You are on page 1of 4

პერიფერიული სისხლძარღვთა სისტემა (PVS) მოიცავს ყველა

სისხლძარღვს, რომელიც არსებობს გულის გარეთ. პერიფერიული


სისხლძარღვთა სისტემა კლასიფიცირდება შემდეგნაირად: აორტა და
მისი ტოტები:
არტერიოლები
კაპილარები
ვენეულები და ვენები, რომლებიც აბრუნებენ სისხლს გულში.
პერიფერიული სისხლძარღვთა სისტემის თითოეული სეგმენტის
ფუნქცია და სტრუქტურა განსხვავდება მისი მდებარეობის და
დამარაგებული ორგანოს მიხედვით. კაპილარების გარდა,
სისხლძარღვები სამი ფენისგან შედგება:
ადვენტიცია -გარე ფენა, რომელიც უზრუნველყოფს სისხლძარღვთა
სტრუქტურულ მხარდაჭერას და ფორმას.
უნიკა მედია - შუა ფენა , რომელიც შედგება ელასტ იური და კუნთოვანი
კომპონენტებისგან, რომელიც არეგულირებს სისხლძარღვთა
დიამეტრს.
Ტუნიკა ინტიმა - შიდა შრე, რომელიც შედგება ენდოთელური
გარსისგან, რომელიც უზრუნველყოფს სისხლის თავისუფალ,
რბილ მოძრაობას.
თითოეულ ფენაში, კუნთების და ელასტიკური ბოჭკოების რაოდენობა
იცვლება, რაც დამოკიდებულია სისხლძარღვთა მდებარეობაზე.
არტერიები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ორგანოების სისხლით
მომარაგებაში. არტერიები ყოველთვის მაღალი წნევის ქვეშ არიან. ამ
სტრესის დასაძლევად ისინი შეიცავენ ელასტიურ ქსოვილს უხვად.
ელასტინის არსებობა დიდ სისხლძარღვებში საშუალებას აძლევს მათ
გაზარდონ ზომა და შეცვალოს მათი დიამეტრი. როდესაც არტერია
აღწევს კონკრეტულ ორგანოს, იგი იტოტება სისხლძარღვებად,
რომლებსაც აქვთ მეტი გლუვი კუნთი და ნაკლები ელასტიური
ქსოვილი. სისხლძარღვების დიამეტრი მცირდება, სისხლის ნაკადის
სიჩქარეც მცირდება.
სხეულში არტერიების ორი ძირითადი ტიპია ნაპოვნი: (1) ელასტიური
არტერიები და (2) კუნთოვანი არტერიები. კუნთოვანი არტერიები
მოიცავს ანატომიურად დასახელებულ არტერიებს, როგორიცაა
მაგალითად მხრის არტერია, რადიალური არტერია და ბარძაყის
არტერია. კუნთოვანი არტერიები შეიცავს უფრო მეტ გლუვ კუნთოვან
უჯრედებს ტუნიკის მედიის შრეში, ვიდრე ელასტიური არტერიები.
ელასტიური არტერიები არის გულთან ყველაზე ახლოს (აორტა და
ფილტვის არტერიები), ისინი შეიცავს ბევრად მეტ ელასტიურ ქსოვილს
ტუნიკის მედიაში, ვიდრე კუნთოვანი არტერიები. ელასტიური
არტერიების ეს თვისება მათ საშუალებას აძლევს შეინარჩუნონ
შედარებით მუდმივი წნევის გრადიენტი, მიუხედავად გულის მუდმივი
ტუმბოს მსგავსი მოქმედებისა.
კაპილარები არის თხელკედლიანი სისხლძარღვები, რომლებიც
შედგება ერთი ენდოთელური შრისგან. კაპილარების თხელი
კედლების გამო, საკვები ნივთიერებებისა და მეტაბოლიტების გაცვლა
ხდება ძირითადად დიფუზიის გზით სისხლძარღვებსა და უჯრედშორის
სივრცეს შორის.
სისხლი გულისკენ ვენებს მიაქვთ. ისევე, როგორც არტერიულ
სისტემას, სამი ფენა ქმნის ვენის კედლებსაც, მაგრამ არტერიებისგან
განსხვავებით, ვენური წნევა დაბალია. ვენები არტერიებთან
შედარებით უფრო თხელკედლიანია და ნაკლებად ელასტიური.
Ვენების შიგნითა შრეში სარქველების არსებობა, კუნთების
შეკუმშვა და შინაგანი ორგანოების ზეწოლა იძლევა საშუალებას
სისხლი გადაადგილდეს სიმძიმის ძალის საპირისპიროდ და
ნახშიროჟანგით მდიდარი სისხლი მიდინდეს გულში.
ლიმფა მოიცავს ფართო ლიმფური სადინრების ქსელს, რომლის
საშუალებით სხეულის ქსოვილებიდან ლიმფა მოედინება და
ბრუნდება ვენური სისხლის მიმოქცევაში. Სისტემა იწყება
პერიფერიიდან ბრმა ლიმფური კაპილარებით, გრძელდება წვრილი
ძარღვების სახით, შემდეგ ერთიანდებიან სადინრებში და ბოლოს
უერთდებიან მსხვილ ვენებს. Მოძრავი ლიმფა იფილტრება ლიმფურ
კვანძებში, რომლებიც ამ გზაზეა განლაგებული. Ლიმფური კვანძები
მრგვალი, ოვალური ან ლოვიოს ფორმის სტრუქტურებია, რომელთა
ზომები განსხვავებულია მდებარეობის მიხედვით. Ლიმფურ
კვანძებში ხდება ანტისხეულების გამომუშავება, ორგანიზმში
შემოჭრილი უცხო სხეულების შებოჭვა და დაშლილი უჯრედების
ნაწილების დაჭერა.
ერიფერიულ სისხლძარღვთა დაავადებების შეფასებისთვის
გამოკითხვა უნდა დავიწყოთ კითვებით მკლავისა და ფეხის მიდამოში
ტკივილის შესახებ. უ
Აცილებელია დადგინდეს სხეულის რომელი
სტრუქტურული წარმონაქმნის პათოლოგიითა განპირობებული
ტკივილი- კანი, კუნთები, ძვლები თუ ნერვული სისტემა., ეს არის
დატვირთვის პირობებში განვითარებული ტკივილი და ქრება
მოსვენებულ მდგომარეობაში თუ მუდმივია. Თუკი პერიოდულია
ტკივილი მოსვენებულ მდგომარეობაში გადასხვლის შემდგომ რამდენ
ხანში ქრება. უ
Აცილებელია პაციენტს ვკითხოთ ხომ არ აღნიშნავს
ხელების, ფეხებისა და ტერფების არეში სიცივეს, გაშეშებას,
გაფემკრთალებას, შეშუპებას, სიწითლეს, წვივის წინა ზედაპირზე თმის
ცვენას.
ნამნეზის აკრების დროს აუცილებელია ყურადღება მიექცეს ისეთ
ქრონიკულ დაავადებებს, როგორებიცაა არტერიული ჰიპერტენზია,
შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერლიპიდემია. Გადაუტანია თუ არა
მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი.
ამოკვლევას ვიწყებთ პულსის გაზ ომვით . ვდაპირველად
სხივის არტერიაზე, თუკი არტერიულ უკმარისობას ვვარაუდობთ უნდა
გავსინჯოთ მხრის არტერიის პულსაციაც. Შესაძლოა ასევე
განვახორციელოთ ბარძაყის არტერიის, მუხლქვეშა არტერიის,
ტერფის დორსალური არტერიის, დიდი წვივის უკანა არტერიის
პულსაცია. Პულსაციის დროს ექიმიც და პაციენტიც კომფორტულად
უნდა იყოს განთავსებული რაათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი
დისკომფორტის შეგრძნება.
Პაციენტი კომფორტულად უნდა დაწვეს ლოგინზე, ტანსაცმელი
დაიფაროს ისე, რომ დაფაროს გარეთა სასქესო ორგანოები ხოლო
სხეულის დანარჩენ ნაწილზე უნდა ვაწარმოოთ ინსპექცია.
Პერიფერიულ სისხლძარღვთა პათოლოგიების დროს ძალიან
ხშირია შეშუპება. Შეშუპების არსებობის შემთხვევაში უნდა
დავაკვირდეთ მის ჩაღრმავებას. Ცერა თითი უნდა დავაჭიროთ ორივე
ტერფის ზურგს და დავაკვირდეთ ჩაღრმავებას. შეშუპების სიმძიმე
იზომება ოთხნიშნა შკალით მსუბუქიდან ძალიან მძმემდე. Შეშუპებული
ტერფები ნიშანია ძირითადად შემდეგი პათოლოგიების- ღრმა
ვენების ახალი თრომბოზი, ქრონიკული ვენური უკმარისობა, ლიმფური
შეშუპება.
Ცალმხრივია ის თუ ორმხრივი, როდის შეამჩნია პირველად,
ახლავს თუ არა ვენების ტ კივილი .
ედა კიდურების სისხლმომარაგების შესაფასებლად ვახდენთ მათზ ე
ზეწოლას რამდენიმე წამის განმავლობაში და შემდგომ ვაკვირდებიტ
რამდენ ხანში უბრუნდება კანს ჩვეული სეფერილობა.
ვენების ვარიკოზული დაავადება არის კანქვეშა ზედაპირული ვენების
გაგანიერება. ყველაზე მეტად გავრცელებულია ქვედა კიდურებში.
პათოლოგიას ახასიათებს მოლურჯო-მოიასამნისფრო შეფერილობის
ვენები, ზოგჯერ თან ახლავს - ტკივილი, ქვემო კიდურების შეშუპება,
წვის შეგრძნება , ქავილი .
ვენების ვარიკოზული გაგანიერების მიზეზებია:

 ჭარბი წონა;
 დიდ ხნის მანძილზე ფეხზე დგომა ან ჯდომა;
 ქვემო კიდურების ხანგრძლივი დატვირთვა;
 ჰორმონალური დისბალანსი;
 ვენური უკმარისობა;
 მოჭერილი ტანსაცმელი;
 ქვემო კიდურებზე გადატანილი ტრავმა;

 ქვემო კიდურების ადვილად დაღლა;


 შეშუპება ტერფების, კოჭის, წვივის არეში;
 სიმძიმისა და წვის შეგრძნება, რომელიც დღის ბოლოს უფრო მეტად
მწვავდება;
 კუნთების უნებლიე კრუნჩხვა;
 ქავილი;
 მოუსვენარი ფეხების შეგრძნება

You might also like