You are on page 1of 10

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ლეილა მახარაძე, რომან


შაინიძე.

მოძრაობათა და მდგომარეობათა ანატომიური საფუძვლები

ფიზიკური მედიცინა და სამედიცინო რეაბილიტაცია

საშინაო ნაშრომი

სამეცნიერო ხელმძღვანელი

ასოც. პროფესორი: ნაზიბროლა ცივაძე

ბათუმი - 2022
ხერხემალი და ზედა კიდურის სარტყელი

ხერხემალი

ხერხემალი ადამიანის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ცენტრალური ნაწილია.


ესაა ურთულესი კონსტრუქცია, რომლის მეშვეობითაც ადამიანი წელში გამართული
დადის და სძლევს დედამიწის მიზიდულობის ძალას. ადამიანის ხერხემალს სვეტის
ფორმა აქვს და 31-32 მალისგან შედგება. მალებს, მდებარეობისა და მორფოლოგიური
ნიშნების მიხედვით, 5 ჯგუფად ჰყოფენ, ესენია:

1. კისრისა - 7;

2. გულმკერდისა - 12;

3. წელისა - 5;

4. გავის მალების ჯგუფს 5 მალის გაერთიანებით მიღებული ერთიანი გავის ძვალი


წარმოადგენს;

5. კუდუსუნის მალები - 2-3.

მალებს ერთმანეთის მსგავსი აგებულება და მრავალი საერთო მორფოლოგიური


ნიშანი აქვთ, თუმცა ზოგიერთი მათგანი დანარჩენებისგან რამდენადმე მაინც
განსხვავდება. მათ მოიხსენიებენ ტიპიურ და არატიპიურ მალებად. რომელი
ჯგუფისაც არ უნდა იყოს, ყველა მალას აქვს სხეული - ცენტრალური და ყველაზე
მასიური ნაწილი, რომელიც უკანა გვერდითი კიდეებიდან ორივე მხარეს არის
წარზიდული და ერთნაირი ზომის მალის რკალებს ქმნის. მალის სხეული და
რკალები შემოსაზღვრავს თავისუფალ სივრცეს - მალის ხვრელს, მალების ხვრელთა
ერთობლიობა კი ქმნის ხერხემლის ძვლოვან არხს, რომელშიც ზურგის ტვინია
მოთავსებული. ხერხემლის მალებს შორის საკმაოდ მცირე ზომის მალათაშორისი
სივრცეებია, სადაც გაივლის ზურგის ტვინიდან გამომავალი ნერვები.
განსხვავებული აგებულებისაა უმთავრესად გულმკერდისა და კისრის მალები.
გულმკერდის მალებს გამოარჩევს სანეკნე ფოსოები - ადგილი, სადაც მათზე ნეკნებია
მიმაგრებული, ხოლო კისრისას - დამატებითი განივი ხვრელი.

განვიხილოთ ხერხემლის პირველი ნაწილი, ანუ კისრის მალები. ხერხემლის ეს


განყოფილებაში გადის ყველა სხვა სეგმენტზე მეტი სისხლძარღვი და ნერვი,
რომლებიც კისერთან ერთად სახისა და თავის ქალას კვებასა და ინერვაციასაც
ახორციელებენ. კისრის სეგმენტზე მდებარეობს ერთ-ერთი უმსხვილესი
სისხლძარღვი - ხერხემლის არტერია, რომელიც კისრის მალების წანაზარდებს შორის
გაივლის. ეს ძალზე ვიწრო არხია, ამიტომ კისრის მალების მცირედი ცვლილებაც კი
ამ არტერიის მიჭყლეტასა და სპაზმს იწვევს, რაც სხვადასხვა ავადმყოფური ნიშნით
ვლინდება. კისრის მალებისთვის დამახასიათებელია ისიც, რომ ისინი ერთმანეთს
უფრო მჭიდროდ ეკვრიან, ამიტომ ხერხემლის ნებისმიერი, უმნიშვნელო ცვლილებაც
კი, ასევე - დატვირთვის გაზრდა ყველაზე სწრაფად სწორედ ამ ნაწილში იწვევს
ნორმალური ფუნქციობის მოშლას, ნერვებსა და სისხლძარღვებზე ზეწოლას და
ზურგის ტვინის დაზიანებასაც კი. ადამიანის ძვლები არც ისე მტკიცეა, რომ გაუძლოს
მუდმივ სტატიკურ თუ დინამიკურ დატვირთვას, სიმძიმეების აწევას, სიარულს,
სირბილსა თუ სპორტს და არ დაიშალოს, ამიტომ ბუნებამ ხერხემალი მალათაშუა
დისკოებით აღჭურვა, რომლებიც მაამორტიზებელი თვისებების წყალობით
რამდენადმე ამცირებს დარტყმით დატვირთვებს. მალათაშუა დისკოები ერთგვარი
ელასტიკური საფენებია, რომლებიც მალების სხეულებს შორისაა მოქცეული. მათი
ფუნქცია დარტყმითი დატვირთვების ამორტიზაცია და მალებს შორის თავისუფალი
მოძრაობის უზრუნველყოფაა. ჯანმრთელი დისკო წყლისა და ნახშირწყლებისგან
შედგება, რომლებიც მას ჟელესმაგვარ სტრუქტურასა და მყარ ელასტიკურ თვისებებს
სძენს. მისი უმეტესი ნაწილი წყალია, დაახლოებით 30% კი პოლისაქარიდები.
დისკოს მჭიდრო ანატომიურ-ფუნქციური კავშირი აქვს მთელ ხერხემლთან, მის
ცალკეულ სტრუქტურებთან და უზრუნველყოფს მის სიმყარეს, გამძლეობასა და
ელასტიკურობას. დისკო სამი ნაწილისგან შედგება. ესენია:

1. წყვილი ჰიალინური ფირფიტა;

2. პულპოზური ბირთვი;

3. ფიბროზული რგოლი.

ჰიალინური ფირფიტების საშუალებით დისკო მჭიდროდ ეკვრის ზედა და ქვედა


მალებს. ერთი სიტყვით, მალათაშუა დისკოები ჩვენი სხეულის ბიოლოგიური
ამორტიზატორებია, რომლებიც სხვადასხვა სახის "დარტყმებს" ხერხემლის ღერძის
გასწვრივ ანაწილებს. ხერხემლის ტიპიურ მალად მიჩნეულია გულმკერდის მალა,
რომელსაც გააჩნია სხეული და რკალი, რომლებიც უკანა მხარეს ქმნიან კენტ წვეტიან
მორჩს, გარდა ამისა ტიპიურ მალას გააჩნია 3 წყვილი მორჩი: განივი მორჩები
ნეკნებთან დასაკავშირებლად, ზედა და ქვედა სასახსრე მორჩები მალების
ერთმანეთთან დასაკავშირებლად. სხეულსა და რკალს შორის იქმნება მალის ხვრელი
და როცა ხერხემალში ყველა მალა ერთმანეთზე დალაგდება, მაშინ ხვრელების
ერთობლიობა ქმნის ხერხემლის არხს, რომელშიც ზურგის ტვინი არის
მოთავსებული. მალების რკალზე იქ სადაც ისინი სხეულიდან წარიზიდებიან
აღინიშნება ზედა და ქვედა ნაჭდევები, რომლებიც მთლიან ხერხემალში ქმნიან
მალთაშუა ხვრელებს, საიდანაც გამოდის ზურგის ტვინის ნერვები. ტიპიური
მალებისაგან განსხვავდება სხვა მიდამოს მალები. კისრის მალებს განსხვავებით სხვა
მალებისაგან განივ მორჩებზე გააჩნიათ განივი ხვრელები, სადაც გაივლიან
ხერხემლის არტერიები. კისრის მალების წვეტიანი მორჩები გაორკაპებულია.
გულმკერდი წაკვეთილი კონუსის ფორმის ღრუა, რომელიც მოისაზღვრება: უკნიდან
ხერხემლის გულმკერდის 12 მალით, გვერდებიდან და წინიდან 12 წყვილი ნეკნით,
წინიდან ნეკნთა ხრტილოვანი დაბოლოებებით და მკერდის ძვლით. მასში
მოთავსებულია გული, ფილტვები და მაგისტრალური სისხლძარღვები. ადამიანს
გააჩნია 12 წყვილი ნეკნი, რომელიც მკერდის ძვალთან დაკავშირების მიხედვით
იყოფა 2 ჯგუფად: ნამდვილი და ცრუ. ნამდვილი ნეკნები, პირველი 7 წყვილია,
რომლებიც უშუალოდ მკერდის ძვალს უკავშირდებიან. დანარჩენი 5 წყვილი არის
ცრუ ნეკნები, აქედან მე-11 და მე-12 ნეკნების ბოლოები თავისუფლად მთავრდება
რბილ ქსოვილებში და მათ მერყევი ნეკნები ეწოდებათ. მე-8-9-10-ე ნეკნები თავიანთი
ხრტილოვანი დაბოლოებებით უკავშირდებიან ერთმანეთს, შემდეგ მე-7 ნეკნს და
ქმნიან ნეკნთა რკალს რომელიც მოსაზღვრავს მკერდქვეშა კუთხეს. გულმკერდის
ზომა და ფორმა დამოკიდებულია სქესსა და ასაკზე, შრომით საქმიანობაზე.
ფიზიკურად განვითარებულ და ჯანმრთელ ადამიანებს აქვთ კონუსისებური ფორმის
გულმკერდი, სუსტი ფიზიკური განვითარებისას - ბრტყელი, ხოლო საშუალოს კი
ცილინდრული. თავის ტვინიდან გამოდის 12 წყვილი ნერვი: I - ყნოსვის; II -
მხედველობის; III - თვალის მამოძრავებელი; IV - ჭაღისებრი; V - სამწვერა; VI -
განმზიდველი; VII - სახის; VIII - კარიბჭე-ლოკოკინა; IX - ენა-ხახის; X - ცდომილი; XI
- დამატებითი; XII - ენისქვეშა; რომლებიც სათითაოდ გადის ნეკნებში და
უზრუნველყოფს ადამიანის სასიცოცხლო ფუნქციების ნორმალურ ფუნქციონირებას.

ზურგის კუნთები იყოფა ორ ჯგუფად: ზედაპირული და ღრმა ჯგუფის კუნთები.


ზედაპირული კუნთები იწყება მალების წვეტიანი მორჩებიდან უმაგრდება ბეჭსა და
ნეკნებს. ღრმა კუნთები შედგება მოკლე და გრძელი კუნთებისაგან, რომლებიც
განლაგებულია ხერხემლის გასწვრივ გავის ძვლიდან კეფის ძვლამდე მალების
წვეტიან და განივ მორჩებს შორის. ლატერალურად მდებარე კუნთები
გაერთიანებულია ერთ გრძელ კუნთად და მას ზურგის გამმართველი კუნთი
ეწოდება. გულმკერდის კუნთები: გულმკერდის კუნთები სამ ჯგუფად იყოფა: I -
კუნთები რომლებიც დაკავშირებული არიან ზემო კიდურებთან; II - საკუთრივ
გულმკერდის კუნთები, რომლებიც დაკავშირებული არიან გულმკერდის ჩონჩხის
ძვლებთან და მონაწილეობენ მხოლოდ სუნთქვით ფუნქციაში; III - დიაფრაგმა ანუ
შუასაძგიდი.

ზემო კიდურის სარტყელი

ზემო კიდურის ჩონჩხი და ზემო კიდურის კუნთები იყოფა სარტყელისა და


თავისუფალ ნაწილებად. ზემო კიდურის სარტყლის კუნთები განლაგებულია მხრის
სახსრის ირგვლივ, ისინი იწყება სარტყელის ძვლებიდან და უმაგრდება თავისუფალ
ნაწილს, ახორციელებს მოძრაობას მხრის სახსარში.

ზემო კიდურის სარტყელი იქმნება ლავიწისა - Clavicula და ბეჭის ძვლებისგან -


Scapula Scapula, ასევე მხრის ძვლისგან - humerus, რომლებსაც ერთმანეთთან
აკავშირებს მხრის სახსარი ზემო კიდურის სარტყელსა და თავისუფალ ნაწილებს და
ქმნის სრულ კინემატიკურ ჯაჭვს.

ლავიწი - Clavicula წყვილი ლულოვანი ძვალია რომელიც, წარმოდგენილია


სხეულისა და ორი ბოლოთი - სამკერდე ბოლო და სამხრე ანუ, აკრომიული ბოლო.
სამკერდე ბოლოს აქვს სამკერდე სასახსრე ზედაპირი, რითიც იგი ენაწევრება
მკერდის ტარს. აკრომიული სასახსრე ზედაპირით კი, ლავიწი ესახსრება ბეჭის
აკრომიონს. ზემო კიდურის სარტყელის ერთ-ერთი კუნთია დელტისებრი კუნთი,
რომელიც იკავებს მხრის სახსრის ზედა მიდამოს და ფარავს მას. იგი იწყება ბეჭის
ქედიდან, აკრომიონიდან და ლავიწის აკრომიონის ბოლოდან, უმაგრდება მხრის
ძვლის თანამოსახელე ხორკლს. ამ კუნთის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს მხრის
განზიდვას ჰორიზონტალურ მდგომარეობამდე.

ბეჭის ძვალი მიეკუთვნება ბრტყელ ძვლებს, იგი მდებარეობს ზურგის კუნთებს


შორის II – VII ნეკნების დონეზე. ბეჭის ძვალზე განარჩევენ სამ კიდეს ზემოს,
მედიალურსა და ლატერალურს. ბეჭის ზემო კიდეზე გვხვდება ბეჭის ნაჭდევი,
რომელზეც გადაჭიმულია ბეჭის ზემო განივი იოგი. ნაჭდევთან ერთად იგი
წარმოქმნის ხვრელს, რომელშიც გაივლის ბეჭზედა ნერვი. ბეჭის მედიალური კიდე
უფრო გრძელი და თხელია. ის კარგად ისინჯება კანიდან. ბეჭის ლატერალური კიდე
სქელია და მიმართულია იღლიისკენ. მისი ზემო კუთხე მომრგვალებულია და
მიემართება ზემოთ და მედიალურად. ქვემო კუთხე კი, ხორკლიანია, გასქელებულია
და მიმართულია ქვევით. ლატერალური კუთხის გარეთა ზედაპირზე მდებარეობს
სასახსრე ფოსო, რომელსაც მხრის ძვლის თავი ენაწევრება. ბეჭის ძვალს გააჩნია ორი
ზედაპირი წინა, სანეკნე ზედაპირი და დორსალური ზუკანა, ედაპირი. - იგი ბეჭის
ქედით იყოფა ორ ნაწილად ზედა პატარა ქედზედა ფოსო და ქვედა დიდი ქედქვედა
ფოსო. ბეჭის ქედი კარგად განვითრებულია და მისი ბოლო მიემართება გარეთ,
სქელდება და ქმნის მორჩს, რომელსაც აკრომიონის მორჩი ეწოდება. აკრომიონს აქვს
სასახსრე ზედაპირი ლავიწთან შესასახსრებლად. ქედზედა ფოსოს მთლიანად
ფარავს ქედზედა კუნთი. მისი მყესის ცალკეული ბოჭკოები უკავშირდება მხრის
სასახსრე ჩანთას და ჭიმავს მას. მისი ფუნქციაა მხრის განზიდვა. ქედქვედა კუნთი
მთლიანად ავსებს ქედქვედა ფოსოს, აქედან იღებს მისი ბოჭკოები საწყისს და
უმაგრდება მხრის დიდ ბორცვს. მის ფუნქციას წარმოადგენს მხრიდ მოზიდვა და
გაშლა, ასევე მონაწილეობს მის სუპინაციაში. ზედა კიდურის სარტყელში, ასევე
გვხვდება მცირე მრგვალი კუნთი. ის სიგძეზე გაჰყვება ქედქვედა კინთის ქვედა
კიდეს. ის იწყება ბეჭის გარეთა კიდიდან. ემაგრება მხრის დიდ ბორცვს. ის
მონაწილეობს მხრის მოზიდვაში, გაშლაში და სუპინაციაში. დიდი მრგვალი კუნთი
იწყება ბეჭის ქვედა კუთხიდან, მიემართება ჰორიზონტალურად გარეთ და
უმაგრდება მხრის მცირე ბორცვის ქედს. მისი ფუნქციაა მხრის მოზიდვა, გაშლა და
პრონაციაა.

ბეჭის წინა ზედაპირზე მდებარეობს ბეჭქვეშა კუნთი, რომელიც სრულად ფარავს


ბეჭქვეშა ფოსოს, უმაგრდება მხრის ძვლის მცირე ბორცვს. მისი ფუნქციაა
ზემოაღწერილ კუნთებთან ერთად მხრის მოზიდვა და პრონაცია.

ზემო კიდურის თავისუფალ ნაწილს წარმოადგენს მხარი, წინამხარი და მტევანი.

ზემო კიდურის თავისუფალი ნაწილის კუნთები იყოფა მხრის, წინამხრის და მტევნის


კუნთებად. მხრის კუნთები განლაგებულია მხრის წინა და უკანა ზედაპირზე. წინა
ზედაპირზე განლაგებული კუნთები მომხრელებია, ხოლი უკანა ზედაპირზე
გამშლელები.

მხრის ძვალი მიეკუთვნება გრძელ ლულოვან ძვლებს, მასზე განარჩევენ სხეულსა


და ორ ბოლოს: ზემო და ქვემო ბოლოებს. მხრის ძვლის სხეულს სამწახნაგა ფორმა
აქვს, ის ზემო ნაწილში მომრგვალებულია, ხოლო ბოლოში გაგანიერებული. ქვემო
ნაწილში განარჩევენ უკანა და წინა ზედაპირებს. წინა ზედაპირი მცირედ
გამოხატული კიდით გაყოფილია ორ ზედაპირად: წინა მედიალურ და წინა
ლატერალურ ზედაპირებად. მხრის ძვლის სხეულის წინა მედიალურ ზედაპირზე
მდებარეობს მასაზრდოებელი ხვრელი, ის გადადის მასაზრდოებელ არხში.
მასაზრდოებელი ხვრელის ზემოთ, სხეულის წინა ლატერალურ ზედაპირზე
მდებარეობს დელტისებრი ხორკლი, რომელიც დელტისებრი კუნთის მიმაგრების
ადგილს წარმოადგენს. მხრის ძვლის სხეულის უკანა ზედაპირზე, დელტისებრი
ხორკლის უკან, ზემოდან ქვემოთ და შიგნიდან გარეთ მხარეზე სპინალურად
მიემართება სხივის ნერვის ღარი.
მხრის ძვლის წინა ზედაპირს სრულად იკავებს, მხრის ორთავა კუნთი. ეს კუნთი
იყოფა გრძელ და მოკლე თავებად. გრძელი თავი იწყება ბეჭის ზედა სასახსრე
ბორცვიდან, რომლის საკმაოდ გრძელი მყესი გაივლის მხრის სასახსრე
ჩანთაში,გადაუვლის მხრის ძვალს ზევიდან და წინიდან. მოკლე თავი კი
ნისკარტისებრი მორჩიდან იღებს საწყისს. საერთო მუცლის შექმნის შემდეგორთავა
კუნთის მძლავრი მყესოვანი დაბოლოება უმაგრდება სხივის ძვლის ბორცვს. მისი
ფუნქციაა წინამხრის მოხრა იდაყვის სახსარში. მხარზე ასევე გვხვდება
თანამოსახელე კუნთი, რომელიც იწყება დელტისებრი ხორკლის ქვედა კიდის
დონეზე, გადაუვლის იდაყვის სახსარს, სადაც მისი ბოჭკოების ნაწილი უერთდება
სასახსრე ჩანთას, მიემაგრება იდაყვის ძვლის ხორკლსა და მის გვირგვინისებრ მორჩს.
ნისკარტ-მხრის კუნთი, რომელიც იწყება ნისკარტისებრი მორჩიდან. მისი მყესი
მხრის ძვლის შუა ნაწილამდე აღწევს, სადაც უმაგრდება მას და მხრის კუნთთაშუა
მედიალურ ძგიდეს. მისი ფუნქციაა მოზიდვა და მხრის მოხრა. მხრის სამთავა კუნთი
რომელიც მიეკუთვნება რთულ კუნთებს, საწყისს იღებს ქვედა სასახსრე ბორცვიდან.
ის მხარს და იდაყვის სახსრებს ისე გადაუვლის რომ მხრის ძვალს უშუალოდ არ
უკავშირდება. მათი მედიალური და ლატერალური თავები იწყება მხრის უკანა
ზედაპირზე. მედიალური თავი იწყება სხივის ნერვის ღარის ქვევით და
მედიალურად, ლატერალური კი მის ზევით და გარეთ. ამ თავებსა და მხრის ძვალს
შორის რჩება ძვალ-კუნთოვანი არხი სხივის ნერვისა და მხრის ღრმა არტერიისათვის.
იკრიბება სამივე თავი და იქმნება მძლავრი მყესოვანი დაბოლოება, რომელიც
უმაგრდება იდაყვის მორჩს. მისი ფუნქციაა წინამხრის გაშლა და მოზიდვა.

იდაყვის კუნთი პატარა კუნთია, რომელიც იწყება მხრის ძვლის ლატერალური


ზედაროკიდან და სხივის გვერდითი იოგიდან, უმაგრდება იდაყვის სასახსრე ჩანთას
და იდაყვისძვლის უკანა ზედაპირს. ის შლის წინამხარს.
წინამხრის ძვლები შდგება ორი ლულისებრი ძვლისგან - სხივისა და იდაყვისგან. ამ
ორ ძვალს შორის თავისუფალ სივრცეს, წინამხრის ძვალთაშუა სივრცე ეწოდება.
სხივის ძვალი მდებარეობს ლატერალურად, ხოლო იდაყვის მედიალურად.

სხივის ძვალს აქვს სხეული და ორი ბოლო: ზემო და ქვემო.

იდაყვის ძვალზეც განარჩევენ სხეულსა და ორ ბოლოს: ზემო და ქვემო ბოლოებს.


იდაყვის კუნთი მოკლე კუნთია, რომელიც იწყება მხრის ძვლის ლატერალური
ზედაროკიდან და სხივის გვერდითი იოგიდან. უმაგრდება იდაყვის სასახსრე
ჩანთასდა იდაყვის ძვლის უკანა ზედაპირს.

წინამხრის კუნთები განლაგებისა და ფუნქციის მიხედვით იყოფა ორ ჯგუფად.


წინა ზედაპირზე განლაგებულ კუნთებად და უკანა ჯგუფის კუნთებად. წინა
ზედაპირზე განლაგებული კუნთები მაჯისა და თითების მოხრას და წინამხრის
პრონაციას ახორციელებენ. უკანა ჯგუფის კუნთები კი მოქმედებენ ანტაგონისტურად
- შლიან წინამხარს, მაჯასა და თითებს, ასევე ახდენენ წინამხრის სუპინაციას.
წინამხრის კუნთბში ასევე გვხვდება მაჯის სხივისაკენ მომხრელი კუნთი. იგი
მდებარეობს წინამხრის შუა ხაზზე, ზედაპირულად, ბოჭკოების განლაგებით ის
მიეკუთვნება ორმხრივ ფრთისებრ კუნთებს. ის უმაგრდება ნების II ძვლის ფუძეს. ეს
არის მრავალსახსროვანი კუნთი და მისი ფუნქციაა სხივ-მაჯისა და იდაყვის
სახსრებში მოხრა, ასევე ნაწილობრივ მონაწილეობს პრონაციასა და მაჯის
განზიდვაში.

მტევანი შედგება შემდეგი ძვლებისაგან: მაჯის


ძვლები; ნების ძვლები; მტევნის თითების
ფალანგები. მტევნის კუნთები იყოფა სამ ჯგუფად:
კუნთები რომლებიც ქმნიან ცერის შემაღლებას,
კუნთები რომლებიც ქმნიან ნეკის შმაღლებას და
ნების ძვალთაშუა კუნთები, რომელშიც არჩევენ ხელზურგის და ხელისგულის მხრივ
ძვალთაშუა კუნთებს.

მაჯის ძლები განლაგებულია ორ რიგად, პროქსიმალური რიგის ძვლები ენაწევრება


წინამხრის ძვლებს, - ამ რიგის ძვლებს მიეკუთვნება: ნავისებრი ძვალი, მთვარისებრი
ძვალი, სამწახნაგიანი ძვალი, ცერცვისებრი ძვალი. დისტალური რიგის ძლები კი,
მიმართულია ნების ძვლებისაკენ. მეორე რიგის ძვლებს მიეკუთვნება: ტრაპეციული
ძვალი, ტრაპეცოიდული ძვალი, თავდიდა ძვალი და კავიანი ძვალი. ნავისებრი და
მთვარისებრი ძვლები ენაწევრებიან სხივის ძვალს, სამწახნაგიანი ძვალი იდაყვის
ძვალს, ცერცვისებრი ძვალი კი სამწახნაგიან ძვალს. დისტალური რიგის ძვლები
ენაწევრება მაჯის პირველი რიგის ძვლებს და ნების ძვლებს, ბოლოს კი ერთმანეთს.

ნების ძვლები წარმოდგენილია ხუთი მოკლე ლულოვანი ძვლით. ძვლებში


დამახასიათბელია სხეული და ორი ბოლო: ზემო და ქვემო ბოლოები. თითოეულ
ნების ძვლის სხეულს აქვს სამი ზედაპირი: უკანა, ლატერალური და მედიალური.
ლატერალურ და მედიალურ ზედაპირებს ყოფს ქედი. აქ ასევე მდებარეობს
მასაზრდოებელი ხვრელი, რომელიც გადადის მასაზრდოებელ არხში.  ნების ძვლის
სხეული არის მოხრილი. მისი პროქსიმალური ბოლო გასქელებულია; თავისი
ბრტყელი სასახსრე ზედაპირით ენაწევრება მაჯის მეორე რიგის ძვლებს; ფუძის
გვერდით ზედაპირებს აქვთ ასევე სასახსრე ზედაპირები, რომლებითაც ორი
მომიჯნავე ძვალი ენაწევრება ერთმანეთს. ნების I და V ძვლების სასახსრე ზედაპირს
აქვს უნაგირის ფორმა. ნების მესამე  ძვლის ფუძეს უკანა ლატერალურ ნაწილში
აქვს სადგისისებრი მორჩი. ნების ძვლის დისტალური ბოლო სფერული ფორმისაა და
პირველი რიგის ფალანგებთან შესანაწევრებლად დართული აქვს სასახსრე
ზედაპირი. ნების ძვლებს შორის შუალედებს ეწოდება ნების ძვალთაშუა სივრცე.

ფალანგები პატარა, ლულოვანი ძვლებია.


პირველ თითს აქვს ორი ფალანგი:
პროქსიმალური და დისტალური ფალანგიები.
სხვა თითებს აქვთ კიდევ ერთი, შუა ფალანგი.
თითოეულ ფალანგს აქვს ფუძე, სხეული და
თავი. ფალანგების სხეული წინა, ხელისგულის
მხრიდან არის გამსხვილებული. ეს ზედაპირი კი,
გვერდებიდან შემოსაზღვრულია ქედებით. მასზე
მდებარეობს მასაზრდოებელი ხვრელი,
რომელიც გრძელდება დისტალურად
მიმართულ მასაზრდოებელ არხში. ფალანგის
ზემო, პროქსიმალურ ბოლოს აქვს სასახსრე ზედაპირი, რომლითაც პროქსიმალური
ფალანგები ესახსრებიან ნების ძვლებს; დისტალური ფალანგების ფუძე ორადაა
გაყოფილი; დისტალური ფალანგის ქვემო ბოლოს აქვს დისტალური ფალანგის
ხორკლი. I , II და V თითების ნებ-ფალანგის შესახსრების და პირველი თითის
ფალანგთაშორისი შესახსრების მიდამოში ხელისგულის ზედაპირზე კუნთების
მყესების სისქეში გვხვდება სესამოიდური ძვლები. ნების გრძელი კუნთი
მედიალურად მიჰყვება წინამდებარე კუნთს, აქვს ძალიან ვიწრო და გრძელი
მყესი,რომელიც გადაივლის მომხრელების საბმელზე, ამის შმდეგ კი მნიშვნელოვნად
ფარღოვდება თხელი ფიბროზული ფირფიტის სახით. იგი ფარავს ხელისგულს, მას
ხელისგულის აპონევროზი ეწოდება. გვხვდება დიფერენცირების ჩამორჩენის
შემთხვევებიც, სადაც ეს კუნთი არ გამოიყოფა ცალკეული კუნთის სახით. ის
მოქმედებს მაჯა-ნებისა და სხივ-მაჯის სახსარზე, როგორც მომხრელი. ასევე ჭიმავს
ხელისგულის აპონევროზს. მაჯის იდაყვისკენ მომხრელი კუნთი, საწყისს იღებს
მედიალური ზედაროკიდან და იდაყვის მორჩიდან. უმაგრდება ვიწრო მყესით
ცერცვისებრ ძვალს, აქედან მისი ბოჭკოები გრძელდება კავიან და ნების V ძვლებზე.
ის ხრის და მოიზიდავს მტევანს.

You might also like