You are on page 1of 9

ნაზოგასტრული

ზონდირება
ჩვენებები
• კუჭის გათავისუფლება სხვადასხვა ნივთიერებებისგან:
• ტოქსიური ნივთიერებები
• უვარგისი საკვები
• ალკოჰოლი
• მედიკამენტები
• სხვადასხვა მომწამლავი აგენტები
• ლაბორატორიული და სამკურნალო მიზნები
• მედიკამენტების შეყვანა
• ოპერაციის წინ, კუჭის ლავაჟი
• ტრამვის დროს ღებინების და ასპირაციის პრევენცია
• ენტერალური კვება
• კუჭის დეკომპრესია
უკუჩვენება
• საყლაპავის და კუჭის დამწვრობა
• საყლაპავის და კუჭის წყლული
• სისხლდენა საყლაპავიდან ან კუჭიდან
გართულებები
• ქსოვილების ტრავმა
• ასპირაცია ზონდის ჩადგმისას განვითარებული ღებინების
გამო
დაგჭირდებათ

• ნაზოგასტრული ზონდი 14-16-18 Fr (ფრენჩი) მოზრდილებისთვის


• ჟანეს შპრიცი (50 – 60 მლ)
• ხელთათმანები
• მწებავი ფირი
• ფონენდოსკოპი
• ლუბრიკანტი
• ძაბრი ან 1 ლ მოცულობის რეზერვუარი
• ჭიქა წყლით და „საწრუპით“
პროცედურის მსვლელობა
• დაიბანეთ ხელი ანტიბაქტერიული
საპნით, დაიმუშავეთ ანტისეპტიკური
ხსნარით, ჩაიცვით არასტერილური
ხელთათმანი
• განსაზღვრეთ ნაზოგასტრული ზონდის
საჭირო სიგრძე:
• კუჭისმხრივი ბოლო მოათავსეთ პაციენტის
ცხვირის წვერთან და გადაზომეთ მანძილი
ყურის ბიბილოდან მახვილისებრ მორჩამდე,
დააფიქსირეთ მიღებული ნიშნული.
პროცედურის მსვლელობა
• შეარჩიეთ ის ნესტო, რომელიც მეტ ჰაერს ატარებს

• ტკივილისა და მანიპულაციის გასაადვილებლად კარგად გაპოხეთ მილი წყალში ხსნადი ლუბრიკანტით

• დაიწყეთ ზონდის შეყვანა, და ნაზად ჩაუშვით მილი ცხვირ-ხახაში

• თუ მილი წინაღობას წააწყდება, მაშინ ამოიღეთ ის, ხელახლა გაპოხეთ და

მოათავსეთ მეორე ნესტოში

• როდესაც მილი პირხახას მიაღწევს, პაციენტი იგრძნობს მილს ყელში, რამაც შესაძლოა ღებინება
გამოიწვიოს. მიაწოდეთ წყალი და სთხოვეთ პაციენტს დახაროს თავი წინ და ჩაყლაპოს

• გადაადგილეთ მილი 5-10 სანტიმეტრით ყოველი გადაყლაპვისას, სანამ არ მიაღწევთ მითითებულ სიღრმეს;

• დარწმუნდით, რომ მილი სწორადაა მოთავსებული


• მოახდინეთ კუჭის შიგთავსის ასპირაცია ჟანეს შპრიცით და შეამოწმეთ pH, რომელიც უნდა იყოს მჟავა
რეაქციის მქონე, ანუ 1დან 5მდე.
ნაზოგასტრული ზონდირება
https://www.youtube.com/watch?v=im8cU5AFwRo
შეკითხვები

You might also like