You are on page 1of 2

IsimRera

a. aTena da zevsi. aTena zevss odisevsis Taobaze elaparakeba.

b. zevsi keTilganwyobas gamoxatavs.

g. aTenas gegma.

d. aTena iTakaze eSveba.

e. aTena telemaqoss moqmedebisa da Surisgebisaken mouwodebs.

v. telemaqosi iwonebs mowodebas.

მე-9 სიმღერა. ოდისევსი, როგორც იქნა, ამხელს თავის სახელს და თავისი თავგადასავლების
შესახებ იწყებს მოყოლას. ოდისევსის მონაყოლი ამბები („აპოლოგია“): ოდისევსმა
ლოტოფაგების ქვეყანა მოინახულა, სადაც ლოტოსით იკვებებოდნენ და ყოველი, ვინც მას
გასინჯავდა, ივიწყებდა სამშობლოს; კაციჭამია გოლიათმა, ციკლოპმა პოლიფემემ, თავის
გამოქვაბულში ოდისევსის რამდენიმე ამხანაგი შეჭამა, მაგრამ ოდისევსმა ციკლოპი დაათრო
და დააბრმავა, შემდეგ კი მისი ერკემალების მატყლს ამოფარებული დარჩენილ
თანამგზავრებთან ერთად გაიქცა გამოქვაბულიდან; ამის გამო პოლიფემემ ოდისევსის
საკუთარი მამის, პოსეიდონის, რისხვა დაატეხა თავს.

მე-11 სიმღერა. ოდისევსი შავეთში ჩადის, რათა იმკითხავოს წინასწარმეტყველ


ტირეზიასთან. იქ იგი ესაუბრება გარდაცვლილი დედისა და მეგობრების აჩრდილებს.

მე-16 სიმღერა. ტელემაქე ხვდება ევმეოსსა და ოდისევსს, რომელიც შვილს ვინაობას უმხელს.

მე-19 სიმღერა. ოდისევსი ემზადება შურისძიებისთვის. მხოლოდ გადია ევრიკლეა იცნობს


ოდისევსს ფეხზე არსებული ნაიარევით.

22-ე სიმღერა. ოდისევსი ვინაობას უმხელს და კლავს საქმროებს, შემდეგ კი მოღალატე


მსახურებს სჯის სიკვდილით.

24-ე სიმღერა. პოემის მიწურულს რამდენიმე მოქმედება ხდება: საქმროების სულები ჩადიან
შავეთში; ოდისევსი ხვდება საკუთარ მამას, ლაერტეს; დაღუპული საქმროების ნათესავები
შურის საძიებლად მოდიან, ოდისევსი კი მათთან ზავს დებს.

You might also like