You are on page 1of 12

თბილისის სახელმწიფო

სამედიცინო უნივერსიტეტი

სტუდენტი: სემა ისმაილოვა


ჯგუფი; 27-ე
ლექტორი; ეკა დევიძე
თემა: ნერვული სისტემის განვითარების ეტაპები.
ნერვული სისტემის განვითარების
ეტაპები
ნერვული სისტემა ვითარდება ჩანასახის გარეთა ფურცლიდან
– ექტოდერმიდან. ექტოდერმის უჯრედები, რომლებიც
დორსალურ მხარეზეა განლაგებული, დასაბამს აძლევს
ტვინოვან, ანუ მედულურ ლულას. ეს უკანასკნელი,
უჯრედების ქაოსური გამრავლების შედეგად, თანდათან
პატარა ღარის ფორმას ღებულობს, რომელიც თავისი
ვენტრალური ნაწილით შესულია მეზოდერმაში. შემდეგში ამ
ღარის კიდეებზე იქმნება ნერვული ლილვაკები. მოგვიანებით
ღარის კიდეები და ლილვაკები ერთმანეთს უახლოვდება და
იქმნება ნერვული ლულა, რომელიც თანდათან კარგავს
კავშირს ექტოდერმის დანარჩენ ნაწილებთან და ჩაეშვება
ჩანასახის სხეულის სიღრმეში. აღნიშნული ექტოდერმული
უჯრედები მომდევნო პერიოდში ორი მიმართულებით
დიფერენცირდება – ნეირობლასტებისა და
სპონგიობლასტების სახით. ნეირობლასტებიდან წარმოიშობა
ნერვული უჯრედები, სპონგიო ბლასტებიდან კი გლია და
ეპენდიმა. მედულური ლულის უჯრედული ელემენტების
სწრაფი გამრავლების შედეგად იქმნება მისი შემსხვილე ბები,
ხოლო ლულის ღრუ გარდაიქმნება ზურგის ტვინის
ცენტრალურ არხად და თავის ტვინის პარკუჭებად.
მედულური ლულა დიფერე ნცირებას განიცდის გასწვრივი
მიმართულებით: მისი წინა ნაწილიდან ვითარდება თავის
ტვინი, ხოლო უკანა ნაწილიდან– ზურგის ტვინი.
• ნერვული ლულის ღრუ გარდაიქმნება ტვინის ცენტრალურ
არხად და ტვინის პარკუჭებად
• თვით ლულიდან იქმნება: წინა ნაწილიდან - თავის ტვინი,
უკანა ნაწილიდან - ზურგის ტვინი
• თავის ტვინი წარმოიქმნება ინტენსიურად მზარდი
ტვინოვანი ბუშტისგან, რომელიც თავდაპირველად იყოფა
ორად - წინა და უკანა ბუშტებად.
· შემდეგში უკანა ბუშტი თავის მხრივ კიდევ ორ ნაწილად
იყოფა
ამგვარად ფორმირდება სამი ტვინოვანი ბუშტი:
1. წინა -პროზენცეფალონი
2. შუა - მეზენცეფალონი
3. უკანა - რომბენცეფალონი
-შემდეგში
1. წინა ბუშტი (პროზენცეფალონი) იყოფა ორად :
ტელენცეფალონად და დიენცეფალონად
2.უკანა ბუშტიც (რომბენცეფალონი), თავის მხრივ იყოფა:
მეზენცეფალონად და მიელენცეფალონად
 ტელენცეფალონი დასაბამს აძლევს ჰემისფეროებს(ქერქს
და თეთრ ნივთიერებას, ქერქქვეშა კვანძების ნაწილს,
ჰიპოთალამუსის ბირთვების ნაწილს, რინენცეფალონს;
ხოლო ღრუდან გვერდითი პარკუჭები და მესამე
პარკუჭის წინა ნაწილი

 დიენცეფალონიდან იქმნება ქერქქვეშა კვანძების დიდი


ნაწილი,თალამუსის და ჰიპოთალამუსის ბირთვების
ნაწილი, მესამე პარკუჭის უკანა ნაწილი

 მეზენცეფალონიდ წარმოიქმნება ოთხგორაკი და ტვინის


ფეხები, ხოლო ღრუდან - სილვიის წყალსადენი
 მეტენცეფალონი ქმნის ვაროლის ხიდს და ნათხემს
 მიელენცეფალონიდან წარმოიქმნება მოგრძო ტვინი
თავის ტვინი

თავის ტვინი ღარებით დაყოფილია ხვეულებად და


წილებად. არ ჩევენ შუბლის, თხემის, საფეთქლისა და
კეფის წილებს. თავის ტვინში გამოყოფენ რუხ და
თეთრ ნივთიერებებს (რუხი ნივთიერება შედგება
ნერვული უჯრედებისგან, თეთრი ნივთიერება კი –
გამტარი გზებისგან, ანუ თეთრი მიელინით
დაფარული აქსონებისგან). თავის ტვინი შედგება
მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროსგან. ჰემისფეროები
ერთმანეთთან შეერთებულია დიდი თეთრი
შესართავით, ანუ კორძიანი სხეულით, რომელიც
შედგება კომისურალური ბოჭკოებისგან
(ერთმანეთთან აკავ შირებს ჰემისფეროების
სიმეტრიულ უბნებს). ჰემისფეროების გამო დრეკილი
ზედაპირი ზემოთკენაა მიმართული, ხოლო ქვედა
ზედაპირი – ქალას ფუძისაკენ, რომლის შუა ადგილი
ტვინის ღეროს უჭირავს. ტვინ ის ღერო შედგება
ტვინის წყვილი ფეხის, ვაროლის ხიდისა და მოგრძო
ტვინისგან. მასში განირჩევა ფუძე და სახურავი
(ფუძეში უმთავრესი ეფერენტული გზებია, სახურავში
კი თავის ტვინის ნერვების ბირთვები და
რეტიკულური ფორმაცია). ტვინის ღერო თავის ტვინის
ჰემისფერ ოებს აკავშირებს ნათხემთან და ზურგის
ტვინთან. ნათხემი მდებარეობს კეფის წილების უკან,
კეფის ძვლის ფოსოში, მეოთხე პარკუჭის ზემოთ. ის
გამოყოფილია თავის ტვინის კეფის წილებისგან
მაგარი გარსის დიდი მორჩით, ე.წ. ნათხემის კარავით.
ნათხემში განირჩევა ორი ჰემისფერო და კენტი წილი –
ჭია, რომელიც აერთიანებს ნათხემის მარცხენა და
მარჯვენა ჰემისფეროებს. ნათხემის ზედაპირი
დანაოჭებულია მცირე ზომის თხელი ხვეულებითა და
ღარებით.
ზურგის ტვინი
ზურგის ტვინი მოთავსებულია ხერხემლის არხში;
ფიქსირებულია წინა და უკანა ფესვებით, აგრეთვე,
საბოლოო დაკბილული იოგით. მას აქვს
ცილინდრული ზონარის ფორმა, სიგრძით – 42-46 სმ.
მოზრდილი ადამიანის ზურგის ტვინი იწყება კისრის I
მალის ზედა კიდიდან და მთავრდება წელის II მალის
ზედა კიდის დონეზე. ზურგის ტვინი ქმნის ორ
შემსხვილებას: კისრის (intumescentia cervicalis),
საიდანაც გამოდის ნერვები ზედა კიდურებისთვის და
წელის (intumescentia lumbalis) — - გამოეყოფა ნერვები
ქვედა კიდურებისთვის. ზურგის ტვინის ქვედა ნაწილი
შესამჩნევად წაწვეტებულია და ქმნის კონუსს,
რომელიც მთავრდება საბოლოო ძაფით (filum
terminale). ეს უკანასკნელი შედგება ზურგის ტვინის
გარსების ქსოვილებისგან და მიმაგრებულია
კუდუსუნის მალებზე. ზურგის ტვინის განივი
განაკვეთის დიამეტრი , საშუალოდ, ერთი
სანტიმეტრის ტოლია. ზურგის ტვინი (მთელ
სიგრძეზე) დაყოფილია 5 ნაწილად, თითოეული
ნაწილი კი სეგმენტებად. სეგმენტი ეწოდება ზურგის
ტვინის ერთი წყვილი ფესვის შესაბამის მონაკვეთს.
ზურგის ტვინი შედგება 31-32 სეგმენტისგან, მათ
შორის: 1. კისრის (pars cervicalis) – 8 სეგმენტი; 2.
გულმკერდის (pars thoracica seu dorsalis) — 12
სეგმენტი; 3. წელის (pars lumbalis) – 5 სეგმენტი; 4. გავის
(pars sacralis) – 5 სეგმენტი; 5. კუდუსუნის (pars
coccygeus) – 1-2 სეგმენტი. -

ზურგის ტვინში აღინიშნება ორი შემსხვილება: კისრის


შემსხ ვილებას ქმნის კისრის V, VI, VII, და
გულმკერდის I, II სეგმენტე ბი; წელის შემსხვილებას
კი წელის ყველა და გავის I, II სეგმენტები. გავის III, IV,
V,VII, VIII და კუდუსუნის სეგმენტები ქმნის, ე.წ. conus
medularis, ზურგის ტვინის ქვედა ბოლოს.

ზურგის ტვინიდან გამოდის 31 წინა ფესვი და შედის


31 უკანა ფესვი (სეგმენტების რაოდენობის
შესაბამისად). ხერხემლის არხის შიგნით, წინა და უკანა
ფესვების დაახლოების შედეგად წარმოიქმნება, ე.წ.
ფესვის ნერვი , რომელიც გრძელდება მალთაშუა
ხვრელში მოთავსებულ განგლი ამდე. განგლიიდან
გამოსვლის შემდეგ, ორივე ფესვის მამოძ რავებელი და
მგრძნობელობის ბოჭკოების ერთიან კონას ეწოდება
სპინური ნერვი (5), ანუ ბაგირაკი (funiculus). მალთაშუა
ხვრელიდან გამოსვლის შემდეგ სპინური ნერვი იყოფა
წინა (ramus ventralis) და უკა ნა (ramus dorsalis)
ტოტებად (6 და 7). წინა ტოტები წარმოქმნის ნერვულ
წნულებს, საიდანაც გამოდის პერიფერიული ნერვები.

You might also like