You are on page 1of 4

1.

პერსონაჟი, რომელიც თქვენ უნდა გამოიცნოთ მეოცე საუკუნის სამოციან


წლებში გამოჩნდა და მკითხველის დიდი სიყვარულიც გამოჩენისთანავე
დაიმსახურა. თავად წიგნი არც ფანტასტიკაა და არც ფენტეზი, არამედ
სამეცნიერო ფენტეზის ჟანრს განეკუთვნება, რომლისთვისაც ავტორმა ნებულას
ჯილდო მიიღო, ხოლო ჰიუგო როჯერ ზელაზნისთან გაინაწილა.
ახლა კი პერსონაჟზე, რომელიც თინეიჯერი ბიჭია და რომელიც მართავს ეტლს,
სადაც პოლიტიკა და რელიგია ერთად სხედან. ესაა ბიჭი, ვინც კაცივით
ლაპარაკობს და ვინც მოგზაურობს უდაბნოში, რათა წყალი იხილოს. ესაა მესია
და წინასწარმეტყველი, რომელმაც თხუთმეტი წლის ასაკში იხილა თავისი
სამშობლო და თავისი ტომი, რომელსაც არ უშვია იგი. (3ქ)

პერსონაჟი დიდგვაროვანი ოჯახის შვილია, რომლებიც სამართავად ახალ


პლანეტა არაკისს მიიღებენ, სადაც იშვიათი და ძვირფასი სუნელი – მელანჟი
მოჰყავთ. პლანეტაზე გადასახლებიდან ძალიან მალე პერსონაჟს უწევს მართვის
სადავეების ხელში აღება, გახიზვნა, დევნაში ყოფნა, ლიდერად ჩამოყალიბება და
საკუთარი თავის შეცნობა. წიგნს ფონად გასდევს არაკისეული თქმულება
გმირზე, რომელიც ფრემენების ტომს სათავეში უნდა ჩაუდგეს და დიდი
გამარჯვებებისკენ წაიყვანოს. აქვე დამატებით გეტყვით იმასაც, რომ ეს
პერსონაჟი ყველა შესაძლო მომავლის ხილვის ნიჭითაც არის დაჯილდოებული.
(1ქ)

პასუხი: პოლ მუად’დიბი/ პოლ ატრეიდისი.

2. გამოიცანით წიგნი, რომელშიც გვხვდება შემდეგი ციტატა:


ის ყოველდღე ჯდებოდა თავის თეთრი ხის მაგიდასთან და თორმეტ ან
თოთხმეტ საათს მუშაობდა განსაცდელში ჩავარდნილი სამშობლოს დასაცავად.
სექციის კომიტეტის ეს თავმდაბალი მდივანი ვერ ამჩნევდა შეუსაბამობას
უზარმაზარ საქმესა და თავის პატარა ძალ-ღონეს შორის, რადგან გრძნობდა რომ
გაერთიანებული იყო ყველა პატრიოტთან, რომ ერის სხეულის ნაწილს
წარმოადგენდა, რომ მისი სიცოცხლე შედუღებული იყო დიდი ხალხის
სიცოცხლესთან. ის ერთი იმათგანი იყო, ვინც ენთუზიაზმითა და მოთმინებით,
ყოველი დამარცხების შემდგომ თითქოს შეუძლებელ მაგრამ მტკიცე ტრიუმფს
აგრძელებდა. მათ სჭირდებოდათ გამარჯვება, ამ უბრალო არაფრისმქონე
ადამიანებს, რომელთაც მეფის ხელისუფლება გადაატრიალეს. (3ქ)

დიდ შეცდომას სჩადიხართ ბატონო – მიუგო ლონგემარმა – მე პირიქით


ვფიქრობ, რომ ადამიანის აზროვნებაში არაფერია შემცდარი, შემეცნების კიდეზე
ათეისტებს უმდაბლესი საფეხური უჭირავთ, მაგრამ თვით ამ საფეხურზეც კი
მოიპოვება ბუნებისა და ჭეშმარიტების გამონაკრთომი და თვით მაშინაც კი,
როცა ადამიანი წყვდიადით არის გარემოცული, მისი შუბლი, რომელშიც
ღმერთმა გონება ჩადო, ზევით არის მიმართული. ასეთია ლუციფერის ბედი. (1ქ)

3. წიგნი, რომელიც თქვენ უნდა გამოიცნოთ თანამედროვეობის ძალზე ცნობილ


მწერალს ეკუთვნის და გამოცემისთანავე იქცა ქვეყნის მთავარი
ლიტერატურული ჯილდოს ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად. წიგნი ნახევრად
ავტობიოგრაფიული და ფაქტობრივად დოკუმენტური რომანია, სარკაზმითა და
ტკივილნარევი ირონიით უხვად შეკმაზული. ავტორი გვიყვება არა ყურმოკრულ ,
არამედ იმ ამბებს, თავად რომ გადახდენია. ეს არის წიგნი არშემდგარ
მონანიებაზე, ცხვირ, ნიკაპ და მხარბეჭმოგლეჯილ ლენინის ბიუსტებზე,
სამოქალაქო, სამწერლო, სასულიერო და საოჯახო ომებზე, ცენზორებსა და
თავისუფლებაზე, ზიზღის სიყვარულისა და სხვა ჯგუფებზე და რაც მთავარია
პატარა ქვეყანაზე. (3ქ)

რომანს საფუძვლად ავტობიოგრაფიული ეპიზოდი უდევს, რომელშიც 23 წლის


მწერალმა გამოაქვეყნა ნაწარმოები სახელწოდებით “პირველი რუსი”, სადაც
თამარ მეფისა და გიორგი რუსის წარუმატებელი პირველი ღამის ამბავი აღწერა ,
რაც მწერალმა საქართველოსა და რუსეთის პრეფიგურაციად წარმოადგინა.
რომანის სათაური მრავალგვარად შეიძლება იქნას გაგებული, მაგრამ ერთი
გაგებით იგი წვრილბურჟუაზიულ თბილისზე მიგვანიშნებს, რომელიც თავს ისე
წარმოდგიდგენს თითქოს საქართველო თავად იყოს, თუმცა რეალურად მის
კარიკატურად იქცევა. (1ქ)

4. ის რაც თქვენ უნდა გამოიცნოთ ბალახოვანი და ბუჩქბალახოვანი მცენარის


გვარია ძაღლყურძენასებრთა ოჯახიდან და მისი ველური ფორმები პერუში, ვესტ
ინდოეთსა და ეკვადორში, ასევე ფილიპინებზე და კანარის კუნძულებზეა
ნაპოვნი, თუმცა მის სამშობლოდ სამხრეთ ამერიკა ითვლება. ევროპაში ის
მეთექვსმეტე საუკუნეში გავრცელდა, საქართველოში კი გვიანი მეთვრამეტე
საუკუნიდან შემოაღწია. ეს ერთწლოვანი მცენარე სიმაღლით 20სმ-დან 3მ-მდე
იზრდება და მისი ნაყოფი წვნიანი, ორ ან მრავალბუდიანია, ხშირად არის
წითელი, იშვიათად ვარდისფერი და შესაძლოა შეგვხვდეს ყვითელი ფერისაც კი.
ლიტერატურაში ერთი ამერიკელი მწერლის ნაწარმოებში ეს ერთ კონკრეტულ
დაწესებულებაში მწვანე ფერისაც კი გვხვდება. (3ქ)

5. ის, რაც თქვენ უნდა გამოიცნოთ მსოფლიოსთვის ჯერ კიდევ ძველი


საბერძნეთის დროს გახდა ცნობილი. ლეგენდები მის შესახებ ჯერ კიდევ
უძველესი დროიდან მომდინარეობს და ძირითადად სისხლისღვრასთან და
რელიგიურ რიტუალთან ასოცირდება. მის მშობლებად მოიაზრებიან ვინმე
ფესიპე და პოსეიდონის მიერ კრეტის მეფისთვის მიძღვნილი ხარი. ის
ლიტერატურაში ბევრგან გვხვდება, მათ შორის ოვიდიუსთანაც. გარდა
ოვიდიუსისა იგი ასევე ფიგურირებს ხორხე ლუის ბორხესის ერთ-ერთ
მოთხრობასა და ფრანგი დეტექტივების ავტორის გახმაურებული ნაწარმოების
სათაურსაც წარმოადგენს. (3ქ)

6. ასოციაცია:
სახლი, წიგნის მაღაზია, სამსახური, ბაქანი, პროვინციული ქალაქი, კაფე,
კომისარი, არეული გვერდები, ისევ მაღაზია, პოლონელი მწერალი, კლდიდან
გადახედვა, მოგზაური.. (3ქ)

ქიმერიული წიგნი, კიმბრიული ენა, პროფესორი, დაუსრულებელი ამბები,


ქორწინება, ზამთრის ღამე...

7. მწერალი რომელიც თქვენ უნდა გამოიცნოთ მეოცე საუკუნის ოციან წლებში


დაიბადა და მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო
წარმომადგენელია. იგი ავტორია ორი რომანისა და ოცდაათზე მეტი მოთხრობის
და სამხრეთ გოთიკური სტილის ერთ-ერთ ლიდერადაც სამართლიანად მიიჩნევა .
აღსანიშნავია, რომ ამ ქალმა ავტორმა ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი
ლიტერატურული ჯილდო გარდაცვალების შემდეგ, 1972 წელს მიიღო, აგრეთვე
გეტყვით იმასაც, რომ იგი ყველაზე ცნობილი ქალი მწერლების ათეულში
საპატიო მეშვიდე ადგილს იკავებს. ეს ამერიკელი ქალი ჯორჯიის შტატში
დაიბადა და უნივერსიტეტიც აქვე დაამთავრა, სოციალური მეცნიერებების
დიპლომით. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მან პრესტიჟულ აიოვას
მწერალთა უორქშოპში მიიღო მონაწილეობა და ჟურნალისტობის შესწავლას
მიჰყო ხელი. მისი ყველაზე ცნობილი მოთხრობა ორმოცდაათიან წლებში
გამოქვეყნდა და სერიულ მკვლელსა და მოთხრობის მთავარ გმირს შორის
რელიგიურ საკითხებზე კამათი ბევრი მკითხველისთვის ამ მწერლის
შემოქმედებაში საუკეთესო ნაწილად მიიჩნევა.

8. მისტერ მერსედესი.

9. წიგნი რომელიც თქვენ უნდა გამოიცნოთ ეპოქალური მწერლის ინგლისურ


ენაზე შექმნილი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია, რომელსაც უდიდესი
აღიარება ხვდა წილად მთელს მსოფლიოში. ის მსოფლიოს სამოცამდე ენაზეა
თარგმნილი და ბოლო მონაცემებით ოც მილიონზე მეტი ეგზემპლარია
გაყიდული. აღსანიშნავია რომ წიგნი მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ
შორის მწერლის სამშობლოსა და მალაიზიაშიც კი აკრძალეს. მართალია იგი
არასდროს აუკრძალავთ აშშ-ში თუმცა მწერალს წიგნში ასახული რასისტული
ფაქტების გამო 2012 წელს უჩივლეს. წიგნი პირველად მეოცე საუკუნის
ორმოცდაათიან წლებში გამოქვეყნდა და მასში აღწერილია სამყარო,
რომლისთვისაც უცხო სულაც არაა ძალადობა, ომი და გაჭირვება. აქ
შეულამაზებლადაა აღწერილი ერთი ნიგერიული ტომის ცხოვრება მეცხრამეტე
საუკუნის მიწურულს. (3ქ)

წიგნის მთავარი გმირი იბოს ტომის წარჩინებული, ძლევამოსილი და უშიშარი


მებრძოლი, იკონკვოა და სიუჟეტიც მის გარშემო ვითარდება. რომანი აღწერს
მთავარი გმირის ქარიშხლიან, ტრაგიკულ ცხოვრებასა და იბოს ტომის
ტრადიციების გაუფასურების მცდელობების წინააღმდეგ ბრძოლას. წიგნის
სათაური ნიგერიელი ავტორის პესიმისტურ განწყობას გვამცნობს და
გვარწმუნებს რომ ბოლოს აღარაფერს აქვს აზრი. (1ქ)

დამატებითი:

1. ახლა კი თქვენ უნდა გამოიცნოთ არა ხელოვნების დარგი, არამედ მსოფლიო


ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხელოვნების თეორეტიკოსი, რომელიც
აბსტრაქტული ხელოვნების პიონერად მიიჩნევა. მართალია იგი მოსკოვში
დაიბადა, თუმცა კარიერის გარიჟრაჟზე მიუნხენში გადავიდა საცხოვრებლად,
რაც დიდ კამათს იწვევს ხელოვნებათმცოდნეებს შორის, რუსეთს მიაკუთვნონ ეს
შემოქმედი თუ გერმანიას. მაშინ როცა იგი სამართალს სწავლობდა მხატვრობამ
გაიტაცა და სწორედ დიდი მხატვრის სახელით შემორჩა ისტორიას. მის ცნობილ
ნახატებს შორის არის “ლურჯი ცხენი” და “ნავი ზღვაში”.
2. მეცნიერი, რომელიც თქვენ უნდა გამოიცნოთ მსოფლიოსთვის უკვე 24
საუკუნეა ცნობილია და არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ იგი ძველი
საბერძნეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სწავლულთა შორის მოიხსენიება. მისი
დაბადების ადგილი ზოგიერთი წყაროს თანახმად მეგარა გახლავთ, თუმცა ზოგი
ალექსანდრიას მიიჩნევს ამ მათემატიკოსის სამშობლოდ. წერილობითი
წყაროები გვაწვდიან ინფორმაციას, რომ იგი მართლაც მუშაობდა
ალექსანდრიაში პტოლემეოს პირველის მეფობის ხანაში და თავისი ყველაზე
მნიშვნელოვანი ნაშრომიც გეომეტრიაში სწორედ მაშინ შექმნა, რამაც მეტწილად
განაპირობა კიდეც “გეომეტრიის მამის” მეტსახელის მინიჭება.

3. ახლა თქვენ უნდა გამოიცნოთ სპორტული კოლექტივი, რომელიც 1970იან


წლებში დაარსდა და დღემდე აგრძელებს ფუნქციონირებას. გუნდის სახელი
მეტისმეტად მჭიდროდაა გადაჯაჭვული იმ ქალაქის ისტორიასთან, რომელშიც
დაარსდა. ამ ქალაქში დღემდე ხუმრობით აღნიშნავენ, რომ ამერიკას მათ ორი
რამ აჩუქეს ეს გუნდი და ამ გუნდის სახელში არსებული მუსიკალური
მიმდინარეობა. აქვე გეტყვით იმასაც რომ ამ კოლექტივმა სახელი დაარსებიდან
მალევე 1979 წელს შეიცვალა და სწორედ ამ შეცვლილი სახელით მოვიდა
დღემდე. საკალათბურთო სპორტის ეს თვალსაჩინო წარმომადგენელი
ჯერჯერობით NBA-ს ტიტულის გარეშე აგრძელებს არსებობას.

ბლიცები....

You might also like