You are on page 1of 3

წელიწადის 4 დრო - ანტონიო ვივალდი

წელიწადის 4 დრო (1725 წ) არის ანტონიო ვივალდის მიერ დაწერილი კონჩერტო,


რომელიც კლასიკური მუსიკის ერთ-ერთ შედევრად ითვლება. მუსიკალური ნაწარმოები
დაყოფილია 4 ძირითად ნაწილად , რომლებიც წელიწადის 4 დროს შეესაბამება
გაზაფხულიდან ზამთრამდე, თითოეული დაყოფილია 3-3 მოძრაობად, როგორც წესი
პირველი და ბოლო შედარებით ჩქარ თემპშია, ხოლო მეორე უფრო ნელია. აღსაღნიშნავია,
რომ თითოეულ სეზონს ვივალდიმ მოაყოლა სონეტა (რაც იმ დროისთვის უჩვეულო
მოვლენა იყო), რომელიც წელიწადის დროის იმ ასპექტზე მოგვითხრობს, რომლის ასახვაც
კომპოზიტორმა საკუთარ მუსიკაში სცადა.

გაზაფხული, მოძრაობა 1 - იკვრება მაჟორულ გასაღებში, რაც სიხალისესთან ან


ბედნიერებასთან ასოცირდება. წამყვანი ვიოლინოს სწრაფი სტაკადოები ჩიტების ჭიკჭიკს
განასახიერებს. უცებ მუსიკის ტონი იცვლება, ანსამბლის, განსაკუთრებით კი ჩელოსა და
კონტრაბასის ხმები მძაფრდება. სონეტა გვანიშნებს რომ წვიმა მოახლოვდა. დაბალი ნოტები
სწორედ ჭექა-ქუხილის ხმას განასახიერებს, ხოლო წამყვანი ვიოლინოს მაღალი ნოტები _ კი
ფრინველების შიშს ასახავს. მიუხედავად ამისა წვიმამ მალე გადაიარა ჩიტები კვლავ
ამღერდნენ.

გაზაფხული, მოძრაობა 2 - პირველ მოძრაობასთან შედარებით, მეორე ბევრად უფრო ნელი


და წყნარია. დო დიეზ მინორში შესრულებული ლეგატოები მშვიდ და მყუდრო გარემოს
ქმნის. ვივალდი ცდილობს ასე აღწეროს ყვავილებით სავსე მინდორ-ველზე მძინარე ცხვრები
და მათი ერთგული დარაჯი ძაღლი.

გაზაფხული, მოძრაობა 3 - კვლავ მაჟორულ გასაღებშია შესრულებული თუმცა საცეკვაო,


წვეულების მუსიკას წააგავს, რადგან კომპოზიტორი ცდილობს საგაზაფხულო ფესტივალები
ასახოს. სონეტაში მითოლოგიურ ელემენტებსაც რთავს და ნიმფებისა და მწყემსების ცეკვას
აღწერს, რაც, ალბათ, გაზაფხულის ბუნების სიყვარულს უნდა ნიშნავდეს, რადგანაც ნიმფები
სწორებ ბუნების განსახიერებაა ადამიანის სახით.

ზაფხული, მოძრაობა 1 - აღსანიშნავია, რომ ავტორი ზაფხულის მიმართ დიდ სიყვარულს


არ გამოხატავს. დადებითი დამოკიდებულება მხოლოდ პირველი მოძრაობის ერთ
მონაკვეთში აისახება. თავდაპირველად ნელი და მძიმე შესავალი საფხულის მხურვალე მზეს
და სიცხისგან დაღლილ ფარას განასახიერებს. ამის შემდგომ მუსიკაში ცოტაოდენი სიხალისე
შემოდის, წამყვანი ვიოლინო კვლავ სტაკადოებს ააჟღერებს და ასე ახალი ჩიტის, გუგულის
სიმღერა იწება, რომელსაც ცოტახანში სხვა ფრინველებიც, ბეღურა და გვრიტი უერთდებიან.
ვივალდი მცირე ნიავსაც ასახავს ანსამბლის ვიოლინოების საშუალებით, რომელებიც
დაახლოებით 2 წამიანი ინტერვალით, დაბალი და მაღალი ხმების მონაცვლეობით უკრავენ.
უცებ ქარი ამოვარდება, და მთელ მინდორ-ველს წალეკავს. ნივისგან განსხვავებით
ქარისთვის მხოლოდ მაღალი ხმები გამოიყენება რაც სმენელს შიშს ჰგვრის. მოძრაობის
მიწურულს კვლავ ნელ ტემპში შედარებით სევდიანი ხდება მუსიკა, რითაც მწყემსის
მწუხარებას ვიგებთ, რომელმაც იცის, შტორმი ახლოვდება.

ზაფხული, მოძრაობა 2 - მეროე მოძრაობა სწორედ შტორმისათვის მზადებაა. ნელ და


სევდიან მუსიკაში მწყემსის განცდები იგრძნობა, რომელმაც არ იცის როგორ აარიდოს
საფრთხე თავის ფარას.

ზაფხული, მოძრაობა 3 - შიში გამართლდა. ჭექა-ქუხილი გაისმა, ქარიშხალი ამოვარდა და


სეტყვა დაიწყო. თითოეული ელემენტს ანსამბლის გარკვეული ნაწილი შეესაბამება, რას
მსმენელს ეხმარება ეპიზოდის წარმოსახვაში. ჩელოები და კონტრაბასი კვლავ წექა-ქუხილს
განასახიერებენ, ანსამბლის ვიოლინოები და ვიოლები ქარის როლს თამაშობენ, ხოლო
წამყვანი ვიოლინო სეტყვის იმიტაციას აკეთებს. მათი ჩქარი და ხმამაღალი ურთიერთობა
უფრო ამძაფრებს შიშისა და დაძაბულობის გრძნობას.

შემოდგომა, მოძრაობა 1 - შემოდგომა ხალისიანად იწყება, შესაბამისად ავტორიც


მაჟორულ გასაღებში წერს ამ მოძრაობას. მოსავლის მოსვლის გამო გლეხები ზეიმობენ და
სიხარულით ეგებებიან წელიწადის ახალ დროს. ოდნავ ჩქარი, მაღალი ნოტების გამოყენებით
მსმენელიც სწორედ წვეულების ხასიათზე დგება. კომპოზიტორს სწორედ ამგვარი მუსიკით
სურს ქიფის გარემო შექმნას, თითქოს გლეხებთან ერთად მსმენელიც ღვინოს მიიღთმევს.

შემოდგომა, მოძრაობა 2 - ეს ნაწილი შედარებით მშვიდია, ის უფრო შემოდგომის ბუნებას


აღწერს, ვიდრე ხალხს შემოდგომისას. როგორც სონეტაშია მოხსენიებული, ჰაერი
გაჟღენთილია სიამოვნებით („L' aria che temperata dà piacere“), სწორედ ეს სასიამოვნო და
მყუდრო გარემო იქმნება მუსიკაშიც. ვფიქრობ, კომპოზიტორი ცდილობს მსმენელს თავი
საკუთარ სახლში აგრძნობინოს, რითაც შემოდგიმის სტუმართმოყვარეობასასა და
გულუხვობას ასახავს, რაც სონეტშიც ნახსენებია.

შემოდგომა, მოძრაობა 3 - მესამე მოძრაობა ნადირობის აღწერაა. მონადირეები


გარიჟრაჟისთანავე გაემზადებიან და დადებითი შემართებით გაეშურებიან ტყისკენ.
ვივალდიც სწორედ ამ შემართებას ასახავს, თითქოს ადამიანები თან მღერიან და ერთობიან
ამ მომენთში. ნადირი დაიჭრება და გაიქცევა, სწორედ ამ დროს ვიოლინო აჩქარდება , რაც
მიგვანიშნებს რომ იგი გარბის, და დაახლოებით 5 წამით მუსიკა ფა მაჯორიდან მინორში
გადადის, ანუ კომპოზიტორი თავის მწუხარებას გამოხათავს. მიუხედავად ამისა, მუსიკა
კვლავ მაჟორში გადაინაცვლებს და მონადირეებს სიხარულს გვაუწყებს.

ზამთარი, მოძრაობა 1 - ნელ-ნელა სიცივე და თოვლიც მოახლოდა. მუსიკა ჩუმად იწყება


და ნელ-ნელა უფრო და უფრო ხმამაღალი ხდება, სიტუაცია იძაბება. უცებ ქარიც ამოვარდება
და წამყვანი ვიოლინოს ვიოლინოც აჟღერდება. ანსამბლის ვიოლინოებისა და ვიოლების
სტაკადოები ყინვასა და კანკალს მოგვაგონებს.

ზამთარი, მოძრაობა 2 - ზამთრის ეს ნაწილი ბევრად უფრო მშვიდი, წყნარი და ბედნიერია.


თითქოს უკვე სახლში ვართ, თავი ავარიდეთ ყოველგვარ სიცივეს და ბუხარის პირას
ოჯახთან ერთად ვთბებთ. ასეთ შეგრძნებას ნელი ტემპი და მაჟორის გასაღები ქმნიან.
ზამთარი, მოძრაობა 3 - ავტორი კვლავ შეგვახსენებს იმ სირთულეებს, რაც ზამთარში
მოგვევლინება, ყინვა და თოვლი, სოწრედ ამიტომ მაინორში ამთავრებს ავტორი თავის
კონჩერტოს. მოძრაობის შუაში მცირე მონაკვეთი შედარებით, სონეტი გვეუბნება, რომ
სირთულეების მიუხედავად, ზამთარს მაინც აქვს თავისი ხიბლი. საბოლოოდ კი მოძრაობა 3
მთავრდება ისე, როგორც პირველი მოძრაობის ძირითადი ნაწილი მიმდინარეობს, რითაც
მთლიანი შედევრი მთავრდება.

ანტონიო ვივალდის წელიწადის 4 დროს არის მეტი ვიდრე მუსიკა, ეს არის ისტორია,
თითოეული ინსტრუმენტის ხმა ბუნების სხვადასხვა ნაწილს გამოხატავს, სწორედ იმიტომ
მოაყოლა მან სონეტები კომპოზიციას, რომ მსმენელი მარტივად მიმხვდარიყო
კომპოზიტორის ჩანაფიქრს თითოეული მოძრაობის წერისას. ამგვარი ისტორიები
პოპულარული გახდა მე-19 საუკუნეში, თუმცა თხრობისთვის ამ დროს ბევრად უფრო მეტი
ინსტრუმენტი სჭირდებოდათ კომპოზიტორებს: სიმოვანი ინსტრუმენტები, ფორტეპიანო და
ბასის ჩასაბერი ინსტრუმენტები, ვივალდიმ კი ეს მხოლოდ ვიოლინოს ოჯახის
ინსტრუმენტებითა და არფით მოახერხა.

You might also like