You are on page 1of 7

დღესასწაულები

განმარტება: ღირშესანიშნავი მოვლენების აღსანიშნავი დღეები, რომლებიც დაწესებულებებსა და


სასწავლებლებში, ჩვეულებრივ, დასვენების დღეებად ითვლება. ასეთ დღეებში ხშირად იკრიბებიან
ოჯახურ წრეში ან მართავენ სახალხო ზეიმებს. დღესასწაულები შეიძლება იყოს რელიგიური ან
საერო.

აქვს შობის დღესასწაულს ბიბლიური საფუძველი?


აღნიშვნის თარიღი.
მაკ-კლინტოკისა და სტრონგის ენციკლოპედიაში ნათქვამია: «შობის აღნიშვნა ღმერთს არ
დაუწესებია, ის არც „ახალი აღთქმიდან― იღებს დასაბამს. ქრისტეს დაბადების დღის დადგენა
შეუძლებელია ახალი აღთქმის ან სხვა რომელიმე წყაროს საფუძველზე» (ნიუ-იორკი, 1871, ტ. II,
გვ. 276).
ლუკას 2:8—11-ის თანახმად, როცა იესო დაიბადა, მწყემსები ღამით ველად იყვნენ. ერთ წიგნში
ნათქვამია: „ცხვარს . . . ზამთარში ფარეხში ამყოფებდნენ; მხოლოდ ეს ფაქტიც საკმარისია იმისათვის,
რომ ეჭვი შევიტანოთ შობის აღნიშვნის ტრადიციული თარიღის სისწორეში, რადგან სახარებაში
ვკითხულობთ, რომ ამ დროს მწყემსები ველად იყვნენ― („Daily Life in the Time of Jesus―, ჰენრი
დენიელ-როპსი, ნიუ-იორკი, 1962, გვ. 228).
„ენციკლოპედია ამერიკანაში― წერია: „რთულია იმის ზუსტად დადგენა, თუ რატომ დააწესეს
25 დეკემბერი ქრისტეს შობის დღედ. მაგრამ გავრცელებულია აზრი, რომ ეს დღე დაამთხვიეს
წარმართულ დღესასწაულებს, რომლებიც ზამთრის მზებუდობის პერიოდში აღინიშნებოდა. ამ
დროს, როცა დღე მატებას იწყებდა, მზის ხელახლა დაბადებას ზეიმობდნენ . . . რომაული
სატურნალიებიც (მოსავლიანობის ღმერთის, სატურნისა, და მზის აღორძინებისადმი მიძღვნილი
დღესასწაული) ამ პერიოდში იმართებოდა. შობის ზოგიერთი ჩვეულება, როგორც ფიქრობენ, ამ
უძველესი წარმართული დღესასწაულიდან იღებს სათავეს― (1977, ტ. VI, გვ. 666).
ერთ ენციკლოპედიაში ნათქვამია: «ქრისტეს დაბადების თარიღი უცნობია. სახარებებში არ
მოიხსენიება არც დღე და არც თვე . . . მეცნიერ ჰ. უზენერის ვარაუდით . . . რასაც დღევანდელ
მეცნიერთა უმრავლესობა იზიარებს, ქრისტეს დაბადების თარიღი დაამთხვიეს ზამთრის
მზებუდობის თარიღს (იულიუსის კალენდრის მიხედვით 25 დეკემბერი, ძველ ეგვიპტელთათვის
6 იანვარი), რადგან ამ დღეს, როდესაც მზის ცენტრი ჩრდილოეთ ნახევარსფეროსკენ იწყებდა
გადახრას, ღვთაება მითრას წარმართი თაყვანისმცემლები ზეიმობდნენ „უძლეველი მზის დაბადების
დღეს― („dies natalis Solis Invicti―). 274 წლის 25 დეკემბერს ავრელიანემ მზის ღმერთი იმპერიის მთავარ
მფარველად გამოაცხადა და მარსის ველზე („Campus Martius―) მას ტაძარი მიუძღვნა. შობის
დღესასწაული იმ დროიდან იღებს სათავეს, როცა მზის კულტი რომში განსაკუთრებით იყო
გავრცელებული» („New Catholic Encyclopedia―, 1967, ტ. III, გვ. 656).
ახლა შევეხოთ ბიბლიაში მოცემულ ინფორმაციას. ლუკას 1:5-ში წერია: „იუდეის მეფე ჰეროდეს
დროს აბიას ცვლაში იყო ერთი მღვდელი, სახელად ზაქარია, რომელსაც ცოლად ჰყავდა ელისაბედი,
აარონის შთამომავალი―. ახლა ვნახოთ რა წერია 1-ლი მატიანეს 24:10-ში:„მეშვიდე — ჰაკოცს, მერვე —
აბიას―. სულ 24 ადამიანს იყო ჩაბარებული წმინდა მსახურება. ზაქარია იყო აბის ცვლაში, რომელიც
იყო მერვე ანუ მე-5 თვეს, რომლის სახელიცაა – აბი. თვეში ორი ადამიანი მსახურობდა, წელიწადში
24. ანუ ვიგებთ, რომ ზაქარია მე-5 თვის მეორე ნახევარში მსახურობდა ტაძარში. ეს თვე მიესადაგება
დღევანდელი კალენდრის ივლისის მეორე ნახევარს და აგვისტოს პირველ ნახევარს. ლუკას 1:26-დან
ვიგებთ, რომ იოანეს ჩასახვიდან 6 თვის მერე ჩაისახა იესო. თუ აბიდან 6 თვეს გადავითვლით

1
მივდივართ შებატამდე რომელიც ჩვენი კალენდრით იანვრის მეორე ნახევარს და თებერვლის
პირველ ნახევარს მიესადაგება. ახლა აქედან გადავითვალოთ 9 თვე და მივალთ თვე თიშრთან
(ეთანიმი), რომელიც ჩვენი კალენდრის მიხედვით მიესადაგება სექტემბრის მეორე ნახევარსა და
ოქტომბრის პირველ ნახევარს. აქედან გამომდინარე, დროის სწორედ ამ მონაკვეთში დაიბადა იესო.
1-ლი თვე: ნისანი. ჩვენი კალენდრის მიხედვით: მარტის ბოლო – აპრილის დასაწყისი.
მე-2 თვე: იარი. ჩვენი კალენდრის მიხედვით: აპრილის ბოლო – მაისის დასაწყისი.
მე-3 თვე: სივანი. ჩვენი კალენდრის მიხედვით: მაისის ბოლო – ივნისის დასაწყისი.
მე-4 თვე: თამუზი. ჩვენი კალენდრის მიხედვით: ივნისის ბოლო – ივლისის დასაწყისი.
მე-5 თვე: აბი. ჩვენი კალენდრის მიხედვით: ივლისის ბოლო – აგვისტოს დასაწყისი.
მე-6 თვე: ელული. ჩვენი კალენდრის მიხედვით: აგვისტოს ბოლო – სექტემბრის დასაწყისი.
მე-7 თვე: თიშრი. ჩვენი კალენდრის მიხედვით: სექტემბრის ბოლო – ოქტომბრის დასაწყისი.
მე-8 თვე: ხეშვანი. ჩვენი კალენდრის მიხედვით: ოქტომბრის ბოლო – ნოემბრის დასაწყისი.
მე-9 თვე: ქისლევი. ჩვენი კალენდრის მიხედვით: ნოემბრის ბოლო – დეკემბრის დასაწყისი.
მე-10 თვე: ტებეტი. ჩვენი კალენდრის მიხედვით: დეკემბრის ბოლო – იანვრის დასაწყისი.
მე-11 თვე: შებატი. ჩვენი კალენდრის მიხედვით: იანვრის ბოლო – თებერვლის დასაწყისი.
მე-12 თვე: ადარი. ჩვენი კალენდრის მიხედვით: თებერვლის ბოლო – მარტის დასაწყისი.
მე-13 თვე: დამატებითი თვე; 7-ჯერ ემატებოდა 19 წლიანი ციკლის განმავლობაში; ეწოდებოდა
მეორე ადარი (ვეადარი). ჩვენი კალენდრის მიხედვით: მარტი.
მოგვები, რომლებსაც ვარსკვლავი მიუძღოდა.
ეს მოგვები სინამდვილეში აღმოსავლელი ასტროლოგები იყვნენ (მათ. 2:1). მართალია,
ასტროლოგია დღეს ძალიან პოპულარულია, მაგრამ ბიბლია მკაცრად გმობს მას (იხილეთ გვერდები
62, 63, „ბედისწერა―). ნუთუ მიიყვანდა ღმერთი ახალდაბადებულ იესოსთან ისეთ ადამიანებს,
რომელთა საქმიანობასაც არ იწონებდა?
მათეს 2:1—16-დან ვხედავთ, რომ ვარსკვლავმა ასტროლოგები ჯერ მეფე ჰეროდესთან მიიყვანა,
შემდეგ კი იესოსთან. ჰეროდემ იესოს მოკვლა მოინდომა. არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ
ასტროლოგების გარდა „ვარსკვლავი― სხვებმაც დაინახეს. მათი წასვლის შემდეგ ღვთის ანგელოზმა
იოსებს უთხრა, ეგვიპტეში გაქცეულიყო, რათა ბავშვი გადაერჩინა. ღვთისგან იყო ეს „ვარსკვლავი―
მოვლენილი თუ მისგან, ვისაც ღვთის ძის მოკვლა სურდა?
ბიბლია არ ამბობს, რომ პატარა იესო მათი მისვლისას ბაგაში იწვა, როგორც ეს ხშირად არის
წარმოდგენილი საშობაო სცენებში. იესო და მისი მშობლები უკვე სახლში ცხოვრობდნენ, როცა
ასტროლოგები ეწვივნენ. რაც შეეხება იესოს ასაკს, გაიხსენეთ, რომ ასტროლოგებისგან მიღებული
ინფორმაციის საფუძველზე ჰეროდემ ბრძანა ორ წლამდე ასაკის ყველა ბიჭის დახოცვა ბეთლემსა და
მის შემოგარენში (მათ. 2:1, 11, 16).
საჩუქრების ჩუქება; თოვლის ბაბუა, სანტა-კლაუსი და ასე შემდეგ.
შობის დროს საჩუქრების ჩუქების ტრადიცია მოგვების მიერ იესოსთვის ძღვნის მიტანას არ
უკავშირდება. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოგვები იესოსთან მისი დაბადების დროს არ მისულან.
გარდა ამისა, მათ საჩუქრები იესოს მიართვეს და არა ერთმანეთს. იმ დროს ცნობილ ადამიანებთან
სტუმრობისას საჩუქრების მირთმევა ჩვეულებრივი რამ იყო.

2
„ენციკლოპედია ამერიკანაში― ვკითხულობთ: „სატურნალიის დროს . . . მართავდნენ ლხინს და
ერთმანეთს საჩუქრებს უძღვნიდნენ― (1977, ტ. XXIV, გვ. 299). ხშირად შობის დროსაც მსგავსად ხდება
საჩუქრების გაცვლა-გამოცვლა. ამას ადამიანისთვის არ მოაქვს ნამდვილი ბედნიერება, რადგან არ
შეესაბამება, მაგალითად, მათეს 6:3, 4-სა და 2 კორინთელების 9:7-ში ჩაწერილ ქრისტიანულ
პრინციპებს. ქრისტიანები სიყვარულით ჩუქნიან სხვებს საჩუქრებს წლის ნებისმიერ დროს —
იმდენჯერ, რამდენჯერაც მოისურვებენ.
ბავშვებს ეუბნებიან, რომ საჩუქრები მოაქვს თოვლის ბაბუას, სანტა-კლაუსს, წმინდა ნიკოლოზს,
პერ-ნოელს, კნეხტ რუპრეხტს, მოგვს, ელფ იულეტომტეს (ან იულენისენს), ან გრძნეულ ბეფანას —
იმის მიხედვით, თუ რომელ ქვეყანაში ცხოვრობენ („The World Book Encyclopedia―, 1984, ტ. III,
გვ. 414). ცხადია, ყოველივე ეს არ არის სიმართლე. განა შეაყვარებს ეს ბავშვებს სიმართლეს? განა
მიაგებს პატივს ასეთი ჩვეულება იესო ქრისტეს, რომელიც გვასწავლის, რომ ღმერთს ჭეშმარიტებით
უნდა ვცეთ თაყვანი? (იოან. 4:23, 24).
საიდან იღებს დასაბამს აღდგომის დღესასწაული და მასთან დაკავშირებული ტრადიციები?
„ენციკლოპედია ბრიტანიკაში― ნათქვამია: «აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნასთან
დაკავშირებით არაფერია ნათქვამი „ახალ აღთქმაში― ან ეკლესიის პირველი მამების ნაშრომებში.
განსაკუთრებული დღეების წმინდად მიჩნევა უცხო იყო პირველი ქრისტიანებისთვის» (1910, ტ. VIII,
გვ. 828).
ერთი ენციკლოპედია აღნიშნავს: „გაზაფხულის დაბრუნების აღნიშვნასთან დაკავშირებული
ბევრი წარმართული წეს-ჩვეულება აღდგომის დღესასწაულის ნაწილად იქცა. კვერცხი ბუნების
გაღვიძების სიმბოლოდ ითვლებოდა . . . კურდღელი წარმართული სიმბოლოა, ის ყოველთვის
ნაყოფიერების სიმბოლო იყო― („The Catholic Encyclopedia―, 1913, ტ. V, გვ. 227).
ერთ წიგნში ვკითხულობთ: „[აღდგომის დღესასწაულის] აღნიშვნასთან დაკავშირებული
პოპულარული წეს-ჩვეულებები ადასტურებს ისტორიულ ფაქტს — მის კავშირს ბაბილონურ
წარმოდგენებთან. ჯვრიან ნამცხვრებს, რომლებსაც წითელ პარასკევს ჭამენ, და შეღებილ კვერცხებს
არანაკლები მნიშვნელობა ენიჭებოდა ქალდეველთა რიტუალებში― („The Two Babylons―, ა. ჰისლოპი,
ნიუ-იორკი, 1943, გვ. 103, 107, 108) (შეადარეთ იერემიას 7:18).
მისაღებია ქრისტიანებისთვის ახალი წლის აღნიშვნა?
„ენციკლოპედია უორლდ ბუკში― ნათქვამია: „რომაელმა მმართველმა იულიუს კეისარმა ძვ. წ.
46 წელს 1 იანვარი წელიწადის პირველ დღედ გამოაცხადა. ამ დღეს რომაელები იანუსს — კარიბჭის,
კარისა და დასაბამის ღვთაებას — უძღვნიდნენ. იანუსის პატივსაცემად წლის პირველ თვეს იანვარი
დაარქვეს. იანუსს ორი სახე ჰქონდა — ერთი წინ იყურებოდა, მეორე უკან― (1984, ტ. XIV, გვ. 237).
სხვადასხვა ქვეყანაში ახალ წელს სხვადასხვა დროს აღნიშნავენ. ამასთანავე, განსხვავდება
საახალწლო წეს-ჩვეულებები. ბევრგან უზომო სმა და ღრეობა ამ დღესასწაულის განუყოფელი
ნაწილია. რომაელების 13:13-ში კი ვკითხულობთ: „წესიერებით ვიაროთ, როგორც დღისით, არა
ღრეობითა და გადამეტებული სმით, არა უზნეობითა და თავაშვებულობით, არა დავითა და შურით―
(იხილეთ აგრეთვე 1 პეტრეს 4:3, 4; გალატელების 5:19—21).
საიდან მოდის მიცვალებულთა ხსენების დღეები?
„ენციკლოპედია ბრიტანიკაში― ნათქვამია: „მიცვალებულთა მოხსენიების დღეს . . . კათოლიკური
ეკლესია მოიხსენიებს გარდაცვლილ მორწმუნეთა სულებს. ამ დღესასწაულს საფუძვლად უდევს
მოძღვრება, რომლის თანახმადაც ლოცვითა და მესაზე მსხვერპლის შეწირვით შესაძლებელია იმ
მორწმუნეთა სულების ხსნა, რომლებმაც ვერ მიაღწიეს ზეციერ ნეტარებას, რადგან სიკვდილამდე არ
განიწმინდნენ არამომაკვდინებელი ცოდვებისგან ან არ მოინანიეს წარსული ცოდვები . . .

3
მიცვალებულთა მოხსენიების დღესთან დაკავშირებული, ფართოდ გავრცელებული ზოგიერთი
წარმოდგენა წარმართობიდან, უხსოვარი დროიდან მოდის. ბევრ კათოლიკურ ქვეყანაში ხალხს
სჯერა, რომ ამ დღესასწაულის ღამეს მიცვალებულები თავიანთ სახლებს უბრუნდებიან და
ცოცხლებთან ერთად ჭამენ საჭმელს― (ტ. I, გვ. 709).
„ენციკლოპედია ამერიკანაში― ვკითხულობთ: „ჰელოუინთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებები
დრუიდთა [ძველი კელტების ქურუმები] ქრისტიანობამდელი რიტუალებიდან მომდინარეობს.
კელტები ორი მთავარი ღვთაების — მზის ღმერთისა და მიცვალებულთა ღმერთის — პატივსაცემად
დღესასწაულებს მართავდნენ. მიცვალებულთა ღმერთის დღესასწაულს აღნიშნავდნენ 1 ნოემბერს,
როდესაც კელტებისთვის ახალი წელი იწყებოდა. ამ დღესასწაულთან დაკავშირებული რიტუალები
თანდათანობით ქრისტიანობაში დამკვიდრდა― (1977, ტ. XIII, გვ. 725).
ერთ წიგნში ნათქვამია: „ყველა ხალხის მითოლოგიისთვის ნაცნობია წარღვნასთან
დაკავშირებული მოვლენები . . . ამაზე ისიც მოწმობს, რომ წარღვნის მოსაგონრად მიცვალებულთა
დღეს აღნიშნავდნენ არა მხოლოდ ერთმანეთთან მეტ-ნაკლებად დაკავშირებული, არამედ ისეთი
ხალხებიც, რომლებსაც ოკეანეები თუ საუკუნეები აშორებდა ერთმანეთისგან. უფრო მეტიც, ამ
დღესასწაულს ყველა ზუსტად იმ დღეს ან დაახლოებით იმ დროს აღნიშნავდა, როცა მოსეს
გადმოცემით წარღვნა მოხდა, კერძოდ კი მეორე თვის მეჩვიდმეტე დღეს — რაც ჩვენი კალენდრით
ნოემბერს შეესაბამება― („The Worship of the Dead―, ჟ. გარნიე, ლონდონი, 1904, გვ. 4). ამრიგად, ეს
დღესასწაულები, სინამდვილეში, დასაბამს იღებს იმ ადამიანთა მოსახსენებელი დღეებიდან,
რომლებიც ღმერთმა ნოეს დროს ბოროტების გამო გაანადგურა (დაბ. 6:5—7; 7:11).
ქრისტეს აღდგომის ეგრეთ წოდებული დღესასწაული სინამდვილეში ცრუ რელიგიიდან იღებს
სათავეს. მაგალითად, როგორ გახდა კვერცხი, და ზოგ ქვეყანაში კურდღელი, აღდგომის
დღესასწაულის ატრიბუტი? „ენციკლოპედია ბრიტანიკაში― ნათქვამია, რომ კვერცხი „ახალი
სიცოცხლისა და მკვდრეთით აღდგომის სიმბოლო იყო―, კურდღელი კი — ნაყოფიერების სიმბოლო.
სინამდვილეში აღდგომის დღესასწაული ნაყოფიერების ქალღმერთის შენიღბული
თაყვანისმცემლობაა. საინტერესოა, რომ აღდგომის ინგლისური სახელი „Easter― მომდინარეობს
განთიადისა და გაზაფხულის ქალღმერთის ეოსის სახელიდან, რომელსაც ანგლოსაქსები
ეთაყვანებოდნენ. ეს დღესასწაული აგრეთვე დაკავშირებულია ფინიკიელთა ნაყოფიერების
ქალღმერთის, ასტარტას თაყვანისმცემლობასთან. ასტარტას სიმბოლოები იყო კვერცხი და
კურდღელი. ასტარტას ზოგ ქანდაკებას ძალიან დიდი სასქესო ორგანოები ჰქონდა, ზოგს კი
გვერდით კურდღელი ჰყავდა და ხელში კვერცხი ეჭირა.
საიდან მომდინარეობს ვალენტინობა?
„ენციკლოპედია უორლდ ბუკში― ნათქვამია: „ვალენტინობა ემთხვევა ვალენტინის სახელით
ცნობილი ორი წამებული ქრისტიანის ხსენების დღეს. მაგრამ ამ დღესთან დაკავშირებული წეს-
ჩვეულებები . . . როგორც ჩანს, მომდინარეობს ლუპერკალიის დღესასწაულიდან, რომელიც ძველ
რომში 15 თებერვალს იმართებოდა. ამ დღეს პატივს მიაგებდნენ ქალთა და ქორწინების რომაულ
ღვთაებას, იუნონას, და ბუნების ღმერთს, პანს― (1973, ტ. XX, გვ. 204).
საიდან იღებს დასაბამს დედის დღე?
„ენციკლოპედია ბრიტანიკაში― ვკითხულობთ: „ეს დღესასწაული მომდინარეობს ძველ
საბერძნეთში არსებული დედა-ღვთაების კულტიდან. მთელ მცირე აზიაში მარტის იდების დროს
იმართებოდა დედის კულტთან დაკავშირებული ზეიმი, რომლის დროს სრულდებოდა
კიბელესადმი, იგივე ღმერთების დიადი დედის, რეასადმი, მიძღვნილი რიტუალები― (1959, ტ. XV,
გვ. 849).

4
საიდან იღებს დასაბამს დაბადების დღე?
„ენციკლოპედია უორლდ ბუკში― აღნიშნულია, რომ „ადრინდელი ქრისტიანები დაბადების დღის
აღნიშვნას წარმართულ ჩვეულებად მიიჩნევდნენ―. მაგალითად, ძველ ბერძნებს სჯეროდათ, რომ
ყველა ადამიანს თავისი მფარველი სული ჰყავდა, რომელიც მას დაბადებიდან სიკვდილამდე თან
სდევდა და მფარველობდა. ამ სულს „იდუმალი კავშირი ჰქონდა ღვთაებასთან, რომლის დაბადების
დღესაც ეს ადამიანი იყო დაბადებული―, — ნათქვამია წიგნში „The Lore of Birthdays―. ასტროლოგიასა
და ჰოროსკოპთან დაბადების დღის კავშირს დიდი ხნის ისტორია აქვს.
„დაბადების დღის აღნიშვნასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ჩვეულებას დიდი ხნის ისტორია
აქვს. მათი წარმოშობა რელიგიასა და მაგიას უკავშირდება. მილოცვების, საჩუქრების მირთმევისა და
საზეიმო წვეულების გამართვის, მათ შორის სანთლების ანთების, ტრადიციას ძველ დრომდე
მივყავართ. იმ დროს ხალხი ფიქრობდა, რომ ეს ჩვეულებები იუბილარს დემონებისგან დაიცავდა და
მას მთელი წლის მანძილზე ცუდი არაფერი შეემთხვეოდა . . . მეოთხე საუკუნემდე ქრისტიანები
დაბადების დღეებს წარმართულ ჩვეულებად მიიჩნევდნენ და არ აღნიშნავდნენ― („Schwäbische
Zeitung―, 3-4 აპრილი, 1981, გვ. 4).
„ბერძნებს სჯეროდათ, რომ ყველა ადამიანს თავისი მფარველი სული ანუ დემონი ჰყავდა,
რომელიც მას დაბადებიდან სიკვდილამდე თან სდევდა და მფარველობდა. ამ სულს იდუმალი
კავშირი ჰქონდა ღვთაებასთან, რომლის დაბადების დღესაც ეს ადამიანი იყო დაბადებული. მსგავს
აზრს რომაელებიც იზიარებდნენ . . . ამ წარმოდგენამ შემდგომშიც იქონია გავლენა ადამიანთა
შეხედულებებზე, რაზეც მეტყველებს რწმენა მფარველი ანგელოზების, კეთილი ფერიებისა და
მფარველი წმინდანების შესახებ . . . ტორტზე სანთლების ანთების ტრადიცია ბერძნებიდან
მოდის . . . მთვარის ფორმის მრგვალ თაფლიან კვერებს, რომლებზეც სანთლები იყო დამაგრებული,
[არტემიდას] ტაძრის სამსხვერპლოებზე დებდნენ . . . დაბადების დღის სანთლებს სურვილების
ასრულების მაგიურ ძალას მიაწერდნენ . . . სანთლების ანთებამ და სამსხვერპლო ცეცხლმა ჯერ
კიდევ იმ დროიდან შეიძინა მისტიკური მნიშვნელობა, რაც ადამიანმა ღვთაებებისთვის
სამსხვერპლოების აგება დაიწყო. ამგვარად, დაბადების დღეზე სანთლების ანთებით იუბილარ
ბავშვს პატივს მიაგებენ და კარგ ბედს უსურვებენ . . . მილოცვები და საუკეთესო სურვილები
დაბადების დღის განუყოფელი ნაწილია . . . რაც თავდაპირველად მაგიასთან იყო
დაკავშირებული . . . [თვლიდნენ, რომ] დაბადების დღის მილოცვებს სიკეთის ან ბოროტების
მოტანის ძალა ჰქონდა, რადგან ამ დღეს იუბილარი უფრო ახლოს იყო სულთა სამყაროსთან― („The
Lore of Birthdays―, რალფ და ადელინ ლინტონები, ნიუ-იორკი, 1952, გვ. 8, 18—20).
აღსანიშნავია, რომ დაბადების დღე სატანიზმში ყველაზე მნიშვნელოვან დღედ ითვლება. რატომ?
სატანისტებს სწამთ, რომ ნებისმიერი ადამიანი ღმერთია, თუ მას სურს ღმერთი იყოს. ასე რომ,
საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნით ადამიანი ერთ-ერთი ღმერთის დაბადების დღეს აღნიშნავს.
რა თქმა უნდა, უმეტესობას არა აქვს დაბადების დღეებზე ასეთი უკიდურესი და ეგოისტური
თვალსაზრისი. თუმცა ერთ ნაშრომში ნათქვამია, რომ „სხვა დღესასწაულები გულს ახარებს,
დაბადების დღე კი — საკუთარ მეს― („The Lore of Birthdays―).
სატანისტების შემდეგი „წმინდა― დღესასწაულებია ვალპურგის ღამე და ჰელოუინი. ერთ-ერთი
ლექსიკონი შემდეგნაირად განმარტავს ვალპურგის ღამეს: „ეს არის პირველი მაისის წინა ღამე, როცა
ჯადოქრები დათქმულ ადგილზე იკრიბებიან― („Merriam-Webster’s Collegiate Dictionary―).
საიდან მომდინარეობს სადღეგრძელოები?
ქორწილებსა თუ სხვა სუფრებზე სადღეგრძელოების წარმოთქმა გავრცელებული ჩვეულებაა.
«სადღეგრძელოს წარმოთქმა, როგორც ჩანს, იმ ძველი რელიგიური რიტუალის გადმონაშთია,
რომლის თანახმადაც წმინდა სითხეს ღვთაებებს უღვრიდნენ . . . რათა შესრულებოდათ სურვილი ან

5
სათხოვარი; ჩვეულებრივ, თავის სათქმელს ასე ამთავრებდნენ: „დიდხანს იცოცხლეთ!― ან „იყავით
ჯანმრთელად!―» („International Handbook on Alcohol and Culture―, 1995).
საიდან იღებს სათავეს სანთლის ანთება?
მოგვიწოდებს ბიბლია თაყვანისცემის მიზნით სანთლების დანთებისკენ?
არ არსებობს იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ ღვთის თაყვანისმცემლები ძველად
იყენებდნენ ისეთ სანთლებს, როგორიც დღესაა გავრცელებული. თანამედროვე სანთელი, რომელსაც
ცვილისგან ან სხვა ცხიმოვანი ნივთიერებებისგან ამზადებენ, მყარი სხეულია და თხევად
მდგომარეობაში გარკვეულ ტემპერატურაზე გადადის, ბიბლიურ დროში კი თხევად ნივთიერებას,
ზეთს იყენებდნენ.
ზოგ თარგმანში „სანთლად―, როგორც წესი, ნათარგმნია ებრაული სიტყვა „ნერ― და ბერძნული
სიტყვა „ლიქნოს― (მაგალითად, 1 სამ. 3:3, სსგ; გამ. 25:37, მხ; ლუკ. 11:33, სსგ, ბთი, ბსგ). მაგრამ ეს
სიტყვები ნიშნავს „ლამპარს― და არა „სანთელს― (სიტყვა „ნერ― სსგ-ში ბევრგან არის ნათარგმნი
„ლამპრად―. მაგალითად, გამოსვლის 25:37; 27:20; 30:7, 8; ბსგ-ში ხშირ შემთხვევაში წერია „კანდელი―
ან „ლამპარი―). ლამპარი იყო აალებადი სითხით, ჩვეულებრივ, ზეთით ავსებული გასანათებელი
ჭურჭელი. მასში ჩადებული იყო სელისგან, კანაფისგან ან სხვა მასალისგან დამზადებული პატრუქი,
რომელიც იწოვდა საწვავად საჭირო ზეთს.
მსგავსად ამისა, ებრაული სიტყვა „მენოჰრა― და ბერძნული სიტყვა „ლიქნია― ნიშნავს „სალამპრეს―
და არა „სასანთლეს― (გამ. 25:31; 40:24; 1 მეფ. 7:49; 2 მატ. 4:20; ლუკ. 11:33). ამგვარად, ბიბლიაში
არაფერია ნათქვამი თაყვანისმცემლობაში სანთლის გამოყენებასთან დაკავშირებით.
რატომ ანიჭებს ზოგი განსაკუთრებულ მნიშვნელობას თაფლის სანთელს?
„მითოლოგიურ ლექსიკონში― აღნიშნულია, თუ რისი სიმბოლო იყო თაფლი და ფუტკარი
წარმართობაში. დასკვნისას კი ნათქვამია: „ასეთივე მნიშვნელობა შემორჩა ქრისტიანულ რელიგიაში
თაფლსა და ცვილის სანთელ-საკმეველს― (ა. გელოვანი, თბილისი, 1983, გვ. 306). ერთი სასულიერო
პირი თავის ნაშრომში აღნიშნავს, რომ ბევრი რამ, მათ შორის სანთლები, „წარმართობიდან მოდის,
მაგრამ წმინდაა, რადგან ეკლესიისთვის მისაღები გახდა მათი გამოყენება― („Essay on the Development
of Christian doctrine―, ჯონ ჰენრი ნიუმენი, გვ. 373).
მისაღებია ისეთ დღესასწაულში მონაწილეობა, რომელსაც არა აქვს ქრისტიანული დასაბამი, თუ ის
რელიგიური მიზნით არ აღინიშნება?
ეფეს. 5:10, 11: „ყოველთვის შეამოწმეთ, რა არის მოსაწონი უფლისთვის, და ნუღარ იქნებით მათი
თანამონაწილენი სიბნელის უნაყოფო საქმეებში, არამედ ამხილეთ ისინი―.
2 კორ. 6:14—18: «რა კავშირი აქვს სიმართლეს უკანონობასთან? ან რა საერთო აქვს სინათლეს
სიბნელესთან? რა თანხმობა აქვს ქრისტეს ბელიართან? ან რა წილი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან?
რა კავშირი აქვს ღვთის ტაძარს კერპებთან? . . „ამიტომ გამოდით მათგან და გამოეყავით, — ამბობს
ღმერთი, — უწმინდურს ნუღარ მიეკარებით―, „და მე მიგიღებთ თქვენ . . . ჩემი ძეები და ასულები
იქნებით, — ამბობს ყოვლისშემძლე ღმერთი―» (ღვთისადმი გულწრფელი სიყვარული და მის
მოსაწონად მოქმედების სურვილი ადამიანს დაეხმარება არაქრისტიანული წეს-ჩვეულებების
მიტოვებაში, რაოდენ მიმზიდველიც არ უნდა იყოს ისინი. ვინც ნამდვილად იცნობს ღმერთს და
ვისაც უყვარს ის, არ ფიქრობს, რომ მის ბედნიერებას ხელს უშლის იმ ჩვეულებებზე უარის თქმა,
რომლებიც სიცრუეს უჭერს მხარს და ცრუღმერთებს განადიდებს. ნამდვილ სიყვარულს
ჭეშმარიტება ახარებს და არა უმართლობა. იხილეთ 1 კორინთელების 13:6).
შეადარეთ გამოსვლის 32:4—10. ყურადღება მიაქციეთ, რომ ისრაელებმა ეგვიპტელებისგან
გადაიღეს რელიგიური ჩვეულება, თუმცა მას სახელი შეუცვალეს და „ჲჰვჰ-ს დღესასწაული―
6
დაარქვეს. ამისათვის ღმერთმა მკაცრად დასაჯა ისინი. დღეს ჩვენ დღესასწაულების დროს მხოლოდ
თანამედროვე წეს-ჩვეულებებს ვხედავთ, რომლებშიც ერთი შეხედვით ცუდი არაფერია. მაგრამ
ღმერთი უშუალოდ ხედავდა წარმართულ ჩვეულებებს, საიდანაც ეს დღესასწაულები იღებს სათავეს.
ნუთუ არ უნდა ჰქონდეს ჩვენთვის მნიშვნელობა მის თვალსაზრისს?

You might also like