You are on page 1of 22

კ ა ლ ე ნ დ ა რ ი

(დროის ხანგრძლივი მონაკვეთების დათვლის სიტემა)


ავტორი: ფიქრია სიდამონიძე
კალენდარი (ლათ. Calendarium) არის დღეების ორგანიზების
სისტემა სოციალური, რელიგიური, კომერციული,
ადმინისტრაციული და სხვა მიზნებისათვის. ამისათვის
დროის შუალედებს ენიჭება სახელები. გავრცელებული
კალენდრებისათვის ეს პერიოდებია
დღე-ღამე,
კვირა,
თვე,
წელიწადი,
საუკუნე
და ისინი განისაზღვრება ცის სხეულთა მოძრაობებით
(მზის ამოსვლა-ჩასვლა, წელიწადის დროთა
ცვლა, მთვარის ფაზების მონაცვლეობა), რაც ადვილად და
საყოველთაოდ შეიმჩნევა და უშუალოდ მოქმედებს ადამიანის
ცხოვრებაზე და საქმიანობაზე. ყველა პერიოდის შორის უფრო
გამოკვეთილი და ყოველდღიურ საქმიანობასთან დაკავშირებული
დღე-ღამეა, რომელიც განისაზღვრება დედამიწის მობრუნებით
თავისი ღერძის ირგვლივ.
არსებობს მრავალნაირი
კალენდარი
1. მთვარის კალენდარი
2. მზის კალენდარი
3. იულიუსის კალენდარი
4. ჩინური კალენდარი
5. აცტეკების კალენდარი
6. მაიას კალენდარი
7. ებრაული კალენდარი
8. რომაული კალენდარი
9. ჰიჯრა (კალენდარი)
10. გრიგორიანული კალენდარი
11. საფრანგეთის რევოლუციის კალენდარი
12. მთვარე–მზის კალენდარი
13. სხვ.
მთვარის კალენდარი
1. ყურადღება ექცევა მთვარის ფაზებს (სავსე მთვარე;
ნახევარმთვარე..);

2. მთვარის თვე განისაზღვრება მთვარის ფაზებს შორის


მოქცეული დროის მონაკვეთით, რომელიც 29,5დღეა;

3. მთვარის წელიწადი 354 დღეს შეადგენს;

4. გავრცელებული იყო ჩინეთში, ინდოეთში, ბაბილონში...


მზის კალენდარი
შეიქმნა ძველ ეგვიპტეში, დაახლოებით 7 000 წლის წინ.
ეგვიპტელები დიდ მნიშვნელობას ანჭებდნენ მდინარე ნილოსის
ადიდებას. ყოველწლიურად მდინარის ადიდებისას მზის ამოსვლას
წინ უსწრებდა ცაზე ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის – სირიუსის
(ეგვიპტური სოთისის) – გამოჩენა. სირიუსზე დაკვირვებით
ეგვიპტელებმა საკმაოდ ზუსტად განსაზღვრეს ტროპიკული და
ასტრონომიული წლის ხანგრძლივობა – 365 დღე და 6 საათი.

1. ეგვიპტური მზის წელიწადი შეადგენდა თორმეტ 30–დღიან


თვეს და 5 დამატებით დღეს. (12x30)+5=365
2. 6–საათიანი განსხვავება იწვევდა 4 წელიწადში ერთდღიან
ცდომილებას.
3. 120 წელიწადში – ერთთვიანს.
4. 1460 წელიწადში – ერთწლიანს.
რომაული კალენდარი
ძვ. რომაელები იყენებდნენ კალენდარს, რომლითაც წელიწადი 10 თვედ
იყოფოდა. თვეებს არ ჰქონდა სახელები, არამედ რიგითი ნომრები.
რომულუსმა, რომის ლეგენდარულმა დამაარსებელმა ძვ.წ. VIIIს. მოახდინა
კალენდრის რეფორმა და რამდენიმე თვემ მიიღო თავისი სახელწოდება. მაგ:
1. მარტიუსი – ომის ღმერთის მარსის პატივსაცემად.
2. აპრილისი – ლათინური სიტყვიდან აპერირე (“გახსნა”), რადგან სწორედ
ამ თვეში ახსნებოდა ხეებზე კვირტები.
3. მაია – ღმერთ მერკურის დედის ქალღმერთ მაიას პატივსაცემად.
4. იუნონა – ღმერთ იუპიტერის მეუღლის იუნონას პატივსაცემად.

ქალღმერთი იუნონა

რომაული კალენდრის
ნიმუში
ძვ.წ. VII ს. რომაულ კალენდარს ორი თვე დაემატა
1. იანვარი – ორსახოვანი ღმერთის, იანუსის პატივსაცემად.
2. ფებრუარიუს – ლათინური სიტყვიდან “განწმენდა”. ის
დაკავშირებული იყო ამ თვეში განწმენდის რიტუალის
ჩატარებასთან.

რომაული კალენდარი საკმაოდ არაზუსტი იყო.


წელიწადი შეიცავდა 355 დღეს.
2 წელიწადში ერთხელ ემატებოდა თვე, რომელიც შეიცავდა ხან
22 და ხან 23 დღეს 10–დღიანი ცდომილების აღმოსაფხვრელად.

ქვაზე ამოკვეთილი რომაული კალენდარი


იულიუსის კალენდარი

ზუსტი რომაული კალენდრის მოსაწესრიგებლად ძვ.წ. 46 წელს იულიუს


კეისრის ბრძანებით ეგვიპტელმა ასტრონომმა სოზიგენე ალექსანდრიელმა
ძვ.ეგვიპტურ კალენდარზე დაყრდნობით შექმნა ახალი კალენდარი,
რომლის თანახმად
წელიწადი შედგებოდა 365 დღისა და 6 საათისგან
წელიწადი 12–თვიანი დარჩა და განისაზღვრა 365 დღით
4 წელიწადში ერთხელ წელიწადს ემატებოდა 1 დღე.
წელიწადის პირველ თვედ გამოცხადდა იანვარი, რადგან მანამდე 150
წლის მანძილზე რომაელი კონსულები სწორედ პირველ იანვარს
იკავებდნენ თანამდებობას.
325 წელს ნიკეას მსოფლიო საეკლესიო კრების გადაწყვეტილებით
იულიუსის კალენდარი “სამარადჟამოდ” მიიღეს.
გრიგორიანული კალენდარი
ამ კალენდარს სახელი რომის პაპის
გრიგოლ XIII–ის სახელის მიხედვით
ჰქვია, რომელმაც მე–16 საუკუნეში
სპეციალური კომისია შექმნა იულიუსის
კალენდარში არსებული ცდომილების
გამოსასწორებლად. მე–16 საუკუნეში ეს
ცდომილება 10 დღეს შეადგენდა. ექიმისა
და ასტრონომის ალოიზიუს ლილიუს
პროექტის თანახმად, 1582 წელს 4
ოქტომბრის შემდეგ არა 5, არამედ 15
ოქტომბერი გათენდა. გრიგოლის
კალენდარი დიდი გაჭირვებით
დამკვიდრდა, რასაც ხელი შეუწყო რომის
პაპების წინააღმდეგ წარმოქმნილმა
პროტესტანტიზმმა.
1751 წელს დამკვიდრდა ინგლისში
1918 წელს – საქართველოში
ზოგიერთი ეკლესია, მათ შორის,
ქართული მართლმადიდებლური
დღემდე სარგებლობს იულიუსის
კალენდრით ე.წ. “ძველი სტილით”
ჰიჯრის კალენდარი
გავრცელებულია ახლო აღმოსავლეთის ისლამურ ქვეყნებში.
წარმოადგენს მთვარის კალენდარს. სახელწოდება წარმოდგება
ისლამის მოციქულის მუჰამედის მექადან მედინაში
გადასახლებიდან ანუ “ჰიჯრადან ”, რომელიც მოხდა 622 წელს.
ეს წელი მიიჩნევა მუსლიმური კალენდრის პირველ წლად.
კალენდრის თანახმად, წელიწადი შეადგენს 354–355 დღე–ღამეს.
გამოიყენება რელიგიური დღესასწაულების, სახელმწიფოებრივი
ღონისძიებების თუ ოფიციალური დოკუმენტების
დასათარიღებლად...
ისლამის გავრცელებამდე ირანში სარგებლობდნენ საკმაოდ ზუსტი
მზის კალენდრით. იგი შეიქმნა ირანში სასოფლო–სამეურნეო
დანიშნულებით. გადმოცემის თანახმად, ჯალალ ად–დინ მალიქ–
შაჰმა შექმნა სპეციალური კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობდა
ცნობილი პოეტი და ასტრონომი – ომარ ხაიამი.ამ კალენდარს
უწოდებენ

ხან ომარ ხაიამის კალენდარს


ხან – ჯალალის კალენდარს
ხან – მალექის კალენდარს.

ომარ ხაიამის ძეგლი


მთვარე–მზის კალენდარი
იგივე ლუნისოლარული კალენდარი – კალენდარი, რომლის თარიღი
მიუთითებს როგორც მთვარის ფაზაზე ასევე დროზე მზის წელიწადის
მიხედვით. იგი ძირითადად გამოიყენება ებრაელთა რელიგიაში. მისი
დანიშნულებაა რელიგური დღესასწაულების თარიღების ზუსტი
გამოთვლა...
ძველი მაიას ქურუმები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათ იცოდნენ სამყაროს გაჩენის ზუსტი თარიღი (იულიანური კალენდრის მიხედვით ძვ.წ. 3114 წლის

მაიას კალენდარი

განსხვავდებოდა ევროპული კალენდრისგან.


მაიამ შექმნა არა მარტო მზის კალენდარი 365 დღით, არამედ
უდიდესი სიზუსტით განსაზღვრეს მთვარის თვეც (თანამედროვე
გამოთვლებით სულ 23 წამის ცდომილებით).
ძველი მაიას ქურუმები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათ
იცოდნენ სამყაროს გაჩენის ზუსტი თარიღი (იულიანური
კალენდრის მიხედვით ძვ.წ. 3114 წლის 11 აგვისტო), ხოლო
მათი კოსმოსული ციკლების თეორიის მიხედვით, 2012 წლის 21
დეკემბერს, ეს სამყარო უნდა დაღუპულიყო. თუმცა მაიას
ხალხებისთვის რეალური დაღუპვა გაცილებით ადრე – XVI
საუკუნეში მოხდა, როდესაც მათ სანაპიროს
ესპანელი კონკისტადორები, მღვდლები და კოლონისტები
მიადგნენ.
აცტეკების კალენდარი
კალენდარი შედგებოდა ორი პარალელური ციკლისგან: საერო 365-
დღიანი ჰიუპოუალი (ნაუატ. xiuhpohualli, რაც ნიშნავს „წლების
დათვლას“, შეესაბამება მაიას კალენდარ ხააბს) და რიტუალური 260-
დღიანი ტონალპოუალი (ნაუატ. tonalpohualli, რაც ნიშნავს „დღეების
თვლას“ ან „ბედისწერების თვლას“, შეესაბამება მაიას კალენდარ
ცოლკინუს). ჰიუპოუალი და ტონალპოუალი ემთხვეოდა ყოველ 52
წელიწადში ერთხელ და ქმნიდა ე.წ. „საუკუნეს“, რომელსაც „ახალი
ცეცხლი“ ეწოდებოდა. აცტეკებს სწამდათ, რომ ყოველი 52-წლიანი
ციკლის მიწურულს, სამყაროს საშიშროება ემუქრებოდა, ამიტომაც
ახალი ციკლის დაწყებას დიდი დღესასწაულებით ხვდებოდნენ. ასი
„საუკუნე“ ადგენდა 5200-წლიან ერას, რომელსაც ერქვა „მზე“. ამ
სისტემასთან შეთანხმებით ამჟამად ჩვენ ვცხოვრობთ მეხუთე ერაში,
„ოთხ მიწისძვრაში“, რომლის "მზეც" არის ღმერთი ტონატიუ.
აცტეკები თვლიდნენ, რომ ორივე კალენდარს ჰქონდა ღვთიური
წარმომავლობა: პირველს აკავშირებდნენ კეცალკოატლთან, ხოლო
მეორეს — ოჰომოკოსა და სიპაკტონალთან, ასტროლოგიისა და
კალენდრების ღვთაებებთან.
მზის ქვის კალენდარი, რომელსაც ასევე უწოდებენ
აცტეკთა კალენდარს
საფრანგეთის რევოლუციის კალენდარი
იარსება 13 წელიწადი 1792–1805 წ.წ.
წელიწადი იყოფოდა თორმეტ თვედ;
თვეების სახელწოდებები გამოიყვანეს წლის ოთხი დროის
მნიშვნელოვანი მოვლენების ამსახველი ფრანგული სიტყვებიდან:
ვანდემიერი (რთველი),
ბრიუმერი (ნისლი),
ფრიმერი (სიცივე),
ნივოზი (თოვლი),
პლიუვიოზი (წვიმა),
ვანტოზი (ქარი),
ჟერმინალი (თესლი, გაღვივება),
ფლორეალი (ყვავილი),
პრერიალი (მინდორი),
მესიდორი (მკა),
თერმიდორი (სიცხე),
ფრუქტიდორი (ხილი).
ყოველი თვე შედგებოდა 30 დღისგან. შვიდდღიანი კვირის
ნაცვლად შემოიღეს ათდღიანი დეკადები. რადგან წელიწადში 360
დღეზე მეტია, რევოლუციური კალენდრის უკანასკნელი თვის
ფრუქტიდორის მომდევნო რამდენიმე დღე გამოცხადებული იყო
უქმე დღეებად.

ახალმა კალენდარმა ცოტა ხანს გაძლო.

1806 წლის 1 იანვრიდან ნაპოლეონმა ის გრიგორიანული


კალენდრით შეცვალა.

1794 წლის საფრანგეთის რევოლუციის კალენდარი


ქართული კალენდარი
გამოცემულია 1884 წელს, თბილისში: მ.
ვართანიანცის სტამბისა და კომპანიის
თვეების ძვექართული მიერ.
სახელწოდებები
თვეების სახელწოდებანი
ქართულ კალენდარში
წარმართული - ხალხური - თანამედროვე

1. აპანი, აპნისი - აპანი - იანვარი


2. სარწყუნისი - განცხადებისთვე - თებერვალი
3. მირკანი - მირკანი - მარტი
4. იგრიკა - იგრიკა - აპრილი
5. ვარდობისა - ვარდობისთვე - მაისი
6. მარიალისა - თიბათვე - ივნისი
7. თიბისა - მკათათვე - ივლისი
8. ქველთობისა - მარიამობისთვე - აგვისტო
9. ახალწლისა - ენკენისთვე - სექტემბერი
10. სთვლისა - ღვინობისთვე - ოქტომბერი
11. ტირისკონისა - გიორგობისთვე - ნოემბერი
12. ტირისდენისა - ქრისტეშობისთვე - დეკემბერი
ძველქართული კვირის დღეები
1. მთოვარისა - ორშაბათი

2. თარხონისა - სამშაბათი

3. ჯიმაღისა - ოთხშაბათი

4. მთიებისა - ხუთშაბათი

5. ობისა - პარასკევი

5. მორიგისა - შაბათი

6. მზისა - კვირა
გმადლობთ, ყურადღებისათვის!

პატივისცემით,
ფ. სიდამონიძე

You might also like