You are on page 1of 12

სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან

თბილისის
სახელმწიფო
სამედიცინო
უნივერსიტეტის 3
კურსის სტუდენტი
ქუტიძე თამარი
ბანცაძე თომა
დეფინიცია
 სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან - ეს საყლაპავის,
კუჭის ან ნაწლავის ღრუში სისხლის მოხვედრაა,
რომელიც ჩამოთვლილ ორგანოთა სისხლძარღვების
დაზიანებით არის გამოწვეული. ამ პროცესს ერთვის
სისხლის დაკარგვის კლინიკური ნიშნებიც. სისხლი
შეიძლება დიოდეს კუჭ-ნაწლავის როგორც ზედა, ისე
ქვედა ნაწილებიდან. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა
ნაწილიდან სისხლდენად მიიჩნევენ სისხლდენას
საყლაპავი მილიდან, კუჭიდან და თორმეტგოჯა
ნაწლავიდან. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქვედა
ნაწილებიდან სისხლდენა თორმეტგოჯა ნაწლავსა და
სწორ ნაწლავს შორის არსებულ უბანში ლოკალიზდება.
კუჭ-ნაწლავის ზედა ნაწილებიდან
სისხლდენის მიზეზები
 კუჭის პეპტიკური წყლული. წყლული
საჭმლის მომნელებელი სისტემის კედლის
დაზიანებაა, ეროზია. წყლულები უმეტესად
კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავში ჩნდება.
ამ ორგანოთა  კედლის დაზიანებას
ზოგჯერ სისხლძარღვის დაზიანება და ამის
შედეგად განვითარებული სისხლდენაც
მოსდევს. მთლიანობადარღვეული
ლორწოვანი გარსი კუჭის (მჟავა) წვენის
აგრესიული ზემოქმედებისადმი
წინააღმდეგობის უნარს კარგავს. ანთების
საწინააღმდეგო არასტეროიდული
პრეპარატების, ასპირინის, ალკოჰოლის,
სიგარეტის ხანგრძლივი გამოყენება
წყლულების განვითარებას უწყობს ხელს.
ლორწოვანი გარსი განსაკუთრებული
ბაქტერიის -helikobacter pylori-ს -
ცხოველმყოფელობის შედეგადაც
შეიძლება დაზიანდეს. გასტრიტი - კუჭის
კედლის ანთებას შესაძლოა სისხლდენა
მოჰყვეს.
*კუჭ-ნაწლავის ზედა ნაწილებიდან
სისხლდენის მიზეზები
 მელორი-ვეისის სინდრომი -
კუჭის კედლების მთლიანობის
დარღვევაა, რომელიც
ხშირად მოსდევს ღებინების
ან გულისრევის შეტევებს.
აღნიშნული პათოლოგიის
დროს სისხლდენას შესაძლოა
პროვოცირება გაუწიოს
კრუნჩხვამ, ძლიერმა ხველამ
ან ისტერიულმა სიცილმა,
სიმძიმის აწევამ, კუნთების
გაჭიმვამ, მშობიარობამ.
**კუჭ-ნაწლავის ზედა ნაწილებიდან
სისხლდენის მიზეზები
 საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერება - საყლაპავისა და
კუჭის  ვენების გაგანიერება და მისი (ვენების) კედლების
გათხელება უმეტესად ღვიძლის დაავადებების შედეგია. ეს
პათოლოგია ხშირად ღვიძლის ალკოჰოლური ციროზის ფონზე
წარმოიშობა. აღნიშნული ლოკალიზაციის სისხლდენა შესაძლოა
ყოველგვარი წინაპირობის გარეშეც დაიწყოს. როგორც წესი, ასეთი
სისხლდენა მასიურია და კატასტროფულ შედეგებს იწვევს. 
სისხლდენა კუჭ-ნაწლავის
ტრაქტის ქვედა ნაწილიდან
 დივერტიკულოზი - ის
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის
ქვედა ნაწილიდან
სისხლდენის ერთ-ერთი
ყველაზე გავრცელებული
მიზეზია. დივერტიკულს 
უწოდებენ ნაწლავის
გამობერილობას. ასეთი
წარმონაქმნები მსხვილი
ნაწლავის კედლების
სისუსტისა და
გათხელების შედეგია.
სისხლდენა კუჭ-ნაწლავის
ტრაქტის ქვედა ნაწილიდან
 პოლიპები - ისინი კუჭ-ნაწლავის
ტრაქტის არასიმსივნურ
დაავადებებს მიეკუთვნება.
მსგავსი ახალწარმონაქმნები
უმეტესად 40 წელს გადაცილებულ
ადამიანებს უჩნდებათ. უიშვიათეს
შემთხვევებში პოლიპი შეიძლება
სიმსივნურ ახალწარმონაქმნში
გადაიზარდოს. ნაწლავის
პოლიპმა შესაძლოა ძლიერი
სისხლდენა გამოიწვიოს.
როდესაც სისხლდენა ნაკლებად
უხვი და სუსტია, აღნიშნული
ახალწარმონაქმნები შესაძლოა
შეუმჩნეველი დარჩეს.
სიმპტომები
 კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მწვავე სისხლდენა
ვლინდება სისხლიანი პირღებინებით, სისხლიანი
ან შავი ნაწლავური გამონაყოფით, კუპრის მსგავსი
განავლით. ამ პათოლოგიის სიმპტომებს შეიძლება
მივაკუთვნოთ: საერთო სისუსტე; სწრაფად დაღლა;
ქოშინი; ტკივილი მუცლის მიდამოში; კანის
სიფერმკრთალე; სისხლიანი ღებინება (კუჭ-
ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილიდან სისხლდენის
დროს). მკვეთრი წითელი ან მუქი ბორდოსფერი
განავლოვანი მასები შესაძლოა კუჭ-ნაწლავის
ქვედა ნაწილიდან.
რა დიაგნოსტიკური
საშუალებებია
აუცილებელი? 
 აუცილებელია კომპლექსური სამედიცინო
გამოკვლევის ჩატარება და ანამნეზის
შეკრება.  ხდება სწორი ნაწლავის თითით
გასინჯვა. დიდ სამედიცინო ცენტრებში
ტარდება ციფრული რექტოსკოპია სწორ
ნაწლავში სისხლის ვიზუალური აღმოჩენის
მიზნით. ენდოსკოპი - მოწყობილობა,
რომელიც კამერიანი გრძელი მილისგან
შედგება, ცხვირის გავლით კუჭში ან სწორი
ნაწლავის გავლით მსხვილ ნაწლავში
შეაქვთ სისხლდენის მიზეზისა და
ლორწოვანი გარსის დაზიანების ადგილის
გასარკვევად. ეს პროცედურა
დიაგნოსტიკური და სამკურნალოცაა,
რადგან მიზეზის დადგენასა და
სისხლდენის შეჩერებაში გვეხმარება.
სისხლდენის დროს ენდოსკოპის
მეშვეობით ხდება სისხლმდენი ადგილის
მოწვა ან მისი სპეციალური
ნივთიერებებით დაფარვა. ეს მცირე
ოპერაციული ჩარევაა.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან
სისხლდენის მკურნალობა
 კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ძლიერი სისხლდენის
დროს არ არსებობს თვითმკურნალობის
არანაირი მეთოდი - დაუყოვნებლივ უნდა
მიმართოთ გადაუდებელი სამედიცინო
დახმარების ცენტრს. გამოიძახეთ სასწრაფო
დახმარება, ავადმყოფს მუცელზე დაადეთ ცივი,
ჩაატარეთ შოკის საწინააღმდეგო ღონისძიებები.
ის მჯდომარე უნდა გადაიყვანოთ. შინაგანი
სისხლდენის ნიშნები: ადამიანი სუსტდება,
ტკივილს შესაძლოა ვერც კი გრძნობდეს;
ფერმკრთალია, ამცივნებს და ცივი ოფლი ასხამს;
აქვს თავბრუხვევა და თვალწინ - მუქი რგოლები;
სუნთქვა სუსტია და ზერელე; ხელის დაჭერისას
მუცელი შებერილი, მაგარი და მტკივნეულია.
ავადმყოფმა შესაძლოა ემბრიონის პოზა
მიიღოსრეანიმაციული ღონისძიებების
აუცილებლობის შემთხვევაში ექიმი ნიშნავს
ვენიდან სითხეების გადასხმას. ზოგ შემთხვევაში
შესაძლოა სისხლის გადასხმაც გახდეს საჭირო.
 ზოგჯერ კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენას
ქირურგიულად მკურნალობენ
გამოყენებული ლიტერატურა
 Barkun AN, Bardou M, Kuipers EJ, Sung J, Hunt RH, Martel M, Sinclair P.,
International Consensus Upper Gastrointestinal Bleeding Conference Group.
International consensus recommendations on the management of patients with
nonvariceal upper gastrointestinal bleeding. Ann. Intern. Med. 2015 Jan
19;152(2):101-13.[PubMed]
 Rockall TA, Logan RF, Devlin HB, Northfield TC. Risk assessment after acute upper
gastrointestinal haemorrhage. Gut. 2016 Mar;38(3):316-21. [PMC free article] [
PubMed]
 Rockall TA, Logan RF, Devlin HB, Northfield TC. Selection of patients for early
discharge or outpatient care after acute upper gastrointestinal haemorrhage. National
Audit of Acute Upper Gastrointestinal Haemorrhage. Lancet. 2010 Apr
27;347(9009):1138-40. [PubMed]
 Sreedharan A, Martin J, Leontiadis GI, Dorward S, Howden CW, Forman D,
Moayyedi P. Proton pump inhibitor treatment initiated prior to endoscopic diagnosis
in upper gastrointestinal bleeding. Cochrane Database Syst Rev. 2015 Jul 07;
(7):CD005415. [PubMed]
მადლობა ყურადღებისთვის !

You might also like