You are on page 1of 6

ანა კალანდაძე

მარიამ ცისკარიშვილი
ბიოგრაფია
• ანა კალანდაძე დაიბადა 1924 წლის 15 დეკემბერს, გურიაში, კერძოდ ოზურგეთის მაზრის სოფელ
ხიდისთავში, პავლე კალანდაძის ოჯახში. ანამ ლექსების წერა 11 წლის ასაკში დაიწყო და საკმაოდ
წარმატებულად განაგრძო თავისი „კარიერა“. მან ქუთაისში 1941 წელს საშუალო სკოლა დაამთავრა
და სწავლა საქართველოს უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძო, რომელიც
დაამთავრა კავკასიური ენების სპეციალობით 1946 წელს. პირველი ლექსები იმავე წელს გაზეთ
„ლიტერატურა და ხელოვნებასა“ და ჟურნალ „მნათობში“ გამოაქვეყნა. იგი წლების განმავლობაში
წერდა და აქვეყნებდა ლექსებს. ის პოეზიის გარდა ლიტერატურასაც წერდა და მთარგმნელიც
გახლდათ.  წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ენის მუდმივი კომისიის
წევრად, მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმისა და ენათმეცნიერების ინსტიტუტის
სამეცნიერო საბჭოს წევრად. საბჭოთა პერიოდში დაჯილდოებული იყო „საპატიო ნიშნის“ ორი
ორდენით და ღირსების ორდენით. 1983 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. მას
თავის ცხოვრებაში ბევრი საპატიო წოდება თუ პრემია აქვს მიღებული. იგი გარდაიცვალა 2008 წლის
11 მარტს, თბილისში, ინსულტის შედეგად. იგი დაკრძალულია მთწმინდის პანთონში.
მისი შემოქმედება
• ანა კალანდაძე იყო პოეტი, მწერალი და მთრგმნელი,
მაგრამ ხალხი ანა კალანდაძეს ყველაზე კარგად პოეზიის
სფეროდან იცნობს. მისი ცნობილი ლექსებია „თუთა“
„ბეთანიის გზაზე“ „შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო“ „ასეთი
დარი თუ იყო მაშინ“ „მრავალჟამიერ“ „ჟუჟუნა წვიმა
მოვიდა“
თუთა - ანა კალანდაძე
ლამის სახლში შემოიჭრას თუთა,
ლამის თავზე გადამისვას ხელი…
დამიძახებს, თვალს ჩამიკრავს მუდამ
ხე მაღალი, ხე ზურმუხტისფერი…

რა ჩურჩული ესმით ჩემთა ყურთა!


რა ჩურჩული!… დამდაგველი, მწველი…
ლამის სახლში შემოვიდეს თუთა,
ლამის წელზე შემომხვიოს ხელი…
ბეთანიის გზაზე
ასკილი, მოცხარი, მოცვი... მოვედით სამადლოს ხევთან...
ნისლებში დანთქმულა ისიც...
გზადაგზა კუნელიც გვხვდება... მე მინდა... სულ ვიყო შენთან,
აღარ წვიმს... ლამაზი მხრები
როგორც ეს მთები და ნისლი!
გაშალეს ლამაზმა მთებმა...

მივდივართ, მივდივართ, ცივი, ასკილი, მოცხარი, მოცვი...


სექტემბრის ქარები ქრიან... გზადაგზა კუნელიც გვხვდება...
სველ გზაზე წაბლის და იფნის აღარ წვიმს, ლამაზი მხრები
და მუხის ფოთლები ყრია... გაშალეს ლამაზმა მთებმა...
გმადლობთ
ყურადღებისთვი!
!

You might also like