You are on page 1of 4

სუნთქვა

სუნთქვის მნიშვნელობა-ყველა ცოცხალი არსება სუნთქავს. ორგანიზმის ყველა


ქსოვილი საჭიროებს ენერგიას, რომელიც უჯრედებში საკვები ნივთიერების წვისას
გამომუშავდება. ამ ნივთიერების დასაწვავად საჭიროა ჟანგბადი. ჟანგბადს
ორგანიზმები გარემოდან შთანთქავენ ხოლო გამოყოფილ ორგანიზმისათვის მავნე
აირს გარეთ გამოდევნიან ამოსუნთქვის შედეგად.

ორგანიზმის მიერ გარემოდან ჟანგბადის შთანთქმას დანახშირორჟანგის გამოდევნას


სუნთქვა ეწოდება

სუნთქვის დროს ხდება აირთა ცვლა. ფილტვებში გაზთა ცვლას გარეგანი ანუ
ფილტვებით სუნთქვა ეწოდება.-ამ დროს სისხლის მონაწილეობით სისხლის
ერითროციტი ითვისებს ჟანგბადს და მიიტანს მას ქსოვილებამდე და წვით გამონ
თავისუფლებულ ნახშირორჟანგს მიიერთებს, რომელსაც მიიტანს ფილტვებამდე.
ფილტვი ამოსუნთქვის პროცესში გამოდევნის გარეთ.

გაზთაცვლას უჯრედებსა და ქსოვილებში ეწოდება შინაგანი ანუ უჯრედული


სუნთქვა.

სუნთქვის პროცეს მოგრძო ტვინში არსებული ნერვული უჯრედები არეგულირებს.


ეს გროვები სუნთქვის ცენტრს წარმოქმნის.

ადამიანის სუნთქვის ორგანოთა სისტემას შეადგენს გულმკერდის ღრუში


მოთავსებული ფილტვები და ჰაერგამტარი გზები: ცხვირის ღრუ, ხახა, ხორხი,
ტრაქეა ანუ სასულე, ბრონქები.

ცხვირი-ცხვირი ხრტილოვანი ძგიდით ორ ნესტო დ იყოფა. ნესტოების ზედაპირი


ლორწოვანი ეპითელითაა დაფარული.ეპითელში მოთავსებული ჯირკვლები
ლორწოს გამოყოფს, ამიტომ ცხვირის ღრუში ჰაერი ტენიანდება.ლორწო შეიცავს
ბაქტერიოციდულ ნივთიერებას.ლორწოს ეკრება ბაქტერიები და მტვრის ნაწილაკები.
ეპითელის უჯრედების გამონაზარდები-წამწამები სწრაფად,მძლავრად და
განუწყვეტლივ ირხევა ცხვირის გასასვლელისკენ და ლორწოზე მიკრულ მტვერსა და
მიკრობებს გარეთ გამოდევნის.

ცხვირის ღრუში გაწმენდილი, დატენიანებული და გამთბარი ჰაერი ცხვირ-ხახით


ხორხში გადადის. ხორხს ხრტილოვანი აგებულება აქცს.იგი რამდენიმე ხრტილისგან
შედგება. ხორხი სამი კენტი და სამი წყვილი ხრტილისაგან შედგება, რომლებიც
ერთმანეთს კუნთებისა და მყესების საშუალებით უკავშირდებიან.ყველაზე დიდ
ხრტილს ფარისებური ხრტილი ეწოდება.მის წინ მდებარეობს ფარისებური
ჯირკვალი.
ნერწყვისა და საკვების გადაყლაპვისას, ელასტიური ხორხსარქველი რომელიც
ხორხის შესასვლელში მდებარეობს , კეტავს ხორხს და არ აძლევს ნერწყვსა და
საკვების ნაწილაკებს სასუნთქ გზებში მოხვედრის საშუალებას.

ხორხის ხრტილებს შორის მოთავსებულია ორი მბგერი(სახმო) იოგი. მათ შორის არის
სივრცე რომელსაც ყია ჰქვია.მბგერი იოგები ხმის წარმოქმნაში მთავარ როლს
ასრულებენ. როდესაც ადამიანი დუმს, მბგერი იოგები ერთმანეთს შორდება და ყია
სამკუთხედის ფორმას იღებს.ლაპარაკის, სიმღერის დროს მბგერი იოგები
შემჭიდროვდება. ამ დროს ჰაერი მიაწვება ნაოჭებს, შეარხევს მათ და წარმოიქმნება
ბგერა.

მგერ იოგებს შეუძლიათ 80-დან 10000 რხევა შეასრულონ 1 წამში.ხმით ადამიანი


გადმოგვცემს თავის გრძნობებს, ემოციებს. ხმის სიმაღლე დამოკიდებულია მბგერი
იოგების სიგრძეზე. რაც უფრო მოკლეა მბგერი იოგების სიგრძე, მით მეტია მათი
რხევის სიხშირე და მით მაღალია ხმა. ქალის მბგერი იოგები უფრო მოკლეა ვიდრე
მამაკაცის. შესაბამისად ქალის ხმა უფრო მაღალია.

მბგერავ იოგებს აზიანებს : ყვირილი,(ამდროს,იოგები იჭიმებიან ,უახლოვდებიან ,


ეჯახებიან,ეხახუნებიან ერთმანეთს და ზიანდებიან.) ხმა კი ეხლიჩება ან სულ
უწყდება.

მბგერ იოგებს აზიანებს სასუნთქი გზების ხშირი ანთებები, ალკოჰოლი და თამბაქოს


წევა(ნიკოტინი).

ჩასუნთქული ჰაერი ხორხიდან , ტრაქეაში, ანუ სასუნთქ მილში, გადადის რომელსაც


მილის ფორმა აქვს. მისი სიგრძე 15სმ-ია. ტრახეა ხრტილოვანი
ნახევარრგოლებისაგან შედგება. ამ რგოლების უკანა კედელი საყლაპავს ეკვრის.მას
ხრტილი არ აქვს, ამიტომ რბილია და ხელს არ უშლის საყლაპავში საკვების
გადაადგილებას. გულმკერდის მეხუთე მალასთან ტრაქეა იყოფა ორ- მარჯვენა და
მარცხენა ბრონქად. თითოეული ბრონქი შედის ფილტვში, სადაც ის უფრო წვრილ
ბრონქებად, ხოლო შემდეგ უფრო წვრილ ბრონქიო ლებად იტოტება,რომელიც
მარჯვენა და მარცხენა ფილტვში შედის.

ფილტვები . თითოეული ბრონქიოლი ბოლოვდება საჰაერო ბუშტუკით-


ალვეოლით, რომლებიც ქმნიან ფილტვებს. ყოველ ფილტვში 300-350
მლნ.ბუშტუკებია. მათი საერთო ზედაპირი100კვ. მეტრზე მეტია და სხეულის
ზედაპირს 50 ჯერ.აღემატება.
ფილტვები მდებარეობს გულმკერდის ღრუში. ის იყოფა ორად მარჯვენა და მარცხენა
ნაწილად. მარჯვენა ფილტვი იყოფა სამ ნაწილად, მარცხენა ორად. მარცხენა
მარჯვენასთან შედარებით, პატარა, ვიწრო და მსუბუქია.

ფილტვის შუა ნაწილში არის ფილტვის კარი, რომელშიც შედის სისხლძარღვები


(ფილტვის არტერია , ფილტვის ორი ვენა) და სისლძარღვები.
ალვეოლების კედლები ეპითელური ერთი შრისაგან შედგება და მჭიდროდ
დაქსელილია კაპილარების ქსელით. ალვეოლების უჯრედები გამოყოფენ
ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს რომელიც თხელი აპკის სახით ფარავს
ბუშტუკების შიდა ზედაპირს. ეს უნარჩუნებს ბუშტებს მუდმივ ფორმას, თან
აუვნებლებენ ფილტვში შეღწეულ მიკრობებს. დაზიანებული აპკი ნახველის სახით
გამოიყოფა ან ფილტვის ფაგოციტები მოინელებს მას.

ფილტვის ალვეოლებსა და კაპილარებს შორის ხდება გაზთა ცვლა. ალვეოლებიდან


ჟანგბადი გადადის კაპილარებში, ხოლო კაპილარებიდან ნახშირორჟანგი გადადის
ალვეოლებში.

ფილტვები გარედან დაფარულია შემაერთებელქსოვილოვანი თხელი აპკით-


ფილტვის პლევრით. პლევრის ზედაპირი გლუვი და სრიალაა. გულმკერდის ღრუს
შიგა კედელი ამოფენილია კედლის ამყოლი პლევრით. ამ ორ აპკს შორის არსებული
სივრცე ქმნის პლევრის ღრუს. პლევრის ღრუ ნოტიოა მასში ჰაერი არ არის. ამიტომ
ფილტვები მჭიდროდ ეკვრის გულმკერდის ღრუს და მისი მოცულობა იცვლება
გულმკერდის მოცულობის ცვლილებასთან ერთად.

სუნთქვითი მოძრაობანი.

ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა რიტმულად ენაცვლება ერთმანეთს და უზრუნველყოფს


ფილტვებში ჰაერის გავლას, მათ ვენტილაციას. ჩასუნთქვის და ამოსუნთქვის
მონაცვლეობას მოგრძო ტვინში სუნთქვის ცენტრი არეგულირებს. სუნთქვაში
მონაწილეობენ ნეკნთაშუა კუნთები და დიაფრაგმა, ღრმა სუნთქვისას კი- მუცლის
კუნთები.

ჩასუნთქვისას დიაფრაგმა იკუმშება, ბრტყელდება, ნეკნთაშუა კუნთების კუნთების


შეკუმშვა კი ნეკნებს მაღლა სწევს. ეს იწვევს გულმკერდის ღრუს გაფართოებას.

პლევრის ღრუ ჰერმეტულადაა დახურული. გულმკერდის ღრუს გაფართოებისას


წნევა პლევრის ღრუში დაბლა ეცემა და ფილტვის პლევრა გულმკერდის კედელს
ეკრობა- ფილტვები ფართოვდება. ფართოვდება ალვიოლებიც, რის გამოც წნევა
ალვიოლებშიც ეცემა. წნევათა სხვაობის გამო ატმოსფერული ჰაერი სასუნთქი
გზებით ჩადის ფილტვებში-ხდება ჩასუნთქვა.

ამოსუნთქვისას დიაფრაგმა და ნეკნთაშუა კუნთები დუნდება. დიაფრაგმა ისევ


თაღოვანი ხდება, გულმკერდის მოცულობა მცირდება და მასში წნევა იზრდება. ამის
გამო ფილტვების მოცულობა მცირდება, წნევა ალვეოლებში იზრდება და
ატმოსფერულზე მაღალი ხდება. ამიტომ ჰაერი გარეთ გამოიდევნება-ხდება
ამოსუნთქვა.

შედარებითი სიმშვიდის დროს მოზრდილი ადამიანი დაახლოებით 16 სუნთქვით


მოძრაობას ასრულებს 1წთ.-ში. სუნთქვითი მოძრაობის სიხშირე იმის მიხედვითაც
იცვლება, თუ რამდენი ნახშირორჟანგია სისხლში. თუ ნახშირორჟანგის
შემცვლელობა სისხლში გაიზრდება, სუნთქვითი მოძრაობის სიხშირე და სირღმე
მატულობს.

ღრმა ჩასუნთქვა ამოსუნთქვაში, გარდა ნეკნთაშუა კუნთებისა და დიაფრაგმისა


მონაწილეობს მკერდისა და მხრის სარტყლის კუნთები, აგრეთვე მუცლის კუნთებიც.

ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა.

მშვიდი ჩასუნთქვის დროს მოზრდილი ადამიანის ფილტვებში დაახლოებით 500


კუბური სანტიმეტრი ჰაერი შედის.ჰაერის ასეთივე რაოდენობა გამოიდევნება მშვიდი
ამოსუნთქვის დროს.ჰაერის ყველაზე დიდი მოცულობა რომელიც ადამიანს
შეუძლია ამოისუნთქოს ყველაზე ღრმა ჩასუნთქვის შემდეგ, დაახლოებით 3500
კუბური სანტიმეტრია ამას ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა ეწოდება.ადამიანებს
ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა ერთნაირი არ აქვთ.მას ზომავენ სპეციალური
ხელსაწყოთი-სპირომეტრით.

გაზთა ცვლა ფილტვებში.


ჩასუნთქულ და ამოსუნთქულ ჰაერში ერთნაირი არ არის გაზების შემცველობა.
ჩასუნთქულ ჰაერში 21% ჟანგბადია, 0,03% ნახშირორჟანგი, 79%-აზოტი, 1%-მდე
წყლის ორთქლი და ინერტული აირები. ამოსუნთქულ ჰაერში-ჟანგბადი 16% მდე
კლებულობს ,ნახშირორჟანგისა კი 4%მდე მატულობს. ეს ფილტვების ბუშტუკებში
აირთა ცვლის შედეგია.

გულიდან ვენური სისხლი, სისხლის მიმოქცევის მცირე წრით ფილტვის


კაპილარებით მიდის. ის ღარიბია ჟანგბადით და მდიდარია ნახშირორჟანგით.
ფილტვის ალვიოლებში კი პირიქით-ჰაერი მდიდარია ჟანგბადით , ხოლო
ნახშირორჟანგი მასში პრაქტიკულად არ არის. კონცენტრაციათა სხვაობის გამო
დიფუზიის შედეგად ჟანგბადი ალვიოლებიდან გადადის სისხლში. ამი მიზეზით
კაპილარული სისხლიდან ნახშირორჟანგი შეაღწევს ფილტვის ალვიოლებში. ასე
გარდაიქმნება ვენური სისხლი არტერიულ სისხლად.

გაზთა ცვლა ქსოვილებში.

ჟანგბადით გამდიდრებული სისხლი მიიტანება ყველა ქსოვილამდე, რომელთა


უჯრედებში, ჟანგვის პროცესში გამუდმებით ხდება ჟანგბადის ხარჯვა, ხოლო
ნახშირორჟანგი ქსოვილურ სითხეში გამოიყოფა. ამიტომ კაპილარებით მიტანილი
ჟანგბადი არტერიული სისხლიდან ქსოვილურ სითხეში, შემდეგ კი უჯრედებში
ადვილად გადადის. ნახშირორჟანგი კი ქსოვილური სითხიდან სისხლში შეაღწევს.
ამრიგად , ქსოვილებში არტერიული სისხლი ვენურად გარდაიქმნება.

You might also like