო მისი უდიდებულესობის მთავრობის
მადლიერება, რომელსაც ეჭვი არ მეპარება, რომ იზიარებს პარლამენტი და ბრიტანელი
ერი, პორტუგალიის მთავრობის დამოკიდებულების მიმართ, რომლის ლოიალობა მათი
ბრიტანელი მოკავშირის მიმართ ომის ბნელ საათებში, არასოდეს შეიცვლება.“
ასევე, არა ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო ინგლისისთვის პირინეის
ნახევარკუნძულისა და ფრანსისკო ფრანკოს იზოლაცია მეორე მსოფლიო ომისგან,
რომელშიც დიდ როლს თამაშობდა სწორედ ანტონიო დე ოლივეირა სალაზარის ახლო
ურთიერთობა კაუდილიოსთან. სწორედ ესპანეთში სამოქალაქო ომის დროს, კერძოდ კი
1936 წელს ფრანსისკო ფრანკოს რეჟიმის მხარდასაჭერად იგი აგზავნის 30 000 მეორმარს,
ასევე ამარაგებს იარაღითა და სხვა მნიშვნელოვანი სამხედრო ტექნიკით ესპანეთს,
რომელიც პორტუგალიის საბრძოლო ძალების შესაძლებლობებს სცდებოდა.
ბრიტანელი ელჩი სერ რონალდ კემპბელი 1945 წლის 5 ნოემბრის დეპეშაში
წერს: ,,ანტონიო დე ოლივეირა სალაზარი ყოველთვის ამტკიცებდა, რომ ეს გარემოება
იყო ფასი, რომელიც ჩვენ გადავიხადეთ პორტუგალიის ნეიტრალიტეტის
სტრატეგიული უპირატესობებით სარგებლობისათვის; რომ მისი მკაცრი
ნეიტრალიტეტი ხელსაყრელი იქნებოდა ჩვენთვის, ესპანეთი კი აუცილებლად
ჩაუგდებდა თავის სულსა და სხეულს გერმანიას მკლავებში. ასე, რომ მომხდარიყო,
ნახევარკუნძული მთლიანად იქნებოდა ოკუპირებული, რომელსაც ჩრდილოეთ აფრიკა

10
ანგლო-პორტუგალიური ალიანსი - ინგლისის მეფე ედუარდ III- სა და პორტუგალიის მეფე-
დედოფალს ფერდინანდსა და ელეონორას მიერ გაფორმდა და მომავალში უინძორის ხელშეკრულებით
გამყარდა, რომელიც 1386 წლის 9 მაისს პორტუგალიის მეფე იოანე I-ის და ფილიპა ლანკასტერის
ქორწინების შედეგად იქნა რატიფიცირებული, რომელმაც გაუძლო ჟამთასვლას, ომს და დაპირისპირებას
და დღემდე ძალაშია.
25
მოჰყვებოდა, რის შედეგადაც ომის მთელი მიმდინარეობა შეიცვლებოდა ღერძის
ბლოკის ქვეყნების სასარგებლოდ.”11
სწორედ პორტუგალიის დიქტატორის დიპლომატიური ურთიერთობის
მეშვეობითა და ზემოთ აღნიშნული დახმარებიდან გამომდინარე, 1939 წლის 17 მარტს
ხელმოწერილ იქნა იბერიის პაქტი, რომელიც გულისხმობდა როგორც იბერიულ
სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის ახალი ეტაპის დაწყებას, ასევე მათ შორის
ურთიერთთავდაუსხმელობას. პაქტის დამატებით პროტოკოლს ხელი მოეწერა 1940
წლის 29 ივლისს, რომლის მეშვეობითაც მოხდა იბერიის ნახევარკუნძულის დაცვა
ჰიტლერის გეგმებისგან. ბრიტანელმა დიპლომატმა სერ ჯორჯ რენდელმა განაცხადა,
რომ „ბერნარდინო მაჩადოს პორტუგალიურ რესპუბლიკურ მთავრობასთან პირველი
მსოფლიო ომის დროს უფრო რთული იყო მოკავშირეობრივი ურთიერთობა, ვიდრე
მეორეში ნეიტრალიტეტის მქონე სალაზარის მთავრობასთან.”12
პორტუგალიის ერთპიროვნულ მმართველზე საუბრისას მეორე მსოფლიო ომის
კონტექსტში მნიშვნელოვანია განვიხილოთ მისი საგარეო პოლიტიკა ღერძის ბლოკის
ქვეყნებთან, კერძოდ კი, ეკონომიკური თანამშრომლობა და ომის ხარჯზე წარსულში
სავალალო ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება, რომელიც XX საუკუნეში ცნობილ
პრაქტიკას წარმოადგენდა. სწორედ ამ მექანიზმის ხარჯზე ომის განმავლობაში
პორტუგალიამ 17 მილიონი ფუნტი გამოიმუშავა, ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ
სალაზარის მთავრობა აქტიურად თანამშრომლობდა გერმანიისა და იტალიის
მთავრობებთან სტრატეგიული ნედლეულის და უპირველეს ყოვლისა, ვოლფრამის
მიწოდებაზე. აღსანიშნავია, რომ ეს არ იყო მიმართული მხოლოდ ღერძის ბლოკში
შემავალ ქვეყნებისკენ, პორტუგალია ვოლფრამს ასევე ბრიტანეთსაც აწვდიდა,
რომელიც შეღავათიანი ფასით სარებლობდა 1944 წლამდე. სწორედ ამ წელს სალაზარი
აფორმებს ახალ სავაჭრო ხელშეკრულებას აშშ-თან და დიდ ბრიტანეთთან, რომლებიც
ახალი წესრიგის დამყარებას ცდილობდნენ.

11
სერ რონალდ კემპბელი- Leite, Joaquim da Costa. "Neutrality by Agreement: Portugal and the British Alliance
in World War II." 1998, American University International Law Review 14, no. 1, გვ. 198
12
სერ ჯორჯ რეინოლდი- „The sword and the olive : recollections of diplomacy and the Foreign Service, 1913-
1954 ‘‘ 1957, London : J. Murray, გვ.37

26
ნაცისტურ გერმანიასთან თანამშრომლობაზე ასევე მეტყველებს 1935 წელთან
შედარებით 1942 წელს 8,5-ჯერ გაზრდილი ექსპორტი გერმანიაში, ხოლო რაც შეეხება
გერმანული საქონლის იმპორტს, 1938 წელს მან შეადგინა 16,8% , რომელიც
საგრძნობლად იყო გაზრდილი 1935 წლის 12,5%-ის მაჩვენებლთან შედარებით.
ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ ანტონიო დე ოლივეირა სალაზარს არავითარი
სიმპატია არ გააჩნდა ადოლფ ჰიტლერის მიმართ და ურთიერთობა ნაცისტურ
გერმანიასთან სუფთად ეკონომიკური სარგებლის მიზნით იყო განპირობებული.
მეორე მსოფლიო ომში ეკონომიკურ სარგებელზე საუბრისას უნდა აღინიშნოს
ასევე ის გარემოება, რომ თუ ინგლისი საუკუნეების მანძილზე წარმოადგენდა
პორტუგალიის ინვესტორსა და პარტნიორს, უკვე 1940 წლიდან პორტუგალია ხდება
უშუალოდ ინგლისის კრედიტორი, რომელიც 4 წლის განმავლობაში 18 მლნ
სტერლინგის ვალს გასცემდა დიდი ბრიტანეთზე.
რაც შეეხება XX საუკუნის 30-იანი წლებიდან საგარეო ვაჭრობიდან მიღებულ
ეკონომიკურ სარგებელს, რომელიც როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 17 მლნ ფუნტს
შეადგენდა, სწორედ ყოფილი ფინანსთა მინისტრის, 1936-1940 წლებში ომის
მინისტრისა და ქვეყნის ერთპიროვნული დიქტატორის ანტონიო დე ოლივეირა
სალაზარის სწორი საგარეო პოლიტიკის შედეგს წარმოადგენდა, რადგან იგი
თანამშრომლობდა როგორც დიდი ბრიტანეთთან, ასევე ნაცისტურ გერმანიასთან.
მან კარგად იცოდა, რომ თუ ის ომის დაწყებიდანვე ცალსახად დაუჭერდა მხარს
დიდ ბრიტანეთს ან ნაცისტურ გერმანიას, ის უმალ იქნებოდა ჩათრეული მეორე
მსოფლიო ომში, რაც სუსტი ეკონომიკისა და სამხედრო ძალების მქონე
პორტუგალიისთვის იქნებოდა დამღუპველი, სალაზარს ნათლად ახსოვდა
პორტუგალიის მონაპოვარი პირველი მსოფლიო ომიდან. სწორედ აქედან გამომდინარე
ანტონიო დე ოლივეირა სალაზარი ამყარებს ურთიერთობას პორტუგალიის უძველეს
პარტნიორთან და იღებს ნეიტრალიტეტის გარანტიებს, რომელიც აძლევს მას
საშუალებას აიცილოს როგორც ომი, ასევე გაიუმჯობესოს ეკონომიკური მდგომარეობა.
ამ მონაპოვარის ხარჯზე ხდება კავშირგაბმულობის საშუალებების მოდერნიზება,
სავაჭრო ფლოტის გაფართოება, სოფლის მეურნეობის, ჰიდროენერგეტიკისა და
მრეწველობის განვითარება პორტუგალიაში.

27
მეორე მსოფლიო ომი დროს ამერიკის ელჩი ესპანეთში კარლტონ ჰეისი თავის
წიგნში აღნიშნავს: “სალაზარი არ ჰგავდა ჩვეულებრივ დიქტატორს. პირიქით, ის
აღმოჩნდა მოკრძალებული, მშვიდი და იყო უაღრესად ინტელექტუალი ჯენტლმენი
მეცნიერი, რომელიც ფაქტიურად ათიოდე წლის წინ გადმოიყვანეს კოიმბრას
უნივერსიტეტის პოლიტ-ეკონომიკის პროფესორების კათედრიდან, რათა
გამოესწორებინა პორტუგალიის ფინანსური მდგომარეობა და რომ მისი ეს წარმატება
საოცარი იყო. ამ წარმატებამ განაპირობა მისთვისს სხვა ძირითადი ფუნქციების, მათ
შორის საგარეო საქმეთა მინისტრისა და კონსტიტუციის შემქმნელის ფუნქციის
დაკისრება.” 13
რაც შეეხება მეორე მსოფლიო ომის დროს პორტუგალიელი დიქტატორისა და
აშშ-ის მთავრობას შორის არსებულ ურთიერთობას, მნიშვნელოვანია განვიხილოთ ის
ფაქტორი, რომ პორტუგალიას მასთან არ გააჩნდა საუკუნეებით გამოცდილი და
გამყარებული ისეთი ალიანსი, როგორიც დიდ ბრიტანეთთან, რომელსაც გადამწყვეტი
გავლენა ექნებოდა ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობაზე. მიუხედავად ამისა, მეორე
მსოფლიო ომის მსვლელობის დროს მათ შორის მყარდება დიპლომატიური კავშირი,
რომელიც მნიშვნელოვნად განპირობებული იყო პორტუგალიის დამოკიდებულებით
აშშ-ის წიაღისეულზე, კერძოდ კი, ნავთობზე, ქვანახაშირზე და ქიმიურ მარაგებზე.
აღნიშნულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებზე საუბრისას არა ნაკლებად
საყურადღებოა აზორის კუნძულების საკითხი, რომელიც მეორე მსოფლიო ომში
სტრატეგიული და მნიშვნელოვანი დანიშნულების პუნქტს წარმოადგენდა, რომელიც
ასევე პორტუგალიის იურისდიქციაში შედიოდა. პორტუგალიის დასავლეთით მდებარე
კუნძულებზე უნდა განლაგებულიყო საჰაერო ბაზები, რომლებიც საშუალებას მისცემდა
მოკავშირეებს ატლანტის ოკეანის აკვატორიაში გაჩაღებულ ომში გამარჯვება თავის
მხარეს გადაეტანათ.
სწორედ პორტუგალიის ერთპიროვნული მმართველის ნება-სურვილითა და
დიდი ბრიტანეთის 1373 წლის ანგლო-პორტუგალიურ ალიანსზე აპელირებით, 1944
წელს აშშ-ს საჰაერო ავიაციას შესაძლებლობა მიეცა დროის მცირე მონაკვეთში მიეღწია
დანიშნულების პუნქტამდე, კერძოდ კი, აფრიკამდე, რაც ზოგავდა როგორც დროის

13
კარლტონ ჯოზეფ ჰანტლი ჰეისი - ,,Wartime mission in Spain, 1942-1945’’ (1945), New York, The Macmillan
company, გვ.13-14.
28
დიდ მონაკვეთს, ასევე ავიაციისთვის გამოყოფილ საწვავს, რამდენადაც აქამდე საჰაერო
დესანტის გადასხმა ბრაზილიიდან მიმდინარეობდა.
ასევე, ორ სახელმწიფოს შორის არსებულ ღირსეულ დიპლომატიურ
ურთიერთობაზე მეტყველებს 1941 წლის 8 ივლისის აშშ-ს პრეზიდენტის ფრენკლინ
რუზველტის პირადი წერილი ანტონიო დე ოლივეირა სალაზარისადმი, რომელშიც
ნათლად ჩანს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პრეზიდენტისთვის პორტუგალიელ
დიქტატორთან ურთიერთობა და მის მიერ ნეიტრალიტეტის მიუხედავად გაღებული
წვლილი, იქნება ეს აზორის კუნძულების საავიაციო ბაზად დათმობა, თუ ცენტრალურ
და აღმოსავლეთ ევროპიდან მიგრირებული დევნილების დახმარება უკეთესი
მომავლის ძიებაში:
„ ჩემო ძვირფასო, პროფესორო სალაზარ
მე გწერთ ამ სრულიად პირად და არაფორმალურ წერილს იმ რწმენით, რომ ამ
გზით ჩემთვის უფრო ადვილი იქნება გარკვეული გაუგებრობების ეფექტურად
დასრულება, რომლებიც, სამწუხაროდ, ბოლო კვირების განმავლობაში წარმოიშვა ჩვენს
ორ მთავრობას შორის. უპირველეს ყოვლისა, შემიძლია ვთქვა, რომ შეერთებული
შტატების მთავრობის აზრით, პორტუგალიის მთავრობის მიერ ხელუხლებელი და
სუვერენული იურისდიქციის განხორციელების გაგრძელება თავად პორტუგალიის
ტერიტორიაზე, აზორის კუნძულებზე და პორტუგალიის ყველა კოლონიაზე დასავლეთ
ნახევარსფეროს უსაფრთხოების სრულ გარანტიას იძლევა, რამდენადაც აღნიშნულ
ჩვენს რეგიონებს ეხება. შესაბამისად, შეერთებული შტატების თანმიმდევრული
სურვილია, რომ არ მოხდეს ამ ტერიტორიებზე პორტუგალიის სუვერენული
კონტროლის დარღვევა.
შეერთებული შტატების ეს პოლიტიკა მე ხაზგასმით განვაცხადე შეტყობინებაში,
რომლითაც გუშინ მივმართე შეერთებული შტატების კონგრესს იმ ნაბიჯების შესახებ,
რომლებიც გადაიდგა ისლანდიის ხალხის დასახმარებლად, მათი ქვეყნის
მთლიანობისა და დამოუკიდებლობის დასაცავად.
დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს გონებაში არასოდეს ყოფილა ეჭვი ამ
საკითხთან დაკავშირებით და რომ კითხვები, რომლებიც მასზე დაისვა პრესაში, ცრუ

29
ინფორმაცია, რომელიც მიზანმიმართულად გავრცელდა პროპაგანდის საშუალებით,
რათა შელახოს ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებული ტრადიციული ურთიერთობები.
ყველა იმ მიზეზის გამო რაც ზემოთ აღვნიშნე, ჩვენი მთავრობა დიდი
სიამოვნებით უყურებს იმ ნაბიჯებს, რომლებიც უკვე გადაიდგა და რომელსაც დგამს
თქვენი მთავრობა აზორისა და პორტუგალიის კოლონიური სამფლობელოების სხვა
მიმდებარე ტერიტორიების დაცვის გასაძლიერებლად რათა მათზე მოულოდნელი
თავდასხმა მოახდინონ გერმანიის ან მისმა მოკავშირე ძალებმა, მაგრამ ნაკლებად
სავარაუდოა, რომ ამით მათ რაიმე წარმატებას მიაღწიონ.
უნდა დავამატო ის, რომ შეერთებული შტატებისთვის სასიცოცხლო
მნიშვნელობისაა, რომ პორტუგალიის სუვერენიტეტი აზორის კუნძულებზე და
ზოგიერთ სხვა დაშორებულ პორტუგალიურ სამფლობელოებზე ხელუხლებელი
დარჩეს. თუ თქვენმა მთავრობამ გამოგვიცხადა ნდობა ამერიკის შეერთებული შტატები
მზად იქნება დაეხმაროს პორტუგალიის ხელისუფლებას მისი ტერიტორიების დაცვაში
ნებისმიერი საფრთხისგან, იქნება ეს გერმანიის მხრიდან აგრესიის თუ გერმანიის
მოკავშირე ძალების მიერ, ნებისმიერი ასეთი ღონისძიება, რა თქმა უნდა, იქნება
მიღებული პორტუგალიის სუვერენული უფლებების სრული აღიარებით და
კატეგორიული გარანტიებით, რომ ნებისმიერი ამერიკული ჯარი, რომელიც
გაგზავნილი იქნება პორტუგალიის დასახმარებლად,, დაუყოვნებლივ გაყვანილი იქნება
ამ ომის დასრულებისთანავე.
იმ შემთხვევაში, თუ პორტუგალიის მთავრობა მიიჩნევდა, რომ პორტუგალიასა
და ბრაზილიას შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობებიდან გამომდინარე, ეთხოვა
ბრაზილიის მთავრობისთვის მონაწილეობა თავდაცვის ამ ზომებში, ასეთი ნაბიჯი
ყველაზე მეტად მისაღები იქნებოდა შეერთებული შტატების მთავრობისთვის.
დარწმუნებული ვარ, რომ ბრაზილია და შეერთებული შტატები ეფექტურად და მთელი
გულით ითანამშრომლებენ პორტუგალიის მთავრობისა და ხალხის დასახმარებლად
აზორის კუნძულების დაცვაში.
მიზანშეწონილად მივიჩნიე სიტუაციის სრულად გარკვევა, რადგან არ შეიძლება
იყოს ამ ფაქტების ოდნავი გაუგებრობა თქვენსა და ჩემს შორის. გულწრფელად რომ
ვთქვა, განსაკუთრებით ვნერვიულობდი, რომ რაიმე შეკითხვა გაჩენილიყო ჩემს

30
დამოკიდებულებასთან დაკავშირებით პორტუგალიის სუვერენიტეტის სრული
პატივისცემის მიმართ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ, როგორც გახსოვთ, 1914-1918 წლების
მსოფლიო ომის დროს, პორტუგალიის მთავრობამ მის მოკავშირეებს და შემდგომ
შეერთებულ შტატებს მისცა პორტი ჰორტა, როგორც საწვავის ბაზა და პონტა დელგადას
პორტი, როგორც საზღვაო ბაზა. იმ დროს, როგორც საზღვაო ძალების მდივნის
თანაშემწეს, მე მქონდა პრივილეგია მენახა ეს პორტები შეერთებული შტატების
საზღვაო ფლოტის ინტერესებიდან გამომდინარე და ამგვარად მომეცა შესაძლებლობა
დავრწმუნებულიყავი, რამდენად მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობა იყო
პორტუგალიელ ხალხსა და შეერთებული შტატების საზღვაო ძალების წევრებს შორის.
მათ შორის არსებობდა თანამშრომლობის სრული სულისკვეთება და, რა თქმა უნდა,
როგორც კი საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა მოგვარდა, მოკავშირე და
ასოცირებული ძალების ყველა ძალა დაუყოვნებლივ გაიყვანეს პორტუგალიის
მთავრობის სუვერენული იურისდიქციის მცირედი დაზიანების გარეშე. ჩემი
გამოცდილებიდან გამომდინარე, მე უნდა მქონდეს პირადი ინტერესი, რომ ჩვენს
მთავრობასა და ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ყოველთვის წარიმართოს
თითოეულის სუვერენული უფლებების სრული ურთიერთპატივისცემით და
ნებისმიერი ფორმით. პორტუგალიასა და შეერთებულ შტატებს შორის
თანამშრომლობა, რომელიც შეიძლება განხორციელდეს, მოხდება პორტუგალიელი
ხალხის საუკეთესო ინტერესები სრულად დაცვით, ჩემი უმაღლესი პატივისცემის და
ჩემი პირადი პატივისცემის გარანტიებით. მენდეთ, ძალიან გულწრფელად, ფრანკლინ
რუზველტი.“14
როგორც ამერიკის ელჩი ესპანეთში კარლტონ ჰეისი აღნიშნავს, ანტონიო დე
ოლივეირა სალაზარი არ იყო „რეგულარული დიქტატორი“, 15 როგორებიც მრავლად
დაბადა XX საუკუნემ, არამედ ის იყო პროფესორი, რომელიც ბასილიო ტელესის 16
თქმით მოდის წარსულის სისულელეების ნანგრევების მოსაშორებლად.

14
Leite, Joaquim da Costa. "Neutrality by Agreement: Portugal and the British Alliance in World War II." 1998,
American University International Law Review 14, no. 1, გვ. 195-198.
15
Carlton hayes-,,Wartime mission in Spain, 1942-19451945“, New York, The Macmillan company, გვ.13-14.
16
Gallagher Tom -,,Portugal A twentieth-century interpretation”, Manchester University Press,1983 გვ.22

31
ნეიტრალიტეტის მქონე პორტუგალიამ და მისმა „მოკრძალებულმა
დიქტატორმა“ შეძლო საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დაპირისპირებულ
იდეოლოგიებს შორის სტაბილურობის დაცვა. ასევე მან, მცირედი კონტრიბუციებითა
და საჭირო დროს მოკავშირეების დახმარებით მონაწილეობა მიიღო მეორე მსოფლიო
ომის ბედის გადაწყვიტაში. ეს განაპირობა სწორედ მისმა დინჯმა, დაკვირვებულმა
პოლიტიკამ და მესამე რაიხისგან დაფარულმა ანგლო-პორტუგალიურმა ალიანსმა.

32
თავი III. ანტონიო დე ოლივეირა სალაზარის ფაშისტური
იდეოლოგია და კონტრასტი იტალიურ და ესპანურ ფაშიზმთან
3.1. ანტონიო დე ოლივეირა სალაზარის ფაშისტური იდეოლოგია
ფაშიზმი, ნაციზმი და კომუნიზმი - ამ იდეოლოგიებით იმართებოდა გასულ
საუკუნეში ტოტალიტარული სახელმწიფოები, რომლებიც ახალი მომავლის საკუთარ
ვერსიას სთავაზობდნენ მსოფლიოს, რომელშიც ალტერნატიული აზრი სრულად
უგულვებელყოფილი იქნებოდა. რაც შეეხება პორტუგალიაში არსებულ ანტონიო დე
ოლივეირა სალაზარის მიერ დამყარებულ რეჟიმსა და მის იდეოლოგიას,
მნიშვნელოვანია დასაწყისშივე ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ პორტუგალიელი
დიქტატორი არ იზიარებდა ზემოთ აღნიშნული იდეოლოგიების რადიკალურ
ასპექტებს, არამედ მოსწონდა ფაშიზმის ის ელემენტები, რომლებიც ერთ მთლიანობად
აერთიანებდა ერს. „ყველაფერი ერისთვის, არაფერი ერის წინააღმდეგ.“ 17 პორტუგალიის
ავტოკრატი ლიდერის ამ დამოკიდებულებაზე მიუთითებს მის მიერ
ჟურნალისტისთვის გაცემული პასუხი:
“მეცინება, როდესაც მესმის საუბარი "მარჯვენა" და "მარცხენა" მხარეების შესახებ.
სინამდვილეში, ვფიქრობ, რომ ეს სიტყვები არაფერს ნიშნავს, თუ მეუბნებით, რომ
მარჯვენა ნიშნავს სოციალურ დისციპლინას, ავტორიტეტს, მიმართულების
ერთიანობას - მაშინ მე ვარ მემარჯვენე. მაგრამ თუ მეუბნებით, რომ მემარცხენეობა
ნიშნავს ხალხის ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მცდელობას, მათზე მთავრობის
ზრუნვას, კომფორტისა და განათლების სტანდარტის ამაღლებას, მაშინ სიამოვნებით
ვარ მემარცხენე. მაგრამ სიმართლე ჩემი აზრით ისაა, რომ დღეს არ არსებობს უფლებები
და მემარცხენეები; არსებობს მხოლოდ ხელისუფლების გეგმები, მეტ-ნაკლებად
პრაქტიკული, რომლებიც ან განხორციელდება, ან არა. თუ ისინი კეთდება ქვეყნის
სასიკეთოდ, მაშინ ეროვნული საქმე კეთდება და ყველა უფლება და მემარცხენეობა, რაც
შეიძლება არსებობდეს, განზე გადადის.“ 18

17
https://quotepark.com/quotes/1727054-antonio-de-oliveira-salazar-all-for-the-nation-nothing-against-the-
nation/
18
Michael Derrick – „The Portugal Of Salazar”, 1939, Campion Books, Ltd. გვ.155-156
https://archive.org/details/portugalofsalaza011716mbp/page/n157/mode/2up
33
ამ სიტყვებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ის ნამდვილად იზიარებდა
ფაშიზმის იმ სახეს, რომელიც ქვეყნის გაერთიანებისკენაა მიმართული, მაგრამ
ამავდროულად მისი მოღვაწეობის განმავლობაში ჩვენ ცალსახად შეგვიძლია
დავინახოთ ფაშიზმის ის ელემენტები, რომლებიც უგულვებელყოფენ ალტერნატიულ
აზრს, კერძოდ კი ოპოზიციური ძალების არსებობას და მის ერთადერთ ოპონენტზე
შურის ძიებას. ეს პრაქტიკა ასევე იყო გავრცელებული ფაშისტურ იტალიასა და
კაუდილიოს ესპანეთში.
ასევე ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ პორტუგალიაში არსებული სისტემა
წარმოადგენდა უფრო რბილი ფაშიზმის ფორმას ვიდრე ეს გერმანიაში ნაციზმის სახით
იყო, რადგან აქ არასდროს არ მიმდინარეობდა ადამიანისა და კონკრეტული ჯგუფების
დევნა რასისა და წარმომავლობის გამო. როგორც ბენიტო ამილკარე ანდრეა მუსოლინი
ამბობდა:
„რასა! ეს გრძნობაა და არა რეალობა: ოთხმოცდათხუთმეტი პროცენტი მაინც
გრძნობაა. ვერასდროს ვერაფერი დამაჯერებს, რომ ბიოლოგიურად სუფთა რასების
არსებობის ჩვენება დღეს შეიძლება. სახალისოა, ის რომ არც ერთი მათგანი, ვინც
ტევტონთა რასის „კეთილშობილება“ გამოაცხადა, თავად არ იყო ტევტონი.“ 19 ბენიტო
მუსოლინზე საუბრისას მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ანტონიო დე ოლივეირა
სალაზარის დამოკიდებულება მისი, როგორც პოლიტიკური ლიდერის მიმართ,
რომლის პორტრეტი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ „მოკრძალებული“ პორტუგალიელი
დიქტატორის სამუშაო მაგიდაზე იდო.
პორტუგალიაში არსებული რბილი ფაშიზმზი გამოიხატებოდა რიგი
განსხვავებებით, რომელშიც ძირითად ადგილს იკავებდა ნაციონალიზმი,
კონსერვატიზმი და კათოლიკური ეკლესია, რომელიც პორტუგალიის ისტორიაში ერის
გამაერთიანებელ მნიშვნელოვან საყრდენს წარმოადგენდა. თავად პორტუგალიის
ავტოკრატი ლიდერი თავის გამოსვლებში ყოველთვის ხაზს უსვამდა ზემოთ
ჩამოთვლილი ღირებულებების მნიშვნელობას პორტუგალიისთვის: „პორტუგალია
დაიბადა კათოლიკური ეკლესიისა და რელიგიის ჩრდილში, რომელიც თავიდანვე იყო

19
Emil Ludwig – ,,Talks with Mussolini”, 1933 Little Brown And Company, გვ.69-70
TALKS WITH MUSSOLINI : EMIL LUDWIG : Free Download, Borrow, and Streaming : Internet Archive
ნანხია:12.01.22
34
ერის სულის შემადგენელი ელემენტი და პორტუგალიელი ხალხის ხასიათის
დომინანტური თვისება“.20
ანტონიო დე ოლივეირა სალაზარისა და ესტადო ნოვოს რეჟიმის
კონსერვატიულობასა და ტრადიციების პატივისცემაზე მეტყველებს მის მიერ
გატარებული პოლიტიკა, რომელიც გამსჭვალული იყო პორტუგალიის დიდი
წარსულის სულისკვეთებით, რომელიც უნდა გამხდარიყო აწმყოში პორტუგალიური
მომავლის შენების იდეოლოგიური საყრდენი: „ნუ განიხილავთ ღმერთსა და სათნოებას.
ნუ განიხილავთ სამშობლოს და მის ისტორიას. არ განიხილოთ ავტორიტეტი და
პრესტიჟი. ნუ განიხილავთ ოჯახს და მის მორალს. არ განიხილოთ შრომის დიდება და
მათი მოვალეობა“.21
რევოლუციასა და მძიმე ეკონომიკურ პირობებში გაზრდილი
დიქტატროებისთვის დამახასიათებელია დისკრიმინაცია, იქნება ეს კონკრეტული
სოციალური ჯგუფისა თუ პოლიტიკური ოპონენეტების მიმართ. ისინი გამსჭვალულნი
არიან ულტრანაციონალიზმითა და შურისძიების პოლიტიკით, ზოგიერთი ავტოკრატი
ლიდერი კი პოულობს ოქროს შუალედს, რომლის მეშვეობითაც ქვეყანას მომავალში
დემოკრატიული მმართველობის დამყარების შესაძლებლობის მქონე სახელმწიფოდ
ჩამოყალიბების პერსპექტივას უქმნის.
ანტონიო დე ოლივეირა სალაზარის მმართველობაზე საუბრისას მნიშვნელოვანია
აღვნიშნოთ, რომ ის ცალსახად ავტოკრატი დიქტატორია, რომელსაც აქვს ერთი მიზანი:
პორტუგალიაში დამყარებული რეჟიმის მეშვეობით გააუმჯობესოს როგორც ქვეყნის
ეკონომიკურ-ფინანსური სექტორი, ასევე მისი პოტენციალი მსოფლიო პოლიტიკის
ასპარეზზე, რომელიც მისი მმართველობის განმავლობაში ერთი-ორად გაიზარდა,
რაზეც მოწმობს მის მიერ გატარებული საგარეო პოლიტიკა მეორე მსოფლიო ომში. რაც
შეეხება იდეოლოგიას, ის შესაძლებელია იზიარებდეს ფაშიზმის სხვადასხვა ასპექტებს,
მაგრამ მისი მოღვაწეობა საპირისპიროზე მეტყველებს. კერძოდ, ის გვევლინება
ნაციონალიზმისა და კონსერვატიზმის ნათელ გამოვლინებად, რომელისთვისაც
სახელმწიფო ინტერესი პირველხარისხოვანია: „არავინ არ უნდა მიხდიდეს მადლობას
20
https://quotepark.com/quotes/1729751-antonio-de-oliveira-salazar-portugal-was-born-in-the-shadow-of-the-
catholic-ch/
21
https://quotepark.com/quotes/1801657-antonio-de-oliveira-salazar-do-not-discuss-god-and-virtue-do-not-
discuss-the/
35
იმ ტვირთის მიღებისთვის, რადგან ეს ჩემთვის ძალიან დიდი მსხვერპლია, რომ
მომეწონოს ის, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გავაკეთებდი ვინმეს სიკეთის გამო. ამას
ვაკეთებ მხოლოდ ჩემი ქვეყნისთვის, როგორც სინდისის მოვალეობას, ცივად, მშვიდად
დასრულებულს“. 22

3.2. კონტრასტები იტალიურ და ესპანურ ფაშიზმთან


XX საუკუნის მსოფლიო პოლიტიკურმა დღის წესრიგმა არა ერთი იდეოლოგია
წარმოშვა, რომლებმაც სათავე დაუდეს ისეთი ტოტალიტარული სახელმწიფოების
ჩამოყალიბებას როგორიცაა გერმანიის მესამე რაიხი თუ საბჭოთა კავშირი. მაგრამ ჩვენი
მიზანი როდია ნაციზმისა და კომუნიზმის განხილვა, არამედ გვინდა ყურადღება
გავამახვილოთ, სწორედ იმ იდეოლოგიაზე, რომელმაც გავრცელება ჰპოვა როგორც
იტალიაში ასევე იაპონიაში, გერმანიაში, ავსტრიაში, ინგლისში, რუმინთში, სამხრეთ
ამერიკაში, ესპანეთსა თუ პორტუგალიაში. ამავდროულად ხაზგასასმელია, რომ
გავრცელების მასშტაბების მიუხედავად, აღნიშნული ქვეყნებისთვის
დამახასიათებელია ფაშიზმის სხვადასხვა ფორმა, რომლის არაერთი სახით
დამკვიდრება გამოწვეული იყო სახელმწიფოების ისტორიის განმავლობაში
ჩამოყალიბებული ფუნდამენტურად განსხვავებული პოლიტიკური ხასიათითა და იმ
თვისებებით, რომლებმაც გავლენა მოახდინეს ამ სახელმწიფოების ფორმირებაზე.
იტალიური, ესპანური და პორტუგალიური ფაშიზმის შედარებით ანალიზზე
სანამ გადავალთ, მნიშვნელოვანია განვმარტოთ, თუ რას ემყარება ეს იდეოლოგია. იგი
გვევლინება ულტრამემარჯვენე, ულტრანაციონალიზმისა და ავტორიტარიზმის
არაერთგვაროვან კავშირად, რომელსაც ასევე ახასიათებს ავტოკრატი ლიდერის
ძალაუფლება, რომლის მმართველობა დამყარებულია ტოტალიტარიზმზე, რაც
შესაძლოა, განაპირობებდეს ოპოზიციური ძალების სისხლში ჩახშრობას, ასევე მას
ახასიათებს საზოგადოების პირდპირი ჩართულობა ქვეყნის ეკონომიკაში, რაც
უგულებელყოფს საზოგადოებაში ინდივიდის ცნებას და ემყარება კორპორატივიზმს.
პირინეის ნახევარკუნძულზე და მის ქვეყნებში არსებული ფაშიზმის
განსხვავებების მიმოხილვამდე აუცილებელია განვიხილოთ იტალია, რადგან სწორედ
22
https://quotepark.com/quotes/1907382-antonio-de-oliveira-salazar-no-one-has-to-thank-me-for-accepting-the-
burden-b/
36
ამ ქვეყანაში ჩამოაყალიბა ბენიტო ამილკარე ანდრეა მუსოლინიმ ფაშიზმის დოქტრინა
იმ სახით, რომელიც გავრცელდა არა მხოლოდ კონტინენტურ ევროპაში, არამედ
ამომავალი მზის ქვეყნამდეც მიაღწია, რითაც მისი წინასწარმეტყველება „ ფაშიზმი XX
იდელოგია გახდება“ რეალობად იქცა.
XX საუკუნეში არსებულ იდეოლოგიების ჩამოყალიბებას წინ უძღოდა
კონკრეტული გამომწვევი წინაპირობები და ფაქტორები, რომლებმაც განაპირობეს
საზოგადოებაში მისი დამკვიდრება, გავრცელება. რაც შეეხება, უშუალოდ ფაშიზმის
წარმოქმნის მიზეზებს, აღსაღნიშნავია, რომ ის იტალიაში სწორედ „დენთის კასრად“
წოდებული I მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა, რომლის დროსაც ეკონომიკურ
სიდუხჭირეში მცხოვრებ იტალიელებს თვალწინ ედგათ 1917 წლის რუსეთში
განვითარებული მოვლენები, კერძოდი კი, კომუნისტური რევოლუციის საზარელი
მაგალითები, რომლის ფონზე ნაციონალური ერთობის იდეით მოსაუბრე დუჩედ
წოდებული ბენიტო მუსოლინის იდეოლოგია ხსნად ეჩვენებოდათ. მაგრამ,
ამავდროულად ხაზგასასმელია ის, რომ ფაშისტური რეჟიმის მიერ ერის გაერთიანება
ხდებოდა სხვა რასისა თუ სოციალური ჯგუფების უგულვებელყოფით, რომლებსაც
საზოგადოებისა და ხალხის მტრებად მოიხსენიებდნენ.
თავად სახელწოდება ფაშიზმი მოდინარეობს ლათინური სიტყვიდან ფასციო და
ნიშნავს შეკვრას, გაერთიანებას - სწორედ ამიტომ, ლიბერალიზმისგან განსხვავებით,
ფაშიზმი არ გამოყოფდა ინდივიდუალიზმს; იგი ასევე არ უსვამდა ხაზს კლასებს შორის
განსხვავებას, ისე როგორც ამას სოციალისტები აკეთებდნენ, არამედ იგი აერთიანებდა
ერსა თუ სახელმწიფოს, რომელშიც ყველას ერთი მიზანი ამოძრავებდა სხვების
წინააღმდეგ:„ყველაფერი სახელმწიფოსთვის. არაფერი მის გარეშე.’’ საინტერესოა, რომ
დაარსებიდან ძალიან მალე, უკვე 1921 წელს, ფაშისტური პარტია იტალიის
პარლამენტში ხვდება, ხოლო 1922 წელს მათივე ზეწოლით იტალიის მეფე ვიტორიო
ემანუელ III-მ ბენიტო მუსოლინი პრემიერა-მინისტრად გამოაცხადა.
უკვე პრემიერ-მინისტრი და დუჩედ წოდებული ბენიტო მუსოლინი თავის
ერთპიროვნულ ძალაუფლების განმტკიცებას 1925 წლიდან იწყებს, რაც გულისხმობდა
ანტიფაშისტურად განწყობილი ყველა ორგანიზაციის აკრძალვას.

37
ფაშისტებმა მიიმხრეს ფაბრიკა-ქარხნების და საწარმოების მუშებიც, რის
შედეგადაც მათი სახით სერიოზული საფუძველი გამოაცალეს ოპოზიციას. უკვე 1925
წელს ხელი მოეწერა შეთანხმებას მეწარმეთა კონფედერაციებსა და ფაშისტურ
პროფკავშირებს, ანუ სინდიკატებს შორის. ამ ხელშეკრულების თანახმად, მხოლოდ და
მხოლოდ მათ ჰქონდათ განსაკუთრებული უფლება დაეცვათ მუშათა უფლებები
სამუშაო კონფლიქტებისა და კოლექტიური ხელშეკრულებების დადების პროცესში.
1926 წლის აპრილში გამოიცა კანონი, რომლის საფუძველზეც აიკრძალა გაფიცვები, ამან
კი, ბუნებრივია, შეამცირა მუშათა წინააღმდეგობა.
ბენიტო მუსოლინის პოლიტიკაზე საუბრისას მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ
1929 წლის 11 თებერვლის ლათერანის კონკორდატს23, რომლითაც დუჩემ ოპოზიციის
კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი ჩამოიშორა ასპარეზიდან - ეს კი იყო
რომის პაპი პიუს XI, რომელიც როგორც კათოლიკური ეკლესიის იერარქი,
განსაკუთრებულ გავლენას ფლობდა იტალიაზე. ლათერანის ხელშეკრულების
მიხედვით პაპმა მიიღო ვატიკანის დამოუკიდებლობა, ხოლო ვატიკანმა აღიარა რომი
იტალიის დედაქალაქად. გარდა ამისა, გაჩნდა მოთხოვნა, რომ იტალიის ტერიტორიაზე
არსებული ყველა ეპისკოპოსი უნდა ყოფილიყო იტალიელი და მათ უნდა დაედოთ
ერთგულების ფიცი იტალიის სახელმწიფოს წინაშე, რელიგიური სწავლება შედიოდა
საშუალო სკოლებში და იტალია უხდიდა პაპს დიდ ფინანსურ კომპენსაციას იმ
მიწებისთვის, რომელიც პაპმა 1870 წელს იტალიის გაერთიანების შედეგად დაკარგა.
სახელმწიფო ნებას რთავდა ეკლესიას, ჰქონოდა კათოლიკური ახალგაზრდული
ორგანიზაციები, თუმცა მალე სწორედ ეს ორგანიზაციები იქცა ანტიფაშისტების
თავმოყრის ძირითად ეპიცენტრებად, ამიტომ 1931 წელს დუჩემ ისინი დახურა, ხოლო
ბოლო წინააღმდეგობის კერის განადგურებით, მუსოლინმა საბოლოოდ დაიმკვიდრა
თავი XX საუკუნის იდეოლოგიების ფუძემდებელთა და დიქტატორთა შორის.
პირინეულ ფაშიზმის განხილვისას მნიშვნელოვანია წარმოვაჩინოთ ფრანსისკო
ფრანკოს ესპანეთი, რომელშიც დიდი განვითარება ჰპოვა ფაშიზმმა. როგორც დუჩეს
ფაშისტური იტალიაში, ასევე კაუდილიოს ესპანეთშიც მოქმედებდა კორპორაციული,
ცენტრალიზებული, პატერნალისტური ადმინისტრაციული ორგანიზაცია.

23
https://www.britannica.com/event/Lateran-Treaty
38
ამავდროულად, ფაშისტურ იტალიის პოლიტიკური წყობასთან მრავალი საერთო
ასპექტის მიუხედავად, ესპანურ ფაშიზმს-ფრანკიზმს არ ახასიათებდა სახელმწიფოში
მცხოვრები ხალხის დაყოფა და დისკრიმინაცია ეთნიკურობის და კულტურული
განსხვავებების გამო, რაზეც მეტყველებს 1941 წელს ფალანგისტების მიერ სახელმწიფოს
ორგანიზაციის შესახებ შემუშავებული კანონპროექტის ფრანკოს მიერ უარყოფა, რადგან
აღნიშნული არ გამოხატავდა ესპანეთის ეროვნულ-ტრადიციონალიზმსა და
კონსერვატიზმს, რომელიც განასხვავებდა მას კანონპროექტის დედნის შემქმნელების
სამშობლოსგან. იტალიაში შემუშავებული ეს კანონი დამახასიათებელი იყო მისთვის,
რადგან მას საფუძველში რომაული პოლიტიკური კულტურა და ტრადიციები
ჰქონდა.24
სწორედ ეს წარმოადგენდა განმასხვავებელ ფაქტორს XX საუკუნეში აპენინისა და
პირინეის ნახევარკუნძულების ფაშიზმებს შორის, რომელთა პოლიტიკურ სივრცეში
უფრო დიდი ადგილი ეჭირა ეროვნულ-ტრადიციონალიზმსა და კონსერვატიზმს
ვიდრე ეს ულტრანაციონალისტურ და ტოტალიტარულ ფაშისტურ იტალიაში
სუფევდა.
რაც შეეხება პორტუგალიურ ფაშიზმს, აღსანიშნავია, რომ მუსოლინისეული
იდეოლოგია აქ არ განვითარდა იმ მიმართულებით, როგორც ეს თავად იტალიასა და
გერმანიაში იყო. პორტუგალიისთვის არ იყო დამახასიათებელი რადიკალიზმი,
ულტრანაციონალიზმი და მკვეთრი მემარჯვენე პოლიტიკა, არამედ, ესპანეთის
მსგავსად, ის ემყარებოდა კონსერვატიზმსა და ნაციონალიზმის იმ სახეს, რომელიც არ
გამოყოფს პორტუგალიელი ერის უპირატესობას ან მის სიდიადეს. ამას მოწმობს მეორე
მსოფლიო ომის დროს ებრაელი მიგრანტების მიმართ გაწეული დახმარება, რომელიც
ნეიტრალიტეტის მქონე პორტუგალიისთვის შესაძლებელია, გამხდარიყო ნაცისტურ
გერმანიასთან დაპირისპირების საგანი.
ამგვარად, ანტონიო დე ოლივეირა სალაზარის ერთპიროვნულ მმართველობაში
ცალსახად შესაძლებელია დავინახოთ ფაშიზმის ელემენტები, მაგრამ, ამავდროულად,

24
გოგენია,ზ.გ, „ფრანკოს დიქტატურა; ,,რეინსტავრაცია” და ესპანეთის დემოკრატიზაცია-ესპანეთი
ფრანკოს ავტორიტარული რეჟიმის პერიოდში (1939-1975)“, ესპანეთის ისტორიის სალექციო კურის, ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გვ.1-2.
39
მისი საგარეო ურთიერთობები მოკავშირე ქვეყნებთან და მის მიერ გადამწყვეტ
მომენტში გაწეული დახმარება მეტყველებს მის ანტი-ტოტალიტარულ სახეზე.

40
დასკვნა
დაპირისპირებული იდეოლოგიებით აღსავსე საუკუნეში მსოფლიომ არა ერთი
რევოლუცია, ომი თუ ტოტალიტარული რეჟიმი გადაიტანა, რომლებიც საკუთარი
მსოფლმხედველობებით გამოირჩეოდნენ ერთმანეთისგან, მაგრამ ამავდროულად
წარმოადგენდნენ ერთი სახის ანტიჰუმანურ პოლიტიკურ ფორმირებებს. მიუხედავად
ამისა, არსებული წყობილებების გვერდით ასევე იყო ავტოკრატული სახის სხვა
მმართველები, რომლებიც არ იზიარებდნენ ანტისემიტურ თუ ქსენოფობიურ განწობებს
და პიედესტალზე აყენებდნენ იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომლებიც
დამახასითბელი იყო მათი ქვეყნისთვის.
XX საუკუნის პორტუგალიამ არა ერთი რევოლუცია გადაიტანა, იქნება ეს 1910
წლის 5 ოქტომბრის დემოკრატიული რესპუბლიკური მმართველობისა თუ 1926 წლის
სამხედრო დიქტატურის დამყარება, რომლის შემდეგ ქვეყნის სათავეში ასევე
რევოლუციის მეშვეობით მოდის ის ძალა, რომელზეც 1910 წელს ბასილიო ტელესი
საუბრობდა, რომ: „რესპუბლიკურ პარტიას მოუწევს რევოლუციური დიქტატურის
დამყარება კონსტიტუციური მონარქიის სისულელეებით დაგროვილი ნანგრევების
მოსაშორებლად.“25 სწორედ ეს რევოლუციური დიქტატურა ანტონიო დე ოლივეირა
სალაზარის მეთაურობით იწყებს რეფორმების გატარებას იმ ეკონომიკურ-
პოლიტიკური პრობლემების აღმოსაფხვრელად, რომელიც წარსულში არსებულმა
მმართველებმა წარმოშვეს.
მიუხედავად ამისა, ანტონიო დე ოლივეირა სალაზარზე და მის მიერ
პორტუგალიაში დამყარებული ესტადო ნოვოს დიქტატორულ რეჟიმზე დღემდე არ
არსებობს ერთგვაროვანი აზრი, რომელიც მიაკუთვნებდა მას ან ერთ ან მეორე ბანაკს.
პირველი ბანაკის მიხედვით ის გვევლინება ეროვნული პოლიტიკის გამტარ
დიქტატორად, რომელმაც შეძლო როგორც ქვეყნის ეკონომიკისა და ფინანსური
სექტორის გაჯანსაღება, ასევე მეორე მსოფლიო ომში ნეიტრალიტეტის მოპოვება და
ქვეყნისთვის პირველი მსოფლიო ომის დროინდელი მწარე წარსული გამოცდილების
აცილება; ამავდროულად მან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები მოკავშირე
ქვეყნებთან და დახმარების ხელი გაუწოდა მათ, იმ მომენტშიც, როდესაც
25
Gallagher Tom -,,Portugal A twentieth-century interpretation”, Manchester University Press,1983 გვ.22

41
პორტუგალიის ნეიტრალიტეტის არსებობას შესაძლებელია საშიშორება დამუქრებოდა.
ამ აზრის მომხრეები თვლიან რომ ეს ყოველივე სალაზარს ანტიფაშისტურ სახეს სძენს.
რაც შეეხება მეორე ბანაკს, ისინი მიიჩნევენ, რომ არსებული რეჟიმი ცალსახად
ატარებს ფაშისტურ ელემენტებს, როგორიცაა თავად მმართველის ავტოკრატული სახე
და მის მიერ უგულვებელყოფილი ალტერნატიული აზრის მქონე ოპოზიციური
ძალების არსებობა, ასევე მათ მიერ ხაზგასმულია ესტადო ნოვოს რეჟიმისას ქვეყანაში
არსებული საშინაო ვითარება, როცა იდეოლოგიების ბრძოლაში ნეიტრალიტეტის
არსებობის მიუხედავად არ არის მშვიდობა.
ესტადო ნოვოს რეჟიმის განსხვავებული შეფასებებიდან გამომდინარე,
შევეცადეთ გაგვეანალიზებინა მისი შემქმნელის პოლიტიკური პორტრეტი. ჩვენი
აზრით იგი ერთდროულად ატარებს როგორც ფაშისტის, ასევე ეროვნულ-
ტრადიციონალისტის პორტრეტს და გვევლინება ავტოკრატ ლიდერად, რომელმაც
იდეოლოგიებით პოლარიზებულ საუკუნეში, რთულ გეოპოლიტიკურ სივრცეში
სხვადასხვა დიპლომატიურ უნარებზე და პრინციპებზე დაყრდნობით ქვეყანას
შეუნარჩუნა არა მარტო სუვერენიტეტი და მშვიდობა, არამედ საფუძველი ჩაუყარა მის
ეკონომიკურ პროგრესსაც.

42
გამოყენებული ლიტერატურა
სპეციალური ლიტერატურა:
1. გოგენია ზ.გ - ფრანკოს დიქტატურა ,,რეინსტავრაცია” და ესპანეთის
დემოკრატიზაცია-ესპანეთი ფრანკოს ავტორიტარული რეჟიმის პერიოდში (1939-
1975) - ესპანეთის ისტორიის სალექციო კურსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გვ.1-2.
2. António Costa Pinto -The Radical Right and the Military Dictatorship in Portugal: The
National May 28 League (1928-1933), Luso-Brazilian Review vol. 23, No.1 pp1-15,
University of Wisconsin Press, (1986).
3. Derrick Michael - The Portugal of Salazar, Campion books, New York (1939).
4. Ernesto Castro Leal- The Political and Ideological Origins of the Estado Novo in
Portugal, Authoritarian States and Corporatism in Portugal and Brazil, Vol. 32, No. 2, pp.
128-148, Modern Humanities Research Association, (2016)
5. Emil Ludwig – Talks with Mussolini, Little Brown And Company, გვ.69-70 (1933)
6. Filipe Ribeiro de Meneses- Salazar A Political Biography, (Second edition) New York,
Published by Enigma Books, (2009).
7. Gallagher Tom -Portugal A twentieth-century interpretation, Manchester University
Press, (1983).
8. Herr Richard and Pinto António Costa (edited by) - The Portuguese Republic at One
Hundred, University of California, Berkeley, (2012).
9. Hayes, Carlton Joseph Huntley, 1882-1964 -Wartime mission in Spain, 1942-1945, New
York, The Macmillan company, გვ.13-14. (1945).
10. Kay, Hugh-Salazar And Modern Portugal, EYRE & SPOTTISWOODE LONDON,(1970)
11. Livermore H. V - A History of Portugal, At the University Press, Cambridge,1947.
12. Leite, Joaquim da Costa-Neutrality by Agreement: Portugal and the British Alliance in
World War II, American University International Law Review 14, no. 1 (1989).
13. Rendel, George, Sir-The sword and the olive: recollections of diplomacy and the Foreign
Service, 1913-1954, London: J. Murray, გვ.37 (1957)

43
14. Sardica José Miguel -The Memory of the Portuguese First Republic throughout the
Twentieth Century”, E-Journal of Portuguese History (2010)
15. Ивани Марио - Кризис Либеральной Демократии в Португалии и <<Новое
Государство>> Салазара, берегиня 777 сова, N4 (23),(2014) გვ.268-276.
16. Хазанов Анатолий Михайлович-Португалия и ее империя в эпоху Салазара и
Каэтану (Диссертация) Москва, (2014).

ინტერნეტ რესურსები:

1. ,,Aģreement With Portuģal”- https://api.parliament.uk/historic


hansard/commons/1943/oct/12/agreement-with-portugal ნანახია: 22.10.22
2. „Did Portugal's dictator Salazar order killing of rival?’’
https://www.bbc.com/news/world-europe 31427521?
fbclid=IwAR0pOkf215H7PNoUl1s0vgVM81P1G4YQTEKaH7Ewkc1qsX7GcYtGgj5T mtI
ნანახია: 17.12.22
3. Éric SCHNAKENBOURG –The Treaty of Tordesillas, June 7, 1494 -Spain and Portugal Divide
the World Between Themselves https://ehne.fr/en/encyclopedia/themes/international-
relations/europe-and-legal-regulation-international-relations/treaty-tordesillas-june-7-1494
ნანახია: 10.11.22
4. Portugal finally recognises consul who saved thousands from
Holocaust-https://www.bbc.com/news/world-europe-53006790 ნანახია: 09.01.23
5. Records of the Foreign Service Posts of the Department of State (RG 84)
Portugal-https://www.archives.gov/research/holocaust/finding-aid/civilian/rg-84-
portugal.html#page-header ნანახია: 26.12.22
6. Treaty of Windsor 1386- https://www.historic-uk.com/HistoryUK/HistoryofEngland/Treaty-Of-
Windsor-1386/ ნანახია: 23.12.22
7. Сергей Елишев -Салазаровская
Португалия-http://www.hrono.info/statii/2011/elish_portu.php 10.01.22
8. Nostalgia for António de Oliveira Salazar divides the Portuguese
https://www.nytimes.com/2007/07/23/world/europe/23iht-salazar.4.6790015.html
ნანახია:01.12.22

44
45
Ivane Javakhishvili Tbilisi State University
Faculty of Humanities

BA Program in History

Ana Kochiashvili

Estado Novo. António de Oliveira Salazar’s Dictatorship in Portugal


(1926-1974)

The thesis is performed to obtain the academic degree of Bachelor of History

Scientific Supervisor Ia (Leila) , Khubashvili,


Doctor of History
Associate Professor at TSU

Tbilisi, 2023

You might also like