You are on page 1of 60

საბაზისო მოვლა

შედეგი 2
კრიტერიუმი 2.1
ყველა პროცედურის წინ ექთანი
 ახენს პაციენტის იდენტიფიკაციას
 ახდენს პროცედურის იდენტიფიკაციას, ეცნობა გეგმას
 აფასებს პაციენტის შესაძლებლობებს
 უხსნის პაციენტს პროცედურის არსსა და შინაარსს
 იღებს ინფორმირებულ თანხმობას
 ამზადებს შესაბამის აღჭურვილობას
 უქმნის პაციენტს კომფორტულ პრივატულ გარემოს
 ურჩევს პაციენტს კომფორტულ პოზიციას
 იტარებს ხელის ჰიგიენას, იცვამს ხელთათმანს და სხვა დამცავ
საშუალებებს
 პროცედურას ასრულებს პირადი და პაციენტის უსაფრთხოების დაცვის
გათვალისწინებით
თვალების მოვლა
პროცედურის მიზანი

 პაციენტის მოვლის ხარისხის უზრუნველყოფა


 ინფექციების განვითარების და გავრცელების რისკის შემცირება
 თვალის სინოტივის შენარჩუნება
 პაციენტის სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება
თვალების მოვლა
საჭირო აღჭურვილობა
 სათანადო დოკუმენტაცია
 თირკმლისებური თასი
 მარლის ბურთულები და საფენები
 ფიზიოლოგიური ხსნარი
 ხელოვნური ცრემლი
 არასტერილური ხელთათმანი
 ხელის დასამუშავებელი ანტისეპიკური ხსნარი
თვალების მოვლა
პროცედურის თანმიმდევრობა

 დაასველეთ სტერილური მარლის საფენი ფიზიოლოგიურ ხსნარში


 გაწმინდეთ თვალი გარეთა კუთხიდან შიგნითა კუთხის მიმართულებით
რამდენჯერმე
 ყველა ჯერზე გამოიყენეთ ახალი მარლის საფენი
 გაამშრალეთ თვალი მშრალი მარლის საფენით
 თვალის სინოტივის შესანარჩნებლად რეკომენდირებულია თვალში
ხელოვნური ცრემლის ჩაწვეთება 2-2 წვეთი დღეში რამდენჯერმე
თვალების მოვლა
პროცედურის თანმიმდევრობა

 გამოყენებული მასალა გადაყარეთ შესაბამის კონტეინერში


 შეინახეთ აღჭურვილობა მისთვის განკუთვნილ ადგილას
 მოიხსენით ხელთათმანი, დაიბანეთ ხელი
 შეავსეთ დოკუმენტაცია
 მოახსენეთ ზემდგომ პერსონალს პროცედურის დროს შექმნილი
ნებისმიერი პრობლემის შესახებ
პირის ღრუს მოვლა
პროცედურის მიზანი

 პირის ღრუში მიკროორგანზმების რაოდენობის შემცირება


 პირის ღრუს სოკოვანი დაავადებების პრევენცია
 პირის ღრუში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება
 მადისა და გემოს გაუმჯობესება
 პაციენტის სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება
პირის ღრუს მოვლა
საჭირო აღჭურვილობა
 პედიატრიული ჯაგრისი
 კბილის პასტა
 არასტერილური ხელთათმანები
 თირკმლისებური თასი
 მარლის ბურთულები და საფენები
 გონზე მყოფი პაციენტებისთვის პირსახოცი და ერთჯერადი ჭიქით წყალი
 იანკაუერის ან სასანაციე მილი პირის ღრუს სანაციისათვის (უგონო, მართვით
სუნთქვაზე მყოფი პაციენტები)
 სასანაციო აპარატი
 შპადელი
 სინათლის წყარო
 ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტი ან სავლები ხსნარი თუ ასეთი არსებობს
პირის ღრუს მოვლა
პროცედურის თანმიმდევრობა

 მოათავსეთ გონზე მყოფი პაციენტი ნახევრად მჯდომარე ან მჯდომარე


პოზიციაში
 უგონო პაციენტების შემთხვევაში, თავი უნდა იყოს წამოწეული 450
ზემოთ და 150 გვერდზე, ასპირაციის პრევენციის მიზნით
 უზრუნველყავით ადექვატური განათება
 შეაფასეთ პირის ღრუ (პრობლემის იდენტიფიკაცია)
 თუ პაციენტი გონზეა და არ აღენიშნება პირის ღრუს არანაირი პრობლემა ,
ყოველ 12 საათში ერთხელ გაუხეხეთ კბილები კბილის ჯაგრისით და
პასტით, კბილების გახეხვის შემდეგ გამოავლებინეთ თბილი წყალი .
 ასევე მოიქეცით პროტეზის არსებობის შემთხვევაში , მოსახსნელი
პროტეზი მოხსენით ღამით, გარეცხეთ და ჩაყურსეთ წყალში
პირის ღრუს მოვლა
პროცედურის თანმიმდევრობა

 თუ პაციენტი თვითონ ვერ ახერხებს თავის მოვლას და პირის ღრუ


მშრალია, ყოველ 1-2 საათში პირის ღრუ დაუმუშავეთ წყალში ან
ფიზიოლოგიურ ხსნარში (NaCl 0,9%) დასველებული მარლის ბურთულით
 მოათავსეთ პირსახოცი პაციენტის ნიკაპის ქვეშ
 უგონო პაციენტის შემთხვევაში თირკმლისებური თასი მოათავსეთ
პაციენტის ნიკაპსა და საწოლს (და/ან გულმკერდს) შორის, ხოლო გონზე
მყოფ პაციენტს მიაწოდეთ პირის ღრუში წყლის გამოვლების დროს
 ლოყას გავწევთ შპადელით
პირის ღრუს მოვლა
პროცედურის თანმიმდევრობა
 კბილებს ვამუშავებთ პედიატრიული ჯაგრისითა (ან საჩვენებელ თითზე
დახვეული მარლის საფენით ცნობიერ პაციენტებთან ) და
სტომატოლოგიური გელით (ან ექიმის მიერ დანიშნული ხსნარით ),
კბილებს შიგნიდან გარეთა მიმართულებით,ისე რომ კბილის ჯაგრისი
კბილებთან მიმართებაში გვიჭირავს 45º-ით, ასევე - მთლიანად პირის
ღრუს
 გონზე მყოფი პაციენტს, რომელიც თვითონ ახერხებს პირის ღრუს
ჰიგიენას აუხსენით სავლები საშუალების გამოყენების წესი , ხოლო უგონდ
მყოფი პაციენტთან აუცილებელია პირის ღრუს სანაცია (იანკაუერით )
წყლის გამოვლების შემდეგ
 გამოსავლები ხსნარი უნდა იყოს თბილი და არ აღიზიანებდეს პირის ღრუს
ლორწოვანს
 ტუჩის ლორწოვანი გარსის სიმშრალისა და ნახეთქების არსებობის
შემთხვევაში გამოიყენეთ დამარბილებელი საცხი
პირის ღრუს მოვლა
პროცედურის თანმიმდევრობა

 პროცედურის დამთავრების შემდეგ პაციენტს გაუმშრალეთ ტუჩები


ნიკაპთან დაფენილი პირსახოცით, გონზე მყოფი პაციენტი მოათავსეთ
მისთვის კომფორტულ პოზიციაში, ხოლო უგონოდ მყოფი დააბრუნეთ
საწყის პოზიციაში
 გამოყენებული ბანდის (მარლის) ბურთულები და ერთჯერადი მასალა
გადაყარეთ მათთვის განკუთვნილ კონტეინერში
 შეინახეთ აღჭურვილობა მათთვის განკუთვნილ ადგილას
 მოიხსენით ხელთათმანები, დაიბანეთ ხელები ჰიგიენური წესით
 შეავსეთ დოკუმენტაცია და მოაწერეთ ხელი
ყურის მოვლა
პროცედურის მიზანი

 პაციენტის მოვლის ხარისხის უზრუნველყოფა


 ინფექციების განვითარების რისკის შემცირება
 პაციენტის სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება
ყურის მოვლა
საჭირო აღჭურვილობა

 სათანადო დოკუმენტაცია
 თიკმლისებური თასი
 მარლის საფენები
 ფიზიოლოგიური ხსნარი
 არასტერილური ხელთათმანები
 ხელის დასამუშვებელი ანტისეპტიკი
ყურის მოვლა
პროცედურის თანმიმდევრობა

 მოათავსეთ პაციენტი ნახევრად მჯდომარე ან მჯდომარე


მდგომარეობაში
 თავი მიუბრუნეთ დასამუშვებელი ყურის საწინააღმდეგო მხარეს
 გაასუთავეთ გარეთა ყური თითზე ჩამოცმული მარლის საფანით , ყოველ
ჯერზე გამოიყენეთ ახალი საფენი
 არ გამოიყენოთ ბამბიანი ჩხირი
 შეამოწმეთ სმენის სიმახვილე
ყურის მოვლა
პროცედურის თანმიმდევრობა

 თუ პაციენტი ატარებს სასმენ აპარატს დაეხმარეთ მის მოვლაში


 ყურზე მორგების დროს აპარატი უნდა იყოს გამორთული
 გამოყენებული მასალა გადაყარეთ მათთვის განკუთვნილ კონტეინერში
 შეინახეთ აღჭურვილობა მისთვის განკუთვნილ ადგილას
 მოიხსენით ხელთათმანი, დაიბანეთ ხელები
 შეავსეთ დოკუმენტაცია
ცხვირის მოვლა
პროცედურის მიზანი
 ზედა სასუნთქი გზების გამავლობის შენარჩუნება
 პაციენტის მოვლის ხარისხის უზრუნველყოფა
 პაციენტის სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება
ცხვირის მოვლა
პროცედურის თანმიმდევრობა

 შეაფასეთ პაციენტის მდგომარეობა


 დარწმუნდით, რომ ორივე ცხვირის ნესტო გამავალია
 ცხვირის გასავლების გასუფთავება ხდება გლიცერინში ან ვაზელინში
დასველებული მარლის 2 ხვეულის (ტურუნდის) საშუალებით , რის
შემდეგაც მუშავდება მშრალად
 ნაზოგასტრალური ზონდის შემთხვევაში მოახდინეთ ფიქსაციის
ადგილის როტაცია, ნესტოები დაამუშვეთ ზემოთ ხსენებული წესით
ცხვირის მოვლა
საჭირო აღჭურვილობა

 შესაბამისი დოკუმენტაცია
 მარლის ბურთულები
 თირკმლისებური თასი
 გლიცერინი ან ვაზელინი
 ფიზიოლოგიური ხსნარი
 ხელის ანტისპტიკი
 არასტერილური ხელთათმანი
ცხვირის მოვლა
პროცედურის თანმიმდევრობა

 გამოყენებული მასალა ჩაყარეთ შესაბამის კონტეინერში


 შეინახეთ აღჭურვილობა მისთვის განკუთვნილ ადგილას
 გაიხადეთ ხელთათმანი, დაიბანეთ ხელი
 შეავსეთ დოკუმენტაცია
სრული დაბანა საწოლში
პროცედურის მიზანი

 პაციენტის კანზე ბაქტერიების გავრცელების თავიდ ან აცილება, კანის


გასუფთავება
 სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება
 ძვალ-კუნთოვანი სისტემის გავარჯიშება
 კომფორტის შენარჩუნება კუნთების მოდუნებისა და კანის სტიმულაციის
ხარჯზე
 შიდა ჰოსპიტალური ინფექციების განვითარებისა და გავრცელების რისკის
თავიდან აცილება
 ნაწოლების, პნევმონიის, კონტრაქტურის, თრომბოზის პროფილაქტიკა
 პაციენტის სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება
სრული დაბანა საწოლში
საჭირო აღჭურვილობა

 წყალგაუმტარი საფენი
 ორი თასი საპნიანი და სუფთა წყლისთვის
 ერთი დიდი და ორი პატარა პირსახოცი
 ორი წყვილი არასტერილური ხელთათმანი
 პატარა პირსახოცები ან პირსახოცის ქისები
 თბილი წყალი
 დასაბანი სითხე
 სუფთა თეთრეული
 სუფთა პიჟამა ან მაისური
 კანის მოსავლელი საშუალებები
სრული დაბანა საწოლში
პროცედურის თანმიმდევრობა

 შეაფასეთ პაციენტის სასიცოცხლო მაჩვენებლები


 უზრუნველყავით მყუდრო კომფორტული და პრივატული გარემო
 მოათავსეთ საჭირო აღჭურვილობა სპეციალურ მაგიდაზე
 გაიკეთეთ წყალგაუმტარი წინსაფარი
 მოამზადეთ თასი საპნიანი წყლით და სუფთა წყლით
 პაციენტი მოათავსეთ საწოლის იმ კიდესთან ახლოს, რომელსაც ადვილად
მიუდგებით თქვენი დომინანტური ხელით მუშაობისას
 პაციენტს გადააფარეთ სუფთა ზეწარი და ქვეშიდან გამოაძვრეთ ძველი
 გადახეთ პაციენტს ტანსაცმელი
სრული დაბანა საწოლში
პროცედურის თანმიმდევრობა

 დაუფინეთ დიდი პირსახოცი სხეულის იმ ნაწილის ქვეშ , რომელსაც ბანთ


 მთლიანი სხეული უნდა იყოს დაფარული, გაუშიშვლეთ მხოლოდ ის
ნაწილი რომელსაც ბანთ
 დაბანა დაიწყეთ სუფთა არეებიდან და გადადით დაბინძურებულზე ,
შემდეგი თანმიმდევრობით: სახე, ყელი, ზედა კიდურები, გულ-მკერდი,
მუცელი, ზურგი, ქვედა კიდურები, შორისის მიდამო
 ესაუბრეთ პაციენტს პროცედურის მსვლელობის დროს და
გაითვალისწინეთ მისი შეგრძნებები
 თუ პაციენტს აქვს ი/ვ კათეტერი უზრუნველყავით მისი სტერილობის დაცვა ,
ხოლო სისტემის არსებობის შემთხვევაში მისი უწყვეტი დინება
სრული დაბანა საწოლში
პროცედურის თანმიმდევრობა

 დაბანეთ თავი (იხ. თავის დაბანის ინსტრუქცია)


 დაბანეთ სახე, თვალები, ყურები, ცხვირი (იხ, ინტრუქციები)
 დააფინეთ წყალგაუმტარი საფენი და დიდი პირსახოცი თავისა და მხრების
ქვეშ, ხოლო სახის გასაწმენდი პირსახოცი ნიკაპის ქვეშ.
 დაბანეთ სახე, კისერი, ყურები, საპონი გამოიყენეთ მხოლოდ მაშინ თუ
პაციენტი მოითხოვს .
 გაამშრალეთ პაციენტი სახის შესამამშრალებელი პირსახოცით , რომელიც
დაფენილია ნიკაპის ქვეშ
სრული დაბანა საწოლში
პროცედურის თანმიმდევრობა

 ზედა კიდურების დასაბანად პაციენტს გაუთავისუფლეთ და გააშლევინეთ


თქვენგან დაშორებული ხელი, გადაანაცვლეთ თავისა და მხრების ქვეშ
ამოდებული წყალგაუმტარი საფენი და დიდი პირსახოცი ხელის ქვეშ ,
საპნიან წყალში დასველებული ქისით დაბანეთ ხელი შემდეგი
მიმართულებით:
მაჯა-> იდაყვი->მხარი-> იღლია
 სუფთა წყლით წმენდა განახორციელეთ იგივე თანმიმდევრობით
 გაამშრალეთ ხელი იგივე თანმიმდევრობით
 ანალოგიური თანმიმდევრობით დაბანეთ მეორე ხელიც
სრული დაბანა საწოლში
პროცედურის თანმიმდევრობა

 მუცლისა და გულ-მკერდის დასაბანად გადაანაცვლეთ წყალგაუმტარი


საფენი და დიდი პირსახოცი ტორსის ქვეშ
 გულ-მკერდი გაათავისუფლეთ ზეწრისგან და დაფარეთ დიდი პირსახოცი
 დაბანეთ გულ-მკერდი და შეამშრალეთ ზემოდან დაფარებული
პირსახოცით
 იგივენაირად დაბანეთ მუცელი წრიული მოძრაობით მარჯვნიდან მარცხნივ
 ორივე თასში წყალი გამოცვალეთ ხშირად
სრული დაბანა საწოლში
პროცედურის თანმიმდევრობა

 ქვედა კიდურების დასაბანად პაციენტს თქვენგან დაშორებული კიდურის


ქვეშ ამოუდეთ წყალგაუმტარი საფენი და დიდი პირსახოცი
 საპნიანი ქისით დაბანეთ კიდურები შემდეგი მიმართულებით
ტერფი->მუხლი->ბარძაყი
 გაწმინდეთ სუფთა წყალში დასველებული პირსახოცით
 შეამშრალეთ იგივე თანმიმდევრობით მშრალი პირსახოცით
 გაიმეორეთ იგივე მეორე ფეხზე
სრული დაბანა საწოლში
პროცედურის თანმიმდევრობა

 ზურგის დასაბანად პაციენტი დააწვინეთ გვერდით წოლის პოზიციაში თქვენსკენ ზურგით


 ქვეშ დაუფინეთ წყალგაუმტარი საფენი და დიდი პირსახოცი
 დაბანეთ საპნიანი ქისით ზემოდან ქვემოთ მიმართულებით
 შემდეგ სუფთა წყლით და გაამშრალეთ
 დააწვინეთ პაციენტი ზურგზე და დამთავრეთ პაციენტის სრული დაბანა შორისის
ჰიგიენით (იხ, ინსტრუქცია)
 ჩააცვით სუფთა პიჟამო ან მაისური (იხ, ინსტრუქცია)
 შეცვალეთ საწოლის თეთრეული (იხ, ინსტრუქცია)
 მოათავსეთ პაციენტი კომფორტულ პოზაში
 შეინახეთ და მიალაგეთ აღჭურვილობა
 მოიხსენით ხელთამანები, დაიბანეთ ხელი
 გააფორმეთ დოკუმენტაცია
თავის დაბანა
პროცედურის მიზანი

 პაციენტის ჰიგიენის შენარჩუნება


 თავის კანის სისხლის მომოქცევის გაუმჯობესება
 პაციენტის სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება
თავის დაბანა
საჭირო აღჭურვილობა

 სათანადო დოკუმენტაცია
 თასი
 ჭურჭელი წყლის დასასხმელად
 ბამბის ბურთულები
 თბილი წყალი
 თმის დასაბანი შამპუნი
 სავარცხელი
 წყალგაუმტარი საფენი
 ორი დიდი პირსახოცი
 არასტერილური ხელთათმანი
თავის დაბანა
პროცედურის თანმიმდევრობა

 შეაფასეთ პაციენტის სასიცოცხლო მაჩვენებლები


 უზრუნველყავით მყუდრო კომფორტული და პრივატული გარემო
 მოათავსეთ საჭირო აღჭურვილობა სპეციალურ მაგიდაზე
 გაიკეთეთ წყალგაუმტარი წინსაფარი
 დასწიეთ საწოლის თავი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში და ასწიეთ
საწოლის სიმაღლე იმ დონემდე რომ არ მოგიწიოთ დახრა
 დაეხმარეთ პაციენტს საწოლის კიდესთან მიახლოებაში , საწოლის კიდეზე
გადმოეკიდოს თავით
 წყალგაუმტარი საფენი დაუფინეთ თავისა და მხრების ქვეშ
თავის დაბანა
პროცედურის თანმიმდევრობა

 პაციენტს დავარცხნეთ თმა


 ბამბის ბურთულებით დაუცეთ ყურები
 სკამზე მოათავსეთ თასი პაციენტის თავის ქვეშ
 კისერზე შემოახვიეთ პირსახოცი
 გულ-მკერდზე დააფინეთ პირსახოცი
 თბილი წყლით დაუსველეთ თმა, ისე რომ წყალი სახეზე არ ჩამოუვიდეს
 თითის ბალიშების მსუბუქი წრიული მოძრაობით წაუსვით შამპუნი
შუბლიდან კისრის მიმართულებით
 ჩამობანეთ თავი სუფთა წყლით, საჭიროების შემთხვევაში კიდევ წაუსვით
შამპუნი
თავის დაბანა
პროცედურის თანმიმდევრობა

 ჩამობანეთ წყლით თმა საფუძვლიანად


 საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ თმის კონდიციონერი
 შემოახვიეთ სუფთა პირსახოცი, გამოაცალეთ ბამბის ბურთთულები
ყურებიდან
 მოაცალეთ კისრიდან პირსახოცი, შეუმშრალეთ სახე კისერი
 დააწვინეთ კომორტულ პოზიციაში, გამოიყენეთ თმის საშრობი ,
დავარცხნეთ თმა
 შეინახეთ და მიალაგეთ აღჭურვილობა
 მოიხსენით ხელთამანები, დაიბანეთ ხელი
 გააფორმეთ დოკუმენტაცია
შორისის მოვლა
პროცედურის მიზანი
 შარდსასქესო ორგანოების სისუფთავის შენარჩუნება
 დაინფიცირების პრევენცია
 პაციენტის პირადი ჰიგიენის დაცვა
 პაციენტის სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება
შორისის მოვლა
საჭირო აღჭურვილობა

 პირსახოცი გასამშრალებლად
 პატარა პირსახოცი ან პირსახოცის ქისა დასაბანად
 წყალგაუმტარი საფენი
 დასაბანი საშუალება
 თასი 2 ცალი
 თბილი წყალი
 ნიღაბი
 არასტერილური ხელთათმანები
შორისის მოვლა ქალებში
პროცედურის თანმიმდევრობა

 უზრუნველყავით მყუდრო კომფორტული და პრივატული გარემო


 მოათავსეთ საჭირო აღჭურვილობა სპეციალურ მაგიდაზე
 გაიკეთეთ წყალგაუმტარი წინსაფარი
 მოათავსეთ პაციენტი კომფორტულად, ზურგზე წოლით პოზიციაში ფეხები
მოხრილი და განზიდული
 დააფინეთ წყალგაუმტარი საფენი საწოლზე
 მუცელზე დააფინეთ პირსახოცი
შორისის მოვლა ქალებში
პროცედურის თანმიმდევრობა

 არადომინანტური ხელით გადაწიეთ დიდი სასირცხო ბაგეები


 დომინანტური ხელით მოახდინეთ ჩაწმენდვა დასაბან საშუალებაში
დასველებული ქისით ან პატარა პირსახოცით ზემოდან ქვემოთ ანუ
ურეთრიდან საშოს გავლით შორისამდე. არ მოახდინოთ უკუ მოძრაობა
(ქვემოდან ზემოდ!)
 ყოველი ახალი ჩაწმენდვის დროს ახლიდან დაასველეთ და კარგად
გაწურეთ ქისა
 პროცედურა დაასრულეთ სუფთა თბილი წყლის გამოყენებით .
მოქმედებათა გეგმა იგივე
 არ დაასრულოთ პროცედურა სანამ არ დარწმუნდებით რომ დასაბანი
საშუალება სრულად არის მოშორებული
 გულდასმით გაამშრალეთ საზარდულის მიდამო.
შორისის მოვლა ქალებში
პროცედურის თანმიმდევრობა

 ფრთხილად გამოიღეთ საფენი


 დააწვინეთ პაციენტი მისთვის კომფორტულ პოზიციაში
 შეინახეთ და მიალაგეთ აღჭურვილობა
 მოიხსენით ხელთამანები, დაიბანეთ ხელი
 გააფორმეთ დოკუმენტაცია
შორისის მოვლა კაცებში
პროცედურის თანმიმდევრობა

 უზრუნველყავით მყუდრო კომფორტული და პრივატული გარემო


 მოათავსეთ საჭირო აღჭურვილობა სპეციალურ მაგიდაზე
 გაიკეთეთ წყალგაუმტარი წინსაფარი
 მოათავსეთ პაციენტი კომფორტულად ზურგზე წოლით პოზიციაში
 დააფინეთ წყალგაუმტარი საფენი საწოლზე
 ბოქვენზე დააფინეთ პირსახოცი
შორისის მოვლა კაცებში
პროცედურის თანმიმდევრობა

 არადომინატური ხელით გადაუწიეთ ასოზე კანი, თუ არ აქვს წინადაცვეთა .


ხოლო დომინანტური ხელით დაასველეთ ქისა დასაბან საშუალებაში ,
კარგად გაწურეთ და მოახდინეთ ასოს ჩაწმენდვა, ასოს თავიდან ფუძემდე
წრიული მოძრაობით. არ მოახდინოთ უკუ მოძრაობა (ფუძიდან თავამდე )
 ასე გაიმეორეთ რამოდენიმეჯერ. ყოველ ჯერზე ახლიდან დაასველეთ და
გაწურეთ ქისა
 პროცედურა დაასრულეთ სუფთა თბილი წყლით. სანამ არ დარწმუნდებით
რომ დასაბანი საშუალება სრულად არის მოშორებული
 აწიეთ ასო ზემოთ და მოათავსეთ ბოქვენზე დაფენილს პირსახოცზე ისე რომ ,
მოხდეს მისი სრული დაფარება
შორისის მოვლა კაცებში
პროცედურის თანმიმდევრობა

 არადომინატური ხელით მოახდინეთ ასოს ფიქსაცია პირსახოცში ხოლო


დომინანტური ხელით დაასველეთ ქისა დასაბან საშუალებაში და
დაიწყეთ სათესლე ჯირკვლების ჩაბანა ასოს ფუძიდან ანალურ
ხვრელამდე
 პროცედურის დასრულებისას ასევე სუფთა თბილი წყლით მოახდინეთ
დასაბანი საშუალების მოშორება
 სათესლე ჯირკვლები გაამშრალეთ პირსახოცის მეშვეობით
 ფრთხილად გამოიღეთ საფენი
 დააწვინეთ პაციენტი მისთვის კომფორტულ პოზიციაში
 შეინახეთ და მიალაგეთ აღჭურვილობა
 მოიხსენით ხელთამანები, დაიბანეთ ხელი
 გააფორმეთ დოკუმენტაცია
სუდნოს შედგმა
პროცედურის მიზანი
 შარდისა და ფეკალური მასების გამოყოფის უზრუნველყოფა
სუდნოს შედგმა
საჭირო აღჭურვილობა
 სუდნო
 დასაბანი საშუალებები
 წყალგაუმტარი საფენი
 ერთჯერადი ხელსახოცი
 პოლიეთილენის ან ქაღალდის პაკეტი
 ნიღაბი
 არასტერილური ხელთათმანები
სუდნოს შედგმა
პროცედურის თანმიმდევრობა

 მოამზადეთ წინასწარ დამუშვებული (დეზინფიცირებული) და პოლიმერულ


ან ქაღალდის პაკეტში შეფუთული სუდნო
 წინასწარ გამოავლეთ თბილი წყალი რადგან,მისი კიდეები სხეულის
ტემპერატურაზე უფრო ნაკლებია და პაციენტს შეუქმნის დისკომფორტს.
 მცირე რაოდენობით წყლის ჩასხმა სასურველია სუნისა და ფეკალური
მასების ფიქსაციის თავიდან ასაცილებლად
 უზრუნველყავით მყუდრო კომფორტული და პრივატული გარემო
 დაუწიეთ საწოლის თავი დაბლა
 მწოლიარე პაციენტი გადააბრუნეთ გვერდზე საწოლის კიდისკენ
 წინასწარ ასწიეთ საწოლის ჯებირი იმ მხარეს, რომელ მხარესაც აბრუნებთ
 თუ, პაციენტი გონზეა სთხოვეთ მას მოკიდოს საწოლის ჯებირს ხელი და
გადაბრუნდეს
სუდნოს შედგმა
პროცედურის თანმიმდევრობა
 გვერდზე გადაბრუნებულ პაციენტს მიბჯენით მოარგეთ სუდნო გავა
კუდუსუნის არეში, ფრთხილად გადმოაბრუნეთ პაციენტი ზურგზე
 დარწმუნდით, რომ სუდნო მყარად და სწორად დევს, პაციენტი
კომფორტულად არის მოთავსებული
 აუწიეთ საწოლის თავი 450-900 ით და ჰკითხეთ პაციენტს კომფორტულად
გრძნობს თუ არა თავს
 პროცედურის დასრულების შემდეგ ჩასაწმენდად გამოიყენეთ ერთჯერადი
ხელსახოცი. საჭიროების მიხედვით ჩაბანეთ პაციენტი
 დაწიეთ საწოლის თავი
 პროცედურის დასრულებისას სუდნოს კიდეზე ერთი ხელის დაბჯენით
დააფიქსირეთ კარგად საწოლზე, ხოლო მეორე ხელით მენჯ-ბარძაყის
მიდამოში შეხებით გადააბრუნეთ პაციენტი საპირისპირო მხარეს.ფრთხილად
გამოაცურეთ კონტეინერი, აგრეთვე წყალგაუმტარი საფენი.
სუდნოს შედგმა
პროცედურის თანმიმდევრობა
 აწიეთ საწოლის თავი 45-900-ით და ჰკითხეთ პაციენტს კომფორტულად
გრძნობს თუ არა თავს
 მოახდინეთ ფეკალურ მასებზე დაკვირვება (ფერი, სუნი, კონსისტენცია ,
რაოდენობა, შემადგენლობა)
 სუდნოს უნდა დაეფაროს ქაღალდის ხელსახოცი პალატის სანიტარულ
კვანძში გადატანისას, ხოლო დერეფნის გავლით გატანისას დამატებით
უნდა იყოს განთავსებული პოლიმერულ პაკეტში
 პროცედურის დასრულების შემდეგ მოახდინეთ დაბინძურებული საგნების
იზოლირება სუფთა საგნებისაგან
 შეინახეთ და მიალაგეთ აღჭურვილობა
 მოიხსენით ხელთამანები, დაიბანეთ ხელი
 გააფორმეთ დოკუმენტაცია
სამოსის შეცვლა
პროცედურის მიზანი
 მწოლიარე პაციენტისათვის ჭუჭყიანი/სველი სამოსის მინიმალურ
დროში, უსაფრთხოდ და კომფორტულად გამოცვლის გზით პაციენტის
ჰიგიენის შენარჩუნება
 კანის გაღიზიანებისა და ნაწოლების პრევენცია
 პაციენტისთვის კომფორტული გარემოს შექმნა
 პაციენტის სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება
სამოსის შეცვლა
საჭირო აღჭურვილობა
 შესაბამისი დოკუმენტაცია
 არასტერილური ხელთათმანი
 სუფთა თეთრეული- სამოსი (პერანგი, შარვალი, წინდები)
 ჭუჭყიანი სამოსისთვის შესაბამისი მარკირების კონტეინერი /ტომარა
(მუშამბის ან პოლიეთილენის პარკები, სპეც. მოწყობილი თეთრეულის
ურიკები)
 სუფთა ზეწარი
სამოსის შეცვლა
პროცედურის თანმიმდევრობა
 მოამზადეთ პაციენტის სუფთა სამოსი სპეციალურ მაგიდაზე ,
თქვენთვის მოსახერხებელ მხარეს
 პაციენტს დააფარეთ სუფთა ზეწარი და საბანი მის ქვემოდან
ჩამოაცურეთ ფეხებისკენ წამოსწიეთ საწოლის თავი 450 ან წამოსვით
პაციენტი საწოლზე თუ ამის შესაძლებლობას იძლევა მისი
ჯანმრთელობის მდგომარეობა
 თუ პაციენტს აცვია მთლიანი პერანგი, აუწიეთ ის წელის დონეზე,
პაციენტს ხელები გადაუჯვარედინეთ და სთხოვეთ, რომ აწიოს ხელები
მაღლა
 პერანგი გადაანაცვლეთ თავის მიმართულებით და გადმოატარეთ
ზურგის მხრიდან თავზე, შემდეგ გაუნთავისუფლეთ ხელები
 სუფთა პერანგი ჩააცვით საპირისპირო გზით: ხელები -> თავი -> ტანი .
ჩამოუწიეთ პერანგი ფეხებისკენ და გაუსწორეთ
სამოსის შეცვლა
პროცედურის თანმიმდევრობა
 დააბრუნეთ საწოლი ჰორიზონტალურ მდგომარეოაში ან პაციენტისთვის
მისაღებ მდგომარეობაში
 დააფარეთ საბანი, მოათავსეთ პაციენტი მისთვის კომფორტულ
მდგომარეობაში
 ჭუჭყიანი პერანგი მოათავსეთ მისთვის განკუთვნილ კონტეინერში ან
ტომარაში (მუშამბის ან პოლიეთილენის პარკები, სპეც. მოწყობილი
თეთრეულის ურიკები)
 თუ პაციენტს დაზიანებული აქვს ხელი, პერანგის გამოცვლისას ჯერ
გაუნთავისუფლეთ ჯანმრთელი ხელი და შემდეგ დაზიანებული .
ჩაცმისას პირიქით, ჯერ ჩააცვით დაზიანებულ ხელზე და შემდეგ
ჯანმრთელზე
 მძიმე პაციენტებში, სასურველია გამოიყენოთ სპეციალური პერანგები ,
რომლებიც მთლიანად გახსნილია წინ ან უკან (ხალათი-პერანგი )
სამოსის შეცვლა
პროცედურის თანმიმდევრობა
 თუ პაციენტს აცვია შარვალი და წინდა , მათი გამოცვლის დროს
პაციენტი უნდა იწვეს ჰორიზონტალურ პოზიციაში
 სთხოვეთ პაციენტს მსუბუქად აწიოს მენჯი, ჩამოუწიეთ შარვალი
ფეხების მიმართულებით და გახადეთ
 თუ პაციენტს არ შეუძლია მენჯის წამოწევა მიაღებინეთ გვერდზე
წოლითი მდგომარეობა ჯერ ერთ მხარეს და ჩამოსწიეთ შარვლის ერთი
ნაწილი, შემდეგ იგივე გაიმეორეთ მეორე მხარეს
 ჩაცმისას შარვალში ჩააყოფინეთ ფეხები ცალ-ცალკე, სთხოვეთ
პაციენტს, მსუბუქად აწიოს მენჯი და აუწიეთ შარვალი წელის დონეზე ,
თუ არ შეუძლია მენჯის წამოწევა გაიმეორეთ იგივე ქმედება რაც გახდის
დროს
 შეუცვალეთ წინდები, ფრთხილად გაასწორეთ-გაანაწილეთ კიდურზე ,
ეცადეთ არ ჰქონდეს ნაოჭები
სამოსის შეცვლა
პროცედურის თანმიმდევრობა
 ჭუჭყიანი შარვალი და წინდები მოათავსეთ სპეციალურ მჭიდროდ
თავდახურულ კონტეინერში/ტომარაში (მუშამბის ან პოლიეთილენის
პარკები, სპეც. მოწყობილი თეთრეულის ურიკები)
 შეინახეთ და მიალაგეთ აღჭურვილობა
 მოიხსენით ხელთამანები, დაიბანეთ ხელი
 გააფორმეთ დოკუმენტაცია
სახის გაპარსვა
პროცედურის მიზანი
 პაციენტის კანზე ბაქტერიების გავრცელების თავიდან აცილება , კანის
გასუფთავება
 პაციენტის მოვლის ხარისხის უზრუნველყოფა
 ინფექციების განვითარების და გავრცელების რისკის შემცირება
სახის გაპარსვა
საჭირო აღჭურვილობა
 საპარსი
 ქაფი
 თბილი წყალი
 ორი პირსახოცი
 სახის კრემი
სახის გაპარსვა
პროცედურის თანმიმდევრობა
 მოათავსეთ პაციენტი ნახევრად მჯდომარე ან მჯდომარე
მდგომარეობაში
 მცირე ზომის პირსახოცი დაასველეთ ცხელ წყალში და მიადეთ
პაციენტს სახეზე ცოტა ხნით
 ააქაფეთ საპარსი გელი და თანაბრად გადაანაწილეთ წრიული
მოძრაობებით ნიკაპზე, ლოყებზე და კისერზე
 დარწმუნდით, რომ საპარსის წვერი არის კარგად მჭრელი და არა
დაბლაგვებული.
 არავითარ შემთხვევაში არ გაპარსოთ დაბლაგვებული საპარსით . ასეთ
დროს 10 შემთხვევიდან 8 მთავრდება კანის გაღიზიანებით და
ჭრილობებით
სახის გაპარსვა
პროცედურის თანმიმდევრობა
 პარსვა დაიწყეთ ლოყებიდან. მიიტანეთ საპარსი ლოყასთან ახლოს,
საიდანაც იწყება წვერი და ნელი მოძრაობით, საშუალო ძალით ზემოდან
ქვემოთ დაიწყეთ პარსვა
 საჭიროა გაპარსოთ იმ მიმართულებით როგორც იზრდება თმა და არა
საპირისპირო
 საპარსს ნუ დააწვებით ძალიან. საჭიროა ნაზი სწორი მოძრაობები
 ნიკაპის ქვემოთ პარსვისას საჭიროა პარსვა დაიწყოთ კისრიდან ნიკაპამდე
 დაიხმარეთ თავისუფალი ხელი შემდეგნაირად: დაჭიმეთ კანი და
გაასწორეთ ისეთი მიამრთულებით, რომ საპარსით მაქსიმაურად
კომფორტულად მიუდეთ
 ყოველი მეორე ჩამოსმის შემდეგ გაასუფთავეთ საპარსი. მიუშვირეთ
მომდინარე ცხელ წყალს, ან გაავსეთ ჭიქა წყლით და მასში ჩაყავით
სახის გაპარსვა
პროცედურის თანმიმდევრობა
 ბოლოს გაპარსეთ ნიკაპი და ულვაში
 გაპარსვის შემდეგ დაბანეთ სახე გრილი წყლით
 შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური კრემები, რომელიც არბილებს
კანს
 შეინახეთ და მიალაგეთ აღჭურვილობა
 მოიხსენით ხელთამანები, დაიბანეთ ხელი
 გააფორმეთ დოკუმენტაცია

You might also like