You are on page 1of 1

გასტრიტი, აშლილობა, შეკრულობა, კოლიტი

+-

ხალხური მედიცინის რამდენიმე რჩევა

კოლიტის დროს გამორიცხეთ რაციონიდან ყოველგვარი ცილოვანი პროდუქტი: ხორცი,


ხორცის ნახარში, კვერცხი და ა.შ. სასარგებლოა: რძე, ფაფა, კარტოფილის პიურე, ყურძნის
წვენი (ნახევარი ჭიქა დღეში).

მწვავე გასტრიტის დროს პირველ რიგში საჭიროა კუჭის გაწმენდა საფაღარათო საშუალებით.
მთელი დღე-ღამე არაფერი ჭამოთ, მომდევნო დღეებში კი მიირთვით მხოლოდ თხევადი
უცხიმო საკვები მცირე ულუფებით. მუცლის ტკივილისას მუცელი დაითბუნეთ. დილით და
საღამოთი გაიკეთეთ ოყნა სოდის, ბორის მჟავას ან გვირილის ხსნარით.

ქრონიკული გასტრიტის დროს შინ შეიძლება ჩაიტაროთ ასეთი მკურნალობა: ოყნა, შემდეგ -
მკაცრი დიეტა: არავითარი ცხიმიანი, მარილიანი, სპირტიანი, მწარე, არავითარი ნუგბარი და
რაც შეიძლება ცოტა ტკბილეული. უნდა ჭამოთ ცოტა და ხშირად, რათა კუჭი მცირე ხანსაც არ
დარჩეს ცარიელი. საკვები კარგად უნდა დაღეჭოთ. პირველ ხანებში მიირთვით ბლანტი -
ბრინჯის, ქერის, ჭვავის რძიანი სუპები. სასარგებლოა მცირე რაოდენობით ჩაის მიღება,
განსაკუთრებით - მწვანე ჩაისა, მაგრამ არა ჭამის დროს. მიირთვით რაც შეიძლება მეტი
წითელი ჭარხალი, მჟავე კომბოსტო და წიწიბურას ფაფა.

You might also like