You are on page 1of 7

უკანა შუასაყარის ორგანოები

გულმკერდის ღრუს უმეტეს ნაწილს ავსებს მარჯვენა და მარცხენა პლევრის ღრუ;

ფილტვების მედიალურ ზედაპირებს შორის არის შუასაყარი mediastinum;

ამგვარად, შუასაყარი ფილტვებს შორის არსებული სივრცეა ;

შუასაყარი მოსაზღვრულია: წინიდან - მკერდის ძვლით,

უკნიდან - ხერხემლით,

ქვევიდან - შუასაძგიდით,

გვერდებიდან - პარიესული პლევრის შუასაყრის ფურცლებით.

საყლაპავი მილი 35 სმ სიგრძის კუნთოვანი

ლულაა.

იწყება კისრის მიდამოს მეექვსე მალის დონეზე და ეშვება უკანა შუასაყრის


ღრუში და შუასაძგიდის საყლაპავის ხვრელით გადადის მუცლის ღრუში.

საყლაპავ მილს ყოფენ კისრის, გულმკერდისა და მუცლის ნაწილებად.

კისრის ნაწილი - კისრის VII და გულმკერდის I_II მალთა ფარგლებში,

გულმკერდის ნაწილი _ გულმკერდის III მალიდან შუასაძგიდამდე,

მუცლის ნაწილი _ შუასაძგიდიდან კუჭამდე.საყლაპავი მილი დასაწყისში შუა


ხაზზეა,

ზედა გაგანიერებული ნაწილი გულმკერდის IV მალის დონემდე მარცხნივ არის


გამოდრეკილი, ქვედა გაგანიერებული ნაწილი კვლავ მარცხნისკენ იხრება,

გულმკერდის VIII_X მალთა ფარგლებში იმავე მიმართულებით მკვეთრად იხრება


და შუასაძგიდის საყლაპავისეული ხვრელით მუცელში გადადის.

გარდა ამისა, საყლაპავი მილი ორ ადგილას წინისკენ არის გამოდრეკილი.


თავდაპირველად იგი წინისკენ იხრება სასულეს ბიფურკაციის ქვემოთ, ხოლო
შემდეგ

– როცა წინიდან გადაუვლის აორტას (გულმკერდის VIII_X მალთა


ფარგლებში).საყლაპავი მილის კედელი შედგება სამი გარსისაგან:
შიგნითა, გასწვრივად დანაოჭებული ლორწოვანი გარსი _ ლორწქვეშა
შემაერთებელი ქსოვილით, რომელიც შეიცავს მრავალ ლორწოვან ჯირკვალს ;

შუა, კუნთოვანი გარსი _ შედგება ორი შრისაგან: _ შიგნითა ირგვლივი და გარეთა


გასწვრივი.

გარეთა გარსი _ადვენტიცია.ოპერაციული მიდგომის შესაბამისად საყლაპავი


მილის გულმკერდის მონაკვეთს ყოფენ ზედა და ქვედა ნაწილებად, რომელთა
შორის საზღვრად მიჩნეულია სასულეს ბიფურკაციის (გულმკერდის IV მალის)
დონე.საყლაპავი მილი აქ მარცხნივ არის გამოდრეკილი და სასულესთან ერთად
ქმნის საყლაპავ-სასულეს ღარს _ სულცუს ესოპჰაგოტრაცჰეალის, რომელშიც
მარცხენა ხორხის შებრუნებული ნერვი მდებარეობს.სასულეს ბიფურკაციისა და
მარცხენა ბრონქის ქვემოთ საყლაპავი მილის წინ პერიკარდიუმია, რომელიც
მისგან მარცხენა წინაგულს განაშორებს.

მარცხენა ბრონქის ზემოთ საყლაპავ მილთან ურთიერთობაშია აორტის რკალი


და მისგან გამომავალი მარცხენა საერთო საძილე და ლავიწქვეშა
არტერიები.საყლაპავი მილის მარცხნივ ქვედა ნაწილში (გულმკერდის IV_VII
მალთა ფარგლებში) მოთავსებულია გულმკერდის აორტა.

საყლაპავი მილის მარჯვნივ კენტი ვენა მდებარეობს.

IV მალის დონეზე საყლაპავ მილთან მიდის მარჯვენა ცთომილი ნერვი, რომელიც


მის უკანა ზედაპირზე ტოტიანდება.საყლაპავი მილის უკანა ზედაპირი
გულმკერდის VII მალის დონემდე ურთიერთობაშია ხერხემალთან.

აქ:

ხერხემალსა, საყლაპავ მილსა და აორტას

შორის გულმკერდის სადინარი გაივლის.

ხერხემალსა და საყლაპავ მილს შორის მარცხნიდან მარჯვნივ გადადის მარჯვენა


ნეკნთაშუა არტერიები და ნახევრად კენტი ვენა.საყლაპავი მილის ორივე
გვერდითი ზედაპირი ურთიერთობაშია შესაბამისი მხრის შუასაყრის
პლევრასთან.

ამასთან ეს ურთიერთობა ფრიად ვარიაბელურია. ფილტვის ფესვის ზემოთ


მარჯვნიდან პლევრით, ჩვეულებრივ, დაფარულია საყლაპავი მილის 1სმ სიგანის
ზოლი, ხოლო მარცხნიდან პლევრა საყლაპავ მილს ხერხემალსა და მარჯვენა
ლავიწქვეშა არტერიას შორის მხოლოდ ნაოჭის სახით აღწევს.

ფილტვის ფესვის დონეზე პლევრა საყლაპავი მილისგან მარჯვენა მხარეზე


განშორებულია კენტი ვენით, მარცხენა მხარეზე _ აორტის რკალით.აორტა
გულმკერდში მთელ სიგრძეზე ურთიერთობაშია საყლაპავ მილთან. გულ-
მკერდის III მალის დონეზე აორტის რკალი საყლაპავ მილს წინიდან და
მარცხნიდან გადაუვლის. გულმკერდის აორტა IV_VII მალთა ფარგლებში
მდებარეობს საყლაპავი მილის მარცხნივ, ხოლო VIII_IX მალთა ფარგლებში —
საყლაპავი მილის უკან.საყლაპავი მილის მუცლის ნაწილი მოკლეა.

იგი წინიდან დაფარულია პერიტონეუმით.

მის წინ და მედიალურად ღვიძლის ვენური იოგის ნაპრალი, ღვიძლის კუდიანი


წილის მარჯვენა კიდე და ღვიძლის მარცხენა წილის უკანა კიდე მდებარეობს,

უკან შუასაძგიდის წელის ნაწილია.

მის წინა ზედაპირზე პერიტონეუმის ქვეშ მდებარეობს ცთომილი ნერვის წინა


ღერო, რომელიც კუჭის წინა ზედაპირზე ტოტიანდება.

უკანა ზედაპირზე ცთომილი ნერვის უკანა ღეროა. იგი ტოტიანდება კუჭის უკანა
ზედაპირზე და მსხვილი ტოტით უკავშირდება ფაშვის წნულს.საყლაპავი მილის
კისრის ნაწილი იკვებება ფარისებრ ქვედა არტერიის ტოტებით,

გულმკერდის ნაწილი _ გულმკერდის შიგნითა არტერიების, გულმკერდის


აორტისა და ქვედა 5_6 ნეკნთაშუა არტერიის საყლაპავი მილისეული ტოტებითა _
რამი ესოპჰაგეი და გულმკერდის აორტის ბრონქული ტოტებით.

მუცლის ნაწილი იკვებება შუასაძგიდის ქვედა არტერიისა და კუჭის მარცხენა


არტერიის ტოტებით.საყლაპავი მილის გულმკერდის ნაწილის ვენები ერთვის
კენტ და ნახევრად კენტ ვენებს, რომლებიც ზემო ღრუ ვენის სისტემას ეკუთვნიან .

საყლაპავი მილის მუცლის ნაწილის ვენები ერთვის კუჭის მარცხენა ვენას,


რომელიც კარის ვენის სისტემას ეკუთვნის.

აღნიშნული ვენების შენაკადები დაკავშირებულია ერთმანეთთან საყლაპავი


მილის კედელში არსებული წნულებით, განსაკუთრებით საყლაპავი მილის
ლავიწქვეშა ვენური წნულით, რომელიც ხსენებულ ორ ვენურ სისტემას შორის
მნიშვნელოვან კოლატერალურ ქსელს ქმნის და პორტული ჰიპერტენზიის დროს
არცთუ იშვიათად სახიფათო სისხ-ლის დენას იძლევა.
აორტის რკალი IV მალის დონეზე გადადის გულმკერდის აორტაში, რომელიც,
თავის მხრივ, მუცლის აორტაში გრძელდება.

გულმკერდის აორტა დასაწყისში ხერხემლის მარცხენა ზედაპირზეა, ქვევით


თანდათანობით მედიალურად იწევს და XII მალის დონეზე მარჯვენა კიდით შუა
ხაზს აღწევს. მუცლის აორტა კი ისევ რამდენადმე მარცხნივ იხრება.გულმკერდის
აორტის წინ დასაწყისში მოთავსებულია მარცხენა ფილტვის ფესვი, უფრო ქვევით
_ ჯერ გულის პერანგი და შემდეგ საყლაპავი მილი, რომელიც VIII_IX მალთა
ფარგლებში მკვეთრად მარცხნივ იხრება, აორტას ირიბად წინიდან გადაუვლის
და შუასაძგიდის საყლაპავისეული ხვრელით მუცლის ღრუში
გადადის.გულმკერდის აორტა უკანა ზედაპირით (ზედა ნაწილში უკანა _
მედიალური ზედაპირით) ხერხემალს ეკვრის.აორტასა და ხერხემალს შორის
გულმკერდის VIII მალის დონეზე მარცხნიდან მარჯვნივ გადადის ნახევრად კენტი
ვენა, რომელიც კენტ ვენას ერთვის.

გულმკერდის აორტის მარცხნივ, შუა- საყრის ქვედა ნაწილში მდებარეობს


ნახევრად კენტი ვენა, ხოლო ზედა ნაწილში _ დამატებითი ნახევრად კენტი ვენა,
მარჯვნივ გულმკერდის VIII მალის ზევით საყლაპავი მილია, ხოლო ქვევით _ კენტი
ვენა

. აორტასა და საყლაპავ მილს შორის ხერხემლის წინა ზედაპირზე ქვევიდან ზევით


მიემართება გულმკერდის სადინარი. მარცხენა საერთო საძილე არტერია და
ხორხის მარცხენა შებრუნებული ნერვი.

კისრის VII მალის დონეზე გულმკერდის სადინარი წინისკენ იხრება, მარცხენა


პლევრის გუმბათს ზევიდან გადაუვლის, მარცხენა საერთო საძილე არტერიასა
და ლავიწქვეშა არტერიას შორის გაივლის და, მარცხენა შიგნითა საუღლე ვენას
ანდა უშუალოდ ვენურ კუთხეს ერთვის.

გულმკერდის სადინარს ერთვის მარცხენა ბრონქ-შუასაყრის ღერო მარცხენა


ლავიწქვეშა ღერო და მარცხენა საუღლე ღერო.მარჯვენა მხარეზე შიგნითა
საუღლე ვენაში ან ვენურ კუთხეში იხსნება მარჯვენა ლიმფური სადინარი,
რომელიც მარჯვენა ზედა კიდურის, თავის, კისრისა და გულმკერდის მარჯვენა
ნახევრების ლიმფური კოლექტორია. იგი მარჯვენა ბრონქ-შუასაყრის,
ლავიწქვეშა და საუღლე ღეროების შეერთებით იქმნება.მარჯვენა და მარცხენა
წელის ასწვრივი ვენები შიგნეულობის დიდ ნერვებთან ერ- თად შუასაძგიდის
ფეხებში არსებულ ნაპრალებში გაივლის და კენტ და ნახევრად კენტ ვენებში
გრძელდება. ისინი უკანა შუასაყარში ხერხემლის გვერდებზე მდებარეობენ და
ნეკნთაშუა არტერიებს წინიდან გადაუვლიან, მათ გვერდებიდან უერთდება
ნეკნთაშუა ვენები.კენტი ვენა მარჯვენა მხარეზე სიმპათიკური წველის
მედიალურად მდებარეობს, გვერდიდან დაფარულია შუასაყრის პლევ-რით. მის
მედიალურად და წინ საყლაპავი მილი და გულმკერდის სადინარია. იგი უკნიდან
გადაუვლის მარჯვენა ფილტვის ფესვს, გულმკერდის III მალის დონეზე მკვეთრად
წინისკენ იხრება, მარჯვენა ბრონქს ზევიდან გადაუვლის და ზემო ღრუ ვენას
უკნიდან ერთვის. VIII ან IX მალის დონეზე მას მარცხნიდან ნახევრად კენტი ვენა
ერთვის.ნახევრად კენტი ვენა ხერხემლის მარცხნივ სიმპათიკურ წველსა და
გულმკერდის აორტას შორის მდებარეობს, გვერდიდან დაფარულია პლევრით,
გულმკერდის VIII ან IX მალის დონეზე მკვეთრად მარჯვნისკენ იხრება, აორტას,
საყლაპავ მილსა და გულმკერდის სადინარს უკნიდან გადაუვლის და კენტ ვენაში
იხსნება.

მას ზევიდან ერთვის დამატებითი ნახევრად კენტი ვენა, რომელსაც ზედა 3_7
ნეკნთაშუა ვენა უერთდება. ნეკნთაშუა ვენების გარდა, კენტ და ნახევრად კენტ
ვენებს შუასაყრის ორგანოების ვენებიც უერთდება.

კენტი და ნახევრად კენტი ვენები უმნიშვნელოვანესი ანასტომოზებია ზედა და


ქვედა ღრუ ვენების სისტემებს შორის.

სიმპათიკური წველის გულმკერდის ნაწილი მდებარეობს ხერხემლის გვერდით


ნეკნების თავების გასწვრივ ნეკნთაშუა არტერიებისა და ვენების წინ;
შუასაძგიდის ფეხის შუა და გვერდით ნაწილებს შორის გაივლის და
რეტროპერიტონეულ სივრცეში გადადის. წინიდან დაფარულია გულმკერდის
შიგნითა ფასციით, პარაპლევრული ქსოვილითა და ნეკნების პლევრით. მის
მედიალურად მარჯვენა მხარეზე მდებარეობს კენტი ვენა, მარცხენა მხარეზე—
ნახევრად კენტი ვენა.სიმპათიკური წველის გულმკერდის ნაწილი შეიცავს 9_დან
12_მდე კვანძს, რომ-ლებიც ნეკნების თავებთან მდებარეობენ. ყოველი კვანძი
ერთი ან რამდენიმე შემაერთებელი ტოტით _ რამი ცომმუნიცანტეს
დაკავშირებულია გულმკერდის ნერვთან _ ნ. ტჰორაციცუს, აწვდის ტოტებს
გულმკერდის ორგანოების ნერვულ წნულებს და შიგნეულობის დიდ ან მცირე
ნერვს.შიგნეულობის დიდი ნერვი _ ნ. სპლანცჰნიცუს მაჯორ იქმნება V_IX
კვანძებიდან გამოსული ტოტებით, შიგნეულობის მცირე ნერვი _ ნ. სპლანცჰნიცუს
მინორ _ X_XI კვანძე-ბიდან გამოსული ტოტებით.

შიგნეულობის დიდი ნერვი კენტ ვენასთან, ხოლო მარცხენა მხარეზე ნახევრად


კენტ ვენასთან ერთად გაივლის შუასაძგიდის ფეხის მედიალურ და შუამდებარე
ნაწილებს შორის,

შიგნეულობის მცირე ნერვი _ შუასაძგიდის ფეხის შუამდებარე ნაწილში. მუცლის


ღრუში ისინი ფაშვის წნულს უერთდებიან. ზოგჯერ XII კვანძს გამოეყოფა ტოტი,
რომელიც თირკმლის წნულს უკავშირდება.

მარჯვენა და მარცხენა ცთომილი ნერვები შუასაყარში სხვადასხვანაირად


მიემართება.

მარჯვენა ცთომილ ნერვს ხორხის შებრუნებული ნერვი გამოეყოფა მარცხენა


ლავიწქვეშა არტერიის ქვემოთ, ამ არტერიას ქვემოდან შემოუვლის და მის უკან
ზევით მიემართება. თვით ცთომილი ნერვი ქვევით ოდნავ უკნისკენ იხრება,
მარჯვენა ფილტვის ფესვს უკნიდან გადაუვლის და საყლაპავი მილის უკანა
ზედაპირზე ტოტიანდება.მარცხენა ცთომილი ნერვი მარცხენა ლავიწქვეშა
არტერიის წინა ზედაპირიდან აორტის რკალის წინა ზედაპირზე გადადის და
გამოყოფს მარცხენა ხორხის შებრუნებულ ნერვს, რომელიც არტერიული იოგის
მარცხნივ აორტის რკალს ქვევიდან შემოუვლის და მის უკან ზევით მიემართება.
მარცხენა ცთომილი ნერვის ღერო კი უკნისაკენ იხრება, მარცხენა ბრონქს
უკნიდან გადაუვლის და მარცხენა ფილტვის კარის უკან იყოფა ტოტებად,
რომლებიც საყლაპავი მილის წინა ზედაპირზე ნაწილდებიან. მარჯვენა და
მარცხენა ცთომილი ნერვების ტოტები საყლაპავ მილზე ერთმანეთს უკავშირდება
და ქმნის საყლაპავი მილის წნულს _ პლეხუს ესოპჰაგეუს. წნულიდან საბოლოოდ
ყალიბდება ორი _ წინა და უკანა ღერო, რომლებიც საყლაპავ მილთან ერთად
მუცლის ღრუში გადადიან.თითოეულ ცთომილ ნერვს, ხორხის შებრუნებული
ნერვისა და საყლაპავი მილი-სეული ტოტების გარდა, გულმკერდში გამო-ეყოფა
სასულეს ტოტები, რომლებიც ხორხის შებრუნებული ნერვისა და სიმპათიკური
წველის ტოტებთან ერთად ქმნიან სასულეს წნულს _ პლეხუს ტრაცჰეალის,
ფილტვის ანუ ბრონქული ტოტები _ რამი ბრონცჰეალეს, რომლებიც ქმნიან
ფილტვის წნულს _ პლეხუს პულმონალის, და ტოტები გულის
პერანგისთვის.არჩევენ გულმკერდის ღრუს ლიმფური კვანძების პარიესულ და
ვისცერულ ჯგუფებს. პარიესულ ჯგუფს შეადგენს პარასტერნული კვანძები _ ნოდი
ლყმპჰატიცი პარასტერნალეს, რომლებიც გულმკერდის შიგნითა
სისხლძარღვების გასწვრივ არიან განლაგებული,

ნეკნთაშუა ლიმფური კვანძები _

ნოდი ლყმპჰატიცი ინტერცოსტალეს, რომლებიც ნეკნთაშუა სივრცეების უკანა


ნაწილებში მდებარეობენ და ხერხემლის წინა და გვერდით ზედაპირებზე
მდებარე ლიმფური კვანძები.ვისცერულ ჯგუფში შედის შუასაყრის წინა,
შუასაყრის უკანა და ფილტვის შიგნითა ლიმფური კვანძები. შუასაყრის წინა
ლიმფური კვანძები _ ნოდი ლყმპჰატიცი მედიასტინალეს ანტერიორეს ზედა
ნაწილში მარცხენა მხარეზე განლაგებულია ზემო ღრუ ვენისა და მარჯვენა მხარ-
თავის ვენის წინა ზედაპირებზე, ხოლო მარცხენა მხარეზე _ აორტის რკალზე და
მარცხენა საძილე არტერიის, აგრეთვე მარცხენა მხარ-თავის ვენის გასწვრივ.
ქვედა ნაწილში შუასაყრის წინა ლიმფური კვანძები განლა-გებულია
პერიკარდიუმის წინა და გვერდით ზედაპირებზე.

შუასაყრის უკანა ჯგუფს შეადგენს სასულეს კვანძები _ ნოდი ლყმპჰატიცი


ტრაცჰეალეს, რომლებიც სასულეს გვერდებზე მდება-რეობენ, ბრონქ- სასულეს
ზედა ლიმფური კვანძები _ ნოდი ლყმპჰატიცი ტრაცჰეობრონცჰეალეს

სუპერიორეს და ბრონქ-სასულეს ქვედა

ლიმფური კვანძები _ ნოდი ლყმპჰატიცი ტრაცჰეობრონცჰეალეს ინფერიორეს,


რომლებიც განლაგებული არიან ბრონქების ზედა და ქვედა კიდეების
გაყოლებით, აგრეთვე საყლაპავი მილისა და აორტის გასწვრივ მდებარე
ლიმფური კვანძები.

ლიმფური ძარღვები საყლაპავი მილი- დან, გულიდან და ფილტვებიდან


უპირატესად იხსნება ბრონქ-სასულეს კვანძებში.

გულმკერდის ღრუს ლიმფური კვანძე- ბიდან გამომავალი ლიმფური ძარღვები


ერთვის უშუალოდ გულმკერდის სადინარს ანდა საუღლე, ბრონქ- შუასაყრის ან
ლავიწქვეშა ღეროებს.

You might also like