You are on page 1of 4

1) საზარდულის თიაქარი შეიძლება იყოს გარეთა ირიბი და სწორი ანუ პირდაპირი.

საზარდულის გარეთა ირიბი თიაქარი იყოფა თანდაყოლილ და შეძენილად .

თანდაყოლილი გამოწვეულია სათესლე ჯ ირკვლის მიერ პერიტ ონეუმის


პარიეტ ული ფურცლის ჩაყოლებით სათესლე პარკისკენ . ეს ფურცელი
ჩამოყალიბდება ბუდობრივ მორჩად და თან წაიღებს განივ ფასციას და მუცლის
წინა კედლის სხვა ელემენტ ებს . Ეს იწვევს საზ არდულის არხისა და სათესლე
პარკის ჩამოყალიბებას . მაგრამ თუ სათესლე ჯ ირკვლის გზ ამკვლევი ჭიმი
ობლიტ ერაციას არ განიცდის დროულად იქმნება პირობა თანდაყოლილი
თიაქრის განვითარებისთვის .

საზარდულის ირიბი შეძენილი თიაქარი გამოდის საზარდულის არხიდან და თითით


გამოკვლევით ადვილად დგინდება. აქვს 4 სტადია: ირიბი თიაქრის დასაწყისი ფორმა ,
საზარდულის არხის ირიბი თიაქარი, საზარდულის სათესლე ბაგირაკის თიაქარი ,
საზარდულის სათესლე პარკის თიაქარი.

საზ არდულის სწორი ანუ პირდაპირი თიაქარი შედარებით იშვიათია და


ყოველთვის შეძენილია . ის საზ არდულის შუამდებარე ფოსოდან იწყება გამოდის
საზ არდულის გარეთა რგოლში და არასოდეს არ ჩადის სათესლე პარკში .
უმეტ ესად ორ მხრივია და არ აქვს ტ ენდენცია ჩაჭედვისკენ . Საზ არდულის
რგოლის დიგიტ ალური გასინჯ ვისას ეპიგასტ რალური არტ ერიის პულსაციას
თიაქრის კარის ლატ ერალურად შევიგრძნობთ , ირიბი თიაქრისას კი
მედიალურად . სწორი თიაქარი ქალებში არ ვითარდება

მკურნალობა ოპერაციული, მიდგომა პუპარტის იოგის პარალელურად და 2სმ-ით


მედიალურად.

2) კისრის მიდამოს აბსცესი და ფლეგმონა შეიძლება გამოიწვიოს ჭრილობამ,


ჩირქოვანმა პროცესმა კანზე, პირის ღრუში, ჯბის ძვალსა და კბილებზე, ლიმფადენიტით
და ა.შ
უხშირესად გვხვდება კისრის ზედა მესამედში ქვედა ყბის არეში, ახასიათებს მტკივნეული
სპასტიური კისერმრუდობა და რეტროფარინგეალური აბსცესის დროს სუნთქვის
გაძნელება. ზედა სუბმანდიბულური ფლეგმონა ქვედა ყბის ლიმფური კვანძების
ადენოფლეგმონად ითვლება (ხასიათდება შესიებით, შეწითლებით, პალპაციით
მტკივნეულობით) , ღრმა სუბმანდიბულური კი პირის ღრუს ძირის და ლუდოვიგის
ანგინად იწოდება (იწყება მწვავედ შემცივნებით და მაღალი ტემპერატურით, ახასიათებს
პირის ღრუს დიფუზური შეშუპება).

კისრის შუა ნაწილის აბსცესი და ფლეგმონა უფრო იშვიათია უხშირესად ანგინის და


ქუნთრუშას დროს გვხვდება. ძირითადად ღრმად მსხვილი სისხლძარღვების არეში
არსებული ლიმფური კვანძების დაჩირქების შედეგად ვითარდება

ლავიწზედა ფოსოს ფლეგმონა და აბსცესიც ლიმფური კვანძების დაჩირქების შედეგია .


მკერდლავიწდვრილისებრ კუნთსა და ტტრაპეციისმაგვარ კუნთს შორის .
მკურნალობა იწყება ფართო სპექტრის ანტიბიოტიკით და შემდგომ ქირურგიული ჩარევა
საჭიროებისამებრ.

3) ფილტვის ექინოკოკოზი - 70-80% შემთხვევაში კვერცხი ხვდება საჭმლის


მომნელებელი სისტემიდან ვენური გზით ღვიძლში, 6-20% შემთხვევაში ის ამ პირველ
ფილტრს გასცდება და ქვემო ღრუ ვენისა და მარჯვენა წინაგულის გავლით ხვდება
ფილტვის ქსოვილში. აქ ის იზრდება ძალიან ნელა (5-6 წელი გამოვლინებამდე).

აქვს გარეთა ფიბრინოზული გარსი და შიგნით პარაზიტის გარსი (ქიტინის გარსი)


რომელიც ორშრიანია და შიგნითა ჩანასახოვანი გარსიდან წარმოიქმნება შვილეული
ბუშტუკები.
ქიტინის და ფიბროზული გარსები გამოყოფილია ნაპრალისებრი არხით რომელიც სავსეა
საკვები სითხით და შვილეული ბუშტუკებით.

აქვს სამი სტადია: პირველი უსიმპტომო, მეორე პერიოდი სანამ მთლიანობა


შენარჩუნებულია და ფილტვის ექინოკოკოზის სიმპტომებია და ბრონქის სანათურში
გახსნა ანუ გართულება.

მეორე სტადიაში ჩნდება სისხლიანი ხველა, ტკივილი გულმკერდის არეში , ტემპერატურა ,


ქოშნი, ოფლიანობა.

თუ ექინოკოკი გაიხსნა ბრონქში გამოვლინდება დიდი რაოდენობით უფერო ნახველით ,


თუ პლევრაში მაშინ დახურული პნევმოთორაქსით, ჩირქოვანი პლევრიტით .

დიაგნოსტიკა კტ-თი ხდება, ვადიფერენცირებთ სხვა ცისტური წარმონაქმნებისგან .

ღია ექინოკოკექტომია გულისხმობს პუნქციით დაცლას, შემოფარგვლას და შემდეგ


გახსნას და პარაზიტის ამოღებას, შემდეგ ამუშავებენ ფორმალინის ხსნარით .

იდეალური ექინოკოკექტომია ფიბროზულ კაფსულასთან ერთად პარაზიტის მოცილებას


ანუ ცისტექტომაის გულისხმობს

Შეიძლება ფილტვის წილის ან სეგმენტის მოკვეთაც.

4) მექანიკური გაუვალობის სახეები - შეიძლება იყოს 1 ობსტრუქციული (უცხო სხეულით-


ბეზოარით, კენჭით, ჭიებით, მეკონიუმით, განავლოვანი კენჭით, სიმსივნით გამოწვეული
სტრიქტურით ან სტენოზით) 2 სტრანგულაციური - ნაწლავთან ერთად მკვებავი
სისხლძარღვების დახშობა (ჩაჭედვა თიაქრისას, კვანძი, შემოგრეხა - ნაწიბურებით ან
შეხორცებით, ინვაგინაცია)

ხდება სტაზი, ლოკალური ჰიპოქსია და პერიტონეუმშ ბაქტერიების პენეტრაცია ,


ტოქსიკემია ენდოტოქსიკოზი. წყლის და ელექტროლიტების ცვლის დარღვევა, ღებინება .
ახასიათებს მუდმივი ტკივილი, მისი გაქრობა ცუდი პროგნოზის ნიშანია

დიაგნოსტიკა პერისტალტიკის ხმიანობით, ინსპექციით ნაწიბურების სანახავად ,


რენტგენო კონტრასტული გამოკვლევა, ულტრასონოგრაფია.
კურნალობა ჯ ერ ანტ იშოკური სითხე , ელექტ როლიტ ები , ოყნა , კვების აკრძალვა .
ასწრაფო ოპერაციას საჭიროებს მექანიკური გაუვალობა კენჭით , სიმსივნით ,
ნაწიბუროვანი შეხორცებით . ხდება შუა ლაპარატ ომია , სითხის ასპირაცია
პერიტ ონეუმიდან , კუჭის რეტ როგრადული დაცლა . ნაწლავის ნეკროზ ის
შემთხვევაში ხდება რეზ ექცია ანასტ ომოზ ით პირით პირში .

5. მწვავე პანკრეატიტის სახეები - მექანიკური ფაქტორებით გამოწვეული (სანაღვლე


გზების დაავადებები 40-60%, ტრავმები), ტოქსიური მეტაბოლური ფაქტორებით
გამოწვეული ( ალკოჰოლიზმი, ურემია, ჰიპერკალიემია, მორიელის შხამი )
მედიკამენტოზური,
ვასკულარული, ინფექციური, იდიოპათიური.

6. ასციტი - მუხლის ღრუში სითხის დაგროვება.


● შეგუბებითი(პორტული მიზეზით - ღვიძლის ციროზი, ბად ჰიარის სინდრომი,
ჰეპატიტი; კარდიალური ასციტი მარჯვენა გულის ნაკლოვანებისას),
● სიმსივნური(პერიტონეალური კარცინოზი, ღვიძლის მეტასტაზი, ლიმფური
სისტემის დაავადებები),
● ანთებითი(ბაქტერიული, ტუბერკულოზური, პანკრეატიტი),
● სხვა მიზეზით გამოწვეული(ჰიპოალბუმინემია ნეფროზული სინდრომის,
ალბუმინის ნაკლებობის სინდრომის გამო)
გამოვლინდება მუცლის სიმეტრიული გადიდებით, პერკუტორული მოყრუებით .
გადამწყვეტია სონოგრაფია და ლაპაროცენტეზი. სითხე თუ ჰემორაგიულია მიგვანიშნებს
სიმსივნესა და ტუბერკულოზზე, თუ ქილოზურია გულმკერდის სადინარის დაზიანებაზე ,
ლიმფომასა და ლეიკემიაზე.

7. ჰემოლიზური ანემია - ზრდასრული ერითროციტების დაჩქარებული დაშლა


მაგალითად ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია, სფეროციტოზი, თალასემია
თანდაყოლილი - ერითროციტის სპეციფიკური დეფექტის გამო იშლება
შეძენილი -ერითროციტი ნორმალურია მაგრამ სხვა ფაქტორების გამო იშლება

სფეროციტოზისას ერითროციტები ადვილაშეღწევადია ნატრიუმისათვის რის გამოც


სფერული და მყიფე ხდება და ელენთაში იშლება 10 დღეში. დიაგნოსტიკა
ერითროციტების ფორმით, ხოლო მკურნალობენ სპლენექტომიით.

ენზიმოპათიის მაგალითია გლუკოზოფოსფატდეჰიდროგენაზას ან პირუვატკინაზას


ნაკლებობა. ამ ჰიპერსპლენიზმის დროს სპლენექტომია არც ისე ეფექტურია.

8.პერიტონიტის კლასიფიკაცია - აქ წიგნში რაც ეწერა იმას შეეწინააღმდეგა


მიმდინარეობის მიხედვით არის მწვავე (95% ბაქტერიულია) და ქრონიკული
გავრცელების მიხედვით, შემოფარგლული, დიფუზური და ტოტალური.
პათოლოგანატომიურად არსებობს სეროზული, ფიბრინოზული, ჰემორაგიული , ჩირქოვან -
პუტრიდული და განავლოვანი.
სტადიის მიხედვით რეაქტიული 1-24 სთ, ტოქსიური 24-72სთ, ტერმინალური 72სთ-ზე მეტი.

9. ქვემო კიდურების ვენების მწვავე ანთება - თრომბოფლებიტი - ვენის კედლის


ანთება და თრომბის ჩამოყალიბება. თუ ვარიკოზულია ვარიკოფლებიტი.
თრომბოფლებიტი ეხება ზედაპირულ ვენებს ღრმა ვენების შემთხვევაში ეწოდება
ფლებოთრომბოზი(ამ დროს ანთებით პროცესი არ არის გამომწვევი, სისხლის
ბიოქიმიური ხასიათის გამო წარმოიქმნება თრომბი).

არსებობს თრომბოფლებიტის - ასეპტიური (ტრავმისშემდგომი, ვარიკოზული ,


მედიკამენტოზური, ინფუზიისშემდგომი) და ინფექციური (ბაქტერიების შეჭრით ) ფორმები
თრომბოფლებიტის 95% ქვემო კიდურშია, ახასიათებს სწრაფი დაწყება და ტრიადა :
ჰიპერემია, ინფილტრატი, შეშუპება. ჰიპერემია ვენის გაყოლებაზე. ტემპერატურა
სუბფებრილურია თუ თრომბი არ დაჩირქდა და სეფსისი არ განვითარდა . დიაგნოსტიკა
მარტივია თუ პირველადი თრომბოფლებიტი არაა და ვენა გაგანიერებულია. თუ
პირველადია დიფერენციალური დიაგნოსტიკა ტარდება პერიოსტიტთან ,
ლიმფანგიტთან, წითელ ქართან, კვანძოვან ერითემასა და კვანძოვან ვასკულიტთან .

მკურნალობა ადგილობრივად ანტიკოაგულანტების მალამოთი, ელასტიურიბინტით


დაბინტვა, ანტიანთებითი და ანალგეტიკური საშუალებები.

დაჩირქებისას პუნქცია ანტიბიოტიკით

ვარიკოფლებიტის დაჩირქებისას გაკვეთა და თრომბის ამოღება

10. ტიტცეს სინდრომი - ნეკნის ხრტილოვან ნაწილში, არასიმსივნური მტკივნეული


წარმონაქმნის ჩამოყალიბება, ცალმხრივია და აზიანებს მარცხენა მე-2 ნეკნის ხრტილს
იშვიათად მე-3, მე-4 ნეკნების ხრტილს. პროცესი მიმდინარეობს ასეპტიური ანთბით .
დიაგნოსტიკა რენტგენოლოგიურია დაზიანებული ნაწილი გასქელებულია
შესახსრებასთან კი მადეფორმირებელი ართროზია.

მკურნალობაკონსერვატიულია, ფიზიოთერაპიით(პარაფინის აპლიკაციები ),


რენტგენოთერაპიით, ნოვოკაინისა და ჰიდროკორტიზონის ადგილობრივი შეყვანით

You might also like