You are on page 1of 16

J

საგანი - პროფესიული დაავადებები


კურსი - V
სტუდენტი-თინათინ მახარაძე

ქრონიკული სხივური დაავადება


 სხივური დაავადება სხვადასხვა
სახის მაიონიზებელი
გამოსხივების მოქმედების
შედეგია.მისთვის
დამახასიათებელი სიმპტომები
დამოკიდებულია
გამოსხივების სახეობაზე,
დოზაზე, რადიაქტიური
ნივთიერებების
წყაროს მდებარეობაზე, მისი
დოზის განაწილებაზე დროის
მიხედვით და ადამიანის
სხეულში.
  მე-20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც პირველად დაიწყეს
რადიაქტიური იზოტოპების შესწავლა და გამოყენება, აღირიცხა
სხივური ტრავმების პირველი შემთხვევებიც. ცნობილმა
ფიზიკოსმა მარია სკლოდოვსკაია-კიურიმ, რომელმაც
პირველმა მიიღო რადიუმი და პოლონიუმი და მუშაობდა
დამცავი სისტემის გარეშე, ხელების მწვავე სხივური ტრავმა
მიიღო და ლეიკემიით გარდაიცვალა.
 ადამიანი შეიძლება დაავადდეს:

. garegani dasxiveba

.Sinagani dasxiveba

ადამიანის სხეულში დოზის გავრცელების მიხედვით სხივური


დაავადება შეიძლება იყოს: 

.ზოგადი (თანაბარი გავრცელებისას);

.ადგილობრივი;

.არათანაბარი;
 დოზისდროში გავრცელების
მიხედვით განასხვავებეn

. მწვავე

. ქრონიკულ ფორმებს
ქრონიკული სხივური დაავადება ვითარდება მცირე დოზებით
მაიონიზებელი რადიაციის მუდმივი ხანგრძლივი ზემოქმედების
შედეგად. ეს დაავადება უვითარდება ექიმებს-
რენტგენოლოგებს,რადიოლოგებს და სხვა სპეციალისტებს,
რომeლთა მუშაობა დაკავშირებულია მუდმივი რადიაციის
ზემოქმედებასთან.
დასხივების დღიური დოზა პროფესიული მუშაობის
პირობებში არის 0,05-0,1 გ. ეს დოზა
ტოლერანტულია.მაგრამ ამ დოზით ხანგრძლივმა
ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს სხივური
დაავადება.ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის
ინდივიდუალურ რეაქციაsს. მაგალითად დასხივებაზე
მომატებული მგრძნობელობა აღენიშნებათ იმ პირებს
რომლებიც უკვე არიან დაავადებულნი სხვა დაავადებით.
განასხვავებენ ქრონიკული სხივური
დაავადების 3 სტადიას :

 პირველი სტადიის დროს აღენიშნება თავის


ტკივილი , ოფლიანობა, არასასიამოვნო
შეგრძნება გულის
არეში,დაღლილობა,დისპეპსიური მოვლენები,
გულის მიასთენია , თითების ტრემორი.
 მეორესტადიის დროს ყველა აღნიშნული
სიმპტომები ძლიერდება.აღენიშნება
თავბრუხვევა , ძლიერი სისუსტე , წონაში
კლება,მეხსიერების
დაქვეითება,მიოკარდიუმის
დისტროფიული ცვლილებები , კანის
სიმშრალე ,ფრჩხილების
მტვრევადობა.სისხლში აღენიშნება
ერითროპოეზის, ლეიკოპოეზის,
თრომბოციტოპოეზის დარღვევა .
მესამე სტადია ყველაზე მძიმეა. ამ დროს
აღინიშნება სისხლდენა და სისხლჩაქცევა.
ჰემორაგიული დიათეზის გამოვლინება
დაკავშირებულია თრომბოციტოპენიასთნ და ასევე
სისხლძარღვების მომატებულ განვლადობასთან.
ამ სტადიისთვის დამახასიათებელია სეპტიური
ხასიათის ინფექციები, რაც იწვევს ლეტალობას.
ასევე განახვავებენ შორეული შედეგების ორ ტიპს - სომატურს და
გენეტიკურს.

ორგანიზმზე ერთჯერადი ან ქრონიკული დასხივების შედეგად


გარკვეული ხნის შემდეგ შესაძლია თავი იჩინოს შორეულმა შედეგებმა .
ეს შედეგებია:
 ცვლილებები სქესობრივ სისტემაში;
 სკლეროზული პროცესები;
 სხივური კატარაქტა;
 იმუნური დაავადებები;
 რადიოკანცეროგენეზი;
 ნაადრევი სიკვდილი;
 გენეტიკური ცვლილებები.
ასევე ძვლის ტვინში აღინიშნება მიელოიდური და
ერითროციტური რიგის უჯრედების წარმოქმნის
დარღვევა, მეგაკარიოციტების დეგენერაციული
ცვლილებები. ვითარდება ძვლის ტვინის აპლაზია.
ტერმინალურ სტადიაში აღენიშნება სეფსისი და
სისხლჩაქცევა, რაც არის ლეტალობის მიზეზი.
როგორ მოვიქცეთ დასხივების
შემთხვევაში ???

დაზარალებული დასხივებიდან რაც შეიძლება მალე უნდა


გადავიყვანოთ სამედიცინო დაწესებულებაში
გამოკვლევისა და რადიაციის დოზის განსაზღვრისთვის.
კანზე, ტანსაცმელზე რადიაქტიური ნივთიერების
მოხვედრის შემთხვევაში უნდა დავაყენოთ შხაპის ქვეშ,
რათა რადიაქტიური ნაწილაკები გამდინარე წყალმა
ჩამორეცხოს.
ამ მიზნით გამოიყენება მექანიკური და ქიმიური
მეთოდებიც, ასევე - კუჭის ამორეცხვა, ამოსახველებელი
საშუალებების მიცემა.
ღებინების შეგრძნების მოსახსნელად გამოყენება სპაზმის
მომხსნელი საშუალებები (დოპროკანი, ბუსკოპანი, აერონი).
განმეორებითი ღებინებისას ისინი კუნთში შეჰყავთ.
შეუკავებელი პირღებინებისას მიმართავენ ინტრავენურ
გადასხმებს სითხისა და ელექტროლიტების შესავსებად,
პროფილაქტიკის ქვეშ იგულისხმება - დასვენება, სამკურნალო
საშუალებების გამოიყენება, რომლებიც იწვევენ ზოგადი
მდგომარეობის და ჰემოპოეზის გაუმჯობესებას.

მკურნალობის სპეციალური მეთოდები არ არსებობს.

ძირითად მკურნალობა მიმართულია დასუსტებული ორგანიზმის


გაძლიერებისკენ.
ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს მდიდარი ცილებით და
ვიტამინებით დიეტას.
ანტიბიოტიკების გამოიყენება საჭიროა სეპტიური
მდგომარეობის დროს.ასევე მნიშვნელოვანია B ჯგუფის
ვიტამინები,რომლებიც არიან სხვადასხვა ფერმენტული
სისტემის აქტივატორები .
სისხლჩაქცევის დროს გამოიყენება ასკორბინის მჟავა ,
ვიკასოლი(ვიტამინ К პრეპარატი)
პროგნოზი
საკუთრივ ქრონიკული სხივური დაავადება არ წარმოადგენს საშიშროებას
ავადმყოფის სიცოცხლისათვის, მის სიმპტომებს არა აქვთ მიდრეკილება
პროგრესირებისაკენ, ამასთან ერთად, სრული გამოჯანმრთელება, როგორც ჩანს
არ დგება.
ქრონიკული სხივური დაავადება არ წარმოადგენს მწვავეს გაგრძელებას, თუმცა
მწვავე ფორმის ნარჩენი მოვლენები მოგვაგონებს ქრონიკულს. ქრონიკული
სხივური დავადების დროს ძალზე ხშირია სიმსივნეები – ჰემობლასტოზები და
კიბო.
მწვავე და ქრონიკული სხივური დაავადების დროს შესაძლებელია გამოიყოს
ქვემწვავე ფორმა, რომელიც წარმოიქმნება საშუალო დოზებით მრავალჯერადი
განმეორებითი დასხივებით რამდენიმე თვის განმავლობაში, როდესაც ჯამური
დოზა შედარებით ხანმოკლე პერიოდში აღწევს 500 – 600 რად. კლინიკური
სურათით ეს დაავადება მოგვაგონებს მწვავე სხივურ დაავადებას. ქვემწვავე
ფორმის მკურნალობა შემუშავებული არ არის, რადგანადაც ამგვარი
შემთხვევები ამჟამად არ გვხდება.
ძირითად როლს ასრულებს, როგორც ჩანს, ჩანაცვლებითი თერაპია
სისხლისკომპონენტებით მძიმე აპლაზიის დროს და ანტიობაქტერული თერაპია,
ინფექციური დაავადებების დროს. ქრონიკული სხივური დაავადების
პათოგენეტიკური მკურნალობა არ არსებობს. სიმპტომატური თერაპია
მიმართულია ასთენიური სინდრომის აღკვეთისაკენ ან შესუსტებისაკენ.

You might also like