You are on page 1of 47

შარდის გამოყოფის და

კუჭის მოქმედების
ასპექტები

სწავლის შედეგი 2
კრიტერიუმი 2.7
ლაბორატორიული ნიმუშების აღება
და მართვა
ანალიზური ეტაპი მოიცავს სამ ფაზას:
 პრეანალიზური
 ანალიზური
 პოსტ ანალიზური
ექთანი ძირითადად ჩართულია პრეანალიზურ ფაზაში:
 იღებს და ააგზავნის ნიმუშებს შემდგომი კვლევისათვის
საკვლევი ბიოლოგიური მასალა
ლაბორატორიაში საკვლევად წარდგენილი ბიოლოგიური მასალა
უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ მოთხოვნებს:
 საკვლევი ბიოლოგიური მასალა აღებული უნდა იყოს შესაბამისი
რეკომენდაციების მკაცრი დაცვით
 საკვლევი ბიოლოგიური მასალა ლაბორატორიაში წარდგენილი
უნდა იქნას მასალის აღებიდან უმოკლეს დროში
 ლაბორატორიაში წარდგენილ მასალას თან უნდა ახლდეს
სათანადოდ შევსებული ფორმა
შარდის ანალიზი
 შარდი ბიოლოგიური სითხეა, რომელიც წარმოიქმნება
თირკმელებში და პერიოდულად გამოიყოფა დღე-ღამის
განმავლობაში. კლინიკურად მნიშვნელოვანია არა მარტო
შარდის შემადგენელი კომპონენტების განსაზღვრა, არამედ დღე-
ღამის განმავლობაში გამოყოფილი შარდის რაოდენობის, ანუ
დიურეზის შეფასება.
 პრეანალიზურ ფაზაში ექთნის მიერ ხდება შარდის საანალიზო
მასალის აღება და ნიმუშის წარდგენა ლაბორატორიაში
შარდის ანალიზი
 ზიმნიცკის სინჯი - დღე-ღამის განმავლობაში გამოყოფილი შარდის
რაოდენობის და ხვედრითი წონის დინამიკის შესაფასებლად - შარდი
გროვდება დილის 6 სთ-დან 24 საათის განმავლობაში ულუფებად
წინასწარ გამზადებული 8 კონტეინერში
 შარდის საერთო ანალიზი - შარდის საერთო ანალიზით
განისაზღვრება მისი ფიზიკო-ქიმიური თვისებები : გამჭვირვალობა , pH,
ხვედრითი წონა, ნალექის მიკროსკოპია და პათოლოგიური
კომპონენტები (ცილა, შაქარი, კეტონური სხეულები, ყვითელი
პიგმენტები, სისხლი). შარდის შუა პორცია უნდა შეგროვდეს დილით
სასქესო ორგანოების საფუძვლიანი ტუალეტის შემდეგ, სპეციალურ
სტერილურ კონტეინერში, გამოკვლევამდე შარდის შენახვა
შესაძლებელია გრილ ადგილას მხოლოდ 1,5სთ-ის განმავლობაში
შარდის ბუშტის კათეტერიზაცია
 შარდის ბუშტის კათეტერიზაცია ხორციელდება ფოლეის კათეტერით,
რომელიც თავსდება შარდის ბუშტში ურეთრის გავლით
 გამოიყენება: უროლოგიაში, ზოგად ქირურგიაში, მეანობა-გინეკოლოგიაში,
ნეიროქირურგიაში, საოპერაციოში და მიმღებ გადაუდებელ განყოფილებაში.
 პროცედურის მიზანია: შარდის გამოყოფის მონიტორინგი, შარდის
შეგროვება სადიაგნოსტიკოდ, ქვედა საშარდე სისტემის უროლოგიური
შეფასება, შარდის შეკავების და შეუკავებლობის დროს მდგომარეობის
სტაბილიზაცია, პერიოპერაციული მართვის აუცილებლობა, შარდის მწვავე
შეკავების დროს მდგომარეობის სტაბილიზაცია
• პროცედურის უკუჩვენებაა: მენჯის ტრავმა, ურეთრის დაზიანება,
პერინეალური ჰემატომა, შარდის ბუშტის სიმსივნე, ინტრააბდომინალური
პათოლოგიები
• პროცედურის გართულებაა: ინფექცია, სისხლდენა ურეთრიდან.
შარდის ბუშტის კათეტერები
 ერთარხიანი არაფიქსირებადი კათეტერი არ შეიცავს საფიქსაციო
მანჟეტს და გამოიყენება ერთჯერადად შარდის ბუშტის დასაცლელად ან
შარდის ასაღებად.
 ორარხიანი ფიქისრებადი კათეტერი ერთი სადრენაჟო არხი,რითაც
ხდება შარდმიმღებთან დაკავშირება და მეორე არხი ე.წ საფიქსაციო
მანჟეტი, რისი საშულებით კათეტერის ბოლოს არსებული ბუშტი
გაიბერება და ახორციელებს ფიქსაციას
 სამარხიანი საირიგაციო კათეტერი აქვს სადრენაჟო არხი, მანჟეტი და
საირიგაციო არხი, გამოიყენება უროლოგიაში შარდის ბუშტის
გამოსარეცხად
 კათეტერის დიამეტრი იზომება ფრენჩებით, ზომები: 6-26 Fr (ერთი
ფრენჩი არის 0.3მმ), ბავშვებში 6-10 Fr, მამაკაცებში 14-16 Fr,ქალები 16-
18 Fr,
 საირიგაციოდ გამოიყენება 22 Fr
შარდის ბუშტის კათეტერიზაცია
საჭირო აღჭურვილობა

 ინდივიდუალური დამცავი საშუალებები: ქუდი, ნიღაბი , დამცავი


სათვალე, სტერილური და არასტერილური ხელთათმანი ,
 შბკ- ნაკრები: სტერილური შემოფარგვლა 2 ცალი, სტერილური
შარდმიმღები, ანტისეპტიკური ხსნარი, სტერილური საფენები , პინცეტი ,
სტერილური ჭიქა 2 ცალი
 ფიზიოლოგიური ხსნარი ან სტერილური წყალი
 შპრიცი 20 მლ
 სტერილური ლუბლიკანტი
 შარდის ბუშტის კათეტერი შესაბამისი ზომის
 შორისის მოვლის საშუალებები
 წყალგაუმტარი საფენი
 ლეიკო ადჰეზიური
შარდის ბუშტის კათეტერიზაცია
პროცედურის თანმიმდევრობა
 პაციენტის იდენტიფიკაცია
 შეაფასეთ პაციენტის მდგომარეობა, აუხსენით პროცედურის არსი და
მნიშვნელობა, მიიღეთ ინფორმირებული თანხმობა
 მოამზადეთ აღჭურვილობა
 მოემზადეთ პროცედურისთვის:ჩაიცვით დამცავი ხალათი , დაიფარეთ
ქუდი, ნიღაბი, დაიბანეთ ხელი, ჩაიცვით არატერილური ხელთათმანები
 დააფინეთ წყალგაუმტარი საფენი, აწარმოეთ შორისის მიდამოს
ჰიგიენა
 მოიხსენით არასტერილური ხელთათმანი, გაიხადეთ ხალათი ,
დაიბანეთ ხელი, დაიმუშავეთ ანტისეპტიკური ხსნარით
 გახსენით სტერილური მასალების პირველი პირები : შბკ ნაკრები ,
სტერილური ხელთათმანი და ხალათი, სტერილური ჭიქები ,
სტერილური შემოფარგვლა, საფენები, პინცეტი, ანტისეპტიკური ხსნარი
 გახსოვდეთ,სტერილური ხელთათმანით არ ეხებით არასტერილურ
ზედაპირებს!!!
შბკ მამაკაცებში
პროცედურის თანმიმდევრობა

 მოამზადეთ პაციენტი, პოზიცია ზურგზე, ფეხები სწორ პოზიციაში


 შექმენით ადექვატური განათება, დაიცავით პაციენტის პრივატულობა
 დაიმუშვეთ ხელები, ჩაიცვით სტერილური ხალათი
 ჩაიცვით სტერილური ხელთათმანი
 დააფინეთ განაკვეთანი შემოფარგვლა
 დააფინეთ მთლიანი შემოფრგვლა ფეხებზე
 გახსნილი პირველი პირები მოათავსეთ მთლიან შემოფარგვლაზე
 შეამოწმეთ კათეტერის მანჟეტის მთლიანობა
 შეართეთ შარდმიმღები და კათეტერი
 შეავსეთ შპრიცი სტერილური ხსნარით
 მოარგეთ შპრიცი კათეტერს
შბკ მამაკაცებში
პროცედურის თანმიმდევრობა

 წაუსვით სტერილური ლუბლკანტი კათეტერს


 გადაწიეთ ჩუჩა, ისე რომ გამოჩნდეს შარდსადენის გარეთა ხვრელი
იმ ხელით, რომლითაც არ შეეხებით კათეტერს
 გაწმინდეთ საპროექციო არის ანტსეპტიკური ხსნარით ცენტრიდან პერიფერიისკენ
სამჯერ (სტერილური პინცეტით და ბურთულით)
 გამოყენებული მასალა მოათვსეთ სპეციალურ კონტეინერში
 სტერილური ხელით დაიწყეთ კათეტერის შეყვანა შარდსადენში
 თუ გაძნელდა კათეტერის შეყვანა არ გამოიყენოთ ძალა
 შეიყვანეთ კათეტერი ბოლომდე და გაბერეთ საფიქსაციო მანჟეტი სტერიული
სითხით (რაოდენობა მითითებულია მანჟეტის სანათურზე)
 გამოწიეთ კათეტერი უკან ნაზი მოძრაობით
 მოაცილეთ შემოფარგვლა და დაამაგრეთ კათეტერი ფეხზე მწებავი პლასტირით
ისე,რომ კათეტერი არ ეხებოდეს კანის ზედაპირს
შბკ მამაკაცებში
პროცედურის თანმიმდევრობა

 გადმოწიეთ ჩუჩა, მოაშორეთ ლუბლიკანტი და დარჩენილი ანტისეპტიკური ხსნარი


 მიალაგეთ საპროცედურე არე, სამედიცინო ნარჩენები მოათავსთ შესაბამის
კონტეინერში
 დაამაგრეთ შარდმიმღები საწოლზე ისე, რომ არ ეხებოდეს იატაკს
 მოიხსენით ხელთათმანი, გაიხადეთ ხალათი, მოიხსენით ქუდი, სათვალე, ნიღაბი
 დაიბანეთ ხელები
 დააფიქსირეთ მონაცემები შესაბამისი ფორმებისთვის:
 პაციენტის გვარი,სახელი,ასაკი
 დიაგნოზი
 პროცედურის დასახელება
 პროცედურის ჩატარების თარიღი
 შ.ბ.კ-ის ზომა
 პროცედურაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა
 აცნობეთ ზემდგომ პერსონალს პროცედურის დროს შექმნილი ნებისმიერი
სირთულის შესახებ
შბკ ქალებში
პროცედურის თანმიმდევრობა

 მოამზადეთ პაციენტი, პოზიცია ზურგზე, ფეხები მოხრილი და


განზიდული
 შექმენით ადექვატური განათება, დაიცავით პაციენტის პრივატულობა
 დაიმუშვეთ ხელები, ჩაიცვით სტერილური ხალათი
 ჩაიცვით სტერილური ხელთათმანი
 დააფინეთ განაკვეთანი შემოფარგვლა
 დააფინეთ მთლიანი შემოფრგვლა ფეხებზე
 გახსნილი პირველი პირები მოათავსეთ მთლიან შემოფარგვლაზე
 შეამოწმეთ კათეტერის მანჟეტის მთლიანობა
 შეართეთ შარდმიმღები და კათეტერი
 შეავსეთ შპრიცი სტერილური ხსნარით
 მოარგეთ შპრიცი კათეტერს
შბკ ქალებში
პროცედურის თანმიმდევრობა

 წაუსვით სტერილური ლუბლკანტი კათეტერს


 გადაწიეთ სასირცხვო ბაგეები ისე, რომ შარდსადენის გარეთა ხვრელი ჩანდეს
 გაწმინდეთ საპროექციო არის ანტსეპტიკური ხსნარით ზემოდან ქვემოთ სამჯერ
(სტერილური პინცეტით და ბურთულით)
 გამოყენებული მასალა მოათვსეთ სპეციალურ კონტეინერში
 სტერილური ხელით დაიწყეთ კათეტერის შეყვანა შარდსადენში
 თუ გაძნელდა კათეტერის შეყვანა არ გამოიყენოთ ძალა, თხოვეთ პაციენტს
ღრმად ჩაისუნთქოს
• შეიყვანეთ კათეტერი ბოლომდე და გაბერეთ საფიქსაციო მანჟეტი სტერილული
სითხით (რაოდენობა მითითებულია მანჟეტის სანათურზე)
• თუ მანჟეტის გაბერვა გაძნელებულია ან პაციენტმა იგრძნო ტკივილი
გაბერვისას, ჩაფუშეთ მანჟეტი და მოახდინეთ კათეტერის უფრო ღრმად
ადმინისტრირება . გაბერეთ კათეტერი ხელმეორედ .
 გამოწიეთ კათეტერი უკან, მოაცილეთ შემოფარგვლა და დაამაგრეთ კათეტერი
შბკ ქალებში
პროცედურის თანმიმდევრობა

 მოაშორეთ ლუბლიკანტი და დარჩენილი ანტისეპტიკური ხსნარი


 მიალაგეთ საპროცედურე არე, სამედიცინო ნარჩენები მოათავსთ შესაბამის
კონტეინერში
 დაამაგრეთ შარდმიმღები საწოლზე ისე, რომ არ ეხებოდეს იატაკს
 მოიხსენით ხელთათმანი, გაიხადეთ ხალათი , მოიხსენით ქუდი , სათვალე , ნიღაბი
 დაიბანეთ ხელები
 დააფიქსირეთ მონაცემები შესაბამისი ფორმებისთვის:
 პაციენტის გვარი,სახელი,ასაკი
 დიაგნოზი
 პროცედურის დასახელება
 პროცედურის ჩატარების თარიღი
 შ.ბ.კ-ის ზომა
 პროცედურაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა
 აცნობეთ ზემდგომ პერსონალს პროცედურის დროს შექმნილი ნებისმიერი
შბკ ამოღება
პროცედურის მიზანი

 სპონტანური შარდვის სტიმულაცია


 შბკ-ასთან ასოცირებული საშარდე გზების ინფექციის განვითარების
პრევენცია
 კათეტერის ხანგრძლივობის შემცირება (< 2 კვირაზე)
 მოვლის ხარისხის გაუმჯობესება
შბკ ამოღება
საჭირო აღჭურვილობა

 ინდივიდუალური დამცავი საშუალებები: ქუდი, ნიღაბი , დამცავი


სათვალე, არასტერილური ხელთათმანი,
 შპრიცი 20 მლ
 შორისის მოვლის საშუალებები
 წყალგაუმტარი საფენი
 მარლის საფენები წმენდისთვის
• კორცანგი
• ანტისეპტიური ხსნარი პერინეალური დამუშავებისთვის ( ალკოჰოლის
გარეშე)
• საფენები ან მარლის ბურთულები წმენდისთვის
• 20მლ -ნი შპრიცი
შბკ ამოღება
პროცედურის თანმიმდევრობა
 პაციენტის და პროცედურის საჭიროების იდენტიფიკაცია
 აუხსენით პაციენტს პროცედურის არსი და მნიშვნელობა
 მოიპოვეთ ინფორმირებული თანხმობა
 დაიცავით პაციენტის პრივატულობა
 მოამზადეთ აღჭურვილობა
 მოემზადეთ პროცედურისთვის, დაიხურეთ ქუდი, გაიკეთეთ სათვალე ნიღაბი ,
დაიბანეთ ხელი, ჩაიცვით დამცავი ხალათი და ხელთათმანი
 მოამზადეთ პაციენტი, წოლითი მდგომარეობა: ქალები -ზურგზე , ფეხები
მოხრილი და განზიდული, კაცები- ზურგზე ფეხების სწორი პოზიცია
 დაუფინეთ წყალგაუმტარი საფენი, აწარმოეთ შორისის მიდამოს ჰიგიენა
 მოარგეთ 20 მლ. შპრიცი კათეტერის საფიქსაციო მანჟეტის სანათურს და
მოახდინეთ სითხის ასპირაცია
 დააფიქსირეთ ამოღებული სითხის რაოდენობა (უნდა დაემხთვას შეყვანილი
სითხის რაოდენობას)
შბკ ამოღება
პროცედურის თანმიმდევრობა
 ნელი მოძრაობით გამოწიეთ კათეტერი
 მოათავსეთ ამოღებული კათეტერი შესაბამის კონტეინერში
 მოახდინეთ შორისის დამუშავება
 მიალაგეთ საპროცედურო არე, ნარჩენები მოათავსეთ შესაბამის კონტეინერში
 მოიხსენით ხელთათმანები, გაიხადეთ ხალათი, ქუდი, სათვალე, ნიღაბი
 დაიბანეთ და დაიმუშავეთ ხელი
 შეაფასეთ პაციენტის მდგომარეობა
 დააფიქსირეთ მონაცემები შესაბამისი ფორმებისთვის:
 პაციენტის გვარი,სახელი,ასაკი
 დიაგნოზი
 პროცედურის დასახელება
 პროცედურის ჩატარების თარიღი
 შ.ბ.კ-ის ზომა
 პროცედურაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა
 აცნობეთ ზემდგომ პერსონალს პროცედურის დროს შექმნილი ნებისმიერი
დეფეკაცია
 საჭმლის მომნელებელი ტრაქის დაცლა საკვების მოუნელებელი
ნარჩენებისგან.
 დეფეკაციის დროს რეფლექსურად დუნდება სწორი ნაწლავის ჩამკეტი
სფინქტერები და განავალი მსხვილი და სწორი ნაწლავის
პერისტალტიკის მეშვეობით გარეთ გამოიდევნება.
 დეფეკაციის დარღვევებს მიეკუთვნება: ყაბზობა, ფაღარათი
ოყნა
• ოყნა არის სწორ ნაწლავში წყლის, სამკურნალო სითხის ან
დიაგნოსტიკური საშუალებების შეყვანა.
• ოყნის სახეები: გამწმენდი, გამხსნელი და მედიკამენტოზური
• ოყნის უკუჩვენებები: მსხვილი ნაწლავისა და ანუსის ლორწოვანი
გარსის მწვავე ანთებითი დაავადებები და ეროზიულ-წყლულოვანი
დაზიანებები, მუცლის ღრუს ორგანოთა ზოგიერთი მწვავე ქირურგიული
დაავადებები, კუჭიდან ან ნაწლავებიდან სისხლდენა
• ოყნის გართულებები: ნაწლავის კედლის ტრავმა, ნაწლავის
პერფორაცია, სისხლდენა
გამწმენდი ოყნა
გამოიყენება:
 ოპერაციის წინ
 სადიაგნოსტიკო მომზადების მიზნით
 ინტოქსიკაციის დროს
 მედიკამენტოზური ოყნის წინ
 გამწმენდი ოყნის დროს შეჰყავთ 25-30 °C ტემპერატურის 1—1,5 ლ
წყალი პერისტალტიკის გასაძლიერებლად მყარი განავლოვანი მასების
დასარბილებლად;
 გამწმენდი ოყნის ნაირსახეობაა სიფონის ოყნა, რომლის დროსაც
წყალი (0,5—1 ლ) შეჰყავთ მრავალჯერ და რიტმულად, სიფონის
პრინციპით; იყენებენ ნაწლავთა პარეზის დროს დროს .
გამხსნელი ოყნა
 გამოიყენება: ყაბზობის დროს
 გამხსნელი ოყნის დროს შეჰყავთ ზეთოვანი ხსნარები , იყენებენ
ნაწლავების დაცლისას ჭინთვების თავიდან ასაცილებლად .
მედიკამენტოზური ოყნა

 მედიკამენტოზური ოყნით შეჰყავთ სამკურნალო ნივთიერებანი ,


რომლებიც შეიწოვება ნაწლავის კედლებიდან ან უშუალოდ მოქმედებს
ნაწლავის ლორწოვანზე.
 ორგანიზმში სითხის დიდი რაოდენობით შეყვანის აუცილებლობის
დროს იყენებენ წვეთოვან ოყნას
გამწმენდი ოყნის გაკეთების
ტექნიკა
• წყლის რეზერვუარში - ესმარხის ჭიქაში - ასხამენ წყალს , სწევენ მაღლა
და უშვებენ ონკანს რეზინის მილის ასავსებად, შემდეგ ონკანს კვლავ
კეტავენ და ესმარხის ჭიქას საწოლის დონეზე მაღლა ათავსებენ .
პაციენტი უნდა დაწვეს მარცხენა გვერდზე, ფეხები მუხლებში მოხაროს
და მუცელთან მიიტანოს. ოყნას ბოლოზე უსვამენ ვაზელინს და
ბრუნვითი (ხრახნისებური) მოძრაობებით ფრთხილად შეჰყავთ სწორ
ნაწლავში ჭიპის მიმართულებით (3-4 სმ-ზე), როგორც კი
წინააღმდეგობას შეიგრძნობენ, მიმართულებას ცვლიან , გეზს
ხერხემლისკენ იღებენ და ოყნის ბოლო ღრმად (10-12 სმ-ზე) შეჰყავთ
ნაწლავის სანათურში. ამის შემდეგ აღებენ ონკანს და ესმარხის ჭიქას
სწევენ მაღლა (1 მეტრამდე). თუ წყალი ნაწლავში არ შედის, ოყნის
ბოლო სწორი ნაწლავიდან ოდნავ უნდა გამოიწიოს და წყლის წნევის
გასაზრდელად ჭიქა მაღლა აიწიოს. მსხვილ ნაწლავში ტკივილის
აღმოცენების შემთხვევაში ნაკადი უნდა შემცირდეს .
ნაზოგასტრალური ინტუბაცია
 სამედიცინო პროცედურა, რომელიც მოიცავს მილის ჩადგმას
ცხვირიდან ცხვირხახის და საყლაპავის გავლით კუჭამდე .
 ნაზოგასტრული ზონდის დიამეტრი იზომება Fr (ფრენჩი) სხვადასხვაა
ასაკისა და წონის მიხედვით, ძირითადად მოზრდილებში იდგმება 16
Fr,18 Fr ზომის მილი.
 ჩვენება:კუჭის შიგთავსის დრენირება ლაბორატორიული და
სამკურნალო მიზნები, მედიკამენტების შეყვანა, ოპერაციის წინ კუჭის
ლავაჟი, ტრამვის დროს ღებინების და ასპირაციის პრევენცია ,
ენტერალური კვება
 უკუჩვენება: სახის მრავლობითი დაზიანება, ნაზალური ობსტრუქცია ,
კოაგულოპათიები, საყლაპავის ვარიკოზი
 გართულება: ასპირაცია, ღებინების გამოწვევა ენდოტრაქეალური
ინტუბაცია, პნევმოთორაქსი ინტრაკრანიალური ინტუბაცია , შემდგომი
გართულებაა ადგილობრივი ნაწოლი, კანის გაღიზიანება
ნაზოგასტრალური ინტუბაცია
საჭირო აღჭურვილობა
 არასტერილური ხელთათმანი
 დამცავი სათვალე, ქუდი, ნიღაბი
 ნაზოგასტრალური მილი (ასკთან შესაბამისი ზომის)
 ჟანეს შპრიცი 50-60 მლ
 ლიდოკაინიანი ლუბრიკანტი ან სპრეი
 ლეიკოპლასტირი ფიქსაციისთვის
 სტეტოსკოპი
 ჭიქა წყლით
 თირკმლისებრი თასი
 მომჭერი
 რეზერვუარი (ზონდის მისაერთებლად)
ნაზოგასტრალური ინტუბაცია
პროცედურის თანმიმდევრობა
 მიიღეთ ექიმისგან დავალება პროცედურის შესრულებაზე
 მოახდინეთ პაციენტის იდენტიფიცირება
 თუ პაციენტი გონზეა, აუხსენით პროცედურის არსი
 მოამზადეთ აღჭურვილობა და მოათავსეთ საპროცედურო მაგიდაზე
 პაციენტი წამოსვით ფაულერის პოზიციაში, უგონო პაციენტის
შემთხვევაში თავის წამოწევა ხდება 450
 დაიფარეთ ქუდი, გაიკითეთ ნიღაბი სათვალე
 დაიბანეთ ხელი ანტიბაქტერიული საპნით, დაიმუშავეთ ანტისეპტიკური
ხსნარით, ჩაიცვით არასტერილური ხელთათმანი
ნაზოგასტრალური ინტუბაცია
პროცედურის თანმიმდევრობა
 განსაზღვრეთ ზონდის ზომა, ყურის ბიბილოდან მახვილისებურ
მორჩამდე, დააფიქსირეთ ნიშნული, დაუმატეთ 15 სმ და მიიღებთ
ინტუბაციისთვის სასურველ ზომას
 შემოწმეტ ნესტოები დეფორმაციასა და ობსტრუქციაზე
 წაუსვით ნგზ ლუბლიკანტი
 დაიწყეთ ზონდის ადმინისტრირება მცირე წნევით სწრაფად
 სთხოვეთ პაციენტს დაიწყოს ყლაპვა, შეგიძლიათ მიაწოდოთ წყალი
 დაბრკილების შემთხვევაში ნუ გამოიყენებთ ძალას
 შეიყვანეთ ზონდი ნიშნულამდე
ნაზოგასტრალური ინტუბაცია
პროცედურის თანმიმდევრობა
 დაადასტურეთ ზონდის სწორი ლოკალიზაცია,შეიყვანეთ ზონდში ჰაერი ,
და მოუსმინეთ ფონენდოსკოპით ბუყბუყს ან შესაძლებელია კუჭის
შიგთავსის ასპირაცია
 ზონდი დააფიქსირეთ ნესტოზე და მიუერთეთ რეზერვუარს ან ჩაკეთეთ
ზონდი საცობით
 მიალაგეთ საპროცედურე არე, სამედიცინო ნარჩენები მოათავსეთ
შესაბამის კონტეინერში
 მოიხსენით ხელთათმანი, ქუდი, ნიღაბი, სათვალე
 დაიბანეთ ხელი
 შეავსეთ დოკუმენტაცია
სტომა
 სტომირება – რომელიმე ღრუ ორგანოზე ხვრელის ქირურგიული გზით
შექმნაა.
 ყველაზე ხშირად სტომის დადება დაკავშირებულია – ნაწლავებზე
ჩატარებულ ოპერაციასთან (ილეოსტომა და კოლოსტომა), შარდ-
სასქესო სისტემაზე (უროსტომა, ეპიცისტოსტომა), ტრაქეაზე ჩატარებულ
ოპერაციასთან (ტრაქეოსტომა) და აგრეთვე ავადმყოფის კვებისთვის
(გასტროსტომა).
სტომა
 სტომა შეიძლება იყოს მუდმივი და დროებითი.
 მუდმივი სტომა რჩება პაციენტს მთელი დარჩენილი ცხოვრების
მანძილზე
 დროებითი სტომა გამოიყენება, თუ საჭიროა კუჭ-ნაწლავზე
მკურნალობის და რეაბილიტაციის ჩატარება, ოპერაციის შემდეგ , მძიმე
მოწამვლის და სხვა დაავადებების დროს, როდესაც საჭიროა კუჭ-
ნაწლავის განტვირთვა, მოსვენება. გარკვეული დროის შემდეგ იხსნება ,
კუჭ-ნაწლავის მთლიანობა აღდგება
ნაწლავთა სტომები
ძირითადად გამოიყენება მსხვილი ან წვრილი ნაწლავის დაავადებების
დროს. (სიმსივნე, მუცლის ღრუს ტრავმა, დივერკულიტი და სხვადასხვა
პათოლოგიები)
სტომის სახეები:
 ილეოსტომა - გამოტანილია წვრილი ნაწლავი, მდებარეობს მარჯვენა
ილიოცეკალურ არეში მუცლის კედელზე. გამონაყოფი მასა არის
ძირითადად თხევადი რაც გამაღიზიანებელია გარშემო კანისთვის .
 კოლოსტომა - გამოტანილია მსხვილი ნაწლავი, მდებარეობს მარჯვენა
ან მარცხენა ილიოცეკალურ ან ნეკნის ქვემოთ არეში, გამონაყოფ მასას
აქვს აგრესიული მოქმედება კანზე.
ნაწლავთა სტომები
სტომების გართულებები
 ირგვლივ მდებარე კანის გაღიზიანება
 სიწითლე, გამონადენი
 სისხლდენა
 სტენოზი - შევიწროვება
 რეტრაქცია- სტომის ჩავარდნა
 პროლაპსი- სტომის გამოვარდნა
 სტომის არის ჰიპერგრანულაცია
ნაწლავთა სტომები
სტომის მოვლის პრინციპები
 პაციენტის შეფასება
 პაციენტის განათლება
 სტომის მოვლა, დამუშვება (ირგვლივ მდებარე კანის მდგომარეობის
შეფასება, ჰიგიენის ნორმების დაცვა - დაბანა საფუძვლიანი
გამშრალება
 ექიმის დანიშნულებით სამკურნალო საშუალებების გამოყენება (ცინკის
შემცველი მალამოები, დამცავი საშუალებები)
 მიმღები რეზერვუარის შეცვლა
 გართულებების პროფილატიკა
 ექიმის დროული ინფორმირება
 კვების რაციონის შერჩევა
ნაწლავთა სტომები
რეკომენდაციები
 მიმღები რეზერვუარის შეცვლა უმჯობესია დილით საუზმემდე და
საღამოს ძილის წინ.
 სასურველია მიმღების შეცვლა მოხდეს დამჯდარ ან დაწოლილ
მდგომარეობაში
 არ გამოიყენოთ ბამბა
 ირგვლივ მდებარე კანის დასამუშავებლად არ გამოიყენოთ
ალკოჰოლოს შემცველი ხსნარები
 ჰიგიენის დროს არ გამოიყენოთ ტუტეს შემცველი საპონი
 ჰიგიენური პროცედურის შემდეგ აცადეთ კანს გაშრობა
 დაიცავით ასეპტიკის და ანტისეპტიკის წესები
ნაწლავთა სტომები
საჭირო აღჭურვილობა
 არასტერილური ხელთათმანი
 მიმღები რეზერვუარი
 მაკრატელი
 ერთჯერადი სახაზავი
 ერთჯერადი პარკი
 მარლის ბურთულები
 ანტისეპტიკური ხსნარი
 დანიშნული მალამო
ნაწლავთა სტომები
პროცედურის თანმიმდევრობა
 დაიბანეთ ხელი
 მოამზადეთ საჭირო აღჭურვილობა
 ჩაიცვით ხელთათმანი
 ფრთხილად კანის დაზიანების გარეშე მოხსენით ძველი მიმღები
 მოათავსეთ ერთჯერად პარკში
 ჩამობანეთ თბილი წყლით და საპნით სტომის ადგილი
 გაამშრალეთ, აცადეთ კარგად გაშრობა
 გამოიცვალეთ ხელთათმანი
 დაამუშვეთ ირგვლივ მდებარე კანი დამცავი საშუალებებით
 გაზომეთ სტომის დიამეტრი ერთჯერადი სახაზავით
 ამოჭერით მიმღების დასაკრავი ადგილი ზომის შესაბამისად
ნაწლავთა სტომები
პროცედურის თანმიმდევრობა

 მოარგეთ მიმღები სტომას ფრთხილად


 მსუბუქი ზეწოლით კარგად მიაწებეთ კანს
 მოარგეთ რეზერვუარი სტომას
 ჩაკეტეთ რეზერვუარი ასეთის არსებობის შემთხვევაში
 შესაძლოა მხოლოდ რეზერვუარის შეცვლა თუ მიმღები
ორკომპონენტიანი
 მიალაგეთ ყველაფერი
 გაიხადეთ ხელთათმანი
 დაიბანეთ ხელი
 მოახდინეთ დოკუმენტირება
შარდსასქესო სისტემის სტომები
ძირითადად გამოიყენება შარდის გამომყოფი სისტემის დაავადებების
დროს.
სტომის სახეები:
 უროსტომა - მიმართავენ რადიკალური ცისტექტომიის დროს. წვრილი
ნაწლავის პატარა ნაწილს იღებენ და მას შარდსაწვეთებთან აერთებენ ,
მუცელის წინა კედელზე ათავსებენ წვრილი ნაწლავის თავისუფალ
ბოლოს. შარდვა არის არაკონტროლირებადი
 ეპიცისტოსტომა - ცისტოსტომა არის მუცლის წინა კედლიდან შარდის
ბუშტში ჩადგმული მილი რომლის მეშვეობითაც ხდება შარდის
გამოყოფა.
 ჩვენება: სიმსივნე, მცირე მენჯის ღრუს ტრავმა, სხვადახვა დაავადებები
და ანომალიები, პროსტატის ჰიპერპლაზია
შარდსასქესო სისტემის სტომები
სტომის გართულებები

 აღმავალი ინფექციის განვითარება


 ირგვლივ მდებარე კანის გაღიზიანება (სიწითლე, გამონადენი)
 სისხლდენა
 სტენოზი - შევიწროვება
 რეტრაქცია - სტომის ჩავარდნა
 პროლაპსი - სტომის გამოვარდნა
შარდსასქესო სისტემის სტომები
სტომის მოვლის პრინციპები
 პაციენტის შეფასება
 პაციენტის განათლება
 სტომის მოვლა, დამუშვება :ირგვლივ მდებარე კანის მდგომარეობის
შეფასება, ჰიგიენის ნორმების დაცვა: დაბანა საფუძვლიანი
გამშრალება, ექიმის დანიშნულებით სამკურნალო საშუალებების
გამოყენება (ცინკის შემცველი მალამოები, დამცავი საშუალებები )
 მიმღები რეზერვუარის შეცვლა
 გართულებების პროფილატიკა
 ექიმის დროული ინფორმირება
შარდსასქესო სისტემის სტომები
 უროსტომის მოვლა ანალოგიურია როგორც ილეოსტომის დროს
 ეპიცისტოსტომის მოვლა -კანის დამუშვება ანტისეპტიკური
ხსნარებით, სტერილური მარლის საფენით დაფარვა , ასეპტიკის და
ანისეპტიკის პრინციპების დაცვა, ჰიგიენის უზრუნველყოფა , არ
გამოიყენება ალკოჰოლის შემცველი ანტისეპტიკები
გასტროსტომა
 გასტროსტომია კუჭის ხელოვნური გარეგანი ფისტულის შექმნის
ოპერაცია პირდაპირ კუჭში საკვების შეყვანის მიზნით .
 ჩვენება: გულმკერდის საყლაპავის დაზიანებები, საყლაპავ-
ტრაქეალური ან საყლაპავ-ბრონქული ფისტულის არსებობა ,
საყლაპავის დამწვრობა, ავთვისებიანი სიმსივნეები , დისფაგია
გასტროსტომა
სტომის მოვლის პრინციპები
 ირგვლივ მდებარე კანის მოვლა დამუშავება
 ასეპტიკის და ანტისეპტიკის პრინციპის დაცვა
 ჩარეცხვა ყველა კვების შემდეგ თბილი წყლით
 ენტერალური კვებით უზრუნველყოფა
 ჯერადი კვება
 სითხის მიღება
 დანიშნულების მიხედვით კანის დამუშვება დამცავი საშუალებებით

You might also like