You are on page 1of 20

ფიზიკური აღზრდა

და სპორტი

გიორგი
მამასახლისი

მავნე ჩვევის - ,,ალკოჰოლის მოხმარება“


პრევენცია
მავნე ჩვევის - ,,ალკოჰოლის მოხმარება“
პრევენცია

გაკვეთილის თემა - მავნე ჩვევის - ,,ალკოჰოლის მოხმარება“ პრევენცია

გაკვეთილის მიზნები - გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეები:

 შეისწავლიან ალკოჰოლიზმის სახეებს;

 გაერკვევიან ალკოჰოლის მიჩვევის მიზეზებში და ალკოჰოლის


მომენტალურ ეფექტებში;

 გაიცნობენ ალკოჰოლის მიერ გამოწვეულ დაავადებებს.


მავნე ჩვევის - ,,ალკოჰოლის მოხმარება“
პრევენცია

ალკოჰოლიზმის
რომელ სახეებს იცნობთ?
მავნე ჩვევის - ,,ალკოჰოლის მოხმარება“
პრევენცია

I. ალკოჰოლიზმის სახეები
ალკოჰოლიზმი არის მძიმე ქრონიკული დაავადება, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში
ძნელად ინკურნება. დაავადება ვითარდება ალკოჰოლის რეგულარული, ხანგრძლივი
მიღების შედეგად.

ალკოჰოლიზმი დღესდღეობით სოციალურ უბედურებად და მედიცინის ერთ-ერთ მძიმე


პრობლემად გადაიქცა. იგი დიდ მატერიალურ და მორალურ ზარალს აყენებს კაცობრიობას.

მას ახასიათებს ორგანიზმის განსაკუთრებული პათოლოგიური მდგომარეობა, რაც


გამოიხატება სპირტიანი სასმელებისადმი თავშეუკავებელ სწრაფვაში, სასმელისადმი
შეგუების დონის ცვლილებასა და პიროვნების დეგრადაციაში.
მავნე ჩვევის - ,,ალკოჰოლის მოხმარება“
პრევენცია

I. ალკოჰოლიზმის სახეები

ჩვეულებრივი ალკოჰოლური თრობა, რომელიც ხასიათდება ეიფორიით,


კრიტიკისა და თვითკრიტიკის დაქვეითებით, გუნება-განწყობის მერყეობით
(აფექტური განრისხება ან ტირილი), არ მოითხოვს სპეციალურ თერაპიულ ჩარევას.
იგი მთავრდება ძილით და გამოფხიზლებით. ჩვეულებრივი დათრობის დროს,
სხვადასხვა დამასუსტებელი ფაქტორის (უძილობა, გადაღლა, შიმშილი,
გადატანილი ინფექციები, ტრავმები) ფონზე, შეიძლება განვითარდეს დათრობით
გამოწვეული განსაკუთრებული მდგომარეობა, რომელსაც პათოლოგიური თრობა
ეწოდება.
მავნე ჩვევის - ,,ალკოჰოლის მოხმარება“
პრევენცია

I. ალკოჰოლიზმის სახეები
ალკოჰოლიზმი, როგორც სამედიცინო ცნება აერთიანებს
მწვავე ალკოჰოლურ მოწამვლას და ქრონიკულ ალკოჰოლიზმს.

ქრონიკული ალკოჰოლიზმი ვითარდება ალკოჰოლური სასმელების ხშირი, ჭარბი და


ხანგრძლივი მიღების შედეგად. ფსიქიკური ნიშნებიდან აღსანიშნავია გუნება-განწყობის
ზოგადი ეიფორიული ფონი, აზროვნების გაღარიბება, ინტერესების შეზღუდვა, პიროვნების
თავისებური დეგრადაცია. კრიტიკის, მეხსიერების, შემოქმედებითი უნარის დაქვეითება
ზოგჯერ ისეთ ღრმა საფეხურს აღწევს, რომ ლაპარაკობენ ალკოჰოლურ ჭკუასუსტობაზე.
ვითარდება ალკოჰოლური ფსიქოზები, მაგალითად: თეთრი ცხელება, ალკოჰოლური
ჰალუცინოზი, ალკოჰოლური ბოდვა და სხვა.
მავნე ჩვევის - ,,ალკოჰოლის მოხმარება“
პრევენცია

I. ალკოჰოლიზმის სახეები
ალკოჰოლური მოწამვლის შედეგად, მოზარდებს შეიძლება განუვითარდეს
შაქრიანი დიაბეტი. ასევე, იშვიათობას არ წარმოადგენს სქესობრივი ფუნქციის
მოშლა, რაც მდგომარეობს სქესობრივი უნარის დაქვეითებასა და ზოგჯერ
სქესობრივ უძლურებაში. 
სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე დადგენილია, რომ ალკოჰოლიზმით
დაავადებული ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობა 10%-ით, ხოლო მამაკაცების
15%-ით ნაკლებია არამსმელებთან შედარებით.
მავნე ჩვევის - ,,ალკოჰოლის მოხმარება“
პრევენცია

რომელი მიზეზებით ხდება


ალკოჰოლის მიჩვევა და
როგორია ალკოჰოლის
მომენტალური ეფექტები?
მავნე ჩვევის - ,,ალკოჰოლის მოხმარება“
პრევენცია

II. ალკოჰოლის მიჩვევის მიზეზები


ალკოჰოლის მიჩვევის მიზეზები მრავალფეროვანია. ალკოჰოლური
სასმელებისადმი ლტოლვა ყოველთვის განპირობებულია გარეშე მიზეზებით,
ადგილობრივი ადათ-ჩვევებით, პროფესიული აუცილებლობით და სხვა. მაგრამ
უნდა აღინიშნოს, რომ ალკოჰოლური სასმელის პირველი მიღებისთანავე ადამიანში
ყალიბდება მისდამი გარკვეული ინდივიდუალური დამოკიდებულება. ადამიანი
ალკოჰოლურ სასმელს მიიღებს ზომიერად (რაიმე განსაკუთრებულ მიზეზთან
დაკავშირებით), თუ გახდება ჩვეულებრივი ლოთი, რასაკვირველია, ბევრად არის
დამოკიდებული მრავალ გარეშე მიზეზთა თავდაპირველ დამთხვევაზე.
მავნე ჩვევის - ,,ალკოჰოლის მოხმარება“
პრევენცია

II. ალკოჰოლის მიჩვევის მიზეზები


ალკოჰოლიზმის მიზეზი შეიძლება გახდეს:
 ხშირი ალკოჰოლის დალევა მეგობრულ წრეში "სიამოვნებისათვის";
 ხშირი ალკოჰოლის დალევა სევდის, აფექტური დაძაბულობის, გაღიზიანების
მოსახსნელად.
დროთა განმავლობაში ხშირი სმის მიზეზი ხდება ლოთობის ფიზიკური სიმპტომებიდან
განთავისუფლების, გამოზარხოშების სურვილი. თუ ამგვარი ხშირი სმა გრძელდება, ადრე თუ
გვიან, ჩვეულებრივ 2-8 წლის შემდეგ, ვითარდება პათოლოგიური თრობა - ალკოჰოლური
ნარკომანია.
უმცროსი ასაკის ბავშვები ალკოჰოლს ღებულობენ შემთხვევით, ან მას აძლევენ ბავშვს
"მადისათვის". არცთუ იშვიათად ბავშვი სპირტიან სასმელს სინჯავს ცნობისმოყვარეობის
გამო.
მავნე ჩვევის - ,,ალკოჰოლის მოხმარება“
პრევენცია

II. ალკოჰოლის მიჩვევის მიზეზები


შედარებით უფროს ასაკში ალკოჰოლის პირველად მიღების ტრადიციული მიზეზია
დღესასწაული, ოჯახური ზეიმი, სტუმრები და ა.შ. შემდგომში თავს იჩენს ისეთი მიზეზები,
როგორიცაა ამხანაგების ხათრისათვის, გაბედულებისათვის. სპირტიანი სასმელის სმის
სურვილის გამომწვევია მშობლებისა და ნათესავების მაგალითი, ალკოჰოლური
ტრადიციები და რთული ურთიერთობა ოჯახში, კონფლიქტური სიტუაციები, უსაქმობა,
ბავშვის მიტოვება უმეთვალყურეოდ, მომავლისადმი ინდეფერენტულობა, უიმედობა და
სხვა.
მოზარდები, რომლებიც ეტანებიან სპირტიან სასმელს - არიან შეზღუდულები, დაკარგული
აქვთ ინტერესი ნორმალური ცხოვრებისა და სწავლისადმი, იზიდავთ მხოლოდ უმიზნო
დროსტარება, რომლის დროსაც აუცილებელი ატრიბუტია სპირტიანი სასმელი.
ალკოჰოლის გავლენით მოზარდები ხშირად ამყარებენ შემთხვევით სქესობრივ კავშირს,
რაც ვენერიული დაავადებით დასნებოვნების ერთ-ერთი ძირითადი გზაა.
მავნე ჩვევის - ,,ალკოჰოლის მოხმარება“
პრევენცია

III. ალკოჰოლის მომენტალური ეფექტები


ალკოჰოლი სისხლში სწრაფად შეიწოვება. სიჩქარე დამოკიდებულია კუჭში არსებულ საკვებზე.
მაგალითად, მასში ნახშირწყლოვანი და ცხიმოვანი საკვების არსებობისას, ალკოჰოლი უფრო
ნელა შეიწოვება. გაზიანი ალკოჰოლური სასმელები, მაგალითად შამპანური, უფრო სწრაფად
შეიწოვება, ვიდრე უგაზო.
 
ეფექტები ვლინდება დალევიდან დაახლოებით 10 წუთის შემდეგ და პიკს აღწევს
დაახლოებით 40-60 წუთში. ალკოჰოლი სისხლში ჩერდება მანამ, სანამ ღვიძლის მიერ არ
დაიშლება. თუ ადამიანი იღებს ალკოჰოლს ისეთი დროის განმავლობაში და ისეთი დოზებით,
რომ ღვიძლი ვერ ასწრებს დაშლას, მისი დონე სისხლში დიდხანს რჩება მომატებული. 
მავნე ჩვევის - ,,ალკოჰოლის მოხმარება“
პრევენცია

III. ალკოჰოლის მომენტალური ეფექტები


სისხლში კონცენტრაციის მიხედვით ალკოჰოლის ეფექტები შეიძლება იყოს:

0.05 - შეკავების უნარის დაქვეითება


0.10 - არეული საუბარი
0.20 - ეიფორია და მოძრაობის დარღვევა
0.30 - დაბნეულობა, არეულობა
0.40 - გაშტერება, გაშეშება
0.50 - კომა
0.60 - სუნთქვის გაჩერება და სიკვდილი
მავნე ჩვევის - ,,ალკოჰოლის მოხმარება“
პრევენცია

III. ალკოჰოლის მომენტალური ეფექტები

სიმთვრალის მდგომარეობაში:
 ადამიანი არიას მხიარული, ყველაფერზე საუბრობს გულახდილად, უჩლუნგება
კრიტიკისა და თვითკრიტიკის უნარი. აღნიშნული მდგომარეობა შემაკავებელი
ცენტრების შესუსტებული მუშაობის შედეგია;

 ადამიანი კარგავს უნარს სწორად შეაფასოს თავისი შესაძლებლობანი, შეიძლება


ჩაიდინოს ისეთი ქმედება, რასაც არ მოიმოქმედებდა ფხიზელ მდგომარეობაში.
დადგენილია, რომ დანაშაულებრივ ქმედებასა და ძალადობის აქტებს
ახალგაზრდები ჩადიან არაფხიზელ მდგომარეობაში.
მავნე ჩვევის - ,,ალკოჰოლის მოხმარება“
პრევენცია

III. ალკოჰოლის მომენტალური ეფექტები


სიმთვრალის მდგომარეობაში:
 ალკოჰოლი აქვეითებს სუნთქვისა და გულისცემის სიხშირეს, ხდება ტვინის ზოგიერთი
უბნის მუშაობის დათრგუნვა, რისი შედეგიცაა:  მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა,
ორიენტაციის ცუდი უნარი, ხანმოკლე მეხსიერების დასუსტება, რეაქციის
შენელება, აზროვნების შენელება, მოსაზრება-მოფიქრების გაძნელება, ყურადღების
გაფანტვა, ფიზიკური სისუსტე, საერთო მოდუნება, შეკავების უნარის დაქვეითება (რამაც
შეიძლება სამარცხვინო საქციელის ჩაადენინოს ადამიანს), თავის ტკივილი, თავბრუ,
უხასიათობა, გუნება-განწყობის დაქვეითება, ირღვევა ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლა.
მავნე ჩვევის - ,,ალკოჰოლის მოხმარება“
პრევენცია

ალკოჰოლის მიერ
გამოწვეულ რომელ
დაავადებებს იცნობთ?
მავნე ჩვევის - ,,ალკოჰოლის მოხმარება“
პრევენცია

IV. ალკოჰოლის მიერ გამოწვეული დაავადებები


დამტკიცებულია პირდაპირ პროპორციული კავშირის არსებობა ალკოჰოლის
მოხმარებასა და ღვიძლის ცეროზს, კიბოს, პირის ღრუს, ხახის, ხორხისა და
საყლაპავი მილის კიბოს შორის. კიბოს განვითარების რისკი კიდევ უფრო იზრდება
ალკოჰოლთან ერთად თამბაქოს მოხმარებისას, რადგან ამ უკანასკნელსა და კუჭის,
მსხვილი ნაწლავის და მკერდის კიბოს შორის გარკვეული კავშირი არსებობს. გარდა
ამისა, ალკოჰოლის მოხმარება დაკავშირებულია ინსულტის, ჰიპერტენზიის და
კარდიომიოპათიის გაზრდილ რისკთან.
ცნობილია, რომ ალკოჰოლიზმით დაავადებულთა 50%-ზე მეტი ამავე დროს
ტუბერკულოზით არის დაავადებული, რაც აიხსნება ადამიანის იმუნურ სისტემაზე
ალკოჰოლის მავნე ზეგავლენით.
მავნე ჩვევის - ,,ალკოჰოლის მოხმარება“
პრევენცია

IV. ალკოჰოლის მიერ გამოწვეული დაავადებები


ალკოჰოლიზმი ახალგაზრდა ასაკში იწვევს ისეთი დაავადებებს, როგორებიცაა:
კარდიოვასკულარული დაავადებები, ღვიძლის ცეროზი, ღვიძლის კიბო.
სხვადასხვა ფსიქიკური დაავადებებიდან, სოციალური თვალსაზრისით,
ალკოჰოლიზმის უმძიმესი შედეგია ალკოჰოლური დეგრადაცია, რომელიც
თანდათან ვითარდება და ახასიათებს ემოციური გაუხეშება, ოჯახური და
საზოგადოებრივი დამოკიდებულებების დაკარგვა, კრიტიკის დაქვეითება,
ინიციატივისა და შრომისუნარიანობის ზოგადი დაქვეითება, მეხსიერების
გაუარესება და სხვა. ცხადია, ასეთი პიროვნება თავისთავად ასოციალური ხდება და
ზიანს აყენებს საკუთარ თავს, ოჯახს და ბოლოს ქვეყანას.
მავნე ჩვევის - ,,ალკოჰოლის მოხმარება“
პრევენცია

IV. ალკოჰოლის მიერ გამოწვეული დაავადებები


ალკოჰოლიზმი ასევე უარყოფით გავლენას ახდენს შობადობაზე. სხვადასხვა
ავტორის მონაცემების თანახმად, ალკოჰოლიზმით დაავადებულთა 70-80 %-ს
აღენიშნება რეპროდუქციული სისტემის ესა თუ ის დარღვევა, პოტენციის
დაქვეითება. შორსწასულ შემთხვევაში არც თუ ისე იშვიათია სრული იმპოტენციის
ჩამოყალიბება. დიდი რაოდენობით ალკოჰოლური სასმელების სისტემური
მოხმარება ხშირად განაპირობებს: ოჯახების ნგრევას, ბავშვებისადმი უხეშ
მოპყრობას, სამსახურში პრობლემებს, ძალადობასა და კრიმინალურ აქტებს.
მავნე ჩვევის - ,,ალკოჰოლის მოხმარება“
პრევენცია

დ ა ს კ ვ ნ ა:
ალკოჰოლის მიღება პრობლემაა. ამის გამო პრობლემები გექმნებათ
ურთიერთობებში, სასწავლებელში, ოჯახში, სოციალურ ურთიერთობებში,
ან უბრალოდ, ალკოჰოლის მიღების გამო თავს ცუდად გრძნობთ.
ყველა კვლევით დასტურდება, რომ მოზარდებისა და ახალგაზრდების მიერ
ალკოჰოლის მიღების შედეგად იზრდება სხეულის დაზიანებებისა და
ფატალური შედეგის დადგომის რისკი.
ამიტომ, საჭიროა ამ პრობლებასთან ბრძოლა.

You might also like