You are on page 1of 5

1

ისტორიის ქრონოლოგიური კლასიფიკაცია

დროის აღრიცხვა. დროის კატეგორია ობიექტური რეალობაა და ჩვენგან


დამოუკიდებლად არსებობს. ადამიანის გარემომცველი სამყარო უსასრულოა, მუდმივ
მოძრაობაში იმყოფება და ცვალებადობას განიცდის. მატერიალური სამყაროს არსებობის
ფორმებია დრო და სივრცე. ადამიანებს ჯერ კიდევ უძველესი დროიდანვე გაუჩნდათ
მოთხოვნილება რომ დროში გაეზომათ მათ ცხოვრებაში ასტრონომიური ანუ
მათემატიკური და ისტორიული დრო.
დროის აღრიცხვის სხვადასხვა სისტემებს შეისწავლის მეცნიერება, რომელსაც
ქრონოლოგია ეწოდება, იგი ისტორიის დამხმარე დისციპლინად ითვლება, თუმცა
თავისი დამოუკიდებელი კვლევის საგანი და კონკრეტული ამოცანები გააჩნია. იმის
შესაბამისად, რომ ასტრონომიული და ისტორიულ დროს განასხვავებენ ერთმანეთისაგან
არსებობს ასეთივე მიმართულებების მიხედვით დაყოფილი ქრონოლოგია. პირველი
შეისწავლის ციური სხეულების მოძრაობის კანონზომიერებას და ასევე ასტრონომიულ
მოვლენათა წარმოშობა–განვითარების პროცესის კანონზომიერებებს. ისტორიული
ქრონოლოგიის ამოცანა კი იმაში მდგომარეობს, რომ შეისწავლოს სხვადასხვა ხალხების
მიერ შემუშავებული დროის გამოთვლისა და აღრიცხვის სისტემები, ანუ იგივე
კალენდარი.
ისტორიული ქრონოლოგია არქეოლოგიურ და წერილობით წყაროებზე
დაყრდნობით ადგენს და აზუსტებს თარიღებს, როცა ესა თუ ის კონკრეტული
ისტორიული მოვლენა მოხდა და უფარდებს მათ დროის აღრიცხვის თანამედროვე
სისტემებს.
პირველი კალენდარული სისტემები ძველ აღმოსავლეთში შეიქმნა, რომელთა
ყველაზე წარმატებული ელემენტები გამოიყენეს კალენდრების დამუშავებისას ძველ
საბერძნეთსა და ძველ რომში.
ძველი ბერძნები დროის ათვლის საწყის წერტილად ისეთ დიდ ისტორიულ
მოვლენას მიიჩნევდნენ, როგორიც იყო ოლიმპიური თამაშობანი, ისინი ყოველ ოთხ
წელიწადში იმართებოდა, ხოლო პირველად ოლიმპიადა ძვ. წელთაღრიცხვის 776 წ.
გაიმართა და ოთხწლიანი პერიოდი გარკვეული მაორგანიზებელი ელემენტის როლს
ასრულებდა.
2

რომაელები თვით წელთაღრიცხვას განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენით


„ქალაქის დაარსებიდან“ (ab urbe condita, აბ ურბე კონდიტა) იწყებდნენ. აღსანიშნავია რომ
ამ ტერმინს შუა საუკუნეების ადრიანდელი ქრონისტებიც (მემატიანები) იყენებდნენ,
მიჩნეული იყო, რომ რომი დაარსდა ქ. ტროას დაცემიდან 440 წლის შემდეგ და ეს იყო ძვ.
წ. 753 წელი.
რომაელი სარდალი, ისტორიკოსი და მწერალი მარკუს ჰორციუს კატონი ( 234–149 წწ.)
რომის დაარსების თარიღად მიიჩნევდა მე–7 ოლიმპიადის პირველ წელს, ანუ ქრისტეს
დაბადებამდე და ქრისტეს დაბადების შემდეგ. Anno Domini (ანნო დომინი) ქრისტეს
დაბადებიდან ასე აღინიშნება ახალი წელთაღრიცხვა, რომელიც I წლიდან იწყება.
ქრისტემდე და ქრისტეს შემდეგ წელთაღრიცხვებს შორის ნულოვანი წელი არ არსებობს,
უშუალოდ ძველი წელთაღრიცხვის პირველი წლის შემდეგ მოდის ახალი
წელთაღრიცხვის პირველი წელი.
ძველი ხალხისაგან შუა საუკუნეების ევროპაში ქრისტიანმა ხალხმა ქრონოლოგიის
სფეროდან ბევრი მნიშვნელოვანი რამ გადმოიღო და თავის მხრივ საკუთარიც დაუმატა.
სახელმწიფოს შორის კავშირების გაძლიერების კვალობაზე უფრო და უფრო საჭირო
ხდებოდა ისტორიული დროის საყოველთაოდ მისაღები ეტალონის შემუშავება.
ქრონოლოგია, როგორც მეცნიერება არსებითად იწყება XVI ს–ის ბოლოს და XVII ს–ის
დასაწყისში, როცა ფრანგი სწავლილი და ჰუმანისტი ჟოზეფ სკალიგერი კალენდრის
გრიგორიანული რეფორმის წინააღმდეგ გამოვიდა. რომის პაპმა XIII-მ –1582 წელს ე.წ.
იულიუსის კალენდარი ახლით შეცვალა, რომელსაც მისი სახელის მიხედვით
გრიგორიანული კალენდარი ეწოდა. ამ რეფორმის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ
იულიუს კეისრის დროს შემოღებული და იმ პერიოდამდე მოქმედი კალენდარი
ასტრონომიულთან შედარებით სხვაობას იძლეოდა. გრიგორიუსის კალენდარით
გასწორდა 13 დღიანი სხვაობა რეალურ ასტრონომიულ დროსა და იულიუსის
კალენდარს შორის და ახალმა კალენდარმა ადექვატურად ასახა 12 თვიანი და 365 დღიანი
ასტრონომიული წელიწადი. ამ პერიოდიდან გაჩნდა ე.წ. ძველი და ახალი სტილი. ახალი
სტილით (გრიგორიუსის კალენდარი) ახალი წელი 1 იანვარს იწყება, ხოლო ძველი
სტილით (იულიუსის კალენდარი) 1 იანვარი ანუ ახალი წელის დასაწყისი, ახალი
სტილის 14 იანვარს.
3

მსოფლიო ისტორია დროით–ქრონოლოგიური პრინციპის მიხედვით ისეთ


უდიდეს ეპოქებად განიყოფება, როგორიცაა ძველი, შუა საუკუნეების, ახალი და
უახლესი ისტორია.
საწყისი მიჯნა ძველი ისტორიისა იმ პერიოდიდან იღებს სათავეს რა დროიდანაც
ჩვენ ადრეული წერილობით წყაროებით გაგვაჩნია. ძველი წელთაღრიცხვის 1900–1450
წწ. პერიოდში თავსდება შუმერთა ლურსმნული წარწერები, ეგვიპტური იეროგლიფები
და კრეტული A ხაზოვანი დამწერლობა. ამ უკანასკნელის ენა ჯერაც უცნობია, ხოლო
ლურსმნული და იეროგლიფურ წარწერებს ასირიოლოგია და ეგვიპტოლოგია იკვლევს.
ძვ. წ. 1600–1000 წწ. მიკენური კულტურის, B ხაზოვანი დამწერლობის, ბერძნული
ალფავიტის შემოღების პერიოდია და მთავრდება გვიან ანტიკური პერიოდის
გადასვლით რომის იმპერიის დაცემის შემდეგ (476 წ) ადრეულ შუა საუკუნეებში.
ამრიგად, ძველი ისტორია პირველი წერილობითი წყაროების პერიოდიდან
იწყება, მოიცავს ძველ აღმოსავლეთს, ანტიკურ ქვეყნებს და მთავრდება ძვ. წ. 476 წ.
დასავლეთ რომის იმპერიის დაცემით.
ტერმინი შუა საუკუნეები უფრო ზუსტად „შუა საუკუნე“ - medium aevum შემოიღო
იტალიელმა ჰუმანისტმა ფლავიო ბიონდომ იმ პერიოდის აღსანიშნავად, რომელიც იყო
ძველი ისტორიასა და ახალს შორის.
ისტორიის ქრონოლოგიური კლასიფიკაცია დროის აღრიცხვის სისტემის ზოგიერთი
საბაზო ცნების მოკლე განმარტების და ქრონოლოგიაზე ძალიან ზოგადი წარმოდგენის
შექმნის შემდეგ უფრო ადვილია მსოფლიო ისტორიული დიდი პერიოდების და
ეპოქებსი გარკვეული ქრონოლოგიურ–კლასიფიკაციური ჩარჩოებში მოქცევა. თუ
ავიღებთ ზოგადად ცნებებს, როგორიცაა „ძველი“, „ახალი“, „უახლესი“ და სხვა, აშკარად
ხდება დროის „გაგებასთან“ მათი კავშირი. კატეგორია „ძველი“ ისეთ პერიოდს აღნიშნავს,
რომელიც დროის თვალსაზრისით უფრო ადრე იყო წარსულში და მისი ეპოქალური
მახასიათებელი სოციალური და პოლიტიკური შინაარსი სრულიად განსხვავებული იყო.
ეს ბოლო მონაკვეთი შუა საუკუნეებისა არსებითად გადადის რენესანსში (აღორძინების
ეპოქა), რომელიც თავის მხრივ ადრეულ ახალ დროში გარდამავალი პერიოდია. შუა
საუკუნეების ბოლო მიჯნაზე ერთიანი შეხედულება არ არსებობს. ევროპული
ისტორიოგრაფია მე–16 საუკუნის ახალ დროს აკუთვნებს „ანალების“ სკოლა
4

„ხანგრძლივი“ შუა საუკუნეების მოსაზრებებს ავითარებდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ შუა
საუკუნეები დასრულდა XVIII –ის ბოლოს.
ვინაიდან შუა საუკუნეების დასასრულზე არ არსებობს ერთიანი აზრი, ბუნებრივია
ვერც ახალი დროის ისტორიის დასაწყისზე იქნება ერთნაირი შეხედულება. ახალი
დროის დასაწყისად ინგლისის ბურჟუაზიული რევოლუციაა (1640წ) მიჩნეული. თუმცა
არის სხვა აზრიც, რომ ახალი დრო დაიწყო 1517 წლიდან ლუთერის მოღვაწეობით, 1492
წლიდან – ამერიკის აღმოჩენით და 1453 წლიდან– კონსტანტინეპოლის დაცემითაც კი ე.წ.
„გრძელი“ შუა საუკუნეების მოსაზრებიდან გამომდინარე ახალი დრო 1789 წლის
საფრანგეთის რევოლუციის შემდგომ იწყება. გვიანდელი შუა საუკუნეების და
საფრანგეთის რევოლუციის (1789 წ) შორის მოთავსებული პერიოდი ევროპული
ისტორიოგრაფიაში ადრეულ ახალ დროდ (ახალი ისტორია) იწოდებოდა. ეს პერიოდი
გერმანიაში დამთავრდა 1806 წელს. იგივე ევროპული კლასიფიკაციით უახლესი
ისტორია 1789–1945 წლების პერიოდს მოიცავს, ხოლო 1945 წლიდან დღემდე პერიოდი
თანამედროვე ისტორიის სახელწოდებითაა ცნობილი, თავად ტერმინი გავრცელდა 1950
წლიდან, როცა დასავლეთ გერმანიაში მიუნხენში თანამედროვე ინსტიტუტი დაარსდა,
გავრცელებული დეფინაციის მიხედვით მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი
თანამედროვე ისტორიაა, ხოლო რუსული ისტორიოგრაფია მას უახლესი ისტორიის
მეორე პერიოდად იცნობს.
გავრცელებული შეხედულებით ახალი და უახლესი ისტორიის დაყოფა
ქრონოლოგიურად ასეთი სახისაა:

1. ახალი ისტორია I 1640–1789/1815 წწ.

2. ახალი ისტორია II 1815–1918 წწ.

3. უახლესი ისტორია I 1918–1945 წწ.


4. უახლესი ისტორია II 1945– XXI ს. დასაწყისში
ბოლო პერიოდის გამორჩეული თავისებურება ისაა, რომ იგი მიმდინარე პროცესია,
გრძელდება და ბოლო სასრული დროითი მიჯნა არ გააჩნია.
საყურადღებოა ის გარემოება, რომ სოციოლოგიის გადმოსახედიდან დანახული
საზოგადოებრივი პროგრესი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში მომხდარი ძირეული
ცვლილებების გათვალისწინებით ახალი დრო მოდერნის სახელით მოიხსენიება.
5

მოდერნი პოლიტიკურად საფრანგეთის რევოლუციიდან და მე–19 ს–ის


დასაწყისის ნაციონალიზმიდან იწყება, ხოლო ეკონომიკურად –
ინდუსტრიალიზაციიდან და სულიერების კუთხით კი რენესანსიდან. მოდერნი XX
საუკუნის შუა ხანებში დასრულდა და შემდგომი ეპოქის აღსანიშნავად გაჩნდა ახალი
ტერმინი – პოსტმოდერნი.
დასასრულ უნდა ითქვას, რომ ყოველივე ზემოთ თქმული მხოლოდ ზოგადად
წარმოგვიდგენს მსოფლიო ისტორიის დიდი პერიოდების განსხვავებულ საზღვრებს,
ეხება ძირითადად ევროპა- ამერიკის ქვეყნებს და განსხვავებულია სხვა რეგიონებთან და
ცალკეულ ხალხებთან მიმართებაში.

You might also like