You are on page 1of 1

რუსეთში

აღდგომა არის ერთ-ერთი იმ დღესასწაულთაგანი, ქრისტეს აღდგომის დღე, რომელსაც


აღნიშნავს ადამიანთა უმრავლესობა ახალი წელსა და საკუთარი დაბადების დღესთან
ერთად. აღდგომა აღინიშნება გაზაფხულობით.თარიღი მისი აღნიშვნისა გამოითვლება
მთვარის კალენდრის მიხედვით და დამოკიდებულია დიდ მარხვაზე.ეს დღესასწაული
ასეულ წლებს ითვლის და დღემდე ინარჩუნებს ტრადიციებსა და წეს-
ჩვეულებებს.აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რუსებისთვის,ისე როგორც ქართველებისთვის
აღდგომის დრესასწაული უდიდესი პოპულარულობით სარგებლობს ახალი წლისა და
საკუთარი დაბადების დღის შემდეგ. ეს დღესასწაული შემოვიდა რუსეთში მე-9 საუკუნის
ბოლოს.ამის შემდეგ მას ფართოდ და გულუხვად აღნიშნავენ.

აღდგომის დღეებში ყველა ოჯახში განსაკუთრებული მზადება მიმდინარეობს. ცხვება


კულიჩი, რომელიც ასოცირდება ქრისტეს სხეულთან, იღებება კვერცხი.მორწუნეები
ეკლესიაში ხვდებიან აღდგომას,დილით ბრუნდებიან სახლებში ნობათით.ერთმანეთს
ჩუქნიან შეღებილ კვერცხებს, თან დააყოლებენ Христос воскрес! ასე ესალმებიან მთელი 40
დღის განმავლობაში. დიდი განსხვავება სააღდგომო ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებში
ქართველებსა და რუსებს შორის არ არსებობს.

კულიჩი თუ კარგი გამოგივიდა, ოჯახი კეთილდღეობა დაისადგურებს.ის ისე უნდა


დაიჭრეს,რომ ფორმა არ დაკარგოს, ანუ ჰორიზონტალურად, შემდეგ კი ისევ დაახურავენ
თავზე. ძველი რუსული წეს-ჩვეულებების თანახმად ამ დღეებში გასცემენ მოწყალებას,
ეხმარებიან გაჭირვებულებს,ობლების პანსიონებს, საავადმყოფოებსა და ციხეებს.

აქვთ ბევრი სხვა ტრადიციები, მაგალითად:

1. გოგონები ხელში არ იღებენ მარილს,რათა ხელები არ გაოფლიანებოდათ.


2. უნდა დაებანათ მაინდამაინც წითელი კვერცხის ნადები წყლით.
3. ცდილობდნენ ნაჯახის პირზე დადგომას,რათა ძლიერები ყოფილიყვნენ.
4. იყო ასეთი წარმოდგენა, ბავშვი თუ აღდგომის პერიოდში დაიბადებოდა ჯანმრთელი
და ბედნიერი იქნებოდა(ქართველებმა ვიცით,ადამიანი თუ გარდაიცვალა ამ დროს,
ის აუცილებლად სამოთხეში მოხვდებაო).
5. ამ პერიოდში წყლიდან ამოღებული წყალი ითვლება ჯადოსნურად.თუკი ამ წყალს
საცხოვრებელ სახლს მოვასხამთ, ამით მოვხსნით ცუდ თვალს,ავარიდებთ ყველაფერ
ცუდს.
6. ამ დროს არ შეიძლება დავა, ჩხუბი.
7. გათხოვების მსურველი ქალიშვილი ეკლესიაში თხოვნით მიმართავს ქრისტეს, რათა
მას გამოუგზავნოს საქმრო და ა.შ.
8. რუსეთში აღდგომის აღნიშვნის ბევრი ტრადიცია დღესაცაა შენარჩუნებული.

You might also like