You are on page 1of 13

კავკასიის საერთაშორისო უნივესრიტეტის მედიცინის სპეციალობის მეოთხე კურსის

სტუდენტი უჩა დუმბაძე

შარდსაწვეთის პათოლოგიების ქირურგიული


მკურნალობა
გ ე გ მ ა:
• შარდსაწვეთის თანდაყოლილი დივეტიკული

შარდსაწვეთის თანდაყოლილი სარქველი

შარდსაწვეთის თანდაყოლილი გაგანიერება

რეტროკავალური შარდსაწვეთი

შარდსაწვეთის ხვრელის ექტოპია

შარდსაწვეთის ტრავმა

შარდსაწვეთის სიმსივნეები
შარდსაწვეთის
თანდაყოლილი დივეტიკული

დივერტიკული შარდსაწვეთის კედლის


სეგმენტის ლოკალური გამობერილობაა. მისი
კედელი სტრუქტურულად შარდსაწვეთის
კედლის აგებულებისაა და შედგება
ლორწოვანი და კუნთოვანი შრისაგან.
შარდსაწვეთის თანდაყოლილი
დივეტიკულის მკურნალობა

მკურნალობა: ოპერაციული მკურნალობა მოიცავს -


დივერტიკულექტომიას. თუ დივერტიკული შარდის
ბუშტთან ახლოსაა, დივერტიკულის ამოკვეთასთან
ერტად უნდა გაკეთდეს ურეთერონეოცისტოსტომია.
შარდსაწვეთის
თანდაყოლილი
სარქველი
 შარდსაწვეთის თანდაყოლი
სარქველი არის
შარდსაწვეთის ლორწოვანის
განივი ნაოჭი, რომელიც
შედგება ცირკულარული
კუნთოვანი ბოჭკოებისგან.
განაპირობებს დაავადებულ
მხარეზე შარდის პასაჟის
მოშლას.

 მკურნალობა: გულისხმობს
შარდსაწვეთის დაზიანებული
სეგმენტის ამოკვეთას,
რომლის შემდეგ საჭიროა
შარდსაწვეთის განვლადობის
აღდგენა შერთულის
დადებით.
შარდსაწვეთის
თანდაყოლილი
გაგანიერება
• შარდსაწვეთის თანდაყოლილი
გაგანიერების დროს ზედა საშარდე
გზებში შარდის პასაჟს დარღვევის
გამომწვევი მექანიკური მიზეზი არ
არსებობს. ეტიოგენეზში მთავარია
შარდსაწვეთის კედლის ნერვულ-
კუნთოვანი აპარატის
განუვითარებლობა, მისი
დისფუნქცია.
• ოპერაციული მკურნალობა:
შარდსაწვეთის გაფართოებული
ნაწილის შევიწროვება., კედლების
გრძივი რეზექციით, რომელსაც
ემატება ანტირეფლუქს პლასტიკა.
რეტროკავალური შარდსაწვეთი

 რეტროკავალური ლოკალიზაციის შარდსაწვეთი კლინიკურად


უსიმპტომოა. ამ დროს გამოვლინდება ქვემო ღრუ ვენისა და
შარდსაწვეთის შერწყმული რენტგენოკონტრასტული
გამოსახულება. ავადმყოფს დაავადებულ მხარეზე თირკმლის
არეში აღენიშნება ტკივილი, ჰემატურია, ზოგჯერ ჭვალი..
რეტროკავალური შარდსაწვეთის
მკურნალობა

 თუ თირკმლის ფუნქცია შენარჩუნებულია უნდა ვცადოთ, რომ


ავადმყოფს თირკმელი შევუნარჩუნოთ. შარდსაწვეთს
გამოვაცალკევებთ, გადავკვეთავთ და გამოვიტანთ ქვემო
ღრუ ვენის წინ, განვლადობას აღვადგენთ შერთულით. თუ
თირკმლის ფუნქცია საბოლოოდ შეუქცევადია, ხოლო
კონტრალატერალური თირკმელი მორფოფუნქციურად
სრულფასოვანია, შესაძლებელია ურეტერონეფრექტომიის
გაკეთება.
შარდსაწვეთის ხვრელის ექტოპია
 შარდსაწვეთის ხვრელის ექტოპია ანომალიის
ისეთი ფორმაა, როდესაც ერთი ან ორივე
შარდსაწვეთი თავისი ხვრელებით იხსნება არა
შარდის ბუშტში, არამედ სხვა ორგანოში
(გოგონებში უფრო ხშირად - საშოში, სასირცხო
ბაგეებში, საშვილოსნოში, ვაჟებში - უკანა
ურეთრაში, თესლსადინარში და ა.შ.).
შარდსაწვეთის
ხვრელის შარდსაწვეთის ხვრელის ექტოპიის შემთხვევაში
ექტოპიის რეკომენდირებულია ნაადრევი ქირურგიული მკურნალობა .
1. როდესაც არსებობს შარდსაწვეთის ექტოპია,
მკურნალობა რომლის დროსაც ზედა საშარდე გზები ინფექციით
გართულებული არ არის, ამასთან თირკმლის ფუნქცია
შენარჩუნებულია, უნდა გაკეთდეს შარდის ბუშტში
შარდსაწვეთის გადანერგვა -
ურეთეროცისტონეოსტომია,
ანტირეფლუქსოპერაციასთან ერთად.
2. როდესაც თირკმელში გამოვლენილია ღრმა
მორფოფუნქციური ცვლილებები და მისი რეპარაციის
ნაკლები შანსია, ხოლო მეორე კონტრლატერალური
თირკმელი ნორმალურია, საჭიროა
ნეფროურეტერექტომია.
3. გაორებული თირკმლის ფუნქციის სეგმენტური
დარღვევის შემთხვევაში შარდსაწვეთის ამოკვეთასთან
ერთად აკეთებენ ექტოპიური შარდსაწვეთის შესაბამისი
თირკმლის რეზექციას;
4. როდესაც შარდის შეუკავებლობის მიზეზია
შარდსაწვეთის ექსტრავეზიკულური ექტოპია, თუ
გაორებული თირკმლის ფუნქცია შენარჩუნებულია,
შეიძლება გაკეთდეს ორგანოს დამზოგველი ოპერაცია -
ურეტეროურეტეროანასტომოზი.
შარდსაწვეთის ტრავმა
• დახურული ან ღია
• შარდსაწვეთის დაზიანების განსაკუთრებულ ჯგუფს მიეკუთვნება ისეთი ფორმები
რომლებიც შესაძლოა განვიტარდეს ზოგიერთი გინეკოლოგიური და ქირურგიული
ოპერაციის ან ენდოურეტერული მანიპულაციების დროს.
• შარდსაწვეთის დაზიანების რეალური საშიშროებაა აპენდექტომიის დროს როდესაც
ტლანქ შეხორცებებთან ერთად გამოხატულია მისი რეტროცეკალური ან
მენჯისეული ლოკალიზაცია. შარდსაწვეთი შესაძლოა დაზიანდეს თიაქარკვეთის
დროს, როდესაც თიაქარი დიდია.
• საყურადღებოა შარდსაწვეთის ისეთი დაზიანება, რომელიც ვითარდებ ა
ენდოურეთერული მანიპულაციების დროს, შარდსაწვეთის ფორსირებული
კათეტერიზაციით გამორიცხული არ არის ზედა საშარდე გზების კერძოდ
შარდსაწვეთის კედლის დაზიანება.
შარდსაწვეთის
სიმსივნეები

• შარდსაწვეთის ავთვისებიანი სიმსივნის


რადიკალური მკურნალობის ერთადერთი
მეთოდია გაფართოებული
ურეთერონეფრექტომია.
მადლობა ყურადღებისთვის

You might also like