You are on page 1of 3

1. როგორ ორგანოა გული?

გული არის კუნთოვანი ორგანო , იგი გარედან


დაფარულია თხელი აპკით გული პერანგით .
2. დაასახელეთ ქსოვილები რომლითაც არტერიების ,
ვენებისა და კაპილარების კედლებია აგებული ?
მათი კედლები შედგება შიგნითა — ენდოთელური, შუა —
კუნთოვან-ელასტიკური და გარეთა —
შემაერთებელქსოვილოვანი გარსისგან.
ვენის კედელი სამშრიანია:
1. შიგნითა შრე, ენდოთელიუმი, შემაერთებელქსოვილოვან
მემბრანას წარმოადგენს;
2. შუა, კუნთოვანი შრე, შედგება ცირკულარულად
განლაგებული გლუვკუნთოვანი უჯრედებისგან,
რომლებსაც ერთგვარი კოლაგენური კარკასი აქვთ;
3. გარეთა შრე, ადვენტიცია, ასევე მკვრივი კოლაგენური
ბოჭკოვანი ქსოვილია.

კაპილარების კედლები ერთშრიანი ენდოთელიუმისგან


შედგება, რომელსაც გარედან კუმშვადი უჯრედები აკრავს.

3.გულში როგორი სარქველებია მოთავსებული ?


ნამგლისებრი სარქველები და კარიანი სარქველები.

4.რას ეწოდება გულის ციკლი და რამდენი ფაზისგან


შედგება?
პერიოდს წინაგულების ერთი შეკუმშვიდან მეორემდე
გულის ციკლი ეწოდება და შედგება სამი ფაზისგან.
5.როგორი დაავადებაა ათეროსკლეროზი?
ათეროსკლეროზი სისხლძარღვების დაავადებაა
რომლის დროს ქოლესტერინი დიდი და პატარა
სისხლძარღვების კედლებზე გროვდება და
წარმოიქმნება ათეროსკლეროზული ბალთები.
6.როგორი დაავადებაა ენდარტერიტი?
ქსოვილები ხანგრძლივად განიცდიან ჟანგბადის
ნაკლებობასს და შიმშილს , რაც საბოლოოდ მათ
კვდომას იწვევს.ამ დაავადებას ენდარტეტიტი ეწოდება .
7.რა არის გულის მანკი ?
გულის მანკი გულის კუნთის , გულის სარქველების ან
გულის სისხლძარღვების ანატომიური დეფექტია .
8. რას ეწოდება შეძენილი გულის მანკი?
შეძენილი გულის მანკი - წარმოადგენს გულის სარქვლის
მორფოლოგიურ ცვლილებებს, რომლებიც ვითარდება
გულის ქრონიკული დაავადებების შედეგად ან აღნიშნული
ორგანოს ტრავმებით.
9.როდის ვითარდება თანდაყოლილი გულის მანკი?
თანდაყოლილი გულის მანკი ვითარდება ნაყოფის
მუცლადყოფნის პერიოდში . Მისი მიზეზია, ხშირ
შემთხვევაში, ორსულობის პერიოდში ალკოჰოლის ,
სხვადასხვა სამკურნალო პრეპარატის , ნარკოტიკების
მიღება და სხვა.
10.რომელი მეთპდებია საუკეთესო რათა ავიცილოთ
თავიდან გულ - სისხლძარღვის დაავადებები ?
გულ - სისხლძარღვთა დაავადებების საწინააღმდეგოდ
ბრძოლის საუკეთესო საშუალებებია ვარჯიში , ფეხით
სიარული , ცურვა და რაც მთავარია ცხოვრების ჯანსაღი
წესი .

You might also like