You are on page 1of 83

კუნთების დამხმარე ანატომიური ელემენტები

ფასციები - facies

კუნთების სინოვიური ანგები - Bursae synoviales

მყესის სინოვიური ბუდეები - vagina synoviales

კუნთის ჭაღი - trochlea muscularis

სესამოიდური ძვლები - ossa sesamoidea

1) ფასციები - Fasciae - თხელი ფირფიტა რომლითაც დაფარულია


კუნთები და მათ ახლოს მდებარე სისხლძარღვები, ნერვები (ზოგჯერ
კუნთთან ახლოს მდებარე ორგანო).
მდებარეობის მიხედვით ფასციები არის:
▪ ზედაპირული ფასცია - მდებარეობს კანქვეშ და
დაკავშირებულია კანთან.
აპონევროზები - Aponeurosis - სისტემატური მექანიკური
ზემოქმედების უბნებში არსებული ზედაპირული ფასციები
(ტერფი, ხელისგული). (ბრტყელი კუნთის, ბრტყელი
მყესოვანი დაბოლოება).
საბმელები - retinacula - აკავშირებენ მაჯასა და ტერფზე
მოქმედი გრძელი კუნთების მყესებს და მათ მოძრაობას
საჭირო მიმართულებას აძლევენ (სხივ-მაჯის და კოჭ-წვივის
სახსრებთან)
▪ ღრმა ფასციები - ზედაპირულზე უფრო თხელია, მდებარეობს
სიღრმეში, არასდროს არიან უშაულო კონტაქტში კანთან.
კიდურებზე ღრმა ფასციები გაჭიმულია კუნთებს შორის და
ქმნის- septum intermasculare. (მონაწილეობენ ძვლოვან-
ფიბროზული არხების შექმნაში)
▪ საკუთარი ფასცია - არ სცილდება ერთ კონკრეტულ უბანს ან
ორგანოს (იძენს მის სახელს).
ზოგჯერ მთლიან შალითას ქმნის კუნთის ან კუნთების
ჯგუფისთვის.
ხშირად, ფასციები კუნთების დაწყების ან მიმაგრების
ადგილია (ძვალთაშუა ფასციები).

2) კუნთების სინოვიური აბგები - BURSAE SYNOVIALES - სინოვიური


სითხის (ან ლორწოს) შემცველი ერთი ან მრავალსაკნიანი სიოვიური
გარსით ამოფენილი ღრუებია. იხსნება უახლოესი სახსრის ღრუში.
აადვილებს მასზე გამავალი კუნთის ან კანის მოძრაობას.
▪ ისინი თავსთდება:
✓ განსაკუთრებული მექანიკური დატვრითვის მქონე
კუნთებს შორის - BURSAE SYNOYIALIS SUBMUSCULARIS
✓ ერთი მხრივ კუნთსა და მეორე მხრივ ძვალს (ან მყესს)
შორის.
✓ კუნთსა და ფასციებს შორის - BURSAE SYNOVIALIS
SUBFASCIALIS
✓ ძვალსა და კანს შორის - BURSAE SYNOVIALIS
SUBCUTANEA.

3) მყესის სინოვიური ბუდეები - VAGINA SYNOVIALES - ორმაგი


სინოვიური ფურცლით ამოფენილი სპეციალური ფიბროზული
არხებია. შეიცავს სინოვიურ სითხეს. (გვხვდება: კიდურებზე,
მტევანისა და ტერფის მიდამოებში)
▪ ვისცერული სინოვიური ფურცელი - კუნთის მყესზე
მჭიდროდაა გადაკრული და მასთან ერთად მოძრაობს.
▪ პარიესული სინოვიური ფურცელი - ეკვრის ფიბროზულ
გარსს (ან ფასციას) და თითქმის უძრავია.

4) კუნთის ჭაღი - TROCHLEA MUSCULARIS - ცვლის კუნთის ძალის


მიყენების მიმართულებას, კუნთის მყესის მიმართულების მკვეთრი
შეცვლისას. თან ახლას სინოვიური ჩანთა. ძვლოვანი ჭაღი
დაფარულია ხრტილი. (გვხვდება: მცირე წვივის ჭაღი ქუსლის ძვალზე
მცირე წვივის მოკლე მყესისთვის. ორმუცელა კუნთის და თავლის
ზედა ირიბი კუნთის ჭაღები - ფიბროზულია).

5) სესამოიდური ძვლები - OSSA SESAMOIDEA - კუნთის სისქეში


განვითარებული ძვლოვანი ქსოვილი, რომელიც დამატებით
საყრდენს ქმნის მყესისთვის. ცვლის მყესის ძვლისადმი
მიმართულების კუთხეს. იცავს ახლომდებარე სახსარს (მაგ.:
კვირისთავი).
კუნთების კლასიფიკაცია ფორმის მიხედვით.
ჩონჩხის
კუნთები

გრძელი მოკლე განიერი ირგვლივი

თითისტარა თითისტარა სამკუთხა დამხურავი

ერთფრთიანი ერთფრთიანი კვადრატული მომჭერი

ორფრთიანი ორფრთიანი რომბისებრი

სწორი სწორი ტრაპეციული

❖ მარტივი კუნთი - გრძელი ან მოკლე კუნთი რომელსაც ყველა


დამახასიათებელი ელემენტი (მუცელი, თავი, კუდი) თითო-თითო
აქვს.
❖ რთული კუნთი - ამ კუნთებს რომელიმე ელემენტი (მუცელი, თავი,
კუდი) 2-ზე მეტი აქვთ.
❖ გრძელ კუნთებში - გასწვრივი ღერძი ბევრად აღემატება განივს.
❖ მოკლე კუნთებში - გასწვრივი და განივი ღერძები თითქმის ტოლია.
❖ თითისტარა კუნთი - აქვს ცილინდრული მუცელი, რომელიც
ბოლოსკენ თანდათან მცირდება, დასაწყისით და დაბოლოებით
მყესში გადადის.
❖ ფრთისებრი კუნთი - გვაქვს:
✓ ერთფრთიანი - MUSCULE UNIPENNATUS -ფრთისებრი კუნთის
მყესს კუნთოვანი ბოჭკოები ერთი მხრიდან უერთდება.
✓ ორფრთიანი - MUSCULE BIPENNATUS - ფრთისებრი კუნთის
მყესს კუნთოვანი ბოჭკო ორი მხრიდან უერთდება.
✓ მრავალფრთიანი - MUSCULE MULTIPENNATUS- ფრთისებრი
კუნთის მყესს კუნთოვანი ბოჭკო მრავალი მხრიდან უერთდება.

❖ სწორი კუნთები - კუნთოვანი ბოჭკოები პარალელურადაა


განლაგებული. აქვს თანაბარი განიკვეთი ნებისმიერ უბანზე. აქვს
სუსტად გამოხატული მყესოვანი დაბოლოება.
❖ განიერი კუნთები - კუნთოვანი ბოჭკოები ერთ სიბრტყეშია.
ძირითადად ქმნიან ღრუების კედლებს.
განიერი კუნთები არის:
✓ სამკუთხა
✓ კვადრატული
✓ ტრაპეციული
✓ რომბისებრი
❖ ირგვლივი კუნთები - ბოჭკოების განუწყვეტელი წრეა. ხვრელების
შესასვლელს ხურავს ან მთლიანად კეტავს. (პირის ირგვლივი,
თვალის დამხურველი, ყითას მომჭერი).
✓ მომჭერი კუნთები - აქვთ მორგვის სახე
✓ დამხურველი კუნთები - ბოჭკოები ერთ სიბრტყეშია.
ტვინის ქალას კუნთები - MUSCULI CRANIALES

1) ქალასარქველის კუნთები - MUSCULI ERICRANI -


წარმოდგენილია ბოჭკოების 4 ჯგუფით. კეფისა და შუბლის ბოჭკოები
დაკავშირეულია აპონევროზით ანუ მყესოვანი აბჯრით - GALEA
APONEUROTICA.

• კეფა-შუბლის კუნთი - MUSCULI OCCIPITOFRONTALIS


მდებარეობას: შუბლიდან კეფამდეა გაჭიმული (კანქვეშ)
აქვს 2 მუცელი:
✓ შუბლის მუცელი - VENTER FRONTALIS
იწყება: შუბლის ძვლის წარბზედა რკალებიდან.
ფარავს: შუბლის ძვლის ქიცვს.
ემაგრება: ქალა-სარქველის აპონევროზს.
✓ კეფის მუცელი - VENTER OCCIPITALIS
იწყება: კეფის ქიცვის ქედის ზემდებარე ხაზიდან.
მიმართულება: ზევით
ემაგრება: ქალა-სარქველის აპონევროზს.

ფუნქცია: თავის კანის თმიან ნაწილს უკან და წინ გადაადგილებენ.

კეფა-შუბლის კუნთის ინერვაცია ხდება NERVE FACIALIS ტოტებით:


NERVE AURICULARIS POSTERIOR
NERVE AURICULARIS ANTERIOR
• საფეთქელ-თხემის კუნთი - MUSCULE TEMPOROPARIETALIS -
წყვილი კუნთია.
მდებარეობა: საფეთქლის ქიცვზე და ნაწ. თხემის ძვლის
საფეთქლის კიდის მიდამოში კანქვეშ.
იწყება: საფეთქლის ფასციიდან და ქალასარქველის
აპონევროზიდან.
ემაგრება: ყურის ნიჟარის კანს.
სიახლოვეს განლაგებულია:
✓ ყურის წინა კუნთი - MUSCULE AURICULARIS ANTERIOR
✓ ყურის უკანა კუნთი - MUSCULE AURICULARIS POSTERIOR
✓ ყურის ზედა კუნთი - MUSCULE AURICULARIS SUPERIOR

საფეთქელ-თხემის კუნთის ინერვაცია ხდება - NERVE FACIALIS ტოტებით.

2) კეფისქვეშა კუნთები - - მდებარეობს კისრისა და ზურგის იმ


კუნთების ქვეშ, რომლებიც თავს და კისერს აკავშირებენ.

• თავის გრძელი კუნთი - MUSCULE LONGUS CAPITIS


იწყება: გულმკერდის I-III და კისრის V-VII მალების განივი
მორჩებიდან.
მიმართულება: ზევით.
ემაგრება: კეფის ძვლის სხეულის ქვედა ზედაპირს.

თავის გრძელი კუნთის ინერვაციას ახდენს - NERVE CERVICALIS

• თავის წინა სწორი კუნთი -MUSCULE RECTUS CAPITIS ANTERIOR.


იწყება: ატლასის გვერდითი მასებიდან და განივი მორჩიდან,
მიმართულება: ზევით.
ემაგრება: კეფის სხეულის ქვედა ზედაპირს.
თავის წინა სწორი კუნთის ინერვაციას ახდენს - NERVE
CERVICALIS C1-C2

• თავის ლატერალური სწორი კუნთი - MUSCULE RECTUS CAPITIS


LATERALIS - ოთხკუთა, მოკლე.
იწყება: ატლასის ნეკნ-განივი მორჩიდან
მიმართულება: ზევით და გაერთ.
ემაგრება: კეფის ძვლის საუღლე მორჩს.
თავის ლატერალური სწორი კუნთის ინერვაციას ახდენს - NERVE CERVICALIS

• თავის დიდი უკანა სწორი კუნთი - MUSCULI RECTUS CAPITIS


POSTERIOR MAJOR
იწყება: აქსისის წვეტიანი მორჩიდან
მიმართულება: ზევით და გარეთ.
ემაგრება: კეფის ძვლის ქედის ქვედა ხაზის განაპირა ნაწილს.

• თავის მცირე უკანა სწორი კუნთი - MUSCULIS RECTUS CAPITIS


POSTERIOR MINOR
მდებარეობა: თავის უკანა სწორი კუნთის მედიალურად.
იწყება: ატლასის უკანა ბორცვიდან.
ემაგრება: ქედის ქვედა ხაზის მედიალურ ნაწილს.

• თავის ზედა ირიბი კუნთი - MUSCULUS OBLIQUUS CAPITIS


SUPERIOR.
იწყება: ატლასის განივი მორჩიდან.
ემაგრება: კეფის ქედის ქვედა ხაზს (დიდი სწორი კუნთის
ზევით და გარეთ).
• თავის ქვედა ირიბი კუნთი - MUSCULI OBLIQUUS CAPITIS
INFERIOR
მდებარეობა: ირიბად გაჭიმულია ღერძმალის წვეტიან მორჩსა
და ატლასის განივ მორჩს შორის.

თავის ქვედა ირიბი კუნთის ინერვაციას ახდენს - NERVE SUBOCCIPITALIS და NERVE


CERVICALIS I-II.

• თავის სალმუნის კუნთი - MUSCULE SPLENIUS CAPITIS - განიერი,


ბრტყელი.
მდებარეობა: ტრაპეციული და მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი
კუნთების ქვეშ (თავისუფალ სივრცეში ეხება უშუალოდ კანს)
იწყება: მალების წვეტიანი მორჩებიდან და ქედის იოგის
ბოჭკოებიდან (C3-და T3-მდე).
ემაგრება: კეფის ძვლის ქედის ზედა ხაზის მონაკვეთზე.

თავის სალმუნის კუნთის ინერვაციას ახდენს - NERVE OCCIPITALIS MAIOR და NERVE


CERVICALIS I-II.

ფუნქცია (კეფისქვეშა კუნთების):


✓ ორმხრივი შეკუმშვისას: თავის მოძრაობა - ვენტრალურად და
დორსალურად.
✓ ცალმხრივი შეკუმშვისას: თავის შეკუმშული კუნთის მხარეს -
განზიდვითა ან მობრუნებით.
სახის ქალას კუნთები - MUSCULI FACIALES
1) საღეჭი კუნთები - MUSCULI MASTIATORES
აერთიანებს 4 კუნთს:
• საღეჭი კუნთი - MUSCULI MASETER - ოთხკუთა,
ბრტყელი, მდებარეობს კანქვეშ (უმეტესი ნაწილი),
შეკუმშვისას კარგად ჩანს მოძრაობა და კონტურები.
იწყება: ყვრიმალის რკალის ქვედა კიდიდან.
მიმართულება: ქვევით და ოდნავ უკან
უმაგრდება: ქვედა ყბის კუთხის საღეჭ ხორკლს.

• საფეთქლის კუნთი - აქვს მარაოსებრი განლაგების ბოჭკოები.


იწყება: საფეთქლის ქვედა ხაზიდან და საფეთქლის საკუთრი
ფასციიდან.
უმაგრდება: ქვედა ყბის გვირგვინოვან მორჩს.
ფუნქცია (საფეთქლის და საღეჭი კუნთების): ქვედა ყბას ზებით
სწევენ. მონაწილეობენ ღეჭვასა და მეტყველებაში.

• გარეთა ფრთისებრი კუნთი - MUSCULI PTEROGOIDEUS


LATERALIS - ბოჭკოები მიემართება შიგნიდან გარეთ და წინიდან
უკან თითქმის ჰორიზონტალურად.
იწყება: სოლისებრი ძვლის დიდი ფრთის ქვედა ზედაპირიდან
და ფრთისებრი მორჩის გარეთა ფირფიტიდან.
უმაგრდება: ქვედა ყბის სასახსრე ფოსოს, სასახსრე დისკოს და
როკისებრ მორჩს.
ფუნქცია:
✓ ცალი კუნთის შეკუმშვისას - ქვედა ყბა მოპირდაპირე
მხარეს გაიწევა.
✓ ორივე კუნთის შეკუმშვისას - ქვედა ყბა წინ გაიწევა.
• შიგნით ფრთისენრი კუნთი - MUSCULI PTEROGOIDEUS MEDIALIS
იწყება: სოლისებრი ძვლის ფრთისებრი მორჩის ფოსოდან.
უმაგრდება: ქვედა ყბის კუნთის შიგნითა კუთხეს.
ფუნქცია:
✓ ცალი კუნთის შეკუმშვისას ქვედა ყბა გადაადგილდება
მოპირდაპირე მხარეს.
✓ ორივე კუნთის შეკუმშვისას ქვედა ყბა აიწევს ზევით.
საღეჭი კუნთები ჯგუფი ინერვირდება NERVES TRIGOMINUS
მამოძრავებელი ფესვის ტოტებით (NERVES MANDIBULARIS).

2) საკუთრივ სახის ანუ მიმიკური კუნთები - MUSCULI FACIALES


❖ მოძრავი ბოლოთი (PUNCTUM MOBILE) უმაგრდებიან კანს.
❖ თანამოსახელე კუნთები ერთდროულად და სიმეტრიულად
იკუმშებიან (უმეტესად).
❖ შეკუმშვისას კანზე აჩენენ ნაოჭებს.
❖ ზომას და ფორმას უცვლიან სახეზე არსებულ ნაპრალებს.
❖ მონაწილეობს ზოგიერთი ბგერის ფორმირებაში.
❖ ზოგიერთი მონაწილეობს ღეჭვის აქტში.

თვალის ნაპრალის ირგვლივი კუნთები

• თვალის ირგვლივი კუნთი - MUSCULI ORBICULARIS OCULI -


თხელი კუნთოვანი ფირფიტა (ქუთოთოების სისქეში).
აქვს 3 ნაწილი:
✓ თვალბუდის ნაწილი - PARS ORBITALIS - ირგვლივ
გასდევს თვალბუდის შესავლის ძვლოვან კიდეს (ცხვირის
ძვლიდან ქუთუთოების გარეთა ნაკერამდე).
✓ ქუთუთოების ნაწილი - PARS PAIPEBRALIS - გაჭიმულია
თვალის მედიალურ და ლატერალურ იოგებს შორის.
ჩართულია ქუთუთოების კანსა და კონიუქტივას შორის
თხელი ფირფიტის სახით.
პერიფერიების ბოჭკოები თვალბუდის კუნთის
გაგრძელებაა.
ცენტრალური ბოჭკოები შეესაბამება თვალის ნაპრალის
- RIMA PALPEBRALIS - ზედა და ქვედა კიდეს.
კუნთი უკეთაა გამოხატული ზედა ქუთუთოზე.
✓ საცრემლე ნაწილი - PARS LACRIMALIS - სუსტად
გამოხატული ბოჭკოებია.
იწყება: უკანა საცრემლე ქედიდან.
გარს ეხვევა: საცრემლე პარკს.
ფუნქცია: თვალბუდის და ქუთუთოების ნაწილი -
ავიწროებს თვალის ნაპრალს სრულ დახურვამდე. ნაწ.
ჭიმავს შუბლისა და ლოყის კანს.
საცრემლე ნაწილი - ხელს უწყობს ცრემლის გატარებას
საცრემლე მილაკში

• წარბის შემჭმუხვნელი კუნთი - MUSCULI CORRUGATOR


SUPERCiLii .
მდებარეობს: თავლბუდის ირგვლივი კუნთის თვალბუდის
ნაწილსა და შუბლის კუნთის ქვეშ.
იწყება: შუბლის ძვლის ცხვირის ნაწილიდან
უმაგრდება: წარბის მიდამოს კანს.
• წარბის დამწევი კუნთი - MUSCULI DEPRESSOR SUPERCiLii- -
არამუდმივი, ბოჭკოების სუსტი კონა.
იწყება: შუბლის კუნთის მედიალური კიდიდან
უმაგრდება: კანს ცხვირის ზურგის ძირში.
ფუნქცია: ქვევით სწევს წარბს.

• სიამაყის კუნთი - MUSCULI PROCERUS - სწორი, ვიწრო ზონარი.


იწყება: ცხვირის ზურგზე ცხვირის ძვლიდან (ნაწ. ცხვირის
კუნთის აპონევროზიდან).
უმაგრდება: კანს წარბებს შორის მიდამოში და ცხვირის
ზურგის ზედა მესამედში.
ფუნქცია: ორმხრივი შეკუმშვისას ქმნის განიც ნაოჭებს ცხვირის
ფუძესთან.

პირის ნაპრალის ირგვლივ მდებარე კუნთები

• პირის ირგვლივი კუნთი - MUSCULI ORBICULARIS ORIS


მდებაროება: ტუჩების ქვეშ.
ფუნქცია: ავიწროებს პირის ნაპრალს. წინ სწევს ტუჩებს.
ფორმას უცვლის ტუჩს ღეჭვის დროს.
აქვს 2 ნაწილი: სანაპირო - PARS MARGINALIS. ტუჩისეული - PARS
LABIALIS.
• ყვრიმალის დიდი კუნთი - MUSCULI ZYGOMATICUS MAJOR.
იწყება: ყვრიმალის ძვლის ლატერალური ზედაპირიდან.
მიმართულება: ქვევით და მედიალურად
უმაგრდება: კანს პირის კუთხის მიდამოში
ფუნქცია: პირის კუთხეს ზევით და გარეთ სწევს. აღრმავებს
ცხვირ-ტუჩის ნაოჭს.

• ყვრიმალის მცირე კუნთი - MUSCULI ZYGOMATICUS MINOR


იწყება: ყვრიმალის დიდი კუნთის მედიალურად, ყვრიმალის
ძვალზე წვრილი ზონრის სახით.
ფუნქცია: პირის კუთხეს ზევით და გარეთ სწევს. აღრმავებს
ცხვირ-ტუჩის ნაოჭს.

• ზედა ტუჩის ამწევი კუნთი - MUSCULI LEVATOR


LABii SUPERIORIS
იწყება: ყვრიმალის ძვლის თვალბუდის კიდიდან
(თვალბუდის ქვედა ხვრელის ზევით).
ფუნქცია: ზედა ტუჩს წევს ზევით.
• ზედა ტუჩისა და ცხვირის ფრთის ამწევი კუნთი - MUSCULI
LEVATOR LABii SUPERIORIS ALAEQUE NASI.
მდებარეობა: ზედა ტუჩის ამწევი კუნთის მედიალურად.
იწყება: ზედა ყბის შუბლის მორჩიდან.

ყვრიმალის მცირე კუნთი, ზედა ტუჩის ამწევი კუნთი, ზედა ტუჩისა და ცხვირის ფრთის ამწევი
კუნთი - ეშვება ქვემოთ და მათი ბოჭკოები თავს იყრის ოთხკუთა ფირფიტის სახით, როგორც
ერთი მთლიანი კუნთი - MUSCULI QUADRATUS LABii SUPERIORIS.
მთავრდება: ზედა ტუჩისა და ცხვირის ფრთის კანში პირის ირგვლივი კუნთის ბოჭკოების
პერიმიზიუმში.
ფუნქცია: ზევით სწევს ზედა ტუჩსა და ცვხვირის ფრთას. (გაძლიერებული სუნთქვისა და
ყნოსვისთვისაა საჭირო).

• პირის კუთხის ამწევი კუნთი - MUSCULI LEVATOR ANGULi


მდებარეობა: ღრმად, ზემოთ აღწერილ 3 კუნთსა და პირის
ირგვლი კუნთებს შორის.
იწყება: ეშვის ფოსოდან
მიმართულება: ეშვება ქვევით
უმაგრდება: პირის კუთხის კანს
ფუნქცია: პირის კუთხეს წევს ზევით და გარეთ. (მხიარული,
კმაყოფილი გამომეტყველება)

• ღიმილის კუნთი - MUSCULI RISORIUS - სუსტად


განვითარებული, არამუდმივი.
იწყება: პლატიზმიდან, საღეჭი ფასციიდან და ცხვირ-ტუჩის
ნაოჭის მიდამოს კანიდან.
მთავრდება: პირის კუთხის მიდამოს კანში.
ფუნქცია: პირის კუთხეს სწევს გარეთ. (გავღიმებს)
• ქვედა ტუჩის დამწევი კუნთი -
MUSCULI DEPRESSOR LABii
INFERIORIS.

• პირის კუთხის დამწევი კუნთი -


MUSCULI DEPRESSOR ANGULI ORIS.

ქვედა ტუჩის დამწევი და პირის დამწევი კუნთების:


ფუნქცია: პირის კუთხეს და ნაწილობრივ ტუჩებს სწევენ ქვევით.
იწყება: ქვედა ყბის წინა ზედაპირიდან
უმაგრდება: პირის კუთხეს, ზედა და ქვედა ტუჩის კანს.

• ნიკაპის კუნთი - MUSCULI MENTALIS


იწყება: ქვედა ყბის საჭრელი კბილების ალვეოლური
შემაღლებიდან.
მიმართულება: ეშვება ქვევით.
უმაგრდება: ნიკაპის კანს
ფუნქცია: ნიკაპის კანს ზევით წევს და აახლოებს ქვედა
ტუჩთან.
• ლოყის კუნთი - MUSCULI BUCCINATOR - ოთხკუთხა ფირფიტა.
ქმნის პირის ღრუს გვერდით კედელს.
მდებარეობა: ჩადგმულია ზედა და ქვედა ყბის ალვეოლური
მორჩების ძირებსა და უკნიდან ქვედაყბა-ფრთისებრ
ფიბროზულ ნაკერს შორის.
ემაგრება: *წინიდან* პირის ირგვლივ კუნთს.
დაფარულია: ლოყა-ხახის ფასციით - FASCIA BUCCOPHARYNGEA.
ფუნქცია:
✓ სწევს პირის კუთხეს გარეთ
✓ ავითარებს ზეწოლას პირის კარიბჭეზე
✓ გამოაძევებს პირის ღრუდან შიგთავსს ან ჰაერს
✓ ქმნის პირის ღრუს საიმედო კედელს (უარყოფითი წნევის
პირობებში)

ცხვირის ირგვლივ მდებარე კუნთები

• ცხვირის კუნთი - MUSCULI NASALIS


იწყება: ზედა ყბის ალვეოლური მორჩის გარეთა ზედაპირიდან
(საჭრელი კბილისა და ეშვის მიდამოში)
მიმართულება: მზევით (ორად გაყოფილი განივი და ფრთის
ნაწილებით)
ემაგრება: ცხვირის ფრთას.
• ცხვირის ძგიდის დამწევი კუნთი - MUSCULI DEPRESSOR SEPTI
NASI
იწყება: წინამდებარე კუნთის მედიალურად
ემაგრება: ცხვირის ძგიდის კიდეს.
ფუნქცია: ცხვირის ძგიდეს წევს დაბლა.

ყველა მიმიკური კუნთის ინერვაცია ხდება - NERVI FACIALIS -ის ტოტებით.


კისრის კუნთები - MUSSI COLLI

ზედაპირული შუა (ინის ძვალთნ ღრმა


დაკავშირებული)

1) კისრის ზედაპირული კუნთები

• კისრის კანქვეშა კუნთი - PLATYSMA - თხელი ფირფიტა.


იწყება: გულმკერდის და დელტისებრი ფასციების
ზედაპირული ნაწილიდან (II ნეკნის დონეზე)
გადაუვლის: ლავიწს.
მიმართულება: ზევით და მედიალურად.
ემაგრება: ქვედა ყბის ქვედა კიდეს (ნაქ. ყბაყურა და საღეჭი
ფასციების კონებში).

კისრის კანქვეშა კუნთის ინერვაციას ახდენს - NERVE FACIALIS


• მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთი - MUSCULI
STERNOCLEIDOMASTOIDEUS.
მდებარეობა: პლატიზმის ქვეშ.
იწყება (2 თავით): მკერდის ძვლის ტარიდან და ლავიწის
სამკერდე ბოლოდან.
ემაგრება: საფეთქლის ძვლის დვრილისებრ მორჩს.
ფუნქცია:
✓ ცალი კუნთის შეკუმშვისას - აბრუნებს თავს მოპირდაპირე
მხარეს.
✓ ორივე კუნთის შეკუმშვისას - ხრის თავს დორსალურად ან
შლის ვენტრალური მოხრის შემდეგ.
✓ მონაწილეობს თავის ვერტიკალურად ფიქსირებაში
(სტატიკური ფუნქცია)
✓ ნეკნებს და ზედა კიდურის სარტყელს სწევს ზევით.
✓ მონაწილეობს სუნთქვაში.
✓ ხრის კისერს.

მკერდ-ლავიწ-დვრილისებრ კუნთის ინერვაციას ახდენს - RAMUS EXTERSNUS NERVE


AXXESSORII DA NERVE CERVICALES (C1-C4)

2) კისრუს შუა, ანუ ინის ძვალთან დაკავშირებული კუნთები.


ინის ძვლის ზემოთ განლაგებული კუნთები

• ორმუცელა კუნთი - MUSCULI DIGASTRICUS.


ვიწრო მყესით გაყოფილია 2 ნაწილად:
✓ წინა მუცელი - VENTER ANTERIOR
იწყება: ქვედა ყბის ორმუცელა ფოსოდან.
წინა მუცლის ინერვაციას ახდენს - NERVE MYLOHYOIDEUS (NEVRE TRIGEMINUS)

✓ უკანა მუცელი - VENTER POSTERIOR


იწყება: საფეთქლის ძვლის დვრილისებრი ნაჭდევიდან.
უკანა მუცლის ინერვაციას ახდენს - R. DIGASTRICUS (NERVE FACIALIS)
• სადგის-ინის კუნთი - MUSCULE STYLOHYOIDEUS
იწყება: საფეთქლის ძვლის სადგისისებრი მორჩიდან.
ემაგრება (2 ფეხით): ინის ძვალს.
სადგის-ინი კუნთის ინერვაციას ახდენს - NERVE FACIALIS ტოტები

• ყბა-ინის კუნთი - MUSCULE MYLOHYOIDEUS


იწყება: ქვედა ყბის სხეულის შიგა ზედაპირიდან, ყბა-ინის
ხაზიდან.
მიმართულება: უკან და ქვევით.
მთავრდება (მოპირდაპირე კუნთან ერთად): ყბა-ინის ნაკერის
მყესოვან ზონარზე.
ქმნის (მოპირდაპირე კუნთან ერთად): თხელ ფირფიტას.
ფარავს: ყბასა და ინის ძვალს შორის არსებულ სივრცეს.
ყბა-ინის კუნთის ინერვაციას ახდენს - NERVE MYLOHYOIDEUS - სამწვერა
ნერვიდან.

• ნიკაპ-ინის კუნთი - MUSCULE GENIOHYOIDEUS.


იწყება: ნიკაპის წვეტიდან.
უმაგრდება: ინის ძვალს.
მდებარეობს: ყბა-ინის კუნთზე.
ნიკაპ-ინის ინერვაციას ახდენს - NERVE HYPOGLOSSUS და NERVE CERVICALIS I-II

ინის ზემოთ განლაგებული კუნთების - ფუნქცია:


✓ ქვევით სწევენ ქვედა ყბას (როცა ინის ძვალი ფიქსირებულია)
✓ ზევით სწევენ ინის ძვალს (როცა ქვედა ყბა ფიქსირებულია)
ინის ძვლის ქვემოთ განლაგებული კუნთები

• მკერდ-ინის კუნთი - MUSCULE STERNOHYOIDEUS.


იწყება: მკერდ-ლავიწის სახსრის მიდამოში. მკერდის ძვლის
ტარისა და ლავიწის სამკერდე ბოლოს შიგა ზედაპირზე.
მიმართულება: ზევით.
ემაგრება: ინის ძვლის სხეულის ქვედა კიდეს, შუა ხაზთან
ახლოს.
მკერდ-ინის კუნთის ინერვაციას ახდენს - R. SUPERIOR ANSAE CERVIACLES
(C1-C3)

• ბეჭ-ინის კუნთი - MUSCULE OMOHYOIDEUS - წვრილი, გრძელი.


აქვს 2 მუცელი:
✓ ქვედა მუცელი
იწყება: ბეჭის ძვლის ზედა კიდიდან
მიმართულება: წინ და ზევით
აღწევს: შუამდებარე მყესს
✓ ზედა მუცელი
იწყება: შუამდებარე მყესიდან.
მიმართულება: ზევით.
ემაგრება: ინის ძვლის ქვედა კიდეს.

• ფარ-ინის კუნთი - MUSCULE THYRYOHOIDEUS - მცირე ზომის.


იწყება: ფარისებრი ხრტილის ირიბი ხაზიდან.
მიმართულება: ზევით.
ემაგრება: ინის ძვლის სხეულსა და დიდ რქას.
• მკერდ-ფარისებრი კუნთი - MUSCULE STERNOTHYROIDEUS.
მდებარეობა: მკერდ-ინის კუნთის უკან (ოდნავ გარეთ).
მიმართულება: ზევით.
იწყება: მკერდის ძვლისა და ნაწ. I ნეკნის შიგნით
ზედაპირიდან.
ემაგრება: ფარისებრი ხრტილის ირიბ ხაზსს.

ინის ქვემოთ განლაგებული კუნთების - ფუნქცია:


✓ ინის ძვალს ქვევით წევენ,
✓ ნაწ. ზევით წევს ბეჭს. (ბეჭ-ინის)
✓ ნაწ. ზევით წევს ფარისებრ ხრტილს. (ფარ-ინის)
✓ ნაწ. ქვევით სწევს ფარისებრ ხრტილს.
(მკერდ-ფარისებრი)

ინის ქვემოთ განლაგებული კუნთების ინერვაციას ახდენს - ANSA CERVICALIS ტოტებით.

3) კისრის ღრმა კუნთები


განლაგებულია: უშუალოდ ხერხემალზე.
აკავშირებს: კისრის მალებს - ნეკნებთან ან მეზობელ მალებს -
ერთამენთთან.

• წინა კიბისებრი კუნთი - MUSCULI SCALENUS ANTERIOR.


იწყება: კისრის მალების განივი მორჩებიდან.
უმაგრდება: I ნეკნის ზედა ზედაპირს.
• შუა კიბისებრი კუნთი - MUSCULI SCALENUS MEDIUS.
იწყება: კისრის მალების განივი მორჩებიდან.
უმაგრდება: I ნეკნის ზედა ზედაპირს.
• უკანა კიბისებრი კუნთი - MUSCULI SCALENUS POSTERIOR
იწყება: კისრის მალების განივი მორჩებიდან.
უმაგრდება: II ნეკნის გარეთა ზედაპირს.
კიბისებრი კუნთების ფუნქცია:
✓ სწევს შესაბამის ნეკნს ზევით.
✓ ცალმხრივი შეკუმშვისას - განზიდავს კისერს შეკუმშული კუნთის
მხარეს.
✓ ერთდროული შეკუმშვისას - ხრის კისერს.

კიბისებრი კუნთები ინერვაციას ახდენს - NERVE CERVICALES (C1-C6)

• კისრის გრძელი კუნთი - MUSCULE LONGUS COLLII


იწყება: კისრის ბოლო ორი და გულმკერდის სამი მალის წინა
ზედაპირებიდან,
მიმართულება: ზევით
ბოლოვდება 3 კონით:
✓ გრძელი კონა მთავრდება - კისრის I-III მალებზე.
✓ მოკლე კონა მთავრდება - კისრის V-VI მალებზე.

კისრის გრძელი კუნთის ინერვაციას ახდენს - NERVE CERVICALES (C4-C6)

• კისრის სალმუნის კუნთი - MUSCULI SPLENIUS CERVICIS -


გრძელი კუნთი.
იწყება: T3-T4-ის განიც მორჩებიდან.
მიმართულება: ზევით და ოდნავ გარეთ.
ემაგრება: C2-C3-ის განივ მორჩებს.
ფუნქცია:
✓ ერთდროული შეკუმშვისას - შლის კისერს და მასთან
ერთად თავს.
✓ ცალი კუნთის შეკუმშვისას - აბრუნებს კისერს (თავს)
შეკუმშული კუნთის მხარეს.
კისრის სალმუნის კუნთის ინერვაციას ახდენს - NERVE OCCIPITALIS MAJOR.
• ბეჭის ამწევი კუნთი - MUSCULUS LEVATOR SCAPULAE
იწყება: C1-C4 მალების განივი მორჩებიდან
მიმართულება: ირიბი
ემაგრება: ბეჭის ზედა კუთხეს
ფუნქცია:
✓ ზევით სწევს ბეჭს
✓ განზიდავს კისერს და თავს (ბეჭის ფიქსაციის შემთვევაში)
გულმკერდის
კუნთები

გუმკერდთან
საკუთრივ
ზედა კიდურის დიაფრაგმა
გულმკერდის
დამაკავშირებელი

1) საკუთრივ გულმკერდის კუნთები


• გარეთა ნეკნთაშუა კუნთები - MUSCULIS INTERCOSTALES
EXTERNI
ავსებს: ნეკნთაშუა სივრცეებს (ნეკნის: თავიდან - ხრტილოვან
ნაწილამდე)
იწყება: ზედა ნეკნის ქვედა კიდიდად.
მიმართულება: ირიბი, უკნიდან წინ.
ემაგრება: ქვედა ნეკნის ზედა კიდეს.
ფუნქცია: ნეკნებს სწევს ზევით, მონაწილეობს შესუნთქვაში.

• შიგნითა ნეკნთაშუა კუნთები - MUSCULIS INTERCOSTALES


INTERNI
ავსებს: ნეკნთაშუა სივრცეებს (მკერდის ძვლიდან - ნეკნის
კუთხემდე)
იწყება: ქვედა ნეკნის ზედა კიდიდან.
მიმართულება: ზევით და უკან.
ემაგრება: ზედა ნეკნის ქვედა კიდეს.
გამოეყოფა: ნეკნთაშუა ყველაზე შიგნითა
კუნთები - MUSCULIS INTERCOSTALES INTIMI.
ფუნქცია: ნეკნებს სწევს ქვევით, მონაწილეობს ამოსუნთქვაში.
• გულმკერდის განივი კუნთი - MUSCULUS TRANSVERSUS
THORACIS
აკავშირებს: მკერდის ძვლის შიგნითა ზედაპირს - II-VI ნეკნების
ხრტილოვან ნაწილთან.
ფუნქცია: ნეკნებს სწევს ქვევით, მონაწილეობს ამოსუნთქვაში.

• ნეკნქვეშა კუნთები - MUSCULIS SUBCOSTALES


აკავშირებს: ნეკნების კუთხეებს მეზობელ ნეკნებთან.
არამუდმივია.

• ნეკნების ამწევი კუნთები - MUSCULIS LEVATORES COSTARUM.


იწყება: T1-T10 მალების განივი მორჩებიდან.
მიმართულება: ირიბად, ქვევით და გარეთ.
ემაგრება: რიგით მომდევნო ნეკნის კუთხეს.
გამოეყოფა:
✓ ნეკნების გრძელი ამწევი კუნთები - MUSCULIS LEVATORES
COSTARUM LONGI
✓ ნეკნების მოკლედ ამწევი კუნთები - MUSCULIS
LEVATORES COSTARUM BREVES.
ფუნქცია: ნეკნებს წევენ ზევით.

გულმკერდის საკუთარი კუნთების ინერვაციას ახდენს - NERVE INTERCOSTALES -


(T1-T12)
2) გულმკერდთან ზედა კიდურის დამაკავშირებელი
კუნთები
• მკერდის დიდი კუნთი - MUSCULUS PECTORALIS MAJOR –
მასიური, ზედაპირული, არასწორი ოთხკუთხედი ფორმის.
იწყება: მარაოსებურად განლაგებული 3 ნაწილით:
✓ ლავიწის - PARS CLAVICULARIS
✓ მკერდ-ნეკნევის - PARS STERNOCOSTALIS
✓ მუცლის - PARS ABDOMINALIS
იწყებიან: ლავიწის და მკერდის ძვლებიდან, ნეკნებიდან და
მუცლის გარეთა ირიბი კუნთის აპონევროზიდან.
ემაგრება: მხრის დიდი ბორცვის ქედს.
ფუნქცია:
▪ მხარს მოზიდავს და აბრუნებს შგნით (პრონაცია)
▪ მხრის ფიქსირებული მდგომარეობისას ზევით სწევს
ნეკნებს.
▪ მონაწილეობს ღრმა ჩასუნთქვაში.

მკერდის დიდი კუნთის ინერვაციას ახდენს - NERVE THORACALES ANTERIORES (C5-T3)

• მკერდის მცირე კუნთი - MUSCULUS PECTORALIS MINOR -


წაგრძელებული სამკუთედის ფორმა.
იწყება: II-V ნკენების ძვლოვანი ნაწილის ბოლოებზე
განცალკევებული ფეხებიდან.
ემაგრება: ბეჭის ძვლის ნისკარტისებრ მორჩს.
დაფარულია: მკერდის დიდი კუნთით.
ფუნქცია:
▪ მხრის სარტყელს სწევს ქვევით და მედიალურად.
▪ მხრის სარტყლის ფიქსირებული მდგომარეობისას -
ნეკნებს წევს ზევით.

მკერდის მცირე კუნთის ინერვაციას ახდენს - NERVE THORACALES ANTERIORES (C7-T1)


• ლავიწქვეშა კუნთი - MUSCULUS SUBCLAVICULARIS
იწყება: I ნეკნიდან
ემაგრება: ლავიწის აკრომიონის ბოლოს
ფუნქცია:
✓ ნეკნის აწევა
✓ ლავიწის ფიქსაცია

• წინა დაკბილული კუნთი - MUSCULUS SERRATUS ANTERIOR -


იმეორებს გულმკერდის ჩონჩხის ფორმას,
იწყება: ზედა 8 ან 9 ნეკნის გარეთა ზედაპირიდან, შესაბამისი
რაოდენობის თავებით.
მიმართულება: უკან.
ემაგრება: ბეჭის ძვლის მედიალურ კიდეს.
ფუნქცია:
▪ აშორებს ბეჭის ძვალს ხერხემალს,
▪ ქვედა ბოჭკოების შეკუმშვისას - აბრუნებს ბეჭს
საგიტალური ღერძის ირგვლივ, ისე რომ მხრის სახსარი
გადაინაცვლებს ზევით.

წინა დაკბილული კუნთის ინერვაციას ახდენს - NERVE THORACICUS LONGUS.


3) შუასაძგიდი, დიაფრაგმა - DIAPHRAGMA.
აქვს 3 ნაწილი (დაწყების მიხედვით)
✓ წელის ნაწილი - PARS LUMBALIS
იწყება: L1-L3 მალების სხეულებიდან (მარჯვენა ფეხით - CRUS
DEXTRUM. მარცხენა ფეხით - CRUS SINISTRUM)
ქმნის: კენტს აორტის ხვრელს - HIATUS AORTICUS (კიდე
მოსაზღვრულია ფიბროზული, მედიალური რკალოვანი იოგით
- LIGAMENTUM ARCUATUM MEDIANUM).
ქმნის: საყლაპავი მილის ნაპრალს - IATUS ESOPHAGEUS (T11-ის
დონეზე).

✓ ნეკნების ნაწილი - PARS COSTALIS - ყველაზე ვრცელი, მაგრამ


თხელი ნაწილი.
იწყება: VII-XI ნეკნების შიგნითა ზედაპირიდან.

✓ მკერდის ნაწილი - PARS COSTALIS - ყველაზე მცირე ნაწილი.


იწყება: მკერდის ძვლის მახვილისებრი მორჩიდან (2 ფეხით)

სამივე ნაწილის ბოჭკოები თავს იყრის - მყესოვან ცენტრში - CENTRUM


TENDINEUM - იგი ქმნის 2 გუმბათს:
✓ მარჯვენა გუმბათი - დართული აქვს კენტი - ქვედა ღრუ ვენის
ხვრელი - FORAMEN VENAE CAVAE.
✓ მარცხენა გუმბათი.
ფუნქცია:
✓ მუცლის და გულმკერდის ღრუს ჰყოფს ერთმანეთისგან.
✓ მონაწილეობს სუნთქვით პროცესებში.
✓ მონაწილეობს მუცლის ღრუს კედლების პრესორულ ფუნქციაში.
ზურგის კუნთები

ზედაპირული
ღრმა კუნთები
კუნთები

1) ზედაპირული კუნთები
• ტრაპეციული კუნთი (მანდილის კუნთი) - MUSCULUS
TRAPEZIUS - განიერი კუნთი.
მდებარეობს: ზედაპირულად.
ფორმა: ერთად - ტრაპეციული. ცალ-ცალკე - სამკუთხედის.
იწყება: კეფის გარეთა შემაღლებიდან და ქედის იოგიდან.
ემაგრება: ბეჭის ძვლის აკრომიონს ((მოძრავი წერტილი).
ფუნქცია:
✓ ყველა ბოჭკოს ერთდ შეკუმშვა - ამტკიცებს მხრის
სარტყლის კავშირს სხეულთან. ბეჭის ძვალს აახლოებს
სხეულთან.
✓ ზედა ბოჭკოების შეკუმშვა - ბეჭს სწევს ზევით
✓ ქვედა ბოჭკოების შეკუმშვა - ბეჭს სწევს ქვევით.
✓ ბეჭის ძვლის უძრაობისას - შლის თავს.
ტრაპეციული კუნთის ინერვაციას ახდენს - NERVE ACCESSORIUS და NERVES CERVICALES
(C3-C4)
• ზურგის უგანიერესი კუნთი -musculus latissimus dorsi -
თითქმის მთლიანად იკავებს ზურგის ქვედა ნაწილს.
მდებარეობს: ზედაპირულად.
იწყება: გულმკერდის ქვედა 4-6 , წელისა და გავის ყველა მალის
წვეტიანი მორჩებიდან.
მიმართულება: გარეთ და ზევით.
ემაგრება: მხრის ძვლის მცირე ბორცვის ქედს (მყესოვანი
ბოლოთი)
ფუნქცია: მოზიდოს მხარი, შეაბრუნოს მხარი შიგნით
(პრონაციო).

ზურგის უგანიერესი კუნთის ინერვაციას ახდენს - NERVE THORACODROSALI


(C7-C8)

• დიდი რომბისებრი კუნთი - MUSCULUS RHOMBOIDEUS MAJOR


იწყება: გულმკერდის ზედა 4 მალის წვეტიანი მორჩებიდან.
მიმართულება: ირიბი.
ემაგრება: ბეჭის ძვლის მედიალურ კიდეს მთელ სიგრძეზე.

მცირე რომბისებრი კუნთი - MUSCULUS RHOMBOIDEUS MINOR


იწყება: კისრის ქვედა 2 მასლის წვეტიანი მორჩებიდან.
მიმართულება: ირიბი.
ემაგრება: ბეჭის ძვლის მედიალურ კიდეს მთელ სიგრძეზე.

დიდი და მცირე რომბისებრი კუნთები ბეჭის ძვლის მედიალურ კიდესა


და ხერხემალს შორის ჩადგმული თხელი მომიჯნავე ფირფიტებია.

ფუნქცია: მოზიდავს ბეჭს ხერხემლისკენ და სწევს ზევით, აფიქსირებს


მხრის სარტყელს.
მცირე და დიდი რომბისებრი კუნთები ინერვაციას ახდენს - NERVE DORSALIS SCAPULAE.
• უკანა ზედა დაკბილული კუნთი - MUSCULUS SERRATUS
POSTERIOR SUPERIOR – 4 ზონრად დაყოფილი თხელი
ფირფიტაა.
მდებარეობს: რომბისებრი კუნთის ქვეშ.
იწყება: C6-C7 და T1-T2 მალის წვეტიანი მორჩებიდან. (ოთხი
ფეხით)
ემაგრება: II-V ნეკნების კუთეებს.
ფუქნცია: ზევით სწევს II-IV ნეკენებს.
მონაწილეობს ჩასუნთქვაში.

უკანა ზედა დაკბილული კუნთის ინერვაციას ახდენს - NERVE INTERCOSTALES VICALIS


PROFUNDA.

• უკანა ქვედა დაკბილული კუნთი - MUSCULIS SERRATUS


POSTERIOR INFERIOR – 4 ზონრად დაყოფილი თხელი
ფირფიტაა.
მდებარობს: ზურგის უგანიერესი კუნთის ქვეშ.
იწყება: T11-T12 და L1-L2 მალების წვეტიანი მორჩებიდან.
ემაგრება: ქვედა 4 ნეკნის გარეთა ზედაპირს.
ფუნქცია: ქვედა 4 ნეკნის ქვევით დაწევა.
მონაწილეობს ამოსუნთქვაში.

უკანა ქევდა დაკბილული კუნთის ინერვაციას ახდენს - NERVE INTERCOSTALES


(T9-T12)
2) ზურგის ღრმა კუნთები
• ზურგის გამმართველი კუნთი - MUSCULUS ERECTOR SPINAE -
ტორსის საკუთარ (აუტოქტონურ) კუნთებს მიეკუთვნება.
გასდევს: ხერხემალს მთელს სიგრძეზე.
იწყება: გავის ძვლიდან.
აქვს 3 დამაგრების ადგილი (თითოეული ცალკე კუნთია):

✓ თეძო-ნეკნების კუნთი - .
ემაგრება: წელის მალების განივ მორჩებს, ნეკნების
კუთხეებს და კისრის მალების განივ მორჩებს.

✓ უგრძესი კუნთი - MUSCULIS LONGISSIMUS - ყველაზე


მძლავრი და მასიურია.
მდებარეობს: თეზო-ნკენებისა და წვეტიან კუნთებს
შორის.
არჩევენ 3 კონას:
❖ გულმკერდის კონა ანუ გულმკერდის უგრძესი
კუნთი - .
იწყება: გულმკერდის ქვედა 6 მალისა და წელის
მალების განივი მორჩებიდან.
ემაგრება: ყველა გულმკერდის მალის განიც მორჩს
და ქვედა 10 ნეკნის კუთხეს.

❖ კისრის კონა ანუ კისრის უგრძესი კუნთი -


MUSCULUS LONGISSIMUS CERCICALES.
იწყება: გულმკერდის პირველი 5 და კისრის ქვედა
მალების განივი მორჩებიდან.
ემაგრება: კისრის II-IV მალების განივ მორჩებს.

❖ თავის კონა ანუ თავის უგრძესი კუნთი - MUSCULUS


LONGISSIMUS CAPITIS.
იწყება: გულმკერდის ზედა 3 და კისრის ქვედა 3
მალის განივი მორჩებიდან.
ემაგრება: ქალაზე დვრილისებრ მორჩს.
✓ წვეტიანი კუნთი - MUSCULIS SPINALIS - ყველაზე
მედიალური ნაწილი.
გასდევს: წვეტიან მორჩებს 3 ნაწილად:
❖ გულმკერდის წვეტიანი კუნთი - MUSCULUS
SPINALIS THORACIS.
იწყება: L1-L2 და T11-T12 მალებიდან.
ემაგრება: T3-T8 მალების წვეტიან მორჩებს.

❖ კისრის წვეტიანი კუნთი - MUSCULUS SPINALIS


იწყება: T1-T2 და C6-C7 მალიდან
ემაგრება: C2-C4 მალებს.

❖ თავის წვეტიანი კუნთი - MUSCULIS SPINALIS CAPITIS


აღწევს: კეფას.
ემაგრება: კეფის გარეთა შემაღლებას.

ფუნქცია:
ცალმხრივი შეკუმშვისას - განიზიდავს ხერხემალს და მასთან ერთად თავს.
ორმხრივი შეკუმშვისას - მთლიანი ხერხემლის გამშელი კუნთია.
მონაწილოებს სხეულის ვერტიკალურ სტატიკაში.

ზურგის გამმართველი კუნთების ინერვაციას ახდენს: NERVE SPINALES.


• განივ-წვეტიანი კუნთი - MUSCULUS TRANSVERSOSPINALIS.
მდებარობს: გამმართველის კუნთის ქვეშ.
არჩევენ 3 კუნთს:
❖ ნახევრად წვეტიანი კუნთი - MUSCULUS
SEMISPINALIS:
➢ ნახევრად წვეტიანი თავის კუნთი - MUSCULUS
SEMISPINALIS CAPITIS
ემაგრება: კეფის ქედის იოგის ხაზის მიდამოს.

➢ ნახევრად წვეტიანი კისრის კუნთი - MUSCULUS


SEMISPINALIS CERVICIS
იწყება: კისრის მალების განივი მორჩებიდან.
ემაგრება: 5-6 მალის გამოტოვებით, ზედა
მალების წვეტიან მორჩებს.

➢ ნახევრად წვეტიანი გულმკერდის კუნთი -


MUSCULUS SEMISPINALIS THORACIS
იწყება: გულმკერდის მალების განივი
მორჩებიდან.
ემაგრება: 5-6 მალის გამოტოვებით, ზედა
მალების წვეტიან მორჩებს.
❖ მრავალწილოვანი კუნთები - MUSCULUS MILTIFIDI
განლაგებულია: ხერხემლის მთელ სიგრძეზე, განივ
და წვეტიან მორჩებს შორის.

❖ მბრუნებელი კუნთები - MUSCULIS ROTATORES -


ყველაზე ღრმად მდებარე კუნთებია.
აქვს 3 ნაწილი:
➢ წელი მბრუნებელი კუნთი - MUSCULUS
ROTATORES LUMBURUM
➢ კისრის მბრუნებელი კუნთი - MUSCULUS
ROTATORES CERVICIS
➢ გულმკერდის მბრუნებელი კუნთი - MUSCULUS
ROTATORES THORACIS.

ფუნქცია:
o ცალმხრივი შეკუმშვისას - აბრუნებს ხერხემალს.
o მთლიანად შეკუმშვისას - შლის ხერხემალს.

3) წვეტთაშუა კუნთები - MUSCULUS INTERSPINALES


განივ მორჩთა კუნთები - MUSCULIS INTERTRANSVERSARII.

ფუნქცია: ამ კუნთების სტატიკური მოქმედების იქმნეა


ხერხემლის სვეტის მუდმივი დაჭიმულობა მალთაშუა
დისკოების ბირთვების ელასტიკურობის დაძლევის გზით.

კისრის ყველა ღრმა კუნთის ინერვაციას ახდენს - NERVE SPINALIS - შესაბამისი სეგმენტის
ტოტები.
GHJG
მუცლის კუნთები

მუცლის წინა მუცლის უკანა მუცლის გვერდითი


კუნთები კუნთბი კუნთები

1) მუცლის წინა კუნთები


• მუცლის სწორი კუნთი - MUSCULUS RECTUS ABDOMINIS
იწყება: მახვილისებრი მორჩიდან (V-VII ნეკენების
ხრტილოვანი ნაწილებიდან)
მიმართულება: ქვევით (თეთრი ხაზის პარალელურად)
ემაგრება: ბოქვენის ძვალსა და სიმფიზს.
აქვს 2 თავისებურება:
1) მდებაროებს საკუთარ ბუდეში
2) მთელ სიგრძეზე აქვს 3-4 განივი მყესოვანი ძგიდე -
INTERSECTIOENES TENDINEAE - კუნთს 4-5 მუცლად ყოფენ.
ფუნქცია: ხერხემლის მოხრა, შინაგან ორგანოებზე ზეწოლა.
❖ სწორი კუნთის ბუდე - VAGINA MUSCULUS RECTI
ABDOMINIS
წარმოდგენილია 2 კედლით:
1) წინა ფირფიტა (კალთა) - LAMINA ANTERIOR
2) უკანა ფირფიტა (კალთა) - LAMINA POSTERIOR
წინა და უკანა კალთებს გვერდითი კუნთების
აპონევროზები ქმნის:
✓ წინა კალთის ზედა 2/3-ს ქმნის --- გარეთა ირიბი
კუნთის აპონევროზი + შიგნითა ირიბი კუნთის
აპონევროზის წინა ფირფოტა.
✓ წინა კალთის ქვედა 1/3-ს ქმნის --- მუცლის გარეთა
და შიგნითა ირიბი კუნთის აპონევროზები + მუცლის
განივი კუნთების აპონევროზიები
✓ უკანა კალთას ქმნის --- მუცლის შიგნითა ირიბი
კუნთის აპონევროზის უკანა ფირფიტა + განივი
კუნთის აპონევროზი ( არსებობს სწორი კუნთსი 2/3
ნაწილში).

მუცლის სწორი კუნთის ინერვაციას ახდენს - NERVE INTERCOSTALES VII-XII

• პირამიდული კუნთი - MUSCULUS PYRAMIDALIS - პატარა,


არამუდმივი.
ფორმა: სამკუთხედის.
იწყება: ბოქვენის ძვლიდან და სიმფიზიდან.
ემაგრება: თეთრ ხაზს.
ფუნქცია: ჭიმავს თეთრ ხაზს.

პირამიდული კუნთის ინერვაციას ახდენს - NERVE ILIOHYPOGASTRICUS


2) მუცლის გვერდითი კუნთები
• მუცლის გარეთა ირიბი კუნთი - MUSCULUS OBLIQUUS
EXTERNUS ABDOMINIS
მდებარეობა: ზედაპირული
ფორმა: ბრტყელი, განიერი.
იწყება: V-XII ნეკნების გარეთა ზედაპირებიდან.
(განცალკევებული კონებით)
მიმართულება: ირიბად - ზევიდან ქვევით. უკნიდან - წინ და
მედიალურად.
გადადის: წინა ზედაპირზე ვრცელ აპონევროზში.
აპონევროზის ქვედა კიდიდან გამოდის:
❖ საზარდულის იოგი - LIGAMENTUM INGUINALE.
იყოფა 2 ფეხად:
✓ მედიალური ფეხი - CRUS MEDIALE
✓ ლატერალური ფეხი - CRUS LATERALE
ემაგრება:
✓ ბოქვენის სიმფიზს (იოგის მედიალური ფეხით)
✓ ბოქვენის ბორცვს (იოგის ლატერალური ფეხით)
✓ თეძოს ქედს (წინა 1/2)
✓ თეთრ ხაზს.
ფუნქცია:
ქმნის:
o ქმნის სწორი კუნთის ბუდეს
o თეთრ ხაზს
o საზარდულის იოგს
o საზარდულის არხის წინა და ქვედა კედელს.
ახდენს:
o ტორსის მოხრასა და როტაციას.
o შინაგანი ორგანოების კომპრესიას.

მუცლის გარეთა ირიბი კუნთის ინერვაციას ახდენს - NERVE INTERCOSTALE V-XII,


ILIOHYPOGASTRICUS, ILIOINGUIS NALIS.

მუცლის შიგნით ირიბი კუნთი - MUSCULUS OBLIQUUS INTERNUS
ABDOMINIS
მდენარეობა: მუცლის გარეთა ირიბი კუნთის ქვეშ.

იწყება:
✓ გულმკერდ-წელის ფასციიდან
✓ თეძოს ქედის წინა 2/3-დან.
✓ საზარდულის ლატერალური იოგის ½-დან.

მიმართულება: უკნიდან წინ და ქვევიდან ზევით.

ემაგრება:
✓ X-XII (IX-XII) ნეკნების გარეთ ზედაპირებს.
✓ თეთრი ხაზს.
✓ ბოქვენის ქედს.

ფუნქცია:
✓ ქმნის:
o სწორი კუნთების ბუდეს.
o თეთრ ხაზს.
✓ ახდენს:
o შინაგანი ორგანოების კომპრესიას.
o ტორსის მოხრასა და როტაციას.

მუცლის შიგნითა ირიბი კუნთის ინერვაციას ახდენს - NERVE INTERCOSTALE V-XII,


ILIOHYPOGASTRICUS, ILIOINGUIS NALIS.
• მუცლის განივი კუნთი - MUSCULUS TRANSVERSUS ABDOMINIS
მიმართულება: პარალელური და განივი.

იწყება:
✓ გულმკერდ-წელის ფასციიდან.
✓ თეძოს ქედის შგნითა ბაგედან.
✓ VII-XII ნეკნების შიგნითა ზედაპირებიდან.
✓ საზარდულის ლატერალური იოგის 1/3-დან.

ფუნქცია:
ქმნის:
o სწორი კუნთის ბუდეს.
o თეთრ ხაზს.
ახდენს:
o შინაგან ორგანოებზე ზეწოლას.

მუცლის განივი კუნთის ინერვაცია ახდენს - NERVE INTERCOSTALE V-XII,


ILIOHYPOGASTRICUS, ILIOINGUIS NALIS.

3) მუცლის უკანა კედლის კუნთები


• წელი კვადრატული კუნთი - MUSCULUS QUADRATUS
LUMBORUM
მდებარეობა: სუკის დიდი და მცირე კუნთები უკან და
ლატერალურად.
იწყება:
✓ თეძო-წელის იოგიდან.
✓ თეძოს ქედიდან.
ემაგრება:
✓ XII ნეკნის ქვედა კიდეს.
✓ L1-L4 განივ მორჩებს.
ფუნქცია:
ქმნის:
o მუცლის ღრუს უკანა კედელს.
ცალმხრივი შეკუმშვისას:
o ხერხემალს განიზიდავს შეკუმშვის მახრეს.
o XII ნეკნს სწევს დაბლა.
ორმხრივი შეკუმშვისას:
o შლის წელის მალებს (ხერხემალს).
წელის კვადრატული კუნთის ინერვაციას ახდენს - NERVE INTERCOSTALIS (Th12), NERVE
LUMBALES (L1-L3)

• სუკის დიდი კუნთი - MUSCULUS PSOAS MAJOR.


მდებარეობა: ხერხემლის წელის ნაწილის გასწვრივ (მალების
სხეულებსა და განივ მორჩებს შორის).
იწყება: L1-L4 მალების: განივი მორჩებიდან, მალთაშუა
დისკოებიდან და სხულებიდან.
მიმართულება: ქვევით და გარეთ.
ეშვება: თეძოს მენჯის ღრუში.
ბოჭკოები უერთდება: თეძოს კუნთს. (უკვე ეწოდება თეძო-
სუკის კუნთი - MUSCULUS ILIOPSOAS).
ემაგრება: ბარძაყის მცირე ციბრუტს.
ფუნქცია:
ცალმხრივი შეკუმშვისას:
o განზიდავს ხერხემალს.
ორმხრივი შეკუმშვისას:
o მოხრის ხერხემალს.
მონაწილეობს:
o ხერხემლის ფიქსაციაში.
თეძოს კუნთთან ერთად:
o ხრის ბარძაყს.
სუკის დიდი კუნთის ინერვაციას ახდენს - NERVE MUSCULARES (წელის წნულებიდან L1-L2)
• სუკის მცირე კუნთი - MUSCULUS PSOAS MINOR - არამუდმივი
კუნთია.
იწყება: T12-L1 მალების სხეულებიდან.
ემაგრება: ბოქვენის ქედს და თეძო-ბოქვენის შემაღლება.
ფუნქცია:
o სუკის დიდი კუნთის სინერგისტია.
o ჭიმავს თეძოს ფასციას.
სუკის მცირე კუნთის ინერვაციას ახდენს - NERVE LUMBALES (L1-L4)

მუცლის კუნთების ფუნქციებია:


1. პრესორული ფუნქცია - ავითარებს ზეწოლას მუცლის ღრუსა და მის
ორგანოებზე (დიაფრაგმასთან ერთად.

2. ევაკუაციური ფუნქცია - ცლის მუცლის ღრუს ორგაონოებს.

3. რესპირაციული ფუნქცია - მოდუნების ხარჯზე ეხამრება


დიაფრაგმას შექუნთქვს აქტის განხორციელებაში.

4. მონაწილეობს ხველებასა, ღრმა ამოსუნთქვაში - დიაფრაგმაზე


წნევის გაზრდით.

5. ხერხემალს ხრის ვენტრალურად.

6. აბრუნებს სხეულს.
მუცლის პრესის სუსტი ადგილები

• საზარდულის მიდამო - REGIO INGUNALIS - მუცლის ქვედა


მიდამოს გარეთა, სამკუთხა ნაწილია.
პრესის ქვედა ნაწილი დამატებით გამაგრებულია:
შუა ნაწილში:
o ჭიპის შუა ნაოჭით.
o თეთრი ხაზით და მისი საყრდენით.
o პირამიდული კუნთით
ლატერალურ ნაწილში:
o ჭიპის მედიალური ნაოჭით. მათ შორის იქმნება საზარდულის:
მედიალური და ლატერალური ფოსოები.
o ჭიპის ლატერალური ნაოჭით.

თიაქარი შეიძლება განვითარდეს 2 გზით:


1. საზარდულის არხის გავლით. (ანატომიური არხია).
2. ბარძაყის არხის გავლით. (თიაქართან ერთად
ვითარდება).
✓ საზარდულის არხი (მილი) – CANALIS INGUINALIS.
მოსაზღვრავს 2 ხვრელი (რგოლი):
▪ საზარდულის შიგნითა ანუ ღრმა რგოლი -
ANNULUS INGUINALIS PROFUNDUS.
▪ საზარდული გარეთა ანუ ზედაპირული
რგოლი - ANNULUS INGUINALIS SUPERFICIALIS.
მოსაზღვრავს 4 კედელი:
▪ წინა კედელი. ქმნის: გარეთა ირიბი კუნთის
აპონევროზი.
▪ ქვედა კედელი. ქმნის: საზარდულის იოგის
ღარი.
▪ უკანა კედელი. ქმნის: მუცლის განივი ფასცია
და პერიტონეუმი.
▪ ზედა კედელი. ქმნის: მუცლის შიგნითა ირიბი
კუნთის და განივი კუნთის ქვედა კიდეები.

✓ ბარძაყის არხი - CANALIS FEMORALIS.


• თეთრი ხაზი - LINEA ALBA.
მდებარეობა: განივი და ირიბი კუნთების აპონევროზების
შეერთების ხაზზე.
გაჭიმულია: მკერდის მახვილისებრი მორჩიდან - სიმფიზამდე.
უერთდება: პირამიდული კუნთის მყესოვან ბოჭკოებს.
აქვს თავისფალი ადგილები - ,,ფანჯრები“- სადაც ზოგჯერ
იქმნება თიაქრები.

• ჭიპის რგოლი - ANNULUS UMBILICALIS - მომრგვალო,


განივად გაჭიმული ჩაღრმავებაა თეთრი ხაზის მიდამოში. .

• წელის სამკუთხედი (პტის) – TRIGONUM LUMBALE (PETITI)


მოისაზღვრება:
▪ ლატერალურად - მუცლის გარეთა ირიბი კუნთის უკანა
კიდით.
▪ მედიალურად - ზურგის უგანიერესი კუნთის განაპირა
ბოჭკოებით და გულმკერდ-წელის ფასციის კიდით.

• წელის ოთხკუთხედი - TETRAGONUM LUMBALE


მდებარობა: ღრმა.
დაფარულია: ზურგის უგანიერესი კუნთით.
მოისაზღვრება:
▪ ზევიდან - უკანა ქვედა დაკბილული კუნთი ქვედა
კიდით.
▪ ქვევიდან - მუცლის შიგნითა ირიბი კუნთით.
▪ გარედან - მუცლის გარეთა ირიბი კუნთით.
▪ შიგნიდან - ზურგის გამმართველის კუნთის გარეთა
ნაპირით.
▪ ძირს ქმნის - მუცლის კუნთის აპონევროზი.
ზედა კიდურის კუნთები - MUSCULI MEMBRI SUPERIORIS

1) ზედა კიდურის სარტყელის კუნთები


• დელტისებრი კუნთი - MUSCULUS DELTOIDEUS.
ფორმა: ბერძნული ასო ,,დელტას“ ფორმა.
ფარავს: მხრის სახსსარს.
იწყება: ბეჭის ქედიდან, აკრომიონიდან, ლავიწიდან.
ემაგრება: დელტისებრ ხორკლს.
ფუნქცია: მხრის განზიდვა, მოხრა, გაშლა.
გამოიყოფა 3 ნაწილი, მათი ფუნქციაა:
❖ ლავიწის ნაწილი - მხრის მოხრა, პრონაცია.
❖ აკრომიონის ნაწილი - მხრის განზიდვა.
❖ ქედის ნაწილი - მხრის გაშლა, სუპინაცია.

• ქედზედა კუნთი - MUSCULUS SUPRASPINATUS.


ავსებს: ქედზედა ფოსოს.
ფორმა: კონუსის.
იწყება: ქედზედა ფოსოდან.
ემაგრება: მხრის დიდ ბორცვს.
ფუნქცია: მხრის განზიდვა.

• ქედქვედა კუნთი - MUSCULUS INFRASPINATUS.


ავსებს: ქედქვედა ფოსოს.
იწყება: ქედქვედა ფოსოდან.
ემაგრება: მხრის დიდ ბორცვს.
ფუნქცია: მხრის მოზიდვა, გაშლა, სუპინაცია.

• მცირე მრგვალი კუნთი - MUSCULUS TERES MINOR


იწყება: ბეჭის გარეთა კიდეზე.
ემაგრება: მხრის დიდი ბორცვს.
ფუნქცია: მხრის მოზიდვა, გაშლა, სუპინაცია.
• დიდი მრგვალი კუნთი - MUSCULUS TERES MAJOR.
იწყება: ბეჭის ქვედა კუთხიდან
ემაგრება: მხრის მცირე ბორცვის ქედს
მიმართულება: თითქმის ჰორიზონტალური.
ფუნქცია: მხრის მოზიდვა, პრონაცია.

• ბეჭქვეშა კუნთი - MUSCULUS SUBSCAPULARIS


იწყება: ბეჭქვეშა ფოსოდან.
ემაგრება: მხრის მცირე ბორცვს.
ფარავს: ბეჭქვეშა ფოსოს
ფორმა: სამკუთხა
ფუნქცია: მხრის მოზიდვა და პრონაცია.

2) ზედა კიდურის თავისუფალი ნაწილი


მხრის კუნთები:
• მხრის ორთავა კუნთი - MUSCULUS BICEPS BRACHii.
აქვს 2 თავი:
❖ გრძელი თავი - CAPUT LONGUM
❖ მოკლე თავი - CAPUT BREVE
იწყება:
✓ ზედა სასახსრე ბორცვიდან (გრძელი თავი).
✓ ნისკარტისებრი მორჩიდან (მოკლე თავი).
ემაგრება:
✓ სხივის ძვლის ხორკლს
✓ წინამხრის ფასციას.
ფუნქცია: წინამხრის მოხრა და სუპინაცია.
• მხრის კუნთი - MUSCULUS BRACHIALIS.
მდებარეობა: მხრის წინა ზედაპირის ქვედა 2/3-ში.
იწყება: დელტისებრი ხორკლის ქვედა კიდიდან.
ემაგრება:
✓ იდაყვის ხორკლს
✓ გვირგვინოვან მორჩს
გადაუვლის: იდაყვის სახსარს.
ფუნქცია: წინამხრის მოხრა

• ნისკარტ-მხრის კუნთი - MUSCULUS CORACOBRACHIALIS


მდებაროება: მხრის ზედა მესამედში (მხრის ორთავა კუნთის
მოკლე თავის ქვეშ).
იწყება: ნისკარტისებრი მორჩი.
ემაგრება:
✓ მხრის ძვალს.
✓ მედიალურ კუნთთაშუა ძგიდეს
ფუნქცია: მხრის მოხრა და მოზიდვა.

• მხრის სამთავა კუნთი - MUSCULUS TRICEPS BRACHii.


აქვს 3 თავი:
❖ გრძელი თავი - CAPUT LONGUM
❖ ლატერალური თავი - CAPUT LATERALE
❖ მედიალური თავი - CAPIT MEDIALE
იწყება:
✓ ქვედა სასახსრე ბორცვიდან - (გრძელი თავი).
✓ სხივის ნერვის ღარის ქვევით და მედიალურად -
(მედიალური თავი).
✓ სხივის ნერვის ღარის ზევით და ლატერალურად -
(ლატერალური თავი).
ემაგრება: ოლეკრანონს.
ფუნქცია:
o წინამხრის გაშლა
o მხრის გაშლა (გრძელი თავით).
o მხრი მოზიდვა (გრძელი თავი)
• იდაყვის კუნთი - MUSCULUS ANCONEUS.
ზომა: პატარა
იწყება: მხრის ლატერალური ზედაროკიდან და სხივის
გვერდითი იოგიდან.
ემაგრება: იდაყვის სასახსრე ჩანთას და იდაყვის უკან
ზედაპირს.
ფუნქცია: წინამხრის გაშლა.

წინამხრის კუნთები:
წინა ჯგუფის კუნთები:
• მრგვალი პრონატორი - MUSCULUS PRONATOR TERES.
აქვს 2 თავი:
❖ მხრის თავი - CAPUT HUMERALE
❖ იდაყვის თავი - CAPUT ULNARE
იწყება:
✓ მედიალური ზედაროკიდან (მხრის თავი)
✓ იდაყვის ხორკლიდან (იდაყვის თავი)
ემაგრება: სხივის წინა-გარეთა ზედაპირს.
ფუნქცია: წინამხრის პრონაცია და მოხრა.

• მაჯის სხივისკენ მომხრელი კუნთი - MUSCULUS FLEXOR CARPI


RADIALIS.
მდებარეობა: წინამხრის თითქმის შუა ხაზზე, ზედაპირულად.
იწყება: მედიალური ზედაროკიდან.
ემაგრება: ნების II-III ძვლის ფუძეს.
ფუნქცია:
o წინამხრის მოხრა.
o პრონაცია.
o მაჯის განზიდვა.
• ნების გრძელი კუნთი - MUSCULUS PALMIS LONGUS
იწყება: მედიალური ზედაროკიდან.
ემაგრება: პალმარულ აპონევროზს.
ფუნქცია:
o სხივ-მაჯისა სახსრის მოხრა.
o მაკა-ნების სახსრების მოხრა.

• მაჯის იდაყვისკენ მომხრელი კუნთი - MUSCULUS FLEXOR CARPI


ULNARIS.
აქვს 2 თავი:
❖ მხრის თავი - CAPUT HUMERALE
❖ იდაყვის თავი - CAPUT ULNARE
იწყება:
✓ მედიალური ზედაროკიდან - (მხრის თავი)
✓ ოლეკრანონიდან - (იდაყვის თავი)
მდებარეობს: ყველაზე მედიალურად.
ემაგრება:
✓ ცერცვისებრ და კავიან ძვლებს.
✓ ნების V ძვლის ფუძეს.
ფუნქცია: მტევნის მოხრა და მოზიდვა.
• თითების ზედაპირული მომხრელი კუნთი - MUSCULUS FLEXOR
DIGITORUM SUPERFICIALIS.
მდებარეობს: ზემოთ აღწერილი კუნთბი ქვეშ.
აქვს 2 თავი:
❖ მხრის თავი - CAPUT HUMERALE
❖ სხივის თავი - CAPUT RADIALE
იწყება:
✓ მედიალური ზედაროკიდან, გვირგვინოვანი მორჩიდან
(მხარ-იდაყვის თავი).
✓ სხივის ძვლის წინა ზედაპირიდან (სხივის თავი)
ემაგრება: II-V თითებს შუა ფალანგების გვერდითი
ზედაპირებიდან.
ფუნქცია:
o იდაყვის სახსრის მოხრა.
o მხარ-სხივის სახსრის მოხრა.
o ნებ-ფალანგთა სახსრის მოხრა.
o პროქსიმალური ფალანგთაშორისი სახსრების მოხრა.

• თითების ღრმა მომხრელი კუნთები - MUSCULUS FLEXOR


DIGITORUM PROFUNDUS.
ფორმა: ბრტყელი.
მდებარეობს: წინამდებარე კუნთსა და იდაყვის ძვალს შორის.
იწყება:
✓ იდაყვის ძვლიდან.
✓ ძვალთაშუა მემბრანიდან.
ემაგრება:
✓ II-V თითები დისტალურ ფალანგების ფუძეებს.
გადაუვლის: კვადრატულ პრონატორს.
იყოფა: 4 ფეხად.
ფუნქცია: მუშტის შეკვრა.
• ხელის ცერის გრძელი მომხრელი კუნთი - MUSCULUS FLEXOR
POLLICIS LONGUS.
მდებარობს: წინა ჯგუფის კუნთებიდან ყველაზე
ლატერალურად.
იწყება:
✓ სხივის ძვლიდან.
✓ ძვალთაშუა მემბრანა.
ემაგრება: ცერის დისტალურ ფალანგს.
ფუნქცია:
✓ ცერის დისტალური ფალანგის მოხრა.
✓ ნების სახსრების მოხრა.
✓ ასრულებს ჩაჭიდების ფუნქციას.

• კვადრატული პრონატორი - MUSCULUS PRONATOR


QUADRATUS.
ფორმა: ბრტყელი, კვადრატული.
ფარავს: სხივის და იდაყვის ძვლების დისტალური ბოლოების
წინა ზედაპირს.
იწყება: იდაყვის წინა ზედაპირიდან.
ემაგრება: სხივის წინა ზედაპირს.
ფუნქცია: წინამხრის პრონაცია.

უკანა ჯგუფის ზედაპირული კუნთები:


• მხარ-სხივის კუნთი - MUSCULUS BRACHIORADIALIS.
მდებარეობა: უკანა ჯგუფის კუნთებიდან ყველაზე
ლატერალურად.
იწყება:
✓ მხრის ძვლიდან.
✓ ლატერალური კუნთთაშუა ძგიდიდან.
ემაგრება: სხივის ძვლის სადგისისებრი მორჩს.
ფუნქცია: წინამხრის მომხრელი კუნთია.
• მაჯის სხივისკენა გრძელი გამშლელი კუნთი - MUSCULUS
EXTENSOR CARPI RADIALIS LONGUS
იწყება: (თითისტარას ფორმის მუცლით)
✓ ლატერალური სუპრაკონდილარული ქედიდან.
✓ ლატერალური კუნთთაშუა ძგიდიდან.
ემაგრება: ნების II ძვლის ფუძეს.
ფუნქცია: მაჯის გაშლა და განზიდვა.

• მაჯის სხივისკენა მოკლე გამშლელი კუნთი - MUSCULUS


EXTENSOR CARPI RADIALIS BREVIS
მდებარეობს: მაჯის სხივისკენა გამშლელი კუნთის უკან და
დისტალურად.
იწყება: ლატერალური ზედაროკიდან.
ემაგრება: ნების III ძვლის ფუძეს.
ფუნქცია:
✓ მაჯის გაშლა და განზიდვა.
✓ ჭიამვს იდაყვის სასახსრე ჩანთას.

• მაჯის იდაყვისკენა გამშლელი კუნთი - MUSCULUS EXTENSOR


CARPI ULNARIS.
აქვს: თითისტარა მუცელი.
იწყება:
✓ ლატერალური ზედაროკიდან (საერთო თავი)
✓ იდაყვის უკანა ზედაპირიდან (იდაყვის თავი)
ემაგრება: ნების V ძვლის ფუძეს.
ფუნქცია: მაჯის გაშლა და მოზიდვა.
• თითების გამშლელი კუნთი - MUSCULUS EXTENSOR DIGITORUM
მდებარეობა: წინამხრის უკანა ზედაპირზე.
იწყება:
✓ ლატერალური ზედაროკიდან.
✓ იდაყვის გვერდითი იოგიდან.
აქვს: თითისტარა მუცელი.
მუცელი იყოდა: 4 ფეხად.
ემაგრება: II-V თითების დისტალურ და შუა ფალანგებს.
ფუნქცია: თითების და მაჯის გაშლა.

• ნეკის გამშლელი კუნთი - MUSCULUS EXTENSOT DIGITI MINIMI


იწყება: ლატერალური ზედაროკიდან (თითის გამშლელ
კუნთთან ერთად).
ემაგრება: ნეკის დისტალური ფალანგის დორსალურ
ზედაპირს.
ფუნქცია: ნეკის გაშლა.

უკანა ჯგუფის ღრმა კუნთები:


• სუპინატორი კუნთი - MUSCULUS SUPINATOR.
მდებარეობს: წინამხრის პროქსიმალურ ნაწილში.
ეკვრის: წინამხრის ძვლებს.
ფორმა: ბრტყელი, ოთხკუთა ფირფიტა.
იწყება:
✓ ოლეკრანონიდა.
✓ ლატერალური ზედაროკიდან.
✓ სხივის გვერდითი იოგიდან.
✓ სხივის რგოლისებრი იოგიდან.
ემაგრება: სხივის ძვალს (ხორკლისა და მრგვალი პრონატორის
მიმაგრების უბანს შორის).
გადაუვლის: სხივის ძვალს.
ფუნქცია: წინამხრის სუპინაცია და გაშლა.
• ხელის ცერის გრძელი განმზიდველი კუნთი- MUSCULUS
ABDUCTOR POLICIS LONGUS.
იწყება:
✓ სხივის და იდაყვის ძვლებიდან.
✓ ძვალთაშუა მემბრანიდან.
ემაგრება: ნების I ძვლის ფუძეს.
ფუნქცია: ცერა თითს განზიდავს.

• ხელის ცერის მოკლე გამშლელი კუნთი - MUSCULUS EXTENSOR


POLLICIS BREVIS.
იწყება:
✓ სხივის ძვლიდან
✓ ძვალთაშუა მემბრანიდან.
ემაგრება: ცერის პროქსიმალური ფანალგის ფუძეს.
ფუნქცია: შლის ცერას.
• ხელის ცერის გრძელი გამშლელი კუნთი - MUSCULUS
EXTENSOR POLLISIS LONGUS.
იწყება:
✓ იდაყვის ძვლიდან.
✓ ძვალთაშუა მემბრანიდან.
ფუნქცია: ცერს შლის.

• მაჩვენბელი თითის გამშლელი კუნთი - MUSCULUS EXTENSOR


INDICIS.
იწყება:
✓ იდაყვის ძვლიდან.
✓ ძვალთაშუა მემბრანიდან.
ემაგრება: II თითის დისტალურ ფალანგს.
ფუნქცია: საჩვენებელ თითს შლის.
ხელის მტევნის კუნთები:
ცერის შემაღლების (THENAR) კუნთები:
• ცერის მოკლე განმზიდველი კუნთი - MUSCULUS ABDUCTOR
POLLICIS BREVIS
ფარავს: ყველა დანარჩენ კუნთებს (თითქმის მთლიანად).
იწყება:
✓ მომხრელთა საბმელიდან.
✓ ნავისებრი ძვლიდან.
✓ ტრაპეციული ძვლიდან.
ემაგრება: ცერის პროქსიმალური ფალანგის ფუძეს.
მიმართულება: ირიბად, გარეთ.

• ცერის მოკლე მომხრელი კუნთი - MUSCULUS FLEXOR POLLICIS


BREVIS.
იწყება:
✓ მომხრელთა საბმელიდან (ზედაპირული თავი)
✓ თავდიდა და ტრაპეციული ძვლები (ღრმა თავი)
ემაგრება: ცერის პროქსიმალური ფალანგის ფუძეს.

• ცერის პირისპირ დამყენებელი კუნთი - MUSCULUS OPPONENS


POLLICIS.
ფორმა: ბრტყელი.
იწყება: ტრაპეციული ძვლიდან.
ემაგრება: ნების I ძვალს.
ფუნქცია: მოზიდავს ცერას და უპირისპირებს თითებს.
• ცერის მომზიდველი კუნთი - MUSCULUS ADDUCTOR POLLICIS.
აქვს 2 თავი:
✓ ირიბი თავი - CAPUT OBLIQUUM
✓ განივი თავი - CAPUT TRANSVERSUM
იწყება:
✓ ნების III ძვლიდან (განივი თავი)
✓ თავდიდა და ნების II-III ძვალთა ფუძეებიდან (ირიბი
თავი)
ემაგრება: ცერის პროქსიმალური ფალანგის ფუძეს.
ფუნქცია: მოზიდავს ცერს.

ნეკის შემაღლების (HYPOTHENAR) კუნთების:


• ხელისგულის მოკლე კუნთი - MUSCULUS PALMARIS BREVIS
მდებაროებს: ყველაზე ზედაპირულად ნეკის შემაღლების
კუნთებს შორის. (კანქვეშა).
ფორმა: ოთხკუთხა ფირფიტა.
იწყება:
✓ ხელის აპონევროზიდან.
✓ მომხრელი საბმელის ქვედა კიდიდან.
იფანტება: შემაღლების კანში.
ფუნქცია:
✓ ჭიმავს ხელისგულის აპონევროზს.
✓ ჭიმავს მომხრელთა საბმელს.
✓ ანაოჭებს ნეკის შემაღლების კანს.
• ნეკის განმზიდველი კუნთი - MUSCULUS ABDUCTOR DIGITI
MINIMI
მდებაორებს: ნების V ძვლის მედიალურ მხარზე.
იწყება: ცერცვისებრი ძვლიდან.
ემაგრება: ნეკის პროქსიმალური ფალანგის ფუძეს.
ფუნქცია: ნეკს განზიდავს.

• ნეკის პირისპირ დამყენებელი კუნთი - MUSCULUS OPPONENS


DIGITI MINIMI
იწყება:
✓ მომხრელი საბმელიდან.
✓ კავიანი ძვლიდან.
მიმართულება: ირიბად და დისტალურად.
გადაუვლის: ნების V ძვლის დიაფიზს (ფარავს).
ემაგრება: ნების V ძვალს.
ფუნქცია: ცერის საპირისპიროდ აყენებს ნეკს.

ძვალთაშუა კუნთები:
• ჭიაყელა კუნთები - MUSCULIS LUMBRICALES
ფორმა: თითისტარა, მოკლე.
რაოდენობა: 4 (თითოეულ მტევანზე)
იწყება: თითების ღრმა მომხრელის მყესებიდან.
ემაგრება: II-IV თითების პროქსიმალური ფალანგის ფუძეებს.
ფუნქცია: ხრიან თითების პროქსიმალურ ფალანგებს.
• ხელისგულის (პალმარული) ძვალთაშუა კუნთები - MUSCULIS
INTEROSEI PALMARES
ფორმა: თითისტარა, მოკლე.
რაოდენობა: სამი.
ავსებს: II-V ნების ძვლებს შორის არსებულ 3 თავისუფალ
სივრცეს.
იწყება:
✓ II ნების ძვლის სხივისმხრივი ზედაპირიდან (I ნაწ.)
✓ III ნების ძვლის იდაყვისმხრივი ზედაპირიდან (II ნაწ.)
✓ IV ნების ძვლის იდაყვისმხრივი ზედაპირიდან (III ნაწ.)
ემაგრება: ნება-ფალანგის სასახსრე ჩანთებს.
ფუნქცია: II-IV პროქსიმალური ფალანგების მოზიდვა.

• ხელზურგის (დორსალური) ძვალთაშუა კუნთები - MUSCULIS


INTEROSSEI DORSALES.
ფორმა: ორფრთიანი, მოკლე.
რაოდენობა: 4
იწყება: მეზობელი ნების ძვლებიდან (2-2 თავიდან)
ემაგრება: პროქსიმალურ ფალანგებს.
ფუქნცია:
✓ II-IV თითების პროქსიმალური ფალანგების მოხრა.
✓ შუა და დისტალური ფალანგების გაშლა.
✓ ფალანგების განზიდვა.
ქვედა კიდურის კუნთები
1) სარტყელის კუნთები:
მენჯის კუნთები - MUSCULI ILIACIS
მენჯის შიგა კუნთები:
• თეძო-სუკის კუნთი - MUSCULUS ILIOPSOAS.
აქვს 2 თავი (განიხილავენ ცალკე კუნთებად):
❖ თეძოს კუნთი - MUSCULUS ILIACUS
❖ სუკის დიდი კუნთი - MUSCULUS PSOAS MAJOR
ფარავს: მენჯ-ბარძაყის სახსარს.
იწყება:
✓ თეძოს ფოსოდან - (თეძოს კუნთი)
✓ L1-L4 განივი მორჩებიდან, სხეულებიდან, მალთაშუა
დისკოებიდან - (სუკის დიდი კუნთი).
ემაგრება: ბარძაყის მცირე ციბრუტს (გაივლის კუნთოვან
შუალედში).
ფუნქცია:
✓ ბარძაყის მოხრა
✓ ბარძაყის სუოინაცია
✓ ხერხემლის მოხრა
✓ წელის ლორდოზის ჩამოყალიბება

• მსხლისებრი კუნთი - MUSCULUS PIRIFORMIS


იწყება: გავის წინა ზედაპირიდან.
ემაგრება: დიდი ციბრუტის მწვერვალს
ტოვებს: მცირე მენჯის ღრუს დიდი საჯდომი ხვრელით
ფუნქცია:
✓ ბარძაყის განზიდვა
✓ ბარძაყის სუპინაცია
✓ დიდი საჯდომი ხვრელის გაყოფა 2 სივრცედ.
• შიგნითა დამხურავი კუნთი - MUSCULUS OBTURATORIUS
INTERNUS.
მდებარეობს: მცირე მენჯის ღრუს გვერდით კედელზე
იწყება: დამხურავი მემბრანიდან და მიმდებარე ძვლების
მიდამოდან.
ტოვებს: მენჯის ღრუს მცირე საჯდომი ხვრელით
ემაგრება:
✓ დიდი ციბრუტის მედიალურ ზედაპირს.
✓ ციბრუტის ფოსოს.
ფუნქცია:
✓ ბარძაყის განზიდვა
✓ ბარძაყის სუპინაცია

• კუდუსუნის კუნთი - MUSCULUS COCYGEUS - რუდიმენტული,


სუსტად განვითარებული.
იწყება:
✓ S4-S5 მალებიდან
✓ კუდუსუნიდან
ემაგრება:
✓ საჯდომის წვეტს
✓ გავა-წვეტიან იოგს
ფუნქცია:
✓ მენჯის ფსკერის გამაგრება
✓ კუდუსუნის მოხრა
✓ ცხოველებში - კუდის მოძრაობა
მენჯის გარეთა კუნთები:
• დიდი დუნდულა კუნთი - MUSCULUS GLUTEUS MAXIMUS
მდებარეობს: ყველაზე ზედაპირულად (ამ ჯგუფის
კუნთებიდან)
იწყება:
✓ გავისა და თეძოს ძვლებიდან
✓ გულმკერდ-წელის ფასციიდან
✓ გავა-კუკუხოს იოგიდან
ემაგრება:
✓ დუნდულოვან ხორკლს
✓ თეძო-წვეტიან ტრაქტს
ფუნქცია:
✓ ბარძაყის გაშლა
✓ ბარძაყის სუპინაცია
✓ ტორსის გაშლა

• შუა დუნდულა კუნთი - MUSCULUS GLUTEUS MEDIUS


ფორმა: სამკუთხა
იწყება: თეძოს ძვლიდან (წინა და უკანა დუნდულოვანი ხაზებს
შორის)
ემაგრება: დიდი ციბრუტის ლატერალურ
ზედაპირს
ფუნქცია:
✓ ბარძაყის განზიდვა
✓ ბარძაყის პრონაცია
✓ ბარძაყის სუპინაცია

• მცირე დუნდულა კუნთი - MUSCULUS GLUTEUS MINIMUS


მდებარეობს: შუა დუნდულა კუნთი ქვეშ
იწყება: თეძოს ძვლიდან (წინა და ქვედა დუნდულოვან ხაზებს
შორის)
ემაგრება: დიდი ციბრუტის წინა მხარეს.
ფუნქცია:
✓ ბარძაყის განზიდვა
✓ ბარძაყის შიგნით ბრუნვა
• ბარძაყის კვადრატული კუნთი - MUSUCULUS QUADRATUS
FEMORIS
იწყება: კუკუხოდან (საჯდომის ბორცვიდან)
ემაგრება:
✓ დიდ ციბრუტს
✓ ციბრუტთაშუა ქედს
ფუნქცია: ბარძაყის სუპინაცია

• ზედა და ქვედა ტყუპი კუნთები - MUSCULIS GEMELI SUPERIOR


ET INFERIOR.
მიჰყვება: შიგნითა დამხურავი კუნთის ზედა და ქვედა კიდეებს.
იწყება:
✓ საჯდომის წვეტიდან - (ზედა)
✓ საჯდომი ბორცვიდან - (ქვედა)
ემაგრება : ციბრუტის ფოსოს (შიგნითა დამხურველ კუნთთან
ერთად)
ფუნქცია: ბარძაყის სუპინაცია

• გარეთა დამხურავი კუნთი - MUSCULUS OBTURATORIUS


EXTERNUS
ფორმა: სამკუთხა
იწყება: დამხურავი აპკიდან და მიმდებარე ძვლებიდან
ემაგრება:
✓ ბარძაყის დიდი ციბრუტს
✓ ციბრუტის ფოსოს
✓ მენჯ-ბარძაყის სასახსრე ჩანთას
ფუნქცია: ბარძაყის სუპინაცია
• განიერი ფასციის დამჭიმავი კუნთი - MUSCULUS TENSOR
FASCIAE LATAE
იწყება: თეძოს წიდა ზედა წვეტიდან
ემაგრება: თეძო-წვივის ტრაქტს
ფუნქცია:
✓ ბარძაყის მოხრა
✓ განიერი ფასციის დაჭიმვა

2) თავისუფალი ნაწილის კუნთები


ბარძაყის კუნთები - MUSCULI FEMORIS
ბარძაყის წინა ჯგუფის კუნთები
• თერძის კუნთი - MUSCULUS SARTORIUS
ფორმა: ვიწრო ზონარი
მდებარეობს: ზედაპირულად, კანქვეშ.
იწყება: თეძოს წინა ზედა წვეტიდან
მიმართულება: ქვემოთ და შიგნით.
ემაგრება: დიდი წვივის ხორკლს
ფუნქცია:
✓ ბარძაყის მოხრა
✓ ბარძაყის სუპინაცია
✓ კანჭის მოხრა
✓ კანჭის სუპინაცია
• ბარძაყის ოთხთავა კუნთი - MUSCULUS QUADRICEPS FEMORIS
აქვს 4 თავი (დამოუკიდებელი კუნთი სახით):

❖ ბარძაყის სწორი კუნთი - MUSCULUS RECTUS FEMORIS


გრძელი, დინამიკური ნაწილი.
იწყება: თეძოს წინა ქვედა წვეტიდან.
ემაგრება: დიდი წვივის ხორკლს
ფუნქცია: ბარძაყის მოხრა

❖ ბარძაყის ლატერალური განიერი კუნთი - MUSCULUS


VASTUS LATERALIS - ყველაზე მასიური
მდებარეობს: ბარძაყის წინა-გარეთა ზედაპირზე
დაფარულია: ბარძაყის განიერი ფასციის დამჭიმავი და
სწორი კუნთებით.
იწყება:
✓ დიდი ციბრუტიდან
✓ ციბრუტთაშუა ხაზიდან
✓ ხორკლიანი ხაზის გარეთა ბაგედან
ემაგრება: დიდი წვივის ხორკლს
ფუნქცია: კანჭის გაშლა
❖ ბარძაყის მედიალური განიერი კუნთი - MUSCULUS
VASTUS MEDIALIS
მდებარეობს: ბარძაყის წინა მედიალურ ზედაპირზე
იწყება:
✓ ხორკლიანი ხაზის მედიალური ბაგედან
✓ მედიალური კუნთთაშუა ძგიდედა
ემაგრება: დიდი წვივის ხორკლს
ფუნქცია: კანჭის გაშლა

❖ ბარძაყის შუამდებარე განიერი კუნთი - MUSCULUS


VASTUS INTERMEDIUS
მდებარეობს: ბარძაყის წინა ზედაპირზე, განიერ კუნთებს
შორის.
იწყება: ბარძაყის დიაფიზიდან.
ემაგრება: დიდი წვივის ხორკლს.
ფუნქცია:
✓ კანჭის გაშლა
✓ ქმნის მუხლის სახსრის კუნთს - MUSCULUS
ARTICULARIS GENUS

ოთხივე თავი ერთიანდება მძლავრ მყესად და უკავშირდება კვირისტავს


(გადაუვლის), გრძელდება დიდ წვივზე, აქ უკვე კვირისტავის იოგის სახით
უმაგრდება დიდი წვივის ხორკლს.
ბარძაყის მედიალური ჯგუფის (მომზიდველი) კუნთები:
• ნაზი კუნთი - MUSCULUS GRACILIS
მდებარეობს: ამ ჯგუფში ყველაზე ზედაპირულად
იწყება: ბოქვენის ქვედა ტოტიდან
ემაგრება:
✓ დიდი წვივის ხორკლს
✓ კანჭის ფასციას
ფუნქცია:
✓ ბარძაყის მოზიდვა
✓ კანჭის მოხრა

• გრძელი მომზიდველი კუნთი - MUSCULUS ADDUCTOR LONGUS


შესახედაობა: ბრტყელი, სამკუთხა
იწყება:
✓ ბოქვენის ზედა ტოტიდან
✓ ბოქვენის ბორცვიდან
ემაგრება: ხორკლიანი ხაზის მედიალურ ბაგეს
ფუნქცია:
✓ ბარძაყის მოზიდვა
✓ ბარძაყის მოხრა

• მოკლე მომზიდველი კუნთი - MUSCULUS ADDUCTOR BREVIS


იწყება: ბოქვენის ქვედა ტოტიდან
ემაგრება: ხორკლიანი ხაზის მედიალურ ბაგეს.
ფუნქცია: ბარძაყის მოზიდვა და მოხრა
• დიდი მომზიდველი კუნთი - MUSCULUS ADDUCTOR MAGNUS
იწყება:
✓ ბოქვენის ქვედა ტოტიდან
✓ საჯდომი ძვლის ტოტიდან
ემაგრება:
✓ ხორკლიანი ხაზის მედიალურ ბაგეს
✓ მომზიდველ ბორცვს
ფუნქცია:
✓ ბარძაყის მოზიდვა
✓ მოხრილი ბარძაყის გაშლა

• ქედის კუნთი - MUSCULUS PECTINEUS


მდებარეობს: ბარძაყის წინა ზედაპირზე, მედიალურ
კუთხეში
ფორმა: ოთხკუთა, თხელი ფირფიტა.
იწყება:
✓ ბოქვენის ზედა ტოტიდან
✓ მოქვენის ქედიდან
ემაგრება: ქედის ხაზს
ფუნქცია: ბარძაყის მოზიდვა მოხრა
ბარძაყის უკანა ჯგუფის კუნთები:
• ნახევრად მყესოვანი კუნთი - MUSCULUS SEMITENDINOSUS
იწყება: საჯდომი ბორცვიდან (დაფარულია დიდი დუნდულა
კუნთით)
ემაგრება: დიდი წვივი ხორკლს
(ნაზ და თითისტარა კუნთების მყესებს შორის. მათთან ერთად
ქმნის - ბატის ზედაპირულ ფეხს - ანუ მყესოვან-ფიბროზულ
კომპლექსს).
ფუნქცია:
✓ ბარძაყის გაშლა
✓ კენჭის მოხრა
✓ კენჭის პრონაცია

• თითისტარა კუნთი - MUSCULUS SEMIMEMBRANOSUS


მდებარეობს: ამ ჯგუფში ყევლაზე მედიალურად.
დაფარულია: ნახევრად მყესოვანი კუნთით (მუცლის ნაწილი)
იწყება: საჯდომი ბორცვიდან
ემაგრება:
✓ დიდი წვივი მედიალურ როკს
ფუნქცია:
✓ ბარძაყის გაშლა
✓ კანჭის მოხრა
✓ კანჭის პრონაცია

• ბარძაყის ორთავა კუნთი - MUSCULUS BICEPS FEMORIS


აქვს 2 თავი:
❖ გრძელი თავი - CAPUT LONGUM
❖ მოკლე თავი - CAPUT BREVE
მდებარეობს: ამ ჯგუფში ყველაზე ლატერალურად.
იწყება:
✓ საჯდომი ბორცვიდან (გრძელი თავი)
✓ ხორკლიანი ხაზის გარეთა ბაგედან და ლატერალური
კუნთთაშუა ძგიდედას (მოკლე თავი)
ემაგრება: მცირე წვივის თავს
ფუნქცია: ბარძაყის გაშლა.
ბარძაყის არხი - CANALIS FEMORALIS

• ნორმის ფარგლებში აქვს მხოლოდ ბარძაყის არხის ღრმა


(შიგნითა) რგოლი - ANULUS CANALS FEMORALIS PROFUNDUS

მოსაზღვრა:
✓ გარედან - ბარძაყის ვენის მედიალური კედელი.
✓ შიგნიდან - შუალედის იოგი.
✓ ზემოდან - საზარდულის იოგი
✓ ქვემოდან - ქედის იოგი

ფარავს: მუცლის განივი ფასცია - FASCIA TRANSVERSALIS


ABDOMINIS

მდებარეობს: საზარდულის იოგსა და ბოქვენის ძვლის ზედა


ტოტს შორის
ს ი ს ხ ლ ძ ა რ ღ ვ ო ვ ა ნ შ უ ა ლ ე დ შ ი - LACUNA VASORUM
(აქ გადის ბარძაყის ვენა და არტერია)

მომზიდველი არხი - CANALIS ADDUCTORIUS

მდებარეობს:
დიდი მომზიდევლი კუნთის მყესის ბარძაყის მედიალურ
კუნთზე გადასვლის ადგილას არსებული ფირფტით, დიდი
მომზიდველი და ბარძაყის მედიალურ განიერ კუნთებს შორის.

ფორმა: სამკუთხა.

გაივლის:
✓ ბარძაყის არტერია
✓ ბარძაყის ვენა
✓ საჩინო ნერვი.
მუხლქვეშა ფოსო - FOSSA POPLITEA

მდებარეობს: მუხლის სახსრის უკანა ზედაპირზე

არის: ჩაღრმავება

ამოვსებულია: ცხიმოვანი ქსოვილით

ფორმა: რომბისებრი

მოსაზღვრა:
✓ მედიალურად - თითისტარა კუნთით
✓ ლატერალურად - ბარძაყის ორთავა კუნთით
✓ ქვევიდან - ტყუპი კუნთის მედიალური და ლატერალური
თავებით.

ძირი: ბარძაყის ძვლის მუხლქვეშა ზედაპირი - FACIES POPLITEA

გაივლის:
✓ მუხლქვეშა არტერია
✓ მუხლქვეშა ვენა
✓ დიდი წვივის ნერვი
კანჭის კუნთები - MUSCULI CRURIS
კანჭის წინა ჯგუფის კუნთები

• დიდი წვივის წინა კუნთი - MUSCULUS TIBIALIS ANTERIOR


მდებარეობს: ამ ჯგუფში ყველაზე ზედაპირულად და
მედიალურად.
ფორმა: თითისტარა.
იწყება:
✓ დიდი წვივის ლატერალური ზედაპირიდან
✓ კუნთთაშუა ძგიდედან
ემაგრება:
მედიალურ სოლისებრ ძვალს
წინა ტერფის I ძვალს
ფუნქცია:
✓ ტერფის დორსალური მოხრა
✓ ტერფის სუპინაცია

• თითების გრძელი გამშლელი კუნთი - MUSCULUS EXTENSOR


DIGITORUM LONGUS
იწყება:
✓ დიდი წვივის პროქსიმალური ნაწილიდან
✓ მცირე წვივი თავიდან და წინა კიდედან
✓ კუნთთაშუა ძგიდედან და ფასციიდან
ემაგრება: II-IV თითების ფალანგებს
ფუნქცია:
✓ II-V თითების გაშლა
✓ ტერფის დორსალური მოხრა
✓ ტერფის პრონაცია
• ფეხის ცერის გრძელი გამშლელი კუნთი - MUSCULUS
EXTENSOR HALLUCIS LONGUS
მდებარეობს: ამ ჯგუფში საკმაოდ ღრმად.
იწყება:
✓ მცირე წვივიდან
✓ ძვალთაშუა მემბრანიდან
ემაგრება: ცერის დისტალურ ფალანაგს
ფუნქცია:
✓ ცერის გაშლა
✓ ტერფის სუპინაცია

• მცირე წვივის მესამე კუნთი - MUSCULUS PERENEUS TERTIUS


იწყება: მცირე წვივიდან
ემაგრება: წინა ტერფის V ძვალს
ფუნქცია: ტერფის პრონაცია

კენჭის უკანა ჯგუფის კუნთები


ზედაპირული შრე:

• კანჭის სამთავა კუნთი - MUSCULUS TRICEPS SURAE


აქვს 2 ნაწილი:
❖ კანჭის ტყუპი კუნთი - MUSCULUS GASTROCNEMIUS
მდებარეობს: კანქვეშ, კანჭის უკანა ზედაპირზე.
აქვს 2 თავი:
o ლატერალური თავი - CAPUT LATERALE
o მედიალური თავი - CAPUR MEDIALE
ქმნიან: ქუსლის (აქილევსის) მყესს - TENDO CALANEUS
❖ ქუსლის კუნთი - MUSCULUS SOLEUS
ფორმა: ბრტყელი
მდებარეობს: ტყუპი კუნთი ქვეშ.

იწყება:
✓ ბარძაყის ზედაროკებიდან (კანჭის ტყუპი კუნთი)
✓ მცირე წვივის: თავიდან, ყელიდან, უკანა ზედაპირული და
დიდი წვივის: ქუსლის კუნთის ხაზიდან (ქუსლის კუნთი)
ემაგრება: ქუსლის ხორკლს (აქილევსის მყესით)
ფუნქცია: ტერფის პლანტარული მოხრა

• ტერფიძირის კუნთი - MUSCULUS PLANTARIS - არამუდმივი,


პატარა.
მდებარეობს: ტუპი კუნთის ლატერალური თავის ქვეშ.
იწყება: ბარძაყის ლატერალური ზედაროკიდან
ემაგრება: აქილევსის მყესით - ქუსლის ხორკლს
ფუნქცია: ტერფის პლანტარული მოხრა.
ღრმა შრე:

• მუხლქვეშა კუნთი - MUSCULUS POLITEUS


ზომა: მცირე
ფორმა: ბრტყელი ზონარი
მდებარეობს: სასახსრე ჩანთის უკანა-ქვედა ზედაპირზე
იწყება: ბარძაყის ლატერალური როკიდან
ემაგრება: დიდი წვივი ძვალს (მედიალურ როკსა და ქუსლის
კუნთს შორის)
ფუნქცია:
✓ კანჭის მოხრა
✓ კანჭის პრონაცია
✓ სასახსრე ჩანთის დაჭიმვა

• თითების გრძელი მომხრელი კუნთი - MUSCULUS FLEXOR


DIGITORUM LONGUS
მდებარეობს: ქუსლის კუნთის ქვეშ
იწყება:
✓ დიდი წვივის ძვლიდან
✓ კანჭის ფასციიდან
ემაგრება: II-IX თითების დისტალური ფალანგების ფუძეებს
(4 მყესოვანი ბოლოთი)
ფუნქცია:
✓ თითების მოხრა
✓ ტერფის პლანტაროფლექსაცია
✓ ტერფის სუპინაცია

• ფეხის ცერის გრძელი მომხრელი კუნთი - MUSCULUS FLEXOR


HALLUCIS LONGUS
იწყება:
✓ დიდი წვივის ძვლიდან
✓ ძვალთაშუა მემბრანიდან
✓ კუნთთაშუა ძგიდიდან
ემაგრება: ცერის დისტალური ფალანგის ფუძეს
ფუნქცია: ცერის მოხრა და ტერფის პლანტაფლექსაცია
• დიდი წვივის უკანა კუნთი - MUSCULUS TIBIALIS POTERIOR
ფორმა: ფრთისებრი
ფარავს: კანჭის ძვალთაშუა აპკს უკნიდან
იწყება:
✓ წვივის ძვლებიდან
✓ ძვალთაშუა მემბრანიდან
ემაგრება: ნავისებრ ძვალს
ფუნქცია:
✓ ტერფის პლანტარიფლექცია
✓ ტერფის პრონაცია

გარეთა შრე:
• მცირე წვივის გრძელი კუნთი - MUSCULUS PERONEUS
(FIBULARIS) LONGUS
იწყება:
✓ მცირე წვივის თავიდან და გარეთა ზედაპირიდან
✓ კანჭის ფასციიდან
ემაგრება:
✓ წინა ტერფის I ძვლის ხორკლს
✓ წინა ტერფის II ძვლის ფუძეს
✓ მედიალურ სოლისებრ ძვალს
ფუნქცია:
✓ ტერფის პლანტარიფლექსია
✓ ტერფის პრონაცია

• მცირე წვივი მოკლე კუნთი - MUSCULUS PERONEUS (FIBULARIS)


BREVIS
იწყება:
✓ მცირე წვივის გარეთა ზედაპირიდან
✓ ძვალთაშუა მემბრანიდან
ემაგრება: წინა ტერფის V ძვლის ხორკლს
ფუნქცია: ტერფის დორსიფლექსია და პრონაცია.
ტერფის კუნთები:
ტერფის ძირის კუნთები:
• ფეხის ცერის განმზიდველი კუნთი - MUSCULUS ABDUCTOR
HALLUCIS
იწყება: ქუსლისა და ნავისებრი ძვლებიდან
ემაგრება:
✓ ცერის პროქსიმალური ფალანგის ფუძეს
✓ მედიალურ სესამოიდურ ძვალს
ფუნქცია: ცერის განზიდვა და მოხრა

• ფეხის ცერის მოკლე მომხრელი კუნთი - MUCULUS FLEXOR


HALLUCIS BREVIS
იწყება:
✓ მედიალური სოლისებრი ძვლიდან
✓ პლანტარული ქუსლ-კუბური იოგიდან
ემაგრება:
✓ ცერის პროქსიმალური ფალანგის ფუძეს
✓ სესამოიდურ ძვლებს

• ფეხის ნეკის განმზიდველი კუნთი - MUSUCULUS ADUCTOR


DIGITI MINIMI
იწყება: ქუსლის ბორცვიდან
ემაგრება: ნეკის პროქსიმალური ფალანგის ფუძეს

• ფეხის ნეკის მოკლე მომხრელი კუნთი - MUCULUS FLEXOR


DIGIT MINIMI BREVIS
იწყება: წინა ტერფის V ძვლიდან
ემაგრება: ნეკის პროსქიმალური ფალანგის ფუძეს

• თითების მოკლე მომხრელი კუნთი - MUSCULUS FLEXOR


DIGITORUM BREVIS
იწყება: ქუსლის ბორცვის მედიალური მორჩიდან
ემაგრება: II-V თითების შუა ფალანგებს
• ტერფძირის კვადრატული კუნთი - MUSCULUS QUADRATUS
PLANTAE
იწყება: ქუსლის ძვლის სხეულიდან
ემაგრება: თითების გრძელი მომხრელი კუნთის მყესს
ფუნქცია: არეგულირებს გრძელი მომხრელის მოქმედებას

• ჭიაყელა კუნთები - MUSCULIS LUMBRICALES


იწყება: თითების გრძელი მომხრელი კუნთის მყესებიდან
ემაგრება: პროქსიმალურ ფალანგებს
ფუნქცია: II-V თითების მოხრა

• ძვალთაშუა კუნთები - MUSCULIS INTEROSSEI


❖ 3 პლანტარული - MUSCULIS INTEROSSEUS PLANTARIS
❖ 4 დორსალური - MUSCULIS INTEROSSEUS DORSALIS
იწყება: წინა ტერფის ძვლებიდან (III-V პლანტარული; II-V
დორსალური)
ემაგრება: პროქსიმალურ ფალანგებს
ფუნქცია: პროქსიმალური ფალანგების მოხრა

ტერფის ზურგის კუნთები:


• თითების მოკლე გამშლელი კუნთი - MUSCULUS EXTENSOR
DIGITORUM BREVIS
იწყება: ქუსლის ძვლიდან
ემაგრება: II-V თითების პროქსიმალურ ფალანგებს

• ფეხის ცერი მოკლე გამშლელი კუნთი - MUSCULUS EXTENSOR


HALLUCIS BREVIS
იწყება: ქუსლის ძვლიდან
ემაგრება: ცერის პროქსიმალურ ფალანგს
შ ო რ ი ს ი-PERINEUM
ანუ მცირე მენჯის ქვედა გასავლის მიდამო.
მოისაზღვრება:
▪ წინიდან - ბოქვენის ძვლების ქვემო კიდით (ბოქვენის რკალით).
▪ გვერდებიდან - საჯდომი ბორცვებით.
▪ უკნიდან - კუდუსუნით.
იყოფა 2 სამკუთხედად:
(კუკუხოებს შორის გატარებული ხაზით)

1) წინა ანუ შარდ-სასქესო დიაფრაგმა - DIAPHRAGMA UROGENITALIS


ავსებს: ბოქვენის რკალს.
ეშვება: დახრილად, ქვევით - კუკუხომდე.
შარდ-სასქესო დიაფრაგმის კუნთებია:
• ბოლქვ-ღრუბლოვანი კუნთი - MUSCULUS BULBOSPONGIOSUS
კაცებში:
o ქმნის 1 მთლიან კუნთს (ნაკერის საშუალებით)
o მონაწილეობს შარდსადენში თესლისა და შარდის
გატარებაში.
ქალებში:
o გარს უვლის საშოს ორივე მხრიდან.
o ნაყოფის გავლის შემდეგ მთლიანობა ირღვევა და
თანდათან განილევა.

• კუკუხო-მღვიმოვანი კუნთი - MUSCULLUS ISCHIOCAVERNOSUS.


იწყება: საჯდომ-ბოქვენის ტოტიდან. (კუკუხოდან)
კაცებში:
o მონაწილეობს ასოს ერექციაში.
ქალებში:
o მონაწილეობს კლიტორის ერექციაში.
• შორისის ზედაპირული განივი კუნთი - MUSCULUS
TRANSVERSUS PERINEI SUPERFICIALIS - შედარებით სუსტი.
იწყება: საჯდომის ბორცვიდან. (კუკუხოდან)
ემაგრება: შორისის მყესოვან ცენტრს.
ფუქნცია: მენჯის ფსკერის გამაგრება, ორგანოების ფიქსაცია.

• შორისის ღრმა განივი კუნთი - MUSCULUS TRANSVERSUS


PERINEI PROFUNDUS.
იწყება: ბოქვენის ძვლის ქვედა ტოტიდან, კუკუხოდან.
ემაგრება: შორისის მყესოვან ცენტრს.
ფუნქცია: შორისის დაჭიმვა და გამაგრება.

• შარდსადენის სფინქტერი (გარეთა) – MUSCULUS SPINCTER


URETHRAE (EXTERNUS) - შორისის ღრმა განივი კუნთის
სპეციალური ბოჭკოებია.
იწყება: შორისის ღრმა განივი კუნთიდან.
გარს ეხვევიან: შარდსადენს დიაფრაგმაში გავლისას.
მოქმედებენ: ჩამკეტის სახით.
არეგულირებენ: შარდის ნებით გამოძევებას და საშოზე
ზეწოლას.
2) ქვედა ანუ მენჯის დიაფრაგმა - DIAPHRAGMA PELVIS.
მდებარეობს: ჰორიზონტალურად.
იწყება: კუკუხოებიდა.
აღწევს: კუდუსუნამდე.
მენჯის დიაფრაგმის კუნთებია:
• ყითას გარეთა სფინქტერი - MUSCULUS SPHINCTER ANI
EXTRENUS.
გარს ერტყმის: ყითას (ოვალურად).
იწყება:
კაცებში - სათესლე პარკსა და ყითას შორის.
ქალებში - საშოს შესავალსა და ყითას შორის.
ემაგრება: კუდუსუნს (ყითა-კუდუსუნის იოგით -
ligamentum anococcygeum).
ფუქნცია:
o ანალური არხის შევიწრიება.
o ყითას ჩაკეტვა.
o მეჯის ფსკერის გამაგრება.

• ყითას ამწევი კუნთი - MUSCULUS LEVATOR ANI - შორისის


ყველაზე დიდი კუნთი.
ფორმა: სამკუთხა.
იყოფა 3 კუნთად:
✓ ბოქვენ-კუდუსუნის კუნთი - MUSCULUS PUBOCOCCYGEUS.
✓ თეძო-კუდუსუნის კუნთი - MUSCULUS ILIOCOCCYGEUS.
✓ ბოქვენ-სწორი ნაწლავის კუნთი - MUSCULUS
PUBERECTALIS.
ემაგრება: ყითას ამწევი კუნთის ყესოვანლ რკალს - arcus
tendidenus musculi levator ani.
ფუნქცია: მენჯის ფსკერის გამაგრება.
• კუდუსნის კუნთი - MUSCULUS COCCUGEUS.
მდებარეობს: შედარებით ღრმად.
იწყება: S4-S5 მალებიდან და კუდუსუნიდან.
მიმართულება: ირიბი.
ემაგრება: საჯდომ წვეტს და გავა-წვეტიან იოგს.
ფუნქცია:
o ამტკიცებს მენჯის დიაფრაგმას.
o ხრის კუდუსუნს.

You might also like