You are on page 1of 24

საყრდენ -

მამოძრავებელი აპარატის
ზოგადი მიმოხილვა
ბათუმის შათა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ნაზიბროლა ცივაძე
ჩონჩხი
წარმოადგენს ძვლების კარკასს, რომელიც კრავს და ფორმას აძლევს სხეულს.
იგი იცავს სხეულის სათუთ ნაწილებს, როგორიცაა, მაგალითად, გული. ჩონჩხი
მყარი საყრდენია კუნთებისთვის, რომელთა საშუალებითაც სხეული მოძრაობს .
ძვლის ტიპები
• ფორმის მიხედვით, სხეულის ძვლები, შეიძლება ოთხ ძირითად ტიპად
დაიყოს.
• ბრტყელი ძვლები- დამცავ ფუნქციას ასრულებს და წარმოქმნის
ზედაპირს, რომელსაც კუნთები ეკვრის.
• მოკლე ძვლებს - კვანძოვანი ფორმა და თითქმის თანაბარი სიგრძე-
სიგანე აქვს
• შერეული ფორმის - ძვლები ვერც ერთ ჯგუფში ვერ თავსდება.
• გრძელი ძვლების - სიგრძე სიგანეს აღემატება. მათი ოდნავ
მოხრილი ფორმა მეტ სიმტკიცეს უზრუნველყოფს.
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის
ძირითადი ფუნქციები

• საყრდენი
• მოძრაობითი
• დამცველობითი
საყრდენი ფუნქცია

• სხეულს უნარჩუნებს მდებარეობას


სივრცეში, მას ეყრდნობა სხეულის
თითქმის ყველა ორგანო და გარდა
ამისა იცავს ცოცხალ ორგანიზმს
დედამიწის მიზიდულობის ძალით
არ დავარდნენ
საყრდენი ფუნქცია

• საყრდენ მამოძრავებელი სისტემის


მეტად მნიშვნელოვანი ფუნქციაა,
რადგან ამ შემთხვევაში ცოცხალი
ორგანიზმები ინარჩუნებენ სივრცეში
გარკვეულ მდგომარეობას, მაგრამ
გარდა ამისა საყრდენი ფუნქცია
გვეხმარება იმაშიც რომ ყველა
შინაგანი ორგანო გარკვეულ
მდგომარეობაში იყოს
დამცველობითი ფუნქცია
ეს ნიშნავს რომ ჩვენი შინაგანი ორგანოები გარკვეულ ჩარჩოში
იმყოფებიან იმისათვის რომ არ დაზიანდნენ, ასე მაგალითად:
• თავის ქალა - თავის ტვინისათვის;
• ხერხემლის არხი - ზურგის ტვინისათვის;
• გულმკერდის ღრუ - გულმკერდის ორგანოებისათვის;
• მენჯის ღრუ - მუცლის ორგანოებისათვის

მოძრაობითი ფუნქცია
• მოძრაობითი ფუნქცია ნიშნავს იმას, რომ ცოცხალი
ორგანიზმი გადაადგილდეს სივრცეში
საყრდენ მამოძრავებელი სისტემის ერთ-ერთი მთავარი წამყვანი
ნაწილი არის ჩონჩხი. ჩონჩხი რომელიც შეიძლება იყოს:
 ჰიდროსტატიკური
 გარეგანი
 შინაგანი
შინაგანი ჩონჩხი

ჩვენი შინაგანი ჩონჩხი შედგება სამი ძირითადი


ნაწილისაგან:
 საყრდენი
 ქალას და
 კიდურების
თავის ქალა

• იგი შედგება ტვინის ქალისა და სახის


ქალისაგან
• ტვინის ქალა შედგება: კეფის,
სოლისებური, შუბლის, ცხავის,
საფეთქლის, თხემის და ცრემლის
ძვლებისაგან
• სახის ქალა შედგება: ზედა ყბა, სასის
ძვალი ყვრიმალის ძვალი, ცხვირის
ძვალი, ქვედა ყბა, ცხვირის ქვემო
ნიჟარა, სახნისი, ენისქვეშა ძვალი.
საყრდენი

• ხერხემალი, რომელიც შედგება


მალებისაგან, მალები თავის მხრივ
წარმოდგენილია მალთა სხეულების, მალის
მორჩებით და მალის რკალისაგან. მალები
ერთმანეთთან დაკავშირებულია
ხრტილოვანი ფირფიტებით
• ხერხემლის სვეტის ნაწილები საგიტალურ
სიბრტყეში ქმნიან ოთხ ფიზიოლოგიურ
ნადრეკს – კისრის, გულმკერდის, წელისა და
გავის. და ეს ერთგვარი შეგუებლობაა ჩვენი
ცხოვრების ნირთან. ჩვენ გამართული
დავდივართ, ნადრეკები კი გვეხმარება რომ ეს
თავისუფლად შევძლოთ, ასევე მას გააჩნია
დამცველობითი ფუნქციაც
კიდურები
• კიდურები ჩვენს სხეულს უკავშირდება დამხმარე ძვლებით რომელსაც ჩვენ
სარტყელს ვუწოდებთ, ზედა კიდურებისათვის ასეთი სარტყლის ფუნქციას
ასრულებს: ლავიწის და ბეჭის ძვალი ხოლო, ქვედა კიდურებისათვის
მენჯის ძვლები
კიდურების ძვლები

• ზედა კიდურის ძვლები შედგება: მხრის წინამხრის


და მტევნის ძვლებისაგან.
• მხრის ძვალი საკმაოდ დიდი ზომის ძვალია და
კარგად არის განვითარებული, იგი მოძრავადაა
შეერთებული მხრის სარტყელთან.
• რაც შეეხება წინა მხარს იგი შედგება სხივისა და
იდაყვის ძვლებისაგან
• მტევანი შედგება - მაჯის, ნების და ფალანგის
ძვლებისაგან
კიდურები

• როგორც აღვნიშნეთ ქვემო კიდურების


სარტყელი შედგება მენჯის ძვლებისაგან.
რომელიც საკმაოდ დიდი ძვალია და მას
ფარფლისებური ფორმა აქვს და წარმოადგენს
მუცლის ღრუ ორგანოეების საყრდენს.
• მენჯის ძვალი უერთდება გავის ძვალს რომელიც
ერთმანეთთან შეზრდილი ხუთი მალითაა
წარმოდგენილი
• მენჯის ძვალი ესახსრება ჩვენი სხეულის ყველაზე
დიდ ძვალს ბარძაყის ძვალს. რომლის
გაგრძელებას წარმოადგენს წვივის ძვლები
(დიდი და მცირე წვივის ძვალი), რომლებიც ასევე
მოძრავად არის შეერთებული ბარძაყის ძვალთან
და ტერფის ძვლებთან, რომელშიც
გაერთიენებულია ქუსლის, ნებისა და ფალანგის
ძვლები
გულმკერდის ღრუ

• ის შექმნილია მკერდის ძვლით, 12 წყვილი


ნეკნითა, რომლებიც წინა მხარეს ესახსრება
მკერდის ძვალს , ხოლო უკანა მხარეს
გულმკერდის მალების მორჩებს.
გულმკერდის ღრუში როგორც აღვნიშნეთ
დაცული არის: გული, ფილტვები, მსხვილი
სისხლძარღვები და საყლაპავი
სახსარი

შეიძლება იყოს:
• უძრავი
• მოძრავი
• ნახევრადმოძრავ

გმადლობთ ყურადღებისათვის

You might also like