You are on page 1of 9

სასამართლო სამედიცინო

თანატოლოგია
სასამართლო მედიცინა არის სამედიცინო მეცნიერების ნაწილი, რომელიც
შეისწავლის სისხლისა და სამოქალაქო სამართლის საქმეების განხილვისას
წამოჭრილ სამედიცინო და ბიოლოგიურ საკითხებს.

კვდომა და სიკვდილი
სიკვდილი ლათინურად არის - mors, ბერძნულად - tanatos.
თანატოლოგია არის მეცნიერება რომელიც შეისწავლის კვდომის პროცესს, მის
მიზეზებს და პოსტმორტულ ცვლილებებს.

სასამართლო სამედიცინო თანატოლოგია შეისწავლის სიკვდილის


სასამართლო სამედიცინო ასპექტებს.

თანატოლოგია იყოფა ზოგად და კერძო თანატოლოგიად.


ზოგადი თანატოლოგია მოიცავს ცოდნას სიკვდილის კრიტერიუმების შესახებ.

კერძო თანატოლოგია შეისწავლის სიკვდილის ცალკეულ სახეობებს


რომლებიც გამოწვეულია დაზიანებებით და დაავადებებით.

სიკვდილი არის ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლის და ფუნქციების სრული


შეუქცევადი შეწყვეტა.

ცოცხალი ორგანიზმის გაჩენის მომენტიდანვე იწყება გაცვეთის პროცესები,


რასაც ბოლოს მოჰყვება ორგანიზმის სიკვდილი. ასეთი სახის სიკვდილი
იშვითობაა და მას ფიზიოლოგიურ სიკვდილს უწოდებენ.

უფრო ხშირად სიკვდილს იწვევს ან მის დადგომას აჩქარებს ავადმყოფობა ან


დაზიანება ასეთ სიკვდილს პათოლოგიურ სიკვდილს უწოდებენ.

კვდომა არის სიცოცხლიდან სიკვდილში გადასვლის პროცესი. რომელიც


შედგება შემდეგი ეტაპებისგან:

1. პრეაგონიული მდგომარეობა

2. ტერმინალური პაუზა

3. აგონია

4. კლინიკური სიკვდილი

სასამართლო სამედიცინო თანატოლოგია 1


5. ბიოლოგიური სიკვდილი.

პრეაგონიული მდგომარეობა
გონება დათრგუნულია

მაჯა არ ისინჯება

გულის ტონები შესუსტებულია


არტერიული წნევა დაბალია

სუნთქვა ხშირი და ზერელეა

გამღიზიანებელზე რეაქცია მკვეთრად დაქვეითებულია.

ტერმინალური პაუზა
გონება, მაჯა, რეფლექსები და სუნთქვა არ ვლინდება, არტერიული წნევა
ნულთან არის ახლოს.

აგონია
გონება დაკარგულია და ეპიზოდურად მცირე დროით გბრუნდება, აღინიშნება
გულისცემის გახშირება და არტერიული წნევის მცირე მომატება, სუნთქვა
იშვიათი და ღრმაა, ამ ეტაპის ბოლოს სუნთქვა კიდევ უფრო იშვიათდება და
არტერიული წნევა ეცემა.

კლინიკური სიკვდილი
იწყება გულის გაჩერებით, რასაც გონების, რეფლექსების და სუნთქვის ფუნქციის
დაკარგვა მოჰყვება. ეს ეტაპი ჩვეულებრივ გრძელდება 5-6 წთ, თუმცა შეიძლება
15-20 წუთამდეც კი გაგრძელდეს.

ამ ეტაპიდან ჯერ კიდევ შესაძლებელია ყველა ძირითადი სასიცოცხლო


ფუნქციების აღდგენა.

ბიოლოგიური სიკვდილი.
ვითარდება ცნს-ის, სისხლის მიმოქცევის და სუნთქვის ფუნქციების სრული
შეუქცევადი შეწყვეტა.

სიკვდილის ფაქტის დადგენა


კლინიკური სიკვდილი იწყება გულის გაჩერებით, ხოლო ბიოლოგიური
სიკვდილის დასაწყისად ითვლება თავის ტვინის ღეროს სიკვდილი. ორივე ამ
მომენტის ზუსტი დაფიქსირება პრაქტიკაში ძნელია, ამიტომ სიკვდილის ფაქტზე

სასამართლო სამედიცინო თანატოლოგია 2


გულ-სისხლძარღვთა სისტემის, სასუნთქი სისტემის და ცნს-ის დამოუკიდებელი
ფუნქციონირების ძირითადი ნიშნებით მსჯელობენ.
ამ ნიშნების გამოვლენა არ არის ძნელი სამედიცინო აპარატურის გამოყენებით.

მაგრამ პრაქტიკაში უფრო ხშირად არ არის აპარატურით სიკვდილის ფაქტის


დადგენის საშუალება რის გამოც საჭიროა ვიცოდეთ სიკვდილის უტყუარი
ნიშნები.
არსებობს სიკვდილის სავარაუდო ნიშნები, რომლებიც ეჭვს ბადებს სიკვდილზე,
მაგრამ სიკვდილის ფაქტის დასადგენად აუცილებელია უტყუარი ნიშნების
გამოვლენა.

სავარაუდო ნიშნებია:

სხეულის პასიური მივარდნილი მდებარეობა

კანის სიფერმკთალე

ხელის შეხებით სიცივე

სუნთქვისა და გულისცემის მოუსმენლობა

მაჯისცემის უქონლობა

მგრძნობელობის, გუგისა და რქოვანას რეფლექსების გაქრობა.

უტყუარი ნიშნებია:

გვამის ტემპერატურის 23°C-ზე დაბლა დაცემა სწორ ნაწლავში.

,,კატის თვალის გუგის’’ ფენომენი.

ლარშეს ლაქები.

ნაადრევი და მოგვიანებითი გვამური ცვლილებები.

,,კატის თვალის გუგის’’ ფენომენი სიკვდილის შემდეგ 10-15 წუთში თვალშიდა


წნევა იმ დონეზე ეცემა, რომ თუ თვალის კაკალს გვერდებიდანთითებით
მივაწვებით, გუგა მიიღებს ვერტიკალური ოვალის ფორმას.

გარდაცვლილს თუ თვალები ღია დარჩა თვალები გამოშრება, სკლერა


გამუქდება, იღებს მოყვითალო მორუხო ფერს და გამოვლინდება
სამკუთხედების ფორმის ლაქები რომელთა ფუძეები მიმართულია ფერადი
გარსისკენ, ხოლო მწვერვალები თვალის შიგნითა და გარეთა კუთხეებისკენ. ამ
მოყვითალო-მორუხო ფერის უბნებს ლარშეს ლაქები ეწოდება.

სასამართლო სამედიცინო თანატოლოგია 3


სიკვდილის სასამართლო სამედიცინო
კლასიფიკაცია
სიკვდილი შეიძლება იყოს ფიზიოლოგიური და პათოლოგიური.
ფიზიოლოგიურ სიკვდილს მიეკუთვნება ინდივიდის ისეთი სიკვდილი,
რომელიც ვითარდება ორგანიზმის გენეტიკური ,,დაპროგრამებული’’ გაცვეთის
შედეგად, რაც ძალიან იშვიათია.

პათოლოგიურ სიკვდილს მიეკუთვნება ავადმყოფობით ან გარეშე ფაქტორებით


გამოწვეული დაზიანებით განვითარებული სიკვდილი. ავადმყოფობით
გამოწვეულ სიკვდილს არანაძალადევი სიკვდილი ეწოდება, ხოლო გარეშე
ფაქტორებით გამოწვეულს - ნაძალადევი. (შეფარდება სიხშირის მიხედვით 3/1-
ზეა).

სასამართლო მედიცინაში მიღებულია სიკვდილის დაყოფა კატეგორიად,


გვარეობად და სახეობად.
გამომწვევი მიზეზების მიხედვით არსებობს ნაძალადევი და არანაძალადევი
სიკვდილის კატეგორიები. ნაძალადევია სიკვდილი, თუ მისი გამომწვევი მიზეზი
ორგანიზმის გარეთაა, ე.ი. ვითარდება გარეგანი ფაქტორების ზემოქმედებით,
არანაძალადევი სიკვდილის მიზეზი კი ორგანიზმშია ანუ ავადმყოფობითაა
გამოწვეული.

ნაძალადევი სიკვდილის გვარეობა არის მკვლელობა, თვითმკვლელობა და


უბედური შემთხვევა. არანაძალადევი სიკვდილის გვარეობას ეკუთვნის უეცარი
სიკვდილი პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანის არამანიფესტირებული
ავადმყოფობის შედეგად გამოწვეული სიკვდილია. დაავადების გამოვლენიდან
6 საათში გარდაცვალება სწრაფ სიკვდილად ითვლება.

ნაძალადევი სიკვდილის სახეობას მიეკუთვნება მექანიკური ასფიქსიით,


მექანიკური დაზიანებით, ფიზიკურიდა ქიმიური ფაქტორებით, შიმშილით,
ფიზიკური და ფსიქიკური გადატვირთვით გამოწვეული სიკვდილი.

სასამართლო სამედიცინო თანატოლოგია 4


გვამური ცვლილებები
გვამური ცვლილებები მათი გამოვლინების მიხედვით იყოფა ნაადრევ და
მოგვიანებით გვამურ ცვლილებებად.

ნაადრევი გვამური ცვლილებები


1. გვამის გაცივება

სიკვდილის შემდეგგვამში სიცოცხლისათვის დამახასიათებელინივთიერებათა


ცვლის პროცესი და სითბოს გამოყოფა წყდება და იწყება სხეულიდან სითბოს
გაცემა, რომელიც გრძელდება მანამ, სანამ გვამის ტემპერატურა არ
გაუთანაბრდება გარემოს ტემპერატურას.

ტემპერატურის დაცემა სწორ ნაწლავში 23°C-ზე დაბლა სიკვდილის უტყუარი


ნიშანია.

2. გვამის გაშეშება

გვამური გაშეშება წარმოადგენს სიკვდილის შემდგომ კუნთების გამკვრივებასა


და გამაგრებას, რის გამოც გვამი იღებს განსაზღვრულ პოზას.
სიკვდილის დადგომას კუნთების მოდუნება მოჰყვება, ისინი რბილი და
დამყოლია, მაგრამ სიკვდილიდან 1-3 საათის შემდეგ იწყება ქუთუთოებისა და
საღეჭი კუნთების გაშეშება, რომელიც თანმიმდევრობით ვრცელდება კისრის,
ზედა კიდურების, გულმკერდის, მუცლისა და ქვედა კიდურების კუნთებში. ეს

სასამართლო სამედიცინო თანატოლოგია 5


თანმიმდევრობა დამოკიდებულია ქსოვილებიან წყლის დაკარგვაზე.
თანმიმდევრობა შეიძლება შეიცვალოს გვამის სხვა პოზაში მდებარეობისას.
გვამური გაშეშება მოიცავს როგორც განივზოლიან, ისე ორგანოების გლუვ
კუნთებსაც.

3. გვამური ლაქები

გულის მუშაობის გაჩერების შემდეგ სისხლი და ორგანიზმის სხვა სითხეები


სიმძიმის ძალით გადანაწილდება გვამის ქვემდებარე ნაწილებში.

თუ გვამი გულაღმა წევს სხეულის ზედა ნაწილები სისხლით ღარიბდება, რის


გამოც კანი მოლურჯო-მოთეთრო ფერს ე.წ. ,,მკვდრის ფერს’’ იღებს, ხოლო
გვამის ყურის ნიჟარების უკანა ნაწილი, კისრის, ზურგის, წელის, გავისა და
კიდურების უკანა ზედაპირები - მოლურჯო-მოწითალო ან მოიისფრო
შეფერილობას. ეს ლაქები არ არის შემოსაზღვრული და მათ ნაადრევი,
ჰიპოსტაზური გვამური ლაქები ეწოდება. ისინი ვითარდებიან სიკვდილიდან 2-4
საათში. თუ ამ პერიოდში გვამურ ლაქაზე მოვახდენთ ზეწოლას ან გვამს
გადავაბრუნებთ გვამური ლაქა გაქრება, რადგან სისხლი გაიდევნება
სისხლძარღვებიდან.

სიკვდილიდან 6-8 საათის გასვლის შემდეგ გვამური ლაქა ზეწოლით აღარ


ქრება, მხოლოდ ფერმკრთალდება, რადგან ირგვლივ მყოფ ქსოვილებში
სისხლი უკვე ნაწილობრივ გადმოსულია. სისხლძარღვებიდან სისხლის
გამოსვლის დაწყებას ხელს უწყობს სისხლის და სისხლძარღვის კედლის
აუტოლიზური პროცესები. ამის გამო გვამურ ლაქაზე ზეწოლით ის უკვე აღარ
ქრება, მხოლოდ ფერმკრთალდება. ასეთ გვამურ ლაქებს დიფუზურ ლაქებს
უწოდებენ.

სიკვდილის მომენტიდან 12-14 საათის გასვლის შემდეგ გვამური ლაქები


ზეწოლით ფერს აღარ იცვლიან, ასევე გვამის პოზის შეცვლით ისინი აღარ
გადაადგილდებიან, რადგან სისხლის მასამ უკვე დატოვა წვრილი
სისხლძარღვები და გაჟღინთა ქსოვილები. ასეთ გვამურ ლაქებს მოგვიანებით,
იმბიბიციურ ლაქებს უწოდებენ.

4. გვამის გაშრობა

გვამის გაშრობა გვამიდან სითხეების აორთქლების შედეგია, რის გამოც კანი


და ლორწოვანი გარსები წყალს კარგავენ.
გარდაცვლილს თუ თვალები ღია დარჩა თვალები გამოშრება, სკლერა
გამუქდება, იღებს მოყვითალო მორუხო ფერს და გამოვლინდება
სამკუთხედების ფორმის ლაქები რომელთა ფუძეები მიმართულია ფერადი
გარსისკენ, ხოლო მწვერვალები თვალის შიგნითა და გარეთა კუთხეებისკენ. ამ

სასამართლო სამედიცინო თანატოლოგია 6


მოყვითალო-მორუხო ფერის უბნებს ლარშეს ლაქები ეწოდება. (სიკვდილიდან
4-5 საათში ვითარდება).

გაშრობა კარგად გამოვლინდება ტუჩებზე, რის გამოც მისი ნაოჭიანობა


მკვეთრად მატულობს, გათხელებულია, მკვრივია და აქვს მურა მოწითალო ან
მუქი ყავისფერი შეფერილობა. ასეთი ცვლილებები ნესტოების, თითების ბოლო
ფალანგების და სათესლე პარკის მიდამოებში ვლინდება.

5. აუტოლიზი

მოგვიანებითი გვამური ცვლილებები


აუტოლიზი არის სიკვდილის შემდეგ ორგანიზმის თვითმონელება. სისხლის
მიმოქცევის შეწყვეტიდან მოკლე დროში უჯრედებში იწყება მემბრანის
დაზიანება, განვლადობა ძლიერდება, ლიზოსომებიდან და
მიტოქონდრიებიდან ხდება ფერმენტების ციტოპლაზმაში მოხვედრა.
გამოთავისუფლებული ფერმენტები უჯრედის აუტოლიზს იწვევენ.

1. ლპობა

ლპობა არის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს გვამის ქსოვილებში


აერობული და ანაერობული მიკრობებით. სიკვდილის შემდეგ იწყება
მიკროორგანიზმების სწრაფი გამრავლება, რომლებიც დიდი რაოდენობით
გამოყოფენ პროტეოლიზურ ფერმენტებს.

ლპობის სიჩქარეს და მის ინტენსივობას მრავალი ფაქტორი განაპირობებს.


ლპობითი მიკრობების გამრავლებისთვის ოპტიმალური ტემპერატურა არის 30-
40°C. (ლპობითი მიკრობები +1°C-ზე დაბალი და +60°C-ზე მაღალი
ტემპერატურის პირობებში ვერ მრავლდებიან.)

ლპობას ხელს უწყობს მაღალი ტენიანობა.

ჰაერზე გვამი ბევრად უფრო სწრაფად განიცდის ლპობას, ვიდრე წყალში და


მიწაში.
ლპობითი პროცესი ნაწლავებში არსებული ლპობითი ბაქტერიების
გამრავლებით იწყება, შემდეგ მუცლის წინა კედელზე ვრცელდება. რადგან
მიკრობებისთვის საუკეთესო საკვებ ნიადაგს სისხლი წარმოადგენს ლპობაც
სისხლძარღვების გასწვრივ ვრცელდება. მუცლის წინა კედელზე 3-4 დღის
შემდეგ ჩნდება ე.წ. ლპობითი ბადე - მომწვანო ფერის ვენური ბადე.
დაგროვილი ლპობითი გაზები პირველ რიგში შებერავს მუცელს, შემდეგ გაზები
ვრცელდება კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში, თანდათან გაზი ყველა რბილ
ქსოვილში აღწევს რის გამოც გვამის მოცულობა იზრდება და ვითარდება ე.წ.
გიგანტიზმი.

სასამართლო სამედიცინო თანატოლოგია 7


2. მუმიფიკაცია

მუმიფიკაცია ანუ გვამის ძლიერი გამოშრობა ვითარდება მაღალი


ტემპერატურის, მშრალი გარემოსა და კარგი ვენტილაციის პირობებში. წყლის
დაკარგვის გამო გვამში ლპობითი პროცესები აღარ ვითარდება და
ქსოვილების კონსერვაცია ხდება.

გვამის კანის ფერი მუქი მოყავისფრო, მშრალი და მკვრივია.

გვამის სრული მუმიფიკაცია შესაძლებელია 6-12 თვეში. მუმიფიცირებული


გვამის შესწავლით შიძლება სიკვდილის გამომწვევი ტრავმული დაზიანებები
ინახოს.

3. ქონცვილი

ქონცვილი ვითარდება ჟანგბადის ნაკლებობის და მომატებული ტენიანობის


პირობებში. ასეთი გარემო უხშირესად იქმნება წყალში და ნესტიან ნიადაგში,
სადაც კანი მაცერაციას განიცდის, რაც ხელს უწყობს ქსოვილებში და
ორგანოებში წყლის შეღწევას.
ქონცვილიანი ქსოვილი იღებს მოთეთრო-მოყვითალო ან მორუხო-
მოყვითალო ფერს, ქონისა და ცვილის ნარევს წააგავს, აქვს მკვეთრად
მყრალი სუნი, ერთგვაროვანი და მყიფე სტრუქტურა, რის გამოც ადვილად
იფშვნება.

ქონცვილიანი გვამების გამოკვლევით შეიძლება ინახოს დაზიანებები,


შესაძლებელია გვამის ამოცნობა.

4. ტორფით დათრმილვა

ტორფით დათრმილვა შეიმჩნევა ტორფიან ნიადაგში, ჭაობებსა და ტბებში


გვამის დიდი ხნით მოთავსებისას.
გვამის კანი იჭმუხნება, კარგავს ელასტიურობას, ხდება მყიფე და მუქი
ყავისფერი.მპალა მჟავების მოქმედებით ძვლებიდან გამოირეცხება
მინერალური ნივთიერებები, რის გამოც ძვლები მოქნილი ხდება და დანით
იოლად იჭრება. შინაგანი ორგანოების მოცულობა მკვეთრად მცირდება.
ტორფით დათრმილვა გვამს დიდი ხნის განმავლობაში ინახავს.

გვამის ბუნებრივი კონსერვაცია შესაძლებელია ყინულში, გაყინულ მიწაში,


მარილიან წყალში, ნავთობში.

გვამის ხელოვნური ონსერვაციისას არტერიულ სისტემაში წნევით შეჰყავთ


ანტისეპტიკური სითხე, გვამის ლპობის დაწყებამდე.

სასამართლო სამედიცინო თანატოლოგია 8


სიკვდილის ხანდაზმულობის განსაზღვრა
სიკვდილის ხანდაზმულობის განსაზღვრისთვის გარეგანი გაღიზიანების მიმართ
ქსოვილებისა და ორგანოების სიკვდილის შემდგომ რეაქციას იყენებენ.

პირველი დღენახევრის განმავლობაში თვალის გუგები ქიმიურ გაღიზიანებაზე


რეაქციის უნარს ინარჩუნებენ, გამღიზიანებლად იყენებენ პილოკარპინის 1%-
იან ან ატროპინის 1% ხსნარებს. რომლებიც თვალის წინა კამერაში წვრილი
საინექციო ნემსით შეჰყავთ. პილოკარპინის შეყვანისას გუგა ვიწროვდება,
ხოლო ატროპინის შეყვანისას გუგა ფართოვდება.
სიცოცხლისდროინდელ რეაქციას მიეკუთვნება ჩონჩხის კუნთების რეაგირების
უნარის შენარჩუნება მექანიკურ გაღიზიანებაზე. ამ მიზნით მხრის ორთავა
კუნთის შუა მესამედში კუნთის პერპენდიკულარულად მკვეთრად არტყამენ
ვიწრო მკვრივ ბლაგვ საგანს. რის შედეგადაც კუნთის ამ მიდამოში ვითარდება
თვალით შესამჩნევი ბორცვი.
სიცოცხლისდროინდელი რეაქციის დასადგენად ჩონჩხის კუნთების
ელექტრული დენით გაღიზიანებას იყენებენ. ამ მიზნით მუდმივი დენის
ნემსისებურ ელექტროიდებს პირის ან თვალის კუთხეებში ჩხვლეტენ. კრავენ
წრედს 1 წამის განმავლობაში და არეგისტრირებენ კუნთების საპასუხო
რეაქციას, რომლის მიხედვითაც სიკვდილიდან გასულ დროზე მსჯელობენ.

სიკვდილის შემდგომ გარკვეული დროის განმავლობაში გვამის საოფლე


ჯირკვლები ქიმიურ გაღიზიანებაზე რეაგირებენ. კანის გამოსაკვლევ უბანს 2%-
იანი იოდის ხსნარით ამუშავებენ. გაშრობის შემდეგ მასზე უსვამენ პასტას
(ამიდონი და აბუსალათინის ზეთი) და კანქვეშ შეიყვანენადრენალინის ხსნარს.
შეყვანიდან 1-1,5 სთ-ში ოფლი გამოიყოფა. ეს რეაქცია ვლინდება
სიკვდილიდან 30 საათის განმავლობაში.

სასამართლო სამედიცინო თანატოლოგია 9

You might also like