You are on page 1of 16

გარეთა ცხვირი - nasus externus მდებარეობს სახის ქალაზე, შუბლის ძვალს, ზედა ტუჩს,

ყვრიმალის ძვლებს და თვალბუდის ძვლებს შორის. გარეთა ცხვირს აქვს ცხვირის ფესვი
- radix nasi, ცხვირის ზურგი dorsum nasi, მწვერვალი - apex nasi, გააჩნია ფრთები - allae nasi,
ნესტოები - nares.
გარეთა ცხვირის ჩონჩხს ქმნის ცხვირის ძვალი - oss nasalis და ხრტილები - cartilage:
გვერდითი ხრტილები - cartilato lateralis, ცხვირის დიდი ფრთისებური ხრტილები - cartilagos
allaris major, ცხვირის მცირე ფრთისებური ხრტილები - cartilagos allaris minor, ცხვირის
დამატებითი ხრტილი - nasalis accessoriae, ცხვირის ძგიდის ხრტილი - cartilage septi nasalis,
სახნისის ცხვირის ხრტილი - cartilato vomeronasalis. შიგნიდან გამოფენილია ლორწოვანი,
წამწამოვანი ეპითელით.
ცხვირის შესასვლელის უშუალო გაგრძელებას წარმოადგენს ცხვირის ღრუ - cavum nasi,
რომელიც ზემოდან მოსაზღვრული არის ცხავის ძვლით, ქვემოდან სასით, გვერდებიდან
- თვალბუდეებისა და ზედაყბის კედლებით. წინიდან - გარეთა ცხვირის ზურგით, ხოლო
უკნიდან - ორი ხვრელით - ქოანებით. ცხვირის ღრუში გვქვს 4 ე.წ. ნიჟარა - concha nasalis,
რომლებიდანაც ზემდებარე, ზედა და შუა ნიჟარა ცხავის ძვლის შემადგენელი
ანატომიური ნაწილია, ხოლო მეოთხე - ქვედა ნიჟარა - დამოუკიდებელი ძვალია.
ნიჟარებს შორის არის გასასვლელები - meatus, ზემდებარე, ზედა, შუა და ქვედა,
რომელთა გავლის შედეგად ქოანების მეშვეობით ჰაერი გადადის ხახაში, გაივლის მას
და შევა ხორხში.
ქვედა და შუა გასასვლელის ლორწოვანი გარსი დართულია მოციმციმე ეპითელით და
დიდი რაოდენობით სისხლძარღვებით და ამ ნაწილს სასუნთქ ნაწილის უწოდებენ.
ხოლო ზედა და ზემდებარე გასასვლელების ლორწოვან გარსში დიდი რაოდენობით
რეცეპტორებია, მას საყნოსავი მიდამო - regio olfactoria ეწოდება.
ხორხი - larynx
ხორხი ჩამოკიდებულია ინის ძვალზე. ხორხი იწყება
ხორხხახიდან და მისი კედლის შენებაში დევს 11 ცალი
ხრტილი, ერთმანეთთან იოგებით დაკავშირებული . 3
მათგანი არის კენტი, 4 მათგანი არის წყვილი.
კენტი ხრტილებია: ფარისებრი - cartilago thyreoidea,
ბეჭდისებრი - cartilago cricoidea, ხორხსარქველი - epiglottis.
წყვილი ხრტილებია: ციცხვისებრი - cartilagines
arythaenoideae, რქისებრი - cartilago cornicunata,
სოლისებრი - cartilago cuneiformis და ხორბლისებრი -
cartilagines triticeae.
ხორხის შემადგენელი ხრტილები ერთმანეთთან
სახსრებით არიან დაკავშირებული და იოგებით
დამაგრებული.
ხორხის ლორწოვან გარსში ფარისებური
ხრტილის დონეზე მოთავსებული არის მბგერავი
აპარატი, რომელიც შედგება: ლორწოვანი
გარსით შექმნილი მბგერავი ნაოჭებისაგან - plicae
vocales, მბგერავი იოგებისაგან - ligamentum
vocale და მათ შორის არსებული სივრცისაგან,
რომელსაც ყია - rima glottidis ეწოდება.
სასულე - Trachea
ხორხის უშუალო გაგრძელებას წარმოადგენს სასულე,
რომელიც გრძელდება გულმკერდის მე-5 მალამდე, სადაც
იგი ახდენს ბუფარკაციას და წარმოქმნის 2 მილს,
რომელთაც ბრონქები ეწოდებათ. სასულეს კედლის
შენებაში ჩალაგებული არის 16-20 ცალი ნახევრად შეკრული
ბეჭდისებური ფორმის მქონე ჰიალინური ხრტილები,
სასულეს უკანა კედელი რბილქსოვილოვანია. მის უკან
მდებარეობს და მას მჭიდროდ ეკვრის საყლაპავი მილი,
რომლის გაფართოვება ხდება სასულეს რბილქსოვილოვანი
კედლის ხარჯზე. შიგნიდან სასულე ამოფენილია
ლორწოვანი გარსით და მისი ფუნქციაა გაატაროს ჰაერი .
ბრონქები
სასულეს გაორკაპების შედეგად წარმოქმნილი
ბრონქების კედლის შენებაში ხრტილოვანი რგოლები
მთლიანი შეკრული ბეჭდისებური ფორმის არიან.
მარჯვენა და მარცხენა ბრონქი ერთმანეთისგან
განსხვავდება. მარჯვენა არის მოკლე და ფართე
სანათურის მქონე, ხოლო მარცხენა არის გრძელი და
მარჯვენასთან შედარებით ვიწრო სანათურის მქონე.
თითოეული ბრონქი შესატყვის ფილტვში შედის და
იტოტება ბრონქიოლებად და ტერმინალურ
ბრონქიოლებად, რომელთა დასასრულზე
ჩამოკიდებულია ალვეოლები.
ფილტვები - წყვილი ორგანოა, მოთავსებულია მკერდის ღრუში. ისინი მთლიანად
ავსებენ მკერდის ღრუს, 2-3 სმ-ით ასცდებიან ზევით ლავიწის ძვალს . თითოეულ
ფილტვს აქვს კონუსის ფორმა. მწვერვალი - apex pulmonis, ფუძე - basis pulmonis და
3 ზედაპირი: facies costalis - სანეკნე ზედაპირი, facies diaphragmatica - დიაფრაგმის
ზედაპირი და facies mediastinalis - შუასაყარის ზედაპირი. გააჩნია: წინა კიდე -
margo anterior და ქვედა კიდე - margo inferior. მარჯვენა ფილტვი არის დაბალი,
განიერი და 3 წილიანი: lobus superior, lobus medius et lobus inferior - ზემო, შუა და
ქვემო წილებად, ხოლო მარცხენა ფილტვი არის 2 წილიანი - lobus superior et lobus
inferior - ზემო და ქვემო წილები. წილებად დაყოფა ხდება ნაპრალების
მეშვეობით. შუასაყარის ზედაპირზე თითოეულ ფილტვს აქვს ფილტვის კარი .
მარჯვენა და მარცხენა ფილტვი განსხვადება ერთმანეთისგან : მარჯვენა ფილტვი
არის დაბალი, განიერი და 3-წილიანი და მარჯვენა ფილტვის კარში შედის
ბრონქი, ფილტვის არტერია და ფილტვის ვენა. მარცხენა ფილტვი არის
მაღალი, ვიწრო და 2-წილიანი და მარცხენა ფილტვის კარში შედის ზევიდან
ქვევით ბრონქი, ფილტვის ვენა და არტერია.

ფილტვის მოფუნქციო ელემენტი არის აცინუსი. აცინუსს ქმნის ერთი


ტერმინალური ბრონქიოლი მასზე ჩამოკიდებული 500 ცალი ალვეოლით .
რამდენიმე აცინუსის გაერთიანებით მიიღება ფილტვის წილაკი . წილაკები
ერთმანეთისაგან შემაერთებელ-ქსოვილოვანი ჩანაფენებით არიან გამოყოფილი .
პლევრა - Pleura
პლევრა არის მკერდის ღრუს გამომფენი
სეროზული გარსი, რომლის ვისცერულ
ფურცელში გახვეული არის თითოეული
ფილტვი ცალ-ცალკე. მას ვისცერული
პლევრა ეწოდება. ხოლო მისი მეორე
ფურცელი ამოფენს მკერდის ღრუს და
მას პარიესული პლევრა ეწოდება.
პარიესულ და ვისცერულ პლევრას
შორის მოთავსებულია სივრცე,
რომელსაც პლევრარული ღრუ ეწოდება
და მასში არის სინოვიარული სითხე, ანუ
პლევრარული სითხე.
ხორხი, ფილტვები
ფილტვები, პლევრა
ფილტვები - pulmo
მბგერავი აპარატი

You might also like