Professional Documents
Culture Documents
ქუთუთო
ქუთუთო
ანატომია
შესავალი
დანიშნულება :
ზედა და ქვედა ქუთუთოს დანიშნულებაა თვალის
დაცვა მექანიკური, ფიზიკური და ქიმიური მავნე
აგენტებისაგან. ქუთუთოების განუწყვეტელი
რეფლექსური ხამხამი მექანიკურად აშორებს რქოვანას
და ლორწოვანის ზედაპირს უმცირეს ნაწილაკებს,
თანაბრად ანაწილებს ცრემლს და უნარჩუნებს მათ
ნორმალურ ტენიანობას. ძილის დროს ქუთუთოები
იხურება, რაც აფერხებს ცრემლის აორთქლებას და იცავს
თვალს გამოშრობისგან.
საზღვრები:
ზედა ქუთუთოს საზღვარია წარბი, ქვედა ქუთუთოსი კი
ორბიტის ქვემო კიდე. საფეთქლის და ცხვირის მხარეს
ქუთუთოების თავისუფალი კიდეები ერთდება და ქმნის
ქუთუთოების გარეთა ( მახვილი) და შიგნითა(ბლაგვი)
კუთხეებს.
ქუთუთოების კიდეებს შორის არსებულ სივრცეს
თვალის ნაპრალი ეწოდება, რომლის
ჰორიზონტალური ზომაა 28-30მმ, ხოლო
ვერტიკალური 10-12 მმ. ზედა ქუთუთო 2მმ-ით
ფარავს ქროვანის ზედა ნაწილს, ხოლო ქვედა
ქუთუთო ესაზღვრება ქროვანას ლიმბის დონეზე.
რეტრაქტორები
ზედა ქუთუთოს რეტრაქტორებს მიეკუთვნება
ქუთუთოს ამწევი კუნთი და მიულერის კუნთი.
ქვედა ქუთუთოს რეტრაქტორებს მიეკუთვნება
კაფსულოპალპებრალური ფასცია და ქვედა
ხრტილის კუნთი.
ხრტილი
კონიუნქტივა
მეიბომის ჯირკვლები
მეიბომის ჯირკვლები წარმოიშობა ხრტილში და
მათი რაოდენობა ზედა ქუთუთოში დაახლოებით
25, ხოლო ქვედა ქუთუთოში 20. გესტაციის მეორე
თვის განმავლობაში ხდება წამწამების და მეიბომის
ჯირკვლების დიფერენცირება საერთო
პილოსებაციური ერთეულიდან. ეს ორმაგი
შესაძლებლობა ხსნის, თუ რატომ ხდება
ქრონიკული გაგიზიანების ან ტრავმის შემდგომ
წამწამების ფოლიკულების განვითარება მეიბომის
ჯირკვლებიდან, რასაც შეძენილი დისტიქიაზი
ეწოდება . მსგავსად, წამწამების დამატებითი
რიგისა, რომელიც ვითარდება მეიბომის
ჯირკვლის სადინრებიდან , შესაძლოა ეს
პათოლოგია იყოს დაბადებიდან- თანდაყოლილი
დისტიქიაზი.
წამწამები
დიაგნოზი
სიმპტომები
ქვემწვავე/ქრონიკული თანდათანობით
ზრდადი მომრგვალებული უმტკივნეულო
კვანძი.
მწვავე არაინფექციური ანთება ან
ბაქტერიული ანთება ადგილობრივ
ცელულიტთან. მეორედად ინფიცრებული
მეობომის ჯირკვლები განიხილება როგორც
შიდა ჯიბლიბო.
ნიშნები
კვანძი ხრტილის ფირფიტაში, ზოგჯერ
ნახმხლებული ანთებით.
გამობერილი შესქელებული სეკრეტი
ზოგჯერ ხილულია დაავადებული
ჯირკვლის ხვრელთან.
შესაძლოა იყოს კონიუნქტივალური
გრანულომა.
მკურნალობა
ქირურგია
ბლეფარიტის მკურნალობა.
ყოველდღიური ჰიგიენა.
სისტემურად ტეტრაციკლინის გამოყენება
პაციენტებში რეკურენტული ქალაზიონის
დროს, განსკაუთრებით როდესაც
თანხლებულია აკნე როზაცეასთან.
ქსანთელაზმა
დიაგნოზი
ქსანთელაზმა არის მოყვითალო კანქვეშა ფოლაქი,
ძირითადად ქუთუთოს მედიალურ მხარეს.
დიაგნოზი
ნიშნები-უკანა ბლეფარიტი(მეიბომური
ბლეფარიტი):
მეიბომის ჯირკვლების ჭარბი და
პათოლოგიური სეკრეცია.
მანიფესტირდება როგორც, მეიბომის
ჯირკლების ხვრელები გადაფარული
ცხიმოვანი ბურთებით.
შემცირებული და დახშული მეიბომის
ჯირკვლის ხვრელები.
ჰიპერემია და ტელეანგიექტაზიები
ქუთუთოს უკანა კიდეზე.
გაზრდილი წნევის შედეგად მარგინალურ
კიდეზე ჩანს მეიბომის ჯირკვლების
შემღვრეული სეკრეტი ‘’ კბილის პასტის’’
მსგავსად.
მკურნალობა
ორივე ტიპის ბლეფარიტის შემთხვევაში
მკურნალობა მსგავსია, განსაკუთრებით თუ მათი
თანხვედრაა, მაგრამ ზოგიერთი მედიკამენტი
მკცარად განკუთვნილია კონკრეტულ ტიპზე.