You are on page 1of 18

თირკმლის

ჩანაცვლები
თი თერაპია
საგანი: ნეფროლოგია

ლექტორი: დიანა
ჩადუნელი

სტუდენტი: დავით აბაშიძე


დღეს ვისაუბრებ:
● რა არის თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია?
● რას მოიცავს თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია?
● რა არის დიალიზი?
● დიალიზის ფორმები
● ჰემოდიალიზმი
● პერიტონეული დიალიზი
● ჰემოდიალიზმისა და პერიტონეული დიალიზის
შედარება
● თირკმლის ტრანსპლატაცია
● სახელმწიფო პროგრამა დიალიზისა და თირკმლის
ტრანსპლატაციის შესახებ
რა არის თირკმლის ჩანაცვლებითი
თერაპია?
● თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია (RRT) არის თერაპია,
რომელიც ცვლის თირკმელების სისხლის ფილტრაციის
ფუნქციას.
● გამოიყენება, მაშინ როცა
თირკმელები არ მუშაობს კარგად, რასაც თირკმლის უკმარისობ

ეწოდება და მოიცავს თირკმლის მწვავე დაზიანებას და
თირკმელების ქრონიკულ დაავადებას .
● თირკმელების ჩანაცვლებითი თერაპია
მოიცავს დიალიზს ( ჰემოდიალიზი ან
პერიტონეალური დიალიზი ),
ჰემოფილტრაცია და ჰემოდიაფილტრაცია
, რომლებიც არის სისხლის ფილტრაციის
სხვადასხვა გზა აპარატებით ან მის გარეშე.
● თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია ასევე
მოიცავს თირკმლის ტრანსპლანტაციას,
რომელიც ჩანაცვლების საბოლოო ფორმაა
და გულისხლობს თირკმლის შეცვლას
დონორის თირკმლით.
რა არის
დიალიზი?
● დიალიზი არის სისხლის გაწმენდა ნახევრად გამტარი
მემბრანის მეშვეობით. ამ დროს ხელოვნურად შექმნილი
არტერიავენური შენაერთიდან სისხლი შედის
დიალიზატორში, სადაც გაივლის 100 000-მდე
ნახევრადგამტარ ბიოთავსებადი მასალისგან შემდგარ
ბოჭკოში, რომლებსაც გარს ერტყმის სადიალიზო
ხსნარი. ხსნარსა და სისხლს შორის ხდება
ნივთიერებათა დიფუზური გაცვლა, რის შედეგადაც
სისხლი თავისუფლდება ურემიული ტოქსინებისგან ,
ხოლო შემდგომ, გაწმენდილი და სადიალიზო ხსნარიდან
საჭირო ნივთიერებებით შევსებული, ორგანიზმში
ბრუნდება.
დიალიზი ტარდება თირკმლის როგორც მწვავე,
ასევე ქრონიკული უკმარისობის დროს. ორივე ეს
მდგომარეობა ორგანიზმში ურემიული
ტოქსინების დაგროვებას და ორგანიზმის
თვითმოწამვლას იწვევს. ვითარდება საერთო
სისუსტე, მოთენთილობა, პრეკომა, კომა,
ჰიპერკალიემია, ფილტვებისა და თავის ტვინის
შეშუპება, კრუნჩხვა და სხვა.
METHODS
დიალიზის 2 ფორმა არსებობს:

ჰემოდიალიზი

პერიტონეული
დიალიზი
● ჰემოდიალიზის შემთხვევაში ხდება სისხლიდან ნარჩენი
ნივთიერებების და წყლის მოცილება “ხელოვნული
თირკმლის” მეშვეობით. ამისათვის პაციენტს პირველ
რიგში ესაჭიროება “სისხლძარღვოვანი მიდგომის” შექმნა -
ისეთი ადგილის, საიდანაც მოხერხდება ორგამიზნიდან
სისხლის მაღალი სიჩქარით გამოღება და ხელოვნურ
თირკმელში გასაწმენდად გადადენა.
● არსებობს სისხლძარღვოვანი მიდგომის სხვადასხვა
ფორმები - ე .წ მუდმივი (არტერიო-ვენური ფისტულა,
პროთეზი, გრძელვადიანი კათეტერი) და დროებითი
(მოკლევადიანი სადიალიზო კათეტერი).
ჰემოდიალიზი
● ჰემოდიალიზი ჩვეულებრივ კვირაში
სამჯერ ტარდება და ყოველი სეანსის
ხანგრძლივობა 4 საათია. ამ დროს სისხლი
გაივლის ხელოვნურ თირკმელში,
თავისუფლდება ნარჩენი პროდუქტებისა და
ჭარბი წყლისაგან და ორგანიზმს
უბრუნდება. აღნიშნული პროცედურა
საავადმყოფოში ტარდება და მკურნალობა
მრავალ პაციენტს ერთდროულად
პერიტონეული დიალიზი
● დიალიზის მეორე ფორმაა პერიტონეული დიალიზი.
ამ შემთხვევაში ფილტრის როლს მუცლის ფარი - ე.წ.
პერიტონეუმი - ასრულებს. ქირურგი მუცელში რბილ
მილს დგამს, რომლის საშუალებითაც შემდგომ
სადიალიზო სითხის შეშვება მოხდება. სისხლში
არსებული ნარჩენი პროდუქტები და ჭარბი წყალი
პერიტონეუმის გავლით აღნიშნულ სადიალიზო
სითხეში გადადის. შემდგომ ხდება „დაბინძურებული“
სითხის გამოშვება მუცლიდან და ახალი სადიალიზო
სითხის შეყვანა.
● პერიტონეული დიალიზის ორი ძირითადი
ტიპია უწყვეტი ამბულატორიული
პერიტონეული დიალიზი და უწყვეტი ციკლური
პერიტონეული დიალიზი. პირველ შემთხვევაში
პაციენტი თავად (ან ახლობლის დახმარებით)
ცვლის მუცელში სადიალიზო სითხეს 4-5-ჯერ
დღეში. ეს პროცედურა 30-45 წუთი გრძელდება
და სრულიად უმტკივნეულოა. პროცედურებს
შორის პაციენტს შეუძლია ჩვეულებრივ
გადაადგილება და ყოველდღიური
მოქმედებების შესრულება.
პერიტონეულ დიალიზს ჰემოდიალიზთან შედარებით
ზოგიერთი პაციენტთისთვის გარკვეული უპირატესობები აქვს.
პაციენტს არ უწევს კვირაში სამჯერ კლინიკაში სიარული და
შეუძლია თავად მოემსახუროს საკუთარ თავს, მეტი დრო რჩება
მუშაობისა და მოგზაურობისთვის. გარდა ამისა, ორგანიზმში არ
გროვდება პროცედურიდან პროცედურამდე სითხე, რაც
ამცირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დატვირთვას.
მეორეს მხრივ, პერიტონეულ დიალიზს გარკვეული
ნაკლოვანებებიც აქვს - ის არ არის ყველა პაციენტისთვის
შესაფერისი მეთოდი, არსებობს მუცლის ღრუში ინფექციის
შეჭრის რისკი და სხვ.
რომელი ჯობია?

● ორივე მეთოდს აქვს ჩვენებებიც და უკუჩვენებებიც. პაციენტს


დაწვრილებით უნდა აეხსნას ორივე მეთოდის არსი, რათა, თუ
არჩევანის საშუალება აქვს, თვითონვე გადაწყვიტოს, რომელი
პროცედურა უფრო მოხერხებულია მისთვის.
● განსაზღვრულ შემთხვევებში კი ექიმი უხსნის, რომელი
პროცედურაა მისთვის უფრო მეტად მიზანშეწონილი. მაგალითად,
დიაბეტური ნეფროპათიის დროს უმჯობესია პერიტონეალური
დიალიზი ჩატარდეს, რადგან დიაბეტური ანგიოპათიის დროს არ
არის სასურველი სისხლძარღვებზე მანიპულაცია, ხოლო მუცლის
თირკმლის გადანერგვა და მისი შემდგომი

თირკმლის გადანერგვა მართვამეთოდს,


წარმოადგენს
რომლის დროსაც დაავადებული თირკმლების
ფუნქციის ჩანაცვლება ხდება სხვა ადამიანის
(ცოცხალი ან მკვდარი) ორგანიზმიდან გადანერგილი
ჯანმრთელი თირკმლით. გადანერგილი თირკმლის
მქონე პაციენტები იღებენ ნეფროლოგის მუდმივ
მეთვალყუროებას, რომელიც მოიცავს მედიკამენტების
სწორ შერჩევას, მათ ზუსტ დოზირებას, გვერდითი
მოვლენების მართვას და თირკმლის ფუნქციის
პათოლოგიები, რომელთა დროსაც თირკმლის
ტრანსპლანტაცია ნაკლებად ეფექტურია

შენიშვნა
პათოლოგია

ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი ტრანსპლანტაციის შემდეგ ხშირად


აღინიშნება რეციდივი, მოცილების
ნამგლისებრუჯრედული ანემია
რეაქცია. ციკლოსპორინით
სკლეროდერმია მკურნალობა ზრდის რეციდივის
სისტემური წითელი მგლურა აღმოცენების რისკს.
ოქსალოზი ტრანსპლანტაციის შედეგად
ცისტინოზი და ფაბრის დაავადება ჰემოგლობინის მომატება ხელს უწყობს
ანემიის რეციდივის განვითარებას.
თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდგომი
გართულებები
თირკმელგადანერგილი
:
პაციენტები მიდრეკილნი
არიან ათეროსკლეროზის გავნითარებისკენ, რის
გამოც უფრო ადრე უვითარდებათ მიოკარდიუმის
ინფარქტი და ცერებროვასკულური გართულებები.
მათ ასევე ხშირად აღენიშნებათ არტერიული
ჰიპერტენზია. (იწვევს ზოგიერთი იმუნოსუპრესიული
პრეპარატი). ასევე შეიძლება განვითარდეს
ავთვისებიანი სიმსივნეები - 5-6% შემთხვევებში
(ხშირია კანის და ტუჩის კიბო).
სახელმწიფო პროგრამა:
● საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
აქვს სახელმწიფო პროგრამა - “დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია”.
როგრამის მიზანია თირკმლის ტერმინალური უკმარისობით დაავადებულთა
ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება .
● პროგრამის მოსარგებლეები არიან თირკმლის ტერმინალური უკმარისობით
დაავადებული და/ან ორგანოგადანერგილი საქართველოს მოქალაეები , ასევე
“პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ” მყოფი სხვა
პირები. Პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება სრულად
და პაციენტის მხრიდან თანაგახდას არ ითვალისწინებს .
დიდი მადლობა
ყურადღებისთვის
:)

You might also like