You are on page 1of 4

1)ფარისებრი ჯირკვლის ანატომია

მოზრდილი ადამიანის ორგანიზმში ყველაზე დიდი ენდოკრინული


ორგანოა,მდევარეობს კისრის წინა ნაწილში,სასულესა და ხორხის საზღვარზე.
წინიდან და გვერდებიდან ეხვევა და ფარავს სასულის ზედა რიგის ხრტილოვან
რგოლებს და ნაწილობრივ ფარისებრ ხრტილს.
ფორმა ვარიაბელურია თუმცა უმეტეს შემთხვევაში ნალს ემსგავსება.
გააჩნია შუა ნაწილი ანუ ყელი რომელიც ჰორიზონტალურად დგას და
ტოტები,ანუ წილები რომლებიც მარჯვნივ და მარცხნივა აყვება სასულეს და
ფარისებრ ხრტილს.
ყველაზე ცვლადი ნაწილი პირამიდული ნაწილია,რომელიც შეიძლება ინის ძვალს
წვდებოდეს.
ყველაზე მასიური უბნებია გვერდითი წილები,ოვალური ფორმისაა 5x3x2სმ ია.
ყელს 2.5x2.5 ის ოთხკუთხა ფირფიტის ფორმა აქვს,მისი სისქე 6.8 სმ ია ,წონა 30-60
გრამი.
ფარისებრი ჯირკვალი გარედან დაფარულია კისრის ფასციის ვისცერალური
ფურცლით,რომელიც განსაკუთრებულ როლს ასრულებს მის ფიქსაციაში და
ფიზიოლოგიურ ადგილ გადანაცვლებაში,მას უკავშრდება სასიულის და
ბეჭდისებრი ხრტილისგან ფარისებრი ჯირკვლისკენ მომავალი იოგები.
მას უსწორმასწორო ხორკლიანი ზედაპირი აქვს,რბილი კონსისტნცია და გარსში
მოსჩანს მისი ნივთიერების მოყვითალო წითელი ფერი.
ფიბროზული კაფსულა ჯირკვლის სიგრძეში აგზავნის
წანაზარდებს,ძგიდეებს,რომლებიც იტოტებიან და ქმნიან ფარისებრი ჯირკვლის
სტრომას.
პარენქიმა წარმოდგენილია ბუშტუკებით(ფოლიკულებით),რომლებიც მისი
მოფუნქციონირე ელემენტებია ის 40-150 მკმ დიამეტრის უმეტესად მომრგვალო
ფორმის ღრუა,რომელიც იოდით მდიდარი კოლოიდური მასით არის
ამოვსებული.ამოფენილია ჯირკვლოვანი ერთშრიანი ეპითელიუმით,რომლის
უჯრედები ჯირკვლის ფუნქციური აქტივობისას ცილინდრის ფორმას
იღებს,მოსვენებისას კი ბრტყელია,ფოლიკულებს შორის თავისუფალ სივრცეში
გადის მრავლობითი სისხლის და ლიმფური კაპილარები
2)ფარისებრი ჯირკვლის სინტოპია და სკელეტოტოპია.
 წინიდან-ფარისებრი ჯირკვლის ყელი ფარავს სასულეს 1-3 ხრტილის
რგოლებს
 ქვედა საზღვარი-4 ხრტილის რგოლი
 ზედა საზღვარი-ბეჭდისებრი ხრტილი
 გვერდითი წილები- ყველაზე დაბლა დგას 5-6 რგოლამდე ეშვება
 უკანა ნაწილი-სასულის აპკისებრ კედლის კიდემდე.
1)წინიდან ფარავს-კანი,კანქვეშა ქსოვილი,კისრის ზედაპირული ფასცია.
2)წინიდან და ლატერალურად-მკერდ ინის,მკერდ ფარისებრი,ბეჭ ინის
კუნთები,რომელსაც ქვეშ გადაუვლის კისრის ზედაპირული ფასციის
ვისცერალური ფურცლები
3)უკან-ლატერალურად გაუვლის,საერთო საძილე არტერიის შიდა საუღლე ვენის
და ცდომილი ნერვისგან შექმნილი ნეიროვასკულარული კონა.
4)მედიალურად-წვდება საყლაპავ მილს.
3)ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია,ჰიპერფუნქცია.
ჰიპოფუნქცია იწვევს მიქსედემას და კრეტინიზმს(აქვეითებს ინტელექტს),ხოლო
ჰიპერფუნქცია იწვევს ბაზედოვის დაავადებას
4)თირკმელზედა ჯირკვლის ქერქი(cortex glandula supravenalis)
წყვილი ენდოკრინული ორგანია,მას ყოფენ ქერქოვან და ტვინოვან
ნივთიერებებად,რომლებიც როგორც წარმოშობით ასევე ფიზიოლოგიურად ორი
სრულიად დამოუკიდებელი ჯირკვალია,დაადგინეს რომ ქერქი დამოკიდებულია
ადენოჰიპოფიზზე ხოლო ტვინოვანი ნივთიერება დამოუკიდებლად მოქმედებს.
მოთავსებულია თირკმლის ზედა ბოლოზე და მასთან ერთად უკავია
რეტროპერიტონიული მდებარეობა,დაახლოებით გულმკერდის 11 მალის
დონეზე,ის ექცევა თირკმლის ფასციის ვენტრალურ და დორსალურ ფურცლებს
და ცხიმოვან კაფსულის შიგნით,ჯირკვალი დაფარულია თხელი ფიბროწული
გარსით,მარჯვენა სამკუთხედს პრიზმის,ხოლო მარცხენა სამკუთხედს
ნახევარმთვარის ფორმა აქვს.სიმაღლე 30-60 მმ-ია,სიგანე 30 მმ,სისქე 4,6მმ,ორივეს
წონა 10-20 გრამია.
5)თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი ნივთიერება
ტვინოვანი ნივთიერება იკავებს მის ცენტრალურ ნაწილს,ქერქოვანი
ნივთიერებისგან გამოყოფილია თხელი ფიბროზული გარსით და თითქმის
მთლიანად იმეორებს ჯირკვლის საერთო ფორმას,მისი მასა ჯირკვლის საერთო
მასის 10% ია,იგი გამოირჩევა მოწითალო მოყავისფრო შედარებით რბილი
კონსისტენციით,მისი ფუნქიაა გამოიმუ შავოს ჰორმონი-
ადრენალინი,ნორადრენალინი.ავიწროებენ სისხლძარღვებს,ზრდიან
წნევას,ნორადრენალინი სიმფატიკური ნერვული დაბოლოებების
მედიატორია,ხოლო ადრენალინის მიაწერენ ცენტრალური ნერვული სისტემის
აგზნების უნარს,მას გააჩნია ორგანიზმის დამცველობითი ფუნქცია სხვადასხვა
სტრესულ ვითარებაში.
6)თირკმელზედა ჯირკვლის აგებულება და ტოპოგრაფია
არჩევენ 3 ზედაპირს:
წინა(anterior)
უკანა(posterior)
ქვედა,ანუ თირკმლის(renalis)
 უკანა ზედაპირი ეხება დიაფრაგმას,ღვიძლის მარჯვენა ნაწილსაც.
 ქვედა ზედაპირი ეყრდნობა თირკმლის ბოლოს.
 წინა მარცხენა ზედაპირი ეხება კუჭის კარდიალურ ნაწილს,პანკრეასის
კუდს და ელენთას
 წინა მარჯვენა ნაწილი ეხება ღვიძლს.
7)ღვიძლის აგებულება
დაფარულია სეროზული გარსით,სეროზული გარსის ქვეშ სუბსეროზული
გარსია,ხოლო მის ქვეშ პერივასკულარული ფიბროზული კაფსულა,რომელიც
საკმაოდ მტკიცეა და პარენქიმის საყრდენს წარმოადგენს.
მის სიღრმეში ვხვდებით შემაერთებელი ქსოვილის ნაზ ბოჭკოებს,რომლებიც
რთულ ბადესა და ღვიძლის საყრდენ ჩონჩხს ქმნიან.
ბადესთან დაკავშირებით მიიღება ექვსკუთხრა პრიზმის ფორმის
ღრუები,რომლებიც პარენქიმითაა ამოვსებული,ეს პარენქიმები ღვიძლის
წილაკებია მათ შორის კი წილაკთაშორისი ტრაბეკულებია.
წილაკების სიგანე 1,5 მმ ია სიგრძით კი დაახლოებით 3 ჯერ მეტია.მათი
რაოდენობა 500 000 ია.
სამი მეზობელი წილაკი ერთმანეთს ეხება და აქ ერთ კონად გადის
წილაკთაშორისი ვენა არტერია და კაპილარი,
ღვიძლის პარენქიმაში იჭრება სინოსოიდური ტიპის კაპილარები რომლებსაც
კარის ვენის სისხლი გადააქვთ ღვიძლის უჯრედებზე,ცენტრში კვლავ იკრიბებიან
ეს კაპილარები და ცენტრალური ვენით ტოვებენ წილაკს.დატოვების შემდეგ
უერთდებიან წილაკქვეშა ვენას,რომლებიც თანდათან იკრიბებიან და ქმნიან 2-4
ვენას,საბოლოოდ ქვედა ღრუ ვენას უერთდებიან.
8)ღვიძლის სინტოპიები და სკელეტოტოპია
სინტოპიები:
 საყლაპავი მილის ჩანაჭრდები(impressio esophagea)
 კუჭის ჩანაჭდევი(impressio gastrika)
 თორმეტგოჯა ნაწლავის ჩანაჭდევი(impressio colica)
 თირკმელზედა ჯირკვლის ჩანაჭდევი(impressio suprarenalis)
სკელეტოტოპია:
 უმაღლესი მწვერვალი-ლავიწის შუა ხაზი 4 ნეკნთაშუა დონე
 ქვედა კიდე-მარჯვენა იღლიის ხაზის გასწვრივ 10 ნეკნთაშუა სივრცის
დონე
 მარცხენა-6 ნეკნის ხრტილის დონე
 უკან-ზედა მხარე 7 ნეკნთაშუა სივრცე,ქვედა მხარე 11 ნეკნის ზედა კიდე.
9)ღვიძლის სეგმენტური დაყოფა
თუ დაყოფის საფუძველი იქნება ღვიძლის 4 სადინარი,მაშინ სეგმენტებად
მიჩეული იქნება ღვიძლის ის არეალი,საიდანაც გამოაქვს ნაღველი ღვიძლის ერთ
სადინარს,მაშინ მიიღება შესაბამისი 4 სეგმენტი და მათ მიენიჭება სადინრების
შესაბამისი სახელწოდება.
 ღვიძლის წინა სეგმენტი
 ღვიძლის უკანა სეგმენტი
 მედიალური სეგმენტი
 ლატერალური სეგმენტი
წინა-უკანა სეგმენტი მიეკუთვნება ღვიძლის მარჯვენა წილს.
მედიალური სეგმენტი მოიცავს ღვიძლის კვადრატულ და კუდიან წილებს
ლატერალური სეგმენტი მოიცავს მარცხენა წილს.
10)ღვიძლის სადინრები და ფერმენტები
გამომუშავებული ნაღვლის გამოტანას უწვრილესი სადინრები უზრუნველყოფს-
წილაკთაშორისი მილაკების სახით,რომელთა გაერთიანებითაც მიიღება:
1)ღვიძლის მარჯვენა სადინარი
2)ღვიძლის მარცხენა სადინარი
3)კუდიანი წილის მარჯვენა სადინარი
4)კუდიანი წილის მარცხენა სადინარი
11)ღვიძლის საფიქსაციო აპარატი
ფიქსაცია ხორციელდება იმ ორგანოების ზეწოლით რომელიც მას
ესაზღვრება,ასევე სისხლძარღვებით,რომლებიც მასში მდებარეობს,მაგრამ
ძირითადი ფიქსატორი იოგებია
1. ნამგლისებრი იოგი-faliciforame hepatis
2. გვირგვინოვანი იოგი-coronarium hepatis
3. მრჯვენა და მარცხენა იოგი-triangulare dextrum at sinistrum
4. ღვიძლ-კუჭის იოგი-hepato gastricum
5. ღვიძლ-თორმეტგოჯას იოგი-hepato duodenale
6. ღვიძლ კოლინჯის იოგი-hepatocoloum
7. ღვიძლ-თირკმლის იოგი-hepatorenale
12.ნაღვლის ბუშტის ანატომია
როგორც მორფო ფუნქციურად ასევე ფუნქციურად ღვიძლთან დაკავშირებული
ორგანოა და ნაღვლის დროებით რეზერვუარია.ღვიძლის ვისცერალურ
ზედაპირზე მდებარეობს ნაღვლის ბუშტის ფოსოში
გამოყოფენ 1.ნაღვლის ბუშტის ძირს 2.ნაღვლის ბუშტის სხეულს 3.ნაღვლის
ბუშტის ყელს,რომელიც თანდათან ვიწროვდება და ნაღვლის ბუშტის სადინარში
გრძელდება.
მისი სიგრძე 8-14 სანტიმეტრია.ძირის ნაწილში დიამეტრი 5 სმ-ია,ხოლო ყელის
ნაწილში 0,5 სმ.ტევადობა 40-70 სმ3 ია.
ის სამი გარსისგან შედგება
1.შიგნითა გარსი ლორწოვანი გარსია,რომელიც ნაღვლის ბუშტის ნაოჭებს
ქმნის,შეიცავს მრავლობით წვრილ ხაოებს და ლორწოვანის ჯირკვლებს.ყელის
ნაწილში ქმნის ნაოჭების მწკრივს,სპირალურად არიან განლაგებული და
სარქველის როლს ასრულებენ
2.შუა კუნთოვანი გარსია,სადაც მხოლოდ ირგვლივი შრეა გამოხატული.
13.პანკრეასის ანატომია
მეორენაირად უწოდებენ კუჭუკანა ჯირკვალს,რომელიც გამოიმუშავებს წვენს და
ჰორმონ ინსულინს.
სიგრძე 14-18 სმ-ია სიგანე 3-9 სმ-ია წონა 65-75 გრ.
აქვს ჩაქუჩის ფორმა,რომელზეც არჩევენ თავს,სხეულს,კუდს.
1.თავის ნაწილი გამსხვილებულია და დართული აქვს კავისებური მორჩი ქვედა
მედიალურ ნაწილში,ეს ნაწილი სხვა დანარჩენებს პანკრეასის ნაჭდევით
ებჯინება,არჩევენ მასზე 3 ზედაპირს:წინა,უკანა,ქვედა.
ის მდებარეობბს მუცლის ზედა ნაწილში პერიტონიუმის გარეთ,კუჭის უკან და
გარეთ,თავს გარს ეხვევა თორმეტგოჯა ნაწლავი,ხოლო კუდი ელენთამდე აღწევს.
გააჩნია შემაერთებელქსოვილოვანი გარსი,რომლის ზედაპირზეც ჩანს
წილაკები,რომლებსაც გააჩნიათ სადინრები და იხსნებიან პანკრეასის
სადინრებში,ისინი ბოლოვდებიან სფინქტერებით.
სიგრძეზე გაფანტულია ენდოკრინული ფუნქციის მქონე პანკრეასის
კუნძულები,რომლებიც მთლიანობაში ქმნიან ენდოკრინულ ნაწილს.

You might also like