You are on page 1of 6

სისხლდენა

სისხლდენა -არის დაზიანებული სისხლ ძარღვიდან სისხლის გადმოღვრა.

უფრო ხშირად სისხლდენა ვითარდება ქსოვილზე ან ორგანოზე პირდაპირი მექანიკური


მოქმედების შედეგად (სტიქიური უბედურებები, სატრანსპორტო კატასტროფები, ქირურგიული
ოპერაციები).
სიცოცხლისათვის დიდ საშიშროებას წარმოადგენს სისხლდენა მსხვილი და საშუალო
არტერიებიდან, როცა სისხლი პულსირებულად, ალისფერი ნაკადით გადმოდის. დიდი
რაოდენობით სისხლის დაკარგვამ დროის შედარებით მოკლე მონაკვეთში შეიძლება გამოიწვიოს
ტერმინალური მდგომარეობა, ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს სისხლდენის შეჩერება.
სისხლდენის მიზეზებიდან აღსანიშნავია სისხლძარღვების კედლების პათოლოგიური
მდგომარეობა, რომელიც წარმოიშობა მათი სტრუქტურული დაზიანების შედეგად
სისხლძარღვების სხვადასხვა დაავადებების დროს - ათეროსკლეროზი, ჩირქოვანი ინფექციის,
სიმსივნური პროცესის, ნეკროზის დროს, რომელიც იწვევს სისხლძარღვების კედლების
ანატომიური მთლიანობის დარღვევას. ასეთი სისხლდენები საშიშროებას წარმოადგენს
სიცოცხლისათვის.
კლასიფაკია: სისხლდენის ხასიათის მიხედვით არჩევენ არტერიულ, ვენურ, შერეულ,
კაპილარულ სისხლდენას.
არტერიული სისხლდენა წარმოიშობა არტერიის დაზიანების შემთხვევაში. ხასიათდება-
პუსლირებადი (მფეთქავი) ალისფერი სისხლის გადმოდინებით ჭრილობიდან.
სისხლის დაკარგვის ინტენსივობა დამოკიდებულია დაზიანებული სისხლძარღვის სიდიდეზე
და ჭრილობის ხასიათზე.
არტერიული სისხლდენა საშიშროებას წარმოადგენს სიცოცხლისათვის, რადგან დროის მოკლე
მონაკვეთში შეიძლება დაიკარგოს სისხლის დიდი რაოდენობა.
ვენოზური სისხლდენა ხასიათდება მდორე მუქი წითელი ფერის სისხლის ნაკადით. მსხვილი
ვენების დაზიანება (მაგ.კისრის) საშიშია სიცოცხლისათვის არა მხოლოდ სისხლდენის მხრივ,
არამედ ჰაეროვანი ემბოლიის (ჰაერის მოხვედრა სისხლძარღვის სანათურში სუნთქვის დროს)
განვითარების მხრივაც - რამაც შეიძლება გამოიწვიოს ავადმყოფის დაღუპვა. ვენოზური
სისხლდენა მცირე ვენებიდან ნაკლებად საშიშია, ვიდრე არტერიული. სისხლის მდორე
გადმოდინება ვენებიდან, სისხლძარღვების შეკუმშვა ხელს უწყობს თრომბის წარმოქმნას.
არტერიებისა და ვენების იზოლირებული დაზიანება იშვიათად ხდება (იმის გამო, რომ ერთი
და იგივე სახელობის არტერია და ვენა ერთადაა განლაგებული). უფრო ხშირია შერეული
(არტერიულ-ვენური) სისხლდენები. ასეთი სისხლდენა წარმოიშობა არტერიისა და ვენის
ერთდროულად დაზიანების შემთხვევაში. ხასიათდება ზემოთაღწერილი სიმპტომების
ერთობლიობით.
კაპილარული სისხლდენა წარმოიშობა კანის, ლორწოვანი გარსების დაზიანებისას. ხასიათდება
იმით, რომ სისხლი ჟონავს ჭრილობის ზედაპირიდან.
სისხლდენის ადგილმდებარეობის მიხედვით არჩევენ გარეგან, შინაგან და ფარულ
სისლდენას.
გარეგანია სისხლდენა, რომლის დროსაც სისხლი გარეთ გამოიყოფა. იგი სირთულეს არ
წარმოადგენს დიაგნოსტიკის მხრივ. ხშირად წარმოიშობა ზედა და ქვედა კიდურების დაზიანების
დროს.
დაკარგული სისხლის მოცულობაზე მსჯელობენ ნახვევის სისველით.
შინაგანი სისხლდენა ხასიათდება სისხლჩაქცევებით შინაგან ორგანოებში და ღრუებში. მას აქვს
ფარული ხასიათი, ამიტომ მისი დიაგნოსტირება რთულია. მუცლისა და გულმკერდის ღრუში
ჩაქცეული სისხლი კარგავს შედედების უნარს, ამიტომ არ ხდება სისხლის თავისთავად შეჩერება.
მნიშვნელოვანი შინაგანი სისხლდენის დიაგნოსტირება ხდება მწვავე ანემიის საერთო
სიმპტომებით: კანის საფარველის სიფერმკრთალე, არტერიული წნევის დაწევა, ტაქიკარდია,
ხშირი სუსტი პულსი, ქოშინი, ჰემოგლობინის შემცირება.
ფარული სისხლდენა ხასიათდება წაშლილი კლინიკური გამოვლინებებით: გაურკვეველი
სისუსტე, დაღლილობა, თავბრუსხვევა, ციმციმი თვალების წინ, გულის წასვლა, ძილიანობა.
სისხლდენის დაწყებიდან გასული დროის ხანგრძლივობის მიხედვით არჩევენ პირველად და
მეორად სისხლდენას.
პირველადი სისხლდენა იწყება მაშინვე, დაჭრის მომენტში. ზოგ შემთხვევაში სისხლძარღვის
დაზიანება არ ხასიათდება პირველადი სისხლდენით დეფექტის ობტურაციის გამო (დამჭრელი
ჭურვით, სისხლის შენადედით).
მეორადი სისხლდენა წარმოიშობა დაზიანებიდან რამოდენიმე ხნის შემდეგ. იგი იყოფა ადრეულ
და გვიან მეორად სისხლდენად.

ადრეული წარმოიშობა მე-3-5 დღეს.

გვიანი - დაჭრიდან 10-15 დღემდე.

ადრეული მეორადი სისხლდენა შეიძლება გამოწვეული იყოს უხეში შეხვევით,


არადამაკმაყოფილებელი იმობილიზაციით ან უცხო სხეულის ზეწოლით სისხლძარღვზე.
გვიანი მეორადი სისხლდენის მიზეზი შეიძლება იყოს ნეკროზი, ჰემატომის დაჩირქება. გვიანი
მეორადი სისხლდენის პროფილაქტიკას წარმოადგენს ჭრილობის პირველადი ქირურგიული
დამუშავების გულმოდგინედ ჩატარება, ანტიბაქტერიული თერაპია, კიდურის იმობილიზაცია.
პირველადი დახმარება - მიმართულია სისხლდენის შეჩერებისაკენ, დაკარგული
სისხლის აღდგენისაკენ, განვითარებული პათოლოგიური ცვლილებების კორექციისაკენ.
სისხლდენის დროებით შეჩერებას მიმართავენ პირველადი დახმარების აღმოჩენის დროს
დაზიანების ადგილზე თვითდახმარებით ან ურთიერთდახმარებით, საბოლოო შეჩერებას -
სტაციონარში.
სისლხდენის დროებით შეჩერებას მიეკუთვნება სისხლმდენ ძარღვებზე დამწოლი
ნახვევის დადება, დაზიანებული კიდურის წამოწეული მდგომარეობა, არტერიის გასწვრივ
თითით ზეწოლა, კიდურის მკვეთრ (მქსიმალურ) მოხრის მდგომარეობაში ფიქსირება, ლახტის
დადება. დროებითი შეჩერება მიზნად ისახავს პირობების შექმნას, რომ ავადმყოფი მიყვანილი
იქნას სტაციონარში სისხლდენის საბოლოოდ შესაჩერებლად.
ექიმამდელი დახმარება გარეგანი სისხლდენის დროს
პირველადი დახმარების მიზანია:
1) სისხლდენის დროებითი შეჩერება;
2) ავადმყოფისათვის სისხლის დანაკარგის კომპენსირება;
3) ავადმყოფის ტრანსპორტირება სამკურნალო დაწესებულებაში.
პირველადი დახმარების ჩატარებისას აუცილებელია სწრაფი და გააზრებული მოქმედება.
ავადმყოფის დათვალიერებისას ყურადღება უნდა მიაქციოთ ნახვევის, ტანსაცმლის სისხლით
დასველების სისწრაფეს, სისხლის დაგროვებას ტანსაცმლის ქვეშ. ავადმყოფის გამოკითხვისას -
ჩივილებს: ნაკლებად გამოხატული სისხლნაკლებობის შემთხვევაში უჩივიან წყურვილს, ქოშინს,
თავბრუსხვევას, შიშის გრძნობას, ციმციმი თვალების წინ. მკვეთრად გამოხატული სისხლდენისას
აღინიშნება კანის საფარველის სიფერმკრთალე, ცივი ოფლი, გონების დაბინდვა ან დაკარგვა,
გუგების გაფართოება, სუსტი პულსი. დახმარების აღმოჩენისას ავადმყოფს ათავსებენ
მოხერხებულად, ირჩევენ დახმარების ადექვატურ მეთოდს ავადმყოფის მდგომარეობისა და
ხელთარსებული მატერიალურ- ტექნიკური საშუალებების შესაბამისად.
- კაპილარული სისხლდენის, კანისა და კუნთების დაზიანებით გამოწვეული სისხლდენისას
მცირე არტერიებიდან და ვენებიდან მიმართავენ სისხლის შეჩერებას დამწოლი ნახვევის
საშუალებით. ამ დროს კანს ჭრილობის ირგვლივ 3-4 სმ-ზე ჭრილობის კიდეებიდან ამუშავებენ
ანტისეპტიკური ხსნარით (იოდის სპირტხსნარი). ჭრილობას ადებენ სტერილური დოლბანდის
რამოდენიმე ნაფენს, რომელსაც ზემოდან ედება ბამბის საკმაოდ სქელი ფენა მჭიდროდ,
გარკვეული ზეწოლით ახვევენ დოლბანდით.
- კიდურებიდან ვენოზური სისხლდენის შეჩერება შესაძლებელია კიდურისათვის წამოწეული

მდგომარეობის მიცემით (გულის მდებარეობაზე მაღლა).

- არტერიული სისხლდენის შეჩერება ზედა და ქვედა კიდურების დისტალური (პერიფერიული)


ნაწილიდან (წინამხრის ან წვივის ჭრილობის დროს) ხდება კიდურების მკვეთრი (მაქსიმალური)
მოხრის მდგომარეობაში ფიქსირებით.
ზედა კიდურის დაზიანებისას - იდაყვის მომხრელ ზედაპირზე ადებენ ნაჭრის მუთაქას,
წინამხარს მაქსიმალურად ახრევინებებ სხივის არტერიაზე პულსის შეწყვეტამდე, ჭრილობიდან
სისხლდენის შეჩერებამდე და ასეთ მდგომარეობაში აფიქსირებენ ბანდით ან ქამრით.
ქვედა კიდურის დაზიანებისას - ავადმყოფს აწვენენ ზურგზე, მუხლის სახსარში უდებენ
მუთაქას, ბარძაყი მაქსიმალურად მიაქვთ მუცელთან, წვივს აფიქსირებენ ბარძაყზე ქამრით.
ბარძაყის არტერიიდან სისხლდენის შემთხვევაში ქვედა სახსარს ახრევინებენ მენჯ-ბარძაყის
სახსარში და აფიქსირებენ მუცელთან.
- მაგისტრალური სისხლძარღვებიდან სისხლდენის შეჩერება რამოდენიმე წუთით შეიძლება
არტერიის გასწვრივ სისხლძარღვის ძვალზე თითით მიჭყლეტით. კიდურზე სისხლძარღვის
მიჭყლეტა ხდება ჭრილობის ზევით, კისერზე და თავზე - ქვევით. მიჭყლეტა ძვალზე ხდება
რამოდენიმე თითით, უფრო ეფექტურია - ორივე ხელის დიდი თითებით.
- ძლიერი არტერიული სისხლდენის დროებითი შეჩერების ყველაზე საიმედო ხერხია
სისხლდენის შემაჩერებელი ლახტის დადება. არსებობს სხვადასხვა სახის ლახტები - ქსოვილი,
ნაგრეხი, რეზინის. თუ არ გვაქვს ლახტი, შეიძლება გამოყენებული იქნეს სახელდახელო
მასალა: რეზინის მილი, პირსახოცი, ქამარი, თოკი, ჰალსტუხი, ცხვირსახოცი და სხვ.
ლახტის დადება ხდება შემდეგნაირად:
- სისხლდენას დროებით აჩერებენ სისხლძარღვის თითით ზეწოლით;
- კიდურის ნაწილს, რომელსაც ლახტი ედება, ახვევენ პირსახოცს ან დოლბანდის რამოდენიმე
ფენას (სარჩული);
- დაზიანებულ კიდურს ოდნავ მაღლა წევენ (20-30 სმ-ით);
- ლახტს დაჭიმავენ, აკეთებენ 2-3 ბრუნს კიდურის გარშემო ქსოვილთა ზეწოლის გამო და
კვანძავენ;
- ლახტის სწორად დადებას ადასტურებს ჭრილობიდან სისხლდენის შეჩერება, პულსის გაქრობა
კიდურის არტერიაზე, კანის საფარველის გაფერმკრთალება;
- ლახტის დადების რიცხვს, დროს, წთ-ს, აღნიშნავენ ბარათში, რომელსაც ათავსებენ ლახტის ქვეშ
ისე, რომ კარგად მოჩანდეს;
- საჭიროა ლახტდადებული კიდურის იმობილიზაცია;
- ლახტდადებული ავადმყოფის ევაკუაცია ხდება პირველ რიგში;
- ზამთრის პერიოდში ლახტდადებულ კიდურს თბილად ფუთავენ, რომ არ განვითარდეს
მოყინვა.
ავადმყოფს ლახტი შეიძლება ედოს 2სთ-მდე ზაფხულის პერიოდში, ზამთრის პერიოდში -
1-1,5სთ. თუ ამ დროში არ მოხერხდება ავადმყოფისათვის საბოლოო დახმარების აღმოჩენა,
ლახტს ხსნიან 1-2 წთ, ჭრილობიდან სისხლდენის დაწყებისთანავე ხელახლა ადებენ სხვა
ადგილზე.
ავადმყოფი სისხლდენის დროებითი შეჩერების შემდეგ უმოკლეს ვადაში უნდა იქნეს
გადაყვანილი სამკურნალო დაწესებულებაში. მსხვილი სისხლძარღვის დაზიანების
შემთხვევაში აწარმოებენ კიდურის იმობილიზაციას; ტრანსპორტირებისას ავადმყოფი უნდა
იწვევს საკაცეზე თავით ოდნავ უკან გადაწეული.
სისხლდენა ყურიდან - ავადმყოფს აწვენენ ჯანმრთელ მხარეზე, თავი ოდნავ წამოწეული,
ყურში უდებენ სუფთა მარლას, ადებენ ასეპტიკურ ნახვევს. ყურის ამორეცხვა არ შეიძლება!

პირველადი დახმარება შინაგანი სისხლდენის დროს.


მიმართულია პირობების შესაქმნელად, რომელიც უზრუნველყოფს სისხლდენის
ინტენსიურობის შემცირებას, სწრაფ ტრანსპორტირებას, ორგანიზმის კომპენსატორული
რეაქციების შენარჩუნებას.
აუცილებელია: 1) შეუქმნან სიმშვიდე; 2) შესაძლებელი სისხლდენის ადგილზე- დაადონ
ცივი; 3) შესაძლებლობის შემთხვევაში - სისხლდენის შემაჩერებელი პრეპარატების შეყვანა; 4)
მაქსიმალურად სწრაფი ტრანსპორტირება სამედიცინო დაწესებულებაში.
სისხლდენა ფილტვიდან - მიზეზი შეიძლება იყოს ტრავმა ან ფილტვების დაავადება
(ტუბერკულოზი, სისმსივნე). ახასიათებს - სისხლიანი ნახველი, სუნთქვის გაძნელება, ქოშინი.
ძლიერი სისხლდენის დროს შეიძლება გამოიხატოს სისხლნაკლებობის ნიშნები - გამოხატული
სიფერმკრთალე, თავბრუსხვევა, არტერიული წნევის შემცირება..
ავადმყოფს ეკრძალება ლაპარაკი, მოძრაობა, ხველება.
სასწრაფოდ უნდა იქნეს გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში.
სისხლდენა გულმკერდის ღრუში - შეიძლება გამოწვეული იყოს გულმკერდის ტრავმითა და
შინაგანი ორგანოების დაზიანებით (გული, ფილტვები, მსხვილი სისხლძარღვები). სისხლდენა
შეიძლება იყოს მასიური, თავისთავად არ ჩერდება.სისხლის ჩაგროვებამ პლევრის ღრუში
შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის უკმარისობა. სისხლის მოხვედრა სასუნთქ გზებში იწვევს
ასფიქსიის (სუნთქვის შეჩერება) განვითარებას, რაც ვლინდება სუნთქვის გახშირებით, კანისა
და ლორწოვანის ციანოზური ფერით. სიცოცხლისათვის საშიში სიმპტომების განვითარების
ზრდის გამო აუცილებელია ავადმყოფის სასწრაფო ტრანსპორტირება. ავადმყოფს აძლევენ
ნახევრადმჯდომარე მდგომარეობას მოხრილი ქვედა კიდურებით; გულმკერდის არეში ადებენ
ყინულს; უნდა შეუხსნან ტანსაცმელი (რათა სუნთქვითი მოძრაობები იყოს თავისუფალი).
კუჭის წყლულოვანი დაავადება ხასიათდება სისხლდენით კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. მისი
სიმპტომებია -ღებინება ყავისფერი ნაღებით, მუქი განავალი, ანემიის ზოგადი ნიშნები -
სიფერმკრთალე, ტაქიკარდია (გულის შეკუმშვათა გახშირება), არტერიული წნევის შემცირება,
ზოგადი სისუსტე, გონების დაკარგვა. ავადმყოფს აწვენენ, ეპიგასტრიუმის არეში ადებენ
ყინულს (ცივს), შეიძლება მისცენ ყინულის ნატეხი გადასაყლაპად. ტრანსპორტირება უნდა
მოხდეს საკაცით.
სისხლდენა მუცლის ღრუში - ვითარდება მუცლის ტრავმის დროს. შინაგანი ორგანოების
დაზიანებით. ქალებში შეიძლება იყოს დარღვეული კვერცხსავალი მილის ორსულობის დროს.
დამახასიათებელია დიდი რაოდენობით (2-3 ლიტრამდე) სისხლის დაკარგვა; პერიტონიტის
(მუცლის სეროზული გარსის პერიტონეუმის ანთება) განვითარების საშიშროება. რთულად
მიმდინარეობს მწვავე ანემიის ნიშნებით; კოლაფსით. გადარჩენის ერთადერთი შესაძლებლობა
- სასწრაფო ოპერაცია. ტრანსპორტირება წოლით მდგომარეობაში საკაცით; გამცილებელი
აკვირდება ავადმყოფის მდგომარეობას - ცნობიერებას, პულსს, არტერიულ წნევას.

მოხერხებულად დაჯექით და თავი ოდნავ წინ გადახარეთ და არა უკან.


ნესტოებში შეიძლება მშრალი ან წყალბადის ზეჟანგის 3%-იანი ხსნარით დასველებული ბამბის
ტამპონების შედება

მიიდეთ რაიმე ცივი ცხვირის ძვალსა და კეფაზე 20 წუთით.

You might also like