Professional Documents
Culture Documents
New Microsoft PowerPoint Presentation
New Microsoft PowerPoint Presentation
• ა.შ.შ. კლასიფიკაციით:
• 65-74 - „ახალგაზრდა მოხუცი“
• 75-84 - მოხუცი
• 85-ის ზემოთ - „მოხუცი მოხუცი
• დაბერება შეიძლება სხვადასხვა სახით წარიმართოს :
ბუნებრივი (ფიზიოლოგიური, ნორმალური)
შენელებული (რეტარდირებული)- განაპირობებს დღეგრძელიბის
ფენომენს.
დღეგრძელობა - მაღალ ასაკობრივ ზღვრამდე სიცოცხლის
ბიოლოგიური და სოციალური ფენომენი.
დაჩქარებული (პათოლოგიური ) დაბერება - ასაკობრივი
ცვლილებების ნაადრევი განვითარება.
• დაბერების პროცესი 4 ასპექტისგან შედგება: 1. ქრონოლოგიური 2.
ბიოლოგიური 3. სოციალური 4. ფსიქოლოგიური
„ნორმალურ“ სიბერესთან ასოცირებული
ცვლილებები
• ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ექიმისთვის
განასხვავოს სიბერის პროცესთან ასოცირებული მოვლენები
პათოლოგიური პროცესის სიმპტომებისგან. სამწუხაროდ, არცთუ
იშვიათად ექიმი რაიმე დაავადების ნიშნებს ავტომატურად სიბერეს
მიაწერს ხოლმე, რაც უხშირესად სავალალო შედეგით სრულდება.
მეორე მხრივ, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ
ხშირად, როცა ადამიანი ხანდაზმულ ასაკს აღწევს, მას უკვე
შეძენილი აქვს მთელი რიგი დაავადებები (ძირითადად ქრონიკული
მიმდინარეობის), რომლებიც თანდათანობით პროგრესირებას
განიცდიან. აქედან გამომდინარე, გადამწყვეტი მნიშვნელობა
ახალგაზრდა და ზრდასრულობის პერიოდში დაავადებების
რაციონალურ მკურნალობასა და პრევენციას ენიჭება.
• სიბერესთან ასოცირებული ცვლილებები შეიძლება
დავახასიათოთ, როგორც თანდათანობით „კარგვასთან“
დაკავშირებული მოვლენები. ეს „ცვეთის“ პროცესი ახალგაზრდა
ასაკიდან იწყება (რეალურად ორგანიზმი დაბერებას ხომ ამ
პერიოდიდან იწყებს), მაგრამ ამ მოვლენების მანიფესტაცია
ძირითადად სიბერეში ხდება. დაწყებული 30 წლის ასაკიდან
ორგანოთა უმრავლესობა ყოველწლიურად თავის ფუნქციის
დაახლოებით 1%-ს კარგავს, თუმცაღა უკანასკნელი წლების
კვლევებით დადგინდა, რომ ამ კანონზომიერებას ყველა ორგანო
არ ემორჩილება, სიბერეში ორგანოთა დისფუნქციის
გამოვლინება ხდება გარკვეული ზღვარის მიღწევის შემდეგ.
• ორგანოს დუსფუნქცია ორ ფაქტორზეა დამოკიდებული: 1)
ხანდაზმულობის პერიოდში მისი ფუნქციის მოშლის ხარისხზე; 2)
დატვირთვაზე, რომელიც ამ ორგანოს აკისრია. ეს უკანასკნელი
ფაქტორი მეტად მნიშვნელოვანია და მის გაუთვალისწინებლობას
ხშირად ექიმი მცდარ დასკვნამდე მიჰყავს. მაგალითად, ხანდაზმულ
ადამიანს უზმოზე გლუკოზის დონე სისხლში შეიძლება ნორმალური
ჰქონდეს, მაგრამ გლუკოზით დატვირთვიდან 2 საათის შემდეგ ეს
პარამეტრი დარღვეული აღმოჩნდეს. ასეთივე ცვლილებები
შეიძლება გამოვლინდეს სხვა ორგანოების, მათ შორის გულ-
სისხლძარღვთა სისტემის, მხრივ. ყოველივე ზემოხსენებული
მოწმობს, თუ რამდენად გადამწყვეტი მნიშნველობა აქვს პაციენტის
ორგანოების და სისტემების სარეზერვო ფუნქციის დადგენას.
1. ზოგადი სტატუსი: სიმაღლეში კლება (მალების კომპრესია,
ხერხემლის გამრუდების, კიფოზის შედეგად) წონაში კლება
(განსაკუთრებით 80 წლის ასაკს გადაცილებულებში) ცხიმის და
კუნთოვანი მასის შეფარდების კოეფიციენტის შემცირება
2. კანი ტურგორის დაქვეითება (ორგანიზმში წყლის მოცულობის
შემცირება) დანაოჭება; საოფლე ჯირკვლების ატროფია.
3. გულ-სისხლძარღვთა სისტემა არტერიების კედლების
გამკვრივება და კალციფიკაცია აორტის ჩათვლით არტერიების
ინტიმის გასქელება გულის სარქვლების ფიბროზი • გულის
წუთმოცულობის შემცირება; • გულისცემის სიხშირის
არაადეკვატურობა; დატვირთვის მიმართ; • პერიფერიული
სისხლძარღვების ელასტიურობის დაკარგვა.
• თირკმლები ანომალური გორგლების რაოდენობის მატება •
კრეატინინის კლირენსის დაქვეითება; • თირკმლებში სისხლის
მიმოქცევის დაქვეითება; • შარდის მაქსიმალური ოსმოლარობის
შემცირება.
• სასუნთქი სისტემა ალვეოლების ელასტიურობის შემცირება •
ფილტვის სასიცოცხლო ტევადობის შემცირება; • ჟანგბადის
შთანთქმის უნარის დაქვეითება; • ხველის რეფლექსის დასუსტება.
მოციმციმე ეპითელიუმის აქტიურობის დაქვეითება კუჭ-ნაწლავის
ტრაქტი კუჭის მჟავიანობის დაქვეითება
• საჭმლის მონელების შენელება; • ნაწლავების პერისტალტიკის
შენელება. კუჭის ლორწოვანის ატროფია ჩონჩხი
• ოსტეოართროზი; ძვლის ქსოვილის განლევა (ოსტეოპოროზი).
სპონტანური მოტეხილობებისადმი მიდრეკილება
• თვალი Arcus senilis; • აკომოდაციის დაქვეითება; •
შორსმხედველობა; • ფერადი მხედველობის შესუსტება; •
კატარაქტისადმი მიდრეკილება; • სივრცითი მხედველობის
დარღვევა. გუგის შევიწროება; ბროლის ზომაში მომატება.
• სმენა შიდა ყურის სტრუქტურების დეგენერაციული ცვლილებები
მაღალი სიხშირის ხმიანობის აღქმის უნარის დაქვეითება.
ევსტაქის მილის პროგრესირებადი ობსტრუქცია სმენითი
ნეირონების რაოდენობის შემცირება
• იმუნური სისტემა T-უჯრედების აქტიურობის დაქვეითება
• ნერვული სისტემა თავის ტვინის მასის შემცირება • მოტორული
რეაქციის 17 ქერქის უჯრედების რაოდენობის შემცირება
გახანგრძლივება; • ფსიქომოტორული აქტიურობის შენელება; •
ინტელექტუალური აზროვნების დაქვეითება; ახლის სწავლის
გაძნელება; • ძილის ხანგრძლივობის შემცირება.
• ენდოკრინული სისტემა ტრიიოდთირონინის (T3) სეკრეციის
დაქვეითება; თავისუფალი (შეუკავშირებელი) ტესტოსტერონის
შემცველობის დაქვეითება სისხლში; ინსულინის კონცენტრაციის
მომატება სისხლში; ნორადრენალინის დონის მატება სისხლში;
პარათჰორმონის დონის გაზრდა სისხლში; ვაზოპრესინის
შემცველობის მომატება სისხლში.
• სადღეისოდ ეჭვს არ იწვევს, რომ დაბერება მულტიფაქტორული
პროცესია. ხანგრძლივი სიცოცხლე ხშირად ორგანიზმის
მეტაბოლიზმის გაძლიერებასა და სხვადასხვა სახის სტრესისადმი
მდგრადობასთან ასოცირდება. გენეტიკური ფაქტორის
მნიშვნელობა სიბერის რეგულაციაში ექსპერიმენტულ
ცხოველებში არგუმენტირებულად არის დასაბუთებული.
• წარსულში პოპულარული იდეა, რომ სიბერე „ორგანიზმის ცვეთის“
შედეგია, სადღეისოდ აქტუალური აღარ არის. მარტივი გენური
მოდიფიკაცია საკმარისია, რომ ჭიაყელას სიცოცხლის
ხანგრძლივობა 10-ჯერ სურ.2. პანდოს ვერხვის ხე (იუტას
ეროვნული პარკი) - ყველაზე დიდი ხნის ცოცხალი ორგანიზმი
დედამიწაზე 18 გაიზარდოს. უფრო მეტიც, ამჟამად ეჭვს არ იწვევს,
რომ გენური თერაპიის შედეგად მთელი რიგი დეგენერაციული
ცვლილებებისა, რომლებიც სიბერესთან არის ასოცირებული,
შეიძლება უკუგანვითარდეს ან თავიდან იქნეს აცილებული.
• აქედან გამომდინარე, საუკუნეების მანძილზე აქსიომად მიჩნეული
სენტენცია, რომ სიბერე, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელია ,
მადლიერებით და ტოლერანტულად უნდა მივიღოთ, დღეს, XXI
საუკუნეში, ეჭვს ქვეშ დგება. ბოლო ათწლეულის მანძილზე დაბერების
პროცესის კვლევა იმდენად ინტენსიური და აქტუალური გახდა , რომ
რეალურად ჩნდება სრულფასოვანი სიცოცხლის - მენტალური და
ფიზიკური აქტიურობის წლების, მნიშვნელოვნად გახანგრძლივების
შესაძლებლობა. როგორც ჩანს, არცთუ ისე შორს არის ის დრო , როცა
ადამიანი შეძლებს დაბერების პროცესის მართვას (Villeponteau, 2013).
• ბუნებაში მრავალი მაგალითია ცოცხალი ორგანიზმების
ხანგრძლივი არსებობისა: გიგანტური სექვოია, რომელიც 3000
წელზე მეტ ხანს ცოცხლობს; დედამიწაზე ყველაზე დიდხანს
ცოცხლობს „პანდო“-ს სახეობის ვერხვი (“Pando” Aspen, იუტას
შტატის ეროვნული პარკი, აშშ) - დადგინდა, რომ ამ ხის ფესვების
სისტემა უკვე 80 000 – 100000 წლისაა (სურ.2), დეგენერაციის
ყოველგვარი ნიშნის გარეშე (De Woody, 2008). ხანგრძლივი
არსებობის მაგალითები ცხოვლეთა სამყაროშიც საკმაოდ
მოიპოვება - ჰიდრების, ლობსტერების (ასთაკვების), ზვიგენების
ცალკეული სახეობები ხანგრძლივი არსებობის მანძილზე რაიმე
მორფოლოგიურ ან ფუნქციურ ცვლილებებს არ განიცდიან.
• ამჟამად განიხილება რამდენიმე თეორია დაბერების პროცესის
შესახებ, რომლებიც სამ ჯგუფად (ცხრილი 2) არის დაყოფილი: 1)
საინფორმაციო მოლეკულების დაზიანების აკუმულაცია; 2)
სპეციფიკური გენების რეგულაცია; 3) ღეროვანი უჯრედების
დეფიციტი
• საინფორმაციო მოლეკულების დაზიანების აკუმულაცია
სპონტანური მუტაგენეზი; დნმ-ის აღდგენის სისტემების მოშლა;
„ცდომების“ კოპირება დნმ-ის, რნმ-ის და ცილების სინთეზის
მოშლა; ცდომის კატასტროფა სუპეროქსიდური რადიკალები და
„გამწმენდი“ ფერმენტების დეფიციტი. უჯრედების ოქსიდაციური
დაზიანება
• სპეციფიკური გენების რეგულაცია სპეციფიკური ცილის(ების)
სინთეზი გენეტიკურად განპირობებული (პროგრამირებული)
დაბერება ღეროვანი უჯრედების დეფიციტი ზემოთ ჩამოთვლილი
მექანიზმების კონვერგენცია პროლიფერაციის უნარის
დაქვეითება
გერიატრიის კლინიკური ასპექტები