Professional Documents
Culture Documents
ხელის ჰიგიენური დამუშავება
ხელის ჰიგიენური დამუშავება
ჩვენება:
ანტისეპტიკური ხსნარები გამოიყენება მაშინ, როდესაც ხელები ვიზუალურად დასვრილი არ არის,
ან არ არსებობს რისკი, რომ მასზე იყოს სპორაწარმომქმნელი მიკროორგანიზმები;
ანტისეპტიკური ხსნარით (3-5 მლ) ხელების დამუშავებისას უნდა დაიფაროს ხელების სრული
ზედაპირი და პროცედურა ჩატარდეს 20-30 წმ-ის განმავლობაში ხელების სრულ გაშრობამდე. თუ
ანტისეპტიკური ხსნარი ხელმისაწვდომი არ არის, დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით.
ნოზოკომური ინფექციების პრევენცია
ხელის ჰიგიენის ტექნიკის სწორად გამოყენება;
გარემოს კონტროლი;
საჭიროების შემთხვევაში, სტერილური ტექნიკის
გამოყენებითა და ინფიცირების რისკის ქვეშ მყოფი
პაციენტების იდენტიფიკაციითა და მართვით
შესაძლებელია მრავალი ნოზოკომიური ინფექციის
პრევენცია;
ასეპტიკური ტექნიკის დაცვით;
ხელის ჰიგიენა ეს არის ზოგადი ტერმინი, რომელიც
გულისხმობს, მოქმედებების ერთობლიობას, ხელიდან
ჭუჭყის ვიზუალური მოშორებიდან, ტრანზიტორული
მიკროორგანიზმების განადგურებისა და
რეზიდენტული მიკროფლორის მინიმალიზაციამდე .
ხელის ჰიგიენა მოიცავს ქირურგიულ ანტისეპტიკასაც.
არსებობს მიკროორგანიზმების მოშორების ორი
მეთოდი:
ხელის დამუშავება ალკოჰოლ-შემცველი ხსნარებით
(თანამედროვე მიდგომით უპირატესია ხელების
ვიზუალურად დასვრილი არ არის);
ხელების დაბანა წყლითა და საპნით
(საყოფაცხოვრებო ან ანტიბაქტერიული);
ხელების ჰიგიენა
ხელის ჰიგიენის აუცილებლობა (WHO, CDC)
• პაციენტთან კონტაქტის წინ და შემდეგ;
• სამედიცინო პერსონალის ერთი პაციენტიდან მეორეზე
გადასვლის წინ და შემდეგ;
• იმ საგნებთან კონტაქტის შემდეგ, რომელიც
შესაძლებელია დაბინძურებული იყოს პათოგენური
მიკროორგანიზმებით და ჰოსპიტალური ინფექციების
გამომწვევებით (სადრენაჟო სისტემები, შარდის
შესაგროვებელი ჭურჭელი);
• ინვაზიური პროცედურების ჩატარების წინ და შემდეგ;
• იმ მანიპულაციების წინ და შემდეგ, რომელთა დროსაც
სამედიცინო პერსონალს კონტაქტი აქვს პაციენტის
ლორწოვანთან, სისხლთან, სხვა ბიოლოგიურ
სითხეებთან (ხელების მიკროორგანიზმებით
კონტამინაციის რისკის საგრძნობლად მატების გამო);
• პაციენტის მოვლის პერიოდში, სხეულის
კონტამინირებული არიდან ,,სუფთა არეზე“ გადასვლის
წინ და ხელთათმანის გახდის შემდეგ;
• საკვების მომზადების, მიღებისა და გაცემის წინ;
• ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების (პირადი ტუალეტი)
დაკმაყოფილების შემდეგ;
• სტერილური პროცედურების წინ;
ხელების ჰიგიენა
წყლითა და საპნით ხელების დაბანა
რეკომენდებულია:
როდესაც ხელები ვიზუალურად დაბინძურებულია;
ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების (პირადი
ტუალეტი) დაკმაყოფილების შემდეგ; ამასთან ერთად,
სამედიცინო პერსონალმა პაციენტთან ყოველი
კონტაქტის წინ და შემდეგ უნდა ჩაიტაროს ხელის
ჰიგიენა.
ხელის ჰიგიენის ხუთი მომენტი:
პაციენტთან შეხებამდე;
ასეპტიკური პროცედურების წინ (მ.შ.ინვაზიური);
პაციენტის სხეულის ბიოლოგიურ სითხეებთან
კონტაქტის შემდეგ;
პაციენტთან უშუალოდ შეხების შემდეგ;
პაციენტის გარემოსთან უშუალო კონტაქტის შემდეგ;
ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტის შემდეგ- ასეპტიკური პროცედურების ჩატარების
მიკრობების გადატანის პრევენცია წინ- პრევენცია მიკროორგანიზმების
სამედიცინო პერსონალზე კრიტიკულ არეებში მოხვედრა
არც ერთი მეთოდი არ არის იდეალური და ყოველ მათგანს აქვს როგორც უპირატესობები, ისე
ნაკლოვანებები;
ქლორჰექსიდინი
ქლორჰექსიდინს ახასიათებს მოქმედების ფართო სპექტრი. აქტიურად მოქმედებს გრამდადებით
ბაქტერიებზე, შედარებით ნაკლებად – გრამუარყოფით ბაქტერიებსა და სოკოებზე, ხოლო
ტუბერკულოზის გამომწვევების მიმართ აქვს მინიმალური აქტივობა. განსაკუთრებით ეფექტურია
4%-იანი ქლორჰექსიდინის გლუკონატი (განსხვავებით 2%-იანისგან), რომელიც ფართოდაა
მოწოდებული ხელის ქირურგიული ანტისეპტიკის დროს. ამის მიუხედავად, საკმაოდ ხშირად იწვევს
კონტაქტურ დერმატიტებს. ქლორჰექსიდინის გლუკონატით გამოწვეული ალერგიული რეაქციების
სიხშირე ბოლომდე არაა შესწავლილი;
იოდის ნაერთები, იოდის სპირტიანი ხსნარები
გააჩნია აქტივობის ფართო სპექტრი. აქტიურად მოქმედებს გრამდადებით,
გრამუარყოფით ბაქტერიებზე, სოკოებზე, სპორებზე, ვირუსებსა და უმარტივესებზე. კანზე
ხშირად იწვევს ალერგიულ რეაქციებს, დაბალი %-ობით გამოყენებისას შედარებით
ნაკლებად ტოქსიკურია.
იოდოფორი
ანტიმიკრობული აქტივობა დამოკიდებულია კომბინირებული პრეპარატის შემცველობაზე,
კერძოდ, pH-ზე, ტემპერატურასა და ექსპოზიციის ხანგრძლივობაზე. ახასიათებს
იოდისმაგვარი მოქმედება. აქტიურად მოქმედებს გრამდადებით, გრამუარყოფით,
სპორაწარმომქმნელ ბაქტერიებზე (მაგ.: clostridia და Bacillus spp), ასევე აქტიურია
მიკობაქტერიების, ვირუსებისა და სოკოების მიმართ. ნაკლებად აღიზიანებს კანს და
გამოირჩევა ხანგრძლივი მოქმედებით.
ტრიკლოზანი
ახასიათებს ფართო ანტიმიკრობული მოქმედება. აქტიურად მოქმედებს გრამდადებით და
გრამუარყოფით ბაქტერიებზე (განსაკუთრებით ეფექტურია P. aeruginosa-ს მიმართ),
ეფექტურია მიკობაქტერიებისა და Candida spp.-ის მიმართ. ახასიათებს გამოხატული
პერსისტენციის(გახანგრძლივებული) უნარი.