You are on page 1of 13

,,არსი“ -ს მეორე კურსის, საექთნო საქმის სტუდენტი:

ნათია გოგაშვილის პრეზენტაცია


მოდული: პედიატრია
ხელმძღვანელი: ანა მოდებაძე

ცელიაკია
ცელიაკია XX საუკუნის 70-იან წლებამდე ადრეული ასაკის ბავშვთა
იშვიათ დაავადებად მიიჩნეოდა. შემდეგ ეს მოსაზრება შეიცვალა, XXI
საუკუნის დასაწყისში ჩატარებულმა ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა კი
აჩვენა, რომ ცელიაკია ფართოდ არის გავრცელებული და
იმავდროულად ყველა ასკობრივ ჯგუფში გვხვდება. მისი გავრცელება
პოპულაციაში 1%-ს აღწევს. ამ მონაცემების საფუძველზე ცელიაკია
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ
გენეტიკურად განსაზღვრულ დაავადებად აღიარეს.
• ცელიაკია საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებაა, რომელიც
აღმოცენდება მცენარეულ პროდუქტებში არსებული ცილა
გლუტეინის მიღებისას. ამ ცილას შეიცავს პური, მაკარონი,
ნამცხვარი, პიცის ქერქი და მრავალი სხვა პროდუქტი, რომელთა
მოსამზადებლადაც გამოიყენება ხორბალი, ჭვავი ან ქერი. ცილა
გლუტეინის შემცველი საკვების მიღებისას წვრილ ნაწლავში
ვითარდება იმუნური რეაქცია, რომელიც იწვევს წვრილი ნაწლავის
შიგნითა ზედაპირის დაზიანებას და განსაზღვრული საკვები
ნივთიერებების შეწოვას არღვევს. ცელიაკია შეიძლება მუცლის
ტკივილისა და ფაღარათის მიზეზად იქცეს. საკვები ნივთიერებების
დაქვეითებული შეწოვა ანუ მალაბსორბცია იწვევს ვიტამინების
დეფიციტს, რაც აისახება თავის ტვინის, პერიფერიული ნერვული
სისტემის, ძვლების, ღვიძლისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი
სხვა ორგანოების ფუნქციონირებაზე. სამწუხაროდ, არ არსებობს
დაავადების სამკურნალო პრეპარატი, თუმცა დიეტის მეშვეობით
შესაძლებელია დაავადების ეფექტური მართვა.
გამოვლინება ზოგადი გამოვლინებები:

• ფაღარათი;
• მუცლის ტკივილი;
• მუცლის შებერვა, აირების ჭარბი დაგროვება და გამოყოფა.
• ანემია;
• სახსრების ტკივილი;
• კუნთების მტკივნეული შეკუმშვა - კრამპი;
• კანის გამონაყარი;
• პირის ღრუს დაზიანება;
• კბილების დაზიანება და ძვლების პრობლემები
(ოსტეოპოროზი);
• ქვედა კიდურების პარესთეზია, რაც ნეიროპათიის
გამოვლინებაა.
ნივთიერებების შეწოვის დარღვევა
იწვევს:
• წონის კარგვას;
• ფაღარათს;
• მუცლის ტკივილს, აირების დაგროვებას;
• ზოგად სისუსტეს;
• ფაღარათის დროს „მყრალსუნიანი“ ცხიმის შემცველი განავლის
გამოყოფას;
• ბავშვთა ზრდის შეჩერებას;
• ოსტეოპოროზს.
როგორ ვითარდება ცელიაკია
• წვრილი ნაწლავის შიგნითა ზედაპირი ამოფენილია თმის მსგავსი თხელი
შრით. ამ წარმონაქმნებს ხაოები ეწოდება. ხაოები, რომლებიც
მიკროსკოპით დათვალიერებისას ნაწლავის შიგნითა ზედაპირს
ხალიჩისმაგვარ შესახედაობას აძლევს, უმნიშვნელოვანეს როლს
ასრულებს ვიტამინების, მინერალების და საკვებით მიღებული სხვა
მნიშვნელოვანი ნივთიერებების შეწოვაში. ცელიაკიის დროს ხდება ამ
ხაოების დაზიანება. ნაწლავის შიგნითა ზედაპირი კარგავს ხალიჩისებრ
შესახედაობას და პრიალა იატაკს ემსგავსება, ორგანიზმი კი კარგავს
ჯანმრთელობისა და ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი
ნივთიერებების შეწოვის უნარს. შედეგად ცხიმი, ცილა, ვიტამინები და
მინერალები გამოიყოფა განავალთან ერთად. სრულ გაჯანსაღებასა და
ხაოების აღდგენას შესაძლოა რამდენიმე თვიდან ორ-სამ წლამდე
დასჭირდეს. მართალია, ცელიაკიის ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ
ექიმებმა დაადგინეს, რომ დაავადება ხშირია ოჯახის წევრებს შორის. ეს
ნიშნავს, რომ თუ ადამიანს აქვს ცელიაკია, მის გენეტიკურად მონათესავე
ოჯახის წევრს მომატებული ექნება დაავადების განვითარების რისკი.
რისკფაქტორები
ცელიაკიის განვითარების ალბათობა მეტია
თუ ადამიანს აქვს:
• შაქრანი დიაბეტი ტიპი I;
• ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადება;
• დაუნის სინდრომი;
• კოლაგენური ან ლიმფოციტური კოლიტი.
გართულებები
• მალნუტრიცია - კვების დარღვევა. მალნუტრიცია ბავშვებში ზრდა-განვითარების
შეფერხებას იწვევს.

• კალციუმის კარგვა და ძვლის სიმკვრივის დაქვეითება - განავლით შეიძლება


დაიკარგოს დიდი რაოდენობის კალციუმი და დ ვიტამინი. ეს შესაძლოა გახდეს
ოსტეომალაციის - ძვლის დარბილების და ოსტეოპოროზის - ძვლის მინერალური
სიმკვრივის დაქვეითების მიზეზი. ოსტეოპოროზი მნიშვნელოვნად ზრდის მოტეხილობების
რისკს.

• ლაქტოზის აუტანლობა - გლუტეინის ზემოქმედებით წვრილი ნაწლავის დაზიანების


გამო მუცლის ტკივილი და დიარეა შეიძლება გამოიწვიოს იმ საკვებმაც, რომელიც სულაც
არ შეიცავს გლუტეინს. ცელიაკიით დაავადებული ზოგიერთი ადამიანი ვერ იტანს რძის
შაქარს - ლაქტოზას.

• ავთვისებიანი სიმსივნე - მას, ვინც ცელიაკიის დროს უარს არ ამბობს გლუტეინის


მიღებაზე, აქვს ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების მაღალი რისკი. შესაძლოა,
აღმოცენდეს ნაწლავის ლიმფომა ან კიბო.

• ნევროლოგიური გართულებები - ცელიაკიისას მოსალოდნელია ნერვული


სისტემის დაზიანება - გულყრა, ნერვის დაზიანება - პერიფერიული ნეიროპათია.
დაავადების დიაგნოსტიკა
• სისხლის გამოკვლევა - ცელიაკიით დაავადებულთა ორგანიზმში იმუნური
სისტემა ცილა გლუტეინს უცხოდ აღიქვამს და მის საწინააღმდეგოდ დიდი
რაოდენობით ანტიგენს წარმოქმნის.

• წვრილი ნაწლავის გამოკვლევა - დიაგნოზის დასადასტურებლად


შესაძლოა საჭირო გახდეს წვრილი ნაწლავის მცირე ნაწილის მიკროსკოპიული
გამოკვლევა.

ცელიაკიის მკურნალობა
• ცელიაკია არ ინკურნება, თუმცა შესაძლებელია დაავადების ეფექტური კონტროლი
დიეტის მეშვეობით. პაციენტმა ისე უნდა შეცვალოს კვების რაციონი, რომ თავიდან
აიცილოს გლუტეინის მიღება. ამ მიზნით აუცილებელია, რაციონიდან გამოირიცხოს:

• ქერი; ჭვავი; ხორბალი; შვრია;


მედიკამენტები
• წვრილი ნაწლავის მძიმე ანთებისას ექიმმა შესაძლოა დანიშნოს
სტეროიდები ანთების კონტროლის მიზნით. სტეროიდების
ზემოქმედებით მნიშვნელოვნად მცირდება დაავადების სიმპტომები ჯერ
კიდევ მანამდე, სანამ თავის ეფექტს გამოავლენდეს საკვებიდან
გლუტეინის გამორიცხვა. ცელიაკიით დაავადებულმა ყველა პაციენტმა
უნდა გააცნობიეროს, რომ აკრძალულია გლუტეინის შემცველი
პროდუქტების მიღება. გლუტეინის შემცველი საკვების შემთხვევითი
მიღებისას შესაძლოა ისევ განვითარდეს მუცლის ტკივილი და
ფაღარათი, მაგრამ არა ყოველთვის. ზოგიერთს გლუტეინის მიღების
შემდეგ არავითარი დისკომფორტი არ აქვს, მაგრამ ეს იმას არ
ნიშნავს, რომ მდგომარეობა საყურადღებო არ არის - გლუტეინის
უმნიშვნელო რაოდენობაც კი ნაწლავის გარდაუვალ დაზიანებას
იწვევს.
გმადლობთ ყურადღებისთვის

You might also like