You are on page 1of 7

27--- კონიუნქტივიტები.

კლასიფიკაცია, ჩივილები, ობიექტური მონაცემები,


დიაგნოსტიკა, კლინიკა, მკურნალობა, პროფილაქტიკა.

კონიუქტივიტი არის ლორწოვანი გარსის ანთება, რომელიც ფარავს ქუთუთოს


შიგნითა ზედაპირს, როგორც ზედა ისევე ქვედას. ზედა ქუთუთოს
ამოტრიალებას ეწოდება—ევერსია. • კონიუქტივა იყოფა 3 ნაწილად: 1 ამოფენს
ქუთუთოების შიგნითა ზედაპირს, მეორე ნაწილი სკლერას ფარავს ლიმბამდე და
მესამე—მათ შორის გადასვლა არის თაღი. ქუთუთოს შიგნითა კიდეებზე გვაქვს
ზედა და ქვედა საცრემლე წერტილი.

კონიუქტივიტი თუ ხანგრძლივა მიმდინარეობს ამ შემთხვევაში შეიძლება


თვალში გაჩნდეს კერატოკონიუქტივიტი-ანუ ორივე გარსის ანთება. იგი არის
ბაქტერიული, ვირუსული და ალერგიული. დიფ. დიაგნოზი ტარდება
გამონადენის ხასიათის მიხედვით. თუ ჩირქოვანია გამონადენი ამ დროს არის
ბაქტერიული კონიუქტივიტი და ამ დროს საჭიროა ფართო სფექტრის
ანტიბიოტიკების დანიშვნა, ანუ ანტიბიოპტიკოთერაპია. რაც შეეხება ვირუსულს
ეს არის ადენოვირუსებით გამოწვეული და ამიტომ მათ ვუნიშნავთ
დამატენიანებელ წვეთებს, ამ დროს მკურნალობის საშუალება არ არსებობს. მას
აქვს თეთრი ფერის ან გამჭვირვალე, ცრემლივით გამონადენი. იგი არის
გადამდები. კონიუქტივიტის დროს აღინიშნება სიწითლე, სხვადასხვა სახის
გამონადენი და ქუთუთოების შეშუპება. მაგრამ ალერგიული კონიუქტივიტის
დროს უფრო მეტად არის გამოხატული შეშუპება და დამახასიათებელია ძლიერი
ქავილი. და თუ ამოვატრიალებთ ქუთუთოს ლორწოვანს მას აქვს
ქვაფენილისმაგვარი შესახედაობა. ამ დროს ვნიშნავთ ანტიჰისტამინს და
სტეროიდს, ადგილობრივად წვეთის სახით, ასევე პერორალურად.
დამახასიათებელია სეზონურობა

სუბკონიუქტივალური სისხლჩაქცევა—ამ დროს დაზიანებულია ლორწოვანის


სისხლძარღვი და ჩაიქცა სისხლი. იგი შეიძლება იყოს სხვადასხვა
ლოკალიზაციის, სხვადასხვა ფორმისა და ზომის. ამ დროს ის არ ტოვებს ლიმბის
საზღვრებს, თვალი არ არის მტკივნეული და მხედველობაც არ ქვეითდება ამ
დროს. ეს ხშირად ემართებათ მოხუცებს, ვისაც ათეროსკლეროზული
სისხლძარღვი აქვს და მაღალი წნევა აწუხებს, ასევე ფეხმძიმობის დროს, ჭინთვის
დროს, ყაბზობის დროს. ამ დაავადებას არ ვმკურნალობთ, იგი თავისით
გაიწოვება იმის მიხედვით თუ რა ზომისაა. გასაწოვად დაახლოებით საჭიროა
მაქსიმუმ 10 დღე. დამატებით შესაძლებელია დამატენიანებელი თვალის
წვეთების დანიშვნა პლაცებოს სახით.

ქემოზი—კონიუქტივის შეშუპება.

28---ვირუსული ეთიოლოგიის კონიუნქტივიტები (ჰერპესული,


ადენოვირუსული). კლინიკა, მკურნალობა, პროფილაქტიკა.

კონიუქტივიტი—კონიუქტივას ანუ ლორწოვანი გარსის ანთება. თუ იგი


ხანგრძლივა მიმდინარეობს მაგ შემთხვევაში შეიძლება თვალში გაჩნდეს
კერატოკონიუქტივიტი-ანუ ორივე გარსის ანთება. იგი არის ბაქტერიული,
ვირუსული და ალერგიული. დიფ. დიაგნოზი ტარდება გამონადენის ხასიათის
მიხედვით. თუ ჩირქოვანია გამონადენი ამ დროს არის ბაქტერიული
კონიუქტივიტი და ამ დროს საჭიროა ფართო სფექტრის ანტიბიოტიკების
დანიშვნა, ანუ ანტიბიოპტიკოთერაპია. რაც შეეხება ვირუსულს ეს არის
ადენოვირუსებით გამოწვეული და ამიტომ მათ ვუნიშნავთ დამატენიანებელ
წვეთებს, ამ დროს მკურნალობის საშუალება არ არსებობს. მას აქვს თეთრი ფერის
ან გამჭვირვალე, ცრემლივით გამონადენი. იგი არის გადამდები. კონიუქტივიტის
დროს აღინიშნება სიწითლე, სხვადასხვა სახის გამონადენი და ქუთუთოების
შეშუპება. მაგრამ ალერგიული კონიუქტივიტის დროს უფრო მეტად არის
გამოხატული შეშუპება და დამახასიათებელია ძლიერი ქავილი. და თუ
ამოვატრიალებთ ქუთუთოს ლორწოვანს მას აქვს ქვაფენილისმაგვარი
შესახედაობა. ამ დროს ვნიშნავთ ანტიჰისტამინს და სტეროიდს, ადგილობრივად
წვეთის სახით, ასევე პერორალურად. დამახასიათებელია სეზონურობა

ქემოზი—კონიუქტივის შეშუპება.

29--- „მშრალი თვალის სინდრომი“. კლინიკა, დიაგნოსტიკა, მკურნალობა.

ეს დაავადებები ასოცირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ნაღველ-კენჭოვან


დაავადებებთან. გვაქვს სხვადასხვა ხარისხით გამოწვეული მშრალი თვალი:
ზოგჯერ პაციენტებს უცხო სხეულის შეგრძნება აქვს და ამ დროს უნდა
გავუკეთოთ შირმერის ტესტი 5 წთ-ის განმავლობაში და ელოდებიან როდის
დასველდება, სულ თუ დასველდა ე.ი მშრალი თვალი არ არის. თუ მშრალი
თვალი აქვს პაციენტს მის სამკურნალოდ გამოიყენებენ თვალის
დამატენიალებელ წვეთებს. (ჰიალურონის მჟავა არის დამატენიანებელი
წვეთების აქტიური ნივთიერება). თუ ეს წვეთები არ არის საკმარისი მაშინ
საჭიროა პაციენტს გავუკეთოთ საცრემლე წერტილების სილიკონის ან დროებითი
საცობებით ოკლუზია. მტკივნეული პროცედურა არ არის. როცა საკუთარი
ცრემლი გამომუშავდება თვალში, ისი დიდი რაოდენობით რჩება და ეგრევე არ
გადადის ცხვირში.

30--- ოფთალმოპათოლოგია თანხვედრილი სტომატოლოგიურ


დაავადებებთან (სიოგრენის სინდრომი, მიკულიჩის სინდრომი).

31 დაკრიოცისტიტი (მწვავე, ქრონიკული, ახალშობილის). საცრემლე პარკის


ფლეგმონა – დიაგნოსტიკა, მკურნალობა.

32 ოფთალმოლოგიური თანდაყოლილი პათოლოგია თანხვედრილი ყბა–


სახის ანომალიებთან. (რეგერის, მარკუს გუნის, კრუზონის სინდრომი).
33 კერატიტები. კლასიფიკაცია, ზოგადი სიმპტომატიკა, მკურნალობა,
გამოსავალი.

კერატიტი—რქოვანა გარსის ანთება. ამ დროს რქოვანა გარსის ზედაპირი არის


დაზიანებული. ბიოკროსკოპით თუ შევხედავთ ამ დროს რქოვანა გარსზე
აღინიშნება შემღვრევა, ინფილტრატი. უნდა შევღებოთ ფლუორესცეინით და
ვნახოთ სად არის დეფექტი (სპეციალური ყვითელი საღებავით ვღებავთ და
ლურჯი გამათებით ვნახულობთ დეფექტს). თვითონ კერატიტიც შეიძლება იყოს
3 მაირი:ბაქტერიებით გამოწვეული, ვირუსული და სოკოვანი, ანუ ფუნგალური.
ბაქტერიების დროს რქოვანაზე გვაქვს შემღვრევები, მხედველობა
დაქვეითებულია, გამონადენი ჩირქოვანია, შეიძლება გაჩნდეს წყლული და
გაიხვრიტოს რქოვანა. თუ რქოვანას ზედაპირი იღებება ამ დროს არ უნდა
ჩავაწვეთოთ სტეროიდი. თუ გაიხვრიტა რქოვანა ის უნდა გადვფაროთ ამნიონით
ან ტექტონური რქოვანით და როცა ეს პროცესი ჩაცხრება უნდა გადავნერგით
გამჭვირვალე რქოვანა ანუ გავაკეთოთ კერატოპლასტიკა. ბაქტერიულს
ვმკურნალობთ ანტიბაქტერიული პრეპარატებით. სოკოვანიც გავს ბაქტერიულს,
მაგრამ მას ვმკურნალობთ ანტიფუნგალური პრეპარატებით. ბაქტერიული უფრო
მარტივად ექვემდებარება მკურნალობას. ვირუსული კერატიტი შეიძლება იყოს 2
ვირუსით გამოწვეული: 1. ადენოვირუსებით გამოწვეული (ბიომიკროსკოპზე
თეთრი, ფიფქისებუფი შემღვრევებია რქოვანა გარსზე, მხედველობა
დაქვეითებულია და მისი მკურნალობა არის დამატენიანებელი წვეთების
გამოყენება) და 2. ჰერპესვირუსით გამოწვეული (ამ დროს ხის ტოტის
დენდრიტის ფორმა აღინიშნება და მას ვმკურნალობთ აციკლოვირით,
განციკლოვირით და მისი მსგავსი პრეპარატებით). ვრთავთ ვირუსოლოგს
მკურნალობის პროცესში, რადგან მხოლოდ ადგილობრივი წვეთებით პაციენტს
ვერ მოვარჩენთ .- ამ ორს შორის უფრო მეტად საშიში არის კერატიტი, მისი
გართულების შემთხვევაში შეიძლება მხედველობა დაქვეითდეს. რქოვანა არის
ლინზა, და თუ მისი ანთება არ დაექვემდაბარა მკურნალობას შეიძლება
შემთხვევის ადგილას წყლული გაჩნდეს, გათხელდეს, გაიხვრიტოს, პერფორაცია
მოხდეს და შესაძლებელია თვალიც შესანარჩუნებელი გაგვიხდეს.- პაციენტი
მოვიდა თვალი წითელი აქვს და ჩირქოვანი გამონადენი, ეს ნიშნავს რომ მას აქვს
ბაქტერიული ან კონიუქტივის ან რქოვანის ანთება. როგორ განვასხვავოთ
ერთმანეთისგან: ბიოკროსკოპზე დათვალიერებისას რქოვანაზე არ უნდა იყოს
არანაირი შემღვრევა, რომ მხოლოდ კერატიტის დიაგნოზი დავსვათ. ყველაზე
მნიშვნელოვანია სიწითლის ლოკალიზაცია. კონიუქტივიტის დროს არის
პერიფერიაზე შემღვრევა. მაგრამ თუ კერატიტია და რქოვანა არის დაავადებული
მაშინ ლიმბის ირგვლივ რქოვანას პერიკორნიალური იმექცია გვაქვს. თუ ორივე
თვალის ანთებაა მაშინ მთელი თვალის ნაპრალი არის წითელი.

34 სკლერის დაავადებები (ეპისკლერიტი, სკლერიტი). კლინიკა, მკურნალობა.


სკლერის სტაფილომა.

სკლერა იყოფა: ეპისკლერა, სკლერა და წარბისებრი ფირფიტა.

ეპისკლერიტი არის სკლერის ზედაპირული შრეებისა და ეპისკლერული


ქსოვილის ანთება. სკლერის წინა ნაწილში, ლიმბის მახლობლად კონიუქტივის
ქვეშ ჩნდება მომრგვალო, შემოფარგლული შესივება, რომელიც თავდაპირველად
კრიალა წითელი ფერისაა, შემდეგ კი დახასიათებელ მუქ იისფერს იღებს. კანის
მფარავი ლონიუქტივა ჰიპერემიულია, ადვილად მოძრაობს და მის ქვეშ ჩანს
დფართოებული ეპისკლერალური სისხლძარღვები. ანთებითი კერა შეხებით
მტკივნეულია. თუ ინფილტრატი ეკვატორთან ახლოსაა, ხშირად პროცესში
ჩართულია ტენონის კაფსულაც, რაც თვალის მოძრაობის დროს მევავე
ტკივილებს იწვევს. ტენონიტები რევმატული და გრიპოზული ეპისკლერიტების
ხშირო გართულებაა. ეპისკლერიტები ხანგრძლივად მიმდინარეობს და
ახასიათებს ხშირი რეციდივი. ინფილტრატის შეწოვის შემდეგ მის მეზობლად
ჩნდება ახალი კერა და ასე გრძელდება სანამ პროცესი მთელ რქოვასს ირგვლივ
არ შემოუვლის. პროგნოზი კარგა. ინფილტრატი არ წყლულდება და
მხედველობა არ ქვეითდება . სკლერიტი - ხასიათდება სკლერის ღრმა შრეებში
მორუხო ფერის მტკივნეული ინფილტრატევის წარმოქმნით. გამოხატულია
გაღიზიანების მოვლენები, ტკივილები და ღრმა, მუქი-იისფერი სკლერალური
იმექცია. ეს დაავადება ხშირად ორივე თვალს აზიანებს. ღრმა სკლერიტების
ხშირი გართულებაა რრქოვანა გარსის ანთება მასკლეოზბლი კერატიტის სახით
და სისხლძარღვოვანი გარსის წინა ნაწილის ანთება, რასაც ულანა სინექიების
წარმოქმნა მოწმობს. დაავადება თვეებისა და წლების განმავლობაში
მიმდინატეობს და ხშირად მწვავდება. ანთებითი ინფილტრატის შეწოვის შემდეგ
სკლერაზე რჩება, დანაწიბურებული, თხელი, ასპიდის ფერი უბნები. ეს უბნები
თვალშიდა წნევის ზემოქმედებით ძლიერ იჭიმება და ამოიბურცება. მასში
გამოსჭვივის სისხლძარღვოვანი გარსის პიგმენტი, რომელსაც მუქიოლურჯო ან
შავი ფერი აქვს. ასეთ წარმონაქმნს, რომელიც ყურძნის მტევანს გვაგონებს,
სტაფილომა ეწოდება. სკერიტების შედეგად წარმოიქმნება წინა სტაფილომები:
ცილიარული სხეულის არეში - ცილიარული სტაფილომა; ლიმბთან ახლოს,
შლემის არხის შესაბამის არეში - ინტერკალარული სტაფილომა. სკლერიტების
შედეგად ეკვატორული სტაფილომების განვითარება იშვიათია. სკლწრიტბის
ეტილოგიური გაქტორები: პოდაგრა, რევმატიზმი, ნივთიერებათა ცვლის მოშლა,
ტუბერკულოზი, სიფილოსი, ალერგიული ფაქტორები.... მკურნალობა - თუ
ცნობილია სკლერიტის გამომწვევი ფაქტორი, საჭიროა სპეციფიკური
მკურნალობის ჩატარება. გარდა ამისა უნდა ჩატარდეს სადესენსიბილიზაციო და
ანთების საწინააღმდეგო მკურმალობა ზოგადი და ადგილობრივი მეთოდებით.
დესენზიბილიზაციის მიზნით 10℅ იანი კალციუმის ქლორიდი შეჰყავთ ვენაში.
შიგნით მისაღებად უნიშნავენ დიმედროლს, კალციუმის გლუკონატს. ანთების
საწინააღმდეგო ეფექტურ და სადესენსიბილიზაციო საშუალებას წარმოადგენს
ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი და კორტიზონი - ინექციების სახით
კუნთში. კარგია აუტოჰემოთერაპია, D2 :ვიტამინი მცირე დოზით და
პროტეინთერაპია. ადგილობრივად იყენებენ სითბოს, დიათერმიას, კალციუმით
იონტოფორეზს, ბირხ-ჰირშფელდის ნათურით დასხივებას და თვალში
ჩასაწვეთებლად უნიშნავენ 3℅ იან კალციუმის ქლორიდს, 2℅ იან დიმედროლს,
2℅ პირამიდონს, კორტიზონს, ადრენალინს, ატროპინს... რეგრესულ სტადიაში
იხმარება გამსრუტავი საშუალებანი - დიონინი ან და სინდიყის ყვითელი ჟანგის
მალამო. დიდი მნიშვნელობა აქვს დიეტას, ავადმყოფმა უნდა მიიღოს
ვიტამინებით მდიდარი საკვები, ნახშირწყლებისა და სუფრის მარილის
შეზღუდვით. ასევე მიზანშეწინილია კლიმატური მკურნალობა მაღალმთიან
კურორტებზე.

35 სისხლძარღვოვანი ტრაქტის დაავადებები. კლინიკა და მკურნალობა,


გართულებები.
36 ოფთალმო–სტომატოლოგიური თანხვედრილი დაავადებები. ბეხჩეტის
დაავადება, სტივენს–ჯონსონის სინდრომი.

ბეხჩეტის სინდრომი — მისი ზუსტი გამომწვევი არ იციან მაგრამ ამ


დროს ზიანდება სისხლძარღვები, არის ვასკულიტები და ის
ვლინდება ტრიადით: აფთოზური წყლულები პირის ღრუში,
თვალისმხრივ ურეიტი-ქრონიკულად მიმდინარე ირიდოციკლიტი
რეციდივებით, კონიუქტივიტი,’კერატიტი, და წყლულები
გენიტალებზე. მკურნალობა: B ჯგუფის ვიტამინები,
კორტიკოსტეროიდებით, ანტიბიოტიკებით.
სტივენ-ჯონსონის სინდრომი—ამ დროს არის კანსა და ლორწოვანზე
გამონაყარი, სახსრებზე და ენცეფალიტის სახით გართულებებია
დამხასიათებელი. ალერგია აქვთ მედიკამენტებზე და აუცილებელია
ამ პაციენტების ჰოსპიტალიზაციაც. ხშირად ამ გამონაყარს ბატონებს
ადარებენ.

37 მხედველობის სიმახვილის თანდათანობითი დაქვეითებით მიმდინარე


დაავადებები. სუბიექტური და ობიექტური მონაცემები, კლინიკა,
დიაგნოსტიკა მკურნალობის თანამედროვე მეთოდები.

You might also like