You are on page 1of 18

1

თავი 11

გულ-სისხლძარღვთა სისტემა

● გულსისხლძარღვთა ანუ ცირკულაციური სისტემა სისხლს


გადატუმბვას და აგზავნის სხეულის ყველა ქსოვილში. მასში
გაერთიანებულია როგორც სისხლის, ასევე, ლიმფური ძარღვების
სისტემები, ისე, რომ ზრდასრულ ორგანიზმში ძარღვების ჯამური
სიგრძე შეადგენს 100,000-150,000 კილომეტრს. სისხლძარღვთა
სისტემა ან გულ-სისხლძარღვთა სისტემა (ნახ.11-1) შემდეგი
სტრუქტურებისაგან შედგება:
● გული, რომელიც სისხლს სისხლძარღვების სისტემაში
გადატუმბავს.
● არტერიები, გულიდან სისხლის გამომტანი თანამიმდევრულად
განლაგებული ე.წ. ეფერენტული სისხლძარღვები, რომელთა
დიამეტრი სხვადასხვა ორგანოებში დატოტვის შედეგად
მცირდება. აღნიშნულ სისხლძარღვებს სისხლი ქსოვილებთან
მიაქვს.
● კაპილარები, უწვრილესი სისხლძარღვები, რომლებშიც სისხლსა
და ქსოვილებს შორის O2, CO2, საკვები ნივთიერებების და დაშლის
პროდუქტები მიმოიცვლება. კაპილარებით, უწვრილესი
არტერიული და ვენური განშტოებებით, სისხლი მოძრაობს
ქსოვილებისკენ და ქსოვილებიდან. თითქმის ყველა ორგანოში
კაპილარებით იქმნება ერთმანეთთან დაკავშირებული წვრილი
მილაკების რთული ქსელი, რომელსაც მიკროსისხლძარღვები ან
მიკროვასკულარული კალაპოტი ეწოდება.
● ვენები, წარმოიქმნება ვენულების შერწყმის შედეგად. მათი
მეშვეობით სისხლი მიედინება გულისკენ და შემდეგ კვლავ
2

არტერიებში გადიტუმბება. რაც უფრო ახლოს არის ვენები


გულთან, მით უფრო დიდია მათი განივი კვეთი, შესაბამისად.

ნახ.11-1. გულსისხლძარღვთა სისტემის სქემა

სისტემა, რომელიც შედგება გულის, არტერიების, ვენების მიკროსისხლძარღვოვანი


კალაპოტისგან, ორგანიზებულია, როგორც ფილტვის ანუ სისხლის მიმოქცევის
მცირე წრე. გულის წინა ნაწილიდან(მარჯვენა პარკუჭიდან) ფილტვის
სისხლძარღვებით სისხლი იტუმბება ფილტვებში, სადაც ხდება მისი ჟანგბადით
გამდიდრება და უკან, გულის მარცხენა ნაწილში (წინაგულში) დაბრუნება. სისხლის
მიმოქცევის დიდი წრე სისხლძარღვებით, კვებავს თავს და კიდურებს ან სხეულის
ქვედა ნაწილს, უზრუნველყოფს სისხლის გადატუმბავს მარცხენა ნაწილიდან და
უკან გულის მარჯვენა ნაწილში(პარკუჭში) მის დაბრუნებას. იმ დროს, როცა სხეული
მოსვენებულ მდგომარეობაში იმყოფება, სისხლის დაახლოებით 70% არის სისტემურ
წრეში, 18 %-ფილტვის წრესა და 12% გულში.
3

ნახატზე 11-1, როგორც არის ნაჩვენები, არსებობს არტერიებით,


მიკროვასკულარული კალაპოტითა და ვენებით შექმნილი ორი
ძირითადი განყოფილება, როგორებიც არის: (1) ფილტვის ანუ სისხლის
მიმოქცევის მცირე წრე, რომლის გარკვეულ ნაწილში, კერძოდ,
ფილტვებში სისხლი ჟანგბადით მდიდრდება, და (2) სისტემური ანუ
სისხლის მიმოქცევის დიდი წრე, რომლის მეშვეობით სისხლით საკვები
ნივთიერებების სხეულის ყველა ქსოვილთან მიტანა და ქსოვილიდან
დაშლის პროდუქტების გამოტანა ხდება.
ლიმფური ძარღვების სისტემა, რომელიც იყო წარმოდგენილი მე-5
თავში, და განიხილებოდა ქსოვილოვან (ინტერსტიციალურ) სითხესთან
ერთად, იწყება ლიმფური კაპილარებით. ლიმფური კაპილარი არის
დახშული ბოლოთი თხელკედლიანი მილაკი, რომელშიც მოძრაობს
ლიმფა. კაპილარების შერწყმის შედეგად წარმოიქმნება თანდათანობით
მზარდი ზომების დიამეტრის ძარღვები. ყველაზე მსხვილი ლიმფური
ძარღვი უკავშირდება სისხლძარღვების სისტემას და იხსნება გულთან
ახლო მდებარე მსხვილ ვენაში. ლიმფური სისტემის ასეთი ორგანიზაცია
და სისხლძარღვებთან კავშირი ხელს უწყობს ორგანიზმში არსებული
ყველა ქსოვილის უჯრედშორის სივრციდან სითხის გამოტანას და მის
დაბრუნებას სისხლში.

სისხლის და ლიმფის მიმოქცევის სისტემების ყველა კომპონენტის


შიდა ზედაპირი დაფარულია ბრტყელი ეპითელიუმის ერთი შრით, ანუ
ენდოთელიუმით. გულსისხლძარღვთა სისტემაში ენდოთელურ
უჯრედებს, სისხლსა და ორგანოებს შორის სასაზღვრო მდებარეობის გამო,
გააჩნიათ უდიდესი ფიზიოლოგიური და სამედიცინო მნიშვნელობა.
ენდოთელურ უჯრედებს არა მარტო ევალებათ შერჩევითად განვლადი და
ანტითრომბოგენული (ხელს უშლის კოლტის წარმოქმნას) ბარიერის
უზრუნველყოფა და კონტროლი, არამედ ისინი განსაზღვრავენ სად და
როდის უნდა გავიდეს სისხლის თეთრი უჯრედები სისხლძარღვებიდან
გარშემო მდებარე ქსოვილების ინტერსტიციალურ სივრცეში. გარდა ამისა,
ენდოთელური უჯრედები გამოყოფენ მთელ რიგ, პარაკრინულ ფაქტორს,
4

რომლებიც იწვევენ ძარღვების შევიწროვებას და გაფართოებას და ასევე,


მოსაზღვრე უჯრედების ზრდის სტიმულაციას.

გული. გულის კედლის კუნთი ოთხივე საკანში რითმულად იკუმშება


და სისხლს გადატუმბვას სისხლის მიმოქცევის სისტემაში (ნახ.11-2) .
მარჯვენა და მარცხენა პარკუჭები სისხლს გადაისვრის ფილტვის და
სისტემურ წრეებში, შესაბამისად; ამავე დროს მარჯვენა და მარცხენა
წინაგულებში სისხლი ჩაედინება სხეულის და ფილტვის ვენებიდან,
შესაბამისად. ოთხივე საკნის კედელი შედგება სამი ძირითადი
გარსისაგან: (1) შიდა გარსი - ენდოკარდიუმი; (2) შუა გარსი-
მიოკარდიუმი და (3) გარეთა გარსი - ეპიკარდიუმი.

ნახ. 11-2. გულის შენება ჭრილში

სქემიდან როგორც ჩანს, გულს გააჩნია ორი წინაგული და ორი პარკუჭი. პარკუჭების
კედლის მიოკარდიუმი წინაგულებთან შედარებით უფრო სქელია. სარქველი
წარმოადგენს შემაერთებელ ქსოვილოვან გამონაზარდებს. მათი ერთი ბოლო
ემაგრება გულის მკრივ შემაერთებელ ქსოვილს ანუ გულის ჩონჩხს (ნახატზე
თეთრად არის შეფერილი). ამ ბოჭკოვან ქსოვილს მიეკუთვნება chordae tendineae, ანუ
ორივე ატრიოვენტრიკულური სარქველების რქებიდან გამოსული და პაპილარულ
5

კუნთებზე მიმაგრებული მყესოვანი ჭიმები. პარკუჭების შეკუმშვისას, ეს ჭიმები


ეწინააღმდეგება სარქველების წინაგულებში გახსნას. სარქველები და მათგან
გამოსული ქორდები დაფარულია ათრომბოგენული ენდოთელიუმით. ყვითლად
ნაჩვენებია გულის გამტარი სისტემის ნაწილები. ეს სისტემა გამოიმუშავებს გულის
რითმული შეკუმშვის (გულის ცემა) ელექტრულ იმპულსებს და განავრცობს მათ
პარკუჭების მიოკარდიუმში. მარჯვენა წინაგულის კედელში ლოკალიზებული
სინოატრიალური (სა) კვანძი (პეისმეკერი) და ასევე, მარჯვენა წინაგულის ფსკერზე
მოთავსებული ატრიოვენტრიკულური (ავ) კვანძი შედგება გულის კუნთოვან
ქსოვილისაგან, ამიტომ, ძნელად განირჩევა გარშემო მდებარე
კარდიომიოციტებისაგან. ავ კვანძი უწყვეტად გადადის გულის კუნთოვან
ბოჭკოების სპეციალიზირებულ კონებში, ანუ ავ(ჰისის) კონებში, რომლებიც გადის
პარკუჭთაშორის ძგიდის გასწვრივ გულის წვერამდე, სადაც კვლავ იტოტება და
ქმნის გამტარ (პურკინიეს) ბოჭკოებს. შემდგომ, პურკინიეს ბოჭკოები აღწევს
პარკუჭების მიოკარდიუმში.

შეღებვა.

 ენდოკარდიუმი წარმოდგენილია: ენდოთელიუმის ძალზე თხელი


შიდა შრით, მის ქვეშმდებარე შემაერთებელ ქსოვილოვანი
საყრდენით, შუა მიოელასტიკური შრით, რომელსაც წარმოქმნიან
გლუვკუნთოვანი ბოჭკოები და შემაერთებელი ქსოვილი და უფრო
ღრმად მდებარე შემაერთებელ ქსოვილოვანი შრით, რომელსაც
სუბენდოკარდიალურ შრეს უწოდებენ და რომელიც ერწყმის
მიოკარდიუმს. ასევე სუბენდოკარდიალურ შრეში გადის გულის
იმპულსების გამტარი სისტემის განშტოებები, რომლებიც
წარმოდგენენ გულის სახეშეცვლილ კუნთოვან ბოჭკოებს (ნახ. 11-
3).

 ყველაზე სქელი შრე, მიოკარდიუმი, ძირითადად წარმოდგენილია


გულის კუნთოვანი ქსოვილით, რომლის ბოჭკოები სპირალურად
არის განლაგებული გულის თითეული კამერის ირგვლივ.
პარკუჭების მიოკარდიუმის კედელის სისქე (განსაკუთრებით
მარცხენა პარკუჭის შემთხვევაში) გაცილებით აღემატება
6

წინაგულების კედლის სისქეს, ვინაიდან დიდი ძალაა საჭირო


იმისათვის, რომ მოხდეს სისხლის ჩატუმბვა სისხლის მიმოქცევის
დიდ (სისტემურ) და მცირე (ფილტვის) წრეებში.

ნახ. 11-3. ენდოკარდიუმი, მიოკარდიუმი და სუბენდოკარდიალური გამტარი


ქსელის ბოჭკოები

(ა) ენდოთელიუმის (ენ) და მიოელასტიკური შრის ქვეშ ლოკალიზებული


სუბენდოკარდიალური შრე (სეშ) პარკუჭებში შეიცავს გამტარ (პურკინიეს) ბოჭკოებს
(პ), რომლებიც მიეკუთვნება გულის იმპულსების გამტარი ქსელს. ეს ბოჭკოები
წარმოადგენენ ჩართული დისკებით ერთმანეთთან დაკავშირებულ გულის კუნთის
უჯრედებს, რომლებიც უფრო მეტად სპეციალიზირებულებია იმპულსის
გატარებაზე და ნაკლებად შეკუმშვაზე. ჩვეულებრივ, გულის კუნთის კუმშვად
ბოჭკოებთან (მ) შედარებით, პურკინიეს ბოჭკო უფრო მკრთალად იღებება. ეს
გამოწვეულია იმით, რომ გლიკოგენის დიდი რაოდენობა თითქმის მთლიანად
ავსებს ციტოპლაზმას და მიოფიბრილები განდევნილია პერიფერიაზე. (ბ)
წინაგულებში პურკინიეს ბოჭკოები (პ) ხშირად განლაგებულია ენდოთელიუმთან
(ენ) უფრო ახლოს და შერეული არიან გულის კუნთის ბოჭკოებთან მიოკარდში(მ).
ორივე სურათის გადიდება: x200. ჰ-ე შეღებვა.
7

 ეპიკარდიუმი, ანუ გარეთა გარსი, არის ერთშრიანი ბრტყელი


მეზოთელიუმი, რომლისთვისაც საყრდენ ფუნქციას ასრულებს
სისხლძარღვების და ნერვების შემცველი ქვეშმდებარე ფაშარი
შემაერთებელი ქსოვილის შრე (ნახ. 11-4). ეპიკარდიუმი შეესაბამება
პერიკარდიუმის ვისცერალურ ფურცელს, მემბრანას, რომელიც ფარავს
გულს. იმ ადგილებში, სადაც მსხვილი სისხლძარღვები შედიან გულში
და გამოდიან მისგან, ეპიკარდიუმი ქმნის ნაოჭს, ისე, რომ ჩანს როგორც
პერიკარდიუმის ამომფენი პარიესული ფურცელი. გულის
მოძრაობისას, გარშემო მდებარე სტრუქტურების დაცვაში
მონაწილეობს ეპიკარდიუმში არსებული ცხიმოვანი ქსოვილის
გროვები, რომელთა მეშვეობით ხორციელდება გულის შეკუმშვის
ბიძგების ამორტიზაცია. ამავე დროს ორივე ფურცლის (ამომფენი)
სეროზული მეზოთელური უჯრედების მიერ პერიკარდიალურ
სივრცეში გამოყოფილი სითხე ამცირებს ხახუნის ძალას. გულის
გარეთა გარსში ანუ ეპიკარდიუმში ლოკალიზებულია კორონარული
სისხლძარღვები და ასევე ცხიმოვანი ქსოვილის მნიშვნელოვანი
რაოდენობა.
გულის ამ მთავარ გარსებში ლოკალიზებულია სხვა სტრუქტურებიც,
რომელთა არსებობა ასევე ძალზე მნიშვნელივანია გულის ძირითადი
ფუნქციის - ანუ სისხლის მოძრაობის შესასრულებლად. მაგალითად,
გულის ჩონჩხის წარმომქმნელი მკრივი ბოჭკოვანი შემაერთებელი
ქსოვილი ქმნის პარკუჭებს და წინაგულებს შორის ძგიდეებს,
შემოსაზღვრავს გულის ყველა სარქველს და გრძელდება სარქველების
რქებში და მათზე მიმაგრებული სარქველების მყესოვან ჭიმებში (ანუ
ქორდებში) (ნახ. 11-2 და 11-5).

მკრივი უფორმო შემაერთებელი ქსოვილის ეს უბნები ასრულებენ


შემდეგ ფუნქციებს:

● განაპირობებენ გულის სარქველების მიმაგრებას და წარმოადგენენ


მათ საყრდენს.
8

● ქმნიან კარდიომიოციტების მიმაგრების ხისტ საყრდენს, რომლის


განშტოებები შეჭრილია მიოკარდიუმში.
● ხელს უწყობენ გულისცემის კოორდინაციის წინაგულებს და
პარკუჭებს შორის ელექტრული იზოლაციის გზით.
სუბენდოკარდიალური შრის და მომიჯნავე მიოკარდიუმს შორის
მდებარე სახეცვლილი კარდიომიოციტები გულის იმპულსების გამტარ
სისტემას ქმნიან. გულის გამტარი სისტემა ემსახურება
დეპოლარიზაციის ტალღების წარმოშობასა და გავრცელებას.
აღნიშნული ტალღები მთელ მიოკარდიუში ვრცელდება, რითაც
აღიძვრება რითმული შეკუმშვა. ეს სისტემა (ნახ.11-2) შედგება მარჯვენა
წინაგულში განლაგებული სპეციალიზირებული მიოკარდიალური
ქსოვილის ორი კვანძისაგან. კერძოდ, ესენია: სინოატრიალური (სა,
sinoatrial, SA) კვანძი (ანუ პეისმეკერი) და ატრიოვენტრიკულური (ავ,
atrioventriculr, AV) კვანძი, რომლის გაგრძელება არის ავ კონა (ანუ ჰისის
კონა) და სუბენდოკარდიალური გამტარი ქსელი.
მარჯვენა წინაგულის კედელში განლაგებული (ზედა ღრუ ვენის
მახლობლად) სა კვანძი წარმოადგენს 6-7 მმ3 მოცულობის
კარდიომიოციტების გროვას, მათ ახასიათებს უფრო მცირე ზომები
(მეზობელი, მუშა კარდიომიოციტებთან შედარებით), ასევე
მიოფიბრილების და ტიპიური ჩართული დისკოების ნაკლები
რაოდენობა. ამ უჯრედების მიერ წარმოქმნილი იმპულსები მოძრაობენ
ორივე წინაგულის მიოკარდიალური ბოჭკოების გასწვრივ და იწვევენ
მათ შეკუმშვას. შემდეგ, იმპულსები მიაღწევენ ოდნავ მცირე ზომის ავ
კვანძს, რომელიც განლაგებულია მარჯვენა წინაგულის ფსკერზე, ავ
სარქველთან ახლოს და აგებულია სა კვანძის წარმოქმნელ
კარდიომიოციტების მსგავსი უჯრედებისაგან. შესაბამისად, ავ კვანძში
მოსული იმპულსები იწვევენ მასში შემავალი უჯრედების
დეპოლარიზაციას. ავ კვანძის გამტარი კუნთოვანი ბოჭკოები ქმნიან ავ
კონას, რომელიც გადის კარდიალურ ჩონჩხში არსებული ხვრელებიდან
პარკუჭებსშორის ძგიდეში, რის შემდეგ იყოფა ორად და შედის ორივე
პარკუჭის კედლებში.
9

გულის წვერზე კონები განიცდიან შემდგომ განშტოებას და ქმნიან


მიოფიბრილების სუბენდოკარდიალურ გამტარ ქსელს. ამ ქსელში
შემავალ უჯრედები წარმოქმნიან ე.წ. პურკინიეს ბოჭკოებს. ესენია
მკრთალად შეღებილი ბოჭკოები, რომლებიც მეზობლად მდებარე მუშა
კარდიომიოციტებზე უფრო დიდი ზომის არიან. მათ ახასიათებს
მეჩხერად განლაგებული პერიფერიული მიოფიბრილები და
გლიკოგენის მაღალი შემცველობა (ნახ. 11-3). ორივე პარკუჭში
პურკინიეს ბოჭკოების დისტალური ბოლოები შეჭრილია მუშა
კარდიომიოციტებს შორის არსებულ სივრცეში, რითაც ხდება ორივე
პარკუჭში ერთდროულად შეკუმშვის ტალღების აღძვრა.

გული ინერვირებულია როგორც პარასიმპატიკური ასევე სიმპატიკური


სისტემის ნეირალური კომპონენტებით. სა და ავ კვანძებთან ახლო
მდებარე უბნებში ვხვდებით განგლიურ ნერვულ უჯრედებს და ნერვულ
ბოჭკოებს. ფიზიკური დატვირთვისას ან ემოციური სტრესის დროს ეს
ნეირალური კომპონენტები გავლენას ახდენენ გულის შეკუმშვების
სიძლიერეზე და რითმზე. პარასიმპათიკური განყოფილების (ცთომილი
ნერვის) სტიმულირება ანელებს გულისცემას, ამავე დროს სიმპათიკური
ნერვების სტიმულაცია აჩქარებს პეისმეკერის მუშაობას. მიოკარდიუმის
ბოჭკოებს შორის ლოკალიზებულია აფერენტული ნერვების (ტკივილის
შემგრძნობი) დაბოლოებები, რომლებიც იწვევენ ტკივილის შეგრძნებას.
მაგალითად სტენოკარდიის შემთხვევაში, როდესაც კორონალური
არტერიების ნაწილობრივი დახშულობა იწვევს ჟანგბადის ლოკალურ
უკმარისობას.
10

ნახ. 11-4. ეპიკარდიუმი ანუ ვისცერალური პერიკარდიუმი

მოცემულ ანათალზე ნაჩვენებია წინაგულის მიოკარდიუმის (მ) ნაწილი და


ეპიკარდიუმი (ეპ). ეპიკარდიუმი შედგება ფაშარი შემაერთებელი ქსოვილისაგან (შქ)
და შეიცავს ვეგეტატურ ნერვებს (ნ) და სხვადასხვა რაოდენობით ცხიმს (ც).
ეპიკარდიუმი წარმოადგენს პერიკარდიუმის ვისცერალურ ფურცელს და ის
დაფარულია ერთშრიანი მეზოთელიუმით (მეზ), რომელიც ასევე ამოფენს
პერიკარდიალურ ღრუს. მეზოთელიუმის უჯრედები გამოყოფენ სითხეს რომელიც
საპოხის ფუნქციას ასრულებს. ვინაიდან შეკუმშვისას გული ეხება პერიკარდიალური
სივრცის მოპირდაპირე მხრის პარიეტალურ პერიკარდიუმს, არსებული სითხე
თავიდან აცილებს ხახუნს. x100. ჰე

გამოყენება სამედიცინო პრაქტიკაში

ჩანასახობრივი განვითარების დეფექტები, ზოგიერთი ინფექციების


გადატანის შედეგად წარმოქმნილი ნაწიბურები და სხვა
კარდიოვასკულარული პრობლემები, როგორიცაა მაგალითად,
ჰიპერტენზია, შეიძლება გამოიწვიოს გულის სარქველების
სტრუქტურული ანომალიები. ასეთ შემთხვევებში შესაძლოა, რომ
ანომალური სარქველი სრულყოფილად არ იხურებოდეს, რის გამოც
11

პარკუჭების შეკუმშვისას სისხლი წინაგულებში უკუიგდება. თავის


მხრივ, სისხლის ასეთი

ნახ. 11-5 სარქველის ფურცელი და გულის ჩონჩხი

გულის ბოჭკოვანი ჩონჩხი შედგება მკრივი უფორმო შემაერთებელი ქსოვილისაგან,


რომელიც ძირითადად განლაგებულია ენდოკარდიუმში (ენ). ფიბროზული ჩონჩხი
გარს აკრავს ორივე ატრიოვენტრიკულურ კვანძს, რითაც მონაწილეობას იღებს
არხების ფორმის შენარჩუნებაში. გარდა ამისა, მასზე დამაგრებულია სარქველები.
მიკროფოტოზე ნაჩვენებია ატრიოვენტრიკულური სარქველის რქის (ისრები) და
მისგან გამომავალი ქორდების (ქ) ანათალი. ძირითადში ეს სტრუქტურები
წარმოადგენს ენდოთელიუმის თხელი შრით დაფარულ მკრივ შემაერთებელ
ქსოვილს (შქ). ამ პრეპარატზე სარქველების კოლაგენით მდიდარი შემაერთებელი
ქსოვილი შეღებილია ცისფრად და სარქველების ფუძესთან გაერთიანებულია
ფიბროზულ რგოლთან. ეს შემაერთებელი ქსოვილი ლოკალიზებულია წინაგულის
(წ) და პარკუჭის (პ) ენდოკარდიუმებს შორის. ასევე პრეპარატზე მოჩანს პარკუჭების
მიოკარდიუმის სქელი შრე (მ). x20. შეღებვა: მეისონის ტრიქრომი.

უკუდინება იწვევს გულისცემის ტონების ანომალურ ცვლილებებს,


რომელიც ცნობილია როგორც გულის შუილი. იმ შემთხვევაში, თუ კი
სარქველების დეფექტი ძლიერია, მაშინ, გული მუშაობს უფრო დიდი
დატვირთვით, იმისათვის, რომ სისხლის ნორმალური რაოდენობის
ცირკულაცია მოახდინოს. გაზრდილი დატვირთვის შესაბამისად ხდება
გულის მასის მომატებაც. გულის დეფექტური სარქველების მკურნალობა
12

ხშირად შესაძლებელია: ქირურგიული ჩარევის გზით, ან მათი შეცვლა


ხელოვნური სარქველებით, ან/და სარქველების გადანერგვა (დონორად
გამოიყენება მსხვილი ცხოველები). ვინაიდან სარქვეველების ასეთი
შეცვლა განაპირობებს ამ უბნების ენდოთელური საფარველის ისეთ
რღვევას, ამ ადგილებში თრომბის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად,
აუცილებელი ხდება პაციენტებისთვის ეგზოგენური
ანტიკოაგულანტების მიწოდება.

სისხლძარღვების კედლის ქსოვილები

ყველა სისხლძარღვის კედელი (გამონაკლისია მხოლოდ კაპილარები),


ენდოთელური შრის გარდა, წარმოდგენილია გლუვკუნთოვანი და
შემაერთებელი ქსოვილებით. ამ ქსოვილების რაოდენობრივი
შემცველობა და მათი სპეციფიკური ორგანიზაცია განპირობებულია
მექანიკური ფაქტორებით, პირველ რიგში, სისხლის წნევით და
მეტაბოლური ფაქტორებით, რომლებიც ასახავენ ქსოვილების ლოკალურ
მოთხოვნილებას.

Эндотелий - это специализированный эпителий, который действует как


полупроницаемый барьер между двумя внутренними отделами: плазмой
крови и тканевой жидкостью.

ენდოთელიუმი წარმოადგენს სპეციალიზირებულ ეპითელიუმს,


რომელიც მოქმედებს როგორც ნახევრადგამტარი ბარიერი შიდა ორ
კომპარტმენტს შორის: სისხლის პლაზმასა და ინტერსტიციალურ სითხეს
შორის. სისხლძარღვების ენდოთელური უჯრედები წარმოადგენენ
ბრტყელ პოლიგონალურ და წაგრძელებულ უჯრედებს, რომელთა
გრძელი ღერძის მიმართულება ემთხვევა სისხლის დინების
მიმართულებას. ენდოთელიუმი, ბაზალურ ფირფიტასთან ერთად
(რომელზეც არის განლაგებული) წარმოადგენს მაღალდიფერენცირებულ
სტრუქტურებს, რომელთა განსაკუთრებული სპეციალიზაცია
განაპირობებს და აქტიურად აკონტროლებს მოლეკულების ორმხრივ
13

გაცვლას სხვადასხვა მექანიზმების მეშვეობით. ეს მექანიზმებია: მარტივი


და აქტიური დიფუზია, უჯრედული რეცეპტორებით განპირობებული
ენდოციტოზი, ტრანსციტოზი და სხვა მექანიზმები, რომლებიც
განიხილულია მე-4 თავში.

მათი ძირითადი როლის (მეტაბოლიტების გაცვლა სისხლსა და


ქსოვილებს შორის) გარდა, ენდოთელურ უჯრედებს აკისრიათ
რამოდენიმე სხვა ფუნქციაც:

● ენდოთელიუმი განაპირობებს სისხლძარღვების


ანტითრომბოგენულ შიდა ზედაპირს, რომელზეც სისხლის
შედედება არ ხდება, რადგან ის აქტიურად გამოყოფს აგენტებს და
ლოკალურად აკონტროლებს თრომბის წარმოქმნას (მაგალითად,
ისეთებს, როგორიცაა ჰეპარინი, ქსოვილოვანი პლაზმინოგენის
აქტივატორი და ვილებრანდის ფაქტორი).
● ენდოთელიოციტები გამოყოფენ სხვადასხვა ფაქტორებს,
რომლებიც ასტიმულირებენ გლუვი კუნთების შეკუმშვას
(მაგალითად ისეთებს, როგორიცაა ენდოთელინი 1 და
ანგიოტენზინის გარდაქმნის ენზიმი [აგე, angiotensin converting
enzime, ACE]) ან მოდუნებას (აზოტის ჟანგის [NO] და
პროსტაციკლინის ჩათვლით), რითაც მონაწილეობენ
სისხლძარღვთა ტონუსის და სისხლის დინების ლოკალურ
რეგულაციაში.

● ასევე ენდოთელიუმს ეკუთვნის რამოდენიმე მნიშვნელოვანი


როლი ანთების პროცესში და ლოკალურ იმუნურ პასუხებში.
კერძოდ, ვენულების ენდოთელური უჯრედები ასტიმულირებენ
თეთრი სისხლის სპეციფიურ უჯრედებს, ისე რომ ლეიკოციტები
წყვეტენ სისხლის ნაკადთან ერთად გადაადგილებას,
ენდოთელიუმთან შეწებების შედეგად ხდება მათი
ტრანსენდოთელური მიგრაცია დაზიანების ან ინფექციის შეჭრის
14

ადგილებისკენ. ამასობაში, ენდოთელიოციტების ციტოპლაზმაში


არსებული ერთეული წაგრძელებული გრანულები, რომლებიც
ცნობილია როგორც ვაიბელ-პალადის სხეულაკები, ერწყმიან
უჯრედულ მემბრანას და ასე ხდება პ-სელექტინის(P-selectin)
სწრაფი ექსპრესია ლუმინალურ ზედაპირზე. მე-12 თავში როგორც
იქნება დეტალურად განხილული, სელექტინებით გამოწვეული
ადჰეზია წარმოადგენს ლეიკოციტების აქტივაციის პირველ
საფეხურს, რომელიც ხდება სისხლძარღვების იმ განსაკუთრებულ
ადგილებში, სადაც ჩნდება ლეიკოციტების სისხლიდან ქსოვილში
გადასვლის აუცილებლობა. ასევე, ენდოთელიოციტები გამოყოფენ
ინტერლეიკინებს. ანთებისას ინტერლეიკინები ლეიკოციტების
აქტიურობაზე მოქმედებენ.

● სხვადასხვა პირობებში ენდოთელური უჯრედები გამოყოფენ


რამოდენიმე ზრდის ფაქტორსაც, იმ ცილების ჩათვლით,
რომლებიც ახდენენ სისხლის თეთრი უჯრედების სპეციფიკური
ხაზების და სისხლძარღვების კედელში შემავალი უჯრედების
პროლიფერაციის სტიმულაციას.

ზრდის ფაქტორები, როგორიცაა მაგალითად, ენდოთელური ზრდის


ფაქტორი (სეზფ, vascular endothelial growth factor, VEGF), ახდენს
ემბრიონალური მეზენქიმიდან სისხლძარღვების წარმოქმნისა და
განვითარების (ვასკულოგენეზი) სტიმულაციას, ეხმარება ზრდასრულ
ორგანიზმში სისხლძარღვების შენარჩუნებას და იწვევს ანგიოგენეზის
სტიმულაციას ანუ უკვე არსებული მცირე ზომის სისხლძარღვებიდან
კაპილარების აღმოცენებას და ჩაზრდას, როგორც: ნორმალური ზრდის,
ქსოვილის რეპარაციის, რეგენერაციის, ასევე სიმსივნური ან სხვა
პათოლოგიური პროცესების პირობებში. ორივე პროცესის დროს
მონაწილეობენ სხვა ზრდის ფაქტორებიც, რომლებიც ცნობილია როგორც
ანგიოპოეტინები. ანგიოპოეტინები ახდენენ ენდოთელური
უჯრედებისსტიმულაციას ისე, რომ მათ შესწევთ უნარი
15

გლუვკუნთოვანი უჯრედების და ფიბრობლასტების ჩართვას


სისხლძარღვის კედლის სხვა ქსოვილების ფორმირების მიზნით.

გლუვკუნთოვანი ბოჭკოები გვხდება კაპილარებზე უფრო მსხვილ, ყველა


სისხლძარღვების კედელეში. ეს უჯრედები სპირალურად
ორგანიზებულ შრეებს ქმნიან. არტერიოლებში და მცირე ზომის
არტერიებში გლუვკუნთოვანი უჯრედები ერთმანეთს, უამრავი
ნაპრალისებური კონტაქტის საშუალებით უკავშირდებიან. ეს ხელს
უწყობს ამ სისხლძარღვების შევიწროვებას (ვაზოკონსტრიქციას) და
გაფართოვებას (ვაზოდილატაცია), რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს
მთელ ორგანიზმში სისხლის წნევის რეგულაციაში..

სისხლძარღვების კედლის შემაერთებელი ქსოვილოვანი კომპონენტები


გხვდება სხვადასხვა რაოდენობით და თანაფარდობით, ლოკალური
ფუნქციური მოთხოვნების შესაბამისად. კოლაგენური ბოჭკოები
ნაპოვნია სუბენდოთელურ შრეში, გლუვკუნთოვანი შრეებს შორის და
გარეთა საფარველში. ელასტიკური ბოჭკოები განაპირობებენ
სისხლძარღვების კედლის ელასტიკურობას, რაც საჭიროა სისხლის
წნევის ზემოქმედებისას გაფართოებისთვის. ამ თვალსაზრისით,
ელასტინი წარმოადგენს მსხვილი არტერიების ძირითად კომპონენტს,
სადაც ის ქმნის პარალელურად ორგანიზებულ ფირფიტებს, რომლებიც
მოწესრიგებულად არიან განლაგებული კუნთოვან შრეებს შორის.
ძირითადი ნივთიერების კომპონენტების, როგორიცაა
პროტეოგლიკანები და ჰიალურონატი, რაოდენობის და შემადგენლობის
ცვლილებები გავლენას ახდენს სხვადასხვა სისხლძარღვებში კედლის
ფიზიკურ და მეტაბოლურ თვისებებზე, განსაკუთრებული გავლენა აქვთ
სისხლძარღვების კედლის განვლადობაზე. მიკროსისხლძარღვებზე
უფრო მსხვილი ყველა სისხლძარღვების კედელი შეიცავს ბევრ
კომპონენტებს, რომლებიც ერთნაირად არიან ორგანიზებული.
დატოტვისას, სისხლძარღვების ზომები მცირდება და დიამეტრის
შემცირებასთან ერთად თანდათან იცვლება სისხლძარღვების კედლის
16

შემადგენლობაც. გარდამავალი ფორმის სისხლძარღვებში, მაგალითად


„მცირე არტერიების“ გადასვლა „არტერიოლებში“ არ არის მკვეთრად
გამოხატული. ამავე დროს, ყველა ასეთი მსხვილი სისხლძარღვის
კედელი შეიცავს სამ კონცენტრულ შრეს ან ტუნიკას
(ლათინურიდან,tunica, საფარველი, გარსი), როგორც ეს სქემატურად
ნაჩვენებია ნახ. 11-6, და მათი ამსახველი პრეპარატები მოყვანილია ნახ.
11-7 – 11-9.

● შიდა გარსი ანუ ტუნიკა ინტიმა შედგება ენდოთელიუმისაგან და


ფაშარ შემაერთებელი ქსოვილის თხელი სუბენდოთელური
შრისაგან, რიგ შემთხვევებში შეიცავს ცალკეულ გლუვ კუნთოვან
ბოჭკოებს (ნახ. 11-7). არტერიებში და მსხვილ ვენებში ინტიმა
შეიცავს ასევე შესამჩნევად გამოხატულ სასაზღვრო შრეს ანუ შიდა
ელასტიკურ ფირფიტას, რომელიც შედგება ელასტინისაგან. შიდა
ელასტიკური ფირფიტა შეიცავს სარკმელებს (ხვრელებს),
რომლებიც საკვები ნივთიერებების სისხლიდან კედლის სიღრმეში
დიფუზიას აადვილებენ.
● ტუნიკა მედია ანუ შუა შრე, ძირითადში წარმოდგენილია
სპირალურად ორგანიზებული გლუვკუნთოვანი უჯრედების
კონცენტრული შრეებით (ნახ. 11-6 და 11-7). კუნთოვანო ბოჭკოების
შორის განლაგებულია ელასტიკური ბოჭკოები და ელასტიკური
ფირფიტები, რეტიკულური ბოჭკოები და პროტეოგლიკანები.
ყველა ეს კომპონენტი სინთეზირებულია გლუვკუნთოვანი
უჯრედების მიერ და წარმოდგენილია სხვა და სხვა რაოდენობით.
არტერიების მედია შეიძლება შეიცავდეს თხელ გარეთა
ელასტიკურ ფირფიტას, რომელიც გამოყოფს მას გარეთა
გარსისაგან.
● გარეთა გარსი, ადვენტიცია ან ტუნიკა ექსტერნა, ძირითადად
შედგებაI ტიპის კოლაგენისაგან და ელასტიური ბოჭკოებისაგან
(ნახ. 11-7 და 11-8). ადვენტიცია შეზრდილია შესაბამის ორგანოთა
შემაერთებელ ქსოვილოვან სტრომასთან.
17

გულის კედელი როგორც მარაგდება საკვები ნივთიერებით და O 2


საკუთარი კორონალური სისხლძარღვებით, ასევე, მსხვილ
სისხლძარღვებს გააჩნიათ „ძარღვთა ძარღვები“ ანუ ვაზა ვაზორუმ
(ლათინურიდან, vasa vasorum). ესენია არტერიოლები, კაპილარები და
ვენულები, რომლებიც ლოკალიზებულია ადვენტიციაში და მედიის
გარეთა შრეებში (ნახ. 11-8). ვინაიდან მსხვილი სისხლძარღვების კედელი
სქელია, ყველა გარსის კვება მხოლოდ სისხლძარღვების სანათურში
არსებული სისხლიდან (ლუმინალური სისხლი) მეტაბოლიტების
დიფუზიით, შეუძლებელია. შესაბამისად ძარღვთა ძარღვებს ის
მნიშვნელობა აქვთ რომ მათი საშუალებით ხორციელდება კედლის
მთელი მოცულობის მეტაბოლიტებით მოამარაგება. ლუმინალური
სისხლი კი მხოლოდ ინტიმას უჯრედებს კვებავს. ვინაიდან მსხვილ
ვენებში მოძრავი სისხლი არ შეიცავს ჟანგბდს, როგორც წესი ასეთი
ვენები არტერიებთან შედარებით, შეიცავენ უფრო მეტ ძარღვთა
ძარღვებს.

მსხვილი სისხლძარღვების ადვენტიცია ასევე შეიცავს ავტონომიურ,


უმიელინო ნერვული ბოჭკოების ქსელს ანუ სისხლძარღვების
მამოძრავებელ (ვაზომოტორულ) ნერვებს (ნახ. 11-8), რომლებიც
გამოყოფენ სიხლძარღვების შემავიწროვებელ (ვაზოკონსტრიქტორულ)
ფაქტორს ნორეპინეფრინს. ვენებთან შედარებით, არტერიებში ამ
ნერვული ქსელის სიხშირე უფრო მეტია.

გამოყენება სამედიცინო პრაქტიკაში

ნორმალური სისხლძარღვების ენდოთელიუმი ათრომბოგენურია.


შედეგად, არც სისხლის უჯრედები და არც სისხლის ფირფიტები
(თრომბოციტები) არ ეწებება ენდოთელიუმის ზედაპირს, ამით თავიდან
აცილებულია კოლტის წარმოქმნა. ქსოვილის დაზიანებისას
მიკროსისხლძარღვების ენდოთელური უჯრედების საფარველის
მთლიანობა ირღვევა, რის გამოც სისხლძარღვის სანათურისკენ
მოქცეული სუბენდოთელური ქსოვილის კოლაგენი სისხლის
18

ფირფიტების აგრეგაციას იწვევს. თავის მხრივ, სისხლის ფირფიტები


გამოყოფენ ფაქტორებს, რომლებიც პლაზმაში არსებული ფიბრინოგენის
ფიბრინად გარდაქმნის რეაქციების კასკადის გამშვებებია. დაზიანებული
სისხლძარღვებიდან სისხლის გამოდინების შესაწყვეტად, ძალიან
სწრაფად წარმოიქმნება სისხლძარღვებშიდა კოლტი ანუ ფიბრინული
ქსელით თრომბი (ლათინურიდან, thrombus, მრავლობითში, thrombi)

დიდი ზომის თრომბების შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს მათგან


საკმაოდ მსხვილი ნაწილების, ემბოლების (ლათინურიდან, embolus,
მრავლობითი, emboli) მოწყვეტა. ემბოლები გადაიტანება სისხლით და
გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ შეიძლება გამოიწვიონ მოშორებით
მდებარე სისხლძარღვების დახშობა. ორივე შემთხვევაში
სისხლძარღვებში დინება შეიძლება სრულიად გაჩერდეს, რაც ქმნის
სიცოცხლისათვის საშიშ პირობებს. ამგვარად, ენდოთელური
საფარველის მთლიანობა, რომელიც აფერხებს სისხლის ფირფიტებსა და
სუბენდოთელურ შემაერთებელ ქსოვილის შეკავშირებას, წარმოადგენს
მნიშვნელოვან ათრომბოგენური მექანიზმის საფუძველს.

ის ინდივიდები რომლებიც იმყოფებიან თრომბის ფორმირების საწყის


სტადიებზე, ისეთი როგორიცაა მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი, ან
და ფილტვის ემბოლია, საჭიროებენ ქსოვილოვანი პლაზმინოგენის
აქტივატორის (ჩვეულებრივ იხმარება აბრევიატურა - ტპა; ლათინურად,
tissue plasminogen activator, tPA) ინტრავენური ინიექციებით
მკურნალობას. ტპა წარმოადგენს სერინის პროტეაზას რომელიც
ხლიჩავს ფიბრინის პეპტიდურ კავშირებს და ამით სწრაფად შლის
კოლტს.

You might also like