You are on page 1of 44

სასიცოცხლო ფუნქციები

სწავლის შედეგი 1
კრიტერიუმი 1.3
სასიცოცხლო ფუნქციები

 L. Vitalis- სასიცოცხლო მოვლენებთან


დაკავშირებული; სასიცოცხლო
 სასიცოცხლო ნიშნები არის მთავარი
მახასიათებლები, რომლებიც გვაძლევს აუცილებელ
ინფორმაციას ჯანმრთელობის მდგომარეობის
შესახებ
 სასიცოცხლო ნიშნის ცვლილება შეიძლება
მიგვითითებდეს დაავადების ან დაზიანების მიმართ
საპასუხო რეაქციაზე
როდის უნდა განისაზღვროს
სასიცოცხლო ნიშნები?
 განსაზღვრული საექთნო სქემის ან ექიმის
დანიშნულების მიხედვით.
ხანგრძლივი მოვლის რეჟიმში:
 დღეში ან კვირაში ერთხელ ან საჭიროების დროს .

კლინიკაში:
 ყოველ ცვლაში ან ყოველ საათში ან საჭიროების
მიხედვით
საექთნო დახმარების ფარგლებში:
 ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ექთანი
სასიცოცხლო ნიშნების განსაზღვრას
გამართლებულად ჩათვლის
• რუტინული-დილა-საღამოს
სამედიცინო დოკუმენტაციის
შევსების წესები
სამედიცინო დოკუმენტაცია არის
კომუნიკაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
რგოლი სამედიცინო დაწესებულებაში. ის

4
აძლევს საშუალებას ჯანდაცვის სხვადასხვა

Home_ Care_Georgia
სფეროს წარმომადგენლებს (რომელთაც აქვთ
ურთიერთობა პაციენტთან სხვადასხვა
ეტაპზე),გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი
კონცეფციები, დიაგნოსტიკური და
თერაპიული დანიშნულება, ვერბალური
მითითებები. 22/01
/24
სამედიცინო დოკუმენტაციის
შევსების წესები
 ყველა ახალ დოკუმენტში მიუთითეთ წელი და თარიღი
 პაციენტის ისტორიის ნომერი
 დიაგნოზი
 პაციენტის სახელი, გვარი

5
 ექთნის სახელი, გვარი

Home_ Care_Georgia
 ექიმის სახელი, გვარი
 არ ამოშალოთ რაიმე დოკუმენტიდან
 გადაშალეთ შეცდომა ერთი ხაზით და მიუთითეთ თქვენი
ინიციალები
 თუ რომელიმე ფურცელი დასვრილი ან დახეულია,
გააკეთეთ მისი კოპირება.
 არ შეცვალოთ ჩანაწერი დოკუმენტში - ეს დანაშაულია 22/01
/24
სასიცოცხლო ფუნქციებია

სხეულის ტემპერატურა
სუნთქვა
პულსი
არტერიული წნევა
სხეულის ტემპერატურა

 სხეულის სითბური მდგომარეობა, სხეულის


გათბობის დონე.
 სიცხე არის ზოგადი მდგომარეობის ავადმყოფური
ცვლილება მთავარი სიმპტომით - ტემპერატურის
მომატებით. ის წარმოადგენს დამცველ რეაქციას.
 ცვალებადი სიხშირეა
ტემპერატურის ცვალებადობა

 ჰიპერთერმია- მომატება
 ჰიპოთერმია-დაკლება
 ცხელება- ორგანიზმის რთული რეაქცია
გამაღიზიანებლებზე
სიცხის გამომწვევად შეიძლება
მოქმედებდეს
 ინფექციები
 სხეულის უჯრედების მოშლა
 სხეულში შეჭრილი უცხო სახის ცილა
 ნერვული მიზეზები
 მედიკამენტები
 წყურვილი (განსაკუთრებით ახალშობილებში
აქვს ადგილი ტემპერატურის აწევას სითხის
დანაკლისისას)
ტემპერატურა იზომება

 ორალურად - N 36.5 C – 37.5 - 10 წთ


 აქსილაურად - N 35.8 C - 37.0 C -8-10 წთ

 რექტალურად -N 37.0 C - 38.1 C – 2-4 წთ

 ტიმპანურად - N 36.8 C - 37.9 C 2-4 წთ


აქსილარული თერმომეტრიის
პროცედურის თანმიმდევრობა
• პაციენტის იდენტიფიცირება/რეგისტრირება (სახელი, გვარი,
ისტორიის N)
• აუხსენით პაციენტს პროცედურა და მისი მიზანი
• მიიღეთ მისგან სიტყვიერი თანხმობა
• უზრუნველყავით და დაიცავით პაციენტის პრივატულობა
• პაციენტს შეურჩიეთ მჯდომარე ან ზურგზე მწოლიარე
პოზიცია, მოათავსეთ კომფორტულად
• შეამოწმეთ თერმომეტრი - თერმომეტრი უნდა იყოს მუშა
მდგომარეობაში:
შეამოწმეთ მთლიანობა, ვერცხლისწყლის დონე უნდა
იყოს 35,50 დანაყოფს ქვემოთ. თუ თერმომეტრის ჩვენება ამ
მაჩვენებელს ჭარბობს, კარგად დაიჭირეთ რეზერვუარის
მოპირდაპირე ბოლოთი და დაფერთხეთ, ვიდრე
ვერცხლისწყალი არ ჩამოვა 35,50-ზე ქვემოთ;
აქსილარული თერმომეტრიის
პროცედურის თანმიმდევრობა
• დაიბანეთ ხელები (იხილეთ ხელის ჰიგიენური წესით დაბანის
პროტოკოლი)
• ჩაიცვით არასტერილური ხელთათმანი (იხილეთ იდს–ს
გამოყენების პროტოკოლი)
• ტანსაცმლისგან გაანთავისუფლეთ მხოლოდ მხრისა და
იღლიის მიდამო
• ავადმყოფს თხოვეთ ხელი ასწიოს ზევით, გაამშრალეთ
იღლიის არე და თერმომეტრი რეზერვუარის მხრიდან,
ციფერბლატით სხეულისკენ მოათავსეთ იღლიის ფოსოს შუაში
• ავადმყოფს მოახრევინეთ იდაყვის სახსარში, წინამხარი
დაადებინეთ გულმკერდზე და დააფიქსირებინეთ მისივე მეორე
ხელით
• დაინიშნეთ დრო ( 5-10 წთ)
აქსილარული თერმომეტრიის
პროცედურის თანმიმდევრობა
• ფრთხილად გამოიღეთ თერმომეტრი
• დაიჭირეთ თერმომეტრი ჰორიზონტალურად, წაიკითხეთ მისი
ჩვენება
• პაციენტს აცნობეთ თერმომეტრის ჩვენება
• დაფერთხეთ თერმომეტრი
• თერმომეტრი გაწმინდეთ/ჩაუტარეთ დეზინფექცია,
არაკრიტიკული სამედიცინო დანიშნულების საგნების წმენდის
შესაბამისი წესით (იხ.სამედიცინო დანიშნულების საგნების
წინასასტერილიზაციო წმენდა/დეზინფექციის პროტოკოლი)
• გაიხადეთ ხელთათმანი, დაიბანეთ ხელი
• დოკუმენტურად გააფორმეთ წაკითხული მონაცემი და
მოაწერეთ ხელი
• პროცედურის დროს შექმნილი ნებისმიერი პრობლემის შესახებ
მოახსენეთ ზემდგომ პერსონალს
ტემპერატურის გაზომვა
არაინვაზიური , უკონტაქტო
თერმომეტრით
• პაციენტის იდენტიფიცირება (სახელი, გვარი, ისტორიის N)
• აუხსენით პაციენტს პროცედურა და მისი მიზანი
• მიიღეთ მისგან სიტყვიერი თანხმობა
• უზრუნველყავით და დაიცავით პაციენტის პრივატულობა
• სტაციონარულ პაციენტს შეურჩიეთ მჯდომარე ან ზურგზე მწოლიარე
პოზიცია, მოათავსეთ კომფორტულად
• შეამოწმეთ თერმომეტრი - თერმომეტრი უნდა იყოს მუშა
მდგომარეობაში
• ტემპერატურის გაზომვის ადგილი (შებლი, საძილე არტერიის მიდამო,
სხივის არტერიის მიდამო) უნდა იყოს მშრალი/სუფთა
• საჭიროების შემთხვევაში გაზომვის ადგილი გაწმინდეთ მშრალი
ხელსახოცით
• დაიცავით გაზომვის მანძილი 5სმ–15სმ
• დოკუმენტურად გააფორმეთ წაკითხული მონაცემი და მოაწერეთ ხელი
• პროცედურის დროს შექმნილი ნებისმიერი პრობლემის შესახებ
მოახსენეთ ზემდგომ პერსონალს
ტემპერატურა

36-37 - ნორმა ანუ აფებრილური


37 –38 სუბფებრილური
38–39 ფებრილური
>39 ჰექტიური
>41 ჰიპერპირეტული
სიცხის ტიპები:

მდგრადი სიცხე
რემისიული - კლებადი სიცხე
დროდადრო შეწყვეტადი (გარდამავალი)
სიცხე
სიცხის დაწევა

ლიზისი- სიცხის თანდათანობითი დაწევა


დღეების განმავლობაში.
კრიზისი-სიცხის კრიტიკული დავარდნა.
კრიზისით ეცემა პულსის, სუნთქვის
სიხშირე.
სუნთქვა

სუნთქვა ხორციელდება ვენტილაციის საშუალებით


ვენტილაცია არის:
ჟანგბადის შესუნთქვა
ნახშირორჟანგის ამოსუნთქვა
სუნთქვაზე მოქმედი
ფაქტორები
 სუნთქვის ცენტრი
 შიში, განგაში, ტკვილი
 ცხელება
 ინფექცია და გულ-სისხლძაღვთა სისტემის
დაავადებები
სუნთქვის ტიპები

აბდომინალური კოსტალური
სუნთქვა ფასდება

სუნთქვის სიხშირით
 სუნთქვის რითმულობით
 სუნთქვის სიღრმით
სუნქვის სიხშირე

ნორმაში სუნთქვის სიხშირე - ეუპნეა 12-20


წთ. ზრდასრულისთვის
 მეტია ბავშვებში და ახალშობილებში
ნორმიდან გადახრა
ტაქიპნოე > 20
 ბრადიპნოე <12
სუნთქვის პროცესი

 ჩასუნთქვა
 პაუზა
 ამოსუნთქვა
 პაუზა
 ჩასუნთქვა ...
სუნთქვის პათოლოგიური ტიპები

ჩეინ–სტოკსის სუნთქვა
ბიოტის სუნთქვა
კუსმაულის სუნთქვა
სუნთქვის შეკავება–აპნოე
გრაფიკული გამოსახულებები
პულსი

გულის კუნთის შეკუმშვისას სისხლძარღვებში


სისხლის გადასროლის შედეგად წარმოქმნილ
ტალღას – პულსი ეწოდება
პულსის მახასიათებლები

სიხშირე
რითმი
ავსებადობა
პულსზე მოქმედი ფაქტორები

ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები


(კოფეინი, გაზიანი სასმელები)
ემოციური ფაქტორი (ტკივილი,
სირცხვილი, შიში, გაბრაზება)
ზოგიერთი მედიკამენეტი
ასაკი
პულსის ნორმალური სიხშირე 1 წთ
ახალშობილისათვის 130-140 წთ
ბავშვებისათვის 100 წთ
მოზრდილი ადამიანებისათვის 60-100
წთ
ხანდაზმულებისათვის 60 წთ
• სპორტსმენებისთვის 60 წუთში ს
პულსის ცვლილება

აჩქარებული პულსი - ტაქიკარდია


 > 100 წთ
 შენელებული პულსი - ბრადიკარდია <60
წთ
პულსის თანაბარი რითმი
არითმული პულსი
პულსი იზომება

სხივის არტერია
საძილე არტერია
საფეთქლის არტერია
ბარძაყის არტერია
მხრის არტერია
პულსის შეფასება

 სწორი ფორმა

არასწორი ფორმა
არტერიული წნევა

სისხლი სისხლძარღვებში მოძრაობისას


აწვება მათ კედლებს და ზეწოლით
წარმოქმნის არტერიულ წნევას
წნევაზე მოქმედი ფაქტორები

გულის დარტყმითი მოცულობა


სისხლის მოცულობა
ასაკი
სქესი
რასა
წონა
წნევა იზომება ვერცხლის წყლის სვეტის
მილიმეტრებში.
 სისტოლური ცალკე, დიასტოლური ცალკე
წნევის ორი დონე- სისტოლური

წნევას, რომელიც წარმოიქმნება სისტოლის


დროს გულის კუნთის შეკუმშვის შედეგად
სისტოლური წნევა ეწოდება, ანუ ეს არის
აორტასა და არტერიებში წარმოქმნილი
მაქსიმალური წნევა
არტერიული წნევის გასინჯვისას სისტოლურ,
ანუ ე.წ. “მაქსიმალურ” წნევას შეესაბამება
წნევის ზედა ციფრები (პირველ ციფრი).
წნევის ორი დონე-
დიასტოლური
წნევის მინიმალურ მაჩვენებელს, რომელიც
მიიღება პარკუჭების მოდუნების შემდეგ,
დიასტოლური წნევა ეწოდება. გულის
მოდუნების პროცესში წარმოქმნილ
დიასტოლურ, ანუ “მინიმალურ” წნევას (ანუ
ქვედა წნევა) შეესაბამება წნევის გასინჯვისას
დაფიქსირებული ბოლო ციფრი.
არტერიული წნევა

ნორმა - სისტოლური - < 120მმ ვწყ.სვ და


დიასტოლური - < 80მმ ვწყ.სვ
ჰიპერტენზია - სისტოლური 120-139 ვწყ.სვ.
და დიასტოლური 80-89 ვწყ.სვ.
ჰიპერტენზიის I ხარ.-სისტოლური
140-159 ვწყ.სვ. და დიასტოლური 90-99 ვწყ.სვ.
ჰიპერტენზიის II ხარ. -სისტოლური > 160
ვწყ.სვ და დიასტოლური >100 ვწყ.სვ
 წნევა იზომება-მხარზე, ბარზაყზე
წნევის საზომი აპარატები

 რივა-როჩის სფიგმომანომეტრი
 მექანიკური ტონომეტრი
 ავტომატური მაჯის წნევის აპარატი
 ავტომატური მკლავის წნევის აპარატი
არტერიული წნევის გაზომვა
როდის იზომება ა/წ?
•პაციენტის სასიცოცხლო ნიშნების რუტინული შეფასების
დროს (დილა-საღამო)
•პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე - დღეში
რამოდენიმეჯერ არტერიული წნევის მონიტორინგისა და
მკურნალობის/მედიკამენტების არტერიული წნევის ციფრებზე
ზემოქმედების გამოსავლენად
•ექიმის მოთხოვნით
•საჭიროების შემთხვევაში - ექთნის შეხედულებისამებრ
საჭირო არჭურვილობა:
•წნევის აპარატი
•სტეტოსკოპი/ფონენდოსკოპი
•შესაბამისი დოკუმენტაცია
•საწერი კალამი
არტერიული წნევის გაზომვა
• მოახდინეთ პაციენტის იდენტიფიცირება (სახელი, გვარი, ისტორიის N)
• აუხსენით პროცედურის მიმდინარეობა და მისი საჭიროება
• წნევის გაზომვა ხდება მშვიდ და კომფორტულ გარემოში. ოთახში,
სადაც იზომება არტერიული წნევა, არ უნდა ციოდეს, არ უნდა იყოს
ხმაური.
• საჭიროების შემთხვევაში პაციენტს მიეცით გარკვეული დრო
დამშვიდებისათვის (3-5 წთ)
• პაციენტის მჯდომარე პოზიცია:
• პაციენტი მოხერხებულად უნდა იჯდეს სავარძელში ან სკამზე, ფეხი
ფეხზე არ უნდა ჰქონდეს გადადებული, უნდა ეყრდნობოდეს სკამის
საზურგეს, იჯდეს ფეხებჩამოშვებული და ხელი უნდა ედოს მაგიდაზე,
ჰორიზონტალურად, ხელისგულით ზევით
• პაციენტის მწოლიარე პოზიცია:
• პაციენტი ჰორიზონტალურ მდგომარეობაშია. ხელი, რომელზეც
იზომება წნევა, უნდა იყოს სხეულის გასწვრივ, ხელისგულით ზევით
და იდაყვის სახსარში გაშლილი
არტერიული წნევის გაზომვა
•წნევის გასაზომად ეცადეთ გამოიყენოთ ერთი და იგივე ხელი
•თუ პაციენტს აქვს წნევის განსხვავებული მაჩვენებლები მარჯვენა და მარცხენა
ხელზე, წნევა უნდა გაზომოთ იმ კიდურზე, სადაც წნევა უფრო მაღალია
•ხელი უნდა იყოს მთლიანად გაშიშვლებული და გათავისუფლებული
მოჭერილი სამოსისაგან
•არ არის საჭირო მეორე ხელის ქვევიდან ამოდება
•იდაყვის მიდამოში პალპაციით მოძებნეთ მხრის არტერია
•მანჟეტი შემოახვიეთ პალპირებული არტერიიდან (იდაყვის ფოსოდან)
დაახლოებით 2,5 სმ-ით ზემოთ, მხარზე დადებული მანჟეტი უნდა იყოს
დაახლოებით გულის დონეზე
•ტონომეტრი ან სფიგმომანომეტრი მოხერხებულად დაიდეთ წინ ან დაამაგრეთ
სპეციალური სამაგრით ისე, რომ ციფრებს კარგად ხედავდეთ
•შეამოწმეთ ბუშტის ხრახნი
•მოირგეთ სტეტოსკოპი/ფონენდოსკოპი. დარწმუნდით, რომ გესმით კარგად
•მოათავსეთ უკვე მოძებნილ არტერიაზე.
•ჩაკეტეთ ბუშტის ხრახნი და დაიწყეთ მუფთაში(მანჟეტში) ჰაერის ჩაჭირხვნა
არტერიული წნევის გაზომვა
• მუფთაში წნევა გაზარდეთ არტერიაზე პულსაციის შეწყვეტიდან 30 მმ-
ით ზევით.
• ბუშტიდან ნელა გამოუშვით ჰაერი
• დააფიქსირეთ პირველი ტონის (რომელსაც გაიგონებთ) მაჩვენებელი
• პირველი ტონი არის სისტოლური წნევის მაჩვენებელი, რომელსაც
ავითარებს გული მხრის არტერიაში სისხლის გადასასროლად
• გააგრძელეთ მუფთიდან ჰაერის გამოდევნა და დააფიქსირეთ
მაჩვენებელი, რომელზეც ტონი გაქრება. ბოლო ტონის შემდეგ კიდევ
უსმინეთ 10-20 მმ.ვწყ.სვ. განმავლობაში
• ბოლო ტონი არის დიასტოლური წნევის მაჩვენებელი
• გამოდევნეთ დარჩენილი ჰაერი მუფთიდან და მოხსენით იგი
• პაციენტს გააცანით არტერიული წნევის მაჩვენებლები
• დაეხმარეთ პაციენტს მიიღოს მისთვის სასურველი პოზიცია
• დაიბანეთ ხელები
• შეავსეთ დოკუმენტაცია და მოაწერეთ ხელი
• მოახსენეთ ექიმს არტერიული წნევის ციფრების ნორმიდან გადახრისა
და წინა მონაცემებთან შედარებით ნებისმიერი ცვლილების შესახებ!
.
დიდი მადლობა
ყურადღებისთვის!

You might also like