You are on page 1of 5

ინმფარქტი

ანანო მირიანაშვილი
ინფარქტი, იგივე გულის
შეტევა
გული კუნთოვანი ღრუ ორგანოა, რომელიც ასრულებს
ტუმბოს ფუნქციას და უზრუნველყოფს სისხლის
მოძრაობას სისხლის მიმოქცევის სისტემაში. გულის
ნორმალურ ფუნქციონირებას სასიცოცხლო
მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
გულის შეტევა, იგივე ინფარქტი გულის კუნთის მცირე ან
დიდი უბნის მკვებავი გვირგვინოვანი არტერიის
რომელიმე ტოტის სანათურის დახშობაა, რა დროსაც
ვითარდება დისბალანსი მიკარდიუმისთვის სისხლის
მიწოდებისა და მოთხოვნას შორის, რის შედეგადაც
გულის კუნთს აღარ მიეწოდება შესაბამისი
რაოდენობით სისხლი, ჟანგბადი. ყოველივე ამის
ფონზეც ვითარდება გულის კუნთის ნეკროზი კვდომა.

ნეკროზული ზონა არის ფართე ან მცირე ზომის. მნიშვნელოვანია თუ როგორი კალიბრის სისხლძარღვი
არის შევიწროვებული (წვრილი, მსხვილი).გულს სისხლით ამარაგებს 2 მთავარი კორონარული
არტერია: მარცხენა მთავარი და მარჯვენა კორონარული არტერია, რომლებიც თავისმხრივ იყოფა
შედარებით წვრილ ტოტებად.
ინფარქტის განვითარების რისკ-
ფაქტორებს წარმოადგენს
• ასაკი - ასაკის მატებასთან ერთად იზრდება არტერიის შევიწროვებისა დადაზიანების რისკი
• სქესი - ჩვეულებრივ, მამრობითი სქესის წარმომადგენლებს უფრო ხშირად აწუხებთ კორონარული
არტერიის დაავადებები, თუმცა ქალებშიც იზრდება რისკ-ფაქტორები მენოპაუზის შემდეგ
• მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა - უდიდეს რისკ-ფაქტორად ითვლება, განსაკუთრებით კი მაშინ,
თუ ახლო ნათესავს გულის დაავადება ადრეულ ასაკში აღმოაჩნდა. რისკი ძალიან მაღალია თუ თქვენ
მამას ან ძმას ჰქონდა კორონარული არტერიის დაავადების დიაგნოზი 55 წლამდე, ხოლო დედას ან დას
65 წლამდე
• თამბაქოს მოხმარება - მწეველთათვის და ასევე პასიურ მწეველთათვის მნიშვნელოვნად იზრდება
დაავადების განვითარების რისკი
• მაღალი არტერიული წნევა - გაუკონტროლებელი მაღალი არტერიული წნევის შედეგი შესაძლოა იყოს
არტერიის გამაგრება და გასქელება, რის შედეგადაც ვიწროვდება არხი, რომლითაც ხდება სისხლის
ამოტუმბვა
• სისხლში მაღალი ქოლესტერინის დონე - ქოლესტერინის მაღალ დონეს შეუძლია სისხლში წარმოქმნას
თრომბოციტები და ათეროსკლეროზი
• დიაბეტი
• ჭარბი წონა
• ფიზიკური უმოქმედობა
• დიდი სტრესი
ინფარქტის დამახასიათებელი ნიშნებია:
უეცარი და ძლიერი, აუტანელი ტკივილი გულის არეში, განსაკუთრებით -
მკერდის ძვლის უკან. ინფარქტისმიერ ტკივილს ვერ აყუჩებს ვერც
ნიტროგლიცერინი, ვერც ვალიდოლი და ვერც სხვა ანტისპაზმური
საშუალება, რომელიც, ჩვეულებრივ, აფართოებს კორონარულ
სისხლძარღვებს და დადებით ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს ავლენს
სტენოკარდიული შეტევისას. ინფარქტის დროს ტკივილს ხშირად
ადარებენ გულზე მარწუხის აუტანელ მოჭერას, გულის შუაზე გაპობას,
გულში ბასრი საგნის გაყრას, რომელიც უკან, ბეჭამდე აღწევს. ასევე
არატიპიური ფორმები - ტკივილი ეპიგასტრიუმში(აბდომინური ფორმა),
მზარდი ინტენსივობის ქოშინი, რომელიც წააგავს ბრონქულ ასთმას,
ცერებურული ფორმა - აღინიშნება თავბრუხვევა, ცნობიერების დარღვევა
და ნევროლოგიური სიმპტომები.
მადლობა

ყურადღებისთვი

You might also like