You are on page 1of 7

გლაუკომა

ტერმინი ,,გლაუკომა“ აერთიენებს თვალის დაავადების 60 მდე


ნოზოლოგიურ ფორმას განსხვავებული ეტიოლოგიით. აქედან
გამომდინარე, გლაუკომა ეს არის თვალის დაავადებების დიდი
ჯგუფი, რომლისთვისაც დამახასიათებელია თვალშიდა წნევის
მუდმივი ან პერიოდული მომატება მხედველობის ნერვისთვის
ასატან დონეზე მეტად.

გლაუკომა ქრონიკული, პროგრესირებადი, ორმხრივი


დაავადება, რომლის დროსაც მაღალი ან იშვითად ნორმალური
თვალშიდა წნევის ფონზე ვითარდება დამახასიათებელი
მორფოლოგიური ცვლილებები მხედველობის ნერვის დვრილში
(ექსკავაციის გაფართოება, გაღრმავება), და ბადურის ნერვული
უჯრედების შრეში (ნერვული უჯრედების შრის გათხელება
ნეირონების აპოპტოზის შედეგად), რასაც მოყვება
მხედველობითი ფუნქციების ტიპიური დაქვეითება -
მხედველობის ველის შევიწროვება ნაზალურად და
მხედველობის სიმახვილის თანდათანობითი დაქვეითება.

გლაუკომა და გლაუკომური ნეიროოპტიკოპათია ერთი და


იგივე მნიშვნელობის მატარებელია.

გლაუკომის დროს ზიანდება თვალის სადრენაჟო სისტემა,


რასაც მოყვება წყალწყალა ნამის დაქვეითებული განდევნა.
მომატებული თვალშიდა წნევა აწვება სკლერის დაცხრილურ
ფირფიტას და მექანიკური ფაქტორის გავლენით ფართოვდება
მხედელობის ნერვის ექსკავაცია. შედეგად ვითარდება
გლაუკომური ნეიროოპტიკოპათია. გლაუკომის განვითარებაში
დიდი როლი აქვს ასევე იშემიურ ფაქტორს.

მნიშვნელოვანია გლაუკომის ადრეული დიაგნოსტიკა და მისი


გამოვლენა. გლაუკომის დიაგნოზის დროული გამოვლინება
უნდა ეყრდნობოდეს გლაუკომის სადიაგნოსტიკო სტანდრტულ
და გაფართოვებულ მეთოდებით მიღებულ მონაცემებს, ასევე
თვალებს შორის მორფოლოგიურ და კლინიკურ
მახასიათებლებში ასიმეტრიის დაფიქსირებას, დაავადების
განვითარების რისკფაქტორების არსებობის პირობებში.
საყურადღებოა ასიმეტრია თვალებს შორის გლაუკომისთვის
დამახასიათეველ მაჩვენელებში (ექსკავაციის ზომაში,
რომელიც არ უნდა არემატებოდეს 0,2 თვალებს შორის, ასევე
საყურადღებოა თვალისშიდა წნევის სხვაობა 5 mmhg . მეტად
ორ თვალს შორის).

გლაუკომის განვითარების რიკს ფაქტორებს მიეკუთვნება:


მემკვიდრეობა, ასაკი, ახლომხედველობა (მიოპია), პრესბიოპიის
ადრეული განვითარება, გამოხატული პიგმენტაცია თვალის
სადრენაჟო აპარატის მიდამოში, ფსევდოექსფოლიაციური
სინდრომი, თვალბუდის არტერიაში და თავის ტვინის მკვებავ
სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევის ორგანული და
ფუნქციური დარღვევა.

გლაუკომის კლასიფიკაცია

წარმოშობის მიხედვით: პირველადი და მეორადი.

თვალის შიგა წნევის მომატების მექანიზმის მიხედვით:


ღიაკუთხიანი და დახურულკუთხიანი, რქოვანა– ფერადი გარსის
კუთხის დისგენეზით გამოწვეული გლაუკომა.

ასაკის მიხედვით: თანდაყოლილი, ინფანტილური (3–10


წლამდე), იუვენილური ( 11 დან 35 წლამდე ) და მოზრდილების
გლაუკომა 35 წელს ზემოთ პაციენტებში გვხვდება.

თვალის შიგა წნევის დონის მიხედვით: ჰიპერტენზიული და


ნორმოტენზიური.

მხედველობის ნერვის დვრილის დაზიანების ხარისხისა და


მხედველობის ველში არსებული ცვლილებების მიხედვით
გამოყოფენ 4 სტადიას: დაწყებითი,
განვითარებული,შორსწასული და ტერმინალური.

მხედველობის ველის პერიფერიული საზღვრები ნორმაში


ნაზალურად 55 გრადუსია, ტემპორალურად 80–90, ზედა 55,
ქვედა 65 გრადუსი.

I დასაწყისი სტადია - უმნიშვნელო ცვლილებები


მხედველობის ველის პარაცენტრალურ უბანში (ბიერუმის
ზონაში ერთეული სკოტომები სტატიკური პერიმეტრიის დროს,
კინეტიკური პერიმეტრია ავლენს 5-10 გრადუსით ნაზალური
სეგმენტის შევიწროვებას), ექსკავაციის უმნიშვნელო გადიდება.

II განვითარებული სტადია გამოხატული ცვლილებები


პარაცენტრალურ ნაწილში, მხედველობის ველის პერიფერიული
საზღვრების შევიწროვება ქვედა ან ზედა- ნაზალურ სეგმენტში
10 გრადუსზე მეტად, ექსკავაცია კიდითი ერთ-ერთ მერიდიანში.

III შორსწასული სტადია - მხედველობის ველის საზღვრები


კონცენტრულად არის შევიწროვებული, ამავე დროს ერთ ან მეტ
სეგმენტში 15 გრადუსზე ნაკლებია ცენტრალური საფიქსაციო
წერტილიდან, კიდითი სუბტოტალური ექსკავაცია.

IV ტერმინალური სტადია - მხედველობის სრული დაკარგვა ან


სინათლის შეგრძნება შუქის არასწორი პროექციით.

მიმდინარეობის მიხედვით: სტაბილიზირებული და


არასტაბილიზირებული.

ტონომეტრიის ნორმალურ დიაპაზონად მიჩნეულია 9 დან


21mmhg გოლდმანის მეთოდით, მაკლაკოვის მეთოდით
ტონომეტრიის დროს კი ნორმის ზედა ზღვარია 26 mmhg . 3 %
მეტ ჯანმრთელ პირებს თვალშიდა წნევა აქვს 24- 25 mmhg -ის
ფარგლებში. ყურადღება მისაქცევია რქოვანის სისქე
(პახიმეტრიის მაჩვენებლები), ვინაიდან წნევის მაჩვენებელი
დამოკიდებულია რქოვანის სისქეზე, რაც
გასათვალისწინებელია ტონომეტრიის მაჩვეებლების
შეფასების დროს. ნორმაში რქოვანის სისქე შეადგენს 550
მიკრონს. 600 მიკრონზე მეტი სისქის რქოვანის შემთხვევაში
თვალშიდა წნების მაღალი ციფრები უნდა იქნეს მიჩნეული
ნორმად.

წნევის დონის მიხედვით გამოყობენ a დონეს - 26 mmhg მდე ,


b დონეს - 26 დან 32 mmhg მდე და c დონეს 32 mmhg ზე მაღალი
წნევაა მაკლაკოვის მეთოდით მიღებული მაჩვენებლით.

ოფთალმოსკოპიის დროს მხედველობის ნერვის დვრილის


დეტალური შეფასება მთავარ როლს თამაშობს როგორც
დაავადების დიაგნოსტიკაში, ასევე პაციენტის დისპანსერული
მეთვალყურეობის პროცესსში. გარდა მხედველობის ნერვის
დვრილისა უნდა მიექცეს ყურადღება პერიპაპილარულ
ატროფიას (β, α ზონა), ნეირორეტინალურ სარტყელს,
სისხლძარღვებს).

გამოკვლევის წინ მხედველობის ნერვის შეფასების ხარისხის


ასამაღლებად აუცილებელია ხანმკლე მოქმედების
მიდრიატიკების გამოყენება. მიდრიაზის წინააღმდეგჩვენებაა
თვალის წინა საკნის დახურული კუთხე, გლაუკომის მწავე
შეტევა ან მეორე თვალზე გადატანილი გლაუკომის მწვავე
შეტევა.

აღსანიშნავია, რომ თვალის ფსკერის გამოკვლევის დროს


ყურადღება უნდა მიექცეს მხედველობის ნერვის დვრილის
ზომებს, ფორმას და ნეირორეტინალური სარტყლის
გაფერმკრთალებას, ექსკავაციის (მხედველობის ნერვის
ფიზიოლოგიური ჩაღრმავების ) ზომას დისკის დიამეტრთან
მიმართებაში, ექსკავაციის სიღრმესა და კონფიგურაციის
შეფასებას, სისხლძარღვოვანი კონის განლაგებას,
სისხლჩაქცევას მხედველობის ნერვის დვრილზე.

გლაუკომისთვის დამახასიათებელია: მხედველობის ნერვის


დვრილის ატროფიული ცვლილებები, რომელიც კლინიკურად
ვლინდება მხედველობის ნერვის დისკის გაფერმკრთალებით,
ექსკავაციის გაფართოებით , გაღრმავებით და
დეფორმაციით,ნეირორეტინალური სარტყლის
შევიწროვებით,რომელიც შეიძლება იყოს თანაბრად
შემცირებული მთელს პერიმეტრზე ან მხოლოდ ლოკალურად,
განსაკუთრებით იცვლება საფეთქლის მხრიდან.

მედველობის ნერვის დვრილი ზომა მერყეობს 1, 9 – 2, 8მმ².


დიდი ზომის მხედველობის ნერვის დვრილში დიდ ექსკავაცია
შესაძლოა იყოს ფიზიოლოგიური. ხშირად მიოპიური
რეფრაქციის ტვალებში მხედველობის ნერვი გვხვდება დიდი
ზომის და ექსკავაცია 0, 8 კი სესაძლოა ასეთი ნერვისთვის იყოს
ნორმა. ჰიოერმეტრიოებს ი ახასიათება პატარა ზომის
ექსკავაცია. მხედველობის ნერვის დვრილს აქვს
ვერტიკალურად გაწელილი ოვალის ფორმა, ხოლო ექსკავაციას
– ჰორიზონტალურად გაწეული ოვალის ფორმა. ნორმაში
ნეირორეტინალურ სარტყელს აქვს დამახასიათებელი
კონფიგურაცია. მისი სწორი შეფასებისთვის. გამოიყენება ISNT
წესი (Inferioir, Superior, Nasalis, Temporalis). ყველაზე სქელი
ნეირორეტინალური სარტყელი არის ქვედა სეგმენტში, შემდეგ
მცირდება შემდეგი თანმიმდევრობით ზედა, ნაზალურ მხარეს
და ყველე თხელია ტემპორალურ სეგმენტში. ნორმაში ასევე
ექსკავაცია ორივე თვალის უნდა იყოს სიმეტრიული.

გლაუკომის დიაგნოზის პაციენტს აუცილებელია გაუკეთდეს


გონიოსკოპია (რქოვანა - ფერადი გარსის კუთხეში არსებული
სადრენაჟო სისტემის სტრუქტურების შეფასება, მათი
პიგმენტაციის დონის განსაზღვრა ქულებით). 0 ქულა
ტრაბეკულის ზონაში პიგმენტის არარსებობა, 1 ქულა - სუსტი
პიგმენტაცია ტრაბეკულის უკანა ნაწილში, 2 ქულა - ინტენსიური
პიგმენტაცია ტრაბეკულის უკანა ნაწილში, 3 – 4 ქულა მთლიანი
ტრაბეკულის ინტენსიური პიგმენტაცია.

გლაუკომის დიაგნოზის დასმის შემთხვევაში მუდმივად უნდა


ვაწარმოოთ მონიტორინგი მხედველობის ნერვის დვრილის
მდგომარეობაზე, მხედველობის ველის მაჩვენებლებზე, რაც
მნიშვნელოვანია დანიშნული მკურნალობის ეფექტურობბის
შესაფასელად და ქირურგიული მკურნალობის საჭიროების
განსაზღვრისთვის.

გლაუკომის მკურნალობის პრინციპია თვალშიდა წნევის


დაქვეითება მხედველობის ნერვისთვის ტოლერანტულ
დონემდე. ამას უწოდებენ ასევე სამიზნე თვალშიდა წნევას,
რომლის ფონზეც არ ხდება გლაუკომის პროცესის
პროგრესირება. რაც უფრო მეტია გლაუკომის სტადია, მით უფრო
მეტად უნდა დაიწიოს თვალშიდა წნევა, რათა მიღწეულ იქნას
გლაუკომის სტაბილიზაცია.

გლაუკომის მკურნალობის კონსერვატიულ და ქირურგიულ


მეთოდებს გამოყოფენ.

თვალის შიგა წნევის დასაწევად გამოიყენება შემდეგი


ჯგუფის პრეპარატები:

1. β ადრენობლოკატორები ( თიმოლოლი)– წყალწალა ნამის


წარმოქმნას ამცირებს. გვერდითი მოვლენებია – ბრადიკარდია,
ბრონქოსპაზმი, არტერიული წნევის დაქვეითება.

2. კარბოანჰიდრაზის ინჰიბიტორები (ტრუსოპტი, აზოპტი)

3. ქოლინომიმეტიკები (პილოკარპინი), აძლიერებს წყალწყალა


ნამის გადინებას. ხანგრძლივი ჩაწვეთებისას ადგილი აქვს
კატარაქტის განვითარებას, გულისრევას, დიარეას.

4. α ადრენომიმეტიკი (კლოფელინი)– აძლიერებს წყალწყალა


ნამის გადინებას და მის პროდუქციას.

5. პროსტაგლანდინები (ქსალატანი, ტრავატანი)– თვალისშიდა


სითხის უვეოსკლერალური გადინების გაუმჯობესება. გვერდითი
მოვლენები ფერადი გარსისი გამუქება, თვალის ჰიპერემია ,
წამწამების ზრდა.

მედიკამენტოზური თერაპიის უეფექტობის შემთხვევაში


მიმართავენ მკურნალობის ლაზერულ მეთოდებს: სელექტიური
ლაზერული ტრაბეკულო პლასტიკა. გლაუკომის მწვავე შეტევის
დროს კეთდება YAG ლაზერული ირიდექტომია.
ნეოვასკულარული ტერმინალური გლაუკომის დროს ნაჩვენებია
დიოდ –ლაზერული ციკლოკოაგულაცია.

მკურნალობის ლაზერული მეთოდების და მედიკამენტური


თერაპიის კომბინირებული გამოყენების შემთხვევაში
დაავადების პროგრესირების შემთხვევაში მიმართავენ
სინუსოტომიას (შლემის არხის გარეთა კედლის გახსნა) -
საკუთარი სადრენაჟო სისტემის ფუნქციის გასაუმჯობესაბლად
ან ტრაბეკულექტომიას - დამატებითი გზის ფორმირება
თვალიდან სითხის განდევნისთვის.

რეფრაქტერული გლაუკომის კონსტანტირებისას


რეკომენდირებულია ანტიგლაუკომური სარქველის
იმპლანტაცია. ყველა ზემოთ აღნიშნული ღონისძიება
მიმართლია გლაუკმის პროცესის სტაბილიზაციისკენ და
სიცოცხლის ბოლოდე მხედველობითი ფუნქციების
შენარჩყუნებისკენ.

გლაუკომის სსვადასხვა ნოზოლოგიური ფორმები

გამოყოფენ გლაუკომის შემდეგ ტიპებს: თანდაყოლილი


გლაუკომა, თანდაყოლილი გლაუკომა შერწყმული ორგანიზმის
სხვა დაავადებებთან, პირველადი ღიაკუთხიანი გლაუკომა,
რომლის სახეებიცაა მარტივი, ექსფოლიაციური, პიგმენტური და
გლაუკომა ფსევდონორმალური წნევის.

დახურულკუთხიანი გლაუკომა გამოწვეული შეიძლება იყოს


გუგის ბლოკით (seclusion oclusio pupillae), პირველადი
დახურულკუთხიანი გლაუკომა ბრტყელი ფერადი გარსით,
დახურულკუთხიანი გლაუკომა ფაკოვიტრეალური ბლოკით
(ავთვისებიანი გლაუკომა).

მეორადი გლაუკომის სახეებია: ანთებით, ფაკოგენური,


ტრავმული, ოპერაციისშემდგომი, ნეოპლასტიური,
სისხლძარღვოვანი ანუ ნეოვასკულარული,
ფლებოჰიპერტენზიული – ხშირად აქვთ პაციენტებს შაქრიანი
დიაბეტით ან თრომბოზით. არის ასევე დისტროფიული
გლაუკომა (ირიდოკორნეოენდოთელიალური სინდრომი).

თანდაყოლილი გლაუკომა

You might also like