You are on page 1of 9

სუნთქვა, თავისთავად, 3 ფიზიოლოგიურ ეტაპად იყოფა:

1. გარეგანი სუნთქვა (გაზთა ცვლა გარემოსა და ალვეოლებს შორის);


2. გაზთა ცვლა ალვეოლებსა და სისხლძარღვების კაპილარებს შორის;
3. შინაგანი სუნთქვა, ანუ გაზთა ცვლა სისხლძარღვებსა და
უჯრედშორისებს შორის.
ფილტვები, პლევრა
ცხვირის ღრუ
1. ცხვირის ზედა გასასვლელი; 2. ცხვირის შუა გასასვლელი; 3. ცხვირის ქვედა
გასასვლელი; 4. ცხვირის ზედა ნიჟარა; 5. ცხვირის შუა ნიჟარა; 6. ცხვირის ქვედა
ნიჟარა.
ხორხი
1. ფარისებური ხრტილი; 2. ბეჭდისებური ხრტილი; 3. ხორხსარქველი; 4.
ციცხვისებრი; 5. სოლისებრი; 6. რქისებრი; 7. სასულეს უკანა კედელი; 8.
სასულეს ხრტილები; 9. ინის ძვალი.
ადამიანის სასუნთქი სისტემა პირობითად იყოფა ორ ნაწილად:
აირგამტარი გზები და გაზთა ცვლის მაწარმოებელი
ორგანოები.

აირგამტარი გზების შემადგენლობაში შედის: გარეთა ცხვირი -


nasus externus, ცხვირის ღრუ - cavum nasi, ხახა - pharynx, ხორხი -
larynx, სასულე - trachea, ბრონქები - bronchus, ბრონქიოლები -
bronchiolae, საბოლოო ანუ ტერმინალური ბრონქიოლები და
ალვეოლები - alveollae. (ბრონქები, ბრონქიოლები,
ტერმინალური ბრონქიოლები და ალვეოლები მოთავსებული
არიან ფილტვებში).

ხორხი, სასულე, ბრონქები, ბრონქიოლები, საბოლოო ანუ


ტერმინალური ბრონქიოლები და ალვეოლები, წარმოადგენენ
ჰაერი ალვეოლებამდე შემდეგი თანამიმდევრობით გაივლის გზას:

ცხვირის შესასვლელი, ცხვირის ღრუ - cavum nasi, ქოანები - choanae,


ხახა - pharynx, რომელიც, როგორც საჭმლის მომნელებელი სისტემიდან
გვახსოვს, პირობითად 3 მიდამოდ იყოფა: ცხვირხახა - pars nasalis,
პირხახა - pars oralis, ხორხხახა - pars laringea pharyngis.
ხახის უშუალო გაგრძელებას წარმოადგენს ხორხი - larynx. ხორხი
გრძელდება სასულეში. სასულე ორად იყოფა ანუ ახდენს ბუფარკაციას
და წარმოქმნის ბრონქებს: მარჯვენა და მარცხენა ბრონქებს. ბრონქები
შედიან რა ფილტვებში, იტოტებიან, სანათურის შედარებით ნაკლები
დიამეტრის მქონე მილებად, რომელთაც ბრონქიოლები ეწოდებათ.
ფილტვშივე ბრონქიოლები იყოფა სანათურის უფრო მცირე დიამეტრის
მქონე მილებად, ანუ საბოლოო, ანუ ტერმინალურ ბრონქიოლებად.
მთელი ეს გზა მთავრდება ერთშრიანი კედლის მქონე ბუშტუკუვანი
წარმონაქმნებით, რომლებსაც ალვეოლები ეწოდებათ.

სასულე ორად იყოფა გულმკერდის მე-5 მალის დონეზე.


ორივე ფილტვში ალვეოლების საერთო რაოდენობა 300-500-მდე
მილიონია. ერთ ტერმინალურ ბრონქიოლზე ეკიდება 500 ცალი
ალვეოლი და იქმნება ფილტვის მოფუნქციო ელემენტი – აცინუსი.
აცინუსების გაერთიანებით იქმნება ფილტვის წილაკები.

ხორხი, სასულე, ბრონქები, ბრონქიოლები ქმნიან ე.წ. ბრონქიალურ ხეს.


სასუნთქი სისტემა მოთავსებულია ცხვირის - cavum nasi, პირის - cavum oris
და გულმკერდის - cavum thoracis ღრუებში.
სასუნთქი მილის კედელი შედგება: შიგნიდან გარეთ - ლორწოვანი
გარსი - tunica mucosa, კუნთოვანი შრე - tunica muscularis, გარედან
შემაერთებელი ქსოვილი. კუნთოვან შრესა და შემაერთებელ ქსოვილს
შორის ჩადგმულია ხორხის კედელში 11 ცალი სხვადასხვა ფორმის
ერთმანეთთან სახსრით დაკავშირებული ჰიალინური ხრტილები,
სასულეს, ანუ ტრაქეას შემთხვევაში 16-20 ცალი ერთმანეთის
პარალელურად დალაგებული ნახევრად ბეჭდისებური ჰიალინური
ხრტილის რგოლები, ხოლო ბრონქისა და ბრონქიოლების კედელში –
პარალელურად დალაგებული, მთლიანად შეკრული ჰიალინური
ხრტილის ბეჭდისებური რგოლები.
სასუნთქი მილი მთელ სიგრძეზე ამოფენილია მოციმციმე წამწამოვანი
ეპითელიუმით. ლორწოვან გარსში განთავსებულია დიდი რაოდენობით
ლორწოვანი და სეროზული ჯირკვლები. ლორწქვეშა ჩანაფენში დიდი
რაოდენობით არის სისხლძარღვები.

სასუნთქი სისტემის ფუნქცია - აირთა ცვლის, ანუ სუნთქვითი პროცესის


წარმოების გარდა, ცხვირის ღრუ მონაწილეობს ყნოსვის ფუნქციაში,
ფილტვები - წყლის ცვლაში, მათი საშუალებით ხდება წყლის 15-20%-ის
გამოყოფა ორგანიზმიდან, რაც განსაზღვრავს და განაპირობებს
ფილტვების მონაწილეობას თბორეგულაციის პროცესში . ფილტვების
მეშვეობით ხდება ორგანიზმიდან მომწამლავი ნივთიერებების
აორთქლება (ალკოჰოლი, ეთერი, აცეტონი, ამიაკი, ქლოროფორმი).
ფილტვები შეიცავს მრავლობით მიკროფაგებს, რითაც ახორციელებს
ორგანიზმის დამცველობით ფუნქციას და აქტიურად მონაწილეობს მჟავა -
ტუტოვანი რეაქციის (ანუ pH)-ის რეგულაციაში და ვინაიდან ხორხის
ლორწოვან გარსში ე.წ. მბგერავი აპარატია, რისი საშუალებითაც ხდება
ბგერის წარმოქმნა - სასუნთქი სისტემა მონაწილეობს ბგერის
წარმოქმნაში.
ხორხი, ფილტვები

You might also like