You are on page 1of 11

გასტროინტესტინალური სისხლდენის მიზეზები: მალორი -ვეისის სინდრომი - საყლაპავის და კუჭის შეერთების ადგილას

არის ლორწოვანის ნახეთქები, რაც ხდება სისხლდენის მიზეზი.


დელაფუას სინდრომი (5%) - სისხლძარღვოვანი მალფორმაცია, ძირითადად ხდება კარდიაში ანუ ანტრალურ ნაწილში
თითქმის არასდროს არ არის. ამ დროს ლორწოვანი ქვეშ სისხლძარღვი ასხამს.
იშვიათად სიმსივნე, ასევე პორტული ჰიპერტენზიის, საყლაპავის გაგაინიერებული ვენებიდან , თორმეტგოჯას კედლის
დივერტიკული.

პეპტიური წყლულები შეიძლება იყოს საყლაპავის, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის .


ძირითადი სიმპტომები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სისხლდენის დროს ყველა ჩამოთვლილი , მაგრამ ყველაზე
მნიშვნელოვანია ის რომ შეიძლება პაციენტს ერთდროულად ჰქონდეთ ჰემატოხეზია და მელენა .

სიყვითლე - ჩვენი ხელი ვარდისფერია, სისლხძარღვს რომ გამოვაცლით კანს აუცილებლად ყვითლდება და ამიტომ
ყვითლდება სისხლდენის დროს ჩვენი პაციენტი. სკლერების სიყვითლეც შეიძლება ჰქონდეს პაციენტს .
ეს სტატისტიკა არის სტაციონარიდან პირველადი სისხლდენების შემთხვევის დროს.
თუ პაციენტმა მოაგროვა 3 ქულაზე ნაკლები ე.ი. მისი გამოჯანმრთელების შანსი არის თითქმის 100%.
თუ 8 ქულაზე მეტია სისხლდენის განმეორებით რისკი და იმის რისკი რომ ფატალური შედეგი მივიღოთ არის ძალიან
მაღალი, თითქმის 100%.
3 დან 5 მდე არის საშუალო სიმძიმის, 50-50ზე შეიძლება გამეორდეს შეიძლება არა.
გათვალისწინებულია ასაკი, შოკის მოვლენები, თანმხლები დაავადებები , დიაგნოზი და ბოლო დროის სისხლდენის
ნაარჩენი მოვლენები.
მაგალითად, 55 წლის , აღენიშნა სისხლდენა, წნევა 110/80, პულსი 120, თანხმლები დაავადება: გულის
უკმარისობა.

ცხრილის მიხდვით გამოდის რომ პაციენტს აქვს სამი ქულა

ამ პაციენტს გავუკეთეთ გასტროსკოპია და დიაგნოზი: სისხლდენა წყლულიდან და მოაგროვა 4 ქულა.

ენდოსკოპიური სურათი: კუჭის წყლულის დროს ლორწოვანი გარსი შეშუპებულია, ჰიპერემიული,


სისხლმდენი.

ე.ი. ამ პაციენტს 50-50% აქვს სისხლდენის გამეორების რისკი და დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ
დაემორჩილება მედიკამენტოზურ მკურნალობას.
როდესაც პაციენტი შემოდის კლინიკაში მწვავე გასტროინტესტინალური სისხლდენის დროს პირველ რიგში პაციენტს
უნდა მოვუგვაროთ რეანიმაციული ღონისძიებები, შევუფასოთ რისკები და მონიტორინგზე აყვანის შემდეგ , კათეტერს
რომ ჩავდგამთ, ავიღებთ ვენას, შარდის ბუშტში ჩავდგგამთ კათეტერს და ა.შ. შემდეგ ვუტარებთ ენდოსკოპიას , სანამ
მივალთ ენდოსკოპიამდე გავა დრო და მანამდე შესაძლებელია ჩავდგათ ნაზოგასტრალური ზონდი , კუჭი ამოვრეცხოთ
ცივი წყლით, თბილით არა, რადგან ვაზოკონსტრიქცია რომ გამოვწიოთ კუჭში. მაქსიმუმ 24 საათი გვაქვს იმისათვის რომ
პაციენტს ჩავუტაროთ ენდოსკოპიური გამოკვლევა.
ენდოსკოპიური კვლევით თუ საყლაპავის ვარიკოზია ვაკეთებთ ლიგირებას და შესაბამისი მართვა სჭირდება
და უნდა დადგინდეს მიზეზი, სავარადუდ C ჰეპატიტი ან ციროზის ფონზე იქნება.

შეიძლება იყოს პეპტიური წყლული აქტიური ან პასიური სისხლდენით ანუ შეფერებული ამ მომენტში ან
გაგრძლეებული.

შეიძლება ვერ ვნახოთ აშკარა მიზეზი სსიხლდენის და ამ დროს შეიძლება მცირედი სისხლდენა ან ძლიერი
სისხლდენა გვქონდეს.
თუ სისხლდენის აშკარა მიზეზი არ გვაქვს და მცირე
სისხლდენაა, მაგალითად, ჟონას მცირედ, ამ
შემთხვევაში ადრეულად უნდა გადავიყვანოთ
მკურნალობაზე, რაც გულისხსმობს ჰელიკობაქტერიას
ერადიკაციას და რისკის შემცირებას. მკურნალობა: 3 ან
4 კომპონენტიანი კუჭის წყლულის სტანდარტული
მკურნალობა, პროტონული ტუმბოს
ინჰიბიტორი+კლარითრომიცინი+აუგმენტინი. ადრე
ინიშნებოდა ბისმუტის პრეპარატები (დენოლი)
დღესდღეობით კი გასტროენტეროლოგების აზრით 3
და 4 კომპონენტიანი მკურნალობის შედგი ერთი და
იგივეა ამიტომ ბისმუტის პრეპარატებს თითქმის აღარ
ნიშნავენ.
თუ ძლიერი სისლდენაა და გავაკეთეთ გასტროსკოპია
და ვერ ვნახეთ სისხლდენის მიზეზი, ვგეგმავთ:
ანგიოგრაფია, კოლონოსკოპია, ენტეროსკოპია.
გააჩნია საიდან სისხლავს.
პეპტიული წყლული: შეიძლება იყოს აქტიური სისხლდენა (forrest Ia, Ib,2a, 2b) და ამ დროს იდეალურია ენდოსკოპიური
ჰემოსტაზი რომ პაციენტს არ დაჭირდეს ოპერაციული ჩარევა . ენდოსკოპიური ჰემოსტაზის შემდეგ გადავდივართ
ინტრავენურად პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებზე მაქსიმალური დოზირებით . 240მგ ერთ მომენტალურად ბოლუსით
და 160მგ 24 საათში მანძილილზე, 72 საათის განმავლობაში.
პასიური სისხლდენა (forrest 2c, 3)
ჩვენ ვაკეთებთ PH მეტრიას, სუნთქვით ტესტი ჰელოკობაქტერიაზე, რომელიც კუჭის წყლულის ერთ -ერთი ძირითადი
გამომწვევია, უნდა მოვახდინოთ ერადიკაცია და რისკები უნდა შევამციროთ .
ენდოსკოპიური ჰემოსტაზის დროს გაჩერდა სისხლდენა , სისხლდენა თუ არ მეორდება ჰელიკობაქტერია პილორის
ერადიკაციაზე მივდივართ და სისხლდენის რეციდივის რისკები უნდა შევამციროთ .
თუ სისხლდენის რეციდივია, უნდა მოხდეს ენდოსკოპიური ჰემოსტაზის გამეორება , თუ მივიღებთ შედეგს
გადავდივართ მკურნალობაზე, თუ ვერა მაშინ გადავდივართ ოპერაციულ მკურნალობაზე .
არსებობს ორი ცნება: „კარგი“ ქირურგიული კანდიდატი და „ცუდი“ ქირურგიული კანდიდატი, კარგი ქირურგიული
კანდიდანტი - 3 ქულაზე ნაკლებს თუ აიღებს, ვერ გაჩერდა სისხლდენა მაგრამ არ აქვს თანმხლები დაავადება და ა .შ .
ამ შემთხვევაში ვუკეთებთ ოპერაციას. ცუდი დროს პაციენტს 8 ქულაზე მეტი აქვს, ბევრი თანმხლები დაავადება აქვს
და იმის რისკი რომ სიკვდილით დამთავრდეს ძალიან მაღალია და ამ შემთხვევაში უნდა მივმართოთ
ინტერვენციულ რადიოლოგიას. (ინტერვენციული რადიოლოგია მკურნალობის მეთოდია , მოვძებნით სისლდენის
მიზეზს და კეთდება სისხლძარღვის ემბოლიზაცია. სამწუხაროდ საქართველოში არ კეთდება )
დამატებითი დიაგნოსტიკური ღონისძიებები:ეხოსკოპია , გასტროსკოპია რაც გვჭირდება დიაგნოსტიკური
ღონისძიებებიდან აუცილებლად უნდა ჩატარდეს ადგილზე !

You might also like