You are on page 1of 14

თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია

დიალიზი ბერძნული სიტყვაა და გამოყოფას, დაშლას ნიშნავს. სისხლის გაწმენდა ანტიკურ ეპოქაშივე მედიცინის
აქტუალური პრობლემა იყო. მისი დახვეწილი მეთოდების შესაქმნელად მეცნიერები და მკვლევრები ასეულობით წლის
განმავლობაში მუშაობდნენ.
ჰემოდიალიზის ფიზიოლოგიური საფუძვლების ძიებას მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებისკენ მივყავართ – 1854 წელს
შოტლანდიელმა სწავლულმა თომას გრეჰემმა გამოაქვეყნა ნაშრომი “კოსმოსური ძალა”, სადაც ხსნარების დიფუზიის
პროცესი იყო აღწერილი და ამ მოვლენას დიალიზი უწოდა. 1913 წელს კი ამერიკელმა სწავლულმა ჯონ ჯეკობ აბელმა
შექმნა ჰემოდიალიზის აპარატი, რომელიც ხელოვნური თირკმლის აპარატის წინამორბედი გახლდათ. ადამიანს
დიალიზი პირველად 1924 წელს ჩაუტარდა, 1945 წელს კი კლინიკურ პრაქტიკაში პირველად დადასტურდა მეთოდის
ეფექტურობა. მას შემდეგ იგი საგრძნობლად დაიხვეწა და გაუმჯობესდა.
● გფრ ნაკლებინ5 მლ/წთ
● გფრ 5-15 ფარგლებში
აციდემიით, AEIOU
● აციდემია
● ჰიპერკალემია
● ინტოქსიკაცია
● სითხით გადატვირთვა-
გულის და სუნთქვის
პრობლემები
დიალიზებადი ნივთიერებები
სალიცილატები
ლითიუმი.
ალკოჰოლი
მაგნიუმის ლაქსატატები
ეთილენ გლიკოლი
დიალიზის მეთოდები
ჰემოდიალიზი

● საჭიროებს სისხლძარღვოვან მიდგომას


● სისხლი გამოდის ორგანიზმიდან+იფილტრება -ისევ ბრუნდება
● პროცედურა გრძელდება რამდენიმე საათი
● კვირაში სამჯერ
● რისკი ჰიპოტენზიის
როგორც პერიტონეალური დიალიზი, ასევე ჰემოდიალიზი ინიშნება თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს. ორივე
მეთოდს აქვს ჩვენებებიც და უკუჩვენებებიც, ამიტომ პროცედურა თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად უნდა
შეირჩეს. პაციენტს დაწვრილებით უნდა აეხსნას ორივე მეთოდის არსი, რათა, თუ არჩევანის საშუალება აქვს, თვითონვე
გადაწყვიტოს, რომელი პროცედურა უფრო მოხერხებულია მისთვის. განსაზღვრულ შემთხვევებში კი ექიმი უხსნის,
რომელი პროცედურაა მისთვის უფრო მეტად მიზანშეწონილი. მაგალითად, დიაბეტური ნეფროპათიის დროს
უმჯობესია პერიტონეალური დიალიზი ჩატარდეს, რადგან დიაბეტური ანგიოპათიის დროს არ არის სასურველი
სისხლძარღვებზე მანიპულაცია, ხოლო მუცლის ღრუს ანთებითი პროცესების დროს ჰემოდიალიზის ჩატარება ჯობია.
ჰემოდიალიზსა და პერიტონეალურ დიალიზს შორის არჩევანის გაკეთებისას ფსიქოლოგიურ ფაქტორსაც ენიჭება
მნიშვნელობა. ჰემოდიალიზის დროს პაციენტს კვირაში რამდენჯერმე უწევს კლინიკაში მისვლა პროცედურის
ჩასატარებლად, ხოლო პერიტონიალური დიალიზის ჩატარება თვითონვე შეუძლია შინ – რა თქმა უნდა, ჰიგიენის
წესების სრული დაცვით.
მწვავე უკმარისობის დროს თირკმელი უეცრად წყვეტს ფუნქციას. ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ანამნეზის
ზედმიწევნით შეკრებას და მიზეზის დადგენას. მისი აღმოფხვრის შემთხვევაში თირკმლის ფუნქცია უფრო სწრაფად
აღდგება. თუმცა ზოგჯერ თირკმლის მწვავე უკმარისობა 4 კვირაც კი გრძელდება. ქრონიკული უკმარისობის დროს
თირკმლის ფუნქციის აღდგენა შეუძლებელია; ამ დროს დიალიზის მიზანია ტოქსინებისა და ზედმეტი სითხისგან
ორგანიზმის გაწმენდა, მჟავატუტოვანი და ელექტროლიტური ბალანსის მოწესრიგება – ყოველივე ამის შედეგად
პაციენტის საერთო მდგომარეობა საგრძნობლად უმჯობესდება.
პერიტონეალური დიალიზი
● სითხის ცირკულირებს ხდება პერიტონეალური ღრუდან
● პერიტონეუმის გამოიყენება როგორც დიალიზის მემბრანა
● პროცედურას ყოველ დღე ჭირდება 4-6 საათი
● შესაძლოა სახლში ჩატარდეს პროცედურა
● რისკინპერიტონიტის
ჰემოდიალიზის დროს სისხლიდან ურემიული ტოქსინების წმენდა წარმოებს „ხელოვნური
თირკმლის“ აპარატის მეშვეობით. „ხელოვნური თირკმლის“ აპარატში სისხლის წმენდის
პროცესი ნახევრადგამტარი მემბრანის პრინციპზეა აგებული.

პერიტონეალურიდიალიზის დროს სისხლიდან ურემიული ტოქსინებისა და ჭარბი სითხის


ტრანსფორმირება ხორციელდება მუცლის ფარის გავლით. აღნიშნული ტოქსინები ჯერ
წინასწარ შეყვანილ სადიალიზო სითხეში ხვდება, ხოლო შემდეგ გარეთ იდევნება.
მზადება პროცედურისთვის

თითოეული პაციენტის წონის, არტერიული წნევის მაჩვენებლების, დიალიზშორის წონის მატების გათვალისწინებით,
ინდივიდუალურად ვარჩევთ დიალიზატორს, სადიალიზო სითხის შემადგენლობას, სისხლის ნაკადისა და
ულტრაფილტრაციის სიჩქარეს.

პაციენტის სავარძელზე მოთავსების შემდეგ იზომება არტერიული წნევა. კანის ანტისეპტიკური ხსნარით
დამუშავების შემდეგ შეიძლება არტერიო/ვენური ფისტულის პუნქცია: არტერიული ნემსის ბოლოსთან ერთდება
არტერიული მაგისტრალი, ხოლო ვენურთან - ვენური მაგისტრალი და ამგვარად, ექსტრაკორპორული კონტური
მიერთებულია ორგანიზმთან.

არტერიო-ვენური ფისტულის პუნქცია მეტნაკლებად მტკივნეულია პაციენტისთვის. უშუალოდ პროცედურის


მსვლელობისას შესაძლებელია არტერიული წნევის ცვალებადობა. სწორედ ამიტომ მიმდინარეობს მუდმივი
მონიტორინგი, შესაბამისი სიმპტომური მკურნალობა.

პროცედურის დასრულების შემდეგ ექსტრაკორპორულ კონტურში არსებული სისხლი უბრუნდება პაციენტს, რის
შემდეგაც შესაძლებელია არტერიო-ვენური ნემსების ამოღება. პუნქციის ადგილას სისხლდენის შესაჩერებლად
საჭიროა ხანმოკლე (5-10 წუთი) ზეწოლა. ორთოსტატური კოლაფსის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია
სავარძლიდან ადგომის წინ პაციენტისათვის წნევის გაზომვა. ასევე აუცილებელია წონის შეფასება პროცედურის
დასრულების შემდეგაც.
ჰემოფილტრაცია
გამოიყენება კრიტიკულად მძიმე პაციენტებში
ვასკულური მიდგომა
● იდეალური მეთოდია ფისტულა
● უკავშირდება არტერიას და ვენას
● ძურითადად ხელზე
● ყველაზე ნაკლები რისკია ინფექციის და თრომბოზის
● დიდგულა უნდა ჩადგას გამოცდილმა სპეციალისტმა
● კარგად ჩადგმული ძლებს თვეები
დიეტა
დიეტოთერაპიას დიალიზზე მყოფთათვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
თუ დიალიზამდე იზღუდება კალორაჟი და ცილოვანი პროდუქტები,
დიალიზზე გადასვლის შემდგომ, პირიქით, რაციონის
ენერგეტიკული ღირებულება საკმაოდ მაღალი უნდა იყოს.
აუცილებელია მარილის შეზღუდვა, რაც წყურვილის შეგრძნებას
ამცირებს. შეზღუდვა ეხება ელექტროლიტების შემცველ საკვებსაც
– იმ ხილსა და ბოსტნეულს, რომელიც ჰიპერკალიემიას იწვევს.
აუცილებელია სითხის ბალანსის დაცვა. ავადმყოფმა უნდა
აკონტროლოს საკუთარი წონა, მიიღოს ფოსფორით ღარიბი
პროდუქტები.
დიაბეტიკებს დიეტა უნდა დაენიშოთ ენდოკრინოლოგთან
შეთანხმებით, განსაკუთრებით იქ, სადაც საქმე ნახშირწყლებს
ეხება. საკვების 60% ცხოველური, ცილოვანი შემადგენლობისა
უნდა იყოს. ასაკოვანი პაციენტებისთვის აუცილებელია
ქოლესტერინის კონტროლიც და თუ საჭიროა, მის მარეგულირებელ
პრეპარატებსაც ვნიშნავთ.
მადლობა ყურადღებისთვის

You might also like