You are on page 1of 40

სილაბუსის გაცნობა;

• კრედიტების რაოდენობა: V სემესტრი – 3 კრედიტი. საკონტაქტო 45 სთ.; ლექცია 10 სთ,


პრაქტიკული მეცადინეობა 44 სთ, შუალედური გამოცდა 1 სთ, დასკვნითი გამოცდა 2 სთ
• დამოუკიდებელი მუშაობა – 27 სთ;
• სასწავლო კურსის მიზანია: თანამედროვე სამედიცინო განათლების მოთხოვნების
შესაბამისად ფართო ცოდნის შეძენა გერონტოლოგიური ასაკის მართვისა და რეაბილიტაციის
პრინციპებისა და ორგანიზმის იმ ძირითადი ფიზიოლოგიური ძვრების შესახებ, რომლებიც
ხდება ასაკის მატებასთან ერთად; ხანდაზმულ ასაკში გავრცელებული დაავადებების, მათი
ეტიოპათოგენეზის, კლინიკის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პრინციპების შესახებ;
სარეაბილიტაციო ღონისძიებების გატარების მნიშვნელობის გაცნობიერება.
• შეფასების კომპონენტები: დისკუსია-2 მიმდინარე გამოკითხვა–4, მასალის პრეზენტაცია 1,
სულ ფასდება 30 ქულით
• დასკვნითი გამოცდა: კომბინირებული სახით: 4 საკითხი ზეპირი ფორმით თითო 5 ქულიანი;
1 კლინიკური შემთხვევა. (პაციენტის ჩივილების მოსმენა; პაციენტის ისტორიის გამოკვლევა;
პაციენტის მდგომარეობის შეფასება; პაციენტის გამოკვლევა; სავარაუდო დიაგნოზი;
დაავადების მკურნალობის ასპექტები) – 10 ქულა; 2 სიტუაციური ამოცანა - თითო 5 ქულა
• დასკვნით გამოცდაზე დაშვების წინაპირობა:
 შუალედური შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არის
21 ქულა, ხოლო დასკვნითი გამოცდის მინიმალური კომპეტენციის
ზღვარი 20 ქულა;
• სტუდენტის საბოლოო შეფასება:
 სტუდენტს სასწავლო კურსი ათვისებულად ჩაეთვლება, თუ ის
მიიღებს ერთ-ერთს შემდეგი დადებითი შეფასებებიდან: ა) (A)
ფრიადი - 91 ქულა და მეტი; ბ) (B) ძალიან კარგი - 81-90 ქულა; გ)
(C) კარგი - 71-80 ქულა; დ) (D) დამაკმაყოფილებელი - 61-70 ქულა;
ე) (E) საკმარისი - 51-60 ქულა.
• უარყოფითი შეფასებებია: (FX) ვერ ჩააბარა - 41-50 ქულის მიღების
შემთხვევაში სტუდენტს უფლება ეძლევა დამატებით გამოცდაზე
ერთხელ კიდევ გავიდეს. (F) ჩაიჭრა - 40 ქულის ან ნაკლების
მიღებისას სტუდენტს საგანი თავიდან აქვს შესასწავლი
სილაბუსის გაცნობა;
• დასკვნით გამოცდაზე დაშვების წინაპირობა:
• შუალედური შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არის 21
ქულა, ხოლო დასკვნითი გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი
20 ქულა;
• სტუდენტის საბოლოო შეფასება:
• სტუდენტს სასწავლო კურსი ათვისებულად ჩაეთვლება, თუ ის მიიღებს
ერთ-ერთს შემდეგი დადებითი შეფასებებიდან: ა) (A) ფრიადი - 91 ქულა
და მეტი; ბ) (B) ძალიან კარგი - 81-90 ქულა; გ) (C) კარგი - 71-80 ქულა; დ)
(D) დამაკმაყოფილებელი - 61-70 ქულა; ე) (E) საკმარისი - 51-60 ქულა.
• უარყოფითი შეფასებებია: (FX) ვერ ჩააბარა - 41-50 ქულის მიღების
შემთხვევაში სტუდენტს უფლება ეძლევა დამატებით გამოცდაზე
ერთხელ კიდევ გავიდეს. (F) ჩაიჭრა - 40 ქულის ან ნაკლების მიღებისას
სტუდენტს საგანი თავიდან აქვს შესასწავლი
სასწავლო კურსის თემატური შინაარსი:
1.სილაბუსის პრეზენტაცია გერონტოლოგია და გერიატრია.
გერონტოლოგიურ ხანაში ანატომიური და ფიზიოლოგიური
თავისებურებები.
2.თანამედროვე გერიატრიული საშუალებები
3.ნეირომუსკულური და ნევროლოგიური დარღვევები
გენეტოლოგიურ ხანაში. ფსიქიკური სფეროს პათოლოგიები.
4.ძვალ-კუნთოვანი სისტემის დარღვევების თავისებურებები
გენეტოლოგიურ ასაკში.
5.ასაკთან დაკავშირებული გულ-სისხლძარღვთა სისტემის
ცვლილებები და დაავადებებთან;
6.ასაკთან დაკავშირებული სასუნთქი სისტემის ცვლილებები და
დაავადებები
სასწავლო კურსის თემატური შინაარსი:
7. ასაკთან დაკავშირებული მხედველობის და სმენის აპარატის
ცვლილებები და დაავადებები
8. ასაკთან დაკავშირებული საშარდე სისტემის ცვლილებები და
დაავადებები
9. პოლიფარმაცია, კვებითი დეფიციტი, ანემია, ეპიდემიოლოგია,
ეტიოპათოგენეზი მიზეზები. მედიკამენტური რეჟიმის შემოწმება,
10. ნუტრიციული სტატუსის. გეროდიეტეტიკისა და სამკურნალო კვების
პრინციპები ხანდაზმული და ხანდაზმული ასაკის პაციენტებისთვის
გარკვეული დაავადებების დროს.
გერონტოლოგია და გერიატრია.
გერონტოლოგიურ ხანაში ანატომიური და
ფიზიოლოგიური თავისებურებები.
• გერონტოლოგია არის მეცნიერება დაბერებისა და სიბერის შესახებ,
თანამედროვე ეტაპზე ის მიზნად ისახავს გამოარკვიოს დაბერების
მექანიზმები და იბრძოლოს ადმაიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის
გასაგრძელებლად.
• გერიატრია საგანია რომელიც შეისწავლის ხანდაზმულობის პერიოდში
დაავადებების თავისებურებების მოხუცებულ ავადმყოფთა
მკურნალობას და მოვლას.
• სიბერე ადამიანის სიცოცხლის გარდაუვალი ეტაპია. ცხადია,
თითოეულ ჩვენთაგანს სურს, რაც შეიძლება გვიან დაუდგეს ეს
პერიოდი, რომელსაც ხატოვნად „სიცოცხლის შემოდგომას“ უწოდებენ.
თავად სიბერის ცნება მეტად ფარდობითია. ადამიანის სიცოცხლის
ბიოლოგიური საათი შეიძლება აჩქარდეს და პირიქით - შენელდეს.
ყველასათვის ცნობილია, რომ ერთი და იგივე ასაკის ხანდაზმულ
ადამიანებში ერთი ახალგაზრდულად გამოიყურება, შენარჩუნებული
აქვს შრომისუნარიანობა, სიცოცხლის ხალისი, ხოლო მეორე
დაუძლურებულია და ფსიქიკის ღრმა დარღვევები აღენიშნება.
• დღემდე არ არის დადგენილი, თუ რა მექანიზმები უდევს
საფუძვლად ადამიანის ბიოლოგიური საათის არათანაბარ მუშაობას.
ამ ფენომენის ასახსნელად მრავალი ჰიპოთეზა არსებობს, რომელთა
თანახმადაც სიბერეს განსაზღვრავს იმუნური სისტემის
მდგომარეობა, ორგანიზმის „საათზე“ სპეციფიკური ფერმენტების
და გენების გავლენა, გარემო ფაქტორების ზემოქმედება. ამ
ფაქტორების ერთობლივმა მოქმედებამ ადამიანს შეიძლება ხელი
შეუწყოს ან შეუშალოს მიაღწიოს თავისი სიცოცხლის მაქსიმალურ
ზღვარს (თუმცაღა, დღეს ეს უკანასკნელიც ცნობილი არ არის).
• ადამიანის ადბერება ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და
სოციალური პროცესია, მაგრამ ის არ გახლავთ ავადმყოფობის
უეჭველობის ტოლფასი განსაზღვრება, ხანდაზმულობა
• ასაკოვანი ადამიანები შეადგენენ პოპულაციის გაცილებით უფრო
მზარდ სეგმენტს, სხვა, უფრო ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფთან
შედარებით, ამჟამად და როგორც ვარაუდობენ, მომავალ
ათწლეულებშიც. ხანშიშესული ადამიანების რაოდენობის
აბსოლუტური და ფარდობითი მაჩვენებლები მსოფლიოში
მკვეთრად იზრდება. რომის იმპერიაში ადამიანები საშუალოდ 22
წელი ცოცხლობდნენ. ამასთანავე, სიცოცხლის ხანგრძლიობის
ზრდასთან ერთად, საზოგადოების ისტორიის სხვადასხვა
პერიოდებში, მასზე წარმოდგენები იცვლებოდა. სიბერეს პითაგორა
60 წლიდან მიიჩნევდა, ჩინელი მეცნიერები - 70 დან. გერმანელი
ფიზიოლოგი მ.რუბენსი 50 წელს თვლიდა ხანდაზმულობად, 70-ს კი
საპატიო
• არის 4 მნიშვნელოვანი ფენომენი, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ასაკის
გახანგრძლივებას: ჰიგიენა, ანტისეპტიკების გამოყენება,
ანტიბიოტიკების აღმოჩენა, იმუნიზაცი
• პრაქტიკულად, ხანდაზმულად თვლიან ადამიანებს, რომლებიც
გავიდნენ პენსიაზე. მაგრამ ეს საზომიც არ არის უნივერსალური,
რადგან, საპენსიო ასაკი სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებულია.
საშუალოდან ხანდაზმულ ასაკში გადასვლად მიჩნეულია 65 წელი.
კონკრეტულად ამ დროს არ ხდება არც გაჭაღარავება, არც რამე
მეცნიერული მნიშვნელიბის მქონეა. გერმანიაში 1883 წელს პირველი
თანამედროვე სოციალური დაზღვევის სისტემისათვის 65 წელი
დადგენილი იყო, როგორც ხანდაზმულობის ასაკი. ამერიკაში, 1935
წელს მიღებული სოციალური დაზღვევის აქტი უბრალოდ იღებს
გერმანულ მოდელს და 65 წელს საზღვრავს, როგორც საპენსიო ასაკს.
• ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ე.წ „მესამე ასაკობრივი“
ჯგუფისათვის მიღებულია შემდეგი ასაკობრივი საზღვრები:  60-74
წწ - ხანშიშესული
•  75 - ის ზემოთ - მოხუცი
•  90-ის ზემოთ - დღეგრძელი
• ა.შ.შ. კლასიფიკაციით:
•  65-74 - „ახალგაზრდა მოხუცი“
•  75-84 - მოხუცი
•  85-ის ზემოთ - „მოხუცი მოხუცი
• დაბერება შეიძლება სხვადასხვა სახით წარიმართოს:
ბუნებრივი (ფიზიოლოგიური, ნორმალური)
შენელებული (რეტარდირებული)- განაპირობებს დღეგრძელიბის
ფენომენს.
დღეგრძელობა - მაღალ ასაკობრივ ზღვრამდე სიცოცხლის
ბიოლოგიური და სოციალური ფენომენი.
დაჩქარებული (პათოლოგიური ) დაბერება - ასაკობრივი
ცვლილებების ნაადრევი განვითარება.
• დაბერების პროცესი 4 ასპექტისგან შედგება: 1. ქრონოლოგიური 2.
ბიოლოგიური 3. სოციალური 4. ფსიქოლოგიური
„ნორმალურ“ სიბერესთან ასოცირებული
ცვლილებები
• ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ექიმისთვის
განასხვავოს სიბერის პროცესთან ასოცირებული მოვლენები
პათოლოგიური პროცესის სიმპტომებისგან. სამწუხაროდ, არცთუ
იშვიათად ექიმი რაიმე დაავადების ნიშნებს ავტომატურად სიბერეს
მიაწერს ხოლმე, რაც უხშირესად სავალალო შედეგით სრულდება.
მეორე მხრივ, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ხშირად,
როცა ადამიანი ხანდაზმულ ასაკს აღწევს, მას უკვე შეძენილი აქვს
მთელი რიგი დაავადებები (ძირითადად ქრონიკული
მიმდინარეობის), რომლებიც თანდათანობით პროგრესირებას
განიცდიან. აქედან გამომდინარე, გადამწყვეტი მნიშვნელობა
ახალგაზრდა და ზრდასრულობის პერიოდში დაავადებების
რაციონალურ მკურნალობასა და პრევენციას ენიჭება.
• სიბერესთან ასოცირებული ცვლილებები შეიძლება დავახასიათოთ,
როგორც თანდათანობით „კარგვასთან“ დაკავშირებული
მოვლენები. ეს „ცვეთის“ პროცესი ახალგაზრდა ასაკიდან იწყება
(რეალურად ორგანიზმი დაბერებას ხომ ამ პერიოდიდან იწყებს),
მაგრამ ამ მოვლენების მანიფესტაცია ძირითადად სიბერეში ხდება.
დაწყებული 30 წლის ასაკიდან ორგანოთა უმრავლესობა
ყოველწლიურად თავის ფუნქციის დაახლოებით 1%-ს კარგავს,
თუმცაღა უკანასკნელი წლების კვლევებით დადგინდა, რომ ამ
კანონზომიერებას ყველა ორგანო არ ემორჩილება, სიბერეში
ორგანოთა დისფუნქციის გამოვლინება ხდება გარკვეული ზღვარის
მიღწევის შემდეგ.
• ორგანოს დუსფუნქცია ორ ფაქტორზეა დამოკიდებული: 1)
ხანდაზმულობის პერიოდში მისი ფუნქციის მოშლის ხარისხზე; 2)
დატვირთვაზე, რომელიც ამ ორგანოს აკისრია. ეს უკანასკნელი
ფაქტორი მეტად მნიშვნელოვანია და მის გაუთვალისწინებლობას
ხშირად ექიმი მცდარ დასკვნამდე მიჰყავს. მაგალითად, ხანდაზმულ
ადამიანს უზმოზე გლუკოზის დონე სისხლში შეიძლება ნორმალური
ჰქონდეს, მაგრამ გლუკოზით დატვირთვიდან 2 საათის შემდეგ ეს
პარამეტრი დარღვეული აღმოჩნდეს. ასეთივე ცვლილებები შეიძლება
გამოვლინდეს სხვა ორგანოების, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა
სისტემის, მხრივ. ყოველივე ზემოხსენებული მოწმობს, თუ რამდენად
გადამწყვეტი მნიშნველობა აქვს პაციენტის ორგანოების და
სისტემების სარეზერვო ფუნქციის დადგენას.
1. ზოგადი სტატუსი: სიმაღლეში კლება (მალების კომპრესია,
ხერხემლის გამრუდების, კიფოზის შედეგად) წონაში კლება
(განსაკუთრებით 80 წლის ასაკს გადაცილებულებში) ცხიმის და
კუნთოვანი მასის შეფარდების კოეფიციენტის შემცირება
2. კანი ტურგორის დაქვეითება (ორგანიზმში წყლის მოცულობის
შემცირება) დანაოჭება; საოფლე ჯირკვლების ატროფია.
3. გულ-სისხლძარღვთა სისტემა არტერიების კედლების გამკვრივება
და კალციფიკაცია აორტის ჩათვლით არტერიების ინტიმის
გასქელება გულის სარქვლების ფიბროზი • გულის
წუთმოცულობის შემცირება; • გულისცემის სიხშირის
არაადეკვატურობა; დატვირთვის მიმართ; • პერიფერიული
სისხლძარღვების ელასტიურობის დაკარგვა.
• თირკმლები ანომალური გორგლების რაოდენობის მატება •
კრეატინინის კლირენსის დაქვეითება; • თირკმლებში სისხლის
მიმოქცევის დაქვეითება; • შარდის მაქსიმალური ოსმოლარობის
შემცირება.
• სასუნთქი სისტემა ალვეოლების ელასტიურობის შემცირება •
ფილტვის სასიცოცხლო ტევადობის შემცირება; • ჟანგბადის
შთანთქმის უნარის დაქვეითება; • ხველის რეფლექსის დასუსტება.
მოციმციმე ეპითელიუმის აქტიურობის დაქვეითება კუჭ-ნაწლავის
ტრაქტი კუჭის მჟავიანობის დაქვეითება
• საჭმლის მონელების შენელება; • ნაწლავების პერისტალტიკის
შენელება. კუჭის ლორწოვანის ატროფია ჩონჩხი
• ოსტეოართროზი; ძვლის ქსოვილის განლევა (ოსტეოპოროზი).
სპონტანური მოტეხილობებისადმი მიდრეკილება
• თვალი Arcus senilis; • აკომოდაციის დაქვეითება; • შორსმხედველობა;
• ფერადი მხედველობის შესუსტება; • კატარაქტისადმი
მიდრეკილება; • სივრცითი მხედველობის დარღვევა. გუგის
შევიწროება; ბროლის ზომაში მომატება.
• სმენა შიდა ყურის სტრუქტურების დეგენერაციული ცვლილებები
მაღალი სიხშირის ხმიანობის აღქმის უნარის დაქვეითება. ევსტაქის
მილის პროგრესირებადი ობსტრუქცია სმენითი ნეირონების
რაოდენობის შემცირება
• იმუნური სისტემა T-უჯრედების აქტიურობის დაქვეითება
• ნერვული სისტემა თავის ტვინის მასის შემცირება • მოტორული
რეაქციის 17 ქერქის უჯრედების რაოდენობის შემცირება
გახანგრძლივება; • ფსიქომოტორული აქტიურობის შენელება; •
ინტელექტუალური აზროვნების დაქვეითება; ახლის სწავლის
გაძნელება; • ძილის ხანგრძლივობის შემცირება.
• ენდოკრინული სისტემა ტრიიოდთირონინის (T3) სეკრეციის
დაქვეითება; თავისუფალი (შეუკავშირებელი) ტესტოსტერონის
შემცველობის დაქვეითება სისხლში; ინსულინის კონცენტრაციის
მომატება სისხლში; ნორადრენალინის დონის მატება სისხლში;
პარათჰორმონის დონის გაზრდა სისხლში; ვაზოპრესინის
შემცველობის მომატება სისხლში.
• სადღეისოდ ეჭვს არ იწვევს, რომ დაბერება მულტიფაქტორული
პროცესია. ხანგრძლივი სიცოცხლე ხშირად ორგანიზმის
მეტაბოლიზმის გაძლიერებასა და სხვადასხვა სახის სტრესისადმი
მდგრადობასთან ასოცირდება. გენეტიკური ფაქტორის მნიშვნელობა
სიბერის რეგულაციაში ექსპერიმენტულ ცხოველებში
არგუმენტირებულად არის დასაბუთებული.
• წარსულში პოპულარული იდეა, რომ სიბერე „ორგანიზმის ცვეთის“
შედეგია, სადღეისოდ აქტუალური აღარ არის. მარტივი გენური
მოდიფიკაცია საკმარისია, რომ ჭიაყელას სიცოცხლის
ხანგრძლივობა 10-ჯერ სურ.2. პანდოს ვერხვის ხე (იუტას
ეროვნული პარკი) - ყველაზე დიდი ხნის ცოცხალი ორგანიზმი
დედამიწაზე 18 გაიზარდოს. უფრო მეტიც, ამჟამად ეჭვს არ იწვევს,
რომ გენური თერაპიის შედეგად მთელი რიგი დეგენერაციული
ცვლილებებისა, რომლებიც სიბერესთან არის ასოცირებული,
შეიძლება უკუგანვითარდეს ან თავიდან იქნეს აცილებული.
• აქედან გამომდინარე, საუკუნეების მანძილზე აქსიომად მიჩნეული
სენტენცია, რომ სიბერე, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელია,
მადლიერებით და ტოლერანტულად უნდა მივიღოთ, დღეს, XXI
საუკუნეში, ეჭვს ქვეშ დგება. ბოლო ათწლეულის მანძილზე დაბერების
პროცესის კვლევა იმდენად ინტენსიური და აქტუალური გახდა, რომ
რეალურად ჩნდება სრულფასოვანი სიცოცხლის - მენტალური და
ფიზიკური აქტიურობის წლების, მნიშვნელოვნად გახანგრძლივების
შესაძლებლობა. როგორც ჩანს, არცთუ ისე შორს არის ის დრო, როცა
ადამიანი შეძლებს დაბერების პროცესის მართვას (Villeponteau, 2013).
• ბუნებაში მრავალი მაგალითია ცოცხალი ორგანიზმების
ხანგრძლივი არსებობისა: გიგანტური სექვოია, რომელიც 3000
წელზე მეტ ხანს ცოცხლობს; დედამიწაზე ყველაზე დიდხანს
ცოცხლობს „პანდო“-ს სახეობის ვერხვი (“Pando” Aspen, იუტას
შტატის ეროვნული პარკი, აშშ) - დადგინდა, რომ ამ ხის ფესვების
სისტემა უკვე 80 000 – 100000 წლისაა (სურ.2), დეგენერაციის
ყოველგვარი ნიშნის გარეშე (De Woody, 2008). ხანგრძლივი
არსებობის მაგალითები ცხოვლეთა სამყაროშიც საკმაოდ მოიპოვება
- ჰიდრების, ლობსტერების (ასთაკვების), ზვიგენების ცალკეული
სახეობები ხანგრძლივი არსებობის მანძილზე რაიმე
მორფოლოგიურ ან ფუნქციურ ცვლილებებს არ განიცდიან.
• ამჟამად განიხილება რამდენიმე თეორია დაბერების პროცესის
შესახებ, რომლებიც სამ ჯგუფად (ცხრილი 2) არის დაყოფილი: 1)
საინფორმაციო მოლეკულების დაზიანების აკუმულაცია; 2)
სპეციფიკური გენების რეგულაცია; 3) ღეროვანი უჯრედების
დეფიციტი
• საინფორმაციო მოლეკულების დაზიანების აკუმულაცია
სპონტანური მუტაგენეზი; დნმ-ის აღდგენის სისტემების მოშლა;
„ცდომების“ კოპირება დნმ-ის, რნმ-ის და ცილების სინთეზის
მოშლა; ცდომის კატასტროფა სუპეროქსიდური რადიკალები და
„გამწმენდი“ ფერმენტების დეფიციტი. უჯრედების ოქსიდაციური
დაზიანება
• სპეციფიკური გენების რეგულაცია სპეციფიკური ცილის(ების)
სინთეზი გენეტიკურად განპირობებული (პროგრამირებული)
დაბერება ღეროვანი უჯრედების დეფიციტი ზემოთ ჩამოთვლილი
მექანიზმების კონვერგენცია პროლიფერაციის უნარის დაქვეითება
გერიატრიის კლინიკური ასპექტები

• სიბერე არ შეიძლება განვიხილოთ მხოლოდ როგორც ადამიანის სიცოცხლის


ბიოლოგიური ცვლილებების პერიოდი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სიბერის
ყველაზე დამახასიათებელი ნიშანთვისებაა კარგვა: სოციალური ფუნქციის კარგვა
(ჩვეულებრივ, ამის კონსტატაციაა პენსიაზე გასვლა), შემოსავლების შემცირება,
მეგობრებისა და ახლობლების დაკარგვა. ეს არის გაურკვევლობის პერიოდი,
რომელიც პირადი უსაფრთხოების, სიღარიბის, სხვაზე დამოკიდებულების შიშით
გამოიხატება. აქედან გამომდინარე, ხანდაზმულ ადამიანს გამოუმუშავდება
დამცავი მექანიზმები, რომლებიც ბიოლოგიურ და სოციალურ დეფიციტს
აკომპენსირებს. ექიმმა ხელი უნდა შეუწყოს ამ მექანიზმების განმტკიცებას, რაც
საბოლოო ჯამში განსაზღვრავს ხანდაზმულთა ადაპტაციის ხარისხს გარემო
პირობებთან.
• არცთუ იშვიათად, ხანდაზმული ადამიანი იმდენად კარგად არის
ადაპტირებული, რომ მისი პრობლემების გამოვლენა მეტად რთული
ამოცანაა. მაგალითად, რაიმე სერიოზული 23 პრობლემის მიმართ
ხანდაზმული ადამიანის დამოკიდებულება ხშირად მისი სრული
იგნორირებით გამოიხატება. თუ ეს პრობლემა დაკავშირებულია
დაავადებასთან, სმენის, მხედველობის დაქვეითებასთან, ანამნეზის
შეკრება გაძნელებულია. ასევე საკმაოდ რთული შეიძლება
აღმოჩნდეს ჩვეულებრივი გასაუბრებით ხანდაზმულის გონებრივი
სტატუსის, მისი დროში და სივრცეში ორიენტაციის დარღვევების
გამოვლენა. ამ მიზნით შემუშავებულია ხანდაზმულთა გონებრივი
მდგომარეობის სკრინინგის სპეციალური მეთოდები, რომლებიც
ქვემოთ არის განხილული.
• ხანდაზმული პაციენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული
პრობლემები საკმაოდ განსხვავდება ახალგაზრდა ასაკის პაციენტის
პრობლემებისგან. ხანდაზმულებს უხშირესად ქრონიკული
დაავადებები აწუხებთ, დაავადების დასაწყისი წაშლილია, ხოლო
კლინიკური ნიშნები ნაკლებად არის გამოხატული. სიბერის ერთ-
ერთი დამახასიათებელი ნიშანია დაბალი რეაქტიულობა
ნებისმიერი სტრესის, მათ შორის დაავადების მიმართ
• ხანდაზმული ავადმყოფის მკურნალობისას გათვალისწინებული
უნდა იქნეს, რომ მისი სრული განკურნება ხშირად შეუძლებელია.
ექიმმა უნდა გამოარჩიოს ის მდგომარეობები, რომელთა
მკურნალობა ეფექტური იქნება. ეს კი, პირველ რიგში, გულისხმობს
შეძლებისდაგვარად ავადმყოფის ფიზიოლოგიური და
ფსიქოლოგიური ადაპტაციის გაძლიერებას, რათა ავადმყოფი მეტად
დამოუკიდებელი გახდეს.
• ხანდაზმულთა ჩივილები მნიშვნელოვანწილად გარემოს ფაქტორებზე
არის დამოკიდებული. მაგალითად, პირველ სართულზე მცხოვრები
ხანდაზმული, რომელსაც გულის უკმარისობა აქვს, შედარებით უკეთ
გრძნობს თავს, ვიდრე მე5 სართულზე მცხოვრები მოხუცი, რომელიც ასევე
გულის უკმარისობით არის დაავადებული. გარემო ფაქტორების
უარყოფითმა ზემოქმედებამ შეიძლება ხანდაზმულთა ინვალიდობის
პროცესი დააჩქაროს და მთელი რიგი დაავადებების განვითარების რისკი
გაზარდოს.
• ნიშანდობლივია, რომ მხოლოდ გერიატრიული ავადმყოფისათვის
დამახასიათებელ დაავადებათა ჩამონათვალი არ ამოწურავს
ხანდაზმული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ამ ასაკის
პაციენტების გამოკვლევისას და მკურნალობის დროს
გათვალისწინებული უნდა იყოს ე.წ. გერიატრიული სინდრომის
არსებობა, რომელიც მოიცავს შემდეგ პრობლემებს:
• უმოძარაობა სინდრომი
• წონასწორობის დაკარგვა • იზოლაცია (დეპრესია)
• შარდის შეუკავებლობა • გამოფიტვა (მალნუტრიცია)
• ინტელექტის დაქვეითება • იატროგენეზი
• ინფექციებისადმი მიდრეკილება • უძილობა
• მხედველობისა და სმენის • იმუნოდეფიციტი 24
დაქვეითება • იმპოტენცია
• გაღიზიანებული ნაწლავის
დამხამრე საშუალებები
გერიატრიაში
• დამხმარე საშუალებები გერიატრიაში

You might also like