You are on page 1of 13

კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის

წყლულოვანი დაავადების
გართულებები

მედიცინის მე8 სემესტრი, მე8 ჯგუფი- თამარ ფიფია


კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის გართულებები:

• სისხლდენა

• წყლულის პერფორაცია

• პენეტრაცია

• კუჭის გასავლის სტენოზი

• მალიგნიზაცია
სისხლდენა
წყლულოვანი დაავადების ერთ-ერთი გართულებაა
სისხლდენა. 3-5% შემთხვევაში წყლულისაგან
აროზირებული სისხლძარღვი შეიძლება გახდეს კუჭიდან
მასიური სისხლდენის მიზეზი.

კლასიფიკაცია: ფორესტმა მოგვაწოდა კუჭიდან


სისხლდენის კლასიფიკაცია, რომელიც არის ენდოსკოპიური
კლასიფიკაცია:
ტიპი I A - პულსირებადი არტერიული სისხლდენა
წყლულიდან.
ტიპი I B- ჟონვადი აქტიური სისხლდენის არსებობდა
წყლულიდან.
ტიპი II A- წყლულის ფუძეზე ჩანს ახალი წითელი
დათრომბილი სისხლძარღვი, ამ დროს დიდია რისკი
განმეორებითი სისხლდენის.
ტიპი II B- წყლულის ფსკერზე ჩანს ძველი სისხლდენის
ნიშნები (ჰემატომის ნადები წყლულის ფსკერზე, ე.წ.
"შავფსკერიანი წყლული") ადგილი აქვს სისხლდენის
გარანტირებულ შეჩერებას.
ტიპი III -ჩანს წყლულოვანი დეფექტი სისხლდენა იყო
ანამნეზში.
კლინიკა:

ანემია, სისხლიანი ღებინება (ყავის


ნახარშისმაგვარი ღებინება), შავი განავალი
(მელენა-კუპრივით შავი განავალი), მასიური
სისხლდენის დროს ადგილი აქვს ჰემორაგიულ
შოკს.
წყლულის ეს გართულება უმეტესწილად
მიმდინარეობს სისხლიანი ღებინებით. უმრავლეს
შემთხვევაში ზემო გასტროინტერსტინული
ტრაქტიდან სისხლდენა სპონტანურად ჩერდება
(65%), 30%ში ჯერ შეჩერდება და შემდგომ
განმეორდება, 5%ში მკურნალობას
დაუმორჩილებელია- პერსისტირებულია.
90% შემთხვევაში 72სთ-ის განმავლობაში ადგილი
აქვს პირველი სისხლდენიდან განმეორებით
რეციდივს.

დიაგნოსტიკა:

დიაგნოზის დასმა ხდება ენდოსკოპიური მეთოდით .


მკურნალობა:
კონსერვატიული ღონისძიებები:
ცენტრალურ ვენაში ახალი სისხლის გადასხმა, ჰემორაგიული შოკის დროს შესაძლოა ინტუბაცია .
ინტრავენურად ესხმება ასევე ვაზოპრესინი გლიცილთან ერთად (გლიცილპრესინი )+
ანტიბიოტიკოთერაპია.
კუჭის ზონდირება, ცივი წყლით ამორეცხვა და ენდოსკოპია- ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია და
სისხლდენის უბნის ინექცია სუპრარენით, ადრენალინით , ფიბრინით სისხლდენის ტიპის განსაზღვრა .
ენდოსკოპიური მკურნალობა წყლულის სისხლძარღვის კლიპირება ან აპლიკაცია (ლაზეროთერაპია ,
კოაგულაცია) მიმართავენ ფორესტის პირველი და მეორე ტიპის სისხლდენის დროს , იგი 90%ში
შედეგიანია. 24 საათის შემდეგ კეთდება საკონტროლო გასტროეზოფაგოსკოპია .
თუ ენდოსკოპიურმა და მედიკამენტოზურმა მკურნალობამ შედეგი არ მოგვცა მაშინ ეს პირდაპირი
ჩვენებაა ოპერაციული მკურნალობის. ოპერაცია ასევე პირდაპირ ნაჩვენებია სისხლის მასიური
დანაკარგის დროს და ჰემორაგიული შოკის დროს როცა ჰემოგლობინი 80გრ /ლ ნაკლებია , ამ დროს
დიდია რეციდიული სისხლდენის რისკი 24სთ-ის განმავლობაში .
ოპერაციული მკურნალობა:
არჩევით მეთოდად ითვლება კუჭის რეზექცია, მძიმე
შემთხვევაში ასაკოვან ავადმყოფებში მძიმე
თანმხლები დაავადების დროს, შეიძლება
შემოვიფარგლოთ წყლულის ექსციზიით .
კეთდება ფართო განაკვეთი კუჭზე და დეტალურად
ხდება კუჭის დათვალიერება კარდიალური
ნაწილიდან პილორუსის ჩათვლით. შედარებით
დიდი ეროზიებიდან სისხლდენის შემთხვევაში ისინი
ამოიკერება ან კეთდება ანტრუმრეზექცია
(უხშირესად თუ რეზექცია ანტრალურ ნაწილშია), ან
ღეროვანი ვაგოტომია პილოროპლასტიკით ან
სელექციური პროქსიმალური ვაგოტომია
მადრენირებელი ოპერაციების გარეშე.
წყლულის პერფორაცია:
წყლულის არეში კედლის მთლიანობის დარღვევის შედეგად ჩამოყალიბებულ დეფექტს , რომლითაც
კუჭის სანათური უკავშირდება თავისუფალ პერიტონეულ ღრუს პერფორაცია ეწოდება .

კლინიკა: ამ დროს გვაქვს მწვავე მუცლის სურათი. გართულება იწყება ძლიერი ტკივილით მუცლის
ზემო მესამედში (ხანჯლის ჩაცემის მსგავსი), ფიცრისებული მუცელი , რომელიც პერიტონეუმში
ჩაღვრილ აგენტზე რეფლექტორული გაღიზიანების შედეგია, თავისუფალი აირის არსებობით
სუბდიაფრაგმულად და ღვიძლის მოყრუების გაქრობა პერკუტორულად .
დიაგნოსტიკა:

• რენდგენოლოგიური
კვლევა- ხშირად ჩანს
თავისუფალი აირი
დიაფრაგმის ქვეშ (70-80%).

• ენდოსკოპია- ჩანს
წყლულოვანი დეფექტი.
მკურნალობა:
წყლულის პერფორაცია ოპერაციის აბსოლუტურ ჩვენებას წარმოადგენს. კეთდება ლაპარატომია,
წყლულის ამოკვეთა (ექსციზი კუჭის კიბოს გამორიცხვის მიზნით), პრეპილორული წყლულის
დროს წყლულის ამოკვეთის შემდეგ კომბინაციაში კეთდება პილოროპლასტიკა. ბოლო ხანებში
წარმატებით გამოიყენება პერფორაციიდან 1-6 საათის განმავლობაში, ლაპარასკოპიული
მეთოდით წყლულის ამოკვეთა და მისი გაკერვა, ქირურგიული მკურნალობის შემდეგ ლეტალობა
10-15%-ია და იგი დამოკიდებულია ავადმყოფის ასაკზე, პერფორაციიდან გასულ დროზე და
თანმხლებ დაავადებებზე. ნაოპერაციევ ავადმყოფთა 1/3-ს არავითარი ჩივილი არ აქვს, 1/3
აგრძელებს კონსერვატიულ მკურნალობას, ხოლო 1/3-ს ესაჭიროება განმეორებითი ოპერაცია.
პენეტრაცი
ა დეფექტი აზიანებს მთელ კედელს და გააღწევს
იმ შემთხვევაში როცა წყლულოვანი
მეზობელ ორგანოებში (უმეტესად პანკრეასში, ღვიძლ-თორმეტგოჯა იოგში ) ეწოდება
პენეტრაცია. ამ დროს წარმოიქმნება დიდი ანთებადი კონგლომერატი . ზოგჯერ შეიძლება
ჩამოყალიბდეს გასტროკოლიკური ან გასტრო ეიუნალური ფისტულა .

კლინიკა: დამახასიათებელია
ძლიერი, მუდმივი ტკივილი
ეპიგასტროუმის არეში,
რომელიც ხასიათდება
ირადიაციით წელის არეში.
ავადმყოფები ხშირად
ღებულობენ იძულებით
მდებარეობას- ჩამჯდარი და
წელით მიყრდნობილია
სათბურს (ე.წ "რადიატორის
სინდრომი").
დიაგნოსტიკა: კუჭ-ნაწლავის
ტრაქტის პასაჟის გამოკვლევა,
ენდოსკოპიური გამოკვლევა.

მკურნალბა: პენეტრირებული
წყლული არ იჩენს მიდრეკილებას
შეხორცებისადმი. ისინი ჩვეულებრივ
მკურნალობას დაუმორჩილებელი
წყლულებია, რომელიც საჭიროებს
ოპერაციულ მკურნალობას.
ოპერაციული მეთოდებიდან
გამოიყენება კუჭის რეზექცია
უხშირესად ბილროთ I-ის მეთოდით.
კუჭის გასავლის სტენოზი:

ეს გართულება განპირობებულია პრე,


ინტრა და პოსტ-პილორული მორეციდივე
წყლულით და მისი დანაწიბურებით.
პილორუსის არხის სტენოზს თან მოჰყვება
კუჭის გაგანიერება და მეორადად
წყლულის წარმოქმნა სტაზის გამო.
კლინიკა: პილოროსტენოზისათვის
დამახასიათებელი ღებინება, რასაც
მოჰყვება ჰიპოქლორემია ალკალოზი,
ექსიკოზი, მეორადი რეფლუქს
ეზოფაგიტი, წონაში დაკლება.
დიაგნოსტიკა: რენდგენოლოგიური
გამოკვლევა, ენდოსკოპიური
გამოკვლევა, კუჭნაწლავის პასაჟის
გამოკვლევა, ელექტროლიტების
გამოკვლევა.
მკურნალობა: ვიწყენთ კონსერვატიულ
მკურნალობას წყლულის
საწინააღმდეგოდ, დარღვეული
წყალმარილოვანი და ცილოვანი
დისბალანსის გამოსწორებით. ამასთან
ერთად მივმართავთ ენდოსკოპიურ
დილატაციას, რომელიც ზოგჯერ კარგ
შედეგს იძლევა. პილოროსტენოზის
დილატაციური მეთოდით წარუმატებელი
მკურნალლობის შემთხვევაში
გამოიყენება ოპერაციული მკურნალობა
კუჭის სელექციური ვაგოტომია
პილოროპლასტიკით, ან კუჭის რეზექცია
ბილროთის I ან II წესით, ან ვაგოტომია
დისტალური რეზექციით და რუს ტიპის
ანასტომოზის გამოყენებით.

You might also like