You are on page 1of 42

ელექტროლიტების და

მჟავა-ტუტოვანი
ბალანსის ასპექტები

შედეგი 2
კრიტერიუმი 2.3
ელექტროლიტური დისბალანსი

წყალი და ელექტროლიტები
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
ორგანიზმის ფუნქციობისთვის, მაგრამ
მათ ყოველდღე ვკარგავთ.
დანაკარგი განსაკუთრებით დიდია
ზაფხულის ცხელ დღეებში, ჭარბი
ოფლიანობის, ფიზიკური დატვირთვის,
ღებინებისა და დიარეის დროს, რადგან
ელექტროლიტები სწორედ სითხესთან
ერთად ტოვებენ ჩვენს სხეულს.
რა არის ელექტროლიტები

 ელექტროლიტები ელექტრული მუხტის მატარებელი


მაკრომინერალებია, რომლებიც დიდი
რაოდენობითაა ადამიანის სისხლში, შარდსა და სხვა
ბიოლოგიურ სითხეებში.
 ისინი კანონზომიერადაა განლაგებული თითოეული
უჯრედის მემბრანის გარეთა და შიგნითა ზედაპირებზე
და დიდ როლს ასრულებს უჯრედების, ორგანოებისა
თუ ორგანოთა სისტემების ფუნქციობაში
 სისხლსა და სხვა ქსოვილოვან სითხეებში მათი
რაოდენობის ცვლილება, უჯრედის შიგნითა და
გარეთა სივრცეებს შორის ბალანსის დარღვევა
ორგანიზმზე აისახება და სხვადასხვა ორგანოსა თუ
ორგანოთა სისტემის დისფუნქციით ვლინდება.
ელექტროლიტების ფუნქციები

 აბალანსებენ სხეულში წყლის რაოდენობას


 შეაქვთ უჯრედში საკვები ნივთიერებები და გამოაქვთ
ნივთიერებათა ცვლის ნარჩენი პროდუქტები
 განსაზღვრავენ სისხლის მჟავიანობას
 გავლენას ახდენენ კუნთების მუშაობაზე.
 ნერვების, კუნთების, გულის, ტვინის სრულფასოვანი
მუშაობა მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული
ორგანიზმში არსებულ ძირითად ელექტროლიტებზე:
ნატრიუმზე, კალიუმზე, კალციუმზე, მაგნიუმზე,
ფოსფატზე, ქლორზე, - რომლებსაც ორგანიზმი
საკვებისა და სითხის საშუალებით იღებს
რა იწვევს დისბალანსს

 სისხლში ელექტროლიტების კონცენტრაციას


აკონტროლებს ჰორმონები, რომელთა უმეტესობა
თირკმელში, თირკმელზედა ჯირკვალსა და
ჰიპოთალამუსში წარმოიქმნება. ესენია რენინი,
ანგიოტენზინი, ალდოსტერონი და ანტიდიურეზული
ჰორმონი.
 მიღებული და გამოყოფილი სითხე ნორმაში 70-80 % -ია.
 თუ ბალანსი დაირღვა, შესაძლოა მივიღოთ ორგანიზმში
სითხის ოდენობის მკვეთრი შემცირება (დეჰიდრატაცია) ან
ჭარბი დაგროვება (ჰიპერჰიდრატაცია).
 სითხის ბალანსი კი შესაძლოა დაარღვიოს ზოგიერთმა
მედიკამენტმა, ღებინებამ, დიარეამ, ოფლიანობამ,
დამწვრობამ, ღვიძლისა და თირკმლის დაავადებებმა.
ელექტროლიტების დისბალანსის
სიმპტომები
 გულის რიტმის დარღვევა
 ტაქიკარდია (გულისცემის აჩქარება)
 დაღლილობა
 ლეთარგია (ძილიანობა)
 კრუნჩხვა
 გულისრევა, ღებინება
 დიარეა ან შეკრულობა
 მუცლის მოვლითი ტკივილები
 კუნთების სისუსტე, ტკივილი
 კუნთების გაღიზიანებადობა
 დაბნეულობა
 თავის ტკივილი
 მგრძნობელობის დაკარგვა და ყურების შუილი
დისბალანსის ტიპები
განასხვავებენ ელექტროლიტების დისბალანსის ორ
ფორმას – დაქვეითებას (ჰიპო-) და სიჭარბეს (ჰიპერ-).
ამის კვალობაზე, გამოიყოფა:
 კალციუმის (CA) ბალანსის დარღვევის დროს -
ჰიპერკალციემია და ჰიპოკალციემია
 კალიუმის (K) ბალანსის დარღვევის დროს -
ჰიპერკალიემია და ჰიპოკალიემია
 ნატრიუმის (Na)- ჰიპერნატრიემია და ჰიპონატრიემია
 ქლორის (Cl) ბალანსის დარღვევის დროს -
ჰიპერქლორემია და ჰიპოქლორემია
 მაგნიუმის (Mg) ბალანსის დარღვევის დროს -
ჰიპერმაგნიემია და ჰიპომაგნიემია
 ფოსფატების (PO4) ბალანსის დარღვევის დროს -
ჰიპერფოსფატემია და ჰიპოფოსფატემია
ჰიპერკალციემია

ჰიპერკალციემია მდგომარეობაა, როდესაც სისხლში


ჭარბადაა კალციუმი. ის შესაძლოა გამოწვეული იყოს:
 ჰიპერპარათირეოიდიზმით
 თირკმელების დაავადებით
 ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციით
 ფილტვის დაავადებებით - ტუბერკულოზით, სარკოიდოზით
 სხვადასხვა ტიპის, მაგალითად, ფილტვის ან ძუძუს კიბოთი
 ანტაციდური ნივთიერებების, კალციუმის ან D ვიტამინის
ჭარბი მიღებით
 ლითიუმისა და თეოფილინის მსგავსი პრეპარატების
მიღებით
ჰიპოკალციემია

ჰიპოკალციემია მდგომარეობაა, როდესაც სისხლში


კალციუმი ნორმაზე ნაკლებია. ის შესაძლოა გამოწვეული
იყოს:
 თირკმლის უკმარისობით
 ჰიპოპარათირეოიდიზმით
 D ვიტამინის ნაკლებობით
 პანკრეატიტით
 პროსტატის კიბოთი
 მალაბსორბციით
 ზოგიერთი მედიკამენტის – ჰეპარინის, ოსტეოპოროზის
სამკურნალო და ანტიეპილეფსიური საშუალებების –
მიღებით.
ჰიპერქლორემია

ჰიპერქლორემია, სისხლში ქლორის მაღალი


შემცველობა, შესაძლოა გამოწვეული იყოს:
 ძლიერი დეჰიდრატაციით
 თირკმლის უკმარისობით
 დიალიზით.
ჰიპოქლორემია

ჰიპოქლორემია, სისხლში ქლორის


დაბალი შემცველობა, შესაძლოა თან
ახლდეს:
ცისტურ ფიბროზს
კვების დარღვევას, მაგალითად,
ანორექსიას
მორიელის ნაკბენს
თირკმლის მწვავე დაზიანებას
ჰიპერმაგნიემია და ჰიპომაგნიემიას
 ჰიპერმაგნიემია, სისხლში მაგნიუმის სიჭარბე, ძირითადად
ადისონის დაავადებას და თირკმლის დაავადების ბოლო
სტადიას ახლავს თან.
 ჰიპომაგნიემიას, სისხლში მაგნიუმის ნაკლებობას,
უმეტესად განაპირობებს:
 ალკოჰოლზე დამოკიდებულება
 მალნუტრიცია (კვების დარღვევა)
 მალაბსორბცია (შეწოვის დარღვევა)
 ქრონიკული დიარეა
 ჭარბი ოფლიანობა
 გულის უკმარისობა
 ზოგიერთი მედიკამენტის, მაგალითად, დიურეტიკების,
ანტიბიოტიკების მიღება.
ჰიპერკალიემია
 ჰიპერკალიემია სისხლში კალიუმის სიჭარბეა.
დაგვიანებული დიაგნოსტიკისა და ნებაზე მიშვების
შემთხვევაში ის შესაძლოა ფატალურად დასრულდეს. მისი
ტიპური მიზეზებია:
 ძლიერი დეჰიდრატაცია;
 თირკმლის უკმარისობა;
 მწვავე აციდოზი, რომელიც მოიცავს დიაბეტურ
კეტოაციდოზს;
 ზოგიერთი მედიკამენტი. წესისამებრ, ანტიჰიპერტენზიული
საშუალებები და დიურეტიკები (შარდმდენები);
 თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა, როდესაც ჰორმონ
კორტიზოლის დონე ძალიან დაბალია.
ჰიპოკალიემია

 ჰიპოკალიემია სისხლში კალიუმის დაბალი


შემცველობაა. ის შესაძლოა განპირობებული
იყოს:
 კვების დარღვევით;
 ძლიერი ღებინებითა და დიარეით;
 დეჰიდრატაციით;
 ზოგიერთი მედიკამენტის: დიურეტიკების,
კორტიკოსტეროიდების – მიღებით.
ჰიპერნატრიემია

ჰიპერნატრიემია სისხლში ნატრიუმის სიჭარბეა,


რომელიც შესაძლოა გამოიწვიოს:
 წყლის არაადეკვატურმა მოხმარებამ;
 ძლიერმა დეჰიდრატაციამ;
 სითხის უხვმა კარგვამ, მაგალითად,
გახანგრძლივებული ღებინების, დიარეის,
ოფლიანობის ან სასუნთქი სისტემის
პათოლოგიის გამო;
 ზოგიერთი მედიკამენტით, მაგალითად,
კორტიკოსტეროიდებით მკურნალობამ.
ჰიპონატრიემია

ჰიპონატრიემია, სისხლში ნატრიუმის ნაკლებობა, ყველაზე


ხშირად გამოწვეულია:
 დამწვრობის ან ოფლიანობის შედეგად ჭარბი სითხის
დაკარგვით;
 ღებინებითა და დიარეით;
 ცუდი კვებით;
 ალკოჰოლზე დამოკიდებულებით;
 ჰიპერჰიდრატაციით ;
 ფარისებრი ჯირკვლის, ჰიპოთალამუსის ან თირკმელზედა
ჯირკვლის პათოლოგიით;
 ღვიძლის, გულისა და თირკმლის უკმარისობით;
 დიურეტიკებისა და ანტიკონვულსიური (კრუნჩხვის
საწინააღმდეგო) პრეპარატების მიღებით;
მკურნალობა
 მკურნალობა იმაზეა დამოკიდებული, რომელი
ელექტროლიტების დისბალანსი გვაქვს და როგორია
ამჟამად ორგანიზმის მდგომარეობა. მკურნალობის მიზანი
მინერალების ბალანსის აღდგენაა. ის
მოიცავს:ინტრავენურ გადასხმას.
 ფიზიოლოგიური ხსნარის ინტრავენურ გადასხმას
ძირითადად ღებინებითა და დიარეით გამოწვეული
დეჰიდრატაციის დროს მიმართავენ. ინტრავენურ ხსნარს
შეიძლება დაემატოს ელექტროლიტური მარაგი
მინერალების დეფიციტის შესავსებად.
მკურნალობა
 მედიკამენტების ინტრავენურ შეყვანას. მათი მეშვეობით
ორგანიზმი უფრო სწრაფად აღიდგენს ელექტროლიტურ
ბალანსს. ასეთია, მაგალითად, რინგერის ხსნარი, რომელიც
შეიცავს ნატრიუმის, კალიუმისა და კალციუმის ქლორიდებს.
 ორალური პრეპარატების მიღებას. ეს პრეპარატები ინიშნება
ქრონიკული მდგომარეობების, ძირითადად – ჰიპერკალიემიის,
ჰიპერკალციემიისა და ჰიპერფოსფატემიის დროს. გლუკოზის,
კალიუმისა და ნატრიუმის ქლორიდის შემცველი რეჰიდრონის
ხსნარის მიღება რეკომენდებულია მსუბუქი დეჰიდრატაციის
შემთხვევაში.
 ჰემოდიალიზს – მავნე ნივთიერებებისგან სისხლის გაწმენდას. ამ
მეთოდს მიმართავენ თირკმლის მწვავე დისფუნქციით
განპირობებული ელექტროლიტური დისბალანსის დროს, ასევე
მაშინ, როდესაც სხვა მკურნალობა არაეფექტურია.
რისკფაქტორები
 ორგანიზმში ელექტროლიტური ბალანსი ნებისმიერ
ადამიანს შეიძლება დაერღვეს, მაგრამ არსებობს
მდგომარეობები, რომლებიც წარმოადგენს რისკის
ფაქტორებს ხსენებული პათოლოგიის განვითარებისთვის.
ესენია:
 ალკოჰოლის ჭარბი გამოყენება
 ციროზი
 გულის შეგუბებითი უკმარისობა
 თირკმლის დაავადებები
 კვების დარღვევები – ანორექსია, ბულიმია
 ტრავმა – მძიმე დამწვრობა ან ძვლების მოტეხილობა
 თირეოიდული და პარათირეოიდული ჯირკვლების
დისფუნქცია
 თირკმელზედა ჯირკვლის დისფუნქცია
მჟავა-ტუტოვანი ბალანსი

 მჟავის და ტუტეს თანაფარდობას ორგანიზმში


ეწოდება рН.
 სისხლში მჟავისა და ტუტეს შემცველობაზე
გავლენას ახდენენ სხვადასხვა ფაქტორები.
 მჟავის და ტუტეს სწორი პროპორციისას სისხლის
pН უნდა უყოს ოდნავ ტუტოვანი — 7,365.
 ამ დიაპაზონის ნებისმიერი გადახრა იწვევს
გვერდით სიმპტომებს და დაავადებებს. თუ მეტია
—ტუტოვანი გარემოს სიმპტომებს, თუ ნაკლები
— მჟავის.
აციდოზი

 აციდოზი არის ორგანიზმის მჟავა-ტუტოვანი


წონასწორობის დარღვევის ერთ-ერთი ფორმა.
დამახასიათებელია მჟავა ნივთიერებების, ანდა
წყალბადის იონების შეფარდებითი ან აბსოლუტური
მეტობა ფუძე ნივთიერებებთან შედარებით.
 მაღალი მჟავიანობა ხელს უშლის მძიმე მეტალების
დეტოქსიკაციას, პროვოცირებს სიმსივნის ზრდას.
 აციდოზის ყველა ფორმის დროს კლინიკური
სურათი ხასიათდება თითქმის ყველა სისტემის
ფუნქციების მოშლაში ეხება ეს გულ-
სისხლძარღვთა, ც.ნ.ს. სუნთქვის თუ შარდგამომყოფ
სისტემებს.
აციდოზი

აციდოზი შეიძლება იყოს:


 რესპირატორული- ჰიპოვენტილაციის დროს (CO2
ორგანიზმიდან არასრულყოფილი გამოყოფა)
 არარესპირატორული- ქსოვილებში მჟავა
პროდუქტების ჭარბი დაგროვების დროს (შაქრიანი
დიაბეტი, ციროზი)
 შერეული - ფილტვებში აირთა ცვლის დარღვევის
დროს CO2 გამოყოფის შეფერხება იწვევს სისხლის
ოქსიგენაციის დაქვეითებას, ჟანგბადის შიმშილს,
შუალედური ცვლის პროდუქტების დაგროვებას.
(გვხვდება გულ-სისხლძარღვთა ან სასუნთქი
სისტემის პათოლოგიებისას).
ალკალოზი

 ორგანიზმის მჟავე-ტუტოვანი წონასწორობის დარღვევის


ერთ-ერთი ფორმა – ალკალოზი ხასიათდება ტუტე
ნივთიერებების სრული ან შეფარდებითი სიჭარბით მჟავე
ნივთიერებებთან შედარებით.
 წარმოშობით ალკალოზი შეიძლება იყოს:
 რესპირატორული-ჰიპერვენტილაციის შედეგად, რასაც
მოყვება ორგანიზმიდან CO2 მომატებული გამოყოფა
 მეტაბოლური -მჟავის დიდი რაოდენობის კარგვა ან ტუტე
ნივთიერებების არასაკმარისად გამოყოფა, კუჭის მჟავე
წვენის მნიშვნელოვანი დანაკარგისას, შარდმდენების
მიღებისას
 შერეული - თავის ტვინის ტრავმის დროს, რომელიც იწვევს
როგორც ჰიპერვენტილაციას ასევე კუჭის მჟავე წვენის
ღებინებას.
სხივის არტერიის პუნქცია

 სხივის არტერიის პუნქცია ტარდება მაშინ


როდესაც აუცილებელია არტერიული სისხლის
გაზების განსაზღვრა.
 სისხლის გაზები და ელექტროლიტები
წარმოადგენს გამოკვლევათა ჯგუფს, რომლის
დროსაც ისაზღვრება სისხლის pH და ჟანგბადისა
(O2) და ნახშირორჟანგის(CO2)შემცველობა
სისხლში, რათა შეფასდეს ფილტვების ფუნქცია
და გამოვლინდეს მჟავა-ტუტოვანი ბალანსის
დარღვევები, რაც შეიძლება მიუთითებდეს
სუნთქვით, მეტაბოლურ ან თირკმლის
დაზიანებებს.
ინფუზიური თერაპია
 ინფუზიური თერაპია მკურნალობის მეთოდია, რომელიც
ეფუძნება გარკვეული მოცულობისა და კონცენტრაციის
სხვადასხვა ხსნარის შეყვანას სისხლში, რათა მოხდეს
სხეულის პათოლოგიური დანაკარგების გამოსწორება ან
მათი თავიდან აცილება.
 ინფუზიური თერაპია აღადგენს მედიკამენტური ხსნარების
პარენტერულად შეყვანის გზით, უჯრედული და
უჯრედშორისი სითხეების მოცულობას და შემადგენლობას.
 ინფუზიური თერაპიის ერთ-ერთი ფუძემდებელია კ. რენი,
რომელმაც შეასრულა ვენა ინექცია ცხოველებში
სხვადასხვა ხსნარის ინტრავენური შეყვანის გზით;
დაკვირვებების შედეგები გამოქვეყნდა მის მიერ 1665
წელს.
ი/ვ თერაპიის ჩვენება

სხეულის ჰომეოსტაზის ძირითადი


პარამეტრების აღდგენა ან შენარჩუნება
როდესაც სითხის, ელექტროლიტების და
სხვა საკვები ნივთიერებების შეყვანა
ორგანიზმში ენტერალურად შეუძლებელი
ან არაეფექტურია.
მაგ: ნაწლავის პარეზი, ღებინება, შოკი,
გაუწყლოება 3 ხარისხი, ფორსირებული
დიურეზი
ი/ვ თერაპიის მიზანი

 სხეულის სითხისა და იონების ფიზიოლოგიური


მოთხოვნილებების უზრუნველყოფა
 ორგანიზმში სითხისა და იონების დეფიციტის
აღმოფხვრა (მაგ. დეჰიდრატაციის დროს)
 მიმდინარე პათოლოგიური დანაკარგების
შევსება
 დეზინტოქსიკაციური თერაპია (ფორსირებული
დიურეზი)
ი/ვ თერაპიის გართულებები
 ინფუზიის ტექნიკასთან დაკავშირებული გართულებები -
შესაძლებელია ადგილობრივი და ზოგადი გართულებები:
ადგილობრივი ჰემატომები, ქსოვილების დაზიანება, ფლებიტი ,
თრომბოზი, ემბოლია, სეფსისი.
 ანაფილაქსიური და ალერგიული რეაქციები შესაძლებელია
ნებისმიერი ხსნარის გადასხმის დროს. ინფუზიის დაწყებამდე ,
ფრთხილად უნდა შეგროვდეს ალერგიის ისტორია.
 გართულებები, როგორც შეცვლილი ჰომეოსტაზის შედეგი:
ჰიპონატრიემია, აციდოზი ან ალკალოზი, სისხლის
ოსმოლარობის ცვლილებები, ჰიპუნიმია და ანემია ჭარბი
ჰემოდილაქციის გამო, სისხლის მიმოქცევის სისტემის
გადატვირთვა, თავის ტვინის და ფილტვის შეშუპება და ა.შ.
 სპეციფიკური გართულებები: ჰიპერთერმია, შემცივნება,
რეაქცია ცივი ხსნარების გამოყენებისას, ბაქტერიულად
დაბინძურებული პრეპარატების მიღება, გვერდითი
მოვლენები, წამლის შეუთავსებლობა.
ი/ვ თერაპიის გართულებები

 ლოკალური გართულებებია: თრომბოზი,


თრომბოფლებიტი, ფლებოთრომბოზი,

22/01/2024
ინფილტრატი, აბსცესი, ნეკროზი, ჰემატომა.
 სისტემური გართულებები:სეპტიცემია, ემბოლია,

Home_ Care_Georgia
ფილტვის შეშუპება, შოკი

29
თრომბოზი, თრომბოფლებიტი

 ვენის ენდოთელიუმზე ნემსის (ან კათეტერის) წვერის


შეყვანის ადგილზე ყოველთვის ხდება თრომბოციტების
მიწებება და ყალიბდება თრომბი. თრომბი საუკეთესო

22/01/2024
ადგილია ბაქტერიების გამრავლებისათვის, ვითარდება
თრომბოფლებიტი (ვენის ანთება). ვენა ხდება მტკივნეული,

Home_ Care_Georgia
საპროექციო არე არის შეწითლებული, იქმნება ემობოლიის
საშიშროება.
 თრომბის იგივე სისხლის კოლტის მიმაგრება ვენის
კედელზე, რაც იწვევს ვენის ანთებას.
 ფლებიტის ხარისხს განსაზღვრავს : ინფუზიის
ხანგრძლივობა -რაც უფრო ხანგრძლივია მით მეტია
საშიშროება, ხსნარის შემადგენლობა, ინფუზიის ადგილი-
მოხრის ადგილი, ქვემოკიდურის ვენები
30
სეპტიცემია, ჰაეროვანი ემბოლია
 სეპტიცემია გამოწვეულია სისხლის მიმოქცევაში
მიკრობებისა და მათი პროდუქტების შეჭრით.
 მიზეზი: ასეპტიკისა და ანტისეპტიკის დარღვევა,

22/01/2024
არასტერილური ხსნარი.
 კლინიკა: შემცივნება, ცხელება, ზოგადი სისუსტე.

Home_ Care_Georgia
 ჰაეროვანი ემბოლია შესაძლოა განვითარდეს ვენაში
ჰაერის მოხვედრის შედეგად
 კლინიკა: ჰაერის უკმარისობა, ხველა, ტკივილი მკერდის
ძვლის უკან, არითმია, დაბალი არტერიული წნევა.

31
თავის ტვინის და ფილტვის
შეშუპება
 სისხლის მიმოქცევის გადატვირთვა
განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში

22/01/2024
 ჩქარა გადასხმული სითხეები იწვევს ვენური
წნევის გაზრდას და გულ-ფილტვის პათოლოგიის

Home_ Care_Georgia
შემთხვევაში შესაძლოა გამოიწვიოს ფილტვის
შეშუპების საშიშროება.

32
ანაფილაქსიური შოკი

 ანაფილაქსიური შოკი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე


დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციაა. ის

22/01/2024
წარმოადგენს ორგანიზმის პასუხს ალერგენის
მოქმედებაზე. შესაძლოა განვითარდეს
ალერგენთან კონტაქტიდან რამდენიმე წამში, ან

Home_ Care_Georgia
ოდნავ მოგვიანებით.
 კლინიკა: გონების დაბინდვა, წნევის დაცემა,
შესძლოა კრუნჩხვა, ცხელება, მოხრჩობის
შეგრძნება. გულსისხლძართვთა და სუნთქვის
მწვავე უკმარისობა.

33
ინტრავენური თერაპიის სიჩქარის
დათვლა
 სხვადასხვა ხსნარის მაგ; ფიზიოლოგიური ხსნარის
NaCL 0,9%, რინგერის—RL, გლუკოზის და ასევე
სხვადასხვა მედიკამენტის –მაგ: ანტიბიოტიკების
დროში განსაზღვრული გადასხმა შესაძლებელია
როგორც ინფუზომატის ან პამპის გამოყენებით, ასევე
სისტემის საშუალებით—ამ შემთხვევაში სიჩქარის
გამოთვლა ხდება მლ/სთ-ში.
 საინფუზიო სისტემა შესაძლებელია იყოს წვეთების
მთვლელით, ამ შემთხვევაში ხდება სიჩქარის დაყენება
გარკვეული რაოდენობის წვეთის მითითებით—ამ დროს
სიჩქარე განისაზღვრება წვეთი/წუთში.
ინტრავენური თერაპიის სიჩქარის
დათვლა
 ხოლო თუ სისტემას არ აქვს სიჩქარის დასაყენებელი ანუ წვეთის
მთვლელი, მაშინ ვხელმძღვანელობთ სისტემის დროპფაქტორით,
ანუ მონაცემით რომელიც მითითებულია ყველა საინფუზიო
სისტემაზე და განსაზღვრავს ქარხნული გამოშვებით რამდენ წვეთს
შეიცავს 1 მლ ხსნარი.
 ყველაზე გავრცელებული სისტემის დროპფაქტორი—10, 12, 15, 20
წვეთი/მლ. სწორედ ამ მონაცემს ვიყენებთ როდესაც გვიწევს პამპის
გარეშე ხსნარის განსაზღვრული მოცულობის მიწოდება დროის
განსაზღვრულ მონაკვეთში.
 დოზის გამოთვლა ხდება შემდეგნაირად: თუ ცნობილია სიჩქარე
მლ/სთ, ვსარგებლობთ ფორმულით:
 დროპფაქტორი (წვეთი/მლ)/60 (წთ/სთ) x მლ/სთ (დანიშნული
სიჩქარე) = სასურველ წვ/წთ
ინტრავენური თერაპიის სიჩქარის
დათვლა
 მაგ 1 : დანიშნულია 500 მლ რინგერის გადასმა 4 სთ-ში,
სისტემის 1 მლ შეიცავს 20 წვეთს. გამოვიანგარიშოთ რამდენი
წვ/წთ უნდა დავაყენოთ ხსნარის ინფუზია?
 ნაბიჯი 1- გავიგოთ, 1 სთ-ში გადასასხმელი სითხის მოცულობა
 500 მლ------4 სთ-ში
X მლ-----------1 სთ-ში
X=500/4=125 მლ/სთ
 ნაბიჯი2---- გავიგოთ წვეთების სიჩქარე წუთში, ჩავსვათ
მონაცემები ზემოთ მოცემულ ფორმულაში:
20/60×125=41,6წვ/წთ~42წვ/წთ. გამოანგარიშებულ სიჩქარეს
დავაყენებთ და გავუშვებთ ხსნარს 42 წვ/წთ-ში
 მაგ. 2: დანიშნულია ერითროციტული მასის გადასხმა 300 მლ/სთ,
რამდენი წვ/წთ უნდა გავუშვათ? სისტემის დროპფაქტორი=10
წვ/მლ
 10/60×300=50 წვ/წთ, დავაყენებთ ერმასის ინფუზიას სიჩქარით—
50 წვ/წთ
სითხური ბალანსი
• განსაკუთრებულ შემთხვევებში საჭირო ხდება მიღებული
და გამოყოფილი სითხის ბალანსზე დაკვირვება
• ამისათვის ხდება მიღებული სითხის, მათ შორის ითვლება
როგორც საკვების სახით მიღებული ასევე ინტრავენურად
გადასხმული სითხეებისა და გამოყოფილი შარდის
რაოდენობის კონტროლი.
• შარდის სადღეღამისო რაოდენობა-ჩვეულებრივ
პირობებში, ჯამრთელი ადამიანი დღე ღამეში შარდის
სახით გამოყოფს მიღებული სითხის 70-80 %
• შარდის რაოდენობა დამოკიდებულია მიღებული სითხისა
და გამოყოფილი ოფლის რაოდენობაზე, აგრეთვე
ფაღარათისა და პირღებინების არსებობაზე.
ტრანსფუზია

 ძლიერი სისხლდენის დროს ადამიანს შესაძლოა


სისხლის გადასხმა დასჭირდეს. სისხლის
გადასხმას მედიცინაში ტრანსფუზიურ თერაპიას
უწოდებენ. ტრანსფუზიური თერაპია
ავადმყოფისთვის სისხლის ან მისი
კომპონენტების გადასხმას გულისხმობს.
 ერთჯერადი გადასხმისთვის სტანდარტულ
დოზად 220-250 მილილიტრი ითვლება, მაგრამ
თუ რეციპიენტს დიდი ოდენობის სისხლი აქვს
დაკარგული, შესაძლოა, ტრანსფუზია ზედიზედ
რამდენიმე დღის განმავლობაშიც კი
გაგრძელდეს.
ტრანსფუზია გართულებები
ტრანსფუზიური თერაპიის შემდგომი რეაქციები:
 ალერგიული;
 პიროგენული;
 ანტიგენური (არა ჰემოლიზური)
სისხლის გადასხმის გართულებები:
 მექანიკური ხასიათის შეცდომები: ჰაეროვანი ემბოლია,
თრომბოემბოლია, თრომბოფლებიტი, სისხლის მიმოქცევის
დატვირთვა (უფილტრო სისტემით სისხლის ან მისი შემცველი
კომპონენტების გადასხმა)
 რეაქტიული ხასიათის გართულებები: კომპონენტების
შეუთავსებლობა სხვა სეროლოგიური სისტემების ანტიგენებზე,
ბაქტერიული დაბინძურება, მასიური გადასხმის სინდრომი
 ინფექციური დაავადებების გადაცემა: სიფილისი, მალარია,
ვირუსული ჰეპატიტი , აივ ინფექციით, ჰერპესი.
ტრანსფუზია გართულებები

რეაქტიული ხასიათის გართულებები:


 ჰემოტრანსფუზიული შოკი - კომპონენტების
შეუთავსებლობა
 ჰიპოკალციემია - დიდი ხნის განმავლობაში
შენახული სისხლის სწრაფი გადასხმა
 მასიური გადასხმის სინდრომი - მოკლე დროში
რამდენიმე დონორის 3 ლიტრამდე სისხლის
გადასხმა
დიდი მადლობა
ყურადღებისთვის!

You might also like