You are on page 1of 2

წინა კიდურის არტერიები

წინა კიდურის ძირითადი არტერიული მაგისტრალია იღლიის არტერია - a. axillaris,


რომელიც ლავიწქვეშა არტერიის - a. subclavia გაგრძელებაა.

იღლიის არტერია თანამოსახელე ვენასთან ერთად მდებარეობს მხარ -ბეჭის სახსრის


მედიალურ ზედაპირზე. აღნიშნულ ზედაპირზე იღლიის არტერიიდან გამოიყოფა

მკერდ-აკრომიონის, ანუ ბეჭის განივი არტერია - a. transversa, seu a. Thoracoacromialis,


რომელიც ტოტს აძლევს ქედწინა კუნთს;

ასევე იღლიის არტერიიდან გამოდის ბეჭქვეშა არტერია - a. subscapularis. ამ


უკანასკნელიდან კი ოთხი საკმაოდ მსხვილი არტერია გამოდის:

1. მხრის ლატერალური შემომხვევი არტერია - a. Circumflexa humeri lateralis.


მიემართება მხრის სახსრის დისტალურ ზედაპირზე და ტოტებს აძლევს სამთავა
კუნთს, დელტისებრ, მცირე მრგვალს და ქედუკანა კუნთებს, ასევე მხრის სახსრის
ჩანთას და კანს;
2. მკერდის დორსალური არტერია - a. thoracodorsalis ატოტიანებს ზურგის,
უგანიერეს, მკერდის ღრმა, წინა მხრის გამჭიმავ კუნთებს და სამთავა კუნთს;
3. ბეჭის შემომხვევი არტერია - a. Circumflexa scapulae ბეჭის ყელის მიდამოში
გამოდის და ტოტიანდება მხარის სამთავა, ბეჭქვეშა, ქედუკანა და დელტისებრ
კუნთებსა და ბეჭის ძვალში - a. nutricia scapulae;
4. მხარის სამთავა კუნთის არტერია - a. tricipitis გამოდის ერთი ან რამდენიმე
წვრილი ტოტების სახით და ტოტიანდება მხარის სამთავა კუნთში.

ასევე იღლიის არტერიიდან გამოდის მხარის არტერია - a. brachialis თანამოსახელე


ვენასთან და საშუალო ნერვთან ერთად. მას გამოეყოფა ძვალთაშუა საერთო არტერია -
a. interossea communis და თვითონ გრძელდება როგორც საშუალო არტერია - a. mediana.

მხარის არტერიიდან გამოდის:

1. მხარის მედიალური შემომხვევი არტერია - a. Circumflexa humeri medialis მხარის


არტერიის დორსალური კედლიდან გამოდის და ტოტიანდება ნისკარტ-მხარის,
მკერდის ღრმა და ორთავა კუნთებში;
2. მხარის ორთავა კუნთის არტერია - a. bicipitalis იწყება მხარის არტერიის
დისტალური მესამედის მიდამოდან;
3. სხივის ზედაპირული არტერია - a. radialis superficialis აქვს მხოლოდ ძაღლს.
მონაწილეობს მაჯის დორსალური ქსელის წარმოქმნაში;
4. სხივის კოლატერალური, ანუ გვერდითი არტერია - a. collateralis radialis
ტოტიანდება იდაყვის მომხრელ, მაჯისა და თითების გამშლელ კუნთებში;
5. მხარის ღრმა არტერია - a. profunda brachii მხარის არტერიიდან გამოდის ერთი ან
ორი ტოტით და ტოტიანდება იდაყვის სახსრის გამშლელ კუნთებში;
6. იდაყვის შებრუნებული არტერია - a. ulnaris recurrens ტოტიანდება მაჯისა და
თითების მომხრელ კუნთებში;
7. ძვალთაშუა საერთო არტერია - a. interossea communis მხარის არტერიიდან
გამოსვლის შემდეგ შედის წინა მხარის ძვალთაშუა სივრცეში , იყოფა ვოლარულ
და დორსალურ ძვალთაშუა არტერიებად - a. interossea volaris et dorsalis და
ტოტიანდება მაჯისა და თითების გამშლელ კუნთებში.

ძვალთაშუა საერთო არტერიის მხარის არტერიის უშუალო გაგრძელებას წარმოადგენს


საშუალო არტერია - a. mediana. იგი თანამოსახელე ვენასა და ნერვთან ერთად იძლევა
კუნთოვან ტოტებს, სხივის მედიალური და მაჯის ვოლარული ქსელისა და ნების
არტერიებს. საბორკილე სახსართან იგი იყოფა თითების მედიალურ და ლატერალურ
არტერიებად - a. a. digitalis medialis et lateralis და კვებავს შესაბამისი მიდამოს კუნთებს,
მყესებს, იოგებს, ძვლებსა და კანს.

You might also like